Skip to main content

ურუგვაი სექციების სია ეტიმოლოგია | ისტორია | გეოგრაფია | სახელმწიფო | ეკონომიკა | დემოგრაფია | კულტურა | განათლება | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ34°53′ ს. გ. 56°10′ დ. გ. / 34.883° ს. გ. 56.167° დ. გ. / -34.883; -56.167ურუგვაის მთავრობის პორტალიUruguay entry at The World FactbookUruguayურუგვაიUruguay profileTravel guide to Uruguay in EnglishPhotographic Travel Essay Through UruguaySimplemente UruguayAtlas Sociodemografico y de la Desigualdad en Uruguay , 2011: AncestryUruguayResultados del Censo de Población 2011: población, crecimiento y estructura por sexo y edadReport for Selected Countries and SubjectsGini Index2014 Human Development Report SummaryInternational Court of Justice press release 20 April 2010 re judgment Argentina v UruguayBackground Note: UruguayFrom 2005 to 2011Ministerio de Turismo y Deporte del Uruguay (Spanish, English and Portuguese)ხოსე მუხიკა - ყველაზე ღარიბი პრეზიდენტიUruguay Legalizes Same-Sex Marriage - WSJ.comორიგინალიდანУругвай легализовал марихуануBusiness GuideორიგინალიდანThe democratic routineThe Economist Intelligence Unit's Index of Democracy 2012ორიგინალიდანCensos 2011 – Instituto Nacional de EstadisticaUnasur Pledges to Isolate Coup Regimes, Fight Drug TraffickingUruguay marks distance from Argentina: UK does not come to plunder resourcesMujica praises Argentina/Uruguay common past; calls for an end to ‘ports’ war’Argentines in pulp mill protest''Clarín'': Hay 115 casos de dermatitis en un balneario ubicado frente a BotniaUruguay and Argentina implement "scientific" accord for joint monitoringBrazil and Uruguay step closer to integrationUruguay: Political and Economic Conditions and U.S. RelationsChavez and Mujica Meet and Sign Numerous Bilateral AgreementsUruguay recognizes Palestinian stateARGENTINA-URUGUAY Matches 1902–2009Paris, 1924Amsterdam, 1928The smallest country to win the World Cup have big ambitions againWorld Cup 2010: Diego Forlan collects Golden Ball awardThe FIFA/Coca-Cola World Ranking – Ranking TableUruguay "exported" 1.414 football players in the last decadeრრრ

ურუგვაისამხრეთ ამერიკის ქვეყნებიესპანურენოვანი ქვეყნებიგაეროს წევრი სახელმწიფოები


ესპ.სახელმწიფოსამხრეთი ამერიკისატლანტის ოკეანისესაზღვრებაბრაზილიაარგენტინამოსახლეობამონტევიდეოსსამხრეთ ამერიკისსურინამის1680პორტუგალიელებმაკოლონია-დელ-საკრამენტოXVIII საუკუნისესპანელებმამონტევიდეოესპანეთთანპორტუგალიასთანარგენტინასთანბრაზილიასთანპრეზიდენტითლათინურ ამერიკაშიდემოკრატიისმშვიდობისსამხრეთ ამერიკაშიპრესის თავისუფლებისგაეროსადამიანის განვითარების ინდექსისჩილესთანმატყლიბრინჯისოიაალაორძემარიხუანასაბორტი„მდინარე ურუგვაისგუარანის ენიდანესპანელებისჩარუაჩანაXVI საუკუნეში1680ლა-პლატისკოლონია-დელ-საკრამენტობუენოს-აირესში1724მონტევიდეოტენერიფედანგუანშებირიო-დე-ლა-პლატასნაპოლეონისრიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფოსგაუჩოსგუანშებისესპანეთისაგანბუენოს-აირესისაგანხოსე ხერვასიო არტიგასის1814რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციებისხერვასიო პოსადასმა1816პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფოს1820პარაგვაიში1821სისპლატინის1825ბრაზილიამარგენტინასომი გამოუცხადა1830ფრუქტუოსო რივერა1838185218641870პარაგვაული ომი190718771929დიდმა დეპრესიამ19421945მეორე მსოფლიო ომშიფაშისტურგერმანიას1950ანდრეს მარტინეს ტრუებამ195119731976აპარასიო მენდესმა19801984ხულიო მარია სანგინეტიმ1991მერკოსურის2010ხოსე მუხიკამარიხუანისსაზღვრისსერო-კატედრალილაგუნისკლიმატიპამპეროსწარმომადგენლობითი დემოკრატიისრესპუბლიკაასაპრეზიდენტო სისტემითუნიტარული სახელმწიფოაპრეზიდენტიგენერალური ასამბლეაუზენაესი სასამართლოამჟამინდელი კონსტიტუციაშვეიცარიის კონსტიტუციისრეფერენდუმითურუგვაის ისტორიისკოლორადოს პარტიააფართო ფრონტმახოსე მუხიკამნაციონალური პარტიისლუის ალბერტო ლაკალიელათინობარომეტრისლათინურ ამერიკაშიდემოკრატიასFreedom HouseEconomist Intelligence Unitსაერთაშორისო გამჭვირვალობისკორუფციის აღქმის ინდექსშიდეპარტამენტადსამხრეთ ამერიკის სახელმწიფოთა კონსტიტუციური კავშირისარგეენტინაბრაზილიაფოლკლენდის კუნძულებისმონტევიდეოსაბუენოს-აირესისსასაზღვროისლა-ბრასილიერისამასოლიერისჰაიტიზემუხიკამმერკოსურშივენესუელისალი როდრიგესისსამხრეთ ამერიკის ერთა კავშირისნესტორ კირხნერსნავთობსპალესტინის სახელმწიფოგაუჩოსფეხბურთირაგბიკრიკეტიბრიტანეთის კუნძულებისმონტევიდეოშიადგილობრივარგენტინის190219241928მსოფლიო ჩემპიონატიც1930 წელს1950 წელსაცბრაზილიაში„მარაკანაზოდ“2010 წლის მუნდიალზედიეგო ფორლანი2012ფიფაესპანეთისკოპა ამერიკა„ნასიონალი“„პენიაროლი“არგენტინიდან2010არგენტინაბოლივიაბრაზილიაგაიანაეკვადორივენესუელაკოლუმბიაპარაგვაიპერუსურინამიურუგვაიჩილენიდერლანდებისამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებიფოლკლენდის კუნძულებიგაერთიანებული სამეფოსაფრანგეთის გვიანა










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ურუგვაი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






List2.svg

მდინარე ურუგვაისთვის, იხილეთ ურუგვაი (მდინარე).




























































































ურუგვაის აღმოსავლეთი რესპუბლიკა
República Oriental del Uruguay

ურუგვაი





ურუგვაის
დროშა გერბი

დევიზი: „Libertad o Muerte“
„თავისუფლება ან სიკვდილი“

ჰიმნი: Himno Nacional de Uruguay
ურუგვაის ეროვნული ჰიმნი





დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი

მონტევიდეო
34°53′ ს. გ. 56°10′ დ. გ. / 34.883° ს. გ. 56.167° დ. გ. / -34.883; -56.167
ოფიციალური ენა ესპანური
აღიარებული რეგიონული ენები პორტუგალიური

ეთნიკური ჯგუფები (2011[1])
  • 90,7 % თეთრკანიანი

  • 4,8 % შავკანიანი

  • 2,4 % ადგილობრივები

  • 0,5 % აზიელები

  • 1,9 % სხვა

ეთნოქორონიმი ურუგვაელი
მთავრობა
უნიტარული საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი
 -  ვიცე-პრეზიდენტი რაულ ფერნანდო სენდიკ როდრიგესი
საკანონმდებლო ორგანო გენერალური ასამბლეა
 -  ზედა პალატა სენატორთა პალატა
 -  ქვედა პალატა დეპუტატთა პალატა

დამოუკიდებლობა ბრაზილიის იმპერიისგან
 -  გამოცხადება 25 აგვისტო, 1825 
 -  აღიარება 28 აგვისტო, 1828 
 -  კონსტიტუცია 18 ივლისი, 1830 
ფართობი
 -  სულ 176 215 კმ2 (91-ე)
 -  წყალი (%) 1.5
მოსახლეობა
 -  2013 შეფასება 3 324 460[2] (133-ე)
 -  2011 აღწერა 3 286 314[3]
 -  სიმჭიდროვე 18.87 კაცი/კმ2 (198-ე)

მშპ (მუპ)
2014 შეფასება
 -  სულ $59.201 მილიარდი[4] (91-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $17 391[4] (61-ე)

მშპ (ნომინალი)
2014 შეფასება
 -  სულ $58.283 მილიარდი[4] (78-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $17 121[4] (45-ე)

ჯინი (2010)
45.3[5]
საშუალო

აგი (2013)

Increase2.svg 0.790[6]
მაღალი · 50-ე
ვალუტა
ურუგვაული პესო (UYU)
სასაათო სარტყელი
UTC-03:00
 -  ზაფხული (DST)
UTC-02:00 (UTC)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +598
ინტერნეტ-დომენი .uy

ურუგვაი ოფიციალურად ურუგვაის აღმოსავლეთი რესპუბლიკა[7] (ესპ. República Oriental del Uruguay [reˈpuβlika oɾjenˈtal del uɾuˈɣwai]) — სახელმწიფო სამხრეთი ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბრაზილია, დასავლეთით — არგენტინა. ურუგვაის მოსახლეობა 3,3 მლნ ადამიანს შეადგენს,[2] რომელთაგან 1,8 მლნ დედაქალაქ მონტევიდეოს მეტროპოლიურ არეალში ცხოვრობს.[2] მოსახლეობის დაახლოებით 88% ევროპული წარმოშობისაა. 176 000 კმ² ფართობით, ურუგვაი სამხრეთ ამერიკის ყველაზე პატარა სახელმწიფოა ტერიტორიის მხრივ, სურინამის შემდეგ.


1680 წელს პორტუგალიელებმა დააარსეს ერთ–ერთი ყველაზე ძველი ევროპული დასახლება ურუგვაიში — კოლონია-დელ-საკრამენტო. XVIII საუკუნის დასაწყისში ესპანელებმა სამხედრო ციხესიმაგრის სახით დააარსეს მონტევიდეო.[8] 1811–1828 წლებში ესპანეთთან, პორტუგალიასთან, არგენტინასთან და ბრაზილიასთან ომების შემდეგ ურუგვაიმ დამოუკიდებლობა მოიპოვა. დღეისათვის იგი დემოკრატიული კონსტიტუციური რესპუბლიკაა, პრეზიდენტით, რომელიც როგორც სახელმწიფოს, ისე მთავრობის მეთაურია.


ურუგვაი პირველ ადგილზეა ლათინურ ამერიკაში დემოკრატიის, მშვიდობის, კორუფციის ნაკლებობისა და ცხოვრების ხარისხის ინდექსის მაჩვენებლებით;[9] ასევე პირველია სამხრეთ ამერიკაში პრესის თავისუფლების, საშუალო კლასის ზომის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მხრივ.[9] ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ურუგვაის მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი წვლილი შეაქვს გაეროს სამშვიდობო მისიებში.[9] ქვეყანა რეგიონში მეორეა ეკონომიკის თავისუფლების, შემოსავლების თანასწორობის, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ.[9] ურუგვაი მესამე საუკეთესო ქვეყანაა კონტინენტზე ადამიანის განვითარების ინდექსის, ეკონომიკის ზრდის, ინოვაციებისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.[9][10] გაეროს მიერ ურუგვაი შეფასებულია როგორც მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანა — ერთადერთი მსგავსი მონაცემის მქონე სახელმწიფო ამ რეგიონიდან ჩილესთან ერთად. ურუგვაი მნიშვნელოვანი ექსპორტიორია ისეთი პროდუქტებისა, როგორებიცაა მატყლი, ბრინჯი, სოია, ძროხის გაყინული ხორცი, ალაო და რძე.[9]


2013 წელს, მარიხუანას წარმოების, გაყიდვისა და მოხმარების მიმართ ინოვაციური პოლიტიკის შემოღებისათვის, ჟურნალმა ეკონომისტმა ურუგვაი „წლის ქვეყნად“ დაასახელა.[11] ქვეყანაში ასევე ლეგალურია ერთსქესიანი ქორწინება და აბორტი, რის შედეგადაც, ურუგვაი მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ და სოციალურად განვითარებულ სახელმწიფოდ. რეგიონში სამაგალითოა და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანის უფლებების, ტოლერანტობისა და ჩართულობის საკითხების მხრივ.[12]




სექციების სია





  • 1 ეტიმოლოგია


  • 2 ისტორია


  • 3 გეოგრაფია

    • 3.1 ფლორა


    • 3.2 კლიმატი



  • 4 სახელმწიფო

    • 4.1 ადმინისტრაციული დაყოფა


    • 4.2 საგარეო ურთიერთობები


    • 4.3 თავდაცვა



  • 5 ეკონომიკა

    • 5.1 სოფლის მეურნეობა


    • 5.2 ინფრასტრუქტურა


    • 5.3 ტელეკომუნიკაციები



  • 6 დემოგრაფია

    • 6.1 უდიდესი ქალაქები


    • 6.2 ჯანდაცვა


    • 6.3 რელიგია


    • 6.4 ენა



  • 7 კულტურა

    • 7.1 სახვითი ხელოვნება


    • 7.2 მუსიკა


    • 7.3 ლიტერატურა


    • 7.4 მედია


    • 7.5 სამზარეულო


    • 7.6 სპორტი



  • 8 განათლება


  • 9 ლიტერატურა


  • 10 რესურსები ინტერნეტში


  • 11 სქოლიო




ეტიმოლოგია |


ლა-რეპუბლიკა-ორიენტალ-დელ-ურუგუაი (La República Oriental del Uruguay) ნიშნავს „მდინარე ურუგვაის აღმოსავლეთით მდებარე რესპუბლიკას“. მდინარე ურუგვაის ეტიმოლოგია ბოლომდე უცნობია, ერთი ვერსიით გუარანის ენიდან მომდინარეობს და ნიშნავს „ფერადი ჩიტების მდინარეს“.[13]



ისტორია |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ურუგვაის ისტორია.

ურუგვაის ტერიტორიაზე ესპანელების გამოჩენამდე ცხოვრობდნენ ინდიელი ტომები ჩარუა და ჩანა. XVI საუკუნეში კი იწყება ესპანელთა დაპყრობები, თუმცა თავდაპირველად მათ ვერ შეძლეს მუდმივი დასაყრდენი პუნქტების ჩამოყალიბება. 1680 წელს ლა-პლატის ყურის მარცხენა ნაპირზე პორტუგალიელებმა დააარსეს ციხესიმაგრე კოლონია-დელ-საკრამენტო, საიდანაც მათ არალეგარულად გადაჰქონდათ ტვირთი ბუენოს-აირესში. კონტრაბანდისტებისაგან დასაცავად ესპანელებმა 1724 წელს დააარსეს ქალაქი მონტევიდეო. ახალ ქალაქში კუნძულ ტენერიფედან გადასახლდნენ გუანშები. XVIII საუკუნიდან შევიდა კოლონია რიო-დე-ლა-პლატას შემადგენლობაში. კოლონიალური მმართველობის დასასრულს თანამედროვე ურუგვაის ტერიორიაზე განსახლებული იყო 30 ათასი ადამიანი, რომელთა მესამედიც მონტევიდეოში ცხოვრობდა.


ნაპოლეონის ესპანეთში შეჭრის შემდეგ გამოცხადდა რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფოს დამოუკიდებლობა. თანამედროვე ურუგვაის ტერიტორია (Banda Oriental) შევიდა ახალი სამეფოს შემადგენლობაში. გაუჩოს (გუანშების შთამომავლები) ტომმა მხარი დაუჭირა როგორც ესპანეთისაგან, ისე ბუენოს-აირესისაგან ხოსე ხერვასიო არტიგასის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. თავდაპირველად არტიგასმა და მისმა მომხრეებმა მოითხოვეს ცალკე პროვინციის ჩამოყალიბება. 1814 წლის 7 მარტს რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციების უმაღლესმა დირექტორმა ხერვასიო პოსადასმა გასცა ბრძანება აღმოსავლეთის პროვინციის შექმნის შესახებ.


1816 წელს აღმოსავლეთის პროვინციაში შეიჭრა პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფოს ძალები. გაერთიანებულმა პროვინციებმა აღიარა აღმოსალეთ პროვინციის მოკავშირეობა, მაგრამ ომი არ გამოუცხადებია ბრაზილიის ხელისუფლებისათვის. 1820 წლის სექტემბერში არტიგასი დაამარცხეს და პარაგვაიში გადაიხვეწა. პორტუგალიელებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოიწვიეს სისპლატინის კონგრესი, რომელმაც 1821 წელს გამოაცხადა ბრაზილიასთან აღმოსავლეთის პროვინციის შეერთება სისპლატინის სახელწოდებით. 1825 წელს ფლორიდაში შეკრებილმა კონგრესმა გამოაცხადა ბრაზილიისაგან გამოყოფა და კვლავ გაერთიანებულ პროვინციებთან გაერთიანება. ამის საპასუხოდ ბრაზილიამ არგენტინას ომი გამოუცხადა. ომის დასრულების შემდეგ გამოცხადდა აღმოსავლეთის პროვინციის დამოუკიდებლობა და ქვეყანამ მიიღო სახელწოდება: აღმოსავლეთი რესპუბლიკა ურუგვაი.


1830 წელს მიიღეს ქვეყნის პირველი კონსტიტუცია. ამავე წლის 25 სექტემბერს ქვეყნის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ფრუქტუოსო რივერა. 1838-1852 წლებში ქვეყანაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომში გადაზრდილი პარტიული დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვებული კვლავ რივერა გამოვიდა. 1864-1870 წლებში ურუგვაიმ კიდევ ერთი, პარაგვაული ომი გადაიტანა.


ურუგვაი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 1907 წელს მიიღო კანონი განქორწინების შესახებ, ხოლო მეორე ქვეყანა სადაც 1877 წელს განათლება სავალდებულო და უფასო გახდა.


1929 წელს დიდმა დეპრესიამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ქვეყანას. რასაც მოჰყვა სახელმწიფო გადატრიალებები და 1942 წლის ახალი კონსტიტუცია. 1945 წელს ურუგვაიმ მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიას გამოუცხადა ომი.


1950 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ანდრეს მარტინეს ტრუებამ, რომლის ძალისხმევითაც 1951 წელს მიიღო ახალი კონსტიტუცია.


1973 წლის 27 ივნისს ქვეყანაში მოხდა მორიგი სამხედრო გადატრიალება და დამყარდა სამხედრო დიქტატურა. 1976 წელს ხელისუფლებაში მოსულმა აპარასიო მენდესმა დაითხოვა ყველა პარტია. 1980 წელს გაიმართა რეფერენდუმი ახალი კონსტიტუციის მიღებასა და არსებული რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით. მოსახლეობის 57 % ხმა მისცა დიქტატურის წინააღმდეგ. 1984 წლის თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ხულიო მარია სანგინეტიმ და გაათავისუფლა ყველა პოლიტპატიმარი.


1991 წელს ურუგვაი გახდა მერკოსურის ეკონომიკური ბლოკის წევრი. 2010 წლიდან ურუგვაის პრეზიდენტია ხოსე მუხიკა, რომელსაც ერთ-ერთ ურარიბეს პრეზიდენტად მიიჩნევენ[14]. 2013 წელს ურუგვაიში დააკანონეს ერთი სქესის წყვილთა ქორწინება[15]. 2013 წლის 25 დეკემბერს პრეზიდენტმა მუხიკამ ხელი მოაწერა კანონს მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ[16], რომელსაც მანამდე მხარი დაუჭირა პარლამენტის ზედა პალატამ. შედეგად ურუგვაი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც დააკანონეს ამ ნარკოტიკული ნივთიერების დამზადება და გასაღება.



გეოგრაფია |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ურუგვაის გეოგრაფია.



ურუგვაის რუკა


ურუგვაის ფართობი ფართობი 176 220 კმ²–ს შეადგენს.


საზღვრის საერთო სიგრძე 1564 კმ (მათ შორის: არგენტინასთან — 579 კმ, ბრაზილიასთან — 985 კმ.). სანაპირო ზოლის სიგრძე: 660 კმ.


ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა სერო-კატედრალი 514 მ. სამხრეთით გორაკ-ბორცვიანი ტერიტორია იცვლება დაბლობებით. სანაპირო ზოლი ლაგუნის ტიპისაა.


კლიმატი სუბტროპიკული, ოკეანურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 22—24 °C, ივლისისა 10—12 °C. სამხრეთის ქარების, პამპეროს ქროლვის დროს კი ტემპერატურა 5 °C-მდე ეცემა, მოდის თოვლიც.


ატმოსფერული ნალექები 1000 მმ-ს შეადგენს სამრეთის რაიონებში, ხოლო 1200 მმ-ს ჩრდილოეთით.



ფლორა |



კლიმატი |



სახელმწიფო |




ურუგვაის პარლამენტის შენობა — პალასიო-ლეხისლატივო, მონტევიდეო


ურუგვაი წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკაა საპრეზიდენტო სისტემით.[17] ხელისუფლების წევრები ხუთი წლის ვადით ირჩევიან უნივერსალური საარჩევნო სისტემით.[17] ურუგვაი უნიტარული სახელმწიფოა: მთელს ქვეყანაში ერთიანად ხორციელდება იუსტიციის, განათლების, უსაფრთხოების, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა.[17] აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს პრეზიდენტი და 13 მინისტრისგან შემდგარი კაბინეტი.[17]


საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ორპალატიანი გენერალური ასამბლეა: დეპუტატთა პალატა, რომელიც შედგება 19 დეპარტამენტის 99 წარმომადგენლისაგან, რომლებიც პროპორციული სისტემით არიან არჩეულნი და სენატორთა პალატა, რომელიც შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 31 წევრისაგან და ვიცე-პრეზიდენტისაგან, რომელიც პალატის თავმჯდომარეა.[17]


ხელისუფლების სასამართლო შტოს ახორციელებს უზენაესი სასამართლო და მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული სასამართლოები და მოსამართლეები. უზენაესი სასამართლოს წევრებს გენერალური ასემბლეა ირჩევს; სასამართლოების წევრებს სენატის თანხმობით არჩევს უზენაესი სასამართლო, მოსამართლეებს კი პირდაპირ ნიშნავს უზენაესი სასამართლო.[17]


ამჟამინდელი კონსტიტუცია ურუგვაიმ 1967 წელს მიიღო. ბევრი შესწორება 1973 წელს შეჩერდა,თუმცა კვლავ აღდგა 1985 წელს. ურუგვაის კონსტიტუცია შვეიცარიის კონსტიტუციის მიხედვითაა შედგენილი და მოქალაქეებს საშუალებას აძლევს შეცვალონ იგი სახლახო ინიციატივის საფუძველზე, თუმცა ის აუცილებლად საყოველთაო-ეროვნული რეფერენდუმით უნდა დაგვირგვინდეს. ბოლო 15 წლის მანძილზე, ურუგვაიში ეს მეთოდი მრავალჯერ გამოიყენეს: იმ კანონის დასადასტურებლად, რომლის თანახმადაც, უარი ითქვა იმ სამხედროების სასამართლო დევნაზე, რომლებიც მილიტარისტული რეჟიმების დროს (1973–1985) ადამიანის უფლებებზე ძალადობდნენ; საჯარო კომპანიების პრივატიზების შესაჩერებლად; პენსიონერთა შემოსავლების დასაცავად და წყლის რესურსების დასაცავად.[18]


ურუგვაის ისტორიის მანძილზე, სახელმწიფოს სათავეში ყველაზე ხშირად კოლორადოს პარტიაა. თუმცა, 2009 წლის ურუგვაის საყოველთაო არჩევნებზე, პარლამენტის არჩევნები აბსოლუტური უმრავლესობით მოიგო ფართო ფრონტმა, საპრეზიდენტო არჩევნებში კი ფართო ფრონტის კანდიდატმა ხოსე მუხიკამ ნაციონალური პარტიის კანდიდატი ლუის ალბერტო ლაკალიე დაამარცხა.


2010 წელს, ლათინობარომეტრის საზოგადოებრივმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლათინურ ამერიკაში, ურუგვაელები დემოკრატიას ყველაზე მეტად უჭერენ მხარს და ამავე დროს, კმაყოფილნი არიან თავიანთ ქვეყანაში დემოკრატიისაკენ გადადგმული ნაბიჯებით.[19]Freedom House-ის „მსოფლიო მშვიდობის ინდექსით“, ურუგვაის 27-ე ადგილი უკავია. Economist Intelligence Unit-ის 2012 წლის მონაცემებით, ურუგვაის დემოკრატიის ინდექსი 8,17 იყო, მსოფლიოში სრულ დემოკრატიად მიჩნეულ 25 ქვეყნის სიაში კი მე-18 ადგილზე იყო.[20]საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ შედგენილ კორუფციის აღქმის ინდექსში კი ურუგვაის მე-18 ადგილზეა.



ადმინისტრაციული დაყოფა |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ურუგვაის დეპარტამენტები.

ურუგვაი დაყოფილია 19 დეპარტამენტად, რომლებსაც აქვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი უფლებები.[17] თითოეული დეპარტამენტი თავის მმართველს საყოველთაო არჩევნების გზით ირჩევს.[17] დეპარტამენტის აღმასრულებელ ხელისუფლებას მეთვალყურეობას უწევს და საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციას ასრულებს დეპარტამენტის საბჭო.[17]





ურუგვაის დეპარტამენტებისა და მათი ცენტრების რუკა. მონტევიდეო ამავე სახელის ოლქის ცენტრია

არტიგასი

არტიგასი



სალტო

სალტო



კანელონესი

კანელონესი



მელო

მელო



კოლონია-დელ-საკრამენტო

კოლონია-დელ-საკრამენტო



დურასნო

დურასნო



ტრინიდადი

ტრინიდადი



ფლორიდა

ფლორიდა



მინასი

მინასი



მალდონადო

მალდონადო



მონტევიდეო

მონტევიდეო



პაისანდუ

პაისანდუ



ფრაი-ბენტოსი

ფრაი-ბენტოსი



რივერა

რივერა



როჩა

როჩა



სან-ხოსე-დე-მაიო

სან-ხოსე-დე-მაიო



მერსედესი

მერსედესი



ტაკუარემბო

ტაკუარემბო



ტრეინტა-ი-ტრესი

ტრეინტა-ი-ტრესი




ურუგვაის დეპარტამენტები



















































































დეპარტამენტი
ფართობი
კმ²
მოსახლეობა (2011)[21]დედაქალაქი

არტიგასი
11 92873 162
არტიგასი

კანელონესი
4536518 154
კანელონესი

სერო-ლარგო
13 64884 555
მელო

კოლონია
6106122 863
კოლონია-დელ-საკრამენტო

დურასნო
11 64357 082
დურასნო

ფლორესი
514425 033
ტრინიდადი

ფლორიდა
10 41767 093
ფლორიდა

ლავალიეხა
10 01658 843
მინასი

მალდონადო
4793161 571
მალდონადო

მონტევიდეო
5301 292 347
მონტევიდეო

პაისანდუ
13 922113 112
პაისანდუ

რიო-ნეგრო
928254 434
ფრაი-ბენტოსი

რივერა
9370103 447
რივერა

როჩა
10 55166 955
როჩა

სალტო
14 163124 683
სალტო

სან-ხოსე
4992108 025
სან-ხოსე-დე-მაიო

სორიანო
900882 108
მერსედესი

ტაკუარემბო
15 43889 993
ტაკუარემბო

ტრეინტა-ი-ტრესი
967648 066
ტრეინტა-ი-ტრესი


საგარეო ურთიერთობები |





ტაბარე ვასკესი (პრეზიდენტი 2005-2010 წლებში) ბრაზილიის მაშინდელ პრეზიდენტ ლულა და სილვასთან ერთად, 2007.




პრეზიდენტი ხოსე მუხიკა (მარჯვნივ) ბრაზილიის მაშინდელ პრეზიდენტ ლულა და სილვასთან ერთად,ვვ, 2010.





ხოსე მუხიკა ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფთან ერთად, 2011.


2010 წლის ნომებერში, ურუგვაიმ სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოთა კონსტიტუციური კავშირის რატიფიცირება მოახდინა და ორგანიზაციის მეცხრე წევრი გახდა. ხელშეკრულება 2008 წელს დაიდო და ძალაში 30 დღის შემდეგ შევიდა, როდესაც წევრმა ქვეყნებმა მისი რატიფიკაცია მოახდინეს.[22]


ურუგვაის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან არგეენტინა და ბრაზილია. 2009 წელს იმპორტის 20% არგენტინაზე მოდიოდა.[2] მას შემდეგ, რაც არგენტინასთან ორმხრივი ურთიერთობები პრიორიტად გამოცხადდა, ურუგვაიმ ეჭვქვეშ დააყენა ფოლკლენდის კუნძულების მიდამოებში ბრიტანული გემების მოძრაობა და ურუგვაის ტერიტორიიდან და პორტებიდან საკვებისა და საწვავის მიწოდება შეუწყვიტა.[23] მეტოქეობა მონტევიდეოსა და ბუენოს-აირესის პორტებს შორის სათავეს ჯერ კიდევ ესპანეთის იმპერიის დროიდან იღებს; მაშინ ამ ფაქტს „პორტების ომს“ უწოდებდნენ. საბოლოოდ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მათ ამ ქიშპობის დასრულება ესაჭიროებოდათ და შესაბამის შეთანხმებას 2010 წელს, რეგიონული ინტეგრაციის ფარგლებში მიაღწიეს.[24]


2007 წელს, მდინარე ურუგვაის ნაპირზე, ურუგვაის მხარეს ქაღალდის ფაბრიკის აშენებამ არგენტინის პროტესტი გამოიწვია, რადგან მიაჩნდა, რომ ის გარემოს დაბინძურებას გამოიწვევდა; საბოლოოდ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა.[25] შემდგომი დავა ამ საკითხზე 2010 წელს მოხდა, რადგან დასკვნებმა აჩვენა, რომ მდინარე ბინძურდებოდა.[26] 2010 წლის ნოემბერში, ურუგვაიმ და არგენტინამ განაცხადეს, რომ საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ქაღალდის ფაბრიკაზე ერთობლივ მონიტორინგს მოახდენდნენ.[27]


ბრაზილიას და ურუგვაის ხელი აქვთ მოწერილი შეთანხმებებზე თავდაცვის, მეცნიერების, ტექნოლოგიის, ენერგეტიკის, სამდინარო ტრანსპორტირებისა და თევზაობის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ, რაც ორ მეზობელ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას უწყობს ხელს.[28] ურუგვაის ბრაზილიასთან ორი გადაუჭრელი სასაზღვრო კონფლიქტი აქვს — სამდინარო კუნძულ ისლა-ბრასილიერისა და სოფელ მასოლიერის სიახლოვეს, მდინარე ინვერანდის რეგიონის 235 კილომეტრიანი მონაკვეთის თაობაზე. ორი ქვეყანა ვერ თანხმდება თუ რომელი შენაკადი წარმოადგენს მდინარე კუარარის ლეგიტიმურ სათავეს, რაც 1851 წელს ორ ქვეყანას შორის დადებული სასაზღვრო ხელშეკრულების თანახმად, განსაზღვრავს სადავო რეგიონის საზღვარს.[2] მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიასა და ურუგვაის მეგობრული დიპლომატიური ურთიერთობები და ძლიერი ეკონომიკური კავშირები აქვთ, ეს სასაზღვრო დავა დღემდე გადაუჭრელია. სადავო ტერიტორია დე ფაქტო ბრაზილიის კონტროლქვეშ რჩება, ურუგვაი კი მაინცდამაინც დიდ აქტიურობას არ იჩენს საკუთარი მოთხოვნების წარმოსაჩენად.


მას შემდეგ, რაც ურუგვაიმ დემოკრატიისაკენ სვლა დაიწყო, მეგობრული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა შეერთებულ შტატებთან.[29] 2004 წელს, ორმხრივი ინვესტირებისა და 2007 წლის იანვარში ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტირების ჩარჩო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით გაიზარდა ეკონომიკური კავშირები.[29] აშშ და ურუგვაი ასევე თანამშრომლობენ თავდაცვის სფეროში, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰაიტიზე გაეროს სტაბილიზაციის მისიაში.[29]


პრეზიდენტმა მუხიკამ ვენესუელას მერკოსურში გაწევრიანება შესთავაზა. ამავე დროს, ის მხარს უჭერდა ვენესუელის ეკონომიკის მინისტრ ალი როდრიგესის კანდიდატურას სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის გენერელური მდივნის თანამდებობაზე; ეს პოსტი მანამდე ნესტორ კირხნერს ეკავა. გარდა ამისა, ვენესუელას ურუგვაისთან აქვს შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ყოველდღიურად 40 000 ბარელ ნავთობს შეღავათიან ფასებში აძლევს.[30]


2011 წლის 15 მარტს, ურუგვაი მეშვიდე სამხრეთამერიკული ქვეყანა გახდა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო.[31] თუმცა, არ მიუთითებია თუ რა საზღვრებში აღიარებდა პალესტინას. განცხადებაში ურუგვაის მთავრობამ მიუთითა თავის მტკიცე ვალდებულებაზე ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში, მაგრამ უარი თქვა საზღვრების დაზუსტებაზე.[31]



თავდაცვა |



ეკონომიკა |



სოფლის მეურნეობა |



ინფრასტრუქტურა |



ტელეკომუნიკაციები |



დემოგრაფია |



უდიდესი ქალაქები |



ჯანდაცვა |



რელიგია |



ენა |



კულტურა |


ურუგვაულ კულტურაზე დიდია ევროპული გავლენა, განსაკუთრებით კი სამხრეთევროპული. გაუჩოს ტრადიცია მნიშვნელოვანი ელემენტია ურუგვაულ ხელოვნებასა და ფოლკლორში.



სახვითი ხელოვნება |



მუსიკა |



ლიტერატურა |



მედია |



სამზარეულო |



სპორტი |




მონტევიდეოს „სენტენარიოს“ სტადიონი (1930 წლის ფოტოსურათი)


ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია ურუგვაიში. ის ქვეყანაში ინგლისელმა მეზღვაურებმა და მუშებმა შეიტანეს XIX საუკუნის ბოლოს. ასევე შეიტანეს რაგბი და კრიკეტი, თუმცა სპორტის ეს სახეობები ფეხბურთან შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა.


ბრიტანეთის კუნძულების გარეთ, პირველი საერთაშორისო მატჩი სწორედ ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში გაიმართა ადგილობრივ და არგენტინის ნაკრებებს შორის, 1902 წლის ივლისში.[32] ურუგვაელმა ფეხბურთელებმა მოიგეს ოქროს მედლები 1924 და 1928 წლების ოლიმპიურ თამაშებზე.[33][34]


ურუგვაის საფეხბურთო ნაკრებს 2-ჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატიც. 1930 წელს მოიგეს ტურნირის პირველი გათამაშება, რომელიც მათსავე სტადიონებზე გაიმართა. ჩემპიონობას ურუგვაელები 1950 წელსაც შესწვდნენ, როდესაც ბრაზილიაში, „მარაკანაზოდ“ წოდებულ შეხვედრაში, ფავორიტი მასპინძლები მოულოდნელად დაამარცხეს. მსოფლიო ჩემპიონატის მომგებ ქვეყნებს შორის ურუგვაის ყველაზე მცირე მოსახლეობა ჰყავს.[35] უკანასკნელ ხანებში, ყველაზე წარმატებული იყო გამოსვლა 2010 წლის მუნდიალზე: სამხრეთამერიკელებმა მე-4 ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა, მათი დიეგო ფორლანი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[36]2012 წლის ივნისის ფიფა-ს მსოფლიო რეიტინგში, ურუგვაის მე-2 ადგილი ეკავა ესპანეთის შემდეგ.[37] ურუგვაელთა საფეხბურთო ნაკრებს ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ აქვს მოგებული სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი, — კოპა ამერიკა. საფეხბურთო კლუბებს შორის, ყველაზე წარმატებულები არიან „ნასიონალი“ და „პენიაროლი“.


2000-იან წლებში, ურუგვაიდან 1,414 ფეხბურთელი წავიდა საზღვარგარეთ, თითქმის იმდენივე, რამდენიც ბრაზილიიდან და არგენტინიდან.[38]2010 წელს, ხელისუფლებამ მიიღო საკანონმდებლო ზომები ფეხბურთელთა ქვეყანაში მაქსიმალურად შესანარჩუნებლად.[38]



განათლება |



ლიტერატურა |


  • Andrew, G. R. (2010) Blackness in the White Nation: A History of Afro-Uruguay, The University of North Carolina Press

  • Behnke, A. (2009) Uruguay in Pictures, Twenty First Century Books

  • Box, B. (2011) Footprint Focus: Uruguay, Footprint Travel Guides

  • Burford, T. (2010) Bradt Travel Guide: Uruguay, Bradt Travel Guides

  • Canel, E. (2010) Barrio Democracy in Latin America: Participatory Decentralization and Community Activism in Montevideo, The Pennsylvania State University Press

  • Clark, G. (2008) Custom Guide: Uruguay, Lonely Planet

  • Jawad, H. (2009) Four Weeks in Montevideo: The Story of World Cup 1930, Seventeen Media

  • Lessa, F. and Druliolle, V. (eds.) (2011) The Memory of State Terrorism in the Southern Cone: Argentina, Chile, and Uruguay, Palgrave Macmillan

  • Mool, M (2009) Budget Guide: Buenos Aires and Montevideo, Cybertours-X Verlag


რესურსები ინტერნეტში |



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ურუგვაი



  • ურუგვაის მთავრობის პორტალი

  • Uruguay entry at The World Factbook


  • Uruguay from UCB Libraries GovPubs


  • ურუგვაი საიტზე DMOZ (სარკე)


  • Uruguay profile from the BBC News




  • Wikivoyage-Logo-v3-icon.svg ურუგვაი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე

  • Travel guide to Uruguay in English

  • Photographic Travel Essay Through Uruguay


  • Simplemente Uruguay YouTube-ზე


სქოლიო |




  1. Atlas Sociodemografico y de la Desigualdad en Uruguay , 2011: Ancestry Spanish (PDF) გვ. 15–16. National Institute of Statistics.

  2. 2.02.12.22.32.4Central Intelligence Agency. Uruguay. The World Factbook. წაკითხვის თარიღი: 5 January 2010.


  3. Resultados del Censo de Población 2011: población, crecimiento y estructura por sexo y edad ine.gub.uy

  4. 4.04.14.24.3Report for Selected Countries and Subjects. World Economic Outlook. International Monetary Fund (8 April 2014). წაკითხვის თარიღი: 28 June 2014.


  5. Gini Index. World Bank. წაკითხვის თარიღი: 14 April 2012.


  6. 2014 Human Development Report Summary გვ. 21–25. United Nations Development Programme (2014). წაკითხვის თარიღი: 27 July 2014.


  7. For example, International Court of Justice press release 20 April 2010 re judgment Argentina v Uruguay.


  8. Bureau of Western Hemisphere Affairs. Background Note: Uruguay. US Department of State. წაკითხვის თარიღი: 23 February 2011.

  9. 9.09.19.29.39.49.5http://photos.state.gov/libraries/uruguay/19452/pdfs/UruguaysRankingsJune2013.pdf


  10. From 2005 to 2011


  11. http://www.economist.com/news/leaders/21591872-resilient-ireland-booming-south-sudan-tumultuous-turkey-our-country-year-earths-got


  12. http://www.socialprogressimperative.org/en/data/spi/components/com9#performance/countries/com9/com11


  13. Ministerio de Turismo y Deporte del Uruguay (Spanish, English and Portuguese). Turismo.gub.uy. წაკითხვის თარიღი: 26 June 2010.


  14. ხოსე მუხიკა - ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი


  15. Uruguay Legalizes Same-Sex Marriage - WSJ.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-04-30. წაკითხვის თარიღი: 2013-04-28.


  16. Уругвай легализовал марихуану. წაკითხვის თარიღი: 2013-12-25.

  17. 17.017.117.217.317.417.517.617.717.8Business Guide. Uruguay XXI. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-05-01. წაკითხვის თარიღი: 25 February 2011.


  18. [1]


  19. “The democratic routine“, The Economist, 2 December 2010. წაკითხვის თარიღი: 23 February 2011. 


  20. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.The Economist Intelligence Unit's Index of Democracy 2012 (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-24. წაკითხვის თარიღი: 20 June 2014.


  21. Censos 2011 – Instituto Nacional de Estadistica. Instituto Nacional de Estadística. წაკითხვის თარიღი: 13 January 2012.


  22. Unasur Pledges to Isolate Coup Regimes, Fight Drug Trafficking. BusinessWeek (26 November 2010). წაკითხვის თარიღი: 24 December 2010.


  23. Uruguay marks distance from Argentina: UK does not come to plunder resources. MercoPress (24 September 2010). წაკითხვის თარიღი: 23 February 2011.


  24. Mujica praises Argentina/Uruguay common past; calls for an end to ‘ports’ war’. MercoPress (20 November 2010). წაკითხვის თარიღი: 23 February 2011.


  25. Argentines in pulp mill protest. BBC News (11 November 2007). Retrieved on 25 June 2012.


  26. ''Clarín'': Hay 115 casos de dermatitis en un balneario ubicado frente a Botnia. Clarin.com (22 February 2010). Retrieved on 25 June 2012.


  27. Uruguay and Argentina implement "scientific" accord for joint monitoring. MercoPress (15 November 2010). წაკითხვის თარიღი: 23 February 2011.


  28. Brazil and Uruguay step closer to integration. Ontheroadtofindout.com. Retrieved on 25 June 2012.

  29. 29.029.129.2Meyer, Peter J.. (4 January 2010) Uruguay: Political and Economic Conditions and U.S. Relations. Congressional Research Service. წაკითხვის თარიღი: 24 February 2011.


  30. Chavez and Mujica Meet and Sign Numerous Bilateral Agreements. MercoPress (27 January 2011). წაკითხვის თარიღი: 23 February 2011.

  31. 31.031.1Uruguay recognizes Palestinian state. Reuters (15 March 2011). წაკითხვის თარიღი: 12 January 2012.


  32. Pelayes, Héctor Darío. (24 სექტემბერი, 2010) ARGENTINA-URUGUAY Matches 1902–2009. RSSSF.


  33. Paris, 1924. FIFA.


  34. Amsterdam, 1928. FIFA.


  35. The smallest country to win the World Cup have big ambitions again. Give Me Football.


  36. “World Cup 2010: Diego Forlan collects Golden Ball award“, BBC Sport, 11 ივლისი, 2010. 


  37. The FIFA/Coca-Cola World Ranking – Ranking Table. FIFA.com

  38. 38.038.1Uruguay "exported" 1.414 football players in the last decade. MercoPress (6 იანვარი, 2011).



(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ურუგვაი&oldid=3370730“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.588","walltime":"0.750","ppvisitednodes":"value":9126,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":183718,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":48182,"limit":2097152,"expansiondepth":"value":11,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":11,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":24279,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 495.367 1 -total"," 23.22% 115.017 1 თარგი:ინფოდაფა_ქვეყანა2"," 22.95% 113.672 1 თარგი:სქოლიო"," 21.46% 106.281 3 თარგი:ნავდაფა"," 15.97% 79.126 1 თარგი:ურუგვაის_დეპარტამენტების_რუკა"," 14.76% 73.096 1 თარგი:პოზრუკა+"," 13.76% 68.173 1 თარგი:სამხრეთ_ამერიკის_ერთა_კავშირი"," 10.96% 54.268 24 თარგი:Cite_web"," 10.32% 51.126 19 თარგი:პოზრუკა~"," 9.94% 49.233 12 თარგი:დროშა"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.052","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":1955039,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1322","timestamp":"20190625111741","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e3u10e0u10e3u10d2u10d5u10d0u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q77","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q77","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-09-14T21:34:11Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/f/fe/Flag_of_Uruguay.svg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":222,"wgHostname":"mw1251"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單