Qwelly ღონისძიებებიბლოგ პოსტებიQwelly World

QwellyლიტერატურამოთხრობებინოველებიქარჩხაძეგამოაქვეყნეRSSშესვლაTamila MoshiashviliTamila MoshiashviliGiorginunu qadagidzefree countersGeorge
პანაღიაპრობლემის აღმოჩენისას!Terms of Service










window.fbAsyncInit = function ()
FB.init(
appId : null,
status : true,
cookie : true,
xfbml : true,
version : 'v2.3'
);
var n = xg.addOnFacebookLoad.functions.length;
for (var i = 0; i < n; i++)
xg.addOnFacebookLoad.functions[i]();

xg.addOnFacebookLoad = function (f) f(); ;
xg.addOnFacebookLoad.functions = [];
;
(function()
var e = document.createElement('script');
e.src = document.location.protocol + '//connect.facebook.net/en_US/sdk.js';
e.async = true;
document.getElementById('fb-root').appendChild(e);
)();








ძიება


  • რეგისტრაცია

  • შესვლა











Qwelly




















ჯემალ ქარჩხაძე - აბზიანიძეების ოჯახი










ჯემალ ქარჩხაძე - აბზიანიძეების ოჯახი


   მოქმედება მიმდინარეობდა აბზიანიძეების ოჯახში. თუმცა ეს „აბზიანიძეების ოჯახი“ ბოლო ხანებში პირობითი გამოთქმა გახდა და ამჟამად მისი ერთადერთი ღირსება ისღა იყო, რომ თვალნათლივ მიუთითებდა, როგორ ეცლება ხოლმე შინაარსი ცნებას, ერთ დროს რომ დიდ აზრს შეიცავდა. მაგრამ ეს კარგა ხნის ამბავია. შინაარსის გამოცლა დაიწყო თხუთმეტიოდე წლის წინ, როდესაც წავიდა დიდი აზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, ლავრენტი აბზიანიძე, აბზიანეების ოჯახის მთავარი ბურჯი. იგი წავიდა და ახლა მარადიული წუხილის სიმბოლოდ საწოლის თავზე ეკიდა გადიდებული სურათი. სურათი ისე მხნედ და ამაყად გადმოჰყურებდა სამყაროს, უნებურად კაცის უკვდავებას დაიჯერებდი. ქალბატონმა ელენემ, რომელიც „აბზიანიძეების ოჯახის“ შინაარსში მხოლოდ არაპირდაპირი გზით შედიოდა, როგორც არააბზიანიძე, მაგრამ აბზიანიძის მეუღლე, მძიმედ განიცადა ქმართან განშორება. მაგრამ დრომ, რომელსაც თავისი მარადიული არსებობის მანძილზე არა ერთი და ორი სნეულება განუკურნავს, მის სატკივარსაც უშველა. და როდესაც ძველებური სიმშვიდე და მყუდროება შორს აღარ იყო, აბზიანიძეების ოჯახს მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი გამოეცალა; თუმცა უნდა ითქვას, ეს არ ყოფილა პირველ გამოცლასავით ტრაგიკული: უფროსმა ვაჟმა ნიკომ, როგორც კი თავისი საყვარელი აგრონომიული დაამთავრა, დაკრა ფეხი და სოხუმში გადაიკარგა, რათა იქ ერთ რუსის გოგოსთან ერთად, სამიოდე დღის წინ რომ გაიცნო, ცალკე შეექმნა „აბზიანიძეების ოჯახის“ პატარა ცნება, ასე ვთქვათ, ფილიალი გაეხსნა. დიდ ხანს არ გაევლო ამ ამბის შემდეგ, რომ დაქუცმაცების ახალი აქტი შესრულდა: მომდევნო ძმამ დაამთავრა საექიმო, სამხედრო ექიმი გახდა და ღმერთმა უწყის, საით წავიდა. უფროსმა ძმამ ფილიალი მაინც გახსნა იმ ზარალის სამაგიეროდ, რაც ოჯახს მიაყენა, ეს კი უგზო-უკვლოდ გადაიკარგა, თანაც, თუ მისი ხელობისა და ხასიათის მიხედვით ვიმსჯელებთ, არავითარი შანსი არ იყო, რომ ოდესმე უფროსი ძმის მეტ-ნაკლებად გონივრულ მაგალითს მიბაძავდა. ამ დროისათვის ოჯახი უკვე განახევრებული იყო, - სამი კაცი წავიდა და სამი დარჩა, თუმცა, სამწუხაროდ, სასწორი მაინც წასულების მხარეს იხრებოდა, რადგან დარჩენილებიდან მხოლოდ ორი იყო ჭეშმარიტი აბზიანიძე, მესამე კი, მოხუცი ელენე, მხოლოდ და მხოლოდ აბზიანიძის მეუღლე იყო და მეტი არაფერი. მაგრამ არც ეს შემადგენლობა დარჩენილა დიდხანს უცვლელი. მართალია, ქეთინოს გულისხმიერებას ჩვენი ქება არ ესაჭიროებოდა, მართალია, ქეთინოს ყველაზე მეტად უყვარდა დედა და, ღმერთია მოწამე, ძალიან უმძიმდა განშორება, მაგრამ ვინ დაძრახავს, - დრო და ბუნება თავისას ითხოვდნენ და ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს იგი ჩაუჯდა მანქანაში ვიღაც ინჟინერს, რომელსაც აბზიანიძეების შინაური ატმოსფეროს ფონზე შეიძლება გადამთიელიც კი ვუწოდოთ, და გაუდგა გზას შავი ტყიბულისაკენ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ წასვლის წინ ქალები მხურვალედ გადაეხვივნენ ერთმანეთს და იტირეს, მაშინ როდესაც ამ დღისათვის საგანგებოდ ჩამოსული ნიკო და შინ დარჩენილი გიგა (შუათანაზე უბრალოდ ზედმეტია ლაპარაკი) თვალს უკრავდნენ ერთმანეთს და ეშმაკურად იღიმებოდნენ დედაკაცური გულჩვილობის გამო. ქეთინო შემდეგშიაც ძველებურად გულისხმიერი ქალი დარჩა და ყოველ კვირა უგზავნიდა დედას წერილს, ხოლო როდესაც საშუალება მიეცემოდა, თვითონაც ჩამოდიოდა ხოლმე. დედა თითო წერილს სამჯერ კითხულობდა, მერე ფაქიზად ინახავდა კარადის უჯრაში და წუხდა, რომ ვაჟებს ასე ეუცხოებოდათ დედაკაცური გულჩვილობა. და იმ დროისათვის, როდესაც მოქმედება აბზიანიძეების ოჯახში მიმდინარეობდა, ოჯახი მხოლოდ ერთი აბზიანიძისა და ერთი ნახევრადაბზიანიძისაგან შედგებოდა. ყველაზე სამწუხარო კი ის იყო, რომ ოჯახიდან მიდიოდა ის ერთი, ერთადერთი, უკანასკნელი აბზიანიძეც და, ბედის ირონიული ღიმილის წყალობით, ცნობილი გამოთქმა „აბზიანიძეების ოჯახი“ იმ ქალის ამარა რჩებოდა, რომელიც აბზიანიძე არ იყო.


ასე იყო საქმე.


       შუა ოთახში კი იდგა გადახსნილი ჩემოდანი და შიგ პანტაპუნტით ცვიოდა საშინაო და საგარეო შარვლები, საშინაო და საგარეო ხალათები, ფეხსაცმელები და სხვა მორთულობა. ჩემოდნის გვერდით ჩაცუცქული გიგა, მაღალი, ცისფერთვალა, შუბლფართე ბიჭი, ალაგებდა ბარგს და ხმადაბლა ღიღინებდა. მარცხნივ, ოთახის კუთხეში, იდგა დედა და თუმცა ღრმად სწამდა, რომ აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბარგის ჩალაგებაში, სინამდვილეში ასე არ ყოფილა საქმე. მართალია, დაუსვენებლად ფუსფუსებდა, ხშირ-ხშირად მოდიოდა ჩემოდანთან და ხელში მუდამ რაღაც ეჭირა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ რამეს აკეთებდა. მხოლოდ ერთხელ სცადა დახმარება და ორი ქილა ბადრიჯნის საცივი ჩადგა ჩემოდანში მაშინ, როცა ქილების ადგილი ზურგჩანთაში იყო. გიგამ არაფერი შეიმჩნია და იმდენად შეიკავა თავი, რომ ღიღინიც კი არ შეუწყვეტია. იგი განთქმული იყო მტკიცე ნებისყოფით და ადვილად დამალა წყენა. გაიხსენა ამხანაგები, რომლებიც სადგურზე გააცილებდნენ, გაიხსენა ახალი ცხოვრება და ახალი ადამიანები, რომლებიც მოსკოვში ელოდნენ და რომლებთანაც თავისი მომავალი ცხოვრება უნდა დაეკავშირებინა, და წამსვე გაუარა დედის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უთავბოლობით გამოწვეულმა წყენამ. ბადრიჯნის ქილები კი უხმოდ ამოალაგა და ზურგჩანთაში ჩააწყო. თანაც სანამ ამ ოპერაციას აწარმოებდა, ზურგით იდგა დედისაკენ, რათა ამ უკანასკნელს არ შეემჩნია, რომ მისი დახმარება სინამდვილეში ხელის შეშლა იყო და მეტი არაფერი. დიახ, გულისხმიერება და ტაქტი არ აკლდა გიგას. დედა კი მუდამ ასეთი იყო: არასოდეს არ იცოდა ბარგის ჩალაგება. თუმცა ამაში, ალბათ, ბრალი უფრო მამას მიუძღოდა, რომელიც ამ საქმის იშვიათი ოსტატი იყო და რომ დასჭირვებოდა, მთელ სახლს ჩადგამდა ერთ ჩემოდანში. ასეთი იყო დედა და ასეთი იყო გიგა. და ისინი შორდებოდნენ ერთმანეთს. თვენახევრის წინ გიგა, დედის უკანასკნელი ნუგეში, სახეგაბრწყი-ნებული შემოვარდა სახლში, დაიწყო ხელების ფშვნეტა და ბოლთის ცემა. გაშმაგებული დარბოდა ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში. ხანდახან ერთბაშად შედგებოდა, შუათითით და არათითით ქეჩოს მოიფხანდა და ისევ მოსწყდებოდა ადგილს. ბოლოს, სირბილით რომ გული იჯერა, გაოცებული დედის წინ შეჩერდა და უთხრა: - იცი შენ, რა არის მოსკოვი? გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ელენემ იცოდა, რა არის მოსკოვი. ამიტომ, ვფიქრობთ, სრულიად მართებულად მოიქცა, როდესაც ხმაში ცოტაოდენი წყრომა გამოურია: - მოსკოვი რა არის, როგორ არ ვიცი, ბიჭო! ამის შემდეგ შვილმა ხელების ფშვნეტა და სირბილი განაახლა და დუმილის დარღვევა დედას მოუხდა: - რაში გაგახსენდა მოსკოვი?


- მოსკოვი, მოსკოვი... შენ არ იცი, დედაჩემო, რა არის მოსკოვი. მოსკოვი ჩვენი მიყრუებული ქალაქი კი ნუ გგონია. მოსკოვში დუღს ცხოვრება.


- ცხოვრებას, ბიჭო, თუ აადუღებ, ყველგან ადუღდება. რად უნდა მაგას მოსკოვი და პარიზი.


- შენთან ლაპარაკი, დედაჩემო, მაპატიე და, წყლის ნაყვაა. შენ ვერასოდეს გაიგებ, რა არის მოსკოვი. რაკი დედასთან ლაპარაკის მნიშვნელობა შესაფერისი ფორმულით განისაზღვრა, ამ აზრის გაღრმავებას აღარ გამოეკიდა, პირდაპირ აუხსნა, თუ რაში დასჭირდა მოსკოვის მდუღარე ცხოვრების ხსენება. საქმე ის იყო, რომ მას რამდენიმე სპეციალისტთან ერთად შესთავაზეს ამ ადუღებულ ცხოვრებაში შეერგო თავი. დედამ მდუმარედ მოისმინა შვილის გადაწყვეტილება, თავი დაუქნია ოფიციალური თანხმობის ნიშნად და სამზარეულოში შევიდა, რათა კერძისათვის დროზე მიეხედა, თორემ შეიძლებოდა კარტოფილი ჩაშლილიყო. სანამ გიგა ოთახში დარბოდა, ქვედა სართულზე მცხოვრებთ აწუხებდა და მოსკოვურ საღამოებზე ოცნებობდა, დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა, თუმცა ამან საქმეს ვერ უშველა: კარტოფილი მაინც ჩაიშალა. წინ ორი-სამი კვირა იყო. ეს ორი-სამი კვირა შემდეგ, ობიექტური მიზეზების გამო, თვენახევარსაც გაგრძელდა, მაგრამ ცნობილია, რომ თვალნათლივ მხოლოდ მაშინ დაინახავ რამეს და მთელი სისრულით მხოლოდ მაშინ შეიგრძნობ, როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდები. ფაქტის წინაშე კი მოხუცი ელენე, რომელიც გვარად გუგუშვილი იყო და არა აბზიანიძე, აღმოჩნდა იმ დღეს, რა დღესაც აბზიანიძეების საწოლ ოთახში მეხუთე მოქმედება დაიწყო. ხაჭაპურები ცოტა დაიწვა, ქათამი ისეთი შებრაწული ვერ გამოვიდა, როგორც სხვა დროს გამოდიოდა, და ეს ამბავი ცუდად ენიშნა გიგას, მაგრამ გულისხმიერი ბიჭი ერთი წუთითაც არ ივიწყებდა ტაქტს და მცირეოდენ წყენას უხმოდ ყლაპავდა.


- რა გაძლებს სამი დღე მატარებელში, - თქვა მან და ესეც მის გულისხმიერებაზე მიუთითებდა, რადგან ამ დროს მატარებელზე კი არა, დამწვარ ხაჭაპურებზე ფიქრობდა. დედამ არაფერი უპასუხა, შვილის ნათქვამი პასუხს არ მოითხოვდა. პასუხის ნაცვლად კბილის ჯაგრისი და ფხვნილი აიღო, ცალ-ცალკე შეახვია და ჩემოდანში ჩადო. მაგრამ კბილის ჯაგრისისა და ფხვნილის ადგილი ზურგჩანთის გარე ჯიბეში იყო. და გიგა, დედისთვის რომ არაფერი შეემჩნევინებინა, ასე მოიქცა: - ჰო, კიდევ კარგი რომ გამახსენე, თორემ მე, ვიცი, დამავიწყდებოდა. - თქვა და ხალათების ჩალაგება განაგრძო. ერთხანს ალაგებდა, მერე ერთბაშად შეჩერდა, თითქოს დაფიქრდაო, - თუმცა, ზურგჩანთის ჯიბეში ხომ არ ჩამედო. ყოველ დილით დამჭირდება და ჯობია ისეთ ადგილას იყოს, საიდანაც ადვილად ამოვიღებ. ჰა, შენ რას იტყვი, დედაჩემო?


- როგორც გერჩივნოს, შვილო, ისე ქენი. საერთოდ, ელენეს ერჩივნა მისთვის დედა დაეძახათ და არა „დედაჩემო“. მაგრამ შვილებს, როგორც ჩანს, ვაჟკაცისათვის შესაფერისად არ მიაჩნდათ ეს „დედა“, რომელსაც, მიუხედავად მთელი ბუნებრიობისა, მაინც რაღაც სენტიმენტალური ელფერი დაჰკრავს, და ჯიუტად ეძახდნენ ოფიციალურ „დედაჩემოს“. ქეთინო, რასაკვირველია, გამონაკლისს წარმოადგენდა, როცა საქმე გრძნობების გამომჟღავნებას ეხებოდა, და ამიტომ „დედაჩემოს“ კი არა, დედიკოს ეძახდა. ასე ეძახდა მას შემდეგაც კი, რაც თვითონ ორჯერ ზედიზედ გახდა დედიკო. როცა სტუმრად ჩამოვიდოდა, არაფრით არ მოისვენებდა და არც სხვას მოასვენებდა, სანამ თავისას არ გაიტანდა და ღამე დედასთან არ დაწვებოდა. თუმცა ელენე ტუქსავდა ხოლმე ცალყბად, - რაღა დროს ჩემთან დაწოლაა, ამხელა ქალი ხარო, მაგრამ გულში სიამოვნებდა და ეს კარგად იცოდა ქეთინომ, რომელიც ბავშვურ სიცელქეს, ალბათ, სიბერეშიც ვერ გადაეჩვეოდა.


ასეთი იყო ქეთინო.


        ვაჟები კი ჯიუტად ეძახდნენ ოფიციალურ „დედაჩემოს“, თუმცა ელენეს ერჩივნა დედა დაეძახათ. მით უმეტეს ახლა, განშორების ჟამს, როდესაც ჩვეულებრივზე უფრო მგრძნობიარე ვხდებით ხოლმე, გულით ეწადა „დედა“ გაეგონა შორ გზაზე მიმავალი შვილისაგან. მაგრამ რას იზამ? - შვილი ჯიუტად ეძახდა ოფიციალურ „დედაჩემოს“ და თვითონ ხომ არ შეახსენებდა. კიდეც რომ შეეხსენებინა, რაღა ფასი ექნებოდა?! ძალად თავსმოხვეულ „დედას“ ისევ „დედაჩემო“ ჯობდა. გიგა კი ამასობაში თავისთვის საქმიანობდა. იგი კმაყოფილი იყო, რომ ასე ტაქტიანად ასწორებდა დედის შეცდომებს. დიახაც განთქმული იყო მისი ტაქტიანობა და გულისხმიერება. არაერთხელ შეუმჩნევია, რა წინდაუხედავად იქცეოდნენ ხოლმე და-ძმები, რომელთაც გიგას ეს დიდი ღირსება აშკარად აკლდათ. როგორ მიახლიდნენ პირში, დღეს მხალი უგემური გამოგსვლიაო, რა დაურიდებლად ახსენებდნენ აუგად ბიძას. არც კი ფიქრობდნენ, რამხელა ტკივილი უნდა ყოფილიყო ქალისათვის ნახელავის დაწუნება და ძმის გინება. გიგა კი ყოველთვის თავის თავს წარმოიდგენდა ხოლმე მის ადგილას და ისე იქცეოდა, რომ არაფერი ეწყენინებინა. მართალია, დედა არც სხვებს უჩიოდა უტაქტობას და არც გიგას უსვამდა თავზე ხელს ტაქტიანობისათვის, მაგრამ უმცროსი ვაჟის რაინდობა სწორედ ამაში მჟღავნდებოდა: იგი კეთილშობილებისათვის საზღაურს არ ითხოვდა. მისი გულისხმიერების ჯილდო მისი გულისხმიერების შედეგი იყო. თუმცა გულის სიღრმეში ხინჯისმაგვარ რაღაცას კი გრძნობდა, გარე სამყარო რომ დუმილით უვლიდა გვერდს მის კეთილშობილებას, მაგრამ რა ვუყოთ: პატივმოყვარეობის პატარა ჭია ყველას გვიზის გულში. დიახ, გიგა მუდამ გულისხმიერი შვილი იყო, მით უმეტეს ახლა, განშორების ჟამს, არათუ საქციელში, ფიქრშიც კი არ გამოამჟღავნებდა უტაქტობას. ასე მიდიოდა დღე. ასე ემზადებოდა გიგა გასამგზავრებლად და ასე ემზადებოდა დედა დასარჩენად. მართალია, მთელმა ამ პროცესმა თითქმის დუმილში ჩაიარა, მაგრამ რას იზამ: გიგას ბევრი ლაპარაკი, საერთოდ, არ უყვარდა, რაც შეეხება დედას, მისი დუმილი, ალბათ, იმით უნდა აიხსნას, რომ განშორების წინ ძალიან ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი და არ იცოდა საიდან დაეწყო. გიგა კარგად იცნობდა დედების ფსიქიკას და დარწმუნებული იყო, დიდხანს არ გასტანდა ასე. მალე დაიწყებოდა: „დედა გენაცვალოს, მატარებელში...“, „რომ ჩახვალ, დეპეშის გამოგზავნა არ დაგავიწყდეს“, „ხომ იცი, უცხო ქალაქი, უცხო ხალხი“, და ათასი „აბა შენ იცი“. თანაც ისეთი ტონით დაიწყებოდა, თითქოს მართლა გიგაზე უკეთ სცოდნოდა, ან მატარებელში როგორ უნდა მოიქცეს კაცი, ან ახალ ხალხს როგორ უნდა შეხვდეს, ან თავი როგორ დაიჭიროს. მაგრამ გიგა მაინც მორჩილად მოუსმენდა. ასე იქცევა ტაქტიანი ხალხი. ბოლოს გიგა, როგორც იქნა, მორჩა ბარგის ჩალაგებას. ჩემოდანი და ზურგჩანთა კუთხეში დადო და წამოდგა.


- ესეც ასე. კარგა მაგრა კი დავიღალე, მაგრამ, სამაგიეროდ, ისე ჩავალაგე, რომ თვითონ ლავრენტი აბზიანიძეც ვერ დამიწუნებდა. შენ რას იტყვი, დედაჩემო? - შეეკითხა გიგა და თან სახელოთი შუბლზე ოფლი მოიწმინდა.


- გეტყობა, მამაშენის შვილი ხარ.


ელენემ იგრძნო, რომ ნათქვამი რაღაც ქათინაურივით გამოუვიდა. საოცარი ამბავი იყო. არ ვიცით, მარტო აბზიანიძეების ოჯახში მოხდა ეს, თუ ყველგან ასე ხდება: როგორც კი შვილები წამოიზარდნენ, დედა-შვილის ურთიერთობაში მაშინვე გაქრა ძველი, ბავშვობისდროინდელი უშუალობა და შეიცვალა რაღაც უცნაური დამოკიდებულებით, რომელსაც შვილების ხასიათი განსაზღვრავდა. კერძოდ, გიგას და ელენეს შორის შეიქმნა დაძაბულობამდე მისული თავაზიანი დამოკიდებულება. დაახლოებით ისეთი, როგორიცა აქვთ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხნის ნაცნობები არიან, ხშირადაც ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ საერთო ენა ვერ იქნა და ვერ გამონახეს. ბუნებრივია, ასეთ დროს გულწრფელობამ და პირდაპირობამ ერთგვარად მეორე პლანზე გადაინაცვლა. შეიძლება ეს მხოლოდ ელენეს ეჩვენებოდა, გიგას კი ასეთი ურთიერთობა სრულიად ბუნებრივ მოვლენად მიაჩნდა. შეიძლება, საერთოდ, ახალგაზრდობა იყო ასეთი. ღმერთმა იცის, ყოველ შემთხვევაში, ელენე გიგასთან ლაპარაკისას კალაპოტიდან ამოვარდნილივით გრძნობდა თავს და, როდესაც ამბობდა: „მამაშენის შვილი ხარო“, იმის ნაცვლად, რომ ეთქვა: „მაგ საქმეში მამაშენამდე ჯერ ბევრი გიკლიაო“, იცოდა, არაგულწრფელად ლაპარაკობდა, მაგრამ დასაძრახს მაინც არაფერს ხედავდა ამაში. უფროსი ვაჟებიც გიგას ჰგავდნენ, თუმცა მათთან მაინც უფრო თავისუფლად ლაპარაკობდა, რადგან ცოტა უხეშები იყვნენ, უხეშობას კი მეტ-ნაკლები დოზით ყოველთვის ახლავს უშუალობა. ქეთინო ხომ აქაც გამონაკლისი და ყოვლად შეუდარებელი იყო. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთში დედასა და შვილებს. და დედას უნდოდა ახლა მაინც, როდესაც უკანასკნელ ნუგეშსაც ისტუმრებდა შინიდან, ეს ურთიერთობა ძველებური, ბავშვობისდროინდელი უშუალობით შეცვლილიყო. გიგამ პირი დაიბანა, კოხტად დაივარცხნა ქერა თმა, საგარეო ტანისამოსი ჩაიცვა და კარი გამოაღო. იქნებ ეს იყო მთავარი მიზეზი, რამაც უშუალობა მოსპო. იქნებ პირველად მაშინ დაიწყო თავაზიანი და თითქმის ოფიციალური დამოკიდებულება, როცა შვილი პირველად წავიდა უკითხავად. მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღე იყო და დედამ ვერ მოითმინა: - სად მიდიხარ, შვილო?


- ამხანაგებს მოვინახულებ წასვლის წინ, თორემ უხერხულია.


- შენ მიემგზავრები, ამხანაგები კი არ მიემგზავრებიან, თვითონ ვერ მოვლენ?


- თვითონ კი მოვლენ, დედაჩემო, მაგრამ ხომ იცი ჩემი ამბავი, არ მიყვარს ზედმეტი პრანჭვა-გრეხა და კუდაბზიკობა. დავჯდე და - ვისაც ჩემი ნახვა გინდათ, კეთილი ინებეთ და მობრძანდით! მე კი არავის გეახლებით! არ შეეფერება ეს ჩემს ბუნებას, დედაჩემო.


- კარგი, შვილო, როგორც შენს ბუნებას შეეფერება, ისე ქენი.


გიგას ჩაეცინა. სისხლში ჰქონდა ელენეს ცოტაოდენი კვიმატობა. „როგორც შენს ბუნებას შეეფერება, ისე ქენი“.


„ოჰ, დედაჩემო, დედაჩემო“. - გაიფიქრა გიგამ და გავიდა.


ელენემ იცოდა, რომ შვილს ვეღარ დაიმარტოხელებდა. სწორედ წასვლის წინ მოვიდოდა და თან მხიარული ამხანაგების მთელ ხროვას მოიყვანდა. ასეთი იყო გიგა. ელენეს კი ენატრებოდა შვილი, უნდოდა ერთი-ორი საათი დაეყო მასთან, დაეკოცნა, როგორც ბევრჯერ დაუკოცნია ბავშვობაში, და ელაპარაკა სრულიად უმნიშვნელო ამბებზე, მაგრამ ელაპარაკა ბუნებრივად. მერე პირობა ჩამოერთმია, რომ ჩასვლისთანავე დეპეშას გამოუგზავნიდა და კვირაში ერთხელ წერილს მოსწერდა, რომ მთლად არ გადაიკარგებოდა და ხანდახან მოინახულებდა მოხუც დედას. ასე უნდოდა ელაპარაკა ნიკოსთან და ვერ ელაპარაკა. ასე უნდოდა ელაპარაკა დათიკოსთან და ვერ ელაპარაკა. ასე უნდოდა ელაპარაკა გიგასთან და იცოდა, რომ ვერ ილაპარაკებდა. ვაჟები ყოყლოჩინა ხალხია და იმაზე მეტს მამაკაცობენ ხოლმე, რაც ღმერთს დაუწესებია მამაკაცებისათვის. ერთ თბილ სიტყვას არ გაპატიებენ, მაშინვე გადაგისხვაფერებენ და უხერხულ მდგომარეობაშიც ჩაგაყენებენ, თითქოს დედაშვილური სითბო უკიდურესად სამარცხვინო რამ იყოს. მეზობლებს, რასაკვირველია, გაგებული ჰქონდათ, რომ გიგა მოსკოვში მიემგზავრებოდა. ამიტომ, როგორც კი ელენე ეზოში გამოჩნდა, მაშინვე გამოეგება ვასასი, მეზობლის ქალი, რომლის ძირითად საქმიანობას ლაპარაკი წარმოადგენდა და რომელმაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროდ ჩათვალა გიგას მომავალი გამგზავრების აღსანიშნავად ორიოდე სიტყვა ეთქვა აბზიანიძეების ოჯახის უკანასკნელი მოჰიკანისათვის.


- აჰა, მიდის შენი ბიჭი ხო? - დაახვედრა პირველი კითხვა, როგორც კი ელენემ კიბე ჩაათავა.


- მიდის, ჩემო ვასასი, მიდის.


- მიდის ხო? ბედნიერი ქალი ხარ: შვილები დაზარდე ისეთი, ერთი ქალი ვერ დაიტრაბახებს. ყველას უმაღლესი დაამთავრებინე, ყველა გზაზე დააყენე, ქალი მშვენივრად გაათხოვე. აწი რაღა გიჭირს ასეთი შვილების პატრონს.


- ეჰ, რა ვიცი, ჩემო ვასასი, სანამ კაცი ცოცხალი ხარ, გასაჭირს რა გამოგილევს.


- მაგი არ გამაგონო, თუ ქალი ხარ. შენთან გასაჭირს აწი რაღა ხელი აქვს. სამი მგელივით ბიჭის შემყურე მაგას რავა ამბობ! ელენემ, რომელიც კაი ოთხი წელიწადია ერთადერთი ვაჟის შემყურე იყო და რამდენიმე საათის შემდეგ საკუთარი თავის შემყურეღა რჩებოდა, მოხერხებულად აირიდა ვასასისთან საუბარი და, როდესაც ეზოში საქმე მოითავა, გიგას ჩალაგებულ ბარგთან განმარტოვდა. ბარგი არ იყო მაინცდამაინც ბევრი: ერთი ზურგჩანთა და ერთი ჩემოდანი. ბადრიჯნის ქილები კი მაინც ზურგჩანთაში ჩაეწყო. თანაც „ტაქტიანად“, ისე, რომ დედას არ სწყენოდა. ელენეს გაეღიმა და უეცრად ძალიან მოუნდა თავისი „ტაქტიანი ბიჭი“ გულში ჩაეკრა. ერთ ნახვად კი ეღირებოდა, მართლა ასე რომ ექნა. სირცხვილის ალმური წაეკიდებოდა შეუფერებელ სიტუაციაში მოქცეულ ბიჭს და, ვინ იცის, რა ხრიკებს არ გამოიგონებდა, რომ დედის მკლავებიდან „ტაქტიანად“ დაეხსნა თავი. ისე, ახლა რომ აქ ჰყოლოდა, შეიძლება არც მორიდებოდა მის უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდებას და მართლა გადაედგა ეს აგრესიული ნაბიჯი.


უცებ კაკუნი მოისმა. ეს გიგა არ იქნებოდა: ღია კარზე შვილი არ დააკაკუნებს და, გარდა ამისა, რამდენადაც ელენემ მისი ხასიათი იცოდა, ასე მალე არ უნდა დაბრუნებულიყო.


- მობრძანდით, - გასძახა და თვითონაც დაიძრა კარისაკენ, რათა სტუმარს შეხვედროდა. კარებში ფოსტალიონი იდგა... კონვერტზე ძეგლი ეხატა. მარკაზე - მხედარი, ქვემოთ, სულ ბოლოში, ნაცნობი ლამაზი ხელით ეწერა: „ქეთინო ნუცუბიძე“. ელენე სასადილო ოთახში გავიდა, წერილი მაგიდაზე დადო, სათვალე და მაკრატელი მოიტანა და სადღესასწაულო იერით დაჯდა. ჯერ გულდასმით წაიკითხა ის, რაც კონვერტზე ეწერა:L თავისი მისამართი, თავისი გვარი, ქეთინოს მისამართი და ქეთინოს გვარი (ქმრის გვარი), მერე, ამჯერად უკვე ნაკლები დაკვირვებით, ხელახლა გადაიკითხა. შემდგომ ამისა, აიღო კონვერტი, დაიჭირა მარცხენა ხელის ცერითა და საჩვენებელი თითით, მეორე ხელში მაკრატელი მოიმარჯვა, დაუმიზნა და ერთხანს შეჩერდა, თითქოს სანამ გაჭრიდა, უნდოდა ჯერ კარგად დაემახსოვრებინა, როგორი იყო გაუჭრელი. ბოლოს გაჭრა. გაჭრა ძალიან ნელა, თან აკვირდებოდა, წერილი ხომ არ გამეჭრაო. კონვერტის გაჭრა ერთობ ხანგრძლივი პროცესი იყო ელენესათვის. თუმცა, ნეტარება, რაც უფრო ხანგრძლივია, ისა სჯობს. ეს კი ნეტარება იყო, დაახლოებით ისეთი ნეტარება, როგორიც გოზინაყის შეჭმის მოლოდინში ეუფლება ბავშვს ახალწლის ღამეს. ელენემ ამოიღო ოთხად დაკეცილი, ორივე მხარეს აჭრელებული ფურცელი და გაშლა დაიწყო. მაგრამ უცებ, თითქოს რაღაცა გაახსენდაო, ფურცელი ისევ დაკეცა და დაფიქრდა. ეტყობა, რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, რადგან დაკეცილ წერილს ისევ კონვერტში ჩააყოფინა თავი. აქ ერთხანს შეჩერდა, მერე, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება ისევ შეცვალა: წერილი ხელახლა ამოიღო, სწრაფად გაშალა და ზედ კონვერტი დააფარა. მხოლოდ ამის შემდეგ დახედა წერილს და კონვერტი ნელ-ნელა ჩამოსწია ქვემოთ, რათა სათაურის მეტი არაფერი გამოჩენილიყო და თავისდაუნებურად არ წაეკითხა. კაცმა რომ თქვას, მშვენივრად იცოდა, რა ეწერებოდა სათაურად, რადგან ქეთინოს წერილები შინაარსითაც კი თითქმის მუდამ ერთნაირი იყო, სათაურზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. და ამ წერილსაც ის ეწერა, რაც წინა წერილს: „ჩემო ტკბილო დედიკო“. ბოლოში, რასაკვირველია, ძახილის ნიშანი. ამ უცვლელი „ტკბილო დედიკოს“ წაკითხვისას ელენეს ყოველთვის ტკბილი ჟრუანტელი უვლიდა ტანში. და ამ ტკბილ ჟრუანტელს, ალბათ, იმის შეგნება იწვევდა, რომ სადღაც, ტყიბულში არის შენი სისხლი და ხორცი, რომელსაც ვერ ხედავ, მაგრამ რომელსაც მაინც ახსოვხარ და უყვარხარ. ვერ ვიტყვით, თითქოს ელენე ყოველთვის ამ მეთოდით კითხულობდა ქეთინოს წერილებს. სულაც არა. მართალია, საფუძვლიანი მომზადება სასადილო ოთახის დიდ მაგიდასთან ყოველთვის იცოდა ხოლმე, ყოველთვის ისეთი სახით დაჯდებოდა, თითქოს ერთ კვირას არ უნდა ადგესო, მაგრამ კონვერტის გაჭრის შემდეგ საქმე, ჩვეულებრივ, სწრაფად მიდიოდა, - ისეთ მანიპულაციებს, როგორსაც დღეს მიმართა, არასოდეს აკეთებდა. დღეს სხვა რამე ედო გუნებაში და იმიტომ მოიქცა ასე (სულმა წასძლია, თორემ არც სათაურის წაკითხვას აპირებდა). და იმ გეგმის სისრულეში მოყვანისათვის, რომელიც გუნებაში ედო, სათაურის წაკითხვისთანავე მოაშორა თვალი ნაწერს, წერილი ისევ ფაქიზად დაკეცა, კონვერტში ჩადო და უჯრაში შეინახა, სადაც ქეთინოს დანარჩენი წერილები ჰქონდა შენახული. ოღონდ ახალი წერილი ჯვარედინად დაადო ზემოდან ძველებს (როგორც ჩანს, იმის ნიშნად, რომ ეს ჯერ წაუკითხავი იყო და ამიტომ თავისი გეომეტრიული მდებარეობითაც უნდა განსხვავებულიყო სხვებისაგან). შეინახა ელენემ წერილი და გაშორდა იქაურობას. მართალია, იმ ადგილას კი ტრიალებდა, როგორც ბავშვი კარადასთან, რომელშიაც გოზინაყი ინახება, მაგრამ თავს იკავებდა, როგორც ბავშვი, რომელმაც იცის, რომ მოთმინება ფრიად საქები საქმეა და, თუკი შეძლებს, ჯობია გაუძლოს ცდუნებას. ასე მიდიოდა დრო და ბოლოს, როდესაც მატარებლის გასვლამდე ერთი საათიღა დარჩა, გამოჩნდა გიგა, იგი ნასვამი იყო და თან სამი ნასვამი ამხანაგი ახლდა. ელენე ბიჭებს შინ შეუძღვა და სკამები შესთავაზა. ბიჭებმა პასუხად რაღაცა წაიბუტბუტეს. გიგამ კი თქვა: - დაჯდომის დრო აღარაა, დედაჩემო, თორემ მატარებელმა თუ გამასწრო, მერე ფეხით უნდა ვიარო მოსკოვამდე. ბიჭებს გაეცინათ. როგორც ჩანს, წარმოიდგინეს ზურგჩანთამოკიდებული გიგა, რომელიც დინჯი ნაბიჯით მიემართება მოსკოვისაკენ.


მაგრამ დედას არ გასცინებია.


- ცოტა დაისვენეთ. მატარებლის გასვლა ჯერ ადრეა. - კიდევ შეეპატიჟა იგი ბიჭებს, მაგრამ ამჯერად მის ხმას სტუმართმოყვარე მასპინძლის კატეგორიული კილო აკლდა და ამიტომ ცალყბად შეპატიჟების მსგავსი რაღაცა გამოუვიდა.


- კარგი და, ერთიც ვნახოთ, მაინც მოეპრიანა გასწრება და ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ბილეთი ჯიბეში მიდევს? - ისეთი კომიკური სერიოზულობით შეედავა გიგა, რომ ბიჭებს კვლავ გაეცინათ.


- როგორც გინდა, შვილო, შენ უკეთესად იცი, - თქვა მაშინ ელენემ და კუთხეში მიდგა.


- არა, ისე, გამოტყდით, ბიჭებო, რომ შესანიშნავი დედა მყავს? - წამოიძახა უცებ გიგამ.


ბიჭებმა რაღაც წაიბუტბუტეს.


- და ამის აღსანიშნავად, თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით, გადავეხვევი და გადავკოცნი. რას იტყვით?


ბიჭებმა რაღაც წაიბუტბუტეს.


გიგა დედასთან მივიდა, მარჯვენა ხელი უხერხულად მოხვია კისერზე და ლოყაზე აკოცა.


- აბა, ახლა კი ვიჩქაროთ, - დაფაცურდა მერე, - თორემ მართლა გაგვექცევა ის ღმერთძაღლი მატარებელი.


ერთმა ბიჭმა ჩემოდანი აიღო, მეორემ ზურგჩანთა, მესამეს არაფერი არ აუღია, რადგან მეტი აღარაფერი იყო ასაღები, და დაიძრნენ კარისაკენ. სულ ბოლოს ელენე გავიდა. ქუჩაში მანქანა ელოდათ. ბიჭებმა ბარგი ჩაალაგეს და ჩასხდნენ. ორი უკან დაჯდა. მესამე საჭეს მიუჯდა. გიგამ გამოაღო მანქანის კარი და დედას მოუბრუნდა: - აბა, შენ იცი, დედაჩემო.


- მშვიდობით იმგზავრე, შვილო, გამაგებინე შენი ამბავი, მთლად ნუ დაიკარგები.


გიგას გაეცინა.


- ნუ გეშინია, ჩემისთანა კაცი არსად დაიკარგება, - ესა თქვა და კარი მიიხურა.


მანქანა დაიძრა.


არც ქუჩა იყო იმდენად სწორი, რომ კაცს დიდხანს გაგეყოლებინა თვალი მიმავალი მანქანისათვის.


ელენე ნელ-ნელა აუყვა კიბეს, შეაღო კარი და შევიდა გამოცარიელებულ სახლში.


ახლობელი ადამიანის გასტუმრებას ყოველთვის მწვავედ განიცდის კაცი, უფრო მეტიც, გამოთხოვების შემდეგ უფრო ნათლად ვგრძნობთ, რაოდენ ახლობელი ყოფილა ეს ადამიანი ჩვენთვის. ასეა საერთოდ. რაც შეეხება ელენეს, მას განსაკუთრებით ჰქონდა განვითარებული ეს გრძნობა, - გასტუმრების სიმძიმილი. იგი მგლოვიარესავით იყო პირველი შვილის გასტუმრებისასაც და, წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა ახლა, როცა მეოთხე შვილი გაისტუმრა და აღარც აღარავინ დარჩენია სანუგეშო და გულგადასაყოლებელი. სამაგიეროდ, ამდენ გასტუმრებაში გამოცდილებაც შეიძინა და იცოდა, რა დამძიმებული გულით დარჩებოდა შინ. კიდეც ამიტომ შემოუნახა თავს ფოსტალიონის მოტანილი სიურპრიზი, როგორც ბავშვი ინახავს გოზინაყს და ელოდება, როდის გაათავებენ სხვები, რომ შემდეგ უფრო გემრიელად შეჭამოს. ელენე პირდაპირ იმ კარადას მიადგა, რომლის მარჯვენა უჯრაში ფაქიზად ელაგა ქეთინოს წერილები, ამოიღო ახალი წერილი და მაგიდას მიუჯდა. სათვალე გაიკეთა, საქმიანი სახე მიიღო და დაიწყო კითხვა.


„ჩემო ტკბილო დედიკო“.   ალბათ, მართლა განსხვავება უნდა იყოს ქალსა და კაცს შორის. რამდენი ხანია, ელენეს ეს „დედიკო“ არ გაეგონა ბიჭებისაგან. აღარც კი ახსოვდა, როდის ეძახდნენ. როცა „დედიკოს“ გეძახიან, თითქოს გეხვევიან კიდეც ფუნჩულა ხელებით და ჯერ ერთ ლოყაზე გკოცნიან, მერე მეორეზე. „დედაჩემო“ კი ქუჩის გადაღმიდან დაძახებულს ჰგავს. ის კოცნაც ქუჩის გადაღმიდან დაძახებულ „დედაჩემოს“ ჰგავდა... თუმცა, ცოდვა გამხელილი ჯობია და, შვილის კოცნა მაინც შვილის კოცნაა, მიუხედავად იმისა, მთვრალი იქნება თუ არა და მიუხედავად იმისა, ამხანაგებისაგან იღებს ნებართვას თუ არა. ოღონდ ერთი რამეა ცუდი: ცოტა რომ გამოფხიზლდება, ალბათ, შერცხვება, და, ჩვეულებრივ, განაცხადებს, ეს ღვინო სულ მთლად გამომათაყვანებს ხოლმეო. თუმცა მატარებელში მარტო იქნება და ამიტომ გაფიქრებას დასჯერდება, ხმამაღლა ვერავისთან მოიბოდიშებს. იქნებ გაუხარდეს კიდეც, რომ იმ შერცხვენის მოწმე გვერდით არავინ ეყოლება...


ჰო, „ჩემო ტკბილო დედიკო“. რა დრო იყო, ტკბილ დედიკოს რომ ერთი წუთით ვერ შორდებოდნენ და თიკნებივით დასდევდნენ უკან! არც ამპარტავნობა არსებობდა, არც თავდაჭერილობა, არც „ტაქტი“ და არც „სილაჩრე“... ქოჩორა გიგა, რომელიც ახლა მოსკოვში მიდის და სირცხვილისაგან წითლდება იმის გახსენებაზე, რომ დედას აკოცა, მაშინ ხუთი წლის ბუთხუზა ბიჭი იყო. მოკლე შარვალი ეცვა, ხელში ხის ხმალი ეჭირა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდა გამართული ეზოს კუთხეში ამოსულ მტრის ლაშქართან. ბიძამისი ჩაერია გახურებულ ბრძოლაში, გააშველა მოწინააღმდეგეები და გვიმრების რისხვა სერიოზული საქმის მომიზეზებით სახლისაკენ გამოიტყუა. სახლის წინ, პატარა მერხზე ჩამოჯდა (ელენეს კარგად ახსოვდა ეს მერხი, საწყალმა ლავრენტიმ გააკეთა და ახლაც იქ იდგა, თუმცა ზედ აღარავინ ჯდებოდა, რადგან ოხთივ მხარეს გაფანტული შვილები დედის სანახავადაც ვეღარ იცლიდნენ, თორემ სოფელში წასვლაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი), ჩამოჯდა პატარა მერხზე, გვერდით მოისვა ოფლად გახვითქული მეომარი, რომელიც მარტოდმარტო უმკლავდებოდა მტრის ურიცხვ ლაშქარს, საშინლად სერიოზული სახე მიიღო, ყურადღებით მიმოიხედა, ხომ არავინ გვისმენსო, და ჩურჩულით გაანდო ერთი დიდი საიდუმლო. გაანდო, როგორც ვაჟკაცმა ვაჟკაცს. საიდუმლო კი იმაში მდგომარეობდა, რომ გიგა თურმე ლავრენტისა და ელენეს შვილი როდი ყოფილა. ტყეში ეპოვათ ამ ათასი წლის წინათ, უზარმაზარი მუხის კენწეროში იჯდა თურმე. სულ ზემოთ იჯდა, ერთ პატარა ფოთოლზე. ეპოვათ და წამოეყვანათ. ასე ყოფილა გიგას საქმე. გიგა გაფართოებული თვალებით უსმენდა ბიძამისს და თანდათან იბერებოდა. როდესაც ბიძამ საიდუმლო ამბავი დაასრულა, ერთი კი მოხედა დედას, რათა მისგან მოესმინა საბოლოო განაჩენი, მაგრამ სიტყვის დაძვრა ვერ მოასწრო: უკვე მეტისმეტად იყო გაბერილი. ისეთი ღრიალი მორთო, საწყალმა ბიძამისმა აღარ იცოდა, რა ექნა. მთელი დღე ნირწამხდარი დადიოდა. გიგა კი საღამომდე არ გაჩუმებულა. სულ გადაავიწყდა, რომ ეზოს კუთხეში ბრძოლის ცეცხლით ანთებული გვიმრები ელოდებოდნენ. გულამომჯდარი ზლუქუნებდა და ყველა შემხვედრს ცალ-ცალკე შესტიროდა: „დედიკოსი ვაარ! არ ვიჯექი მუხის კენწეროში!“ ჰმ! ასეთი იყო ბავშვობაში გიგა. დასწყევლის ღმერთი ამ ფიქრებს. „ჩემო ტკბილო დედიკო“. არ იჯდა გიგა მუხის კენწეროში, დედიკოსი იყო. სამაგიეროდ, როცა წამოიზარდა, მიმოიხედა და დედიკოს გარდა სხვებიც შეამჩნია, მაშინ შემოჯდა მუხის კენწეროში და ტკბილ დედიკოს „დედაჩემო“ შეარქვა სახელად. თუმცა, ვინ იცის, იქნებ ბავშვობაშიც მხოლოდ იმიტომ ვერ ძლებდა უდედოდ, რომ უბრალოდ შეეჩვია მის გვერდით ყოფნას. დედა რომ არ ჰყოლოდა, სხვას შეეჩვეოდა. სხვას დაუახლოვდებოდა და, ჭკუაში რომ ჩავარდებოდა (თუკი ეს ჭკუაში ჩავარდნაა), სხვას დაშორდებოდა, სხვასთან დაამყარებდა თავაზიან და ოფიციალურ დამოკიდებულებას. ამის გაფიქრებაზე ელენეს მკერდის არეში რაღაც ეტკინა. ელენე ხშირად დაფიქრებულა იმაზე, თუ რას აკეთებდნენ ახლა მისი შვილები, - ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე. სწორედ ახლა, ამ წუთს, ამ წამს რას აკეთებდნენ: რა უჭირდათ, რა ულხინდათ. და იქნებ ეს საოცარი და ცოტა არაბუნებრივი იყოს, მაგრამ ასეთ დროს მუდამ წამოუვლიდა ხოლმე დაუოკებელი სურვილი, გულ-მუცელი აეწვებოდა ხოლმე, ისე უნდოდა ოთხივე მხარეს გაშლილიყო და ერთსა და იმავე დროს ენახა ოთხივე შვილი. თავს ძალა დაატანა, აბეზარი ფიქრები მოიშორა და კვლავ წერილს ჩახედა: „ჩემო ტკბილო დედიკო!“ არა, კი მართალია, ჩიტები თვითონვე იშორებენ ხოლმე დაფრთიანებულ ბარტყებს, მაგრამ ისინი ცოტა ხნის შემდეგ ახალ შვილებზე გადაიტანენ გადაფრენილი შვილების სიყვარულს. ესეც არ იყოს, ჩიტები აქ რა მოსატანია. - რაც არ უნდა თქვა, ჩიტი მაინც ჩიტია და ყოვლად წარმოუდგენელია, რომ მას ოდესმე გულ-მუცელი აეწვას. გარდა ამისა, ყოვლად წარმოუდგენელი იყო ქეთინოს წერილის წაკითხვაც. და როცა ელენე ამ დასკვნამდე მივიდა, მიანება კიდეც თავი ამ უიმედო საქმეს, წამოდგა და ოთახში გაიარა. მერე მეორე ოთახში გავიდა, - რატომღაც მოეჩვენა, რომ იმ ოთახში გასვლა ყოვლად აუცილებელი და გადაუდებელი საქმე იყო. მაგრამ, როგორც კი ეს ყოვლად აუცილებელი და გადაუდებელი საქმე გააკეთა, მაშინვე მიხვდა, რომ ასევე შეუძლებელი იყო მესამე ოთახში გაუსვლელობა. მთელი ბინა დაიარა და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა: არასოდეს მოსვლია თავში, თუ ამოდენა ბინის პატრონი იყო. დადიოდა და აღარ თავდებოდა ოთახები. ნეტა რა ოხრად უნდოდა ამხელა ბინა! ერთ ოთახს არაფერი სჯობს: ზიხარ და ყველაფერი თვალწინ გაქვს. ახლა კი რა გამოდიოდა. ერთ ოთახში იყო და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა ხდებოდა ამ დროს მეორე ოთახში. კაცმა რომ თქვას, რა უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს ელენესათვის არა კმაროდა საბუთად, საკუთარი თვალით უნდა ენახა და დარწმუნებულიყო, რომ, როცა თვითონ ერთ ოთახში იყო, იმ დროს მეორე ოთახში განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. პირველი სამი შვილის გასტუმრებისას ასეთი რამ არ დამართნია. თუმცა პირველი სამი შვილის გასტუმრებისას მარტო არ დარჩენილა. ახლა კი სრულიად მარტო იყო. შვილები დაიფანტნენ. შეიბუმბლნენ, ფრთები მოიმაგრეს და გადაფრინდნენ. გადაფრინდნენ უკანმოუხედავად. თუმცა არა, არც მთლად ასე იყო საქმე, - ერთი მათგანი ხშირ-ხშირად იყურებოდა უკან. ამის დასტურად წერილი ელოდა მაგიდაზე, გადაშლილი წერილი, რომელიც ახლა სამჯერ უნდა ყოფილიყო წაკითხული და ხელუხლებლად კი იდო. კაცმა რომ თქვას, არც იყო აუცილებელი წაკითხვა, რადგან ელენემ კარგად იცოდა, რა ეწერებოდა შიგ. ისიც იცოდა, რომ გიგას გამგზავრებასთან დაკავშირებით ქეთინო უეჭველად შემოსთავაზებდა: „ჩამოდი, ჩემო ტკბილო დედიკო, ჩვენთან იცხოვრე“. ქეთინოს ეცოდებოდა მიტოვებული ტკბილი დედიკო, მაგრამ როგორ გაემეტებინა დედიკოს მისატოვებლად ფუძე, სადაც აბზიანიძეების ოჯახს ჩაეყარა საძირკველი. აბზიანიძეების ოჯახი, რომელშიაც აღარც ერთი აბზიანიძე აღარაა... აბზიანიძეები წავიდნენ და ცალკე გახსნეს ფილიალები. შტაბი კი დაცარიელდა. ოთახებში, სირბილით, ბოლოს და ბოლოს, მაინც დაიღალა და ტახტზე ჩამოჯდა. ერთი პირობა დააპირა ისევ ქეთინოს წერილს მიბრუნებოდა, მაგრამ ამ განზრახვაზე მალე აიღო ხელი, რადგან ახლა უკვე დაბეჯითებით იცოდა, რომ, როდესაც უკანასკნელ შვილს ისტუმრებ სახლიდან, ტკბილი ჩაროზის იმედად ყოფნა თავის მოტყუებაა. ქეთინოს წერილს სხვა დროს წაიკითხავდა. ახლა კი, როგორც ჩანს, აუცილებელი იყო ფიქრი. ნელ-ნელა იცლებოდა აბზიანიძეების ოჯახი. სანამ ქეთინო შინ იყო, ჯერ კიდევ ეტყობოდა ოჯახს ოჯახობა. გარეგნულად, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი რიგზე მიდიოდა: დილით საუზმე, ნაშუადღევს სადილი, მერე ვახშამი. თითქოს უბრალო ამბავია, ხსენებადაც კი არა ღირს, მაგრამ სინამდვილეში აქ ჭამაზე როდია ლაპარაკი, ლაპარაკია ოჯახის სახეზე, გარეგნულ სახეზე, რომელიც შინაგანი ბუნების გამომხატველია. და, ვინ იცის, იქნებ ოჯახის რღვევა სწორედ მაშინ იწყება, როცა მისი წევრები თავის დროზე არ სხდებიან სადილად. ყოველ შემთხვევაში, ელენე ასე ფიქრობდა. ქეთინოს წასვლის შემდეგ გიგამ თავის ჭკუაზე იწყო ხეტიალი; ხან ნაჭამი მოვიდოდა, ხან გვიან მოვიდოდა, ხან სულ არ მოვიდოდა. ამის შემხედვარე ელენემ, ბოლოს და ბოლოს, თავი მიანება სადილის კეთებას და ყველაფერი ნებაზე მიუშვა. აწი ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო, - შვილები უკვე თვითონვე ზრუნავდნენ თავიანთ თავზე. ელენე კი თავის თავზე არასოდეს ზრუნავდა. შვილები დაიფანტნენ ოთხივე მხარეს; ელენე კი ერთი იყო და ერთ კაცს აბა როგორ გინდა მოსთხოვო, ოთხივე მხარეს გაიშალოს და ერთსა და იმავე დროს ნახოს ოთხივე შვილი. არადა, თვითონ არ ფიქრობდნენ ჩამოსვლას, არ ენატრებოდათ დედა. მაგრამ, ერთხელაც იქნებოდა, მოუწევდათ ჩამოსვლა. მოვალეობა ჩამოიყვანდათ. არ უნდოდა გამხელა, თორემ ელენემ, რა ხანია, იცოდა ეს ამბავი. აქამდე მუდამ შვილებს ისტუმრებდა, მალე (დიახ, ალბათ, მალე) დადგებოდა დრო, რომ შვილებს უნდა გაეცილებინათ აბზიანიძეების ოჯახის უკანასკნელი დარაჯი. თუმცა აქ გაცილება არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ, როდესაც გაისტუმრებ, მაშინ უფრო ნათლად გრძნობ, რაოდენ ახლობელი ყოფილა შენთვის ეს ადამიანი. აი, რა არის მთავარი. შვილები იგრძნობენ, რომ ელენე მათთვის „ტკბილი დედიკო“ იყო და არა ოფიციალური „დედაჩემო“, მოუნდებათ საგულდაგულოდ შენიღბული გრძნობების გამჟღავნება, მაგრამ გვიანღა იქნება და გულ-მუცელი აეწვებათ, რადგან მათი სურვილი სურვილადვე დარჩება. იქნებ ეს ელენეს ღირსებას არაფერს მატებდეს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ამის გაფიქრებაზე დავიწყებულმა დედამ სირცხვილნარევი სიამოვნება იგრძნო, შურისძიების პატარა, ღვარძლიანი და მაინც უწყინარი სიამოვნება. ეშმაკურადაც კი გაიღიმა, გონს მოსული, მაგრამ უკვე იმედგაცრუებული შვილები რომ წარმოიდგინა. დაიფანტნენ შვილები ოთხივე მხარეს, დააობლეს დედა. იქნებ საჭიროა, რომ დედა მთლად არ გადაეგოს შვილებს, საკუთარიც ჰქონდეს რაიმე. რეზერვში ჰქონდეს და, როცა შვილები შემოეცლებიან, აღარ გამოიფიტება, შავი დღისთვის შენახული „საკუთარი რაიმეთი“ განაგრძობს სიცოცხლეს. მაგრამ ასეთ დასკვნას გამოცდილება უნდა, ცხოვრება კი ერთია და არ მეორდება. შემოეფანტნენ შვილები ელენეს. ადრე შინ ჰყავდა. ცოტა ადრე პატარები იყვნენ, სკოლაში დადიოდნენ, ხუთიანების მიღება ახარებდათ, ორიანების მიღება აღონებდათ. კიდევ უფრო ადრე სულ პატარები იყვნენ, მოკლე შარვლები ეცვათ, გმირულად ებრძოდნენ გაფხორილ გვიმრებს ეზოს კუთხეში... ელენეს თვალები ეხუჭა. მშვიდად, თანაბრად სუნთქავდა.


...მერე ოთხივე მხარეს გაიშალა და ერთსა და იმავე დროს ნახა ოთხივე შვილი. ისინი თვალებში შესციცინებდნენ და „ტკბილო დედიკოო“, ეძახდნენ.









ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოველები, ქარჩხაძე














xg.addOnRequire(function () xg.post('/main/viewcount/update?xn_out=json', key: '6506411:Topic:668885', x: 'd7640ae'); );


ნახვა: 657









გამოხმაურებები!





RSS













ღონისძიებები




  • დაამატე ღონისძიება





ბლოგ პოსტები








ცისარტყელა ბაბუა



გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივნისი 2, 2019.
საათი: 10:45pm
0 კომენტარი

1 Like






      როცა საკუთარი სოფელი ძალიან გიყვარს და არ გეთმობა მისი გაჩანაგება, მიუხედავად ასაკისა აიღებ ფუნჯს და სოფელს გაანახლებ. მართალია, ზუსტად ვერ ვიტყვი ამ სოფლის ინფრასტრუქტურის განყოფილება რას…


გაგრძელება








მხიარული ტკბილეული



გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2019.
საათი: 10:22pm
2 კომენტარი

4 მოწონება






      ჩაციებული ხილის სეზონი მოვიდა, კარგად ჩაყინული და სიცხისგან მაგრილობელი ხილის. მართალია, ყველა ხილმოყვარე მაინც საზამთროს ელოდება, მაგრამ საზამთრომდეც ბევრი სხვადასხვა ტკბილეულით შეიძლება პირის…


გაგრძელება








ორი ღრმა პორტი, ლარი ისევ ზევით, გადაადგილება თბილისში და ოვაციებით დაბრუნება უამბიციოდ



გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 29, 2019.
საათი: 11:28pm
0 კომენტარი

4 მოწონება






      მაისის მიწურულია და ლარის პრობლემა ისევ არ გვარდება, პირიქით, რაც შეიძლება ზემოთ იწევს და სადაცაა ფრენას ისწავლის. ამიტომ ლარი დღის მთავარი ამბავია, მას თან მისდევს თბილისური თემებიც და დღეს…


გაგრძელება








კამათელი და შვიდი ნიშანი



გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: მაისი 29, 2019.
საათი: 12:30am
0 კომენტარი

3 მოწონება





კამათელი (ამონარიდი)




      თამაშის შესახებ უნდა გესაუბროთ. იქნებ არც ღირდეს მისი მოსმენა, მაგრამ აქ იმდენი…


გაგრძელება






  • დამატება დღიურში

  • ყველა



Qwelly World



free counters








&lt;a target="_top" href="http://counter.top.ge/cgi-bin/showtop?80563"&gt;&lt;img src="http://counter.top.ge/cgi-bin/count?ID:80563+JS:false" border="0" alt="TOP.GE" /&gt;&lt;/a&gt;




hotlog_js="1.0"; hotlog_r=""+Math.random()+"&s=2229834&im=69&r="+
escape(document.referrer)+"&pg="+escape(window.location.href);

hotlog_js="1.1"; hotlog_r+="&j="+(navigator.javaEnabled()?"Y":"N");

hotlog_js="1.2"; hotlog_r+="&wh="+screen.width+"x"+screen.height+"&px="+
(((navigator.appName.substring(0,3)=="Mic"))?screen.colorDepth:screen.pixelDepth);

hotlog_js="1.3";

hotlog_r+="&js="+hotlog_js;
document.write('HotLog');
&amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;lt;a href="http://click.hotlog.ru/?2229834" target="_blank"&amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;gt;&amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;lt;img src="http://hit40.hotlog.ru/cgi-bin/hotlog/count?s=2229834&amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;im=69" border="0" width="88" height="31" title="" alt="HotLog" /&amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;gt;&amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;lt;/a&amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;amp;gt;




document.write("" сегодня' width="88" height="15"/>")



BOOM.GE











© 2019   George.  



პანაღია  | 
პრობლემის აღმოჩენისას!  | 
Terms of Service















#xg position:relative;top:120px;
#xn_bar top:120px;



Hello, თქვენ უნდა ჩართოთ JavaScript გამოყენება Qwelly.


გთხოვთ გადაამოწმოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები ან მიმართეთ სისტემის ადმინისტრატორს.







var sources = ["https://static.ning.com/socialnetworkmain/widgets/lib/js/jquery/jquery-ui.min.js?xn_version=2186421962","https://static.ning.com/socialnetworkmain/widgets/lib/js/modernizr/modernizr.custom.js?xn_version=201905030329","https://static.ning.com/socialnetworkmain/widgets/lib/js/jquery/jstorage.min.js?xn_version=1968060033","https://static.ning.com/socialnetworkmain/widgets/lib/js/jquery/jquery.autoResize.js?xn_version=201905030329","https://static.ning.com/socialnetworkmain/widgets/lib/js/jquery/jquery.jsonp.min.js?xn_version=1071124156","https://static.ning.com/socialnetworkmain/widgets/lib/js/Base64.js?xn_version=201905030329","https://static.ning.com/socialnetworkmain/widgets/lib/js/jquery/jquery.ui.widget.js?xn_version=201905030329","https://static.ning.com/socialnetworkmain/widgets/lib/js/jquery/jquery.iframe-transport.js?xn_version=201905030329","https://static.ning.com/socialnetworkmain/widgets/lib/js/jquery/jquery.fileupload.js?xn_version=201905030329","https://storage.ning.com/topology/rest/1.0/file/get/2031009959?profile=original&r=1557662467","https://storage.ning.com/topology/rest/1.0/file/get/1130326968?profile=original&r=1557662581","https://storage.ning.com/topology/rest/1.0/file/get/2030701346?profile=original&r=1557662598","https://storage.ning.com/topology/rest/1.0/file/get/2030702780?profile=original&r=1555416699"];
var numSources = sources.length;
var heads = document.getElementsByTagName('head');
var node = heads.length > 0 ? heads[0] : document.body;
var onloadFunctionsObj = ;

var createScriptTagFunc = function(source)
var script = document.createElement('script');

script.type = 'text/javascript';
var currentOnLoad = function() xg._loader.onLoad(source);;
if (script.readyState) //for IE (including IE9)
script.onreadystatechange = function()
else
script.onerror = script.onload = currentOnLoad;


script.src = source;
node.appendChild(script);
;

for (var i = 0; i < numSources; i++)
xg._loader.loading(sources[i]);
createScriptTagFunc(sources[i]);


if (!ning._) ning._ =
ning._.compat = encryptedToken: ""
ning._.CurrentServerTime = "2019-06-03T03:44:52+00:00";
ning._.probableScreenName = "";
ning._.domains =
base: 'ning.com',
ports: http: '80', ssl: '443'
;
ning.loader.version = '201905030329'; // DEP-190530_1:0 33
djConfig.parseWidgets = false;

xg.token = '';
xg.canTweet = false;
xg.cdnHost = 'static.ning.com';
xg.version = '201905030329';
xg.useMultiCdn = true;
xg.staticRoot = 'socialnetworkmain';
xg.xnTrackHost = null;
xg.cdnDefaultPolicyHost = 'static';
xg.cdnPolicy = [];
xg.global = xg.global || ;
xg.global.currentMozzle = 'forum';
xg.global.userCanInvite = false;
xg.global.requestBase = '';
xg.global.locale = 'custom_1672026556';
xg.num_thousand_sep = ",";
xg.num_decimal_sep = ".";
(function()
dojo.addOnLoad(function()
if(window.bzplcm) window.bzplcm.ts('hr'); window.bzplcm._profileSend();
);
ning.loader.require('xg.forum.topic.DeleteCommentLink', 'xg.forum.topic.show', 'xg.shared.SpamFolder', 'xg.index.like.likeButton', 'xg.index.facebookLike', 'xg.shared.expandContent', 'xg.index.like.desktopLike', function() xg._loader.onLoad('xnloader'); );
)();



საუბრის დაწყება!




document.addEventListener("DOMContentLoaded", function ()
if (!dataLayer)
return;

var handler = function (event)
var element = event.currentTarget;
if (element.hasAttribute('data-track-disable'))
return;

var options = JSON.parse(element.getAttribute('data-track'));
dataLayer.push( '',
'eventLabel' : options && options.label );
;
var elements = document.querySelectorAll('[data-track]');
for (var i = 0; i < elements.length; i++)
elements[i].addEventListener('click', handler);

);

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單