Skip to main content

კულტურა სექციების სია ტერმინის მნიშვნელობა | კულტურათა ურთიერთქმედება | კულტურათა ურთიერთქმედების ფორმები | კულტურული ტრანსმისია | კულტურის ტიპები | კულტურული არქეტიპები | კულტურას ქმნის | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიუDefinitions and quotes on cultureCulture and civilization in Modern timesReflections on the Politics of CultureJournal of Comparative and Cross-Cultural studies, Vol.12Continental Approaches to Philosophy of Culture, Cultural Theory, Cultural Studies, Cultural Criticism, and Popular Culture

კულტურა


სამეცნიერო ლიტერატურაშიგერმანელმაიურისტმაისტორიკოსმასამუელ პუფენდორფმა16321694ადამიანისამერიკელისოციოლოგებისა. კრიობერისაკ. კლაკჰონის195218711919ინგლისელე. ბ. ტაილორს192019501963ათი წლისლიტერატურაშიფ. ბოასიკ. ლევი-სტროსიბ. მალინოვსკია. რადკლიფ-ბრაუნილ. უაიტიეთნოსებსისტორიულეთნოგრაფიულსახელმწიფოპოლიტიკურიასიმილაციაკულტურული შოკიაკულტურაციახალხებსაქვეყნებსსაზოგადოებასXIX საუკუნისამერიკულკულტურანთროპოლოგიაშიამერიკის შეერთებული შტატებისინდიელთაXX საუკუნისპოლიტიკასემიგრაციისგეტოიზაციაჩინურიკომუნიკაციაინდოელითურქიკოლონიზაციაXIIXVIIანთროპოლოგიურიევროპელთაკაცობრიობაკოპერნიკისდედამიწისლათ.ლათ.XIX საუკუნეშიჩრდილოამერიკულამერიკელებთან1930-იან1935აშშდემოგრაფიულიეკოლოგიურიუ. ოგბორნისმატერიალური კულტურარელიგიაქრისტიანობისტექნოლოგიაერისქვეყნისხალხისერისრევოლუციებიომებიკონფლიქტებითაობასუბკულტურაკონტრკულტურამარგინალური კულტურასასაზღვრო კულტურაგანაპირა კულტურაქალური/მამაკაცური (საწყისის მქონე) კულტურაკულტურის ბირთვულობაპერიფერიულობაბერძნულიენისაფსიქიატრმაფსიქოლოგიისკარლ გუსტავ იუნგმაფსიქიკისმითოლოგიისრელიგიისხელოვნებისეთნოკულტურულიეთნოსის










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




კულტურა




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search




ძველ-ქალთური ასომთავრული წარწერა დავითგარეჯას მონასტერში.


კულტურა — ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, რაც თვით კულტურის ფენომენის სირთულითა და მრავალფეროვნებითაა განპირობებული.




სექციების სია





  • 1 ტერმინის მნიშვნელობა


  • 2 კულტურათა ურთიერთქმედება


  • 3 კულტურათა ურთიერთქმედების ფორმები

    • 3.1 კულტურის (კულტურული) დიფუზია


    • 3.2 კულტურული კონფლიქტი


    • 3.3 ასიმილაცია


    • 3.4 კულტურული შოკი


    • 3.5 აკულტურაცია


    • 3.6 კულტურული ცვლილება



  • 4 კულტურული ტრანსმისია


  • 5 კულტურის ტიპები


  • 6 კულტურული არქეტიპები


  • 7 კულტურას ქმნის


  • 8 ლიტერატურა


  • 9 რესურსები ინტერნეტში




ტერმინის მნიშვნელობა |


თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინი კულტურა XVII საუკუნიდან იხმარება. მიჩნეულია, რომ დამოუკიდებელი ლექსიკური ერთეულის სახით იგი პირველად გამოიყენა გერმანელმა იურისტმა და ისტორიკოსმა სამუელ პუფენდორფმა (1632-1694), რომელიც კულტურას ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას უპირისპირებდა.


ამერიკელი სოციოლოგების ა. კრიობერისა და კ. კლაკჰონის მიერ 1952 წელს ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 1871 წლიდან 1919 წლამდე კულტურის ცნების სულ 7 დეფინიცია იყო შემოთავაზებული (პირველი, როგორც ითვლება, ცნობილ ინგლისელ მეცნიერს ე. ბ. ტაილორს ეკუთვნის); 1920-დან 1950 წლამდე კი მათ სხვადასხვა ავტორთან იგივე ცნების 157 განსაზღვრება დათვალეს. 1963 წელს კრიობერმა და კლაკჰონმა ხელახლა გამოსცეს თავიანთი ნაშრომი. ამჯერად დეფინიციათა რიცხვი გაცილებით დიდი იყო, რადგან პირველი გამოცემიდან გასული ათი წლის განმავლობაში გაჩნდა კულტურის ცნების ახალი ინტერპრეტაციები. კულტურის განსაზღვრებათა ეს მიმოხილვა ყველაზე სრული იყო იმჟამად არსებულთაგან, თუმცა ზოგიერთი ნაკლი მაინც ჰქონდა: ავტორები, ძირითადად, ინგლისურ-ამერიკულ ლიტერატურაში არსებული მიდგომებით იფარგლებოდნენ და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ გერმანულ და ფრანგულენოვან ლიტერატურაში არსებულ მრავალფეროვან განსაზღვრებებსა და კონცეფციებს.


დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა კულტურის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია: ისტორიული, სტრუქტურული, სტრუქტურულ-ფუნქციური, სისტემური (ფ. ბოასი, კ. ლევი-სტროსი, ბ. მალინოვსკი, ა. რადკლიფ-ბრაუნი, ლ. უაიტი) და სხვ.


კულტურის ფენომენი სხვადასხვა მეცნიერების შესწავლის ობიექტია. თვით ცნების უნივერსალურობა და ყოვლისმომცველობა საშუალებას იძლევა, განხიულულ იქნეს იგი მრავალ ასპექტში: როგორც


  • საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო;

  • სოციალური ინსტიტუტი;

  • პიროვნების განვითარების დონის მახასიათებელი;

  • საზოგადოების მარეგულირებელი ნორმების სისტემა;

  • სოციალური გამოცდილების გადაცემის მექანიზმი;

  • თვითდეტერმინაციის ფენომენი და ა. შ.

ამდენად, სრულიად ბუნებრივია განსაზღვრებათა ზემოთ ნახსენები სიმრავლეც.


ფართო აზრით, კულტურის ცნება ხაზს უსვამს ადამიანის განსხვავებას ყველა სხვა ბიოლოგიური არსებისაგან. კულტურაში იგულისხმება არა ცალკეული შემოქმედებითი აქტი, არამედ შემოქმედება როგორც ადამიანის უნივერსალური დამოკიდებულება სამყაროსადმი, რომლის მეშვეობით იგი ქმნის “ახალ სამყაროს” და საკუთარ თავს. თითოეული კულტურა განუმეორებელი სამყაროა, რომლის შიგნით არსებობს ადამიანის (ადამიანთა) სწორედ ასეთი დამოკიდებულება გარემომცველი სინამდვილისა და საკუთარი თავისადმი.


არსებობს კულტურის ცნების მრავალი საინტერესო და ორიგინალური დეფინიცია. ნებისმიერი განსაზღვრება მოიცავს ამ ფენომენის ერთ ან რამდენიმე მხარეს, კონკრეტული ინტერესის შესაძლო მრავალგვარი ხასიათიდან გამომდინარე, ყოვლისმომცველობისა და ამომწურაობის პრეტენზია კი ვერც ერთს ვერ ექნება.


კულტურის კვლევის, მისი სახის განსაზღვრის მცდელობისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ, ერთი მხრივ, “სხვა, ჩვენი კულტურისაგან განსხვავებული კულტურის ადამიანებთან დიალოგი თანამედროვე ცნობიერების განუყოფელი ფუნქციაა”, მეორე მხრივ კი, “კულტურა, ყველაზე ფართო მნიშვნელობით, არის ის, რის გამოც შენ უცხოდ იქცევი, როგორც კი შენს სახლს დატოვებ... როდესაც იმყოფები შენს ჯგუფში, იმ ადამიანებს შორის, რომლებთანაც საერთო კულტურა გაქვს, შენ არ გიხდება ფიქრი საკუთარ აზრებსა და ქცევაზე, რადგან შენც და ისინიც, პრინციპში, ერთნაირად ხედავთ სამყაროს, იცით, რას შეიძლება მოელოდეთ ერთმანეთისაგან. მაგრამ უცხო საზოგადოებაში უსუსურობისა და დეზორიენტირებულობის გრძნობა გეუფლება”. ეს ეხება არა მხოლოდ ცოცხალ კონტაქტს ადამიანებს შორის, არამედ, აგრეთვე, კულტურის კვლევის პროცესს. ადამიანები კითხვებს უსვამენ წარსულში ან სხვა კულტურის ფარგლებში მცხოვრებ ადამიანებს, ცდილობენ, გაშიფრონ მათ მიერ დატოვებული თუ მოწოდებული ინფორმაცია. მაგრამ კითხვები, რომლებზეც პასუხსაც ეძებენ, განსაზღვრულია თანამედროვე ცნობიერებით, კულტურით, რომლის მატარებელი არიან, სიტუაციით, რომელშიც ისინი იმყოფებიან.



კულტურათა ურთიერთქმედება |




XIX საუკუნის გრავიურა, ავსტრალიელი აბორიგენები ეწინააღმდეგებიან ჯეიმზ კუკის ჩასვლას


კულტურათა ურთიერთქმედება ეწოდება უშუალო კავშირურთიერთობის სახეს, რომელიც ყალიბდება, სულ მცირე, ორ კულტურას შორის, აგრეთვე ამ ურთიერთობათა შედეგად წარმოშობილ გავლენებსა და ორმხრივ ცვლილებებს. კულტურათა ურთიერთქმედების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფასეულობათა, მახასიათებელთა, კულტურული აქტივობის ფორმათა შეცვლას, ახალი ორიენტირების გაჩენას, რაც გარედან მომდინარე იმპულსების გავლენით ხდება. კულტურათა ურთიერთქმედება, როგორც წესი, ხანგრძლივი პროცესია (არანაკლებ რამდენიმე ათეული წლისა).


გამოყოფენ კულტურათა ურთიერთქმედების სხვადასხვა დონეს: 1) ეთნიკური დონე - ურთიერთობა ეთნოსებს, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ, ეთნოკონფესიურ და სხვა ჯგუფებს შორის; 2) ეროვნული დონე, სადაც რეგულაციურ ფუნქციას მნიშვნელოვანწილად სახელმწიფო-პოლიტიკური სტრუქტურები ასრულებენ; 3) ცივილიზაციური დონე.


კულტურათა ურთიერთქმედების პროცესში განარჩევენ კულტურა-დონორს და კულტურა-რეციპიენტს. პირველი მეტს გასცემს, ვიდრე იღებს, მეორე - პირიქით. დროთა განმავლობაში ეს როლები შეიძლება იცვლებოდეს.


ცნობილია ურთიერთქმედების როგორც მშვიდობიანი, ნებაყოფლობითი (თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა), ისე არამშვიდობიანი, ძალდატანებითი (კოლონიური, სამხედრო დაპყრობები)ფორმები.


კულტურული ურთიერთქმედების შედეგები არაერთგვაროვანია, მათი შეფასების კრიტერიუმების მოძებნა ძნელია. შესაბამისად, ძნელია საუბარი ცალსახად დადებით ან უარყოფით შედეგებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთი კულტურა იწყებს აშკარა დაქვეითებას, მეორეში გათქვეფას, ან უკვალოდ ქრება. ასეთი შედეგის თვალის მიდევნება ყველაზე უკეთ შეიძლება რელიქტური ან არქაული კულტურების მაგალითზე, რომლებიც თავიანთი ისტორიის რომელიღაც პერიოდში თანამედროვე ტიპის კულტურებს შეეჯახნენ და მზად არ აღმოჩნდნენ, აეთვისებინათ მათ მიერ შეთავაზებული კულტურული ფორმები.


უფრო რთულია მსჯელობა იმ კულტურათა ურთიერთქმედებაზე, რომლებიც ძირეულად არ განსხვავდებიან ტიპოლოგიური მახასიათებლებით.


ყოველ კულტურას აქვს დაცვითი მექანიზმების მთელი სისტემა, რომელიც იცავს მას სხვა კულტურათა განსაკუთრებით ინტენსიური ზემოქმედებისაგან.


კულტურათა ურთიერთქმედების პროცესისა და მისი შედეგების გადმოსაცემად გამოიყენება შემდეგი ტერმინები: კულტურული დიფუზია, კულტურული კონფლიქტი, ასიმილაცია, კულტურული შოკი, აკულტურაცია, კულტურული ცვლილება.


გამოიყოფა კულტურათა/ცივილიზაციათაშორისი ურთიერთობის სამი ძირითადი ტიპი:


  • კონფრონტაცია

  • სიმბიოზი

  • სინთეზი.

განასხვავებენ “სხვა” კულტურასთან კონტაქტზე ამა თუ იმ კულტურის რეაქციის ორ ძირითად ტიპს: ეთნოცენტრულსა და ეთნორელატიურს. პირველი, თავის მხრივ, მოიცავს სამი სახის რეაქციას: 1) კულტურათა შორის არსებული განსხვავების უარყოფა, 2) საკუთარი კულტურული უპირატესობის დაცვა, 3) განსხვავებათა მინიმიზაცია; მეორე ტიპი ასევე სამგვარ რეაქციას აერთიანებს: 1) კულტურათა განსხვავების მიღება-აღიარება, 2) ახალ კულტურასთან ადაპტაცია, 3) ინტეგრაცია ორივე (მშობლიურ და ახალ)კულტურაში.



კულტურათა ურთიერთქმედების ფორმები |



კულტურის (კულტურული) დიფუზია |





თურქმენი ქალი


კულტურის (კულტურული) დიფუზია არის ორი ან მეტი საზოგადოების კულტურული მახასიათებლების სივრცეში გავრცელება და შეღწევა სხვა საზოგადოებაში. ესაა კულტურის გავრცელება-მოძრაობის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც აუცილებლად არ გულისხმობს მიგრაციულ პროცესებს. კულტურა საზოგადოებიდან საზოგადოებას შეიძლება გადაეცეს თავად საზოგადოების ან მისი წარმომადგენლების გადაადგილების გარეშე. კულტურის გავრცელება მოძრაობის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც განსხვავდება და არ დაიყვანება მიგრაციულ პროცესებზე.


კულტურული დიფუზიის კონცეფციის ყველაზე რადიკალური მომხრეების მიერ კაცობრიობის მთელი ისტორია გააზრებული იყო როგორც კულტურათა კონტაქტი, შეჯახება, სესხება და გადატანა. ისინი ყველგან და ყველაფერში მხოლოდ კულტურის დიფუზიას, ე. ი. სხვადასხვა კულტურული მოვლენის სივრცეში გადანაცვლებას ხედავდნენ.


კულტურის დიფუზია შეიძლება განხორციელდეს არა მარტო ხალხებსა და ქვეყნებს, არამედ ჯგუფებს და სოციალურ ფენებს შორის. აქედან გამომდინარე, განარჩევენ ორ მიმართულებას:


  1. კულტურის დიფუზია ეთნოსებს, გარკვეული სტატუსის მქონე ინდივიდების ჯგუფებს შორის;

  2. კულტურული ელემენტების ვერტიკალური გავრცელება არათანაბარი სტატუსის მქონე სუბიექტებს შორის. ასეთ პროცესს უწოდებენ სტრატიფიკატორულ კულტურულ დიფუზიასაც, რომელიც შეიძლება ორი - აღმავალი და დაღმავალი - ფორმით განვითარდეს (მაგ., არისტოკრატიის მიერ მდაბიური საუბრის სტილის ელემენტების გადმოღება ან ფუფუნების საგნების საყოველაოდ ქცევა).


კულტურული კონფლიქტი |


კულტურული კონფლიქტი არის ცალკეულ პიროვნებებს, ჯგუფებს, პიროვნებასა და ჯგუფს, პიროვნებასა და საზოგადოებას, ჯგუფსა და საზოგადოებას, სხვადასხვა ერთობებს ან მათ კოალიციებს შორის ფასეულობრივ-ნორმატიული, ორიენტაციული, პოზიციური დაპირისპირების კრიტიკული სტადია. კონფლიქტების სხვა სახეთაგან განსხვავებით, კულტურული კონფლიქტების მიზეზი მსოფლმხედველობრივ, რელიგიურ შეხედულებათა, შეფასების პოზიციათა შეუთავსებლობით, მხარეთა სოციალური გამოცდილების განსხვავებულობით არის განპირობებული.


ყველა კონფლიქტი დინამიურია და მოიცავს წინააღმდეგობათა დაძლევის, მოლაპარაკებათა გზით მათი გადაჭრის, მტრული მოქმედებების, მხარეთა შორის ახალი კონტაქტების დამყარებისა და კომპრომისის მონახვის სტადიებს. არსებობს კონფლიქტის სხვაგვარი გამოსავალიც: ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე ან კონფლიქტის მოგვარების გადადება მომავლისათვის.


კულტურული კონფლიქტი დაკავშირებულია ტოლერანტობისა და სხვა კულტურის მიმართ ინტერესის პრობლემებთან. კულტურული კონფლიქტის განსაკუთრებული ტიპია შემოქმედებითი კონფლიქტი მიმართულებებს, სკოლებს, ჯგუფებს ან ამა თუ იმ დარგის ცალკეულ წარმომადგენლებს შორის.



ასიმილაცია |


ასიმილაცია არის ორი კულტურის ურთიერთქმედების პროცესი, რომლის შედეგად ერთ-ერთი მათგანი კარგავს საკუთარ იდენტურობას და შთაინთქმება მეორის მიერ. ასიმილაციის პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც ბუნებრივი, ასევე ძალადობრივი გზით.


ცნება “ასიმილაცია” XIX საუკუნის ბოლოდან დამკვიდრდა ამერიკულ კულტურანთროპოლოგიაში, თავდაპირველად – ტერმინ “ამერიკანიზაციის” სინონიმური მნიშვნელობით. მისი პირველი განსაზღვერბა რ.პარკსა და ე.ბერჯესს ეკუთვნით: “ასიმილაცია ურთიერთშეღწევისა და შერევის პროცესია, რომლის განმავლობაში ინდივიდები ან ჯგუფები იძენენ სხვა ინდივიდების ისტორიულ მეხსიერებას და, იზიარებენ რა მათ გამოცდილებას, ჩართული აღმოჩნდებიან საერთო კულტურულ ცხოვრებაში”. XX საუკუნის შუა წლებამდე ეს ტერმინი გამოიყენებოდა ამერიკის შეერთებული შტატების დომინირებად კულტურაში ინდიელთა ტომების ინკორპორაციის მნიშვნელობით. ამერიკული საზოგადოება განიხილებოდა უზარმაზარ “შემოქმედებით ლაბორატორიად”, სადაც სხვადასხვა კულტურული ტრადიცია ერთმანეთს ერევა და “გადაიდნობა” სინთეზურ მთლიანობად. XX საუკუნის მეორე ნახევარში ჯ. ვან დერ ზანდენმა განასხვავა ცალმხრივი ასიმილაცია, როდესაც უმცირესობის კულტურა მთლიანად გამოიდევნება დომინირებადი კულტურის მიერ, და კულტურათა შერევა, რომლის დროსაც დაქვემდებარებული და გაბატონებული ჯგუფების ელემენტები ერთმანეთს ერევა, ქმნის მდგრად კომბინაციებს და საფუძველს უყრის ახალ კულტურას.


მ.გორდონმა დაამკვიდრა ასიმილაციის ხარისხობრივი განხილვის ტრადიცია. დღეს მიჩნეულია, რომ სრული ასიმილაციის შემთხვევები ძალიან იშვიათია; ჩვეულებრივ, ადგილი აქვს უმცირესობის კულტურის ამა თუ იმ ხარისხით ტრანსფორმაციას დომინირებადი ეთნიკური ჯგუფის კულტურის ზეგავლენით. ამასთან, ხშირად უმცირესობის კულტურის უკუზეგავლენაც ფრიად ძლიერია.


ტერმინი ასიმილაცია ხშირად გამოიყენება სხვა მნიშვნელობით და აღნიშნავს დომინირებადი ნაციონალური ჯგუფის განსაკუთრებულ პოლიტიკას ეთნიკური უმცირესობების მიმართ. ეს პოლიტიკა მიმართულია ამ უმცირესობათა ტრადიციული კულტურის დათრგუნვისაკენ და ისეთი სოციალური გარემოს შექმნისაკენ, რომლის პირობებში დომინირებადი ჯგუფის ინსტიტუციურ სტრუქტურებში მონაწილეობისათვის უმცირესობის წარმომადგენელი იძულებული იქნება, მიიღოს დომინირებული საზოგადოების კულტურული ნიმუშები.


დღეს მკვლევართა უმრავლესობა გარკვეულ სიფრთხილეს იჩენს ტერმინ “ასიმილაციის” მიმართ, მისი პოლიტიკური შეფერილობის გამო.



კულტურული შოკი |


კულტურული შოკი - ეს ტერმინი XX საუკუნის 50-იანი წლების მიწურულიდან გვხვდება სამეცნიერო ლიტერატურაში დაძაბულობის, დაურწმუნებლობისა და შფოთვის იმ შეგრძნების აღსანიშნავად, რომელსაც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი (მაგალითად, მასობრივი ემიგრაციის შემთხვევაში) განიცდის ახალ და უჩვეულო კულტურულ გარემოში აღმოჩენისას (K. Oberg, Culture Shock and the Problem of Adjusment in New Cultural Enviroments). ეს არის სიტუაცია, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება ადამიანისათვის ჩვეული და უცხო კულტურების ფასეულობები, ნორმები, ენა და ყოველდღიური ცხოვრება. შოკური რეაქციის სიძლიერე განისაზღვრება კულტურათა შორის არსებული განსხვავების ხარისხით. კულტურულ შოკს მეტ-ნაკლებად განიცდის ყველა, ვინც პირველად მოხვდება უცხო კულტურულ გარემოში (ტურისტები, ემიგრანტები და ა.შ.), ანდა როდესაც ინტენსიური კულტურული დიფუზიის შედეგად წარმოიშობა კონფრონტაციის სიტუაცია ძველ და ახალ ფასეულობებს, ნორმებს, ყოფა-ქცევის მოდელებს შორის.


არსებობს, ხუთი ”ტიპური” დონე, რომელთა გავლაც ადამიანს უცხო გარემოში ხშირად უხდება. ეს დონეებია: თაფლობის დონე (honeymoon stage), დარდის, მწუხარების დონე (the distress stage), რე-ინტეგრაციის დონე (the re-integration stage), ავტონომიის დონე (the autonomy stage) და დამოუკიდებლობის დონე (the independence stage).


გამოიყოფა კულტურული შოკის დაძლევის ოთხი შესაძლებლობა: 1. გეტოიზაცია: მოსულები უკავშირდებიან ერთმანეთს და დამხვდური კულტურის შიგნით აყალიბებენ იზოლირებულ ანკლავებს (გეტო), რომელთა ფარგლებში ინახავენ და ინარჩუნებენ ტრადიციებს, თავიანთი კულტურული ყოფაქცევის მოდელებს. მაგალითისათვის შეიძლება გამოდგეს დასავლეთის თითქმის ყველა მსხვილი ქალაქისათვის დამახასიათებელი ჩინური უბნები (China Town). 2. ასიმილაცია: მოსულები ცდილობენ, მთლიანად შეეგუონ ახალს, შეითვისონ მისი ნორმები, ფასეულობები, ქცევის მოდელები, მთლიანად უარყოფენ იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც დატოვეს. 3. ურთიერთქმედება: ეს არის რაღაც საშუალო ხაზის, ახალი და ძველი კულტურის ელემენტების გაერთიანების მცდელობა. ინდივიდები და ჯგუფები მიისწრაფვიან შეათავსონ ორივე კულტურის ნორმები, მოაწესრიგონ კულტურათა შორის კომუნიკაცია, გაამდიდრონ როგორც საკუთარი კულტურა, აგრეთვე ის, რომლითაც ისინი ამჟამად სარგებლობენ. ამის მაგალითია თანამედროვე საწარმოში მომუშავე ინდოელი და თურქი მუშები, რომლებიც სამუშაოზე ხელმძღვანელობენ ინდუსტრიული შრომის წესებით, ხოლო სახლში, ოჯახურ ცხოვრებაში _ თავიანთი ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით. 4. კოლონიზაცია: ახალმოსახლეები იწყებენ საკუთარი ქცევის მოდელების დანერგვას, ცდილობენ დაუპირისპირონ ისინი დამხვდური კულტურისათვის დამახასიათებელ ტრადიციებს. ეს ხდება როგორც საომარი, ასევე მშვიდობიანი დაპყრობის დროს, ასევე მოდერნიზაციის პროცესში. ტერმინ “კოლონიზაციას” ამ შემთხვევაში არ აქვს შეფასებითი მნიშვნელობა, ეს ფასეულობითი თვალსაზრისით ნეიტრალური ცნებაა. საქმე ეხება კულტურულ კოლონიზაციას; პოლიტიკური კოლონიზაცია კულტურული კოლონიზაციის მხოლოდ კერძო, თავისი შედეგებით არც ისე რადიკალური შემთხვევაა.


კულტურული შოკი, ფართო აზრით, როგორც ფილოსოფიურ-კულტურული ან ფილოსოფიურ-ისტორიული კატეგორია, კულტურის მეცნიერებათა ჩამოყალიბებისათვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. XII-XVII სს. მოგზაურთა გადმოცემებმა, რომლებიც აღწერდნენ ახალი ქვეყნებისა და ხალხების უსასრულო რაოდენობას, ევროპაში კულტურული შოკი გამოიწვია, რაც საფუძვლად დაედო კულტურის ფენომენის როგორც შესწავლის ობიექტის ჩამოყალიბებას. კულტურულმა შოკმა ევროპელთა გონებაში გადატრიალება მოახდინა, რომელსაც შეიძლება ანთროპოლოგიური რევოლუცია ვუწოდოთ. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ შეირყა ევროპელთა წარმოდგენა საკუთარ განსაკუთრებულობაზე; აღმოჩნდა, რომ კაცობრიობა შედგება მრავალი კულტურისაგან. თუკი კოპერნიკის აღმოჩენამ მოსპო სამყაროს ცენტრად დედამიწის ყოფნის ილუზია, ანთროპოლოგიურმა რევოლუციამ მოსპო ევროპის ილუზია ოიკუმენის ცენტრში ყოფნისა.


მთლიანად კულტურული შოკი კულტურაში დადებით როლს თამაშობს, ვინაიდან ხელს უწყობს კულტურათა ურთიერთქმედებასა და ურთიერთგამდიდრებას, ტრადიცულ კულტურაში სხვა კულტურულ ელემენტთა ინტეგრაციას, კულტურათა ღიაობის ზრდას.



აკულტურაცია |


აკულტურაცია (ლათ. ad - “-თან”, “-კენ” + ლათ. culture) არის კულტურათა ურთიერთქმედების ერთ-ერთი ფორმა. ეს ტერმინი პირველად ამერიკულ კულტურანთროპოლოგიაში გაჩნდა (ფ. ბოასი, უ. ჰოლმსი, უ. მაკ-ჯი, რ. ლოუი) და აღნიშნავდა კულტურული ცვლილებების პროცესს, რომლებიც XIX საუკუნეში ჩრდილოამერიკულ ტომებში მიმდინარეობდა. პირველ ხანებში ის ვიწრო გაგებით გამოიყენებოდა და, უმთავრესად, თეთრკანიან ამერიკელებთან კონტაქტის შედაგად ჩრდილოამერიკელი ინდიელების ასიმილაციის პროცესს აღნიშნავდა. 1930-იან წლებში ამ ტერმინმა მყარად მოიკიდა ფეხი ამერიკულ ანთროპოლოგიაში, ხოლო აკულტურაციის პროცესები ემპირიული გამოკვლევებისა და თეორიული ანალიზის ერთ-ერთი უმთავრესი თემა გახდა. 1935 წელს აშშ სოციალური გამოკვლევების ეროვნულმა საბჭომ ჩამოაყალიბა სპეციალური კომიტეტი (მ.ჰერსკოვიცი, რ.ლინტონი, რ.რედფილდი), რომელსაც უნდა განესაზღვრა აკულტურაციის პროცესების ბუნება და შესაძლო შედეგები. აშშ-ში ხორციელდება სამთავრობო პროგრამები და არსებობს ორგანიზაციები, რომელთა მიზანი აკულტურაციის (“მართვადი კულტურული ცვლილებების”) მეცნიერული შესწავლაა.



კულტურული ცვლილება |


კულტურული ცვლილება გულისხმობს საზოგადოების კულტურული ნიმუშების ცვლილების მუდმივ პროცესს. იგი ყოველთვის ხორციელდება განსაზღვრულ კონტექსტსა და გარკვეულ პირობებში. მისი ტიპი და ტემპი სხვადასხვაგვარია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.


კულტურული ცვლილება ეთნიკურ ერთობებში შეიძლება მიმდინარეობდეს შინაგანი და გარე ფაქტორების ზეგავლენით. შინაგანი ფაქტორებია: დემოგრაფიული ცვლილებები (მოსახლეობის რიცხვისა და სიმჭიდროვის ცვლილება), სოციალურ-სტრუქტურული ცვლილებები, ეკონომიკური ფაქტორები, აღმოჩენები და გამოგონებანი, რელიგიური ფაქტორი, შინაგანი კულტურული დინამიკა და ა. შ. გარე ფაქტორები: კონტაქტი ჯგუფებთან, რომლებიც სხვა კულტურული ნიმუშების მატარებელნი არიან, ბუნებრივ-ეკოლოგიური ფაქტორები და ა.შ. შინაგანი და გარე ფაქტორები მჭიდროდ ურთიერთქმედებენ და განსაზღვრავენ როგორც კულტურული ნიმუშების ცვლილებებს, ასევე ამ ცვლილებათა ტემპს.


განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ცვლილებათა ტემპის, აგრეთვე სტაბილურობისა და ცვალებადობის თანაფარდობის საკითხები. რ. რადკლიფ-ბრაუნი ხაზს უსვამდა, ერთი მხრივ, სოციოკულტურულ მთლიანობათა დამახასიათებელ ტენდენციას _ შეინარჩუნონ შინაგანი წონასწორობა, მეორე მხრივ - ცვლილებათა გარდუვალობას, რაც უზრუნველყოფს წონასწორობის აღდგენას, რომელიც ირღვევა უკონტროლო სოციალური და ბუნებრივი ფაქტორების ზეგავლენით. მ.ჰერსკოვიცი, ე.ლიჩი და სხვ. აღნიშნავდნენ, რომ ყველა კულტურას ყოველთვის ახასიათებს ცვლილების შინაგანი ტენდენცია. კ.ლევი-სტროსი გამოყოფდა “ცხელ” და “ცივ” კულტურებს, რომელთაგან პირველნი სწრაფად ცვალებადი არიან, მეორენი კი ხასიათდებიან ტრადიციული კულტურული ნიმუშების მდგრადობის მაღალი ხარისხით.


საგანგებო შესწავლის საგანია კულტურული ნიმუშების ცვლილებაზე სხვა ჯგუფებთან კონტაქტის გავლენა. კონტაქტები სხვადასხვა სახისაა: დაპყრობა, სამხედრო-პოლიტიკური ბატონობა, მშვიდობიანი მეზობლობა, სავაჭრო კავშირები, ეკონომიკური ურთიერთობა და სხვ. კულტურული ცვლილებაც შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: ერთი კულტურის მიერ მეორის ელემენტთა თავისუფალი სესხება, გაბატონებული ჯგუფის მიერ საკუთარი კულტურის იძულებითი დანერგვა, კულტურათა ელემენტების ურთიერთშერევა და ურთიერთგავლენა და ა.შ.


უ. ოგბორნის მიერ შემუშავებულია “კულტურული ჩამორჩენის” კონცეფცია, რომლის თანახმად, კულტურის ცალკეული ნაწილები არათანაბრად (სხვადასხვა ტემპით) ვითარდება: მატერიალური კულტურა – უფრო სწრაფად, ვიდრე არა-მატერიალური; ეს უკანასკნელი ნაკლებად ცვალებადია საზოგადოების ფასეულობით სისტემასთან მჭიდრო კავშირის გამო და არ არის უშუალოდ დამოკიდებული მატერიალურზე. კულტურული ჩამორჩენა წარმოშობს შინაგან დისბალანსს და იქცევა განვითარების დინამიკურ ფაქტორად.


კულტურულ ცვლილებათა პროცესების უთანაბრობის ასახსნელად მ. ჰერსკოვიცმა შემოგვთავაზა კულტურის “ფოკუსის” კონცეფცია: ყოველი კულტურა შედგება, ერთი მხრივ, ელემენტებისაგან, რომლებიც მიიღება უკრიტიკოდ (ასეთი ელემენტების რიცხვი დიდია), მეორე მხრივ კი ისეთი ელემენტებისაგან, რომელთა შეთვისება ხდება რაციონალურ საფუძველზე. ეს უკანასკნელნი საზოგადოების წევრთა განსაკუთრებული ყურადღების საგანია, მათ შესახებ კამათობენ, მსჯელობენ. სწორედ ეს ელემენტები ქმნიან კულტურის “ფოკუსს”, უფრო ადვილად ექვემდებარებიან ცვლილებებს. მაგალითად, დასავლეთ აფრიკის ხალხებისათვის ასეთი “ფოკუსია” რელიგია; ამით აიხსნება მათ მიერ ქრისტიანობის შედარებით იოლად მიღება. დასავლური (განსაკუთრებით ამერიკული) კულტურისათვის ასეთ “ფოკუსს” წარმოადგენს ტექნოლოგია და ა.შ.



კულტურული ტრანსმისია |


კულტურული ტრანსმისია - პროცესი, რომლის მეშვეობით კულტურა გადადის მომდევნო თაობებზე ინფორმაციის გადაცემის არაგენეტიკური (სწავლების) გზით. კულტურული ტრანსმისიის შედეგია კულტურული მემკვიდრეობა, მისი დროში უწყვეტობა. თანმიმდევრობით ცვლა კულტურის განვითარების ციკლებისა ერთი ერის, ხალხის ან ქვეყნის ფარგლებში უნდა მიმდინარეობდეს კულტურის საბაზისო ელემენტების შენარჩუნებით. კულტურული მემკვიდრეობა გადაიცემა კულტურის მატარებელი ორი ცოცხალი სუბიექტის (მასწავლებლისა და მოსწავლის, გამცემისა და მიმღების) უშუალო კონტაქტის შედეგად. იმდენად, რამდენადაც ნებისმერი კულტურის გავითარებაში ვგულისხმობთ კულტურის ძირითად ფასეულობათა სისტემის შენარჩუნებას დროში. სწორედ ამ გზით ხალხის, ერის, ფენების, ჯგუფების არსებობით და თაობათაშორისი ელემენტარული ურთიერთობებით არის შესაძლებელი, ისტორიული კატაკლიზმების (რევოლუციები, ომები, კონფლიქტები) მიუხედავად, კულტურის სიცოცლხლისუნარიანობის შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება “კულტურული ჯაჭვის” გაწყვეტა, რომლის დროსაც მოულოდნელად იცვლება ხალხის ცხოვრების წესი.


კულტურული ტრანსმისიის მეშვეობით ყოველი ახალი თაობა მემკვიდრეობით იღებს ძველ, დაგროვილ გამოცდილებასა და მიღწევებს და აგრძელებს კულტურის განვითარებას იმ წერტილიდან, რომელზეც მისი წინამორბედი თაობა შეჩერდა.



კულტურის ტიპები |


კულტურის ტიპებია: სუბკულტურა, კონტრკულტურა, მარგინალური კულტურა, სასაზღვრო კულტურა, განაპირა კულტურა, ქალური/მამაკაცური (საწყისის მქონე) კულტურა, (ასევე: კულტურის ბირთვულობა და პერიფერიულობა (ცივილიზაციური მიდგომის ფარგლებში).



კულტურული არქეტიპები |


ტერმინი “არქეტიპი” ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს პირველსახეს, საწყისს. არქეტიპი წარმოდგენათა გაუცნობიერებელი ბაზისური სქემაა, რომელიც უნივერსალურია ყველა ადამიანისათვის, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, ენისა, კულტურული ტრადიციისა და ა.შ.


ეს ტერმინი სამეცნიერო ლიტერატურაში შემოიტანა ფსიქიატრმა, ანალიტიკური ფსიქოლოგიის სკოლის ფუძნემდებელმა კარლ გუსტავ იუნგმა. იუნგი განასხვავებდა “ინდივიდუალურ არაცნობიერს” “კოლექტიური არაცნობიერისაგან”, რომელიც კაცობრიობის მეხსიერებას წარმოადგენს, საერთოა ყველა ადამიანისათვის, გადაეცემა მემკვიდრეობით და ინდივიდუალური ფსიქიკის საფუძველია. კოლექტიური არაცნობიერი წარმოადგენს შეხედულებათა და ტიპურ რეაქციათა სისტემას, რომლებიც შეუმჩნევლად განსაზღვრავენ ადამიანის ცხოვრებას. თანდაყოლილი პროგრამებისა და უნივერსალური ნიმუშების გავლენის ქვეშ ექცევა არა მხოლოდ ელემენტარული ქცევითი რეაქციები, არამედ ასევე აღქმა, აზროვნება და წარმოსახვა. სწორედ ამ ნიმუშებს ეწოდა “კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპები”.


არქეტიპული სახეები წარმოადგენენ მითოლოგიის, რელიგიის, ხელოვნების საწყისს.


კულტურული არქტიპები კულტურის საბაზისო ელემენტებია, რომლებიც სულიერი ცხოვრების მყარ მოდელებს აყალიბებენ. კულტურულ არქეტიპებს შეადგენენ კულტურის ტიპური თვისებები, ამდენად, ისინი ობიექტური და ტრანსპერსონალურია. კულტურული არქეტიპების ჩამოყალიბება მიმდინარეობს კულტურული გამოცდილების სისტემატიზაციისა და სქემატიზაციის პროცესში, საკაცობრიო და დიდი ისტორიული ერთობების კულტურის დონეზე. აქედან გამომდინარე, ცალკეული ინდივიდის მიერ კულტურულ არქეტიპთან კავშირის გაცნობიერება არ ხდება.


ეთნოკულტურული არქეტიპები გამოხატავენ და ამყარებენ ეთნოსის, როგორც კულტურული მთლიანობის ფუძემდებლურ თვისებებს. ყოველ კულტურაში საკუთარი ეთნოკულტურული არქეტიპები დომინირებენ, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ მსოფლმხედველობის, ხასიათის, ეთნოსის ისტორიული ბედის და ა.შ. თავისებურებებს. ეთნოკულტურულ არქეტიპებში კონცენტრირებული სახითაა წარმოდგენილი ეთნოსის კოლექტიური გამოცდილება. ეთნოკულტურული არქეტიპების აქტიური არსებობა მნიშვნელოვანი პირობაა კულტურის მთლიანობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.


კულტურული არქეტიპები არსებითად უცვლელი რჩება და ვლინდება მრავალფეროვანი ფორმით - მითოლოგიურ სახეებში, რელიგიურ მოძღვრებებსა და რიტუალებში, ეროვნულ იდეალებში და ა.შ.



კულტურას ქმნის |



  • ხელოვნება

    • მოქანდაკეობა (სკულპტურა)

    • მხატვრობა


    • ხუროთმოძღვრება (არქიტექტურა)


    • კინომატოგრაფია
      • დოკუმენტური კინო

      • ანიმაციური ფილმები

      • მხატვრული კინო



    • ლიტერატურა
      • დრამატურგია

      • პოეზია

      • პროზა


    • მუსიკა

    • თეატრი

    • ქორეოგრაფია

    • ფოტოხელოვნება



  • რწმენა
    • მითოლოგია

    • რელიგია

    • ფილოსოფია


  • წესები

  • ეთიკა


  • საინფორმაციო საშუალებები
    • პრესა

    • რადიო

    • ტელევიზია

    • ინტერნეტი



  • გართობა

    • სამკაული
      • ტანის მოდიფიკაცია

    • ჰობი

    • იუმორი


  • მეცნიერება


ლიტერატურა |



  • Terrence Deacon (1997). The Symbolic Species: The Co-evolution of Language and the Brain. New York and London: W. W. Norton. 

  • Ralph L. Holloway Jr. (1969). "Culture: A Human domain". Current Anthropology 10(4).


  • Dell Hymes (1969). Reinventing Anthropology. 

  • Michael Tomasello (1999). "The Human Adaptation for Culture". Annual Review of Anthropology 28.

  • Whorf, Benjamin Lee (1941). "The relation of habitual thought and behavior to language". Language, Culture, and Personality: Essays in Honor of Edward Sapir (Menasha, WI: Sapir Memorial Publication Fund).


  • Walter Taylor (1948). A Study of Archeology. Memoir 69, American Anthropological Association. Carbondale Il: Southern Illinois University Press. 


რესურსები ინტერნეტში |


  • Definitions and quotes on culture

  • Culture and civilization in Modern times

  • Reflections on the Politics of Culture

  • Journal of Comparative and Cross-Cultural studies, Vol.12

  • Continental Approaches to Philosophy of Culture, Cultural Theory, Cultural Studies, Cultural Criticism, and Popular Culture


(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კულტურა&oldid=2975938“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.132","walltime":"0.164","ppvisitednodes":"value":2296,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":7143,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":3164,"limit":2097152,"expansiondepth":"value":14,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":2,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 77.761 1 -total"," 68.70% 53.424 3 თარგი:Cite_journal"," 54.95% 42.728 3 თარგი:Citation/core"," 18.55% 14.428 3 თარგი:Cite_book"," 13.58% 10.556 3 თარგი:Citation/make_link"," 11.88% 9.237 2 თარგი:Lang-la"," 6.52% 5.071 2 თარგი:LangWithName"],"cachereport":"origin":"mw1263","timestamp":"20190514111624","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d9u10e3u10dau10e2u10e3u10e0u10d0","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q11042","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q11042","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-07-30T16:20:25Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/2/28/Garejawriting.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":165,"wgHostname":"mw1328"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單