Skip to main content

ზებულონი სექციების სია რომანის შესახებ | წიგნის სიუჟეტი | პერსონაჟები | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუგია არგანაშვილი – ზებულონის ტრაგედია (ჯემალ ქარჩხაძე)ჯემალ ქარჩხაძის რომან ზებულონზე მაია ჯალიაშვილირომანი Goodreads.com-ზერ

მდგმური ქარავანიანტონიო და დავითიზებულონიიუპიტერის სინანული განზომილება


საკამათო სტატიებიჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებებიქართული რომანები1988 წლის რომანებიფილოსოფიური რომანებიისტორიული რომანებიმაგიური რომანები


პოსტმოდერნისტი მწერლისჯემალ ქარჩხაძისალტერნატიულ ისტორიასსტამბისსაქართველოირანისტარიელინესტანინაგაზიმონადირეებადკულტურებისსასწავლებელშიმანუჩარ ბატონიშვილსმეფესამალიანადშაჰიისაპაჰანსიესე ერისთავთანქართლისეკლესიაშიტყეშიკათალიკოსიპროლოგშია










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ზებულონი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search




















ზებულონი

Zebuloni.jpg

ავტორი
ჯემალ ქარჩხაძე
გარეკანის მხატვარი
ზ. დეისაძე
ქვეყანა
საქართველოს სსრ
ენა
ქართული
ჟანრი
ისტორიული რომანი, ფილოსოფიური რომანი, მაგიური რეალიზმი
გამომცემელი
ნაკადული
გამოცემის თარიღი
1988
მედია
მაგარი ყდა
გვერდი
324

„ზებულონი“ — ქართველი პოსტმოდერნისტი მწერლის ჯემალ ქარჩხაძის ისტორიული რომანი. იგი პირველად გამოქვეყნდა 1988 წელს გამომცემლობა „ნაკადულის“ მიერ.[1] ზებულონს ახასიათებს კლასიკური თხრობის სტილი, რაც ნებისმიერ მკითხველისათვის ადვილად აღსაქმელია. რომანში ხშირია როგორც მაგიური, ასევე ფენტეზის ელემენტები. ნაწარმოებში მიმდინარეობა გამოგონილ პერიოდში მიმდინარეობს და ამ მოვლენით რომანი ჟანრობრივად ალტერნატიულ ისტორიას უახლოვდება.




სექციების სია





  • 1 რომანის შესახებ


  • 2 წიგნის სიუჟეტი

    • 2.1 შურისძიება


    • 2.2 სიყვარული


    • 2.3 სიკვდილი



  • 3 პერსონაჟები


  • 4 რესურსები ინტერნეტში


  • 5 სქოლიო




რომანის შესახებ |


რომანში განვითარებული მოქმედებების ზუსტი პერიოდი უცნობია, თუმცა საგულისხმოა, რომ პერსონაჟებს აქვთ წიგნები, რაც სტამბის არსებობას ამტკიცებს, საქართველო კი ირანის მორჩილების ქვეშ არის. რომანში, პერსონაჯების უმეტესობა გამოგონილია, მათ შორის ზებულონიც.
ავტორს, ზებულონის პროტოტიპად, შესაძლებელია ტარიელი ჰყავდა წარმოდგენილი, რადგან მრავალმხირვ ჰგავს მას. ორივე შესანიშნავი მებრძოლია და არცერთს შორდება ენით აღუწერელი დარდი, რაც არაერთი სიძნელის გადალახვისა და სიყვარულის დაკარგვისაგან მოსდევთ.
გარკვეულ ადგილებში, თითქმის იდენტურია მათი მდგომარეობა. ორივეს ჰყავს გულის სწორი და ორივეს ნესტანი ჰქვია. ორივენი წყლის პირს იჯდნენ, როცა მეფის ამალა გადაეყარათ. ორივენი შეებნენ მხეცს, ტარიელი — ვეფხვს, ზებულონი კი უზარმაზარ დათვს, რაც მათ მსგავსებაზე დამაფიქრებელია.



წიგნის სიუჟეტი |


წიგნი იწყება ზებულონის სიკვდილთან შეყრისას. „ცისფერი სიკვდილი“ მას უვნებლად დატოვებს და მათ შორის უფსკრული წარმოიქმენბა, რადგან ზებულონის სააქაოს გაცლა ნაადრევია.



შურისძიება |


ისტორია კი იწყება ზებულონის ბავშვობიდან. მას გარშემო ახვევია მზრუნველი მშობლები, ბრძენი ბიძია და ორი ნაგაზი, რომლებიც მონადირეებად დაზარდა. ზებულონის სოფელში, წყაროსთვალში გავრცელებული იყო მითები იოველ ბატონიშვილზე, რომელმაც დათმო სამეფო ტახტი და მოგზაურობას, კულტურების შესწავლას მიჰყო ხელი. იოველ ბატონიშვილი, ზებულონისთვის ზღაპრული გმირი, მზეჭაბუკი იყო, არაერთი თავგადასავალი რომ გადახდენია თავს.
ერთხელაც, სოფელში ხმა დაიძრება, რომ იოველ ბატონიშვილი წყაროსთვალში მოდის ზებულონის მამასთან, ისახართან. ისახარის ოჯახი, ასე თუ ისე შეძლებული იყო თანასოფლელებთან შედარებით, თუმცა არც ისინი ყოფილან მდიდარნი. საქმე ისე დალაგდება, რომ იოველ ბატონიშვილი ზებულონს თავისთან მოუხმობს, სასწავლებელში და მთელი ოჯახი შეთანხმდება, რომ ზებულონი გაუშვან, მაგრამ წასვლის წინა დღეს, ისახარს დაროაშვილები მოკლავენ. ზებულონი შურის საძიებლად გაექანება და რამდენიმე დღის ძიების შემდეგ, გამოქვაბულში ამოხოცავს დაროაშვილებს. იოველ ბატონიშვილთან წასვლა კი შორეულ ოცნებადღა რჩება. სოფელში დაბრუნებულს თანასოფლელები უფრთხიან, მალე კი დედაც გარდაეცვლება და ეულად რჩება. ბოლოს, იოველ ბატონიშვილთან გადაწყვეტს წასვლას და დატოვებს მშობლიურ აკვანს.



სიყვარული |


დატოვებს თუ არა სოფელს, იოველ ბატონიშვილისკენ გაემართება, მაგრამ ხვდება, მას იქ აღარ მიესვლება. განერიდება სასწავლებელს და წყლის პირას ჩამოჯდება, როცა მანუჩარ ბატონიშვილს, მეფეს შეხვდება, ამალიანად. ზებულონი, მანუჩარ ბატონიშვილის მხედართმთავარ ბექა ამილახვარს ორთაბრძოლაში გამოიწვევს და დამარცხდება. მიუხედავად მარცხისა, ამილახვარი შეაქებს მას და მეფის რჩეულთა ჯარშიც მიიღებენ, სადაც ხუთ წელს დაჰყოფს და არაერთხელ გამოიჩენს ვაჟკაცობას.


როცა მეფეს, მანუჩარ ბატონიშვილს შაჰი გაიწვევს ისაპაჰანს და იგი იძულებულია ეახლოს შაჰს. ზებულონს კი იესე ერისთავთან გზავნიან, მამულისა და ბინადრების მოსავლელად. თავიდან ბრძოლის ჟინით იწვის ზებულონი, ხმლის ტრიალი სწადია, თუმცა მალე მიეჩვევა ასეთ ყოფას და იესე ერისთავის შვილიშვილი, ნესტანი უყვარდება. მას შემდეგ ზებულონს არათუ ბრძოლის ჟინი აქვს, მანუჩარ ბატონიშვილის დაბრუნებაც რაც შეიძლება გვიან სურს, რათა ნესტანთან ყოფნა გაიხანგრძლივოს.


ქართლის მეფედ ნიშნავენ მანუჩარ ბატონიშვილის ძმას, ისკანდერ ხანს, რომელიც მანუჩარის მამამ, ქვეყნის ხსნისათვის გაწირა და შაჰს გაუგზავნა, როგორც გამოსასყიდი. ისკანდერ ხანს, ბექა ამილახვარიც მიემხრობა, თუნდ ეს მოჩვენებითია, მთელი ქვეყანა მას მოღალატედ ნათლავს, მათ შორის ზებულონიც და პირად სიყვარულსაც კი კარგავს ქვეყნისათვის.


ნესტანს, პატარ გოგონას, რომელიც მკითხველის თვალწინ იზრდება, არაერთი ჭაბუკი სთხოვს ხელს, თუმცა ყველას უარით ისტუმრებს. ერთხელაც, იესეს ესტუმრება ისკანდერ ხანი და მას ნესტანი შეუყვარდება. ნესტანი კი იძულებულია მას გაჰყვეს ცოლად, რათა ისკანდერმა ქართლი არ ააოხროს მის გულისათვის. ნესტანმა არ უწყის ზებულონის სიყვარულისა და ისინი ერთად არასდროს ყოფილან, თუმცა ბოლოს როცა ხელის სათხოვნელად მოაკითხავენ ნესტანს, ზებულონი მოიტაცებს მას და ტყეში მდგარ ეკლესიაში მიიყვანს. ნესტანი არ უძალიანდება, რადგან მასაც სურს თავი რაც შეიშძლება შორს დაიჭიროს ისკანდერ ხანისგან. ეკლესიაში, ბექა ამილახვარი დახვდებათ და აქ იგებს ზებულონი, რომ ის არა მოღალატე, არამედ ჯაშუშია. ლაშა ზებულონს ცალკე დაარიგებს, რომ პირადი სიყვარულისათვის ქვეყნის გაწირვა, ვერ არის კარგი საქციელი. საბოლოოდ ნესტანი და ზებულონი ერთამენთს შორდებიან და მათი გზები მთელი ცხოვრება იყოფიან.



სიკვდილი |


ზებულონი ეკლესიაში ცხოვრებისას არაერთ ჭაბუკს დაზრდის და როცა ყველას გაისტუმრებს, ტყეში გახიზვნას მოიწადინებს, რათა გული გადააყოლოს დარდს. ამასობაში კათალიკოსი ესტუმრება მას და ერთად იწყებენ ცხოვრებას. ზებულონი მას ეჩვევა, თუმცა მალე უბედურება ტრიალდება. ლაშას ძმის შვილის, შალვას ცნობებით, ქართველებს ჰყავთ მოღალატეები, რომლის სახელები უცნობია ლაშასთვის. რამდენიმე დღეში კი ერთ-ერთმა მოღალატემ ეკლესია უნდა მოინახულოს.


ზებულონი, შალვა და კათალიკოსი გეგმას დააწყობენ და საბოლოოდ დღება ღამე, როცა მოღალატე გამოჩნდება. ზებულონი მას ვერ ამოიცნობს შორიდან და დაზვერვისას ხედავს, რომ მათკენ კათალიკოსი მიაბიჯებს. იფიქრა გვიღალატაო, თუმცა კათალიკოსი ჭკუით გამოსტყუებს სახელს მოღალატეს და შეეწირება ამ ქმედებას. ლაშა, საბოლოოდ ყველა მოღალატის სახელს იგებს და გარკვეული ხერხებით, მათ ერთად შეიტყუებს და ისკანდერ ხანიანად შეიპყრობს ყველას.


მოვლენები ისე ვითარდება, რომ მანუჩარ ბატონიშვილი კვლავ მეფდება. მის შვილს კი შაჰი მოითხოვს, როცა 4 წლის შეიქნება და მანუჩარი შვილს ვეღარასოდეს ნახავს. მისი და ისკანდერ ხანის შვილები ერთად დაიზრდებიან და მანუჩარის სიკვდილის შემდეგ, მისი შვილი გამეფდება ქართლში. მანუჩარის ვაჟი, ოჯახთან ერთად წამოვა ისპაჰანიდან, ნესტანისა და მისი შვილის თანხლებით. ნესტანი მგზავრობისას დაიღუპება, შვილები კი ჩააღწევენ ქართლს და თუნც მანუჩარის ვაჟია მეფე, ისინი ერთად მართავენ ქვეყანას, რადგან ისკანდერის შვილის რჩევებს ყოველთვის ყურად იღებს.


ერთ-ერთი ასეთი რჩევა იყო ზებულონის მოკვლისათვის ჯილდო, რადგან მან დაარწმუნა მეფე ზებულონის მზაკვრობაში. ზებულონს ვერ შეიპყრობენ, იგი ისე აღესრულება, როგორც პროლოგშია მოცემული.



პერსონაჟები |


  • ზებულონი - წიგნის მთავარი გმირი, წყაროსთვალელი ჭაბუკი, რომელიც თანდათანობით იზრდება, კაცდება და სახელგანმთქმული მეომარი ხდება. მის გულადობასა და თავგადასავლებსზე სიმღერებსაც კი თხზავენ.

  • იესე ერისთავი - თავადიშვილი ბერიკაცი, დიდძალი ქონების მფლობელი, ვის მფარველობასაც მიუჩენენ ზებულონს. იესეს შვილიშვილია ნესტანი, ზებულონის სიყვარული.

  • ნესტანი - იესე ერისთავის შვილიშვილი, ობოლი გოგონა. ნესტანს მოსწყვიტავენ ზებულონს და იძულებით მიათხოვებენ ქართლის მეფე ისკანდერს, ამით ის მთელი ცხოვრება უბედურდება

  • მანუჩარ ბატონიშვილი - ქართლის მეფე, ისკანდერის ძმა, ვისაც არმიაშიც ჩაირიცხება ზებულონი და 5 წელს დაჰყოფს. მანუჩარ ბატონიშვილს ირანის შაჰი გაიწვევს ისპაჰანს, ამიტომ ის წიგნში, "სიყვარულის" დასაწყისსა და "სიკვდილის" მეორე ნახევარში გვხვდება.

  • ისკანდერ ხანი - მანუჩარ ბატონიშვილის ძმა. იკსანდერი გამოსასყიდად გაგზავნეს ირანში ბავშვობისას, ამიტომ იგი მუსლიმანურად აღიზარდა. მას წარმომავლობით ეკუთვნოდა ქართლის სამეფო ტახტი, ზნეობით კი - არა.

  • ბექა ამილახვარი - მანუჩარ ბატონიშვილის მხედართმთავარი, ქართლის ერთგული, ვინც ჯაშუშად შევა ისკანდერის მხლებლებში და მთელი ქართლი მოღალატეობას დასწამებს.

  • ისახარი - ზებულონის მამა, გლეხკაცი, ვისთვისაც მთავარი იყო არსებობა და არა ცხოვრება.

  • იოველ ბატონიშვილი - მანუჩარ და ისკანდერ ბატონიშვილების ბიძა, საეკლესიო სასწავლებელის დამაარსებელი. იოველ ბატონშვილს განზარხული ჰქონდა ქვეყანა გაენათლებინა. მიზნად ისახავდა გზას ერვოპისაკენ, რათა ხალხს ხმლისაგან აეღო ხელი და წიგნისაკენ მიეყო.

  • კათალიკოსი - მოწამე კათალიკოსი, რომელმაც მოღალატეთა სახელების სამხელად თავი გასწირა.


რესურსები ინტერნეტში |


  • გია არგანაშვილი – ზებულონის ტრაგედია (ჯემალ ქარჩხაძე)

  • ჯემალ ქარჩხაძის რომან ზებულონზე მაია ჯალიაშვილი

  • რომანი Goodreads.com-ზე


სქოლიო |






  1. ზებულონი. ჯემალ ქარჩხაძე. პირველი გამოცემა 1988 წელი. რედაქტორი: ც. ჩხაიძე. გამომცემლობა – ნაკადული




(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ზებულონი&oldid=3623619“-დან










სანავიგაციო მენიუ


























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.320","walltime":"0.446","ppvisitednodes":"value":5592,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":34925,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":12234,"limit":2097152,"expansiondepth":"value":33,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":2,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":497,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 389.057 1 -total"," 76.78% 298.720 1 თარგი:ინფოდაფა_წიგნი"," 75.32% 293.039 1 თარგი:ინფოდაფა"," 36.15% 140.650 1 თარგი:Wikidata/p18"," 22.46% 87.388 1 თარგი:გამოსახულების_ფორმატირება"," 20.16% 78.431 1 თარგი:Str_right"," 19.18% 74.628 1 თარგი:Str_sub_long"," 15.63% 60.802 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 9.97% 38.803 1 თარგი:ჯემალ_ქარჩხაძე"," 8.80% 34.218 1 თარგი:ნავდაფა"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.032","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":1312124,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1319","timestamp":"20190526154444","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d6u10d4u10d1u10e3u10dau10ddu10dcu10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q25543355","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q25543355","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2016-05-18T16:03:32Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/a/ae/Zebuloni.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":135,"wgHostname":"mw1250"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單