Skip to main content

ინკების დაპყრობა ესპანელების მიერ ლიტერატურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუThe Conquest of the Inca Empire

პერუს ისტორიაინკები


კახამარკის ბრძოლისფრანსისკო პისაროსინკების იმპერიაინკებისისტორიაპისაროსკონკისტადორებისერნანდო დე სოტოოქროსესპანეთიტალიისფრანსისკო პისარომესპანიოლაზე1527ტულებესასკარლოს Vატაჰუალპასსაპა ინკასცხენიატაჰუალპამტაუანტინსუიუსოქროსვერცხლისმაღაროებშიკარლოს Vსევილიაშივანდალიზმიმანკოსვილკაბამბაკუსკოსტუპაკ ამარუსდინასტია










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ინკების დაპყრობა ესპანელების მიერ




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search



სტატიები თემატიკაზე
ინკების ცივილიზაცია

Before Machu Picchu.jpg

საზოგადოება

განათლება

რელიგია

მითოლოგია

გზები

არმია

სოფლის მეურნეობა

სამზარეულო

ინკების ისტორია

ინკების იმპერია

დაპყრობა



ფრანსისკო პისარო


1532 წელს კახამარკის ბრძოლის შედეგად ფრანსისკო პისაროს 167–მა ჯარისკაცმა გაანადგურა ინკების იმპერია. ინკების იმპერიის ტრაგიკული დაცემის ისტორია ჩვენთვის ძირითადად ცნობილია ესპანელი ისტორიკოსებისგან. ესპანელთა გამარჯვება ინკებზე განპირობებული იყო იმ მოვლენებით, რომლებიც თვითონ იმპერიის შიგნით მიმდინარეობდა.


თვით პისაროს გამოკლებით, კონკისტადორების უმრავლესობა, რომელთა შორისაც იყო ისტორიკოსი ერნანდო დე სოტო, განათლებული ადამიანები იყვნენ და მათ მიერ დატოვებული ჩანაწერები საკმაოდ სანდო წყაროა. ამ ჩანაწერებისა და აგრეთვე იმ მოხელეების დაკვირვების წყალობით, რომლებსაც ესპანეთის მმართველები აგზავნიდნენ ახალ კოლონიებში და რომლებიც პატიოსნად ეკიდებოდნენ საქმეს, ისტორიკოსებმა შეძლეს აღედგინათ ინკების ცხოვრების საინტერესო სურათები.


ხმები იმისშესახებ, რომ არსებობს "ოქროს მიწები", უკვე XVI საუკუნიდან აღიზიანებდა ევროპელთა ცნობიერებას. ესპანეთ-იტალიის სამხედრო კამპანიების ვეტერანმა, ახალგაზრდობაში ღორების მწყემსმა, ფრანსისკო პისარომ გადაწყვიტა თავად გაერკვია ამ ქვეყნის – ელდორადოს – არსებობის შესაძლებლობა და გაეშურა ამერიკისაკენ. ეს უვიცი და გაუნათლებელი, იმავე დროს სასტიკი ადამიანი, 7 წლის მანძილზე მონაწილეობდა ინდიელთა აჯანყების ჩახშობაში კუნძულ ესპანიოლაზე.


1527 წელს, პისარომ ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ, მიაღწია ქალაქ ტულებესას, სადაც ადგილობრივ ინდიელთაგან შეიტყო იმ ქვეყნის არსებობის შესახებ, სადაც სასახლეები ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების ფურცლებითაა მოჭედილი, სადაც ულამაზესი და ძვირფასი ქვებით მოკირწყლული ბაღებია, მიხვდა რა , რომ მისი ძალები არ იქნებოდა საკმარისი ამ ქვეყნის დასაპყრობად, პისარო დაბრუნდა ესპანეთში და იმპერატორ კარლოს V-ს სთხოვა დამატებითი ძალები. შედეგად, პისარომ მეფისგან მიიღო რაც უნდოდა, აგრეთვე იმ მიწების გუბერნატორისა და კაპიტან–გენერლის ტიტული, რომლებსაც ის დაიპყრობდა და გააკონტროლებდა.




ინკებისა და ესპანელების ომი კახამარკასთან


ჩამოვიდა რა ინკების მიწაზე, , 1532 წელს, კონკისტადორებმა გამოიყენეს სამოქალაქო ომი, რომელიც მიმდინარეობდა ძმებს – უასკარსა და ატაჰუალპას შორის, იმპერიის უმაღლესი თანამდებობის – საპა ინკას დაუფლებისათვის და მცირე ძალებით გაანადგურეს ინკები.[1] პისაროს სულ 167 თავზეხელაღებული ავანტიურისტი ჰყავდა, რომელთაგან, მხოლოდ 67-ს ჰყავდა ცხენი. მაგრამ მათ გააჩნდათ სხვადასხვაგვარი იარაღი – მუშკეტები, არბალეტები, შუბები და ზარბაზნებიც კი, რომლებიც მათ მეფე კარლოს V-მ მისცა.
ესპანელებზე დიდი გავლენა მოახდინა ინკების საინჟინრო ხელოვნებამ – გათლილი ქვის ფილებით მოკირწყლულმა გზებმა, რომელთა გასწვრივაც საჩრდილობელი ხეები იყო დარგული, აგრეთვე ქვებით მოპირკეთებულმა არხებმა, რომლებშიც სასმელი წყალი მიედინებოდა.







ვიკიციტატა

„"ასეთი გზები არსად არაა ქრისტიანულ სამყაროში, არც ერთ ისეთ მკაცრ ქვეყანაში, როგორიც ესაა"“



წერდნენ მოგვიანებით ესპანელი ისტორიკოსები.




ატაუალპას გარდაცვალება, 29 აგვისტო, 1533


გაიარეს რა ძნელად სავალი მთიანი ბილიკები, ესპანელებმა ეშმაკობით მოადუნეს ატაულაპას სიფხიზლე და პისარომ ინკებს ნამდვილი სასაკლაო მოუწყო, როდესაც 6000 უაიარღო მეომარი ინკა იმპერიის ცენტრში გაჟლიტა ისე, რომ თვითონ ერთი კაციც კი არ დაუკარგავს. ინკები დასუსტებულები იყვნენ სამოქალაქო ომითა და ყვავილის ეპიდემიით. ტყვედ ჩავარდნილმა ატაულაპამ შეინარჩუნა თავისი ყველა სამეფო პრივილეგია და 20 დღის განმავლობაში ისწავლა ესპანურად საუბარი და წერა-კითხვა, რაც წარმოუდგენლად მიუღწეველი აღმოჩნდა წერა-კითხვის უცოდინარი პისაროსათვის.


შენიშნა რა ოქროს დანახვაზე "წვეროსანთა" (ასე უწოდებდნენ ინკები ესპანელებს) თვალებში სიხარბის ნაპერწკალი, ატაჰუალპამ საკუთარი თავის გათავისუფლებაში მათ ფანტასტიკური გამოსასყიდი შესთავაზა:6,7X5,2 ფართობის ოთახის ოქროთი გავსება საკუთარი თავის სიმაღლეზე და "ინდილეთა ქოხის" ვერცხლით გავსება ორჯერ! ამით, ინკების მმართველმა საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ინკებისთვის ოქრო არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა. ისინი მას "მზის ოფლს", ხოლო ვერცხლს "მთვარის ცრემლებს" უწოდებდნენ. მათგან ინკები შესანიშნავ ნაკეთობებს ამზადებდნენ, მაგრამ "ვალუტად" ისინი ქსოვილს თვლიდნენ.




ტუპაკ ამარუს სიკვდილით დასჯა, 1572 წელი


ხმები ინკების იმპერიის არაჩვეულებრივი სიმდიდრის შესახებ, მალე გასცდა მის ფარგლებს და ქვეყანაში ნადავლის მოყვარულთა ახალი ტალღის მოზღვავება გამოიწვია. ატაულაპას სიცოცხლისთვის გაღებული გამოსასყიდი ესპანელებმა გადაადნეს. ოქროს წონა გამოვიდა 6 078 კგ, ხოლო ვერცხლისა 11 793 კგ, მაგრამ ამან ვერ იხსნა ატაუალპას სიცოცხლე, ესპანელებმა იგი დაახრჩვეს და დაწვეს.


ესპანელთა მიერ ინკების სახელმწიფოს დაპყრობის შედეგები საშინელი იყო: მათი აქ ჩამოსვლიდან 50 წლის შემდეგ ტაუანტინსუიუს მოსახლეობა 7 მლნ ადამიანიდან შემცირდა 500 ათას კაცამდე. გაჩანაგება და სიცივე, კატორღული შრომა და ევროპელთა მიერ შემოტანილი დაავადებები მუსრს ავლებდა ქვეყნის მოსახლეობას. მრავალი მათგანი სიკვდილს ოქროს და ვერცხლის მაღაროებში ნახულობდა, სადაც მათ ძალით ამუშავებდნენ.


ინკების ცივილიზაციის ვერც ერთმა სფერომ ვერ გაუძლო ევროპელთა ძალადობას. მათი სასახლეები და ტაძრები შებღალეს და შეურაცხყვეს, ნაწილობრივ დაანგრიეს. იმპერატორების მუმიები დაწვეს, ოქროსა და ვერცხლის საუკეთესო ნაკეთობები ევროპაში გაგზავნეს კარლოს V-თვის საჩუქრად, რომლებიც ჯერ სევილიაში გამოფინეს, ხოლო შემდეგ ჩაიდინეს გამაოგნებელი ვანდალიზმი – ინკების ხელოვნების ეს საუკეთესო ნიმუშები გადაადნეს.


ცოცხლად გადარჩენილმა ინკების მცირე ნაწილმა, ერთ-ერთი ბოლო მეფის – მანკოს ხელმძღვანელობით, ბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტეს და ჯუნგლებს შეაფარეს თავი. მოკლე დროში მათ ააგეს ქალაქი ვილკაბამბა, გაიყვანეს გზები და არხები, ააშენეს 60 მშვენიერი, მონუმენტური ქვის ნაგებობა და 300 სახლი. ამ მიყრუებული ჯუნგლებიდან ინკები დროდადრო თავს ესხმოდნენ ესპანელ დამპყრობლებს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებდნენ. მანკოს გარდაცვალების შემდეგ, ვილკაბამბას მისი სამი შვილი მართავდა. 1572 წელს, ესპანელებმა ქალაქ კუსკოს მოედანზე თავი მოჰკვეთეს ინკების უკანასკნელ ბელადს, ტუპაკ ამარუს, რითაც დასრულდა ინკების დინასტია.



ლიტერატურა |


  • გივი ბოლოთაშვილი. მსოფლიო ცივილიზაციების ისტორია. თბილისი – 2004


სქოლიო |




  1. The Conquest of the Inca Empire








(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ინკების_დაპყრობა_ესპანელების_მიერ&oldid=3403911“-დან










სანავიგაციო მენიუ


























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.060","walltime":"0.088","ppvisitednodes":"value":145,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":3367,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":464,"limit":2097152,"expansiondepth":"value":7,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":389,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 51.461 1 -total"," 62.54% 32.183 1 თარგი:სქოლიო"," 9.78% 5.033 1 თარგი:ციტატა"," 8.47% 4.357 1 თარგი:Main_other"," 8.40% 4.322 1 თარგი:ინკების_ცივილიზაცია"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.003","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":549561,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1243","timestamp":"20190526170917","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d8u10dcu10d9u10d4u10d1u10d8u10e1 u10d3u10d0u10deu10e7u10e0u10ddu10d1u10d0 u10d4u10e1u10deu10d0u10dcu10d4u10dau10d4u10d1u10d8u10e1 u10dbu10d8u10d4u10e0","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90_%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q636771","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q636771","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2010-02-05T16:17:48Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/1/13/Before_Machu_Picchu.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":107,"wgHostname":"mw1274"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

François Viète Contents Biography Work and thought Bibliography See also Notes Further reading External links Navigation menup. 21Google Bookspp. 75–77Google BooksDe thou (from University of Saint Andrews)ArchivedGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle booksGoogle Bookscc-parthenay.frL'histoire universelle (fr)Universal History (en)ArchivedAdsabs.harvard.eduPagesperso-orange.frArchive.orgChikara Sasaki. Descartes' mathematical thought p.259Google BooksGoogle BooksGoogle Bookspp. 152 and onwardGoogle BooksGoogle BooksScribd.comGoogle Books1257-7979Google BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGallica.bnf.frGoogle BooksGoogle Books"François Viète"Francois Viète: Father of Modern Algebraic NotationThe Lawyer and the GamblerAbout TarporleySite de Jean-Paul GuichardL'algèbre nouvelle"About the Harmonicon"cb120511976(data)1188044800000 0001 0913 5903n82164680ola2013766880073431702w6vt1sb70287374827140948071409480