Skip to main content

სტინგი სექციების სია ადრეული ცხოვრება | მუსიკალური კარიერა | აქტივიზმი | პირადი ცხოვრება | დისკოგრაფია | ფილმოგრაფია | თეატრი | ბიბლიოგრაფია | ჯილდოები და ნომინაციები | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუsting.comოფიციალური საიტისტინგისტინგისტინგიSting BiographyBrit Awards 2002: The winnersSting Is Worth $300 Million, But Isn't Leaving It To His Kids100 Greatest Living SongwritersVH1 Greatest Artists of RockThe 100 Greatest Stars of the 20th CenturyProud history and lively community; Around the region: Wallsend has grown out of its Roman and shipbuilding roots into a thriving community with plenty to offer buyers looking for a bargain.StingორიგინალიდანSting biography at Film Reference websiteFamous AlumniორიგინალიდანA Sting in the taleNews from The Phoenix JazzmenSting Turns 60 – How Did that Happen?10 Questions for Sting"1985 Brit Awards""The Police Chart history"'Last Play at Shea' documentary tells stadium's storyReunited Police start world tourJournal de RadioKaKa – Rolling Stone's 500 Greatest Albums of all time (2012 Edition) – Last.fm"The Police: Timeline""The Greatest Artists of All Time""The Police: 100 Greatest Artists of All Time""Grammy Awards - Sting"Looking Back At Live Aid, 25 Years LaterLive Aid – DVD Boxed SetLive Aid: The show that rocked the world1985 MTV Video Music AwardsNothing Like the Sun Album ReviewBillboard: Ten Summoner's TalesRock on the Net: StingBrit Awards: Sting1997 Video Music Awards"Billboard 6 სექტემბერი 1997"Sting sings at Winter Olympics(Supplement) no. 56963. p. 9Live 8 - Sting"Guest Appearances – GREGG KOFI BROWN: Together As OneSting and Edin Karamazov: 'Songs from the Labyrinth'"Police tickets sell out in minutes""Stevie Wonder and Sting Inaugural Balls image"Fan Reviews of 'If on a Winter's Night' New CD by StingორიგინალიდანTom Morello, John Legend, Sting brought out as special guests at Rock and Roll Hall of Fame 25th anniversary concert.Rock and Roll Hall of Fame Concert: Set ListThe Police: inducted in 2003Clash, Costello and Police Enter Rock Hall of FameRocker Sting Stung by Controversy Over Secret Concert for Dictator's DaughterSymphonicity tour: A few thoughts on Sting and stringsSting Announces 2013 ‘Back To Bass’ Tour, Includes 3 New England Dates"The 2011 TIME 100: Sting""Hive Five: Things Sting Saves"Matthew Morrison (Glee)ორიგინალიდანSting and the Kalichstein-Laredo-Robinson Trio at 92nd Street YSting and Brian Yorkey Embark on a New Musical, ‘The Last Ship’Sting's THE LAST SHIP Musical Coming to Broadway in 2014; Louise Pitre to Lead?STING'S THE LAST SHIP – New Album From the 16-Time Grammy® Award WinnerSting's Visceral, Emotional 'The Last Ship' Arrives on BroadwaySting sails into Chicago to promote 'Last Ship'Sting: The Last Ship - reviewThe Last ShipPaul Simon and Sting Q&A: Tour Mates on Shared Music DNA and Future 'Writing'Sting & Paul Simon: On Stage Together - Second & Final Perth Show Added!Sting & Paul Simon: On Stage Together – Final New Zealand Show Confirmed!BELFAST DATE ADDED FOR 'PAUL SIMON & STING: ON STAGE TOGETHER' 2015 EUROPEAN TOURREVOLVER"How Amnesty International Rocked the World: The Inside Story"Sting TV Interview On NBC Today Show about Amnesty concertsChilean Women’s Resistance in the Arpillera Movement1564684THE COURAGE OF CONSCIENCE AWARDორიგინალიდანMusicians, actors honor heroes, raise money for attack victimsSting Concert Raises 4m for TsunamiWillie Nelson stages Tsunami gig"The Police, West, Mayer Close Out Live Earth New York"Sting, Matthews, Mayer gamer for Tibet than Beijing'Hope for Haiti Now': The telethon's 10 best performancesEarth Day Climate Rally features music, speeches and an assist from Mother NatureElton John AIDS Foundation patronsPatronsDame Judi Dench and Sting head drug rethink callNBC Hurricane Sandy Telethon Raises 23 MillionCelebrities' open letter to Scotland – full text and list of signatoriesThe Returns of the Prodigal Tax ExileSting | Music's Top Twelve Tax ExilesEvery Little Horse He Names is Magic (Or Just About)Sting says his six children will not inherit £180m fortuneThe top 50 richest people in music: Sunday Times Rich ListInterview Date: ოქტომბერი 1996ორიგინალიდანSting, Music & BusinessWhat's wrong with being pretentious?Sting and Yoga''Yoga Beyond Belief''Maharishi Mahesh YogiStingSting Battles Chess King Kasparov In Times SquareNewcastle United fans campaign backed by StingSting's Tantric sex rep a gag started by friend Bob Geldof, says his daughter CocoSting on tantric sex, Justin Bieber and pretentiousness24-Hour Sex Sessions? Tell Him He’s Dreaming Says Sting’s WifePolice man's Peake – 'Weird and wonderful' is how superstar Sting describes the novels of Mervyn Peake...ორიგინალიდანGeordie star Sting's cash gift to help save Tynemouth Outdoor Pool"About this Person - Sting"რრFacebookMyspaceTwitterDeezerGoogle Play MusicInstagramiTunesLast.fmSoundCloudSpotifyYouTubeAllRoviAllmusicAlloCinéČSFDDiscogsFilmportalბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაკინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაKinoPoiskMusicBrainzMusicBrainzInternet Speculative Fiction DatabaseБольшая российскаяBritannica (онлайн)Notable Names DatabaseWikiTree90783963a1020331xXX112956612126867z1188920960000 0003 6855 76760000 0001 0918 1571n8415783900006830800621518jn2000072028535377179RUNLRAUTH7732052000050956070497273n97087649128699942770794882347711387877113878

სტინგიდაბადებული 2 ოქტომბერიდაბადებული 1951ინგლისელი აქტივისტებიინგლისელი აგნოსტიკოსებიინგლისელი როკ ბას-გიტარისტებიინგლისელი როკ-მომღერლებიინგლისელი ახალი ტალღის მუსიკოსებიინგლისელი პედაგოგებიგრემის ჯილდოს მფლობელებიემის ჯილდოს მფლობელებიროკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესული შემსრულებლებიBrit Award-ის მფლობელებიThe Police-ის წევრებიUniversal Music Group-ის შემსრულებლებიაივორ ნოველოს ჯილდოს მფლობელებიიოგებიA&M Records-ის შემსრულებლები


ინგლ.ინგლ.ქართ.2 ოქტომბერი1951ბრიტანული იმპერიის ორდენისინგლისელინიუკასლშიThe Policeროკისახალი ტალღისჯაზისპოპისრეგისკლასიკისნიუ ეიჯისუორლდბიტისგრემისოქროს გლობუსისემისოსკარისროკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიელისაბედ IIბაკინგემის სასახლეშიPasteVH1Qკრეიგ დეივიდი„Rise & Fall“ბრაიან ადამსიროდ სტიუარტი„All for Love“რაიშებ მამი„Desert Rose“უოლსენდშიჩრდილოეთი ტაინსაიდიინგლისინავსაშენებთანნიუკასლ-აპონ-ტაინშიCreamManfred MannკრემლიგტონშიჯაზსLast Exitინგლ.ქართ.სტიუარტ კოუპლენდისჰენდრი პადოვანისThe Policeენდი სამერსიგრემიებერჰარდ შენერისპანკითრეგისEvery Breath You Takeშის სტადიონზეევერესტისტურნეყველა დროის 500 საუკეთესო ალბომისEvery Breath You TakeRoxanneყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერისროკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიVH1Amnesty InternationalThe Secret Policeman's Other BallRoxanneMessage in a Bottleბობ დილანისI Shall Be ReleasedSpread a Little Happinessდენის პოტერის„გო­გირ­დი და ბადაგი“ვივიენ ელისისკენი კირკლენდიდერილ ჯოუნსიომარ ჰაკიმიბრენფორდ მარსელისიIf You Love Somebody Set Them FreeFortress Around Your HeartLove Is the Seventh WaveRussians„ლეიტენანტ კიჟეს“სერგეი პროკოფიევიDire StraitsMoney for NothingBand AidDo They Know It's Christmas?უემბლიზეLive Aidფილ კოლინზთანმაილს დეივისისArcadiaThe Promiseფილ კოლინზისMack the KnifeMTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზემაიკლ ეპტიდისWe'll Be TogetherFragileEnglishman in New YorkBe Still My Beating Heartჰანს აისლერისკვენტინ კრისპისშექსპირისსონეტისBe Still My Beating HeartEPგილ ევანსისფრენკ ზაპასოლივერ ნელსონისStolen Momentsჯიმი სუოგარტისადმიკენტ ნაგანოსთანიგორ სტრავინსკისვანესა რედგრეივიიენ მაკ-კელენიAll This TimeMad About YouWhy Should I Cry For Youსასათაურო სიმღერატრუდი სტაილერთანCome Down in Timeელტონ ჯონისMTVმოდენაშიპირველი კონცერტიPavarotti and Friendsცუკეროლუჩიო დალაThe Neville Brothersსიუზან ვეგამაიკ ოლდფილდიბრაიან მეიბობ გელდოფიპატრისია კაასიIt's Probably Meლუჩანო პავაროტისთანPanis AngelicusMuoio Per TeLa donna è mobileუილტშირისმერკურის პრიზზეIt's Probably MeIf I Ever Lose My Faith In YouSeven DaysFields of GoldShape Of My Heart„ლეონი: პროფესიონალი“თანმხლები ვიდეოსაკონცერტო ტურნეუდინესაოსლოში„დამანგრეველი“ბრაიან ადამსთანროდ სტიუარტთანAll for Love„სამი მუშკეტერი“გრემიბერკლის მუსიკის კოლეჯისგანWhen We DanceDemolition Manპატო ბანტონისThis Cowboy Song„ეის ვენტურა: შინაური ცხოველების დეტექტივი“Spirits in the Material Worldვანესა უილიამსთანLet Your Soul Be Your PilotYou Still Touch MeI'm So Happy I Can't Stop Cryingტობი კითის„იმპერატორის ახალი თავგადასავალი“My Funny Friend and Meტინა ტერნერისOn Silent Wingsტომ ჯობიმისHow Insensitiveშიდსით„საბრინა“„ლას-ვეგასის დატოვებისას“Angel EyesMy One and Only LoveThe ChieftainsMo Ghile Mearლეონარდ კოენისSisters of MercyMTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზეThe Notorious B.I.G.I'll Be Missing YouEvery Breath You TakePuff DaddyRoxanne '97როიალ ალბერტ ჰოლშიპოლ მაკ-კარტნიელტონ ჯონიერიკ კლეპტონიფილ კოლინზიმარკ ნოპფლერი„საიდუმლო მასალების“თანმხლებ ალბომშიAswadInvisible SunI MuvriniTerre d'oruFields of Goldკორსიკულ ენაზეBrand New DayDesert Roseჩებ მამისთან„იმპერატორის ახალი თავგადასავლის“My Funny Friend and MeAfter the Rain Has Fallen11 სექტემბრის ტრაგედიისFragileFragileიო-იო მასთანსოლტ-ლეიკ-სიტიში2002 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების„კეიტი და ლეოპოლდი“Until...ოქროს გლობუსიელისაბედ IIკრეიგ დეივიდისRise & FallShape Of My HeartSugababesShapeმერი ჯეი ბლაიჯთანსიტარისანუშკა შანკართანThe Black Eyed PeasLive AidLive 8ნელსონ მანდელას46664EPჯიმი კლიფისატონი რებელისშერილ კროუსAlways on Your Sideლინო ნიკოლოსიმჯონ დოულენდისედინ კარამაზოვისCome AgainFields of GoldThe Journey and the Labyrinthბუენოს-აირესშიბარაკ ობამასსტივი უანდერიროკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიHigher GroundტაშკენტშიუზბეკეთიUNICEFისლამ კარიმოვისგანალბომის და ვიდეოსDeutsche GrammophonBack to BassTime 100 Galaნიკოლ შერზინგერის„კლუბი“მეთიუ რობინსონთანსადებიუტო ალბომში92nd Street Y11 სექტემბრის შეტევისჰერმან სანდლერის„შიმშილის თამაშები“„უკანასკნელი გემი“ალბომის სახითპოლ საიმონისOn Stage TogetherThe Secret Policeman's Other Ballპიტ ტაუნსენდისბობ დილანისბობ გელდოფთანFeed The WorldLive AidDo They Know It's Christmas?პიტერ გებრიელთანბრიუს სპრინგსტინთანHuman Rights Now!They Dance Aloneაუგუსტო პინოჩეტისკაიაპოსკარნეგი-ჰოლშიბილი ჯოელიელტონ ჯონიჯეიმზ ტეილორიპოლ მაკ-კარტნიერიკ კლეპტონიფილ კოლინზიროიალ ალბერტ ჰოლშიმონსერატზე11 სექტემბრის ტრაგედიითლონდონისჰაიდ პარკშიLive 8Live Aidენდი სამერსისტიუარტ კოუპლენდინიუ-ჯერსიშიLive Earthტიბეტისდალაი ლამასელტონ ჯონის შიდსის ფონდიBees for Developmentმეფუთკრეობისპრემიერ-მინისტრდევიდ კამერონთანყაზახეთშინურ-სულთანიშიქარიშხალ სენდისგანშოტლანდიის დამოუკიდებლობასფრენსის ტომელტიმჯოზეფიგოლუეიშიტრუდი სტაილერთანმიკი)ელიოტ პოლინიI Blame Cocoცხენსსოლსბერიშიმალიბუშიტოსკანაშიჰაიგეიტშიიოგითაშტანგა ვინიასა იოგისტანტრაჯივამუკტი იოგაცმაჰარიში მაჰეშ იოგისტრანსცენდენტური მედიცინისმაკრობიოტიკური დიეტისგარი კასპაროვმაამხანაგური მატჩიდომინიკ მილერიკრის ბოტინიუკასლ იუნაიტედის„აგნოსტიკოსიმერვინ პიკის„გორმენგასტის ტრილოგია“ამაზონისჯონ დექსტერის„სამგროშიან ოპერაში“










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები"u003Eu003Cimg alt="Khevi, Georgia — View of Gergeti Trinity Church.jpg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/100px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg" decoding="async" width="100" height="57" data-file-width="900" data-file-height="510" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები"u003Eეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლებისu003C/au003E კონკურსი დაიწყო! ჩაერთეთ და მოიგეთ პრიზები!u003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




სტინგი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search




























სტინგი

Sting ThePolice 2007.jpg
დაბ. სახელი
გორდონ მეთიუ სამნერი
დაბ. თარიღი
2 ოქტომბერი, 1951 (1951-10-02) (67 წლის)
უოლსენდი, ინგლისი
ალმა-მატერი
ჩრდილოეთ საგრაფოების საგანმანათლებლო კოლეჯი
საქმიანობა
მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი, აქტივისტი, ქველმოქმედი
აქტიური
1971–დღემდე
მეუღლე(ები)
ფრენსის ტომელტი (იქ. 1976–84)
ტრუდი სტაილერი (იქ. 1992)
შვილ(ებ)ი
6; მათ შორის ჯო, მიკი და ელიოტი
ჟანრ(ებ)ი
როკი, ახალი ტალღა, ჯაზი, პოპი
ინსტრუმენტ(ებ)ი
ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა
ლეიბლ(ებ)ი
A&M, Deutsche Grammophon, Universal Music Group
ასოციაციები
The Police, Strontium 90, Dire Straits, ჩებ მამი, Curved Air, ებერჰარდ შენერი
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Precision Bass
Fender Jazz Bass
Fender Telecaster Bass
საიტი
sting.com

გორდონ მეთიუ სამნერი (ინგლ. Gordon Matthew Thomas Sumner, უფრო მეტად ცნობილი ზედმეტსახელით სტინგი (ინგლ. Sting, ქართ. ნესტარი) (დ. 2 ოქტომბერი, 1951) — ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი ინგლისელი მუსიკოსი.


დაიბადა ქალაქ ნიუკასლში. სოლო-კარიერამდე (რომელიც 1985 წელს დაიწყო) იყო ჯგუფ The Police-ის ვოკალისტი და ბას-გიტარისტი. მისი მუსიკა მოიცავს როკის, ახალი ტალღის, ჯაზის, პოპის ჟანრებს, თუმცა აგრეთვე შეიმჩნევა რეგის, კლასიკის, ნიუ ეიჯის და უორლდბიტის ელემენტები.[1] როგორც სოლო შემსრულებელი და The Police-ის წევრი, არის გრემის 16 ჯილდოს მფლობელი. აქედან პირველი იყო საუკეთესო როკ-ინსტრუმენტალის კატეგორიაში, 1980 წელს. მას აგრეთვე მიღებული აქვს Brit-ის სამი (1994 წელს საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი მამაკაცისთვის და 2002 წელს გამორჩეული წვლილისთვის[2]) ოქროს გლობუსის, ემის და ოსკარის სამი ჯილდო (ორიგინალური სიმღერისთვის). 2002 წელს იგი შეიყვანეს სიმღერების ავტორების დიდების დარბაზში, ხოლო 2003 წელს, The Police-ის წევრის სახით - როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. 2003 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ ბაკინგემის სასახლეში დააჯილდოვა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით, მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2014 წელს სტინგი კენედის ცენტრის ჯილდოს მფლობელი გახდა.


The Police-თან ერთად სტინგი იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად. სოლო შემსრულებლის და The Police-ის წევრის სახით მსოფლიოში 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.[3] 2006 წელს Paste-მა იგი 100 საუკეთესო არსებულ შემსრულებელს შორის 62-ე ადგილზე დაასახელა.[4]VH1-ის 100 უდიდესი როკ-შემსრულებლის სიაში მას 63-ე ადგილი ეკავა[5], ხოლო Q-ს XX საუკუნის 100 უდიდესი მუსიკალური ვარსკვლავის სიაში - #80.[6] იგი ცნობილი სხვა შემსრულებლებთან თანამშრომლობით. მათ შორის არიან კრეიგ დეივიდი („Rise & Fall“), ბრაიან ადამსი და როდ სტიუარტი („All for Love“), ისევე, როგორც რაი შებ მამი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა სტინგთან ჩაწერილი „Desert Rose“-ით.




სექციების სია





  • 1 ადრეული ცხოვრება


  • 2 მუსიკალური კარიერა

    • 2.1 The Police


    • 2.2 ადრეული სოლო ნამუშევრები: 1981-1984


    • 2.3 სოლო დებიუტი: 1985–1989


    • 2.4 მეტი სოლო წარმატება: 1990-1997


    • 2.5 Brand New Day და საუნდტრეკები: 1998-2005


    • 2.6 ექსპერიმენტული ალბომები და The Police-ის გაერთიანება: 2006-2009


    • 2.7 The Last Ship: 2010-დღემდე



  • 3 აქტივიზმი


  • 4 პირადი ცხოვრება

    • 4.1 პარტნიორები და ქორწინება


    • 4.2 მშობლები


    • 4.3 ქონება


    • 4.4 ჯანმრთელი ცხოვრება და სპორტი


    • 4.5 სექსი


    • 4.6 რელიგია


    • 4.7 სხვა საქმიანობა



  • 5 დისკოგრაფია


  • 6 ფილმოგრაფია


  • 7 თეატრი


  • 8 ბიბლიოგრაფია


  • 9 ჯილდოები და ნომინაციები


  • 10 რესურსები ინტერნეტში


  • 11 სქოლიო




ადრეული ცხოვრება |


სტინგი დაიბადა უოლსენდში (ჩრდილოეთი ტაინსაიდი, ინგლისი), 1951 წლის 2 ოქტომბერს[7][8] და იყო ოდრი (დაბ. კაუელი) და ერნესტ მეთიუ სამნერების ყველაზე უფროსი შვილი. მამა მერძევე და ინჟინერი იყო, ხოლო დედა - პარიკმახერი.[9] ბიჭუნა იზრდებოდა უოლსენდის ნავსაშენებთან, რამაც მასზე გავლენა მოახდინა. მამას რძის სახლებში ტარებისას ეხმარებოდა და 10 წლის ასაკში დაინტერესდა ძველი ესპანური გიტარით, რომელიც მამამისის ემიგრირებულმა მეგობარმა დაუტოვა.
[10]


ნიუკასლ-აპონ-ტაინში სტინგი წმ. კათბერტის გრამატიკულ სკოლაში დადიოდა. საღამოს Club A Go-Go-ს მსგავს ადგილებში ესწრებოდა Cream-ის და Manfred Mann-ის მსგავს კოლექტივებს, რომლებმაც მის მუსიკაზეც გავლენა მოახდინეს.[11] მუშაობდა ავტობუსის კონდუქტორად, მუშად მშენებლობაზე და საგადასახადო ინსპექტორად. 1971-1974 წლებში ჩრდილოეთ საგრაფოების საგანმანათლებლო კოლეჯში სწავლობდა და მასწავლებლის კვალიფიკაცია მიიღო.[12]კრემლიგტონში იგი წმ. პავლეს სახელობის პირველ სკოლაში ორი წლის განმავლობაში ასწავლიდა.[13]


საღამოობით გორდონი ჯაზს ასრულებდა. იგი უკრავდა კოლექტივებთან Phoenix Jazzmen და Newcastle Big Band, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ დროისთვის Last Exit აღმოჩნდა. Phoenix Jazzmen-ის წევრობისას იგი ატარებდა შავი და ყვითელი ზოლებით მოქარგულ სვიტრს, რითაც ჯგუფის ლიდერ გორდონ სოლომონს ფუთკარი მოაგონა[14]. ამიტომ მას სტინგი (ინგლ. Sting, ქართ. ნესტარი) შეარქვეს. 1985 წლის დოკუმენტურ ფილმში Bring on the Night ჟურნალისტი მას გორდონით მიმართავს, რაზეც მუსიკოსი პასუხობს: "შვილები სტინგს მიწოდებენ, დედა - სტინგს, გორდონი ვინ არის?"[15]Time-თან 2011 წლის ინტერვიუში მან განაცხადა: "გორდონით არ მომმართავდნენ. ქუჩაში "გორდონი" რომ გეყვირათ, თავს მოგარიდებდით".[16]



მუსიკალური კარიერა |



The Police |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : The Police (ჯგუფი).

1977 წლის იანვარში სტინგი ნიუკასლიდან ლონდონში გადავიდა და სტიუარტ კოუპლენდის და ჰენდრი პადოვანის მონაწილეობით ტრიო The Police ჩამოაყალიბა. პადოვანის მოგვიანებით გიტარისტი ენდი სამერსი ჩაენაცვლა. 1978-1983 წლებში მათი ხუთივე სტუდიური ალბომი ბრიტანეთის ჩარტების სათავეებში მოექცა. ჯგუფმა მიიღო ექვსი გრემი და ორი Brit-ის ჯილდო (საუკეთესო ბრიტანული ჯგუფის და მუსიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის).[17][18] სტინგმა და სამერსმა 1978 წელს იმუშავეს პარალელურ პროექტზე, ებერჰარდ შენერის ალბომზე Video Magic, რომელშიც სტინგის ვოკალი და ბას-გიტარა და ენდის სოლო გიტარა ჟღერს. მათ აგრეთვე მონაწილეობდა მიიღეს შენერის Flashback-ის ჩაწერაში.


The Police თავდაპირველად პანკით შთაგონებულ მუსიკას ასრულებდა, მაგრამ მოგვიანებით რეგის და მინიმალისტური პოპის მიმართულებას გაჰყვა. მათი უკანასკნელი ალბომი Synchronicity ნომინირებული იყო ხუთ გრემიზე, მათ შორის წლის ალბომის კატეგორიაში. მასში შეტანილია 1983 წელს სტინგის მიერ დაწერილი ჯგუფის უდიდესი ჰიტი "Every Breath You Take"



"ლოგიკა მკარნახობდა - "შეიშალე? თქვენ ხართ მსოფლიოს უდიდესი ჯგუფი – გაუძელი და ფული აკეთე." მაგრამ აგრეთვე იყო ინსტინქტი, ლოგიკის საპირისპიროდ, კარგი რჩევის მიუხედავად, რომელიც მანიშნებდა, რომ უნდა წავსულიყავი."

— —სტინგი 1986 წელს ჯგუფიდან წასვლის შესახებ.[19]

სტინგი დოკუმენტურ ფილმში Last Play at Shea საუბრობს, რომ The Police-იდან წასვლა გადაწყვიტა 1983 წლის 18 აგვისტოს, შის სტადიონზე გამართული კონცერტის შემდეგ. მისი თქმით, იქ დაკვრა ევერესტის დაპყრობის ტოლფასი იყო.[20] მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად კოლექტივი არ დაშლილა, Synchronicity-ს შემდეგ წევრები სოლო პროექტებზე გადავიდნენ. წლების განმავლობაში ისინი გამორიცხავდნენ რეფორმირების შესაძლებლობას, თუმცა 2007 წელს გაიმართა მათი ტურნე.[21]


ჯგუფის ხუთი სტუდიური ალბომიდან ოთხი მოხვდა Rolling Stone's-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში, ხოლო სტინგის ავტორობით შექმნილი "Every Breath You Take" და "Roxanne" - გამოცემის ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის სიაში.[22] 2003 წელს The Police როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.[23] ისინი აგრეთვე მოხვდნენ Rolling Stone-ის და VH1-ის "ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის" სიებში.[24][25]



ადრეული სოლო ნამუშევრები: 1981-1984 |


1981 წლის სექტემბერში სტინგის პირველი სოლო გამოსვლები გაიმართა, Amnesty International-ის საქველმოქმედო The Secret Policeman's Other Ball-ზე (ლონდონი). მან შეასრულა "Roxanne" და "Message in a Bottle". დროებით ბენდთან "The Secret Police" ერთად მან შეასრულა ბობ დილანის "I Shall Be Released"-ის ქავერ ვერსია. მისი გამოსვლები მოხვდა საკონცერტო ალბომში და კონცერტის ვიდეოშიც. The Secret Policeman's Other Ball-ით დაიწყო სტინგის აქტიურობა პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებში. 1982 წელს მან გამოუშვა სინგლი "Spread a Little Happiness", დენის პოტერის ფილმის „გო­გირ­დი და ბადაგი“ საუნდტრეკი. ეს სიმღერა, ვივიენ ელისის 1920 წლის სიმღერის ინტერპრეტაცია, მოხვდა ბრიტანეთის საუკეთესო 20-ეულში.[26]



სოლო დებიუტი: 1985–1989 |


მისი პირველი სოლო ალბომი, 1985 წლის The Dream of the Blue Turtles ჩაიწერა ჯაზ-მუსიკოსებთან, რომელთა შორის იყვნენ კენი კირკლენდი, დერილ ჯოუნსი, ომარ ჰაკიმი და ბრენფორდ მარსელისი. ალბომში შეტანილია ჰიტ-სინგლები "If You Love Somebody Set Them Free" (b-მხარე "Another Day"), "Fortress Around Your Heart", "Love Is the Seventh Wave" და "Russians" - უკანასკნელი ეფუძნება „ლეიტენანტ კიჟეს“ თემას, რომლის ავტორია სერგეი პროკოფიევი.[27] წლის განმავლობაში ალბომმა მიაღწია სამმაგი პლატინის სტატუსამდე. იგი ნომინირებული იყო გრემიზე, წლის ალბომის, საუკეთესო პოპ-ვოკალისტ მამაკაცის, საუკეთესო ჯაზური შესრულებისა და საუკეთესო ხმის ინჟინერის კატეგორიებში.[28]




სტინგი 1985 წელს


Dire Straits-ის 1985 წლის სიმღერაში "Money for Nothing" სტინგმა შეასრულა ცნობილი სტრიქონი "I Want My MTV". 1984 წლის ნოემბერში იგი მონაწილეობდა Band Aid-ის საქველმოქმედო "Do They Know It's Christmas?"-ის ჩაწერაში.[29] 1985 წელს მან The Police-ის ჰიტები შეასრულა უემბლიზე გამართულ Live Aid-ზე. სცენაზე იგი აგრეთვე შეუერთდა Dire Straits-ს და "Money for Nothing" შეასრულა[30], ისევე, როგორც ორი სიმღერა ფილ კოლინზთან.[31]


1985 წელს სტინგმა შეასრულა ვოკალი მაილს დეივისის ალბომზე You're Under Arrest. მისმა ვოკალმა აგრეთვე გაიჟღერა Arcadia-ს "The Promise"-ში, ფილ კოლინზის No Jacket Required-ის ორ სიმღერაში და "Mack the Knife"-ში, რომელიც მან ჩაწერა ალბომისთვის Lost in the Stars: The Music of Kurt Weill. 1985 წლის სექტემბერში მან MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე, ნიუ-იორკში "If You Love Somebody Set Them Free" შეასრულა.[32] 1986 წელს გამოვიდა მაიკლ ეპტიდის ფილმი
Bring on the Night, რომელშიც ასახულია სტინგის სოლო ბენდის შექმნის პროცესი და პირველი კონცერტი, გამართული საფრანგეთში.[33]




სტინგი და ბონო ტურნეს A Conspiracy of Hope კონცერტზე ნიუ-ჯერსიში, 1986


1987 წელს გამოვიდა სტინგის მეორე ალბომი ...Nothing Like the Sun, რომელშიც მოხვდა "We'll Be Together", "Fragile", "Englishman in New York" და "Be Still My Beating Heart". ალბომი მიეძღვნა მუსიკოსის გარდაცვლილ დედას. მას ორმაგი პლატინის სტატუსი მიენიჭა. "The Secret Marriage", შეტანილი ალბომში, ადაპტირებულია ჰანს აისლერის მუსიკაზე დაფუძნებით, ხოლო "Englishman In New York" კვენტინ კრისპის შესახებ არის. ალბომის სახელწოდება შექსპირის 130-ე სონეტის სტრიქონიდან მომდინარეობს.[34] Brit-ის 1988 წლის ცერემონიაზე ჩანაწერს წლის საუკეთესო ბრიტანული ალბომის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1989 წელს - გრემის სამი ნომინაცია, მათ შორის რიგით მეორე - წლის ალბომის კატეგორიაში. "Be Still My Beating Heart" გრემიზე ნომინირებული იყო წლის სიმღერის და წლის საუკეთესო პოპ-ვოკალისტი მამაკაცის კატეგორიებშ. 1989 წელს ...Nothing Like the Sun Rolling Stone-ის 1980-იანი წლების 100 საუკეთესო ალბომის სიაში #90 პოზიციას იკავებდა, ხოლო The Police-ის Synchronicity - #17-ს.[35]


1988 წლის თებერვალში სტინგმა გამოსცა EP Nada como el sol, რომელშიც მოხვდა ...Nothing Like the Sun-ის რამდენიმე სიმღერის ვერსიები ესპანურ და პორტუგალიურ ენებზე. 1987 წელს იგი გილ ევანსის ბენდთან ერთად გამოვიდა, ხოლო ფრენკ ზაპას 1988 წლის Broadway the Hard Way-ში მოხვდა "Murder By Numbers"-ის ვერსია, შესრულებული ოლივერ ნელსონის "Stolen Moments"-ის თანხლებით, მიძღვნილი ჯიმი სუოგარტისადმი. 1988 წლის ოქტომბერში მან დირიჟორ კენტ ნაგანოსთან და ლონდონის კამერულ ორკესტთან ერთად ჩაწერა იგორ სტრავინსკის „ჯარისკაცის ამბის“ (The Soldier's Tale) ვერსია. დადგმაში მონაწილებდნენ ვანესა რედგრეივი, სერ იენ მაკ-კელენი და თავად სტინგი, რომელიც ჯარისკაცს განასახიერებდა.[36]



მეტი სოლო წარმატება: 1990-1997 |


1991 წლის ალბომი The Soul Cages მიეძღვნა სტინგის გარდაცვლილ მამას. მასში შეტანილია ცნობილი "All This Time", "Mad About You", "Why Should I Cry For You" და სასათაურო სიმღერა. იმავე წელს მან იქორწინა ტრუდი სტაილერთან და ნორთუმბრიის უნივერსიტეტისგან მიიღო მუსიკის დოქტორის საპატიო წოდება. 1991 წელს ჩაწერა "Come Down in Time" ელტონ ჯონის სიმღერების ქავერ ვერსიების ალბომისთვის Two Rooms: Celebrating the Songs of Elton John and Bernie Taupin. იმავე წელს MTV-ისთვის ჩაიწერა სტინგის აკუსტიკური კონცერტი, მოგვიანებით გამოცემული, როგორც Unplugged. აგრეთვე გამოვიდა ალბომი Acoustic Live in Newcastle, ჩაწერილი ცოცხლად ნიუკასლში. 1992 წლის 27 სექტემბერს მოდენაში გაიმართა პირველი კონცერტი სერიიდან Pavarotti and Friends. მასში, სტინგის გარდა მონაწილეობდნენ ცუკერო, ლუჩიო დალა, The Neville Brothers, სიუზან ვეგა, მაიკ ოლდფილდი, ბრაიან მეი, ბობ გელდოფი და პატრისია კაასი. სტინგმა შეასრულა "It's Probably Me" , ლუჩანო პავაროტისთან ერთად - "Panis Angelicus", ცუკეროსთან - "Muoio Per Te", ხოლო სრულ შემადგენლობასთან - "La donna è mobile".


Ten Summoner's Tales, 1993 წლის ალბომი, აშშ-ის და ბრიტანეთის ჩარტების ლიდერად იქცა და სამმაგი პლატინა მიიღო.[26][37] ჩაწერილი უილტშირის საგრაფოში მდებარე სტინგის სახლში, იგი ნომინირებული იყო მერკურის პრიზზე, ხოლო 1994 წელს - გრემის წლის ალბომის ჯილდოს კატეგორიაში. ალბომში შეტანილია სიმღერები "It's Probably Me", "If I Ever Lose My Faith In You" (რომელმაც სტინგს გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო პოპ შემსრულებლის ჯილდო მოუტანა[38]), "Seven Days", "Fields of Gold" და "Shape Of My Heart" (რომელიც ფილმში „ლეონი: პროფესიონალი“ მოხვდა). სინგლებზე აგრეთვე გამოიცა აკუსტიკური ჩანაწერები Acoustic Live in Newcastle-იდან.
სტუდიური ალბომის თანმხლები ვიდეო, რომელშიც სრულდება ალბომის ყველა სიმღერა, გადაიღეს სტინგის სტინგის სახლში. ალბომის გამოშვებას მოჰყვა საკონცერტო ტურნე, რომელიც 1993 წლის 12 მარტიდან 1994 წლის ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდა, დამატებითი კონცერტებით იაპონიაში. ტურნეს მსვლელობისას ჩაიწერა კონცერტები უდინესა და ოსლოში, მოგვიანებით გამოსული ლაზერულ დისკსა და VHS-ზე, Summoner's Travels-ის სათაურით.


1993 წლის მაისში The Police-ის "Demolition Man"-ის ვერსია, ჩაწერილი სტინგის მიერ ფილმისთვის „დამანგრეველი“, გამოვიდა სინგლზე. ბრაიან ადამსთან და როდ სტიუარტთან ერთად მან ჩაწერა "All for Love" ფილმისთვის „სამი მუშკეტერი“. უკანასკნელი, გამოცემული სინგლის სახით, აშშ-ის ჩარტების პირველ პოზიციას ხუთი კვირის განმავლობაში იკავებდა და პლატინის სტატუსი შეიძინა. სტინგის The Police-ის შემდგომ კარიერაში ეს არის ერთადერთი სინგლი, რომელიც აშშ-ში პირველ ადგილზე მოხვდა.


1994 წლის თებერვალში სტინგმა მიიღო ორი გრემი და ნომინირებული იყო კიდევ სამზე.[38]ბერკლის მუსიკის კოლეჯისგან მას მაისში მუსიკის დოქტორის მეორე საპატიო წოდება მიენიჭა. ნოემბერში გამოვიდა სტინგის კომპილაცია Fields of Gold: The Best of Sting, მოგვიანებით აღნიშნული ორმაგი პლატინით. ალბომში შევიდა ახალი სიმღერა "When We Dance" და The Police-ის "Demolition Man"-ის ვერსია (სხვადასხვა გამოცემაში). წარმატება პატო ბანტონის მონაწილეობით ჩაწერილმა სიმღერამ, "This Cowboy Song". ბანტომა აგრეთვე იმღერა ფილმში „ეის ვენტურა: შინაური ცხოველების დეტექტივი“ შეტანილ "Spirits in the Material World"-ის ახალ ვერსიაში. იმავე წელს სტინგმა ვანესა უილიამსთან ერთად უკანასკნელის ალბომისთვის The Sweetest Days ჩაწერა "Sister Moon". Brit-ის დაჯილდოებაზე ლონდონში მას იმავე წელს საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი მამაკაცის წოდება მიენიჭა.[39]


1996 წლის ალბომი Mercury Falling წარმატებას ინარჩუნებდა სინგლით "Let Your Soul Be Your Pilot", თუმცა ჩარტებიდან მალე ამოვარდა. საუკეთესო 40-ეულში მოხვდა ალბომის სინგლები "You Still Touch Me" და "I'm So Happy I Can't Stop Crying" - უკანასკნელი 1997 წელს კიდევ ერთხელ ჩაიწერა ტობი კითის მიერ. დისნეის ფილმისთვის „მზის სამეფო“ (მოგვიანებით ცნობილი, როგორც „იმპერატორის ახალი თავგადასავალი“) სტინგმა ჩაწერა "My Funny Friend and Me".


1996 წელს სტინგის ვოკალმა გაიჟღერა ტინა ტერნერის "On Silent Wings"-ში, ალბომზე Wildest Dreams. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო ტომ ჯობიმის "How Insensitive"-ის ჩაწერაში, რომელიც მოხვდა შიდსით დაავადებულების მხარდამჭერ საქველმოქმედო ალბომში Red Hot + Rio. ფილმში „საბრინა“ მოხვდა სტინგის "Moonlight", რომელიც აგრეთვე ნომინირებული იყო გრემიზე, ფილმისთვის ან ტელევიზიისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში. 1995 წლის ფილმში „ლას-ვეგასის დატოვებისას“ მოხვდა სტინგის მიერ შესრულებული სამი სიმღერა - "Angel Eyes", "My One and Only Love" და "It's A Lonesome Old Town". იმავე წელს მან The Chieftains-ის ალბომისთვის The Long Black Veil ჩაწერა ვოკალი, ირლანდიური სიმღერისთვის "Mo Ghile Mear". აღნიშნულ კოლექტივთან ერთად მან აგრეთვე იმუშავა ლეონარდ კოენის "Sisters of Mercy"-ს ქავერ ვერსიაზე, რომელიც ალბომში Tower of Song: The Songs of Leonard Cohen მოხვდა.


1997 წლის 4 სექტემბერს სტინგმა MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე The Notorious B.I.G.-ისადმი სიმღერა "I'll Be Missing You" (რომელშიც გამოიყენებოდა "Every Breath You Take"-ის მელოდია) Puff Daddy-სთან შეასრულა.[40] რეპერმა აგრეთვე გამოსცა "Roxanne '97", The Police-ის სიმღერის ვოკალის სემპლით. სტინგმა მონაწილეობა უკანასკნელის პრომო ვიდეოშიც მიიღო. სიმღერა მოხვდა სტინგის კომპილაციაში The Very Best of Sting & The Police და რეპერის პრომო დისკზე Changing The Sound Of Popular Music.


15 სექტემბერს მუსიკოსი გამოვიდა როიალ ალბერტ ჰოლში, კონცერტზე Music for Montserrat, რომელშიც აგრეთვე მონაწილეობდნენ პოლ მაკ-კარტნი, ელტონ ჯონი, ერიკ კლეპტონი, ფილ კოლინზი და მარკ ნოპფლერი.[41] 1998 წელს გამოსულ ფილმ „საიდუმლო მასალების“ თანმხლებ ალბომში მოხვდა სტინგის დუეტი Aswad-თან, სიმღერის "Invisible Sun" ახალი ვერსია. იმავე წელს გამოვიდა დუეტი კორსიკულ ჯგუფ I Muvrini-სთან, "Terre d'oru", "Fields of Gold"-ის ვერსია კორსიკულ ენაზე.



Brand New Day და საუნდტრეკები: 1998-2005 |




სტინგის გამოსვლა 2000 წლის იანვარში


1999 წლის სექტემბერში გამოვიდა სტინგის ალბომი Brand New Day, სიმღერებით "Brand New Day" და "Desert Rose". ალბომი 2001 წლის იანვარში სამმაგი პლატინის მფლობელი გახდა. 2000 წელს ალბომმა და სიმღერამ გრემის ჯილდოები მიიღეს. "Desert Rose" დაჯილდოების ცერემონიაზე სტინგმა ჩებ მამისთან ერთად შეასრულა.


„იმპერატორის ახალი თავგადასავლის“ საუნდტრეკი, სიმღერით "My Funny Friend and Me" გამოვიდა 2000 წელს. 2001 წლის თებერვალში გრემი მიიღო ალბომში A Love Affair: The Music Of Ivan Lins შეტანილმა სიმღერამ "She Walks This Earth (Soberana Rosa)". საუკეთესო 40-ეულში მოხვდა Brand New Day-ს სინგლი "After the Rain Has Fallen". 11 სექტემბერს იტალიაში, სტინგის ვილის ეზოში უნდა გამართულიყო აკუსტიკური კონცერტი, რომლის განწყობა 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ შეიცვალა. გარდა სხვა სიმღერებისა, ამ კონცერტზე შესრულდა "Fragile"-ის ახალი ვერსია, მოგვიანებით გამოცემული სინგლის სახითაც. ...All This Time, ცოცხალი DVD და ალბომი ამ კონცერტით მიეძღვნა „ყველას, ვინც იმ დღეს დაიღუპა“. "Fragile" აგრეთვე იო-იო მასთან ერთად სოლტ-ლეიკ-სიტიში 2002 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე შესრულდა.[42]


2002 წელს ფილმში „კეიტი და ლეოპოლდი“ გაჟღერებული "Until..."-ისთვის სტინგმა საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში ოქროს გლობუსი მიიღო.[38] Brit-ის 2002 წლის დაჯილდოებაზე, რომელიც თებერვალში გაიმართა, სტინგს გადაეცა სპეციალური პრიზი მუსიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის.[39] ივნისში იგი სიმღერების ავტორების დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2003 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ მას ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცა, მუსიკალურ ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის.[43] სექტემბერში ემის დაჯილდოებაზე სტინგმა მიიღო ჯილდო გამორჩეული ინდივიდუალური შესრულებისთვის, A&E-ზე გასული Sting in Tuscany... All This Time-ისთვის.[38]კრეიგ დეივიდის 2002 წლის ალბომში Slicker Than Your Average შევიდა დუეტი სტინგთან, "Rise & Fall", სიმღერის "Shape Of My Heart" მელოდიით. "Shape Of My Heart" აგრეთვე Sugababes-მა გამოიყენა, სიმღერაში "Shape", ალბომიდან Angels with Dirty Faces.


2003 წელს სტინგმა გამოსცა ალბომი Sacred Love, რომელშიც მოხვდა თანამშრომლობები მერი ჯეი ბლაიჯთან და სიტარის შემსრულებელ ანუშკა შანკართან. ბლაიჯთან ჩაწერილმა დუეტმა "Whenever I Say Your Name" გრემი მიიღო. თუმცა, ალბომიდან გამოცემული სინგლები მნიშვნელოვან ჰიტებად არ აქცეულა.


სტინგის ავტობიოგრაფიული წიგნი Broken Music ოქტომბერში გამოიცა. ტურნე Sacred Love 2004 წელს დაიწყო. მოგვიანებით ჩატარდა ტურნე Broken Music, რომელმაც მოიცვა მცირე საკონცერტო დარბაზები. The Black Eyed Peas-ის ალბომში Monkey Business მოხვდა დუეტი სტინგთან, სიმღერა "Union", რომელშიც გამოიყენეს Englishman in New York-ის სემპლები. Live Aid-ის ერთგვარი გაგრძელება, Live 8, რომელზეც მუსიკოსი გამოჩნდა, ჩატარდა 2005 წლის ივლისში.[44]ნელსონ მანდელას მიერ ორგანიზებული კონცერტის 46664 თანმხლებ EP-ში 46664 - One Year On შევიდა სტინგის, ჯიმი კლიფისა და ტონი რებელის მიერ ჩაწერილი "People". შერილ კროუს 2005 წლის ალბომში შეტანილია დუეტი კროუსთან, "Always on Your Side", რომელმაც აშშ-ის ჩარტში #33 პოზიცია დაიკავა.



ექსპერიმენტული ალბომები და The Police-ის გაერთიანება: 2006-2009 |


2006 წელს სტინგმა გრეგ კოფი ბრაუნი ალბომისთვის "Lullaby to an Anxious Child" ჩაწერა, რომლის არანჟირებასა და პროდიუსირებაზე იმუშავეს ლინო ნიკოლოსიმ და პინო ნიკოლოსმა(Nicolosi productions).[45]




სტინგი და The Police, მედისონ-სკვერ-გარდენი, ნიუ-იორკი, 1 აგვისტო 2007


2006 წლის ოქტომბერში გამოვიდა ალბომი Songs from the Labyrinth, რომელშიც შეტანილია ჯონ დოულენდის სიმღერების არანჟირება ბარბითისთვის. იგი ჩაიწერა ბოსნიელი მუსიკოს ედინ კარამაზოვის მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, სტინგმა სახელი კლასიკურ მუსიკაშიც გაიმყარა.[46] ალბომის პრომო კამპანიის ფარგლებში მან Studio 60-ის მეხუთე ეპიზოდში "Come Again" და "Fields of Gold" შეასრულა. მოგვიანებით ლონდონში გაიმართა სტინგის და კარამაზოვის კონცერტი, რომელიც გამოვიდა CD-ის და DVD-ის The Journey and the Labyrinth სახით.


2007 წლის 11 თებერვალს გრემის დაჯილდოებაზე გაერთიანდა The Police, რომელმაც "Roxanne" შეასრულა. მოგვიანებით ჩატარდა ჯგუფის გამაერთიანებელი ტურნე. იგი 2007 წლის 28 მაისს, 22.000 მსმენელის წინაშე, ვანკუვერში გაიხსნა. ჯგუფი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მოგზაურობდა, ეწვია ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპას, სამხრეთ ამერიკას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და იაპონიას. ბრიტანეთის ტურნეს ყველა ბილეთი გაიყიდა 30 წუთის განმავლობაში.[47] უკანასკნელი კონცერტი მედისონ-სკვერ-გარდენზე, 2008 წლის 7 აგვისტოს გაიმართა. ტურნეს დაემთხვა კომპილაციის The Police გამოცემა. მოგვიანებით გამოვიდა საკონცერტო ალბომი და ვიდეო The Police: Certifiable, ჩაწერილი 2007 წლის 1 და 2 დეკემბერს, ბუენოს-აირესში. ტურნეს დასრულების შემდეგ The Police კვლავ დაიშალა.


2008 წელს სტინგს დაუკავშირდა ტორონტოელი რეჟისორი-დოკუმენტალისტი ვანესა დაილინი, რომელიც მუშაობდა ფილმზე The Musical Brain, ნეურობიოლოგ დენიელ ლევიტინის მონაწილეობით. ამ ფილმისთვის გადაღებებისას სხვადასხვა სიმღერის მოსმენისას მოხდა სტინგის ტვინის სკანირება. Neighborhood Ball-ზე, რომელიც ბარაკ ობამას ინაუგურაციის დღეს, 2009 წლის 20 იანვარს გაიმართა, სტინგს შეუერთდა სტივი უანდერი. ერთად მათ შეასრულეს "Brand New Day".
[48]


თებერვლის დასაწყისში სტინგმა დაიწყო მუშაობა ახალ ალბომზე, If on a Winter's Night..., რომელიც ოქტომბერში გამოვიდა. ალბომმა მიიღო არაერთგვაროვანი შეფასებები მას შემდეგ, რაც რამდენიმე მსმენელს ჰქონდა საშუალება, მოესმინა მისი პრომო ვერსიები. ბევრს არ მოეწონა სტინგის მიერ აღებული მუსიკალური მიმართულება.[49]A Winter's Night... Live From Durham Cathedral, ვიდეო დარჰემის ტაძარში ჩაწერილი კონცერტით, 2009 წლის ბოლოს გამოვიდა.


მუსიკოსი ამავე წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში გამოჩნდა, სადაც სტივი უანდერთან ერთად შეასრულა "Roxanne" და "Higher Ground".[50][51] 2003 წელს სტინგი თავად იქნა შეყვანილი დარბაზში, The Police-ის წევრის სახით.[52][53]


2009 წლის ოქტომბერში სტინგი გამოვიდა ტაშკენტში (უზბეკეთი), ხელოვნების ფესტივალზე. მან განაცხადა, რომ დარწმუნებული იყო, რომ კონცერტს UNICEF აფინანსებდა, თუმცა მუსიკოსი მკაცრად გააკრიტიკეს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მან პრეზიდენტ ისლამ კარიმოვისგან (რომელსაც ბრალს დებენ ადამიანთა უფლებების დარღვევაში) დაახლოებით ორი მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. UNICEF-მა დაადასტურა, რომ ამ ღონისძიებასთან კავშირი არ ჰქონია.[54]



The Last Ship: 2010-დღემდე |




სტინგის გამოსვლა ბუდაპეშტში, 30 ივნისი 2011


Symphonicities, ალბომი სტინგის სიმღერების ორკესტრული არანჟირებებით გამოვიდა 2010 წელს. 2010-2011 წლებში გაიმართა მისი მხარდამჭერი ტურნე Symphonicity. ტურნეს ფარგლებში მუსიკოსი და ორკესტრი ეწვივნენ სამხრეთ კორეას, იაპონიას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, სამხრეთ ამერიკას და ევროპას.[55] ბერლინში 21 სექტემბერს ჩაწერილი კონცერტი გამოვიდა ალბომის და ვიდეოს სახით. წინა გამოცემებთან ერთად ეს არის ლეიბლ Deutsche Grammophon-ზე გამოსული მუსიკოსის მეოთხე ჩანაწერი.


2011 წლის მეორე ნახევარში სტინგმა დაიწყო ტურნე Back to Bass, რომლის ფარგლებში იგი დაუბრუნდა სიმღერების ტრადიციულ ჯგუფთან შესრულების ფორმას. ტურნე 2013 წლის ჩათვლით გაგრძელდა.[56] 2011 წელს Time-მა სტინგი დაასახელა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან პიროვნებას შორის.[57] 26 აპრილს მუსიკოსმა "Every Breath You Take", "Roxanne" და "Desert Rose" შეასრულა, გამოცემის მიერ გამართულ Time 100 Gala-ზე, ნიუ-იორკში.[58] 2011 წელს ნიკოლ შერზინგერის სადებიუტო ალბომში Killer Love შევიდა სტინგთან ერთად 2007 წელს ჩაწერილი "Power's Out". სერიალში „კლუბი“ მოხვდა სტინგის მიერ მეთიუ რობინსონთან ერთად ჩაწერილი "Let Your Soul Be Your Pilot", რომელიც აგრეთვე მორისონის სადებიუტო ალბომში შევიდა.[59] 15 სექტემბერს სტინგმა "Fragile" ნიუ-იორკში, 92nd Street Y-ში შეასრულა, 11 სექტემბრის შეტევის შედეგად დაღუპულ მეგობარ ჰერმან სანდლერის ხსოვნისადმი პატივსაცემად.[60] 2012 წელს სტინგის სიმღერა "Deep in the Meadow (Lullaby)" შეიტანეს ფილმის „შიმშილის თამაშები“ თანმხლებ ალბომში The Hunger Games: Songs from District 12 and Beyond.


რამდენიმე წლის განმავლობაში სტინგი მუშაობდა მიუზიკლზე „უკანასკნელი გემი“[61], რომელიც შთაგონებული იყო მისი მოგონებებით უოლსენდში გატარებული ბავშვობის შესახებ. 2013 წელს მიუზიკლის დადგმაზე მუშაობა დაიწყო.[62] მისი სასცენო დებიუტი გაიმართა 2014 წლის ივნისში, ჩიკაგოში. შემოდგომაზე მიუზიკლის ჩვენებამ ბროდვეის თეატრში გადაინაცვლა.[63][64][65] ალბომი The Last Ship (რომელშიც აგრეთვე შეტანილი იყო რამდენიმე სიმღერა, რომელიც მიუზიკლში არ გაჟღერებულა), გამოვიდა 2013 წლის 24 სექტემბერს.[66][67] მიუზიკლის გუნდის მიერ ჩაწერილი სიმღერები ალბომის სახით გამოიცა 2014 წლის 14 ნოემბერს.


2014 წლის თებერვალში დაიწყო სტინგის და პოლ საიმონის ერთობლივი ტურნე On Stage Together, ჩრდილოეთ ამერიკაში გამართული 21 კონცერტით.[68] იგი 2015 წელს, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში კონცერტებით გაგრძელდა.[69][70] დაგეგმილია 23 კონცერტი ევროპაშიც.[71]



აქტივიზმი |


სტინგის მონაწილეობა ადამიანთა უფლებების დამცველ ღონისძიებებში დაიწყო 1981 წლის სექტემბერს, როდესაც მუსიკოსი მარტინ ლუისის თხოვნით გამოვიდა Amnesty-ს კონცერტზე The Secret Policeman's Other Ball (თუმცა, კონცერტის ერთგვარი საცდელი ვარიანტი გაიმართა 1979 წელს, პიტ ტაუნსენდის ინიციატივით).[72] სტინგმა შეასრულა "Roxanne" და "Message in a Bottle". სხვა მუსიკოსებთან ერთად (პირობითი სახელით The Secret Police) მან შეასრულა ბობ დილანის "I Shall Be Released"-ის რეგის სტილში არანჟირებული ვერსია. ეს იყო ბობ გელდოფთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა. 1984 წელს სტინგმა მონაწილეობა მიიღო გელდოფის პროექტში "Feed The World". მოგვიანებით, 1985 წელს, სტინგი გამოვიდა გელდოფის ორგანიზებულ Live Aid-ზე[31]. აღსანიშნავია Band Aid-იც, მუსიკოსთა გაერთიანება, რომელმაც საქველმოქმედო "Do They Know It's Christmas?" ჩაწერა. სტინგი შემდგომში განაგრძობდა Amnesty-ს ორგანიზებულ კონცერტებზე გამოსვლას.[73]


1986 წელს სტინგი დროებით გაერთიანდა The Police-თან, Amnesty-ს ორგანიზებული ტურნეს A Conspiracy of Hope ფარგლებში. როგორც თავად აღნიშნავდა, ორგანიზაციასთან თანამშრომლობამდე არაფერი იცოდა მსოფლიოში ადამიანთა წამების პრეცედენტების შესახებ.[74] 1988 წელს იგი გამოვიდა პიტერ გებრიელთან და ბრიუს სპრინგსტინთან ერთად, Amnesty-ს Human Rights Now!-ის ტურნეს ფარგლებში.[73]




სტინგი და ბელადი რაონი, პარიზი, 1989 წლის აპრილი


The Police-ის 1980 წლის სიმღერაში "Driven to Tears" გამოხატულია სოციალურ-პოლიტიკური მოვლენებით დაინტერესება. 1988 წლის სიმღერა "They Dance Alone" ასახავს ჩილეში, აუგუსტო პინოჩეტის რეჟიმის დროს დაღუპული ადამიანების ამბავს.[75]


1980-იანებში სტინგი დაინტერესდა კაიაპოს (ბრაზილია) მკვიდრების ბედით. მეუღლესთან, ტრუდი სტაილერთან ერთად მან დააარსა ფონდი, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი ტყეებისა და დარჩენილი მოსახლეობის გადარჩენას. 1989 წელს იგი ალტამირას შეკრებას დაესწრო, სადაც განაცხადა თავისი მხარდაჭერის შესახებ.[76] ორგანიზაცია კვლავ აქტიურობს. მისი საქმიანობის ფარგლებში კარნეგი-ჰოლში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობდნენ ბილი ჯოელი, ელტონ ჯონი, ჯეიმზ ტეილორი და სხვები. ამაზონის ტყეებისთვის აქტიური ბრძოლისთვის კოლუმბიაში აღმოჩენილ ბაყაყს სტინგის პატივსაცემად Dendropsophus stingi დაარქვეს.[77]


1997 წლის 15 სექტემბერს სტინგი, პოლ მაკ-კარტნი, ერიკ კლეპტონი, ელტონ ჯონი, ფილ კოლინზი და მარკ ნოპფლერი როიალ ალბერტ ჰოლში გამოვიდნენ, კონცერტზე, რომელიც მიზნად ისახავდა ვულკანით დაზარალებულ მონსერატზე მცხოვრებთა დახმარებას. 2000 წლის 30 ივნისს სტინგს და ტრუდი სტაილერს შერბორნში (მასაჩუსეტსი) გადასცეს სპეციალური ჯილდო Peace Abbey Courage of Conscience.[78] 2001 წელს სტინგი გამოვიდა კონცერტზე America: A Tribute to Heroes, სადაც "Fragile" შეასრულა. კონცერტი გაიმართა 11 სექტემბრის ტრაგედიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით.[79]


2005 წლის თებერვალში სტინგი დასავლეთ ავსტრალიაში გამოვიდა. კონცერტიდან შემოსული 4 მილიონი აშშ დოლარი 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში მომხდარი მიწისძვრით და ცუნამით დაზარალებულებს მოხმარდა.[80][81] 2 ივლისს მუსიკოსი გამოვიდა ლონდონის ჰაიდ პარკში, სადაც Live 8, Live Aid-ის ერთგვარი გაგრძელება გაიმართა.[44]


2007 წელს სტინგი, ენდი სამერსი და სტიუარტ კოუპლენდი გამოვიდნენ ნიუ-ჯერსიში, Live Earth-ში, სიმღერით "Message in a Bottle".[82] 2008 წელს სტინგმა მონაწილეობა მიიღო კონცერტში Songs for Tibet, რომელიც მიზნად ისახავდა ტიბეტის და დალაი ლამას მხარდაჭერას.[83] 2010 წლის იანვარსში მუსიკოსმა "Driven to Tears" შეასრულა საქველმოქმედო Hope for Haiti Now-ს ეთერში.[84] 2010 წლის 25 აპრილს იგი ვაშინგტონში, დედამიწის დღეს გამოვიდა.[85]


სტინგის და სხვა პიროვნებების პატრონაჟით მოქმედებს ელტონ ჯონის შიდსის ფონდი.[86] 2010 წელს იგი გახდა საქველმოქმედო Bees for Development-ის მეთვალყურე. აღნიშნული ორგანიზაცია მეფუთკრეობის განვითარებაში და სიღარიბის დაძლევაში მონაწილეობს.[87] 2011 წელს სტინგმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონთან ღია წერილს ხელი მოაწერა. წერილში მოთხოვნილი იყო ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია. მუსიკოსმა აღნიშნა: „ახალგაზრდების დამნაშავეებად გამოცხადება მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების გამო უშედეგოა – დროა, დავფიქრდეთ საზოგადოებაში ნარკოტიკების პრობლემის გადაწყვეტის უკეთეს მეთოდებზე.“[88]


2011 წლის 4 ივლისს ყაზახეთში, ქალაქ ნურ-სულთანიში დაგეგმილი იყო სტინგის კონცერტი. ყაზაზეთში ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში მომუშავე პერსონალის უფლებების ფონზე, Amnesty International-ის თხოვნით და მითითებით კონცერტი არ ჩატარებულა. 2012 წელს სტინგი გამოვიდა Hurricane Sandy: Coming Together-ში, სადაც "Message in a Bottle" შეასრულა. ღონისძიება მიზნად ისახავდა აშშ-ში ქარიშხალ სენდისგან დაზარალებულთა დახმარებას. ცნობილი იყო, რომ მარათონმა 23 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვა.[89] 2014 წლის აგვისტოში The Guardian-ში გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც 200 პიროვნებასთან ერთად სტინგიც ეწინააღმდეგებოდა შოტლანდიის დამოუკიდებლობას.[90]



პირადი ცხოვრება |




სტინგი კენედის ცენტრში 2014 წელს მიღებული მედლით



პარტნიორები და ქორწინება |


სტინგმა და ჩრდილოეთ ირლანდიელმა მსახიობმა ფრენსის ტომელტიმ იქორწინეს 1976 წლის 1 მაისს. 1984 წელს გაყრამდე მათ ორი შვილი ეყოლათ - ჯოზეფი (დ. 23 ნოემბერი 1976) და ფუქსია კეტრინი („კეიტი“, დ. 17 აპრილი 1982). 1980 წელს სტინგმა დაიწყო გადასახადებისგან თავის არიდება[91][92][93] და გოლუეიში (ირლანდია) გადასახლდა. 1982 წელს, მეორე შვილის დაბადების შემდეგ იგი ტომელტის გაეყარა და ცხოვრება მსახიობ და კინოპროდიუსერ ტრუდი სტაილერთან დაიწყო. ისინი ოფიციალურად 1992 წლის 22 აგვისტოს დაქორწინდნენ, უილტშირში.[94] სტაილერთან ერთად სტინგს ეყოლა ოთხი შვილი - ბრიჯიტ მაიკლი (მიკი), დ. 19 იანვარი 1984), ჯეიკი (დ. 24 მაისი 1985), ელიოტ პოლინი (კოკო, დ. 30 ივლისი 1990) და ჯაკომო ლუკი (დ. 17 დეკემბერი 1995). კოკო მღერის ლონდონურ ჯგუფში I Blame Coco. ჯაკომო ლუკის სახელი ეწოდა კენტუკის დერბიში გამარჯვებულ ცხენს.[95] ჯეიკ სამნერის დაბადება აღბეჭდილია ფილმში Bring on the Night.


სტინგს უთქვამს, რომ შვილები მის 180 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ქონებას მემკვიდრეობით არ მიიღებენ: „ბევრი არ დარჩება, ჩვენ ამ თანხას ვხარჯავთ.“[96]Sunday Times-ის მდიდრების სიაში 2011 წელს სტინგი მითითებული, როგორც ერთ-ერთი მდიდარი პიროვნება ბრიტანეთის მუსიკალურ სამყაროში.[97]



მშობლები |


სტინგის მამა, ერნესტ მეთიუ სამნერი, მუშაობდა უოლსენდის ქარხანაში. ოდრი კოუელთან ქორწინების შემდეგ იგი მერძევე გახდა. ოდრიმ ასევე შეიცვალა საქმიანობა და ადგილობრივ საავადმყოფოში მომვლელად დაიწყო მუშაობა. გორდონი 18 წლის ასაკში გააჩინა, რასაც კიდევ სამი შვილი მოჰყვა, ამიტომ ოდრის რამდენიმე წლის განმავლობაში არ უმუშავია.


ოჯახში მუდმივი მატერიალური პრობლემები იყო, ვინაიდან მხოლოდ ერნესტი მუშაობდა და მისი ხელფასი არ იყო საკმარისი ოჯახის სარჩენად. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მამა გორდონს არ აძლევდა გიტარაზე დაკვრის უფლებას, საბოლოოდ დათანხმდა და ბიჭუნამ დაიწყო დაკვრა ერნესტის ძმის მიერ დატოვებულ გიტარაზე. გაკვეთილები, რომლებიც მან გაიარა მუსიკის მასწავლებელთან, წარუმატებელი იყო, ვინაიდან სტინგს არ სურდა იმ მელოდიების დაკვრა, რომლებსაც პედაგოგი აძლევდა, ამიტომ ერნის აღარ სურდა ამ გაკვეთილებისთვის ფულის გადახდა.


დედა წლების შემდეგ კვლავ მიმზიდველად გამოიყურებოდა და, როდესაც ქუჩაში გაივლიდა, ბიჭები ხუმრობით უსტვენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სტინგს ეს არ მოსწონდა, მეორე მხრივ, ამაყობდა, რომ ოდრიმ შეინარჩუნა ეს მიმზიდველობა. დროდადრო ოდრი თავად ესაუბრებოდა ადგილობრივ გოგონებს და შვილთან შეხვედრებს უნიშნავდა. იგი აქტიურად ინტერესდებოდა გორდონის პირადი ცხოვრებით. მიუხედავად დედა-შვილის თბილი ურთიერთობებისა, ერთხელ, როდესაც ბიჭუნა საკუთარ ოთახში მარტო იჯდა და გიტარაზე უკრავდა, არ ისურვა ვახშამზე ჩასვლა. გაღიზიანებულმა ერნესტმა ოდრის სთხოვა გორდონის ჩამოყვანა. დედამ მას სთხოვა, შეეწყვიტა დაკვრა და ჩასულიყო, საბოლოოდ კი, უარის მიღების შემდეგ, შევარდა საძინებელში, შვილს გიტარა წაართვა და დაამტვრია. გორდონი იმდენად გაოგნებული იყო, რომ ამ სკანდალმა დედის როლი მის წარმოდგენაში შეამცირა. ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რომ მან დაკარგა ნდობა უოლსენდში ცხოვრებისადმი - ოჯახისადმი და სკოლისადმი.


მუსიკალური კარიერის წლებში სტინგმა ალბომი Nothing Like the Sun დედის, ხოლო შემდეგი, The Soul Cages - მამის ხსოვნას მიუძღვნა. ისინი 1986 და 1987 წლებში გარდაიცვალნენ, კიბოს შედეგად. სტინგი რომელიმეს დასაფლავებას არ დასწრებია - იგი შიშობდა, რომ მედია მისი მშობლებისადმი ხსოვნისადმი უპატივცემულობას გამოხატავდა.[98]



ქონება |


1995 წელს სტინგმა სასამართლოში უჩივლა ყოფილ ბუღალტერს, რომელმაც მიითვისა მილიონობით გირვანქა-სტერლინგი მისი ქონებიდან.[99] სტინგი მსოფლიოში რამდენიმე სახლის მფლობელია. მათ შორის არის სოლსბერიში (უილტშირი) მდებარე ლეიკ ჰაუსი; ბინა ნიუ-იორკში; სახლი მალიბუში; 2.4 კმ-იანი ფართი ტოსკანაში[100] და ბინა ლონდონში, ისევე, როგორც XVIII საუკუნის სახლი ჰაიგეიტში.[101]



ჯანმრთელი ცხოვრება და სპორტი |





გარი კასპაროვი და სტინგი ტაიმს სქვერზე, ნიუ-იორკი, 2000


სტინგი წარსულში დღეში 8 კილომეტრს გარბოდა და აერობიკით იყო დაკავებული. იგი მონაწილეობდა ლონდონის პარლამენტ-ჰილში ჩატარებულ გარბენაში და საქველმოქმედო გარბენენში. დაახლოებით 1990 წელს დენი პერედაისთან ნაცნობობით დაინტერესდა იოგით და დაიწყო აშტანგა ვინიასა იოგის ვარჯიშები, თუმცა ამჟამად ტანტრა და ჯივამუკტი იოგაც აინტერესებს.[102] მან დაწერა განგა უაიტის 2007 წლის წიგნის Yoga Beyond Belief[103] წინასიტყვაობა. 2008 წელს ცნობილი გახდა, რომ იგი მაჰარიში მაჰეშ იოგის ტრანსცენდენტური მედიცინის ტექნიკას ეუფლებოდა.[104] ცნობილია, რომ მუსიკოსი მაკრობიოტიკური დიეტის მიმდევარია.[105]


2000 წელს სტინგმა და გარი კასპაროვმა ჭადრაკში ამხანაგური მატჩი გამართეს. მათ გარდა, თამაშში მონაწილეობდნენ დომინიკ მილერი, ჯეისონ რებელო, კრის ბოტი და რას ირვინი. კასპაროვმა ხუთივე 50 წუთის განმავლობაში დაამარცხა.[106]


სტინგი არის ნიუკასლ იუნაიტედის გულშემატკივარი. 2009 წელს იგი შეუერთდა გუნდის მხარდამჭერთა კამპანიას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ნიუკასლის მფლობელ მაიკ ეშლის მიერ სენტ ჯეიმზ პარკისთვის კლუბის სახელწოდების გაყიდვის უფლებას.[107]



სექსი |


სტინგის იოგისადმი დაინტერესებას მოჰყვა ჭორები მისი სექსუალური აქტიურობის შესახებ. გავრცელდა ამბავი, თითქოს მას შეეძლო მეუღლესთან სექსით რვა საათის განმავლობაში გართობა.[108][109] ეს ამბავი წარმოიშვა ინტერვიუდან სტინგთან და ბობ გელდოფთან, რომელშიც ჟურნალისტმა ჰკითხა „საწოლში როგორი ხართ?“ გელდოფმა თქვა, რომ „სამი წუთი მისთვის საკმარისი იყო“, ხოლო სტინგმა უპასუხა, რომ იოგის დახმარებით სქესობრივ აქტს ოთხ საათამდე ახანგრძლივებდა.[110]



რელიგია |


2011 წელს Time-თან ინტერვიუში სტინგმა განაცხადა: „აგნოსტიკოსი ვარ. ღმერთთან პრობლემა არ მაქვს. რელიგიასთან მაქვს პრობლემა. გადავწყვიტე, რელიგიური მრწარმსის გარეშე მეცხოვრა. ვფიქრობ, საშიშია. მუსიკა მნიშვნელოვანია ჩემი ცხოვრებისთვის და სულიერი სიმშვიდისთვის.“[16] რელიგიასთან მისი დამოკიდებულება ასახულია სასათაურო სიმღერაში ალბომიდან Sacred Love.



სხვა საქმიანობა |


1969 წელს სტინგმა წაიკითხა მერვინ პიკის „გორმენგასტის ტრილოგია“ და შეიძინა უფლებები მის ეკრანიზაციაზე. შინაურ ცხოველებს, ცხენს, გამომცემელ კომპანიასა და შვილს (ფუქსია) მან წიგნების პერსონაჟების სახელები დაარქვა.[111]


2013 წლის აგვისტოში სტინგმა „ტაინმუთის ღია აუზის მეგობრების“ ორგანიზაციას შესწირა თანხა, რათა აღედგინათ ტაინმუთში, ლონგსენდსის სანაპიროზე მდებარე 1920-იან წლებში აშენებული პლაჟი.[112]



დისკოგრაფია |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : სტინგის დისკოგრაფია და The Police-ის დისკოგრაფია.

The Police

  • Outlandos d'Amour (1978)


  • Reggatta de Blanc (1979)


  • Zenyatta Mondatta (1980)


  • Ghost in the Machine (1981)


  • Synchronicity (1983)

სოლო

  • The Dream of the Blue Turtles (1985)


  • ...Nothing Like the Sun (1987)


  • The Soul Cages (1991)


  • Ten Summoner's Tales (1993)


  • Mercury Falling (1996)


  • Brand New Day (1999)


  • Sacred Love (2003)


  • Songs from the Labyrinth (2006)


  • If On A Winter's Night (2009)


  • Symphonicities (2010)


  • The Last Ship (2013)


  • 57th & 9th (2016)


ფილმოგრაფია |


სტინგს აგრეთვე აქვს მსახიობის ხანგრძლივი კარიერა. გარდა თეატრალური როლებისა, მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში. მის მიერ შესრულებული როლებია:[113]


მსახიობი

  • კვადროფენია (1979) – Ace Face, მოდების მეფე


  • რადიო ჩართულია (1980) – Just Like Eddie


  • არტემიდა 81 (1981) – ანგელოზი


  • გო­გირ­დი და ბადაგი (1982) – მარტინ ტეილორი


  • დიუნა (1984) – ფეიდ-რაუთა ჰარკონენი


  • ტიტუს გროუნი – სტირპაიკი


  • გორმენგასტი (1984) –სტირპაიკი


  • უამრავი (1985) – მიკი


  • პატარძალი (1985) – ბარონი ფრანკენშტეინი


  • ბარონ მიუნხაუზენის თავგადასავლები (1988) – მოხელე


  • მშფოთვარე ორშაბათი (1988) – ფინი


  • ჯულია და ჯულია (1988) – დენიელი


  • Saturday Night Live (1991) – წამყვანი


  • გროტესკი (1995) – ფლეჯი


  • კარტი, ფული და ორი ლულა (1998) – ჯ.დ.

საკუთარ თავი

  • Bring on the Night (1985)


  • სიმფსონები - "Radio Bart" (1992)


  • The Smell of Reeves and Mortimer, ეპიზოდი 5 (1995)


  • ლარი სანდერსის შოუ, ეპიზოდი "Where Is the Love?" (1996)


  • ელი მაკბილი, სეზონი 4, ეპიზოდი "Cloudy Skies, Chance of Parade" (2001)


  • Everyone Stares: The Police Inside Out (2006)


  • Studio 60 on Sunset Strip (2006)


  • Vicar of Dibley - Comic Relief-ის გადაცემა (2007)


  • ფუტკრების ფილმ (2007)


  • Little Britain USA (2008), სტომპი, "The Cops"-ის ლიდერი (ასრულებს "Fields of Gold"-ს)


  • ბრუნო (2009)


  • კვლავ ბილი (2009)


  • Do It Again (2010)


  • ცხოვრებად მეტად მოკლეა (2011)


  • მაიკლ ჯ. ფოქსის შოუ (2013) (ასრულებს "აგვისტო Wind"-ს)


  • 20 ფუტით ვარსკვლავობისგან (2013)

მიუზიკლის იანომამოს (1983) პრემიერის დროს სტინგი ტექსტს კითხულობდა. მიუზიკლი ამაზონის ტყის პრობლემებს ეძღვნებოდა. მოგვიანებით იგი დაიდგა ფილმის სახით, რომელიც ეთერში გავიდა სახელწოდებით Song of the Forest. 1990-იანების სერიალში Captain Planet and the Planeteers იგი ახმოვანებს ზარმის პერსონაჟს. 1989 წელს მან შეასრულა მაკჰითის როლი ჯონ დექსტერის მიერ დადგმულ „სამგროშიან ოპერაში“. სტინგის პერსონაჟი აგრეთვე გამოჩნდა ვიდეო თამაშში Guitar Hero World Tour.



თეატრი |


ბროდვეი












წელი
სახელწოდება
შენიშვნა
1982

Rock 'N Roll! The First 5,000 Years
ავტორი: "Message in a Bottle"
1989

სამგროშიანი ოპერა
როლი: მაკჰითი
2014

უკანასკნელი გემი
მუსიკა და ტექსტი

როლი: ჯეკი უაიტი



ბიბლიოგრაფია |


  • 2009 The Words and Music of Sting, კრისტოფერ გეიბლი, Praeger, ISBN 978-0-275-99360-3

  • 2007 Lyrics by – Sting, Simon & Schuster, ISBN 978-1-84737-167-6

  • 2003 ავტობიოგრაფიაBroken Music, Simon & Schuster, ISBN 0-7434-5081-7

  • 2005 ბიოგრაფია Sting and I, ჯეიმზ ბერიმენი, ჯონ ბლეიკი, ISBN 1-84454-107-X

  • 2000 ავტორიზებული ბიოგრაფია A Sting in the Tale, ჯეიმზ ბერიმენი, Mirage Publishing, ISBN 1-902578-13-9

  • 1998 ბიოგრაფია Sting – Demolition Man, კრისტოფერ სენდფორდი, Little, Brown and Company, ISBN 0-316-64372-6


ჯილდოები და ნომინაციები |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : სტინგის ჯილდოების და ნომინაციების სია.


რესურსები ინტერნეტში |



  • ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სტინგი“ ვიკისაწყობში.



  • ოფიციალური საიტი


  • სტინგი საიტზე DMOZ (სარკე)




  • სტინგი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)


  • სტინგი — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb) (ინგლისური)


სქოლიო |





  1. სტივენ თომას ერლეუაინი. Sting Biography. AllMusic. წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი 2010


  2. “Brit Awards 2002: The winners“, BBC News, 20 თებერვალი 2002. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი 2014. 


  3. Sting Is Worth $300 Million, But Isn't Leaving It To His Kids. Forbes.com (13 ივლისი 2014). წაკითხვის თარიღი: 20 ივლისი 2014.


  4. 100 Greatest Living Songwriters. pastemusic.com. წაკითხვის თარიღი: 13 იანვარი 2013.


  5. VH1 Greatest Artists of Rock. Rockonthenet.com. წაკითხვის თარიღი: 30 იანვარი 2014.


  6. The 100 Greatest Stars of the 20th Century. Q (აგვისტო 1999). წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი 2014.


  7. Garrard, Aranda. (2009)Proud history and lively community; Around the region: Wallsend has grown out of its Roman and shipbuilding roots into a thriving community with plenty to offer buyers looking for a bargain.. TheFreeLibrary.com /MGN / Cengage Learning. წაკითხვის თარიღი: 16 თებერვალი 2012.


  8. Sting. The Biography Channel. დაარქივებულია ორიგინალიდან - 12 ივნისი 2008. წაკითხვის თარიღი: 12 მაისი 2008.


  9. Sting biography at Film Reference website. Filmreference.com. წაკითხვის თარიღი: 17 აგვისტო 2011.


  10. Sting (2003). Broken Music. Simon & Schuster. 


  11. Wensley Clarkson (1996). "Sting: the secret life of Gordon Sumner". p. 17. John Blake Publishing, Limited,


  12. Famous Alumni. Northumbria University. დაარქივებულია ორიგინალიდან - 20 მაისი 2008. წაკითხვის თარიღი: 12 მაისი 2008.


  13. Berryman, James (2000). A Sting in the tale. Mirage Publishing, გვ. 135. ISBN 9781902578132. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი 2011. 


  14. News from The Phoenix Jazzmen – stingme.dk, 6 იანვარი 2009


  15. Periale, Elizabeth. (4 ოქტომბერი 2011) Sting Turns 60 – How Did that Happen?. omg!. წაკითხვის თარიღი: 16 იანვარი 2012.

  16. 16.016.1Luscombe, Belinda. “10 Questions for Sting“, Time, 21 ნოემბერი 2011. წაკითხვის თარიღი: 16 იანვარი 2012. 


  17. "1985 Brit Awards" Brits.co.uk. წაკითხვის თარიღი: 1 თებერვალი 2014


  18. "The Police Chart history". Official Charts Company. წაკითხვის თარიღი: 21 აგვისტო 2014


  19. Billboard 13 Dec 2003. p. 26


  20. 'Last Play at Shea' documentary tells stadium's story. Newsday (20 აპრილი 2010). წაკითხვის თარიღი: 23 ნოემბერი 2010.


  21. “Reunited Police start world tour“, BBC News, 30 მაისი 2007. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი 2011. 


  22. Journal de RadioKaKa – Rolling Stone's 500 Greatest Albums of all time (2012 Edition) – Last.fm. Lastfm.fr. წაკითხვის თარიღი: 2012-07-05.


  23. "The Police: Timeline". Rock on the Net. წაკითხვის თარიღი: 16 ოქტომბერი 2012


  24. "The Greatest Artists of All Time". VH1/Stereogum. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი 2014.


  25. Flowers, Brandon. "The Police: 100 Greatest Artists of All Time". Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 11 იანვარი 2015

  26. 26.026.1Roberts, David (2006). British Hit Singles & Albums. London: Guinness World Records Limited


  27. Analysis of this song, the H. Eisler-adaption The Secret Marriage and the J.S. Bach-quote in Whenever I Say Your Name in: Michael Custodis, chapter Sting als Songwriter zwischen Prokofiev, Eisler, Bach und Dowland, in: Klassische Musik heute. Eine Spurensuche in der Rockmusik, Bielefeld transcript-Verlag 2009 ISBN 978-3-8376-1249-3


  28. "Grammy Awards - Sting". Grammy.com. წაკითხვის თარიღი: 12 ნოემბერი 2014


  29. Looking Back At Live Aid, 25 Years Later MTV. წაკითხვის თარიღი: 1 დეკემბერი 2011


  30. Live Aid – DVD Boxed Set AllMusic. წაკითხვის თარიღი: 15 სექტემბერი 2011

  31. 31.031.1“Live Aid: The show that rocked the world“, BBC News, 5 აპრილი 2000. წაკითხვის თარიღი: 20 ივლისი 2014. 


  32. 1985 MTV Video Music Awards MTV. წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი 2011


  33. "New York Times Film Reviews". p. 160. New York Times, 1988


  34. Nothing Like the Sun Album Review Rolling Stone. 29 დეკემბერი 2011


  35. "The 100 Greatest Albums of the 80s." Rolling Stone. Special Issue 1990. წაკითხვის თარიღი: 19 ნოემბერი 2011


  36. Barry Lazell (1989). "Rock movers & shakers" p.487. Billboard Publications, Inc., 1989


  37. Billboard: Ten Summoner's Tales AllMusic. წაკითხვის თარიღი: 1 დეკემბერი 2011

  38. 38.038.138.238.3Rock on the Net: Sting Rock on the Net. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი 2011

  39. 39.039.1Brit Awards: Sting Brit Awards. წაკითხვის თარიღი: 1 დეკემბერი 2011


  40. 1997 Video Music Awards MTV. წაკითხვის თარიღი: 1 დეკემბერი 2011


  41. "Billboard 6 სექტემბერი 1997". p.59. Billboard. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2012


  42. Sting sings at Winter Olympics BBC. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი 2011


  43. The London Gazette: (Supplement) no. 56963. p. 9. 14 ივნისი 2003.

  44. 44.044.1Live 8 - Sting". BBC. წაკითხვის თარიღი: 12 ნოემბერი 2014


  45. Guest Appearances – GREGG KOFI BROWN: Together As One. Sting.com. წაკითხვის თარიღი: 8 ივნისი 2013.


  46. Sting and Edin Karamazov: 'Songs from the Labyrinth'. Flyinginkpot.com (22 თებერვალი 1999). წაკითხვის თარიღი: 15 აგვისტო 2011.


  47. "Police tickets sell out in minutes". TVNZ. One News.


  48. "Stevie Wonder and Sting Inaugural Balls image". Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 12 ნოემბერი 2014


  49. StingUs-team. (6 ოქტომბერი 2009) Fan Reviews of 'If on a Winter's Night' New CD by Sting. Stingus.net. დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 ივლისი 2011. წაკითხვის თარიღი: 17 აგვისტო 2011.


  50. Anderson, Kyle. (30 ოქტომბერი 2009) Tom Morello, John Legend, Sting brought out as special guests at Rock and Roll Hall of Fame 25th anniversary concert.. MTV. წაკითხვის თარიღი: 14 მაისი 2013.


  51. Pareles, John. (30 ოქტომბერი 2009) Rock and Roll Hall of Fame Concert: Set List. The New York Times. წაკითხვის თარიღი: 14 მაისი 2013.


  52. The Police: inducted in 2003. როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი. წაკითხვის თარიღი: 15 მაისი 2013.


  53. Pareles, John. “Clash, Costello and Police Enter Rock Hall of Fame“, The New York Times, 11 მარტი 2003. წაკითხვის თარიღი: 15 მაისი 2013. 


  54. Barnes, Ed. “Rocker Sting Stung by Controversy Over Secret Concert for Dictator's Daughter“, Fox News, 13 აპრილი 2010. წაკითხვის თარიღი: 29 იანვარი 2014. 


  55. Powers, Ann. (16 ივნისი 2010) Symphonicity tour: A few thoughts on Sting and strings. Los Angeles Times. წაკითხვის თარიღი: 15 მაისი 2013.


  56. Mapes, Jillian. (24 იანვარი 2013) Sting Announces 2013 ‘Back To Bass’ Tour, Includes 3 New England Dates. WZLX. წაკითხვის თარიღი: 15 მაისი 2013.


  57. "The 2011 TIME 100: Sting", Time. წაკითხვის თარიღი: 20 აპრილი 2013


  58. "Hive Five: Things Sting Saves", MTV. წაკითხვის თარიღი: 20 აპრილი 2013


  59. Matthew Morrison (Glee). HMV. დაარქივებულია ორიგინალიდან - 18 ივნისი 2012. წაკითხვის თარიღი: 14 აგვისტო 2011.


  60. Sting and the Kalichstein-Laredo-Robinson Trio at 92nd Street Y. Goldstar Events (2011). წაკითხვის თარიღი: 29 ნოემბერი 2012.


  61. Sting and Brian Yorkey Embark on a New Musical, ‘The Last Ship’. The New York Times (1 სექტემბერი 2011). წაკითხვის თარიღი: 13 მაისი 2013.


  62. Sting's THE LAST SHIP Musical Coming to Broadway in 2014; Louise Pitre to Lead?. BroadwayWorld (13 მაისი 2013). წაკითხვის თარიღი: 13 მაისი 2013.


  63. STING'S THE LAST SHIP – New Album From the 16-Time Grammy® Award Winner. Sting.com (5 ივნისი 2013). წაკითხვის თარიღი: 7 ივნისი 2013.


  64. Sting's Visceral, Emotional 'The Last Ship' Arrives on Broadway. RollingStone.com (3 ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი 2014.


  65. Morgan, Scott C. “Sting sails into Chicago to promote 'Last Ship'“, 11 ოქტომბერი 2013. წაკითხვის თარიღი: 8 ნოემბერი 2013. 


  66. Sullivan, Caroline. “Sting: The Last Ship - review“, The Guardian, 19 სექტემბერი 2013. წაკითხვის თარიღი: 2 ივნისი 2014. 


  67. Decurtis, Anthony. (24 სექტემბერი 2013) The Last Ship. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 17 იანვარი 2014.


  68. Graff, Gary. (10 თებერვალი 2014) Paul Simon and Sting Q&A: Tour Mates on Shared Music DNA and Future 'Writing'. Billboard. წაკითხვის თარიღი: 24 ნოემბერი 2014.


  69. Sting & Paul Simon: On Stage Together - Second & Final Perth Show Added!. Sting.com (10 ივლისი 2014). წაკითხვის თარიღი: 24 ნოემბერი 2014.


  70. Sting & Paul Simon: On Stage Together – Final New Zealand Show Confirmed!. Sting.com (25 აგვისტო 2014). წაკითხვის თარიღი: 24 ნოემბერი 2014.


  71. BELFAST DATE ADDED FOR 'PAUL SIMON & STING: ON STAGE TOGETHER' 2015 EUROPEAN TOUR. PaulSimon.com (13 ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 24 ნოემბერი 2014.


  72. “REVOLVER“, The Irish Times, 10 ოქტომბერი 2006. წაკითხვის თარიღი: 12 მაისი 2008. 

  73. 73.073.1"How Amnesty International Rocked the World: The Inside Story". Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 12 ნოემბერი 2014


  74. Sting TV Interview On NBC Today Show about Amnesty concerts. YouTube (22 აპრილი 2008). წაკითხვის თარიღი: 15 აგვისტო 2011.


  75. Chilean Women’s Resistance in the Arpillera Movement. წაკითხვის თარიღი: 3 ივნისი 2011.


  76. Turner, Terence (1993). "The Role of Indigenous Peoples in the Environmental Crisis: The Example of the Kayapo of the Brazilian Amazon". Johns Hopkins University Press: 526–545.


  77. M. Kaplan (1994). "A new species of frog of the genus Hyla from the Cordillera Oriental in northern Colombia with comments on the taxonomy of Hyla minuta". Journal of Herpetology (Society for the Study of Amphibians and Reptiles) 28 (1): 79–87. . JSTOR 1564684.


  78. THE COURAGE OF CONSCIENCE AWARD. The Peace Abbey. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 მაისი 2008. წაკითხვის თარიღი: 12 მაისი 2008.


  79. Carman, John. “Musicians, actors honor heroes, raise money for attack victims“, სექტემბერი 22, 2001, გვ. A1. 


  80. “Sting Concert Raises 4m for Tsunami“, The Sydney Morning Herald, 11 თებერვალი 2005. წაკითხვის თარიღი: 23 ნოემბერი 2010. 


  81. “Willie Nelson stages Tsunami gig“, BBC News, 10 იანვარი 2005. წაკითხვის თარიღი: 23 ნოემბერი 2010. 


  82. "The Police, West, Mayer Close Out Live Earth New York". Billboard, წაკითხვის თარიღი: 12 ნოემბერი 2914


  83. Sting, Matthews, Mayer gamer for Tibet than Beijing. E! (22 ივლისი 2008).


  84. Karger, Dave. (22 იანვარი 2010) 'Hope for Haiti Now': The telethon's 10 best performances. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: 26 აპრილი 2010.


  85. Richards, Chris. “Earth Day Climate Rally features music, speeches and an assist from Mother Nature“, The Washington Post, 26 აპრილი 2010, გვ. C.1. წაკითხვის თარიღი: 26 აპრილი 2010. 


  86. Elton John AIDS Foundation patrons. Elton John AIDS Foundation. წაკითხვის თარიღი: 29 ნოემბერი 2012.


  87. Patrons. Beesfordevelopment.org. წაკითხვის თარიღი: 18 აპრილი 2012.


  88. “Dame Judi Dench and Sting head drug rethink call“, BBC News, 2 ივნისი 2011. 


  89. NBC Hurricane Sandy Telethon Raises 23 Million. Rolling Stone (5 ნოემბერი 2012). წაკითხვის თარიღი: 29 ნოემბერი 2012.


  90. “Celebrities' open letter to Scotland – full text and list of signatories“, 7 აგვისტო 2014. წაკითხვის თარიღი: 26 აგვისტო 2014. 


  91. McMahon, Gary. (აგვისტო 2008) The Returns of the Prodigal Tax Exile. წაკითხვის თარიღი: 9 ივნისი 2010.


  92. Sting | Music's Top Twelve Tax Exiles. Comcast.net. წაკითხვის თარიღი: 3 ივლისი 2010.


  93. GQ, ივნისი 1985, Interview with Fred Schruers


  94. Maximillien De Lafayette (2010). "Hollywood Most Beautiful, Exclusive and Rarest Photos Album: Films, Superstars, Divas, Femmes Fatales, and Legends of the Silver Screen. 2nd Edition". p. 371. Lulu.com,


  95. “Every Little Horse He Names is Magic (Or Just About)“. წაკითხვის თარიღი: 18 იანვარი 2015. 


  96. Press Association. (ოქტომბერი 1996) Sting says his six children will not inherit £180m fortune. The Guardian. წაკითხვის თარიღი: 4 ივლისი 2014.


  97. Evans, Tara. (4 მაისი 2011) The top 50 richest people in music: Sunday Times Rich List. This Is Money. წაკითხვის თარიღი: 6 ივნისი 2013.


  98. Sutcliffe, Phil. (ოქტომბერი 1996) Interview Date: ოქტომბერი 1996. Q. დაარქივებულია ორიგინალიდან - 5 აპრილი 2008. წაკითხვის თარიღი: 18 იანვარი 2008.


  99. Berryman, James (2005). Sting and I. 


  100. Foscale, Luigi. (2 აპრილი 2013) Sting, Music & Business. Retire Rich blog. წაკითხვის თარიღი: 3 აპრილი 2013.


  101. “What's wrong with being pretentious?“, The Sydney Morning Herald, 11 ნოემბერი 2003. წაკითხვის თარიღი: 12 მაისი 2008. 


  102. Sting and Yoga. YogaEdge (1 ივნისი 2011).


  103. ''Yoga Beyond Belief''. White Lotus Foundation. წაკითხვის თარიღი: 19 ოქტომბერი 2010.


  104. Shankar, Jay. (6 თებერვალი 2008) Maharishi Mahesh Yogi. Bloomberg L.P.. წაკითხვის თარიღი: 15 აგვისტო 2010.


  105. Sting. International Vegetarian Union. წაკითხვის თარიღი: 6 მარტი 2013.


  106. Manning, Kara. (30 ივნისი 2000) Sting Battles Chess King Kasparov In Times Square. MTV. წაკითხვის თარიღი: 12 მაისი 2008.


  107. Mitchell, Terry. (12 ნოემბერი 2009) Newcastle United fans campaign backed by Sting. The Football Fan Census. წაკითხვის თარიღი: 11 მარტი 2011.


  108. Gatecrasher. (20 აგვისტო 2009) Sting's Tantric sex rep a gag started by friend Bob Geldof, says his daughter Coco. NY Daily News. წაკითხვის თარიღი: 12 მაისი 2014.


  109. Rob Fitzpatrick. (12 სექტემბერი 2014) Sting on tantric sex, Justin Bieber and pretentiousness. The Guardian. წაკითხვის თარიღი: 12 ოქტომბერი 2014.


  110. Jones, Nicholas. (2 იანვარი 2012) 24-Hour Sex Sessions? Tell Him He’s Dreaming Says Sting’s Wife. ToneDeaf. წაკითხვის თარიღი: 12 მაისი 2014.


  111. “Police man's Peake – 'Weird and wonderful' is how superstar Sting describes the novels of Mervyn Peake...“, Radio Times, დეკემბერი 1984. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 დეკემბერი 2006. 


  112. “Geordie star Sting's cash gift to help save Tynemouth Outdoor Pool“, Evening Chronicle, 3 აგვისტო 2013. 


  113. "About this Person - Sting". New York Times. წაკითხვის თარიღი: 14 ნოემბერი 2014









(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სტინგი&oldid=3647598“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"1.276","walltime":"1.618","ppvisitednodes":"value":20365,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":266979,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":127976,"limit":2097152,"expansiondepth":"value":21,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":3,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":70459,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 1116.581 1 -total"," 31.20% 348.385 1 თარგი:სქოლიოს_სია"," 26.19% 292.448 1 თარგი:ავტორიტეტული_წყაროები"," 17.74% 198.112 1 თარგი:ინფოდაფა_პიროვნება"," 17.05% 190.380 1 თარგი:ინფოდაფა"," 11.24% 125.448 53 თარგი:Cite_web"," 9.22% 102.901 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 6.06% 67.673 4 თარგი:ნავდაფა"," 5.98% 66.777 2 თარგი:ნავდაფა_მუსიკოსი"," 5.60% 62.534 1 თარგი:სტინგი"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.159","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":4237583,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1269","timestamp":"20190709040853","ttl":3600,"transientcontent":true););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e1u10e2u10d8u10dcu10d2u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q483203","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q483203","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-05-25T16:20:21Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/c/cc/Sting_ThePolice_2007.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":1797,"wgHostname":"mw1269"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單