Skip to main content

მობილური ტელეფონი სექციების სია ისტორია | მახასიათებლები | მობილური ტელეფონის ოპერატორები | მწარმოებლები | მობილური ტელეფონების გამოყენება | ეფექტი ჯანმრთელობაზე | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუITUმობილურების დიდი ოდისეამობილური და ჯანმრთელობაMobile Phone Buying GuideWorldtimezone.comITU.intITU.intGSMworld.comCell Phone, the ring heard around the worldJohn F. Mitchell BiographyWho invented the cell phone?"Meet Marty Cooper – the inventor of the mobile phone"Mobile penetrationSwedish National Museum of Science and TechnologyHistory of UMTS and 3G developmentCapacity Limit Problem in 3G NetworksExample of a Triple SIM hybrid phoneThe Latest F160 Quad Sim Quad Standby TV Java Phone with Qwerty Keyboard | Tri Sim PhonesNokia boosted by sales of cheap handsetsPri's The World: Kosher Phones For Britain’s Orthodox JewsState owned China Mobile is world's biggest mobile phone operatorSamsung May Have Just Become The King Of Mobile Handsets, While S&P Downgrades Nokia To JunkGartner Says Sales of Smartphones Grew 20 Percent in Third Quarter of 2014Annual Smartphone Sales Surpassed Sales of Feature Phones for the First Time in 2013Worldwide Smartphone Shipments Top One Billion Units for the First TimeUK | Millions keep secret mobileLetter from Japan: I ♥ NovelsMobile phones help lift poor out of poverty: U.N. study4 Ways Smartphones Can Save Live TVDownloads_Guide

ტელეკომუნიკაციამობილური ტელეფონები


ტელეფონიფიჭური კავშირისმობილური ტელეფონის ოპერატორიმოკლე ტექსტური შეტყობინებებიმულტიმედიური შეტყობინებებიელექტრონული ფოსტაinfraredBluetoothსმარტფონიმოტოროლასჯონ ფრენსის მიტჩელმამარტინ კუპერმაMotorola DynaTACეკონომიკური პირამიდისSamsungNokiaAppleLGრობერტ ჰაინლაინისკოლორადოდანაიოვაშიართურ კლარკისმეორე მსოფლიო ომისBell SystemმოტოროლამიაპონიაშიNTTNordic Mobile TelephoneდანიაშიფინეთშინორვეგიასაშვედეთშიRadiolinjaGSMNTT DoCoMoWCDMA3GHSPAUMTS4GWiMAXLTEსკანდინავიაშიTeliaSoneraGSMCDMAინდოეთიინდონეზიანოკიამორთოდოქსული იუდაიზმისისრაელსაChina MobileნოკიაNexianსამსუნგმაStandard & Poor'sლუმიასSymbianSamsungNokiaApple Inc.LGHuaweiTCL CommunicationXiaomiLenovoMicromaxTCL CommunicationLenovoSony Mobile CommunicationsMotorolaAudiovoxUTStarcomBenQ-SiemensBlackBerryCasioCECTCoolpadFujitsuHTCJust5KyoceraLumigonMicromax MobileMitsubishi ElectricModuNECNeonodeOpenmokoPanasonicPalmPantech Wireless Inc.PhilipsQualcomm Inc.SagemSanyoSharpSierra WirelessSK TeletechTriumToshibaდოლარიეგვიპტეშიისრაელშიიაპონიაშიპორტუგალიასასინგაპურშიგაერთიანებულ სამეფოშისაფრანგეთსააშშ










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




მობილური ტელეფონი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search




მობილური ტელეფონების ევოლუცია


მობილური ტელეფონი — ტელეფონი, რომელსაც ფართო გეოგრაფიულ არეალში მოძრაობის მიუხედავად, რადიოსიგნალის საშუალებით შეუძლია სატელეფონო ზარების მიღება და განხორციელება. მოწყობილობა ამას ფიჭური კავშირის საშუალებით აკეთებს, რასაც მობილური ტელეფონის ოპერატორი უზრუნველყოფს. ამის საპირისპიროდ, არსებობს რადიოტელეფონი, რომელიც მხოლოდ მოკლე მანძილზე, საკუთარი საბაზო სადგურის ახლომახლო მოქმედებს.


გარდა სატელეფონო ფუნქციისა, თანამედროვე მობილურ ტელეფონებს სხვა მრავალი სერვისის მხარდაჭერაც აქვს, მათ შორისაა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, მულტიმედიური შეტყობინებები (MMS), ელექტრონული ფოსტა, წვდომა ინტერნეტთან, ახლო მანძილის უკაბელო კომუნიკაციები (infrared, Bluetooth), ბიზნეს აპლიკაციები, თამაშები და ფოტოგრაფია. მობილურ ტელეფონებს, რომელთაც ეს და სხვა ზოგადი კომპიუტერული შესაძლებლობები აქვს, სმარტფონი ეწოდება.


პირველი ხელით სატარებელი ტელეფონი 1973 წელს კომპანია მოტოროლას თანამშრომლებმა, ჯონ ფრენსის მიტჩელმა[1][2] და დოქტორმა მარტინ კუპერმა წარმოადგინეს. მათ შექმნეს მოწყობილობა, რომელიც 2 კილოგრამს იწონიდა.[3] 1983 წელს, გამოვიდა პირველი კომერციული მობილური Motorola DynaTAC. 1983-დან 2014 წლამდე, მობილური ტელეფონების რაოდენობა ნულიდან 7 მილიარდამდე გაიზარდა; პროპორციულად 100%-ით მოიცვა მსოფლიო მოსახლეობა და ეკონომიკური პირამიდის ფსკერამდე დავიდა.[4] 2014 წლისათვის, მობილური ტელეფონების მოწინავე მწარმოებლები იყვნენ Samsung, Nokia, Apple და LG.[5]




სექციების სია





  • 1 ისტორია


  • 2 მახასიათებლები

    • 2.1 ტექსტური შეტყობინებები


    • 2.2 სიმ-ბარათი


    • 2.3 მრავალბარათიანი ჰიბრიდული ტელეფონები


    • 2.4 კოშერი ტელეფონები



  • 3 მობილური ტელეფონის ოპერატორები


  • 4 მწარმოებლები


  • 5 მობილური ტელეფონების გამოყენება

    • 5.1 ზოგადად


    • 5.2 სმარტფონები


    • 5.3 გავრცელებადი კონტენტი


    • 5.4 მობილური საჭესთან


    • 5.5 მობილური ბანკინგი და გადახდები


    • 5.6 თვალყურის დევნება და კონფიდენციალურობა



  • 6 ეფექტი ჯანმრთელობაზე


  • 7 რესურსები ინტერნეტში


  • 8 სქოლიო




ისტორია |




კომპანია მოტოროლას თანამშრომელი მარტინ კუპერი, რომელმაც 1973 წლის 4 აპრილს პირველი მობილური ტელეფონი გამოიგონა. აღნიშნული ფოტო გადაღებულია 2007 წელს.




1984 წლის Motorola DynaTAC 8000X (კომერციულად ხელმისაწვდომი პირველი ფიჭური მობილური ტელეფონი)


ხელით სატარებელი მობილური რადიოტელეფონი რადიოინჟინერიის ძველი ოცნებაა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული აღწერის ხილვა შესაძლებელია ამერიკელი მწერლის, რობერტ ჰაინლაინის 1948 წლის მხატვრულ ნოველაში „კოსმოსური კადეტი“. ნაწარმოების მთავარი გმირი, რომელიც კოლორადოდან აიოვაში, თავის სახლში მიდის, მამამისისგან სატელეფონო ზარს იღებს ტელეფონზე, რომელიც მას ჯიბეში უდევს. ათი წლის შემდეგ, ართურ კლარკის ესეში აღწერილია „პერსონალური პატარა და კომპაქტური გადამცემი, რომლის ტარებაც ყველა ადამიანს შეუძლია“. კლარკი წერს: „მოვა დრო, როცა ჩვენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეგვეძლება სხვა ადამიანისთვის დარეკვა, უბრალოდ ნომრების აკრეფით“. კლარკის ხედვით, ამ მოწყობილობას ასევე ექნებოდა გლობალური პოზიციონირების სისტემა, ისე, რომ „არასოდეს არავინ აღარ დაიკარგება“. მოგვიანებით, „მომავლის პროფილებში“ მან იწინასწარმეტყველა, რომ მსგავსი მოწყობილობა 1980-იანი წლების შუაში გამოჩნდებოდა.[6]


ფიჭური ტელეფონების ადრეულ წინაპრებს შორისაა გემებისა და მატარებლების ანალოგური რადიოტელეკომუნიკაციები. ნამდვილი მობილური ტელეფონების შექმნის ისტორია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იწყება. მობილური ტელეფონების განვითარება თანმიმდევრული თაობებით იწყება „0G“-დან (0 თაობა), მაგალითად Bell System-ის მობილური ტელეფონების სერვისი და მისი მემკვიდრე Improved Mobile Telephone Service-ი. 0G“ სისტემები ფიჭური არ იყო, ჰქონდა რამდენიმე ერთდროული ზარის მხარდაჭერა და საკმაოდ ძვირიც იყო.


ხელით სატარებელი პირველი მობილური ტელეფონი 1973 წელს კომპანია მოტოროლამ წარმოადგინა. პირველი კომერციული ავტომატიზებული ფიჭური ქსელი 1979 წელს იაპონიაში, კომპანია NTT-მა გაუშვა. 1981 წელს მას მოჰყვა კომპანია Nordic Mobile Telephone, რომელმაც ქსელი ერთდროულად გაუშვა დანიაში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში.[7] 1980-იანი წლების შუაში მათ სხვა ქვეყნები მიჰყვნენ. პირველი თაობის სისტემებს („1G“) გააჩნდა ოდნავ მეტი 0G-ზე მხარდაჭერა, მაგრამ ჯერ კიდევ ანალოგურ ტექნოლოგიებს იყენებდნენ.


1991 წელს ფინეთში, კომპანია Radiolinja-მ GSM სტანდარტში გაუშვა მეორე თაობის (2G) ციფრული ფიჭური ტექნოლოგია, რამაც ამ სექტორში ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია და სასტიკ ბრძოლაში უხმო 1G-ზე მომუშავე მობილურ ოპერატორებს.


2001 წელს იაპონიაში, კომპანია NTT DoCoMo-მა გაუშვა WCDMA სტანდარტზე მომუშავე მესამე თაობის (3G) ქსელი.[8] ამას მოჰყვა HSPA ოჯახზე დაფუძნებული 3.5G და 3G+ ქსელები, რომლებიც მონაცემთა უსწრაფესი გადაცემისა და შესაძლებლობებისათვის UMTS სისტემებს იყენებს.


2009 წლისთვის ნათელი გახდა, რომ ზოგიერთ შემთხვევებში, 3G ქსელები უძლური იყო ისეთი ინტენსიური გამტარუნარიანობის აპლიკაციების წინაშე, როგორიცაა მაგალითად სტრიმინგ-მედია.[9] თანდათანობით, ინდუსტრიამ მონაცემების ოპტიმიზების მიზნით მე-4 თაობის ტექნოლოგიებზე მუშაობა დაიწყო, რომლის სიჩქარეც არსებულ 3G ტექნოლოგიებზე ათჯერ სწრაფი უნდა ყოფილიყო. კომერციულად ხელმისაწვდომი პირველი ორი ტექნოლოგია, რომელიც 4G-დ შეირაცხა, იყო WiMAX (გაუშვა კომპანია Sprint-მა აშშ-ში) და LTE სტანდარტი, რომელიც მომხმარებლებს პირველად სკანდინავიაში, კომპანია TeliaSonera-მ შესთავაზა.



მახასიათებლები |


მობილურ ტელეფონებს მრავალი საერთო მახასიათებელი გააჩნია, თუმცა მწარმოებლები მუდმივად ცდილობენ დამატებითი ფუნქციების შექმნით საკუთარი პროდუქტი განასხვავონ, რათა ის მომხმარებლისათვის უფრო მიმზიდველად იქცეს. ამ ყველაფერმა, ბოლო 20 წლის მანძილზე, მობილური ტელეფონების განვითარებაში უდიდესი ინოვაციები შეიტანა.


ყველა ტელეფონისათვის დამახასიათებელი საერთო კომპონენტებია:


  • ბატარეა, რომელიც ტელეფონის ფუნქციების კვების წყაროა;

  • შეყვანის მექანიზმი, რომელიც მომხმარებლებს ტელეფონთან ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს. ყველაზე გავრცელებული შეყვანის მექანიზმია პატარა კლავიატურა, მაგრამ სმარტფონთა უმრავლესობა სენსორულ ეკრანს იყენებს.

  • ეკრანი, რომელიც აჩვენებს მომხმარებლის მიერ შესრულებულ ოპერაციებს, ტექსტურ შეტყობინებებს, კონტაქტებს და ა. შ.

  • უმთავრესი — მობილური ტელეფონის სერვისი, რომელიც მომხმარებლებს დარეკვისა და ტექსტური შეტყობინების გაგზავნის საშუალებას აძლევს.


  • GSM ტელეფონები სერვისებზე წვდომისათვის სიმ-ბარათს იყენებს, ზოგიერთი CDMA მოწყობილობას კი ასევე აქვს მსგავსი ბარათი, რომელსაც R-UIM-ს უწოდებენ.

  • ინდივიდუალური GSM, WCDMA, iDEN და ზოგიერთი თანამზგავრული მოწყობილობები უნიკალურადაა იდენტიფიციებული International Mobile Station Equipment Identity (IMEI) კოდით.

დაბალფასიან ტელეფონებს ხშირად ფუნქციურ ტელეფონებს უწოდებენ და მომხმარებელს ის მხოლოდ ძირითად სატელეფონო სერვისს სთავაზობს. უფრო მოწინავე კომპიუტერული შესაძლებლობების მოწყობილობებს კი, რომელთაც პროგრამული აპლიკაციების გამოყენების შესაძლებლობა აქვთ, სმარტფონებს უწოდებენ.


ტელეფონების ზოგიერთი სერია შემუშავდა ბაზრის მოცემული სეგმენტისათვის, მაგალითად, BlackBerry, რომელიც ფოკუსირებულია ელ-ფოსტის საჭიროების მქონე საწარმოო და კორპორატიულ მომხმარებლებზე; Sony-Ericsson-ის „Walkman“-ი მუსიკის მოყვარულებზე; Cybershot სერია კი კამერა-ტელეფონებზე; მულტიმედიურ ტელეფონებს შორისაა Nokia Nseries და ა. შ.



ტექსტური შეტყობინებები |


მობილურ ტელეფონებზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოყენებადი მონაცემთა აპლიკაციაა მოკლე ტექსტური შეტყობინებების გზავნა. პირველი SMS შეტყობინება 1992 წელს კომპიუტერიდან ტელეფონზე გააგზავნეს გაერთიანებულ სამეფოში, ტელეფონიდან ადამიანმა ადამიანს კი SMS პირველად 1993 წელს გაუგზავნა ფინეთში.


2000 წელს, SMS-ის გამოყენებით, ფინეთში გაეშვა პირველი მობილური ახალი ამბების სერვისი.



სიმ-ბარათი |




მობილური ტელეფონის ტიპური სიმ-ბარათი


GSM მახასიათებლის მქონე ტელეფონი ფუნქციონირებისათვის საჭიროებს მიკროჩიპს, რომელსაც Subscriber Identity Module-ს ან შემოკლებით სიმ-ბარათს (SIM) უწოდებენ. სიმ-ბარათი დაახლოებით პატარა საფოსტო მარკის ზომისაა და როგორც წესი, ტელეფონის ბატარეის ქვეშ თავსდება. SIM-ი უსაფრთხოდ ინახავს service-subscriber key (IMSI)-სა და Ki-ს, რომლებიც მობილური ტელეფონის მომხმარებლის იდენტიფიცირებისა და აუთენტიფიკაციისათვის გამოიყენება. სიმ-ბარათი მომხმარებელს საშუალებას აძლევს სულ ადვილად გამოცვალოს მობილური ტელეფონი, უბრალოდ, საჭიროა მისი ამოღება და ახალ მოწყობილობაში გადატანა.


პირველი სიმ-ბარათი 1991 წელს მიუნხენის სმარტ-ბარათების მწარმოებელმა კომპანიამ დაამზადა ფინურ ოპერატორ Radiolinja-სათვის.



მრავალბარათიანი ჰიბრიდული ტელეფონები |


ჰიბრიდულ მობილურ ტელეფონებში შესაძლებელია მაქსიმუმ 4 სიმ-ბარათის მოთავსება. მათ შორის, GSM და CDMA ქსელებში შესაძლოა ერთდროულად მოთავსდეს SIM და RUIM ბარათები.[10][11]


2010 წლიდან მოყოლებული, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით პოპულარულია ისეთ მზარდ ბაზრებზე, როგორებიცაა ინდოეთი და ინდონეზია.[12] 2011 წლის მე-3 კვარტალში, ნოკიამ 18 მილიონი დაბალფასიანი ორსიმიანი ტელეფონი გაყიდა, რითაც ფინურმა კომპანიამ იმ დანაკარგების ანაზღაურება სცადა, რაც მან ძვირადღირებულ სმარტფონთა ბაზარზე განიცადა.[13]



კოშერი ტელეფონები |


ორთოდოქსული იუდაიზმის რელიგიაში ზოგიერთი ისეთი შეზღუდვა არსებობს, რაც სტანდარტულ მობილურ ტელეფონებთან თანხვედრაში ვერ მოდის. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ზოგიერთი რაბინისტული ორგანიზაცია მოითხოვდა, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინების ფუნქციის მქონე ტელეფონები ბავშვებს არ გამოეყენებინათ.[14] ასეთი შეზღუდვის მქონე ტელეფონებს კოშერ-ტელეფონებს უწოდებენ და მისი მოხმარება ორთოდოქსი ებრაელების მიერ რაბინებისაგან ნებადართულია ისრაელსა თუ მის ფარგლებს გარეთ.



მობილური ტელეფონის ოპერატორები |


აბონენტების რაოდენობის თვალსაზრისით, მსოფლიოში უდიდესი მობილური ოპერატორია China Mobile, რომელსაც 500 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს.[15] 2009 წლის მონაცემებით, უმსხვილესი 50 მობილური ოპერატორიდან თითოეულს 10 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავდა, 150 ოპერატორს კი მინიმუმ 1 მილიონი.[16] 2014 წელს, მსოფლიოში სულ 7 მილიარდზე მეტი აბონენტი იყო და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.



მწარმოებლები |


2010 წლამდე ბაზრის ლიდერი ნოკია იყო. თუმცა, მას შემდეგ რაც შეჯიბრში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ჩაერთო ისეთი ბრენდებით, როგორებიცაა Micromax, Nexian და i-Mobile, ნოკიამ ბაზრის დიდი წილი დაკარგა. ნოკიას ბაზარზე შეიჭრა და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ანდროიდზე მომუშავე სმარტფონებმა. ამავე პერიოდში, ფინური კომპანიის ბაზრის წილი 56 %-დან 31 %-მდე დაეცა ინდოეთშიც. მისი წილი ძირითადად ჩინურმა და ინდურმა იაფფასიანმა მობილურებმა დაიკავა.[17]


Strategy Analytics-ის მონაცემებით, 2012 წლის პირველ კვარტალში ნოკიას სამსუნგმა გაუსწრო, კორეულმა კომპანიამ 93.5 მილიონი ტელეფონი გაყიდა, ფინურმა კი 82.7 მლნ. ამავე დროს, ამერიკულმა საფინანსო კომპანია Standard & Poor's-მა ნოკიას „ცუდ“ სტატუსამდე, BB+/B-მდე დააქვეითა, რადგან კომპანიას განიცდიდა დიდ დანაკარგებს, ლუმიას ხაზის სმარტფონები კი ვერ ანაზღაურებდა იმ დანაკარგებს, რაც მისთვის Symbian სმარტფონებს მოჰქონდა.[18]


2014 წლის მე-3 კვარტალში ტოპ-10 მწარმოებელი იყო: Samsung (20.6%), Nokia (9.5%), Apple Inc. (8.4%), LG (4.2%), Huawei (3.6%), TCL Communication (3.5), Xiaomi (3.5%), Lenovo (3.3%), ZTE (3.0%) და Micromax (2.2%).[19]


































მობილური ტელეფონების მწარმოებელთა ხუთეული, 2013
რანგი
მწარმოებელი

Gartner[20]

IDC[21]
1Samsung24.6%24.5%
2Nokia13.9%13.8%
3Apple Inc.8.3%8.4%
4LG3.8%3.8%
5ZTE3.3%-
5Huawei-3.0%
სხვები34.0%46.4%

ჩამოთვლილ მოწინავე მწარმოებელთა გარდა, სხვა მწარმოებლებს შორის არიან: TCL Communication, Lenovo, Sony Mobile Communications, Motorola. მიმდინარე პატარა და წარსულში ბაზარზე არსებულ მწარმოებლებს შორის კი Karbonn Mobile, Audiovox (now UTStarcom), BenQ-Siemens, BlackBerry, Casio, CECT, Coolpad, Fujitsu, HTC, Just5, Kyocera, Lumigon, Micromax Mobile, Mitsubishi Electric, Modu, NEC, Neonode, Openmoko, Panasonic, Palm, Pantech Wireless Inc., Philips, Qualcomm Inc., Sagem, Sanyo, Sharp, Sierra Wireless, SK Teletech, Soutec, Trium, Toshiba და Vidalco.



მობილური ტელეფონების გამოყენება |



ზოგადად |




მობილური ტელეფონის მომხმარებლები ყოველ 100 მოსახლეზე.


მობილური ტელეფონები სხვადასხვა მიზნებით გამოიყენება, მათ შორის ოჯახის წევრებთან კავშირის შესანარჩუნებლად, ბიზნესის წარმართვისთვის და ზოგადად, სატელეფო კავშირთან მუდმივი წვდომისათვის. ზოგიერთი ადამიანი სხვადასხვა მიზეზით ერთზე მეტ მობილურს ატარებს, მაგალითად, ბიზნესის და პირადი გამოყენებისათვის. ამავე მიზეზებით იყენებენ მრავალსიმბარათიან მობილურებსაც. მობილური ტელეფონები საზოგადოებაში სხვა მრავალი კონტექსტითაც გამოიყენება, კერძოდ:


  • როგორც მოტოროლას ფონდის კვლევებმა აჩვენა, მობილური ტელეფონის ყოველ მეათე მომხმარებელს, ოჯახის წევრებისგან საიდუმლოდ აქვს კიდევ ერთი ტელეფონი. როგორც წესი, ისინი ამ ტელეფონებს ქორწინებისგარეშე საქმეებისა და ფარული ბიზნეს-კავშირებისათვის იყენებენ.[22]

  • ზოგიერთი ორგანიზაცია მობილური ტელეფონების საშუალებით ეხმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ. ამ შემთხვევაში ხშირად შეკეთებულ ტელეფონებს იყენებენ.

  • მოკლე ტექსტურ შეტყობინებათა საყოველთაო გავრცელება მობილური ლიტერატურის ჩამოყალიბებით დასრულდა. პირველი ლიტერატურული ჟანრი, რომელიც ტექსტური შეტყობინებების საშუალებით ფიჭურ ხანაში გამოჩნდა, გარკვეულ საიტებზე SMS-ების საშუალებით მთლიან მოთხრობებს აგროვებს.[23]

  • მობილური ტელეფონები აქტიურად გამოიყენება სახალხო ჟურნალისტიკაშიც, მაგალითად Reuters-სა და Yahoo!-ს მიერ. მსგავს საქმიანობას ასევე ეწევა სხვა მრავალი მცირე სააგენტო.


  • გაეროს მონაცემებით, მობილური ტელეფონი უფრო სწრაფად გავრცელდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტექნოლოგია. მისი წყალობით, შესაძლებელი გახდა განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები უღარიბესი მოსახლეობის ცხოვრების პირობების ოდნავ მაინც გაუმჯობესება, თუნდაც იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ ისეთ ადგილებში, სადაც საკაბელო ტელეფონი ან ინტერნეტი ხელმიუწვდომელია, ეს ძირითადად ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს ეხება. მობილური ტელეფონების გამოყენება ასევე აუმჯობესებს მიკრო-საწარმოების მუშაობას და ა. შ.[24]


  • მალისა და აფრიკის სხვა ქვეყნებში, იმ არეალებში, სადაც მობილური კავშირის დაფარვის ზონა არაა, ხალხი სოფლიდან სოფლად ფეხით დადის, რათა ახლობლებსა და მეგობრებს ქორწილისა, ძეობისა თუ სხვა მოვლენების შესახებ უთხრას.

  • ბოლო დროს, მობილურების გამოყენება დაიწყო სატელევიზიო ინდუსტრიამ — ცოცხალ ეთერს უშვებენ სხვადასხვა აპლიკაციებისა თუ მობილური ტელევიზიის მეშვეობით.[25] 86% ამერიკელების 86 % ტელევიზორის ყურებისას მობილურს იყენებს.

  • მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში გავრცელებულია საზიარო მობილური ტელეფონების გამოყენება. ძირითადად ეს ეხება ურბანულ ინდოეთს, სადაც ოჯახის წევრები თუ მეგობრები მობილურ ტელეფონებს საზიაროდ ხმარობენ. ამის ძირითადი მიზეზი შესაძლოა ეკონომია იყოს, მაგრამ ხშირად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტრადიციული თუ ოჯახური გენდერული პრობლემა.[26] სოფლებში ხშირია მხოლოდ ერთ მობილურზე წვდომა, რომელიც როგორც წესი, მასწავლებელს ან მისიონერს აქვს, თუმცა, საჭირო ზარებისათვის მთელი სოფლისათვისაა ხელმისაწვდომი.[27]


სმარტფონები |




მობილურის აქტიური მომხმარებლები ყოველ 100 მოსახლეზე. წყარო: ITU


სმარტფონებს გარკვეული განმასხვავებელი მახასიათებლები აქვს, თუმცა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის საზომით, ეს ის მობილურებია, რომლებსაც აქვს ინტერნეტ-კავშირი, რომელსაც ორგანიზაცია Active Mobile-Broadband subscriptions-ს უწოდებს (რაც ასევე აქვს ტაბლეტებს). განვითარებულ სამყაროში, ასეთი მობილურები ახლა აბსოლუტურად ჭარმობს ადრეული ეტაპის ტელეფონებს, თუმცა განვითარებად მსოფლიოში მათი მოცულობა მხოლოდ 20%-ია.



გავრცელებადი კონტენტი |


მობილური ტელეფონის საშუალებით მედია-კონტენტის გავრცელებისა და გაყიდვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 1998 წელს, ეს იყო რინგტონები, რომლებსაც ფინეთში Radiolinja ყიდიდა. ამის შემდეგ, სულ მალე გამოჩნდა სხვა მედია-კონტენტიც, მაგალითად ახალი ამბები, ვიდეო-თამაშები, ანეკდოტები, ჰოროსკოპი, სატელევიზიო კონტენტი და რეკლამა.


2006 წელს, მობილური ტელეფონების მედია-კონტენტში გადახდილმა თანხამ გადააჭარბა ინტერნეტის მედია-კონტენტში გადახდილ მაჩვენებელს და 31 მილიარდი დოლარი შეადგინა.[28] 2007 წელს, მობილურის მუსიკალურ კონტენტში გადახდილ იქნა 9.3 მილიარდი დოლარი, თამაშებში კი 5 მლრდ-ზე მეტი.[29]



მობილური საჭესთან |


მანქანის მართვისას მობილური ტელეფონის გამოყენება ძალზე გავრცელებულია, მაგრამ იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. როგორც ცნობილია, ამ დროს მატულობს უბედური შემთხვევის ალბათობა. სწორედ ამ მიზეზით, მანქანის მართვისას მობილურის გამოყენება ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალულია. ეგვიპტეში, ისრაელში, იაპონიაში, პორტუგალიასა და სინგაპურში აკრძალულია მობილურის მოხმარება როგორც ხელში ჭერით, ისე ხელის გარეშე. თუმცა, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთსა და აშშ-ის მრავალ შტატში აკრძალულია მხოლოდ ხელში ჭერით მოხმარება.


კომპლექსურობის გამო, ხშირად თავიანთი შესაძლებლობებით ისინი მობილური კომპიუტერები უფროა. ეს საკითხი კანონმდებლობაში ხშირად გაუგებრობებს წარმოშობს, რადგან კანონმდებელთათვის გაურკვეველი რჩება, რომელი ფუნქციის შესრულება შეიძლება იყოს უფრო ნაკლებ უსაფრთხო.


ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ინციდენტთა რაოდენობა ასევე გაზრდილია მობილური ტელეფონების მოხმარებისას ველოსიპედის ტარების დროს.[30]



მობილური ბანკინგი და გადახდები |


ბევრ ქვეყანაში, მობილურ ტელეფონებს მობილური ბანკინგის სერვისისათვის იყენებენ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გადახდების განხორციელება.


მობილური გადახდების სერვისი პირველად 1998 წელს ფინეთში დაინერგა, ქალაქ ესპოოში, კომპანია კოკა-კოლას მიერ. 1999 წელს იდეა ფილიპინებშიც გავრცელდა, სადაც იქაურმა ოპერატორებმა კომერციული მობილური გადახდების სერვისი განავითარეს.



თვალყურის დევნება და კონფიდენციალურობა |


ბოლო დროს, მობილური ტელეფონები გამოიყენება ადგილმდებარეობის მონაცემების შესაგროვებლად. როდესაც მობილური ჩართულია, მას ადვილად შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული მდებარეობა.



ეფექტი ჯანმრთელობაზე |



რესურსები ინტერნეტში |


  • მობილურების დიდი ოდისეა

  • მობილური და ჯანმრთელობა

  • Mobile Phone Buying Guide

  • Worldtimezone.com


  • ITU.int ITU.int

  • GSMworld.com


  • Cell Phone, the ring heard around the world—a video documentary by the Canadian Broadcasting Corporation


სქოლიო |




  1. John F. Mitchell Biography


  2. Who invented the cell phone?


  3. Heeks, Richard (2008). "Meet Marty Cooper – the inventor of the mobile phone". BBC 41 (6): 26–33. . http://news.bbc.co.uk/2/hi/programmes/click_online/8639590.stm.


  4. “Mobile penetration“, 9 July 2010. 


  5. http://www.topteny.com/top-10-best-selling-mobile-phone-brands-in-the-world-2014/


  6. Arthur C. Clarke: Profiles of the Future (1962, rev. eds. 1973, 1983, and 1999, Millennium edition with a new preface)


  7. Swedish National Museum of Science and Technology. Tekniskamuseet.se. წაკითხვის თარიღი: 29 July 2009.


  8. UMTS World. History of UMTS and 3G development. Umtsworld.com. წაკითხვის თარიღი: 29 July 2009.


  9. Fahd Ahmad Saeed. Capacity Limit Problem in 3G Networks. Purdue School of Engineering. წაკითხვის თარიღი: 23 April 2010.


  10. Example of a Triple SIM hybrid phone


  11. The Latest F160 Quad Sim Quad Standby TV Java Phone with Qwerty Keyboard | Tri Sim Phones


  12. [1]


  13. Nokia boosted by sales of cheap handsets (20 October 2011).


  14. Pri's The World: Kosher Phones For Britain’s Orthodox Jews


  15. Tania Branigan. (11 January 2010) State owned China Mobile is world's biggest mobile phone operator. Guardian News and Media Limited. წაკითხვის თარიღი: 17 December 2011.


  16. Source: wireless intelligence


  17. [2]


  18. Samsung May Have Just Become The King Of Mobile Handsets, While S&P Downgrades Nokia To Junk. წაკითხვის თარიღი: 28 April 2012.


  19. Gartner Says Sales of Smartphones Grew 20 Percent in Third Quarter of 2014. Gartner.


  20. Annual Smartphone Sales Surpassed Sales of Feature Phones for the First Time in 2013. წაკითხვის თარიღი: 13 February 2014.


  21. Worldwide Smartphone Shipments Top One Billion Units for the First Time. წაკითხვის თარიღი: 27 January 2014.


  22. “UK | Millions keep secret mobile“, BBC News, 16 October 2001. წაკითხვის თარიღი: 4 November 2009. 


  23. Goodyear, Dana. (7 January 2009) Letter from Japan: I ♥ Novels. The New Yorker. წაკითხვის თარიღი: 29 July 2009.


  24. Lynn, Jonathan. “Mobile phones help lift poor out of poverty: U.N. study“, Reuters. წაკითხვის თარიღი: 2013-12-03. 


  25. 4 Ways Smartphones Can Save Live TV. Tvgenius.net. წაკითხვის თარიღი: 4 June 2012.


  26. Donner, Jonathan, and Steenson, Molly Wright. "Beyond the Personal and Private: Modes of Mobile Phone Sharing in Urban India." In The Reconstruction of Space and Time: Mobile Communication Practices, edited by Scott Campbell and Rich Ling, 231–250. Piscataway, NJ: Transaction Publishers, 2008.


  27. Hahn, Hans and Kibora, Ludovic. "The Domestication of the Mobile Phone: Oral Society and New ICT in Burkina Faso". Journal of Modern African Studes 46 (2008): 87–109.


  28. source Informa 2007


  29. Downloads_Guide. Netsize. წაკითხვის თარიღი: 29 July 2009.


  30. de Waard, D., Schepers, P., Ormel, W. and Brookhuis, K., 2010, Mobile phone use while cycling: Incidence and effects on behaviour and safety, Ergonomics, Vol 53, No. 1, January 2010, pp 30–42.







(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მობილური_ტელეფონი&oldid=3551011“-დან













სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.292","walltime":"0.348","ppvisitednodes":"value":3044,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":15952,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":7716,"limit":2097152,"expansiondepth":"value":14,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":13816,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 208.100 1 თარგი:სქოლიო","100.00% 208.100 1 -total"," 37.69% 78.431 1 თარგი:Cite_journal"," 31.21% 64.941 1 თარგი:Citation/core"," 26.54% 55.223 12 თარგი:Cite_web"," 10.52% 21.902 1 თარგი:Citation/identifier"," 6.65% 13.835 3 თარგი:Cite_news"," 3.89% 8.100 1 თარგი:Citation/make_link"," 3.65% 7.603 2 თარგი:Hide_in_print"," 2.12% 4.417 1 თარგი:Only_in_print"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.003","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":551619,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1241","timestamp":"20190825204404","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10dbu10ddu10d1u10d8u10dau10e3u10e0u10d8 u10e2u10d4u10dau10d4u10e4u10ddu10dcu10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q17517","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q17517","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2010-01-29T13:56:53Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/d/d6/Mobile_phone_evolution.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":148,"wgHostname":"mw1330"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單