Skip to main content

რევ II სექციების სია მოღვაწეობა, გარდაცვალება, შთამომავლობა – ორი ტრადიცია | გენეალოგია მირიანიდან ვახტანგამდე | ლიტერატურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუმეოცდაოთხე მეფე მირიან, ძე სპარსთა მეფისა. ხოსროიანიმეოცდაოთხე მეფე მირიან, ძე სპარსთა მეფისა. ხოსროიანირ

იბერიის სამეფოხოსროიანები


მირიან IIIკუხეთსუჯარმაშიგაქრისტიანებაშისომხეთისთრდატისსალომე უჯარმელიმოქცევაჲ ქართლისაჲ„ქართლის ცხოვრება“„მოქცევაჲ ქართლისაჲ“კუხეთის საერისთავოსმოქცევაჲ ქართლისაჲიოანე მთავარეპისკოპოსიიაკობ მღვდელიპროსილა მთავარდიაკონიმოქცევაჲ ქართლისაჲწმინდა ნინოსბოდშიწმინდა ნინოზესალომე უჯარმელიმოქცევაჲ ქართლისაჲმოქცევაჲ ქართლისაჲმირიანისნანასმოქცევაჲ ქართლისაჲვარაზ-ბაკურიმ










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები"u003Eu003Cimg alt="Khevi, Georgia — View of Gergeti Trinity Church.jpg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/100px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg" decoding="async" width="100" height="57" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/150px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/200px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg 2x" data-file-width="900" data-file-height="510" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები"u003Eეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლებისu003C/au003E კონკურსი დაიწყო! ჩაერთეთ და მოიგეთ პრიზები!u003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




რევ II




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

(გადამისამართდა გვერდიდან რევი)





Jump to navigation
Jump to search


რევ II — ქართლის მეფის მირიან III-ის ძე (IV საუკუნე). მირიანის მეფობის დროს მართავდა კახეთსა და კუხეთს (რეზიდენციით უჯარმაში). აქტიურად მონაწილეობდა ქართლის გაქრისტიანებაში. მისი მეუღლე იყო სომხეთის მეფე თრდატის ასული სალომე უჯარმელი.


რევის ადრეული ბიოგრაფია ჩვენთვის სრულიად უცნობია. "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ში რევი იხსენიება ეპიზოდურად, თუმცა ამ მწირი ცნობებიდანაც კარგად ჩანს, რომ იგი ქართლის ქრისტიანობაზე მოქცევისას ერთ–ერთი წამყვანი სახელმწიფო ფიგურაა.




სექციების სია





  • 1 მოღვაწეობა, გარდაცვალება, შთამომავლობა – ორი ტრადიცია

    • 1.1 დაოჯახება


    • 1.2 კახეთ-კუხეთის ერისთავი


    • 1.3 საჯვარე ხის მოჭრა

      • 1.3.1 ცხოვრება ქართუელთა მეფეთა



    • 1.4 დასნეულებულ წმინდა ნინოზე ზრუნვა


    • 1.5 მცხეთის ჯვრის დღესასწაულის დაწესება

      • 1.5.1 მოქცევაჲ ქართლისაჲ


      • 1.5.2 ცხოვრება ქართუელთა მეფეთა



    • 1.6 მირიან მეფის ანდერძი რევის მიმართ

      • 1.6.1 მოქცევაჲ ქართლისაჲ


      • 1.6.2 ცხოვრება ქართუელთა მეფეთა



    • 1.7 გარდაცვალება

      • 1.7.1 მოქცევაჲ ქართლისაჲ



    • 1.8 შთამომავლობა



  • 2 გენეალოგია მირიანიდან ვახტანგამდე


  • 3 ლიტერატურა


  • 4 სქოლიო




მოღვაწეობა, გარდაცვალება, შთამომავლობა – ორი ტრადიცია |


არსებობს ორი ქართული საისტორიო წყარო, რომლებიც არ იმეორებენ ერთმანეთის ტექსტს და ჯამში წარმოადგენენ ურთიერთ შემავსებელ მასალას. ეს ორი წყაროა „ქართლის ცხოვრება“ და „მოქცევაჲ ქართლისაჲ“. აღნიშნულ ტექსტების ერთმანეთისაგან განმასხვავებელი ნიშან თვისება ისაა, რომ, როგორც ერთში ისევე მეორეში თავისებურად იხსენიება რევის ძმა, მირიანის ძე ბაქარი. აღნიშნული განპირობა მცხეთის ტახტის გამო წარმოშობილმა დავამ ბაქარისა და რევის შთამომაბლობას შორის. შესაბამისად აღნიშნული შუღლის შემდეგ შეიქმნა კუხეთის საერისთავოს დამოუკიდებელი ისტორია, რომლის წარმომადგენლები მოქცევაჲ ქართლისაჲში წარმოდგენილნი არიან როგორც მეფეები.



დაოჯახება |


ცხოვრება ქართუელთა მეფეთა

მას შემდეგ რაც მირიან მეფემ სომხეთის მეფე თრდატთან ზავი დადო, მის ძე რევის ცოლად შერთო თრდატის ასული სალომე.







ვიკიციტატა

„და ივლტოდეს ორნი-ვე იგი მეფენი მცირედითა მჴედრითა, და მიუდგა უკანა კოსტანტინე, და შევიდა საზღვართა მათთა. და სპარსთა მეფე შევიდა სპარსეთად მეოტი, ხოლო მირიან დადგა ქართლად და განამაგრნა ციხე-ქალაქნი. უღონო იქმნა მირიან და შეეშინა სრულიად ოტებასა ქართლით, რამეთუ აწყუედილ იყვნეს წყობასა მას შინა ყოველნი წარჩინებულნი მისნი, სპარსნი და ქართველნი. და ამისთჳს-ცა წარგზავნა მოციქული წინაშე კოსტანტინე მეფისა, და ითხოვა მისგან მშჳდობა, და აღუთქუა მას მსახურება და განდგომა სპარსთაგან და შემოდგომა მისდა. რომელი-ესე სთნდა კოსტანტინეს, რამეთუ შიში აქუნდა კუალად-ცა სპარსთა მეფისაგან და შემწეობისათჳს დაეზავა მირიანს. და აღიყვანა შვილი მირიანისი მძევლად, რომელსა ერქუა ბაქარ, და დაამოშურნა თრდატ და მირიან, და ამზახნა ურთიერთას. რამეთუ მოსცა თრდატ ასული თჳსი, რომელსა ერქუა სალომე, ძესა მირიანისსა ცოლად, რომელსა ერქუა რევ.“



(მეოცდაოთხე მეფე მირიან, ძე სპარსთა მეფისა. ხოსროიანი)


კახეთ-კუხეთის ერისთავი |


ცხოვრება ქართუელთა მეფეთა

რევის დაოჯახების შემდეგ მირიან მეფემ, რომელიც ამიერკავკასიას ფლობდა კასპიის ზღვამდე, ჰერეთის, რანისა და მოვაკანის ჩათვლით, მის ერთადერთ ძეს რევის (ბაქარი მძევლად წაიყვანეს კონსტანტინოპოლში) უბოძა კახეთ-კუხეთის ერისთაობა, ცენტრით უჯარმა.







ვიკიციტატა

„და მეფობდა მირიან მუნ ქართლს, რანს, ჰერეთს და მოვაკანს. და აქუნდა ეგრისი-ცა ვიდრე ეგრის წყლამდე; და მისცა ძესა მისსა რევს საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, და დასუა იგი უჯარმას, რევ და ცოლი მისი სალომე, ასული თრდატისი, და ცხოვნდებოდეს იგინი უჯარმას.“



(მეოცდაოთხე მეფე მირიან, ძე სპარსთა მეფისა. ხოსროიანი)


საჯვარე ხის მოჭრა |


მოქცევაჲ ქართლისაჲ

პირველად მასზე საუბარია "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს "ქრონიკად" წოდებულ ნაწილში. 326 წელს, რომის იმპერიიდან ქართლში მოსულმა სამღვდელოებამ (იხ. იოანე მთავარეპისკოპოსი, იაკობ მღვდელი, პროსილა მთავარდიაკონი), სამეფო სახლის და ხალხის მონათვლის შემდეგ, გადაწყვიტეს ჯვრის შექმნა. როდესაც ხუროებმა შეარჩიეს ერთი მშვენიერი და ფოთოლდაუცვენელი ხე კლდის ბორცვზე, მეფემ მის მოსაჭრელად თავისი ძე რევი და მთავარდიაკონი გააგზავნა: "ითხოვეს ხჱ, რაჲთა შექმნან ჯუარი. და ძიება ყვეს ხუროთა, და პოვეს ხე ერთი, მდგომარე ბორც[უ]სა ზედა კლდისასა, რომელსა ფურცელი მისი არაოდეს დასცჳოდა. და სულჰამოჲ იყო ხე იგი და შუენიერი ფრიად, ვითარცა მადლითა ქრისტე შემოსილი. და ადგილი იგი ბორცჳ შეუვალი იყო კლდისაგან. და უთხრეს მეფესა და ეპისკოპოსსა.[1] ხოლო მეფემან წარგზავნა ძე თჳსი რევ და მთავ[ა]რ-დიაკ[ო]ნი, იხილეს შუენიერად დგომაჲ ხისაჲ მის.[2] (სინური – N/Sin48 რედაქციით: "და წარვიდეს რევ ძჱ მეფისაჲ და მთავარ-დიაკონი"[3]).



ცხოვრება ქართუელთა მეფეთა |



დასნეულებულ წმინდა ნინოზე ზრუნვა |


მოქცევაჲ ქართლისაჲ

მეორედ, "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-შივე რევის შესახებ საუბარია წმინდა ნინოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საიდანაც ვიგებთ, რომ ბოდში სასიკვდილე სარეცელზე მყოფ წმინდა ნინოზე რევი, მისი ცოლი, სალომე უჯარმელი და ასული ზრუნავდნენ:







ვიკიციტატა

„და დასნეულდა და წარმოემართა მცხეთად. და ვითარცა მოიწია კხოეთას, დაბასა, რომელსა ჰრქჳან ბოდინი, ვერღარა ეძლო სლვად. და მო-ხოლო-ვიდეს უჟარმით ქალაქით რევ, ძჱ მეფისაჲ, და სალომე, ცოლი მისი, და ასული მისი და ზედა-ადგეს მოურნედ[4].“



ცხოვრება ქართუელთა მეფეთა

ქართლის ცხოვრებაშიც ასევე საუბარია წმინდა ნინოს გარდაცვალებაზე და მასზე რევისა და სალომეს მიერ ზრუნვაზე.







ვიკიციტატა

„ხოლო წმიდა ნინო წარემართა წარსლვად რანს, მოქცევად ფეროზისა. და ვითარცა მიეახლა კუხეთს, დაბასა ბოდისასა, დაყვნა მუნ დღენი რა-ოდენნი-მე. და მოვიდოდეს მისსა კახეთით, ჰკითხვიდეს და აღიარებდეს სწავლასა მისსა სიმრავლე ერისა. მაშინ დასნეულდა მუნ; და ვითარცა ცნა რევ, ძემან მეფისამან, და სალომე, ცოლმან მისმან, რომელნი ცხორებდეს უჯარმას, მოვიდეს ნინოსა და აცნობეს მეფესა და დედოფალსა. ხოლო მათ მიავლინეს ეპისკოპოსი იოვანე წარმოყვანებად წმიდისა ნინოსსა, ხოლო წმიდა ნინო არა ერჩდა. მაშინ წარვიდა თჳთ მეფე და სიმრავლე ერისა. და შეკრბა მის ზედა სიმრავლე ერთა ძლიერთა. რამეთუ ხედვიდა ყოველი იგი ერი პირსა ნინოსსა, ვითარცა პირსა ზეცისა ანგელოზისასა, და მოსწყუედდიან ფესუსა სამოსლისა მისისასა, მიიღებდეს და ემთხუეოდეს სარწმუნოებით, და იძულებით ევედრებოდეს ყოველნი დედოფალნი, გარემოს მსხდომნი, რომელთა გარდამოსდიოდე ცრემლნი თუალთაგან მათთა განშორებისათჳს მოძღურისა მათისა და მოღუაწისა, და სნეულთა მკურნალისა ჴელოვანისა.“




მცხეთის ჯვრის დღესასწაულის დაწესება |



მოქცევაჲ ქართლისაჲ |


შემდეგი ცნობა რევის შესახებ გვაქვს "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს შატბერდული რედაქციის "შენაზარდ" თავში – "აღმართებაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ მცხეთისაჲ და მერმე კუალად გამოჩინებაჲ". ამ თავიდან ვიგებთ, რომ რევს, გარდა ასულისა, ჰყოლია ვაჟიც, რომელიც ქართლის მოქცევის დროს არასრულწლოვანი ("ყრმაჲ") ყოფილა. აქ რევი მოხსენიებულია, როგორც "კაცი ერთი მოშიში ღმრთისაჲ", რომელმაც თავისი ძის განკურნების შემდეგ მცხეთის ჯვარს "გუმბადი" აუშენა და მისი ყოველწლიური დღესასწაული ("მსახურება") დააწესა: "მას ჟამსა იყო ვინმე კაცი ერთი მოშიში ღმრთისაჲ, რომელსა ერქუა რევ, ძჱ მეფისაჲ. და იყო ძჱ რევისი სნეულ და მიწევნულ სიკუდიდ. რამეთუ იგი ხოლო მარტოჲ ესუა, მოიღო იგი და დააგდო წინაშე პატიოსნისა ჯუარისა და ცრემლით ითხოვდა მისგან: "უკუეთუ მომიბოძო ყრმაჲ ესე, გუმბადი აღვაშენო საყოფლად შენდა". და ვითარცა იგი მწარედ და უწყინოდ ტიროდა წინაშე პატიოსნისა ჯუარისა, მუნქუეს-ვე განიკურნა ყრმაჲ იგი, და სიხარულითა დიდითა წარიყვანა და ადიდებდა ღმერთსა და პატიოსანსა ჯუარსა. მერმე მოვიდა აღნათქუემისა აღსრულებად და ყო მადლისა მიცემაჲ და დიდი სიხარული, და გულს-მოდგინედ გუმბადი აღაშენა მცხეთისაჲ რევის ძემან, და წლითი-წლად მოვიდის და აღასრულის მსახურებაჲ იგი პატიოსნისა ჯუარისაჲ".[5]



ცხოვრება ქართუელთა მეფეთა |



მირიან მეფის ანდერძი რევის მიმართ |



მოქცევაჲ ქართლისაჲ |


"მოქცევაჲ ქართლისაჲ" კორპუსი მთავრდება მირიანის ანდერძით მისი ძის, რევისა და ცოლის, ნანას მიმართ: "ანდერძი მირეან მეფისაჲ ძისა თჳსისა მიმართ რევისა და ცოლისა თჳსისა ნანაჲსა". ამ ანდერძით მომაკვდავი მეფე თავის ძეს ავალებს კავკასიაში კერპთაყვანისცემის წინააღმდეგ ბრძოლას და სვეტიცხოვლისა და მცხეთის პატიოსანი ჯვრის თაყვანისცემას: "ხოლო ძესა თჳსსა ასწავებდა: აჰა ესერა შეიცვალა ბნელი ჩუენი ნათლად და სიკუდილი ჩუენი - ცხორებად. აწ სადა-ცა ჰპოვნე ქუეყანასა შინა შენსა ვნება(ნი) იგი ქართლისანი, მაცთურნი კერპნი, ცეცხლითა დაწუენ და ნაცარი მათი შეასუ მათ, ვინ მათ ეგლოვდეს! და ესე ამცენ შვილთა შენთა, რამეთუ მე ვიცი იგი, მწრაფლ კავკასიათა შინა ვერ დაილევიან. ხოლო შენ ესრე ჰყოფდ: თავი შენი შეჰვედრე სუეტსა მას ზეგარდამო-დიდებულსა და პატიოსანსა ჯუარსა ცათა შინა ჩინებულსა და იყავნ შენი მისლვაჲ მიწად ძილად საუკუნოდ სარწმუნოვებასა ზედა წმიდისა სამებისასა, ამენ"[6].


ოდნავ ბუნდოვანი, მაგრამ საინტერესო ვერსია გვაქვს სინურ (N/Sin50) რედაქციაში: "ხოლო ძესა თჳსსა ასწავებდა: აჰა ესერა შეჲცვალა ბნელი ჩუენი ნათლად და სიქადული ჩუენი - ცხორებად, სადა ჰპოვნე ქუეყანასა შენსა შინა ვნებანი იგი, მათ იგულოვდეს. და ესე შვილთა შენთა და ამცენ, რამეთუ მე ვიცი იგი, ვითარმედ კავკასიათა შინა არა დაჲლევიან".[7] (შდრ. ჭელიშური ვერსია, რომელსაც გვიანდელი რედაქტორის ხელი მნიშვნელოვნად დატყობია [8])



ცხოვრება ქართუელთა მეფეთა |



გარდაცვალება |


რევის გარდაცვალების თარიღის დადგენა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული რადგან, ერთი მხრივ თვით "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს ცალკეულ რედაქციებში აღრეული არის ქრონოლოგიური მონაცემები, ხოლო მეორე მხრივ, მისი ტრადიცია საგრძნობლად განსხვავდება "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა"-ს ტრადიციისგან. ამ უკანასკნელის თანახმად,



მოქცევაჲ ქართლისაჲ |


  1. ამ რედაქციების თანახმად, მირიან მეფეს ზემო ეკლესიის, ანუ სამთავროს მშენებლობა დაუსრულებია წმინდა ნინოს გარდაცვალების შემდგომ, მეოთხე წელს: "და წარვიდა მირეან მეფჱ და ყოველი ერი, რამეთუ იქმოდეს ზემოსა ეკლესიასა ქვითა. და განიშორეს მეოთხესა წელსა". ჭელიშური და სინური (N/Sin48) რედაქციების თანახმად – "მეოცესა წელსა".[9][10]

  2. ჭელიშური და სინური (N/Sin48) რედაქციებით ისე ჩანს, თითქოს, ზემო ეკლესიის დასრულებიდან ერთ წელიწადში, ანუ წმინდა ნინოს გარდაცვალებიდან ოცდამეერთე წელს გარდაიცვალა მირიან მეფე. ამავე რედაქციებით, ამ ამბიდან მეორე წელს გარდაიცვალა ნანა დედოფალი.[11][12] შატბერდული რედაქცია ამ ქრონოლოგიურ ცნობას არ შეიცავს.

  3. შატბერდული რედაქციის თანახმად, ნანა დედოფლის გარდაცვალების შემდგომ, სამეფო ტახტზე დამჯდარა ბაკურ რევის ძე. მის მეფობაში გარდაცვლილა იოანე ეპისკოპოსი და მისი ადგილი იაკობს დაუკავებია. ამის შემდეგ, მცხეთის პატიოსანი ჯვრის აღმართებიდან ოცდამესამე წელს რევს შეუქმნია "კუბაჲ" ჯვრისთვის, იქვე შეუმზადებია თავისი საფლავი, სადაც დამარხულა კიდევაც ცოლითურთ.[13]ჭელიშური და სინური (N/Sin48) რედაქციებით ეს მომხდარა "მესამესა წელსა აღმართებითგან პატიოსნისა ჯუარისა".[14][15]

  4. ამ ამბებიდან მეათე წელს ბაკურს დაუწყია წილკნის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც ოცდამეთხუთმეტე წელს დაუსრულებია (ჭელიშური და სინური (N/Sin48) რედაქციებით – ოცდამეთერთმეტე წელს[16][17]).

ცხოვრება ქართუელთა მეფეთა

მალევე მას შემდეგ რაც ბაქარი დააბრუნეს მძევლობიდან, რევი გარდაიცვალა. დაასაფლავეს მის მიერ აშენებულ საეპისკოპოსო (სამთავარეპისკოპოსო) ეკლესიაში — სამთავროში.







ვიკიციტატა

„მაშინ მირიან მეფემან განასრულა ეკლესია საეპისკოპოსო და აღასრულა სატფურება მისი მრავლითა დიდებითა. და მოქცევითგან მირიან მეფისათ მეოცდახუთესა წელსა მოკუდა ძე მისი რევ, სიძე თრდატ სომეხთა მეფისა, რომლისადა-ვე მიეცა მეფობა სიცოცხლესა-ვე მისსა. და დაფლეს აკლდამასა-ვე, / რომელი თჳთ მას-ვე რევს აღეშენა.“




შთამომავლობა |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : იბერიის სამეფო მირიანიდან ვახტანგამდე.

რევის ეყოლა სამი შვილი: ბაკური, თრდატი და ერთი ასული.


მოქცევაჲ ქართლისაჲ

ცხოვრება ქართუელთა მეფეთა

ქართლის ცხოვრებაში რევის შთამომავლობა სახელებით მოხსენიებული არაა. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რევის შთამომავალის (ბაკურის), რომელიც სომხეთის მეფის თრდატის შვილიშვილი იყო, მის გამეფებას შეეცადნენ სომხები. აღნიშნულის გამო ჩამოვარდა განხეთქილება რევიანელებსა და ბაქარიანელებს შორის. შუღლი, რომელიც არც ჯერ კიდევ ცოცხალი სალომეს ხელმოწერით დაგვირგვინდა — „ვიდრემდის იყოს ნათესავი ბაქარისი, რომელსა ეძლოს პყრობა მეფობისა. მისი იყოს მეფობა, და არა-ოდეს ძებნონ მეფობა ნათესავთა რევისთა“ არ განელდა ვიდრე ბაქარის შთამომავალი ვარაზ-ბაკურიმ არ შეირთო რევის მოდგმის ასული, რითაც რევის შთამომავლობას მიეცა საშუალება ასულიყვნენ მცხეთის ტახტზე.



გენეალოგია მირიანიდან ვახტანგამდე |






































































































































































































































































































 
 
 
 
 
 
 
 
 
 

Heraldic Royal Crown (Common).svg
მირიანი
27-ე მეფე
 
ნანა
დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სალომე
 
რევი
 
 
 

Heraldic Royal Crown (Common).svg
ბაქარი
28-ე მეფე
 
ასული
 
ფეროზი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ასული
 
ბაკური
 

Heraldic Royal Crown (Common).svg
თრდატი
31-ე მეფე
 

Heraldic Royal Crown (Common).svg
მირდატი
29-ე მეფე
 
 
 
 
ძე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფარსმანი
 
ბაკური
 
ასული
 

Heraldic Royal Crown (Common).svg
ვარაზ-ბაქარი
30-ე მეფე
 
 
 
 
ასული
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
თრდატი
 

Heraldic Royal Crown (Common).svg
მირდატი
33-ე მეფე
 

Heraldic Royal Crown (Common).svg
ფარსმანი
32-ე მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

Heraldic Royal Crown (Common).svg
არჩილი
34-ე მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

Heraldic Royal Crown (Common).svg
მირდატ
35-ე მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

Heraldic Royal Crown (Common).svg
ვახტანგი
36-ე მეფე


ლიტერატურა |



  • მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 331, თბ., 1984 წელი.


სქოლიო |




  1. მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 322


  2. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 86


  3. მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007


  4. მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 324


  5. მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 352


  6. შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 355


  7. მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, ზ. ალექსიძის გამოცემა, თბ., 2007, 56


  8. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 162


  9. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 91


  10. მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 16


  11. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 91


  12. მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 16


  13. მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 324


  14. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 91


  15. მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 16


  16. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963, გვ. 91


  17. მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 16




(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რევ_II&oldid=3081492“-დან










სანავიგაციო მენიუ


























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.440","walltime":"0.499","ppvisitednodes":"value":18932,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":135002,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":69404,"limit":2097152,"expansiondepth":"value":10,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":7147,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 306.435 1 -total"," 41.35% 126.717 15 თარგი:გენეალოგია"," 33.60% 102.976 15 თარგი:გენეალოგია/ბიჯი2"," 25.66% 78.624 1 თარგი:იბერიის_მეფეები"," 23.82% 73.004 1 თარგი:ნავდაფა"," 10.96% 33.598 1 თარგი:სქოლიო"," 6.27% 19.208 2 თარგი:ფერი"," 3.49% 10.682 1 თარგი:მთავარი"," 2.91% 8.907 1 თარგი:ქსე"," 2.41% 7.374 5 თარგი:ციტატა"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.003","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":543689,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1328","timestamp":"20190625082151","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e0u10d4u10d5 II","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95_II","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q2751102","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q2751102","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-03-15T23:45:46Z"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":109,"wgHostname":"mw1332"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單