Skip to main content

ანჩისხატი სექციების სია არქიტექტურა | ისტორია | მოხატულობა | ტაძრის სიწმინდე | ტაძრის საძვალე | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ41°41′43″ ჩ. გ. 44°48′25″ ა. გ. / 41.6955056° ჩ. გ. 44.8069583° ა. გ. / 41.6955056; 44.80695837ანჩისხატის ეკლესიაანჩისხატის ტაძარიისტორიული მიმოხილვა მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილისა (1902 წ.)

თბილისის ეკლესიებითბილისის არქიტექტურული ძეგლები


აფსიდილუნეტებიეგვტერიVI საუკუნეშიდაჩი უჯარმელის1837ეგნატე იოსელიანისპლატონ იოსელიანიცბაბილაადარნასესგიორგი ჩუბინაშვილმამოქცევაჲ ქართლისაჲსდაჩი უჯარმელისერეკლე II1675დომენტი IIIერეკლე II-ის1958196416831813ბექა ოპიზარისანჩის საკათედრო ტაძარშიპოლიევქტოს კარბელაშვილისაქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშიაწმინდა ევდემოსის










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები"u003Eu003Cimg alt="Khevi, Georgia — View of Gergeti Trinity Church.jpg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/100px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg" decoding="async" width="100" height="57" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/150px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/200px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg 2x" data-file-width="900" data-file-height="510" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები"u003Eეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლებისu003C/au003E კონკურსი დაიწყო! ჩაერთეთ და მოიგეთ პრიზები!u003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ანჩისხატი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






Disambig-dark.svg

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანჩისხატი (ხატი).


















ანჩისხატი

Anch-ezo.jpg


ანჩისხატი (თბილისი)

Red pog.png






ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები
41°41′43″ ჩ. გ. 44°48′25″ ა. გ. / 41.6955056° ჩ. გ. 44.8069583° ა. გ. / 41.6955056; 44.8069583
რელიგიური კუთვნილება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა
დროშა: საქართველო საქართველო
რაიონი
ძველი თბილისის რაიონი
ადგილმდებარეობა
თბილისი
ფუნქციური სტატუსიმოქმედი

ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილიდარბაზული, სამნავიანი
თარიღდება
VI საუკუნე

დეტალები

ანჩისხატის ღვთისმშობლის ტაძრადმიყვანების ეკლესია, მარიამწმიდა ეკლესია, ზარის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, მდებარე ი. შავთელის ქუჩის №1–ში.




სექციების სია





  • 1 არქიტექტურა


  • 2 ისტორია


  • 3 მოხატულობა


  • 4 ტაძრის სიწმინდე


  • 5 ტაძრის საძვალე


  • 6 ლიტერატურა


  • 7 რესურსები ინტერნეტში


  • 8 სქოლიო




არქიტექტურა |


ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია თლილი ქვით (თავდაპირველი ფენა), ხოლო კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა (XVII საუკუნის რესტავრაცია). მიუხედავად გვიანდელი განახლებისა, მან, ძირითადად, შეინარჩუნა პირვანდელი არქიტექტურული კომპოზიცია. თავდაპირველი თლილი ქვით ნაშენი კედლების ქვედა ნაწილი და სამხრეთ კედელთან დაცული სანათლავის ნაშთი VI საუკუნისაა. ეკლესია ნავებად იყოფა თაღების საშუალებით. აფსიდი, ნავებს შორის ამოყვანილი ერთ-ერთი თაღედი და ღია ლუნეტები დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელების თავზე ნალისებრი ფორმისაა. თავდაპირველად აქ სამი წყვილი ბოძი ყოფილა (ნაცვლად ახლანდელი ორისა).


შენობის ძველი კედლები შიგნიდანაც და გარედანაც სუფთად თლილი მოყვითალო ტუფის დიდი კვადრებითაა ამოყვანილი. XVII საუკუნეში აღდგენილი კამარები, თაღები, ბურჯები, კედლების ნაწილები და კარნიზები აგურისაა.


იმავე აღდგენის დროს თავდაპირველი სამი წყვილი ჯვრისებრი ბურჯი ორი წყვილი მრგვალი ბურჯით შეცვალეს. სამხრეთიდან ეკლესიას ჰქონდა თანადროული ეგვტერი, რომელსაც აღმოსავლეთით ეკვროდა ორი პატარა მართხკუთხა სათავსი. ეგვტერიც და სათავსებიც დანგრეულია, ჩანს მხოლოდ მათი კედლების ძირი.



ისტორია |


აშენებულია VI საუკუნეში, დაჩი უჯარმელის მეფობის დროს. გ. ჩუბინაშვილის მოსაზრებით, იგი უნდა იყოს „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკაში მოხსენიებული „მარიამწმიდა ეკლესია“.


1837 წლით დათარიღებულ ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში” ანჩისხატის ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ:







ვიკიციტატა

„ტფილისსავე შინა არს ეკკლესია ღვთის მშობლის შობისა 8-სა დღესა ზედა სეკდემბრისა თთჳსასა, აღშენებული ძველადვე სასახლითურთ კათოლიკოსისა ბაბილისაგან წელსა 634-სა, მეტოქედ ანუ ფოდვერიად მცხეთით ტფილისად მოსრულთა კათოლიკოსთათჳს. თუმცა უგუმბათო სიონური, მაგრამ ქვით-კირით კეთილნაშენი და კმად დიდი, და აქვს მაგალითი გუმბათისა შუჱნიერი. აქა ასვენია ხატი მაცხოვრისა იესო ქრისტესი, დროსა ლეო ისავრისა ხატთმბრძოლისასა და ხიზნული კონსტანტინუპოლით საათაბაგოდ ქვეყანასა ანჩეთისასა და მუნით შემდგომად მისვე ნებული აქა ეკკლესიასა ამას შინა, რომლისაცა სახელითა ვითარცა ხატი ეგრეთ ეკლესია ესე იწოდება ანჩისხატად, და ხატი ესე მარადის და აწცა ჰყოფს მრავალსა კურნებასა სარწმუნოვებით მთხოველთათჳს. ამას ეკკლესიასა შინა ივ (15) აგვისტოს მოვლენ სრულიად ტფილისელნი დღესასწაულობად ხატისა მის. და ეკკლესია ესე არის ქართველთ სობოროდ დადებული…[1]



პლატონ იოსელიანიც იმავე მოსაზრებაზეა და წერს, რომ ძეგლი VII საუკუნის დასაწყისში აშენდა და იკურთხა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, ბაბილა კათოლიკოსის მიერ, რომელიც ადარნასეს დროს მოღვაწეობდა.







ვიკიციტატა

„ანჩისხატის ტაძარი, იმთავითვე იკურთხა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელზე. აშენდა საქართველოს კათოლიოსის ბაბილას მიერ ადარნასეს მმართველობის პერიოდში. ის წარმოადგენდა მცხეთის კათოლიკოსების რეზიდენციას თბილისში[2]



გიორგი ჩუბინაშვილმა ძეგლი გეგმისა და ზოგიერთი ელემენტის საფუძველზე დაათარიღა VI საუკუნის დასაწყისით და გამოთქვა მოსაზრება, რომ იგი უნდა ყოფილიყო "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკაში მოხსენიებული "მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ", აგებული VI საუკუნეში დაჩი უჯარმელის მეფობის დროს[3].


გადმოცემით, არაბთაბა ტონობის პერიოდში ანჩისხატი იყო საქართველოში ერთადერთი ტაძარი, სადაც ღვთისმსახურთ ეძლეოდათ ზარების დარეკვის უფლება, ამიტომ მას „ზარის ეკლესიასაც“ ეძახდნენ. ანჩისხატის ტაძრის ტერიტორიაზე აშენებული იყო საქართველოს კათოლიკოსების სასახლე და ტაძარი, რომელიც მათი სასახლის კარის ეკლესიას წარმოადგენდა. ერეკლე II-ის მეფობაში ანჩისხატთან დაარსდა სემინარია.


მუხრანთ უბანში მდებარე ტაძარი ოდითგანვე წარჩინებულ ქართველთა თავშესაყარი იყო. ანჩისხატი გამოირჩეოდა განათლებულ სასულიერო პირთა სიუხვით. მათი სულიერი ხელმძღვანელობით იზრდებოდნენ ქართველი უფლისწულები.




ანჩისხატის სამშენებლო წარწერა


1675 წელს დომენტი III კათოლიკოსმა აღადგინა ის და ააგო აგურის ორსართულიანი სამრეკლო.







ვიკიციტატა

„ჩვენ ქრისტეს მიერ კურთხეულმან ბატონიშვილმან კათალიკოზმან დომენტი აღვაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩემისა საოხად მეფობასა ქართლსა შანავაზისსა. ქ-ნსა ტნიგ (1675)“



ერეკლე II-ის მეფობაში ანჩისხატთან დაარსდა აკადემია. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ეკლესია დაზიანდა. XIX საუკუნის დასაწყისში აღადგინეს. იმავე საუკუნის 70-იან წლებში დააშენეს ყალბი გუმბათი და მიადგეს მრავალსართულიანი სამრეკლო. 1958-1964 სარემონრო-სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ნაგებობის უძველესი შრეები. ბევრ ადგილას განახლდა დაზიანებული თავდაპირველი სა ფასადოწყობა. პირვანდელი სახით შემოინახა საკურთხევლის აფსიდი სადა მიმდებარე სათავსების ფართო სარკმელები. ძეგლი ნაწილობრივ გათავისუფლდა დანამატებისაგან - მოანგრიეს გუმბათი და სამრეკლო, მოიხსნა XIX საუკუნის მხატვრობის ნაწილი (შიდა კედელზე) და შენობას დაახლოებით ისეთი სახე დაუბრუნდა, როგორც მას XVII საუკუნეში ჰქონდა.



მოხატულობა |


1683 წელს კათოლიკოს ნიკოლოზ ამილახვრის დაკვეთით ეკლესია მოიხატა. აღსანიშნავია აბსიდის შუბლზე გამოსახული “იესეს ძირი”, რომელიც საქართველოში ბაგრატიონთა გვარის ბიბლიურ წარმომავლობას მიანიშნებს.


სივრცეში შემორჩენილია XIX საუკუნის I ნახევრის მოხატულობა, რომელიც 1813 წელს დეკანოზ დიმიტრი ალექსი მესხიშვილის მიერ ტაძრის განახლების შემდეგ არის შესრულებული. იგი შუა საუკუნეებიდან ახალდ როზე გარდამავალი ხანის ქართული მხატვრობის ნიმუშია და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ისტორიის სცენების გამოსახვით არის განსაკუთრებით საყურადღებო. ტაძარი XIX საუკუნეში რამდენიმეჯერ შეკეთდა და კვლავ მოიხატა.



ტაძრის სიწმინდე |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ანჩისხატი (ხატი).




ანჩის მაცხოვრის ხატი, ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეეუმში.


ეკლესიას ძველი სახელი არ შერჩენია. ანჩისხატი XVIII საუკუნეში ეწოდა, როდესაც აქ ანჩის (სამხრეთ საქართველოს) მონასტრიდან ბექა ოპიზარის (XII საუკუნე) მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხატი გადმოასვენეს, რომელიც ადრე ანჩის საკათედრო ტაძარში ესვენა. მღვდელი პოლიევქტოს კარბელაშვილი ანჩისხატზე წერს:







ვიკიციტატა

„...გადმოასვენეს ანჩიდამ ახალციხეში პირი ღვთის ხატიც სხვა საეკკლესიო სამკაულებთან ერთად. დომენტიმ გორელ ვაჭარს, ამირჯან აივანგულაშვილს მოატაინა სამცხედამ ათი ხატი–ანჩისა, ნათლისმცემლისა, იოანემახარებლისა, მთავარანგელოზისა და ექვსი სხვა წვრილი-ორიათას მარჩილად, ანუ ასოც თუმნათ 1660 წელს. ესე ხატები გორიდან, ჯერს ჭალაში ჩაასვენა იოთამ ამილახვარმან თავის სახლში, მეფე როსტომის სიკვდილამდე; დაძველებული კარები პირი ღვთისა განაახლა იოთამის ძემ გივმა ამილახვარმა. აქედგან დომენტიმ დიდის ლიტანიით ჩამოასვენებინა მუხრანზედ მცხეთაში და აქედგან ტფილისში. აქ დომენტიმ მშვენიერს კუბოში დაასვენა იმ ადგილს, სადაც დღეს ასვენია; მას აქეთ საკათალიკოზო ყოვლად წმიდის ტაძარს დაერქვა ანჩისხატისა.“



ტაძარში, ძირითადად, ახლადდაწერილი ხატებია, ხოლო ტაძრის მთავარი სიწმინდე — ანჩისხატი, იგივე „პირიუფლისა“ საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.



ტაძრის საძვალე |


ანჩისხატის ტაძრის საფლავებიდან აღსანიშნავია კათოლიკოს-პატრიარქის წმინდა ევდემოსის საფლავი. ჩრდილო-დასავლეთის სვეტსა და დასავლეთის კედელს შუა განისვენებს მეფე არჩილის ასული, ბატონიშვილი მარიამი. ამბიონის მარცხნივ დაკრძალულია დეკანოზი სოლომონ ალექსის ძე მესხი, მარჯვნივ კედელთან გენერალ-მაიორი დიმიტრი ივანეს ძე ბუჭყიაშვილი.



ლიტერატურა |





  • გვერდწითელი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 503, თბ., 1975 წელი.




  • ანჩისხატის რესტავრაცია, «ძეგლის მეგობარი», №. 7, გვ. 37-42, თბ., 1966 წელი.

  • П. Картвелов, "Древний Анчисхатский собор в г. Тифлисе", 1899

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 16-21


რესურსები ინტერნეტში |



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ანჩისხატი



  • ანჩისხატის ეკლესია

  • ანჩისხატის ტაძარი

  • ისტორიული მიმოხილვა მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილისა (1902 წ.)


სქოლიო |




  1. ე. იოსელიანი, „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში“, 1837








  2. ვიკიციტატა

    „Храм Анчисхатский, освещонный во имя Рождества Пресвятыя Богородицы. Построен грузинским Католикосом Вавилом в царствование Адарнаса. Он служил подворием для католикосов грузинских, которых местоприбывание было в Мцхете“



    (П. Иоселиани, "Описание древнестей города Тифлиса", 1866. გვ. 24.)




  3. ანჩისხატის რესტავრაცია, ძეგლის მეგობარი, №. 7, გვ. 37, თბ., 1966 წელი








(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ანჩისხატი&oldid=3665405“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.164","walltime":"0.259","ppvisitednodes":"value":1488,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":39454,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":16533,"limit":2097152,"expansiondepth":"value":16,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":2460,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 200.995 1 -total"," 58.61% 117.799 1 თარგი:ინფოდაფა_ტაძარი"," 17.24% 34.643 1 თარგი:პოზრუკა2"," 15.23% 30.605 1 თარგი:პოზრუკა+2"," 13.63% 27.396 1 თარგი:Coord"," 11.44% 22.994 1 თარგი:GEO"," 10.14% 20.385 1 თარგი:სქოლიოს_სია"," 9.81% 19.725 1 თარგი:Country"," 9.51% 19.118 5 თარგი:ციტატა"," 8.27% 16.625 1 თარგი:პოზრუკა~3"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.006","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":724518,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1253","timestamp":"20190705195502","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d0u10dcu10e9u10d8u10e1u10eeu10d0u10e2u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q609419","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q609419","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-02-15T14:09:25Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/f/f1/Anch-ezo.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":121,"wgHostname":"mw1243"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

François Viète Contents Biography Work and thought Bibliography See also Notes Further reading External links Navigation menup. 21Google Bookspp. 75–77Google BooksDe thou (from University of Saint Andrews)ArchivedGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle booksGoogle Bookscc-parthenay.frL'histoire universelle (fr)Universal History (en)ArchivedAdsabs.harvard.eduPagesperso-orange.frArchive.orgChikara Sasaki. Descartes' mathematical thought p.259Google BooksGoogle BooksGoogle Bookspp. 152 and onwardGoogle BooksGoogle BooksScribd.comGoogle Books1257-7979Google BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGallica.bnf.frGoogle BooksGoogle Books"François Viète"Francois Viète: Father of Modern Algebraic NotationThe Lawyer and the GamblerAbout TarporleySite de Jean-Paul GuichardL'algèbre nouvelle"About the Harmonicon"cb120511976(data)1188044800000 0001 0913 5903n82164680ola2013766880073431702w6vt1sb70287374827140948071409480