Skip to main content

უჯარმა სექციების სია დემოგრაფია | ღირსშესანიშნაობები | საინტერესო ცნობები | ლიტერატურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ41°47′21″ ჩ. გ. 45°09′35″ ა. გ. / 41.78917° ჩ. გ. 45.15972° ა. გ. / 41.78917; 45.15972მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014რ

სტატიები დაუსაბუთებელი მტკიცებებითსაგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები


სოფელისაქართველოშისაგარეჯოს მუნიციპალიტეტშიგარე კახეთშიმდინარეივრისზღვის დონიდანმეტრისაგარეჯოდანკილომეტრითბილისიდანიორსერწო-თიანეთისერეკლე I










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები"u003Eu003Cimg alt="Khevi, Georgia — View of Gergeti Trinity Church.jpg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/100px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg" decoding="async" width="100" height="57" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/150px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/200px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg 2x" data-file-width="900" data-file-height="510" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები"u003Eეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლებისu003C/au003E კონკურსი დაიწყო! ჩაერთეთ და მოიგეთ პრიზები!u003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




უჯარმა




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






















სოფელი

უჯარმა


Village ujarma.jpg
ქვეყანა
საქართველოს დროშა საქართველო
მხარე
კახეთის მხარეკახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი
უჯარმა
კოორდინატები
41°47′21″ ჩ. გ. 45°09′35″ ა. გ. / 41.78917° ჩ. გ. 45.15972° ა. გ. / 41.78917; 45.15972
ცენტრის სიმაღლე
770 მ
მოსახლეობა
445[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა
ქართველები 99,1 %
რელიგიური შემადგენლობა
ქრისტიანები
სასაათო სარტყელი
UTC+4




უჯარმა — საქართველო
უჯარმა




უჯარმა — კახეთის მხარე
უჯარმა



უჯარმა ვიკისაწყობში

უჯარმა — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გარე კახეთში. მდებარეობს მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 770 მეტრი. საგარეჯოდან 22 კილომეტრი. უჯარმა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან აღმოსავლეთით 36 კმ.-ის დაშორებით. უჯარმას ჩრდილოეთით ესაზღვრება გომბორისა და იალნოს ქედები, დასავლეთით ქ. თბილისი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი მიუყვება მდინარე იორს. სოფელი უჯარმა წარმოადგენს ერწო-თიანეთის სამხრეთის ბუნებრივ კარს.




სექციების სია





  • 1 დემოგრაფია


  • 2 ღირსშესანიშნაობები


  • 3 საინტერესო ცნობები


  • 4 ლიტერატურა


  • 5 სქოლიო




დემოგრაფია |


2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 445 ადამიანი.














აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]457200257
2014[1]
Decrease2.svg 445
206239


ღირსშესანიშნაობები |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : უჯარმის ციხე.



უჯარმის, ანუ „ჯვარპატიოსნის“ ციხე


სოფლის ჩრდილოეთით 5 კილომეტრის დაშორებით, გზიდან მარჯვნივ მდებარე კლდოვან ქედზე დგას ციხე-ქალაქ „ჯვარპატიოსნის“ ნანგრევები. თავად პირველი ციხე და საფორტიფიკაციო ნაგებობა აშენებულია ჯერ კიდევ ძვ. წ. III საუკუნეში, მეფე საურმაგის დროს[საჭიროებს წყაროს მითითებას]. ვახტანგმა ციხეს დაუმატა წმ. რაჟდენის სახელობის მცირე ეკლესია (მთავარ სიმაგრეში); ასევე, ჩრდილოეთის მიმართულებით გააშენა ექვსკოშკიანი ოთკუთხედი ფორმის 5-7 მეტრის სიმაღლის კედლების მქონე სიმაგრე, რომლის უდიდესი ნაწილი 40 გრადუსიან დახრილ ფერდობზე მოდის. ეს ნაგებობა მთის თხემიდან ივრის პირამდე ეშვება და დღესაც კარგადაა შემონახული, ბოლო ორი კოშკის გარდა, რომელიც წყალთაქცევამ ნაწილობრივ მოშალა და დააზიანა. ციხემ ქალაქის ფუნქციების შეთავსება სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო[საჭიროებს წყაროს მითითებას]. ციხე არ მდებარეობს არამედ იგი ძევს საგურამოს ქედის (ეს ქედი მთავრდება ბაკურციხეში) ძირში, რომელიც ბუნებრივად გაწყვეტილია ივრის ხეობით. სწორედ ამ ბუნებრივი გასასვლეის ჩასაკეტად იქნა აგებული ამ ადგილას ეს სიმაგრე, გორგასლამდე ექვსი-შვიდი საუკუნით ადრე[საჭიროებს წყაროს მითითებას]. ციხეს დასავლეთიდან ესაზღვრება იალნოს მთა, ხოლო ივრის მეორე ნაპირიდან გომბორის ქედის ბუნებრივი გაგრძელებაა. ციხის მარჯვნივ „რკინის მთა“ მდებარეობს. სწორედ ამ მთის ძირში, ზამთარში, ტახებზე ნადირობისას „მოაპარინა“ ჩუხჩებს ურჩი კახთა მეფე აღსართანი დავით აღმაშენებელმა. ციხე აქტიური თავდაცვითი ჯაჭვის რგოლი იყო IX საუკუნემდე, არაბების მიერ მის დანგრევამდე[საჭიროებს წყაროს მითითებას].


ნიშანდობლივია, რომ უჯარმასთან გორგასლის მეთაურობით ქართველობამ ირანელთა (ირანის შაჰი ავდაკის, მისი შვილი ბართამის) წინააღმდეგ გამართა ის ერთადერთი ბრძოლა, რომელში მონაწილე მეომართა რაოდენობა მრავალჯერ აჭარბებს ქართველების მიერ გადახდილ ნებისმიერ ბრძოლას (დაახლოებით 800-900 000 კაცი ორივე მხრიდან), მათ შორის დიდგორსაც, ბასიანსაც და შამქორსაც[საჭიროებს წყაროს მითითებას]. მეცნიერები დღესაც ვერ არკვევნ, თუ კონკრეტულად უჯარმის შემოგარენის რა ნაწილებში განთავსდა ამდენი ხალხი. სავარაუდო ადგილად მიჩნეულია სოფლის განაპირა „ქვრივის ტყე“ და ვრცელი ველი, ე.წ. „ლამუანი“ (იგივე „ბაკი“, ანუ „ლამოვანი“), აგრეთვე ივრის განიერი, ხუთასი-რვაასი მეტრის სიგანის და დაახლოებით კილომეტრნახევარი სიგრძის ჭალა დღევანდელი უჯარმიდან ვიდრე იმ ადგილამდე, სადაც სეზონური მდინარე „ლაფიანთხევი“ უერთდება იორს და სადაც მოგვიანებით „მარიამის“, ანუ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი იქნა აშენებული. ეს ადგილი ერთადერთი ბუნებრივი გასავალი იყო ერწო თიანეთზე (დღევანდელი გზა სამხედრო დანიშნულებისაა და იგი რუსებმა გაიყვანეს XIX საუკუნეში) და მას უჯარმის ციხის განაპირა კოშკის მეციხოვნენი აკონტროლებდნენ[საჭიროებს წყაროს მითითებას]. ციხე სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა კახელ თავადებსა თუ წარჩინებულებს ეკუთვნოდათ. მათი ბოლო მფლობელები ახმეტის ბატონები, ჩოლოყაშვილები იყვნენ[საჭიროებს წყაროს მითითებას].



საინტერესო ცნობები |


საინტერესოა ორი ისტორია თუ თქმულება, რომელთაგან ერთი უკავშირდება გორგასლის სიკვდილის ვერსიას, ხოლო მეორე — ჯვარპატიოსნის საგანძურის გატანას.


უჯარმელების ზეპირსიტყვაობაში შემონახულია ვახტანგის სიკვდილის შემდეგი ვერსია: ვახტანგის მეუღლე შეფარვით ერთ-ერთ წარჩინებულ ირანელ სამხედრო მთავარს ჰყვარობდა, რომელიც ავდაკს თან ახლდა. ომის წინა დღეს მან საიდუმლო შიკრიკი გაგზავნა ირანელთა ბანაკში და შემდეგი ამბავი დაუბარა:







ვიკიციტატა

„ამაღამ ვახტანგის საყვარელ საბრძოლო ფაშატს ბლომად მარილიან წყალს დავალევინებ თავლაში. ვახტანგს ყოველი გათენების წინ თვითონ ჩაჰყავს თავისი საყვარელი ცხენი იორზე წყლის დასალევინებლად. „სატალახო“ აბჯარსაც იმას დავუდებ სასთუმალთან, მარჯვენა იღლიაში გარღვეული რომელიცაა. ცხენი დიდხანს ვერ დაიოკებს წყურვილს და ვახტანგი აღვირს უსათუოდ ამოჰკრავს. კაი მოისარი ნახეთ და მეორე ნაპირიდან ქეიბური, ან ბოძალი ესროლეთო.“



[საჭიროებს წყაროს მითითებას]


უჯარმაში ამბობენ, რომ ასეც მოხდა. დღესაც ამ ვერსიის სჯერათ და მიაჩნიათ, რომ ვახტანგი ბრძოლაში უკვე დაჭრილი გავიდა. ჯვარპატიოსნობა, როგორც სახალხო დღესასწაული და დღეობა აღინიშნება ახალი სტილით 20 მაისს.


მეორე თქმულება უკავშირდება ჯვრპატიოსნის საგანძურს. ხალხი ჰყვება, რომ XIX საუკუნის შუა წლებში ნადირობისას ერთი მონადირის (რუსი ოფიცრის) ძაღლს მელამ სოროში შეასწრო. ეს ადგილი საავტომობილო გზაზე, ჯვარპატიოსანთან არ მისული 50-60 მეტრის მანძილზეა, დღევანდელ გზის მარცხენა ბექობზე. ძაღლი არ შეეშვა და სოროს შესასვლელს ყეფით თხრა დაუწყო. მონადირეც მივიდა იმ ადგილას და ძაღლს გაქეზება დაუწყო. ცოტა ხანში ძაღლმა ჯერ ერთი ოქრო ამოაგდო მიწიდან, შემდეგ კიდევ ერთი. მონადირემ ძაღლი დააბა და თავად დაიწყო თხრა. მალე განძით სავსე სათავსოები აღმოაჩინა. რუსი დაბრუნდა მუხროვანში (სადაც დღესაც სამხედრო ნაწილია) და ეს ამბავი პრისტავს შეატყობინა. ხალხი ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა გზა ორი დღით გადაკეტეს და არვის არ ატარებდნენ, ხოლო შემდეგ მუხროვანისა თუ თბილისის მიმართულებით უჯარმაზე გაძლიერებული სამხედრო ბადრაგის თანხლებით ცხრა დახურული „პოვოზკა“ გაატარეს, რომლებიც აშკარად რაღაცით იყო დატვირთული[საჭიროებს წყაროს მითითებას].


აი ამას გადასცემენ უჯარმელები თაობიდან თაობას, თუმცა პირველი თქმულება ნაკლებად სავარაუდოდ უნდა მივიჩნიოთ, რამდენადაც IX საუკუნეში არაბმა აბულ ყასიმმა აიღო და დაანგრია ჭერემის, უჯარმისა და ბოჭორმის ციხეები, ხოლო ხალხი ივრის ხეობაში ერთიანად გაჟლიტა, ან ტყვედ წაასხა. ამდენად ამ ამბის მომყოლიც კი ცოცხალი არ უნდა დარჩენილიყო. ამ მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ დღევანდელი უჯარმა „მეორედ“ დაახლოებით ერეკლე I-ის დროს დასახლდა. ამიტომ ამ სოფელში ცხოვრობს თითქმის ყველა კუთხის ხალხი — კახელები, სვანები, იმერლები, ქართლელები (ხმალაძეები, სონიძეები, საღლიანები, მანაგაძეები, დათუნაშვილები, ცისკარიშვილები, ფეიქრიშვილები, ყარყარაშვილები, შავერდაშვილები, მაღალდაძეები) და ბუნებრივია, რომ ეს არ არის უჯარმის ისტორიული, ძირძველი მოსახლეობა[საჭიროებს წყაროს მითითებას].



ლიტერატურა |



  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 202, თბ., 1986 წელი.


სქოლიო |



  1. 1.01.1მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.


  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II




(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უჯარმა&oldid=3657175“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.456","walltime":"0.671","ppvisitednodes":"value":8337,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":111071,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":47703,"limit":2097152,"expansiondepth":"value":33,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":8,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":1378,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 583.250 1 -total"," 81.29% 474.144 1 თარგი:ინფოდაფა_დასახლება"," 76.69% 447.296 1 თარგი:ინფოდაფა"," 30.67% 178.880 167 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 17.84% 104.057 27 თარგი:Wikidata"," 13.86% 80.816 1 თარგი:Wikidata/p18"," 12.48% 72.816 1 თარგი:გამოსახულების_ფორმატირება"," 12.11% 70.634 2 თარგი:Wikidata-coords"," 11.11% 64.813 1 თარგი:Str_right"," 10.52% 61.356 1 თარგი:Str_sub_long"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.096","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":2273995,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1322","timestamp":"20190626001143","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e3u10efu10d0u10e0u10dbu10d0","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q631927","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q631927","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2008-12-02T21:20:38Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/f/fa/Village_ujarma.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":171,"wgHostname":"mw1324"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

François Viète Contents Biography Work and thought Bibliography See also Notes Further reading External links Navigation menup. 21Google Bookspp. 75–77Google BooksDe thou (from University of Saint Andrews)ArchivedGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle booksGoogle Bookscc-parthenay.frL'histoire universelle (fr)Universal History (en)ArchivedAdsabs.harvard.eduPagesperso-orange.frArchive.orgChikara Sasaki. Descartes' mathematical thought p.259Google BooksGoogle BooksGoogle Bookspp. 152 and onwardGoogle BooksGoogle BooksScribd.comGoogle Books1257-7979Google BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGallica.bnf.frGoogle BooksGoogle Books"François Viète"Francois Viète: Father of Modern Algebraic NotationThe Lawyer and the GamblerAbout TarporleySite de Jean-Paul GuichardL'algèbre nouvelle"About the Harmonicon"cb120511976(data)1188044800000 0001 0913 5903n82164680ola2013766880073431702w6vt1sb70287374827140948071409480