ახალი ამბები Accessibility links სხვა მასალები ყველაზე პოპულარული

მიმართვა ცნობითჩამოტვირთე მეტი





if (top.location === self.location) //if not inside of an IFrame
var renderGtm = "true";
if (renderGtm === "true")
(function(w,d,s,l,i)w[l]=w[l])(window,document,'script','dataLayer','GTM-WXZBPZ');



var utag_data=entity:"RFE",language:"Georgian",language_service:"RFERL Georgian",short_language_service:"GEO",property_id:"431",platform:"Responsive",platform_short:"R",runs_js:"Yes",page_title:"უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს პრემიერ-მინისტრის მოკავშირე",page_type:"article",page_name:"უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს პრემიერ-მინისტრის მოკავშირე",short_headline:"უნგრეთის პრეზიდენტად აირჩ...",long_headline:"უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს პრემიერ-მინისტრის მოკავშირე",headline:"უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს პრემიერ-მინისტრის მოკავშირე",content_type:"article",subcontent_type:"article",enviro_type:"prod",url:"https://www.radiotavisupleba.ge/a/24567903.html",domain:"www.radiotavisupleba.ge",pub_year:"2012",pub_month:"05",pub_day:"02",pub_hour:"17",pub_minute:"30",pub_weekday:"Wednesday",dateline:"",byline:"",categories:"geo-news,twitter",tags:"",slug:"",section:"ახალი ამბები",english_section:"geo-news",article_uid:"24567903";
if(typeof(TealiumTagFrom)==='function' && typeof(TealiumTagSearchKeyword)==='function')
var utag_from=TealiumTagFrom();var utag_searchKeyword=TealiumTagSearchKeyword();
if(utag_searchKeyword!=null && utag_searchKeyword!=='' && utag_data["search_keyword"]==null) utag_data["search_keyword"]=utag_searchKeyword;if(utag_from!=null && utag_from!=='') utag_data["from"]=TealiumTagFrom();
(function(a,b,c,d) a="https://tags.tiqcdn.com/utag/bbg/rferl-pangea/prod/utag.js"; b=document;c="script";d=b.createElement(c);d.src=a;d.type="text/java"+c;d.async=true; a=b.getElementsByTagName(c)[0];a.parentNode.insertBefore(d,a); )();

analytics

Accessibility links


  • მთავარ შინაარსზე დაბრუნება

  • მთავარ ნავიგაციაზე დაბრუნება

  • ძიებაზე დაბრუნება








logo-compactlogologo-printlogo-print






  • toggle search input


  • toggle main navigation





რთე/რთ-ის ყველა საიტი



















წინა



შემდეგი



Breaking News












    ახალი ამბები









    მაისი 02, 2012




    უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს პრემიერ-მინისტრის მოკავშირე







    უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს ევროპის პარლამენტის წევრი იანოშ ადერი, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ახლო მოკავშირეა. ორბანმა და ადერმა ერთად დააარსეს ამჟამად მმართველი პარტია „ფიდესი“. პრეზიდენტს, რომელიც ხუთწლიანი ვადით აირჩიეს, ძირითადად წარმომადგენლობითი ფუნქციები აქვს, თუმცა აქვს ასევე უფლება, კანონპროექტები გადასასინჯად დაუბრუნოს პარლამენტს, ან გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს. იანოშ ადერი პრეზიდენტის პოსტზე შეცვლის პალ შმიტს, რომელიც გასულ თვეში გადადგა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტმა ჩამოართვა მეცნიერებათა დოქტორის წოდება პლაგიატში ბრალდების საფუძველზე.





    Read more








    ყველა ახალი ამბავი









    ივლისი 21, 2019




    "შაბათის კურიერის" წამყვანი: არ ვიცი გადაცემა უკანასკნელია, თუ ის გაგრძელდება














    ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პოპულარული გადაცემის, "შაბათის კურიერის" წამყვანმა, ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ მაყურებელს ტრადიციული მონოლოგით მიმართა და კომპანიის მფლობელის და გენერალური დირექტორის შეცვლის ფონზე განაცხადა, რომ ეს, შესაძლოა, ამ გადაცემის უკანასკნელი გამოშვება იყოს.


    "დღეს ახალი რეალობის წინაშე ვართ. ტელევიზიას ჰყავს ახალი მფლობელი. არის ძალიან დიდი რისკი, რომ თავისუფლების ფანჯარს აქ, უბრალოდ, დაგვიხურავენ. ახლა პირდაპირ ეთერში ვარ და პირველად არ ვიცი, როდის შევძლებ თქვენთან ისევ შეხვედრას. ეს არის უკანასკნელი 'შაბათის კურიერი', ერთ-ერთი ბოლო, თუ ეს გადაცემა გაგრძელდება" - ამბობს მელაძე.


    18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის საჩივარი, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ტელეკომპანიის მფლობელად მისი დარეგისტრირების და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გათავისუფლების მიზნით.







    Read more



















    ივლისი 21, 2019




    თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“ მართლა იყო ირაკლი ოქრუაშვილის














    საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7&1“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ტელეარხი რუსთავი 2 მართლა იყო ირაკლი ოქრუაშვილის, უბრალოდ, ის ამას ვერ დაწერდა და შესაბამისად, მის ყველაზე ახლო მეგობარს, ბიზნესპარტნიორს ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ხიდაშელის თქმით, ვინაიდან თავდაცვის მინისტრი იყო, ირაკლი ოქრუაშვილს უფლება არ ჰქონდა ტელეკომპანია თავის სახელზე გადაეფორმებინა და სწორედ ამიტომ გადაუფორმა თავის მეგობარ ბიზსნესპარტნიორ ქიბარ ხალვაშს.


    „ეს არის სრული სიმართლე, აბსოლუტური სიმართლეა. მე ამას იმ დღიდან მოყოლებული ვამბობ, რა დღესაც ეს ამბავი მოხდა. ვინაიდან თავდაცვის მინისტრი იყო ირაკლი ოქრუაშვილი და შესაბამისად, კანონს არღვევდა ტელეკომპანიის თავის სახელზე გაფორმებით და იმის გამო, რომ კანონი არ დაერღვია, სხვა ადამიანზე ფორმალურად გადააფორმა შემდეგ ეს ტელევიზია და ასეთი ფრაზა მუსირებდა ხოლმე, როდესაც დავით კეზერაშვილი გახდა უკვე „რუსთავი 2“-ის მფლობელი, იქაც სხვა ადამიანების, ყარამანიშვილების გვარები ეწერა. შემდეგ დავით კეზერაშვილის იყო „რუსთავი 2“ და ვამბობდით, რომ საქართველოში თავდაცვის მინისტრობას ორი რამ მოყვებაო: ირაღის ტარების უფლება და სატაბელო იარაღივით „რუსთავი 2“-ის აქციები. ერთი თავდაცვის მინისტრიდან მეორე თავდაცვის მინისტრზე გადადიოდა ეს საკუთრება და ყველამ იცის ამ ქვეყანაში, ვისაც უცხოვრია საქართველოში ბოლო 15 წლის განმავლობაში, რომ ეს, რა თქმა უნდა, ასე იყო და ეს ტელევიზია მართლა იყო ირაკლი ოქრუაშვილის. უბრალოდ ის ამას ვერ დაწერდა და შესაბამისად, მის ყველაზე ახლო მეგობარს, ბიზნესპარტნიორს ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა“, - განაცხადა ხიდაშელმა.







    Read more



















    ივლისი 20, 2019




    ირაკლი ოქრუაშვილი: ოთარ ფარცხალაძემ ივანიშვილს უთხრა, რომ გაიჭედებოდნენ, მაგრამ ივანიშვილმა არ მოუსმინა














    საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა „შაბათის კურიერში“ განაცხადა, რომ დოკუმენტის შესახებ, რომლითაც ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე პრეტენზიას აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა მისგან გაიგო.


    ოქრუაშვილის თქმით, ამის შემდეგ ივანიშვილმა ხალვაში დაიბარა და დოკუმენტის შესახებ გამოკითხა. მისივე განცხადებით, პროცესში ჩართული იყო ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც.


    „ივანიშვილმა ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ შეიტყო მას შემდეგ, რაც ხალვაშს სასამართლოში სარჩელი შეატანინა. მან ჩემგან არაპირდაპირ გაიგო. მე ვისაუბრე ამ თემაზე ადამიანთან, რომელიც ვიცოდი, რომ ამბავს მიუტანდა. დაიბარეს ხალვაში და ჰკითხეს - ეს რა არისო. უთხრა, ეს ჩემი ხელმოწერა არ არის, ყალბიაო. მე როგორც ვიცი, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ივანიშვილს უთხრა, რომ ეს არის ხალვაშის ხელმოწერა და ამაში გაიჭედებოდნენ. ივანიშვილმა, როგორც ჩანს, არ მოუსმინა და გააგრძელეს ისე, როგორც გააგრძელეს. იყო ჩემდამი თხოვნა, მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი მათთვის ცნობილი გახდა, ხომ არ დაგვითმობ ამას, ხომ არ იტყვი ჩვენებაში, რომ მილიონ 200 ათასი, რომელიც გადაიხადე, ეს იყო ხალვაშის ფული, უბრალოდ, შენ იყავი გამტარი. ხალვაშია ნომინალური პირი და მთავაზობენ ხალვაშის ნომინალური პირი გავხდე მე“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.







    Read more



















    ივლისი 20, 2019




    ევროპაში პროტესტი გაძლიერდა ირანის მიერ ბრიტანეთის ტანკერის დაკავების გამო














    ევროპის კავშირმა 20 ივლისს ირანი დაადანაშუალა, რომ ის "დამატებითი დაძაბულობის" საფრთხეს აჩენს და ხელს უშლის მცდელობებს შერბილდეს სახიფათო დაძაბულობა სრუტეში, რომლის გზით მოძრაობს საერთაშორისო საზღვაო-სანავთობო ტრანსპორტი.


    ბრიტანეთის მთავრობის საგანგებო უსაფრთხოების კომიტეტმა 20 ივლისს დაადასტურა, რომ სურს „დაძაბულობის განმუხტვა“ მაგრამ იქვე განაცხად, რომ ბრიტანეთის დროშით მოცურავე ტანკერის დაკავება ირანის მიერ იყო უკანონო. ამის თაობაზე განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა. მისი თქმით, სრულიად მიუღებელია რაც მოხდა და სერიოზული შეკითხვები ჩნდება ბრიტანეთის ტრანსპორტის და საერთაშორისო ტრანსპორტის უსაფრთხოების გამო ჰორმუზის სრუტეში. ეს ჰანტმა განაცხადა მთავრობის საგანგებო ვითარებათა კომიტეტთან შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ პარლამენტს მიეწოდება ინფორმაცია 22 ივნისს.


    ირანის ხელისუფლებმა განაცხადეს, რომ ბრიტანეთის ტანკერი, Stena Impero დააკავეს საერთაშორისო საზღვაო კანონების დარღვევის გამო. ტანკერმა არ უპასუხა მეთევზეთა პატარა გემის სიგნალს, მასთან ავარიის შესახებ, იტყობინება სააგენტო ფარსი ჰორმოზგანის პროვინციის ნავსადგურებისა და საზღვაო მიმოსვლის ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ალაჰმორად აფიფიფურის ნათქვამზე დაყრდნობით,


    აფიფიფური დასძენს, რომ ახლა ტანკერი ირანის ბანდლარ აბასის ნავსადგურშია და ეკიპაჟის წევრები ხომალდზე დარჩებიან, "სანამ გამოძიება დასრულდება". ტანკერის მფდობელმა და ოპერატორმა, Stena Bulk and Northern Marine-მა უარყო კანონის დარღვევა.





    ტანკერის დაკავება ჰორმუზის სრუტეში მოხდა 19 ივლისს. გემი დააკავა ისლამური რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსმა. ეს გასამხედროებული ორგანიზაცია აშშ-ის მიერ ტერორისტული გაერთიანებების სიაშია შეყვანილი. გემის ეკიპაჟის 23 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან ინდოეთის, რუსეთის, ლატვიის და ფილიპინების მოქალაქეები.


    ბრიტანეთის ხელისუფლების თანახმად, იმავე დღეს სრუტეში ბრიტანეთის კიდევ ერთი ტანკერი დააკავეს, რომელიც ლიბერიის დროშით დაცურავს. თეირანი აცხადებს, რომ მეორე ხომალდი მხოლოდ გააფრთხილეს, დაიცვას ეკოლოგიური ნორმები და გაუშვეს.


    ირანის ნაპირებთან ვითარება დაიძაბა მას მერე, რაც აშშ-მა და საუდის არაბეთმა თეირანს ბრალად დასდეს ომანის და სპარსეთის ყურეებში ხომალდებზე თავდასხმა. ივლისში თეირანი დაადანაშაულეს მცდელობაში, დაეკავებინა საუდის არაბეთის ტანკერი. ირანი ბრალდებებს უარყოფს.


    19 ივლისს გიბრალტარის სასამართლომ ერთი თვით გაუგრძელა დაკავების ვადა ირანის ტანკერს, Grace-1-ს, რომელიც ბრიტანეთის საზღვაო ქვეითებმა დააკავეს ამ ქვეყნის შორეული ტერიტორიის ზღვის პირას. ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ტანკერს ნავთობი გადაჰქონდა სირიის მთავრობისთვის, რითაც არღვევდა ევროპის კავშირის სანქციებს.







    Read more



















    ივლისი 20, 2019




    მაშველებმა ომალოში დახმარება აღმოუჩინეს აშშ-ის ოთხ მოქალაქეს





    ომალო



    ომალო






    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა ომალოში აშშ-ის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს.


    ინფორმაცია ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში დაშავებული ტურისტების შესახებ მიიღო „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-მა.


    როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსი იტყობინება, დაშავებულების დასახმარებლად დაუყოვნებლივ გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.


    ოთხი დაშავებული, სამი ქალი და 1 მამაკაცი, მაშველებმა ვერტმფენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.


    დაშავებულ ტურისტ ქალს სხეულის მძიმე დაზიანებება აქვს. სამი ტურისტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


    სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






    /*<![CDATA[*/
    initInfographics(

    groups:[],
    params:[data-pangea-embed::"true"],
    isMobile:true
    );


    (function (d) d.readyState === "loading")
    window.addEventListener("load", render);
    else
    render();
    )(document);









    Read more



















    ივლისი 20, 2019




    რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ














    ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, არსებული რესურსებით ტელევიზიის თანამრომლებისთვის ხელფასის მიცემა რთული იქნება. სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ. სააგენტო ინტერპრესნიუსის თანახმად, სალია არ საუბრობს "ახლა რიცხვებზე და რაოდენობაზე. თუმცა, ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა ხელფასები მიიღონ. არსებული რესურსებით ალბათ, რთული იქნება ამის გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეიდან, ხვალიდან ვმუშაობთ ამ თემებზე, რომ ეს არ მოხდეს“, - განაცხადა სალიამ.







    Read more



















    ივლისი 20, 2019




    ბათუმში გაიმართა აქცია ლოზუნგით: „ბათუმის რივიერა ცათამბჯენების გარეშე"














    "გაწიე კედელი, ზღვა დამანახე", „ბათუმის რივიერა ცათამბჯენების გარეშე",- ამ ლოზუნგებით ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა თანახმად, ცათამბჯენების მშენებლობით ქალაქის ისტორიული იერსახე დაიკარგება. აქციის მონაწილეებმა პროექტის შესაჩერებლად ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. აქციის მონაწილეების მოითხოვნა ასეთია : „ბათუმის რივიერა შეუნარჩუნდეს ქალაქს როგორც მწვანე სივრცე, ერთადერთი მწვანე ადგილი, რომლითაც ძველი ბათუმი ზღვას უკავშირდება. ბეტონის ფარდა, რომელიც ბათუმსა და ზღვას შორის წინა და ახლანდელმა ხელისუფლებამ აღმართა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. რივიერა ერთადერთი გადარჩენილი ადგილია. რივიერა ძველი ბათუმის სანაპირო და მისი განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ჩვენ, ბათუმის მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რივიერაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას!“ - ნათქვამია საზოგადოება „ბათომის“ განცხადებაში.


    ძველი ბათუმის სანაპიროზე რივიერად წოდებული ტერიტორია კომპანია „სილქ როუდ ჯგუფს“ ეკუთვნის, რომელიც 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით. ამ პროექტს, აქტივისტების ხმაურიანი წინააღმდეგობის მიუხედავად, 16 ივლისს მხარი დაუჭირა ბათუმის საკრებულომ და კომპანიამ საქმის წარმოება დაიწყო.







    Read more



















    ივლისი 20, 2019




    თბილისში პარლამენტთან აქცია დასრულდა





    აქცია პარლამენტთან, 20 ივლისი



    აქცია პარლამენტთან, 20 ივლისი






    თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება.


    პარლამენტთან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 20 ივნისიდან იმართება.


    პარლამენტთან მიმდინარე აქციას მონაწილეები 20 ივლისს კონცერტით გაგრძელდა. „სირცხვილიას“ მონაწილეთა მოთხოვნად რჩებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა. აქციის თითოეულ მონაწილეს აღმართული ჰქონდა ფურცელი თავისი რიგითი ნომრის მიხედვით.


    აქციამდე თბილისში პოსტერები გავრცელდა. „სირცხვილიას“ პოსტერებზე გამოსახური არიან ცალ თვალზე ხელაფარებული პირები. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროტესტი არ დასრულდება, ვიდრე თანამდებობას არ დატოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.


    ორშაბათიდან საპროტესტო გამოსვლის ფორმა კვლავ შეიცვლება.


    აქციის ორგანიზატორებმა რადიო თავისულების კორესპონდენტს უთხრეს, რომ 21 ივლისთვის პარლამენტის წინ მცირე ბაზრობა გაიმართება.


    აქციის მონაწილეთა მოთხოვნებიდან მთავარი - 2020 წლის საპარლამენტო არჩენების პროპორციული სისტემით ჩატარება, შესრულდა.


    პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას" ევროპული საქართველოს" პარტიის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდნენ.


    დღის განმავლობაში პარლამენტის შენობასთან პოლიციის ძალები განთავსდენ.






    /*<![CDATA[*/
    initInfographics(

    groups:[],
    params:[data-pangea-embed::"true"],
    isMobile:true
    );


    (function (d) d.readyState === "loading")
    window.addEventListener("load", render);
    else
    render();
    )(document);









    Read more



















    ივლისი 20, 2019




    მოსკოვში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართულ გამოსვლაში














    ათი ათასზე მეტი პირი, მათ შორის ალექსეი ნავალნი და სხვა ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ 20 ივლისს მოსკოვში გამართულ აქციაში. მათი მოთხოვნა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია, იტყობინება „თეთრი ცენტრი“, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საპროტესტო გამოსვლებს უწევს მეთვალყურეობას.


    სახაროვის გამზირზე გამართული, ხელისუფლებასთან შეთანხმებული დემონსტრაციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომლებსაც უარი უთხრეს ქალაქის საბჭოს არჩევნებში რეგისტრაციაზე.


    მოსკოვის საქალაქო საბჭოს წევრობის ათეულობით ოპოზიციურმა და დამოუკიდებელმა კანდიდატმა განაცხადა ადრე, რომ მათ პოლიტიკური მოტივით არ მისცეს ნება არჩევნებში მონაწილეობისა. უმეტეს შემთხვევაში საქმე ეხება საარჩევნო კომისიის უარს, მიიღონ წამოყენებული პირის მომხრე ამომრჩეველთა ხელმოწერები.


    ერთი კვირის განმავლობაში იმართებოდა ხელისუფლების ნებართვის გარეშე საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები, არარეგისტრირებული კანდიდატების მხარდამჭერები, პოლიციამ განდევნა. მოსკოვის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ არჩევნებზე უკანონო ზეწოლა ხდება. კრემლმა განაცხადა, რომ არ ჩაერევა ვითარებაში.


    მოსკოვის დუმის არჩევნები 8 სექტემბერს გაიმართება. აირჩევენ 45 დეპუტატს ერთმანდატიანი ოლქებიდან. არასაპარლამენტო პარტიებიდან კანდიდატების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის საჭირო იყო 4500 იმ ამომრჩეველის ხელმოწერა, რომლებიც შესაბამის ოლქში არიან რეგისტრირებული. თავისი კანდიდატები არ წარუდგენია სავარაუდოდ, პარტიის დაბალი რეიტინგის გამო, „ედინაია როსიას“. მისმა ყველა კანდიდატმა თვითონ წამოაყენა თავისი კანდიდატურა.


    მათ შორის, ვისაც რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, არიან მოსკოველი დეპუტატები, ილია იაშინი და იულოია გალიამინა, ასევე კოპუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლები ლიუბოვ სობოლი და ივან ჟდანოვი, პოლიტიკოსები დმიტრი გუდკოვი და სერგეი მიტროხინი.







    Read more



















    ივლისი 20, 2019




    ნატა ძველიშვილი: საზოგადოებრივ საბჭოში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება არ მიმიღია














    ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი ლეგიტიმურს უწოდებს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთა სურვილს, შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო. თუმცა, საბჭოში მონაწილების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.


    „აბსოლუტურად ლეგიტირუმია ის ინიციატივა და სურვილი ჟურნალიტებისა, რომ რაღაც მექანიზმი შექმნან, რაც მათ სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მათ დაინახეს ეს გზა, რომ გარკვეული ბარიერი შექმნან იმისათვის, რომ არ შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და სარედაციო დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი“,- ეუბნება ნატა ძველიშვილი რადიო თავისუფლებას.


    რაც შეეხება ნატა ძველიშვილის მონაწილოებას ამ საბჭოში, ის აცხადებს, რომ ამ თემაზე ჯერჯერობით პასუხი არ აქვს, ვინაიდან ეს იმაზეცაა დამოკიდებული დათანხმდება თუ არა ამ საბჭოს შემქნის გადაწყვეტილებას ახალი გენერალური დირექტორი.


    „ამასთან რამდენად იქნება ეს ქმედითი მექანიზმი, რა ფუნქციები და ლეგიტიმაცია ექნება. ჯერჯერობით ეს არის იდეა, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილება არ მიიღია. ამ ბორდში რომ ვიყო წარმოდგენილი თანხმობა უნდა მომცეს ქარტიის საბჭომ, ეს საკითხი საბჭოსთან არ დასმულა და არ განხილულა ვინაიდან დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს გარდა იმისა, რაც საზოგაოდბებას პირდაპირ ეთერში მოისმინა“, - აცხადებს ნატა ძველიშვილი.


    "რუსთავის 2"-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივი მიმართვა 19 ივლისს გაავრცელეს. მიმართვის თანახმად სარედაციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ გარანტად ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს დაკომპლექტება მიაჩნიათ, რომელიშიც მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ.


    ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განმარტებით, საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის თაობაზე გადაწყვეტილებას, ჟურნალისტებთან შეჯერებული პოზიციის შემდეგ გააცნობს საზოგადოებას.








    Read more



















    ივლისი 20, 2019




    მოსკოვში დემონსტრანტები მხარდაჭერას უცხადებენ ქალაქის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, რომლებიც არ დაუშვეს კენჭისყრაზე














    მოსკოვის ცენტრში, სახაროვის გამზირზე 20 ივლისს იმართება ხელისუფლებასთან შეთანხმებული დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები მხარს უჭერენ დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომლებსაც უარი უთხრეს ქალაქის საბჭოს არჩევნებში რეგისტრაციაზე.


    მოსკოვის საქალაქო საბჭოს ათეულობით ოპოზიციურმა და დამოუკიდებელმა კანდიდატმა განაცხადა ადრე, რომ მათ პოლიტიკური მიზეზებით არ მისცეს ნება არჩევნებში მონაწილეობისა. უმეტეს შემთხვევაში საქმე ეხება საარჩევნო კომისიის უარს, მიიღონ წამოყენებული პირის მომხრე ამომრჩეველთა ხელმოწერები.


    ერთი კვირის განმავლობაში იმართებოდა ხელისუფლების ნებართვის გარეშე საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები, არარეგისტრირებული კანდიდატების მხარდამჭერები, პოლიციამ განდევნა. მოსკოვის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ არჩევნებზე უკანონო ზეწოლა ხდება. კრემლმა განაცხადა, რომ არ ჩაერევა ვითარებაში.


    მოსკოვის დუმის არჩევნები 8 სექტემბერს გაიმართება. აირჩევენ 45 დეპუტატს ერთმანდატიანი ოლქებიდან. არასაპარლამენტო პარტიებიდან კანდიდატების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის საჭირო იყო რამდენიმე ათასი იმ ამომრჩეველის ხელმოწერა, რომლებიც შესაბამის ოლქში არიან რეგისტრირებული. თავისი კანდიდატები არ წარუდგენია სავარაუდოდ, პარტიის დაბალი რეიტინგის გამო, „ედინაია როსიას“. მისმა ყველა კანდიდატმა თვითონ წამოაყენა თავისი კანდიდატურა.


    მათ შორის, ვისაც რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, არიან მოსკოველი დეპუტატები, ილია იაშინი და იულოია გალიამინა, ასევე კოპუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლები ლიუბოვ სობოლი და ივან ჟდანოვი, პოლიტიკოსები დმიტრი გუდკოვი და სერგეი მიტროხინი.







    Read more



















    ივლისი 20, 2019




    ზუგდიდში ლგბტქ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები გროვდება














    ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში საინიციატივო ჯგუფმა "ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის", ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პარალელურად, ტაძრის ეზოში „ერთიანობის სუფრა“ გაიშალა.


    საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის პარალელურად, ისინი ითხოვენ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანას - კერძოდ, რომ ამოიღონ ტერმინები: "გენდერული იდენტობა" და "სექსუალური ორიენტაცია".


    მისივე ინფორმაციით, უკვე მესამე დღეა, რაც ხელმოწერებს აგროვებენ და, დაახლოებით, 20 ათასამდე აქვთ. მანვე განმარტა, რომ ტრაპეზი მოქალაქეების მიერ შეგროვებული თანხითა და ბიზნესმენ გიორგი ბერიშვილის ფინანსური დახმარებით ჩაატარეს.


    შეკრებილებს მოგვიანებით შეუერთდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე. მან აღნიშნა, რომ იზიარებს საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას, რომელსაც ხელი თბილისში უკვე მოაწერა.


    ბიზნესმენის გამოჩენას ტაძრის ეზოში მყოფები ოვაციითა და ტაშით შეხვდნენ.


    შეკრებილების თქმით, ეს არის "ერთიანობის სუფრა", რომლის დაწყებამდე "ერთიანობის ლოცვა" აღავლინეს.


    ცნობისთვის: ლგბტ თემის მოწინააღმდეგე გურამ ფალავანდიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი ჟურნალისტებს 17 ივლისს გააცნო.







    Read more



















    ივლისი 20, 2019




    სააკაშვილმა უარი თქვა უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე














    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა უკრაინის ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობაზე და მოუწოდა თავის მომხრეებს, ხმა მისცენ პრეზიდენტ ვლადიმრ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურს“. სააკაშვილმა ამ ცნობის შემცველი ვიდეო მიმართვა გაავრცელა ფეისბუკის საშუალებით.


    სააკაშვილის თქმით, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია დიდხანს ეუბნებოდა მის პარტიას, „ახალი ძალებს მოძრაობას“, უარს რეგისტრაციაზე. ბევრმა პოტენციურმა ამომრჩეველმა ამიტომ არ იცოდა მისი მონაწილეობის შესახებ არჩევნებში. პოლიტიკოსის მოლოდინით, პარტიამ შეიძლება ვერ გადალახოს ხუთ პროცენტიანი ბარერი და ეს ხელს შეუშლის პარტიის პროგრამის განხორცილებას.


    „ვიკვეთებით „ხალხის მოსამსახურის“ ელექტორატთან. ჩვენი პროგრამები ერთობ მსგავსია, ჩვენ არ ვაკრიტიკებთ პრეზიდენტის პარტიას, ვფიქრობ, რომ მათ შანსი უნდა მივცეთ. ამიტომ, თუ ვერ გადავლახეთ ხუთ პროცენტიანი ბარიერი, პროცენტები, რომლებსაც მივიღებთ, „ხალხის მსახურისთვის“ წართმეული პროცენტები იქნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.






    /*<![CDATA[*/
    initInfographics(

    groups:[],
    params:[],
    isMobile:true
    );


    (function (d) d.readyState === "loading")
    window.addEventListener("load", render);
    else
    render();
    )(document);



    უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმრ ზელენსკიმ პარლამენტის - ვერხოვნა რადას - დაშლის შესახებ განაცხადა თანამდებობაზე მოსვლის ცერემონიაზე. მისი განცხადება წარუმატებლად იქნა გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამაორთლოში.


    უკრაინაში ვადამდელი არჩევნები კვირას, 21 ივლისს იმართება. ჯგუფ " "რეიტინგის" გამოკითხვებით, რომლებიც 18 ივლისს გამოქვეყნდა, ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავს ხუთი პარტია და შანსი აქვს - ორს. ხმების ნახევარზე მეტზე პრეტიენზიას აცხადებს „ხალხის მსახური“. სააკავშილის პარტიას, „ახალი ძალების მოძრაობას", ამ გამოკითხვით, ხმების 0,6 პროცენტს უწინასწარმეტყველებდნენ.







    Read more



















    ივლისი 20, 2019




    ბათუმელები ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას საპროტესტო აქციაზე გააპროტესტებენ





    „რივიერის“ პროექტი



    „რივიერის“ პროექტი






    პროექტ „რივიერის“ წინააღმდეგ დღეს, 19:00 საათზე, საპროტესტო აქციაა დაგეგმილი ბათუმში. საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ძველი ბულვარისა“ და „საზოგადოება ბათომის“ წევრები ზღვის სანაპიროზე, ისტორიული დაცვის ზონაში ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას აპროტესტებენ. ძველი ბათუმის სანაპიროზე რივიერად წოდებული ტერიტორია კომპანია „სილქ როუდ ჯგუფს“ ეკუთვნის, რომელიც 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით. ამ პროექტს, აქტივისტების ხმაურიანი წინააღმდეგობის მიუხედავად, 16 ივლისს მხარი დაუჭირა ბათუმის საკრებულომ და კომპანიამ საქმის წარმოება დაიწყო. ძველი ბათუმის დამცველები ამბობენ, რომ მოქალაქეების მოთხოვნა შენარჩუნებოდა ქალაქს ერთადერთი ღია მწვანე სივრცე ზღვის სანაპიროზე ბათუმის თვითმმართველობამ არ გაითვალისწინა. ასევე არ გაითვალისწინა არც სპეციალისტების გაფრთხილება, რომ იქმნება ეკოლოგიური საფრთხე, და არც მოთხოვნა ბათუმის ისტორიული უბნების დამცავი ზონის შესახებ, სადაც რივიერაც შედის. ამიტომ საპროტესტო აქციაზე მათი მოითხოვნა იქნება : „ბათუმის რივიერა შეუნარჩუნდეს ქალაქს როგორც მწვანე სივრცე, ერთადერთი მწვანე ადგილი, რომლითაც ძველი ბათუმი ზღვას უკავშირდება. ბეტონის ფარდა, რომელიც ბათუმსა და ზღვას შორის წინა და ახლანდელმა ხელისუფლებამ აღმართა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. რივიერა ერთადერთი გადარჩენილი ადგილია. რივიერა ძველი ბათუმის სანაპირო და მისი განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ჩვენ, ბათუმის მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რივიერაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას!“ - ნათქვამია საზოგადოება „ბათომის“ განცხადებაში.







    Read more



















    ივლისი 20, 2019




    თბილისის ქუჩებში საპროტესტო პოსტერები გამოჩნდა














    ანტისაოკუპაციო აქციის „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა თბილისის ქუჩებში პოსტერები გააკრეს. პოსტერებზე ცალ თვალზეხელაფარებული ადამიანების ფოტოებია გამოსახული.









    „უკვე ერთი თვეა ცალი თვალით გიყურებ და მეორეს აღარასოდეს დავხუჭავ“,- ესაა პოსტერების მთავარი გზავნილი.


    დღეს ერთი თვე შესრულდა თბილისში 20 ივნისის პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის დაშლიდან.









    20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო.


    რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მაშ შორის - 80 პოლიციელი. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. აქციის მონაწილეები შედეგებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სწორედ შს მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებენ.


    რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია საღამოს 7 საათზე განახლდება.







    Read more



















    ივლისი 20, 2019




    შვედეთის ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ ავღანეთში კვლავ გაახსნა ჯანმრთელობის ცენტრები





    „შვედეთის კომიტეტის ავღანეთისთვის“ პროგრამის დირექტორი, ხალიდ ფაჰიმი



    „შვედეთის კომიტეტის ავღანეთისთვის“ პროგრამის დირექტორი, ხალიდ ფაჰიმი






    ავღანეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შვედეთის ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ კვლავ გახსნა ათეულობით ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი ავღანეთში, რომლებსაც ის ამუშავებს ამ ქვეყანაში.


    „შვედეთის კომიტეტმა ავღანეთისთვის“, რომელიც ავღანეთში მოქმედებს უკვე ათწლეულებია, 17 ივლისს განაცხადა, რომ დახურა ყველა 42 ჯანდაცვის ობიექტი მაიდან ვარდაკის პროვინციაში თალიბანის მუქარის შემდეგ.


    საბედნიეროდ, ყველა დახურული ობიექტი კვლავ ამოქმედდა და მუშაობს, გაავრცელა ტვიტერით ცნობა 19 ივლისს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ვაჰიდულა მაიარმა.


    ორგანიზაციის პროგრამის დირექტორმა, ხალიდ ფაჰიმმა განუცხადა რადიო თავისუფლებას, რომ თალიბანი დაუკავშირდა მათ და უთხრა, რომ შეუძლიათ ჯანდაცვის ცენტრების კვლავ ამოქმედება.


    მაიდან ვალდაკის პროვინციის დიდ ნაწილს თალიბანი აკონტროლებს. მოჰამად ნადირ ნადირიმ, ორგანიზაციის უდიდესი კლინიკის უფროსმა, განაცხადა, რომ ობიექტების დახურვა საჭირო გახდა, რადგან თალიბები მათ თანამშრომლებს ემუქრებოდნენ. პროვინცია ქაბულის დასავლეთით მდებარეობს.







    Read more



















    ივლისი 20, 2019




    ირაკლი ოქრუაშვილი: „რუსთავი 2“ არის ჩემი. წილის 80%-ს ჟურნალისტებს გადავცემ














    „რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ჩემი... „რუსთავი 2“ მეკუთვნოდა მაშინაც და ხვალაც იქნება ჩემი, - უთხრა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.


    მისი სიტყვებით, დღეს ის „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს შეხვდება და კუთვნილ 80%-ს მათ უსასყიდლოდ გადასცემს.


    „მთავარი არის ერთი რამ, ივანიშვილს სულ ტყუილად მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის ჩალით დახურული, ის „რუსთავი 2“-ის წაღებით თავის მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებს და მით უმეტეს, „რუსთავი 2“-ს სრულყოფილად ვერ წაიღებს. მე ვაპირებ შევხვდე ათამდე ჟურნალისტს და ჩემი მოთხოვნის, იმ კანონიერი მოთხოვნის, რომელიც სასამართლოში წარვადგინე, 80% პირობითად, ციფრებში გამოხატული, გადავცე მათ უსასყიდლოდ, იმისთვის, რომ მათ გააგრძელონ დავა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.


    „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ოქრუაშვილის ხელთ არსებული დოკუმენტი არის გაყალბებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.


    „ამ დოკუმენტის თანახმად, მესამე წელია უკვე საქალაქო სასამართლოში ვდაობ ფინანსურ ნაწილზე, რაც ვალი აქვს ჩემი და არ აბრუნებს. ამ დოკუმენტის ეჭვის საკითხი უკვე დადგა სასამართლოში 3 წლის განმავლობაში დავის შედეგად, 8 თვეა, ხალვაში არ ცხადდება ექსპერტიზაში ხელმოწერის ნიმუშის დასადგენად, არ ცხადდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს ხელმოწერა ეკუთვნის მას და ამ ამბავს ვერ გაექცევა, რაც არ უნდა მოიგონოს. სამხარაულის ექსპერტიზაში სასამართლომ 8 თვის წინ გააგზავნა დოკუმენტი, ხალვაშის გამოუცხადებლობის გამო ექსპერტიზა ვერ შედგა, ჩემგან რას ელოდებით, 3 ექსპერტიზის დასკვნა მაქვს მიტანილი დამატებით. მათ მოითხოვეს ექსპერტიზა, მივუტანე ორიგინალი, გააგზავნეს სამხარაულის ბიუროში, არ მიდის ხალვაში 8 თვეა.


    ამ დოკუმენტის მიხედვით, არსებობს ორი საკითხი, ერთი არის ფინანსური დავა, მას აქვს ჩემი ვალი და უნდა დააბრუნოს. მეორე არის, „რუსთავი 2“-ის საკითხი. ფინანსურ დავაზე ხანდაზმულობის ვადა დამდგარი მქონდა, იძულებული ვიყავი მაშინ, 2016 წელს შემეტანა. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ამის უფლება არ მქონდა, ვიდრე ის არ გახდებოდა კანონიერი მესაკუთრე. კანონიერი მესაკუთრე ის გახდა გუშინწინ, ამის შედეგად დავიწყე დავა“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.


    ის ასევე გამოეხმაურა პაატა სალიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოქრუაშვილმა უნდა დაასაბუთოს, თუ საიდან იშოვა მან მინისტრობის დროს მილიონები.


    „პასუხს გავცემ, როცა გახდება პროკურორი, ან საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი. თავის კლიენტს უთხრას მივიდეს სამხარაულის ბიუროში და დატოვოს ხელმოწერის ნიმუშები, რომ ექსპერტიზა დასრულდეს“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.


    ჟურნალისტის კითხვაზე, იქნებ საზოგადოებისთვის ეთქვა, თუ საიდან ჰქონდა მას ის თანხა, რომელიც ქიბარ ხალვაშს ასესხა, ოქრუაშვილმა ასე უპასუხა: „ბებიათქვენმა დამიტოვა“.








    Read more



















    ივლისი 20, 2019




    დავით დვალი პროკურატურას: დაკითხავთ ირაკლი ოქრუაშვილს?














    „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი პროკურატურას მიმართავს, დაკითხონ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ამის შესახებ ის ფეიბუკის პირად გვერდზე წერს.


    დავით დვალის სიტყვებით, ოქრუაშვილი ამბობს, რომ მან, სახელმწიფო მოხელემ, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ხელში ჩაიგდო ტელევიზია. „მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ წაგვართვა „რუსთავი 2“, - მიმართავს დავით დვალი პროკურატურას.






    /*<![CDATA[*/
    initInfographics(

    groups:[],
    params:["Name":"src","Value":"src::https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fdvali%2Fposts%2F10220185603730859u0026width=500],
    isMobile:true
    );


    (function (d)
    var userInput = Infographics.Param["src"],
    thisSnippet = (d.getElementsByClassName ? d.getElementsByClassName("facebookSnippet") : d.querySelectorAll(".facebookSnippet"))[0],
    render = function () ;
    thisSnippet.className = "facebookSnippetProcessed";
    if (d.readyState === "uninitialized" )(document);



    ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა და დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელევიზიის 60 -პროცენტიანი წილის დასაბრუნებლად პროკურატურაში საჩივარი 2012 წლის 8 დეკემბერში შეიტანეს. პროკურატურა საქმეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (სსკ 333 მუხლი) იძიებს თუმცა ამ დრომდე არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი რა დამდგარა.


    პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოსგან ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის წილების დაყადაღებას ითხოვს, ამ მოთხოვნით სასამართლოში განცხადება მისმა ადვოკატმა 19 ივლისს შეიტანა.საქართველოში გამთენისას დაბრუნებული ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია მას ეკუთვნის. შეთანხმება, ფრომელიც მას და ქიბარ ხალვაშს შორის, ბერლინში 2010 წლის 4 თებერვალს გაფორმდა და ადასტურებს იმას, რომ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2 „ - ის მესაკუთრე არასოდეს ყოფილა.


    ქიბარ ხალვაშის შეფასება, რომ დოკუმენტი ყალბია, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისმა ადვოკატმა პაატა სალიამ.მისი თქმით, დოკუმენტის სიყალბეს ექსპერტიზა დაადასტურებს. საპასუხოდ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი განმარტავს, რომ დოკუმენტის ნამდვილობას ადასტურებს 3 ექსპერტიზა, მათ შორის პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზა. მისივე თქმით, დანიშნულია მეოთხე, დამატებითი ექსპერტიზა ლევან ​სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროშიც, თუმცა ქიბარ ხალვაშს დრო ხელოვნურად გაჰყავს და ხელმოწერის შესადარებელი ნიმუშის წარსადგენად ექსპერტიზის ბიუროში არ ცხადდება.








    Read more



















    ივლისი 20, 2019




    ნიკა გვარამია: „რუსთავი 2“-დან მე გავედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს














    ტელეკომპანიa „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მან კომპანიაში 7-წლიანი მუშაობის განმავლობაში თავისი მისია შეასრულა და „რუსთავი 2“-დან გამარჯვებული გამოვიდა. მაგრამ აქვე შენიშნავს, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის გამოცხადებით ქვეყანა დამარცხდა, რაც მის გამარჯვებას აუფასურებს.


    „მე „რუსთავი 2“- დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე.


    მე „რუსთავი 2“- დან გავედი გამარჯვებული. რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა - ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისულფების სუნი. და ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი - რუსული გავლენა“.


    ნიკა გვარამიას თანახმად, ტელეკომპანია ხელისუფლების პრორუსულ განწყობებს ამხდელდა და ამ არხის ერთ-ერთ მთავარ მნიშვნელობას სწორედ ამაში ხედავს და ირონიას უწოდებს, რომ ვისი ღირებულებების დასამკვიდრებლადაც იბრძოდა, სწორედ მისი ხელით დაიხურა არხი, ნიკა გვარამიას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებასაც აპირებს, თუმცა მოგვიანებით.


    „დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს. სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ. ირონიაა, მაგრამ ძალიან მწარე. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და აუცილებად შევაფასებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად. არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო. კონსპირაციები განზე დავტოვოთ, საგნობრივი კრიტიკა კი ნამდვილად საჭიროა. მივუბრუნდეთ თემას“.


    ნიკა გვარამია წუხს, რომ ტელეკომპანიიდან მისი გამარჯვებით წასვლა, ამ შემთხვევაში ქვეყნის მარცხის ტოლფასია, ვინაიდან დამარცხდა „პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული „რუსთავი 2“ და ის გახდა რუსული.


    „მე „რუსთავი 2“-დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა უბრალოდ რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქართულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა.


    მე „რუსთავი 2“-დან გავედი გამარჯვებული. თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში.


    მე „რუსთავი 2“-დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2.


    მე "რუსთავი 2"- დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა თავად "რუსთავი 2". დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ.


    მე „რუსთავი 2“- დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი „რუსთავი 2“, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და ალბათ ბოლო ბასტიონი. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი - „რუსთავი 2“. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო ჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს.


    მე „რუსთავი 2“- დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა „რუსთავი 2“, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში.


    „რუსთავი 2“-დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო.


    „რუსთავი 2:-დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს“- წერს ნიკა გვარამია ფეისბუკის პირად გვერდზე.








    Read more



















    ივლისი 20, 2019




    საუდის არაბეთის მეფემ თანხმობა განაცხადა, მიიღოს მისმა ქვეყანამ აშშ-ის ჯარები ირანთან დაძაბულობის ფონზე





    აშშ-ის გენერალი კენეტ მაკკენზი და საუდის არაბეთის გენერალი, პრინცი ვაფდ ბინ ტურკი პრესკონფერენციაზე ერ-რიადში, 18ივლისს



    აშშ-ის გენერალი კენეტ მაკკენზი და საუდის არაბეთის გენერალი, პრინცი ვაფდ ბინ ტურკი პრესკონფერენციაზე ერ-რიადში, 18ივლისს






    საუდის არაბეთის მეფემ, სალმანმა თანხმობა განაცხადა, მიიღოს თავის ქვეყანაში აშშ-ის ჯარი. ეს პირველი ასეთი შემთხვევაა ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ 2003 წელს. ახლა ორ მოკავშირეს შორის თანამშრომლობა ძლიერდება ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე.


    „საუდის არაბეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე და მათ მცდელობაზე დაყრდნობით, გააკეთონ ყველაფერი, რათა დაიცვან უსაფრთხოება და სტაბილურობა რეგიონში, მეფე სალმანმა დაადასტურა, მიიღოს აშშ-ის ჯარი“ , - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სააგენტო SPA-სთან საუბარში 19 ივლისს.


    საუდის არაბეთმა მხოლოდ მცირე დეტალი გაავრცელა ამის თაობაზე. აშშ-ის თავდაცვის უწყების თანახმად, გარკვეული რაოდენობის ჯარი და „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები უკვე ჩავიდა პრინც სულთანის სამხედრო ბაზაზე, რომელიც რიადის სამხრეთში მდებარეობს, და სადაც აშშ-ის ჯარი იყო ადრე განთავსებული. უკვე ჩასული ჯარისკაცები ამზადებენ ბაზას ზაფხულში იქ თვითმფრინავების და დამატებითი ჯარის ჩასვლისთვის, განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.


    აშშ-ს არაერთი სამხედრო ბაზა აქვს რეგიონში და მისი ჯარები განთავსებულია არაბი მოკავშირეების ტერიტორიებზე ყატარში, ბაჰრეინში და გაერთიანებულ საამიროებში. სუნიტ მუსლიმანთა სამეფო, საუდის არაბეთი აშშ-ის ახლო მოკავშირე და შიიტური მმართველობის ქვეშ მყოფი ირანის დაუძინებელი მტერია. ვაშინგტონი საუდის არაბეთს მიიჩნევს რეგიონში ირანის გავლენის გამაწონასწორებელ ძალად.







    Read more



















    ივლისი 20, 2019




    ირანის ხელისუფლება ბრიტანეთის ტანკერის დაკავების მიზეზს აცხადებს, ბრიტანეთი დიპლომატიურ გზებს ეძებს














    ირანის ხელისუფლებმა განაცხადეს, რომ ბრიტანეთის ტანკერი, Stena Impero დააკავეს საერთაშორისო საზღვაო კანონების დარღვევის გამო. ტანკერმა არ უპასუხა მეთევზეთა პატარა გემის სიგნალს, მასთან ავარიის შესახებ, იტყობინება სააგენტო ფარსი ჰორმოზგანის პროვინციის ნავსადგურებისა და საზღვაო მიმოსვლის ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ალაჰმორად აფიფიფურის ნათქვამზე დაყრდნობით,


    აფიფიფური დასძენს, რომ ახლა ტანკერი ირანის ბანდლარ აბასის ნავსადგურშია და ეკიპაჟის წევრები ხომალდზე დარჩებიან, "სანამ გამოძიება დასრულდება". ტანკერის მფდობელმა და ოპერატორმა, Stena Bulk and Northern Marine-მა უარყო კანოლნის დარღვევა.


    ირანის მიერ დაკავებული ტანკერის გამო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ ირანს სერიოზული სირთულეები შეექმნება, თუ ტანკერს არ გაუშვებს. მისი თქმით, ლონდონი ძალის გამოყენებას არ აპირებს და ცდილობს პრობლემა მოაგვაროს დიპლომატიური გზით.


    ტანკერის დაკავება ჰორმუზის სრუტეში მოხდა 19 ივლისს. გემი დააკავა ისლამური რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსმა. ეს გასამხედროებული ორგანიზაცია აშშ-ის მიერ ტერორისტული გაერთიანებების სიაშია შეყვანილი. გემის ეკიპაჟის 23 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან ინდოეთის, რუსეთის, ლატვიის და ფილიპინების მოქალაქეები.


    ბრიტანეთის ხელისუფლების თანახმად, იმავე დღეს სრუტეში ბრიტანეთის კიდევ ერთი ტანკერი დააკავეს, რომელიც ლიბერიის დროშით დაცურავს. თეირანი აცხადებს, რომ მეორე ხომალდი მხოლოდ გააფრთხილეს, დაიცვას ეკოლოგიური ნორმები და გაუშვეს.


    ირანის ნაპირებთან ვითარება დაიძაბა მას მერე, რაც აშშ-მა და საუდის არაბეთმა თეირანს ბრალად დასდეს ომანის და სპარსეთის ყურეებში ხომალდებზე თავდასხმა. ივლისში თეირანი დაადანაშაულეს მცდელობაში, დაეკავებინა საუდის არაბეთის ტანკერი. ირანი ბრალდებებს უარყოფს.


    19 ივლისს გიბრალტარის სასამართლომ ერთი თვით გაუგრძელა დაკავების ვადა ირანის ტანკერს, Grace-1-ს, რომელიც ბრიტანეთის საზღვაო ქვეითებმა დააკავეს ამ ქვეყნის შორეული ტერიტორიის ზღვის პირას. ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ტანკერს ნავთობი გადაჰქონდა სირიის მთავრობისთვის, რითაც არღვევდა ევროპის კავშირის სანქციებს.








    Read more



















    ივლისი 20, 2019




    ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პაციენტს თბილისში სიცოცხლე შეუნარჩუნეს














    ახალგორის რაიონში, ქართველმა და ოსმა ექიმებმა შეთანხმებული თანამშრომლობის შედეგად ადგილობრივი მცხოვრების სიცოცხლე გადაარჩინეს.


    როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი იტყობინება, ახლა ადგილზე ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ ასეთი ოპერატიულობა ნორმად იქცევა და კრიტიკული პაციენტები აღარ დაიღუპებიან საოკუპაციო გამყოფ ხაზზე ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამო.


    45 წლის ალბერტ კოდალაევს ახალგორის რაიონულ საავადმყოფოში პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომაროების გათვალისწინებით მისი თბილისში გადაყვანა გადაწყდა.


    გაირკვა, რომ პაცინეტს არც საშვი ჰქონდა და არც ქართული პასპორტი. მას მხოლოდ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტი ჰქონდა, რომელიც მისმა მეზობლებმა კოდალაევის სახლში ვერ იპოვეს. პრობლემა მოგვარდა.დე ფაქტო ხელისუფლებისა და ქართული მხარის შეთანხმების საფუძველზე. მათ პაციენტის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ნებართვა გასცეს.


    ახალგორის საავადმყოფოს ექიმ-ნევროპათოლოგი ჯემალ ბედოევი ამბობს:


    „ამ ამბის ყველა მონაწილემ კარგად იმუშავა. მას არ ჰქონდა ქართული საბუთები, მაგრამ ის მაინც მიიღეს. ახლა მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, რომ დაბრუნდება რეაბილიტაციის კურსს ჩავუტარებთ.“


    სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის თქმით, დიდი ხანია არ უნახავს ასეთი შეთანხმებული მუშაობა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.


    „ოთხი წლის წინ, ასეთივე გარემოებებში გარდაიცვალა ამ ბიჭის მამა. ის საზღვარზე გაატარეს, მაგრამ დაგვიანებით. დიდხანს იღებდნენ გადაწყვეტილებას. როგორც მაშინ თბილისელმა ექიმებმა თქვეს, ის ძალიან გვიან მიიყვანეს და მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო. მესაზღვრეები არ აჭიანურებენ პროცესს და უარს არ ამბობენ, ყველაფერი იწელება რაიონის ხელმძღვანელობის დონეზე.“


    თამარ მეარაყიშვილი იმედოვნებს, რომ ეს შემთხვევა წესად იქცევა და ადამიანები აღარ დაიტანჯებიან ჩინოვნიკების მოუქნელობის გამო.







    Read more



















    ივლისი 20, 2019




    სეპარატისტმა სნაიპერებმა ორი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს აღმოსავლეთ უკრაინაში














    უკრაინის არმიის გაერთიანებული სარდლობის ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ორი ჯარისკაცი მოწინააღმდეგის მხრიდან, სნაიპიერის ცეცხლის ქვეშ მოყვა იმ დროს, როდესაც სანგრებს თხრიდნენ.



    ერთი ჯარისკაცი მიღებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეორე სამხედრო, რომელსაც ტყვია გვერდში და ხელში მოხვდა, ადგილზე დაიღუპა.








    Read more



















    ივლისი 20, 2019




    პაატა სალია აცხადებს, რომ "რუსთავი 2" მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია





    პაატა სალია



    პაატა სალია






    ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობის მხრივ შექმნილმა მდგომარეობამ მოლოდინს მეტად გადააჭარბა.


    „ამ მიმართულებით, ანუ ვგულისხმობ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, არის ძალიან ცუდი მდგომარეობა და ჩვენ ვმუშაობთ, ახლა ვფიქრობთ იმ გზებზე, ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ის, რაც დაგვხვდა, არის ძალიან ცუდი“ , - განაცხადა პაატა სალიამ.


    კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ დღეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ანაზღაურების ნაწილში ამ და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება გარკვეული პრობლემები და ქიბარ ხალვაშს არ გააჩნია რაიმე ფინანსური რესურსი, რათა მისი პირადი ხარჯებით უზრუნველყოს ანაზღაურება შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, პაატა სალიამ განმარტა, რომ ამ ფორმით მას განცხადება არ გაუკეთებია.







    Read more



















    ივლისი 19, 2019




    ირანი აცხადებს, რომ „კონფისკაცია“ გაუკეთა ბრიტანეთის ტანკერს





    სტენა იმპერო



    სტენა იმპერო






    ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი აცხადებს, რომ „კონფისკაცია გაუკეთა“ ბრიტანეთის ტანკერს, „სტენა იმპეროს“, ჰორმუზის სრუტეში, სადაც, ირანის თანახმად, „დარღვეული იქნა საერთაშორისო ნაოსნობის წესები.“


    ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით.



    "სი-ენ-ენის"თანახმად, ბრიტანეთის ხელისუფლება „საგანგებო რეჟიმში" ცდილობს მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია ამ ინცინდენტის შესახებ.


    ამ ინცინდენტის ფონია აშშ-ისა და ირანის ხელისუფლების საჯარო დაპირისპირება იმის თაობაზე, მართლა ჩამოაგდო თუ არა 18 ივლისს, ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა ირანული უპილოტო თვითმფრინავი იმავე ჰორმუზის სრუტეში.







    Read more

















    ჩამოტვირთე მეტი








    სხვა მასალები








    • Georgia -- Monitor caverGeorgia -- Monitor caver




      თავისუფლების მონიტორი


      მცდარი დიაგნოზის ფასი











    • Georgia -- Zurab Todia, lawyer, undatedGeorgia -- Zurab Todia, lawyer, undated




      ვიდეო


      იულია სუსლიაკის ადვოკატი: ორშაბათს სკანდალურ კადრებს გავასაჯაროებ











    • ბაქობაქო



      სპორტი


      სპორტული კვირა














    • რას ვუყუროთ?


      ელდორადო - 2030











    • ასტრონავტი ბაზ ოლდრინი მთვარეზე.ასტრონავტი ბაზ ოლდრინი მთვარეზე.



      პოლიტიკა


      50 წლის წინ ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე




















    Back to top









    //test ie 6, 7, 8
    var div = document.createElement("div");
    div.innerHTML = "";
    var isIe8orLower = !!div.getElementsByTagName("i").length;
    if (!isIe8orLower && !navigator.userAgent.match(/Opera Mini/i))
    document.getElementsByTagName("body")[0].className += " can-ff";

    // mobile browsers test
    if (typeof RFE !== 'undefined')
    if (RFE.isMobile.any())
    document.getElementsByTagName("body")[0].className += " is-mobile";

    else
    document.getElementsByTagName("body")[0].className += " is-not-mobile";



    XS

    SM

    MD

    LG



    var bar_data =
    "apiId": "24567903",
    "apiType": "1",
    "isEmbedded": "0",
    "culture": "ka-GE",
    "cookieName": "cmsLoggedIn",
    "cookieDomain": "www.radiotavisupleba.ge"
    ;

    Popular posts from this blog

    Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

    Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

    199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單