Skip to main content

მონღოლეთი სექციების სია ისტორია გეოგრაფია და ბუნება მთავრობა ადმინისტრაციული დაყოფა დემოგრაფია ეკონომიკა სოციალური სფერო კულტურა ფოტო გალერეა იხილეთ აგრეთვე რესურსები ინტერნეტში სქოლიო სანავიგაციო მენიუ47°55′ ჩ. გ. 106°53′ ა. გ. / 47.917° ჩ. გ. 106.883° ა. გ. / 47.917; 106.883სამთავრობო ტურისტული საიტი (ინგ.)ტურისტული საიტი მონღოლეთზე (რუს.)მონღოლეთი www.worlds.ru-ზე (რუს.)სამთავრობო საიტი (ინგ.) (მონღ.)გობის უდაბნო (ინგ.)გობის უდაბნო და მომთაბარენი გობის უდაბნოში (ინგ.)ულან-ბატორი (ინგ.)მონღოლეთის შეიარაღებული ძალები (ინგ.)ჩინგის ხანი და ჩინგის ხანი (ინგ.)სიკვდილიანობა, შობადობა და სხვა (ინგ.)დემოგრაფია (ინგ.);(რუს.);(ფრანგ.);(იტალ.)და სხვ.ბავშვთა სიკვდილიანობა (ინგ.)მონღოლეთის მოსახლეობა (ინგ.)მომთაბარეობა (ინგ.)მომთაბარეობა 1 (ინგ.)მონღოლეთის სტეპი (ინგ.)მოგზაურობა მონღოლეთში (ინგ.)ულან-ბატორი (რუს.)მონღოლეთის მოსახლეობის რაოდენობის კლება. РИА "Новости"-ის ჟურნალისტის სტატია (რუს.)მონღოლეთის მოსახლეობა (რუს.)მონღოლეთის რუკა სხვადასხვა წვრილმანით (რუს.)მონღოლეთის რუკა Google-ში და სხვადასხვა მონაცემები (რუს.)მონღოლეთის გეოგრაფია (რუს.)მონღოლეთის ისტორია (რუს.)Official Documents to be in Mongolian Scripten.nso.mnMongolia2014 Human Development Report SummaryХүрээлэнгийн эрдэм шинжилгээний ажлын ололт амжилтMongolia: The Bhudda and the Khanრ

გასაახლებელი ინფოდაფარჩეული სტატიებიმონღოლეთიაზიის ქვეყნებიგაეროს წევრი სახელმწიფოებიზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოები


მონღ.ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოაღმოსავლეთცენტრალურ აზიაშიჩრდილოეთითრუსეთის ფედერაციასამხრეთითაღმოსავლეთითდასავლეთითჩინეთის სახალხო რესპუბლიკაყაზახეთსულან-ბატორშიდედაქალაქსასაპარლამენტო რესპუბლიკაამონღოლეთის იმპერია1206ჩინგიზ-ყაენმაXVIXVII საუკუნეებშიბუდიზმისცინის დინასტიის1911დინასტიის1921დე-ფაქტოსახელმწიფოდ1945საბჭოთა1990ევროპაშიდემოკრატიულმრავალპარტიული სისტემა1992კონსტიტუციასაბაზრო ეკონომიკაზესტეპითმომთაბარეარელიგიააბუდიზმიმონღოლებიყაზახებიტუველებიჰომო ერექტუსიზედა პალეოლითშიპალეოლითის ხანისჩრდილოეთის ლურჯი გამოქვაბულის ნახატებიხოვდის პროვინციაშიბაიანხონგორის პროვინციაშიდორნოდის პროვინციაშინეოლითის ხანისდასახლებასპილენძის ხანისხანგაისაფანასევოს კულტურასძვ. წ. 2200ძვ. წ. II ათასწლეულშიოკუნევისანდრონოვოსკარასუკისძვ. წ. 209ხუნუს იმპერიისირმის ქვებიყორღანებიქვის ფილების საფლავებიძვ. წ. VIIVIII საუკუნეებსწინარეისტორიული ხანისტომებიხუნუძვ. წ. 209მოდე ჩანიცინის დინასტიისათვისჩინეთის დიდი კედლისქოქ-თურუქებისუიღურებმაX საუკუნისათვისXII საუკუნისთემუჩინმაყაჩაღთაალთაის1206ჩინგის ხანისმონღოლეთის იმპერიაპოლონეთამდევიეტნამამდეჩინეთსყუბილაიიუანის დინასტიაპეკინი1368ჩინეთისქალაქიდედაქალაქიყარაყორუმი1380კულიკოვოს ბრძოლითXIV საუკუნისირანშიამიერკავკასიასაშუა აზიაშიჩინეთიეკონომიკისXV საუკუნეშიოირატებმაესენ ტაისი1449ჩინეთისიმპერატორი1454XVI საუკუნისჰოჰოტი15571578დალაი ლამასბუდიზმისაბთაი ხანიბუდისტი1585მონასტერიერდენ-ზუუ1586XVIXVII საუკუნეების16341636XVII საუკუნის1630-იან წლებში1640169117551758ამურსანასაჩინგუნჟაბის1758ცინის დინასტიას1911ჩინელები191119151919რუსეთისოქტომბრის რევოლუციისჩინეთისდედაქალაქი19181921იაპონიამაცრუსმაბარონმა უნგერმათეთრი არმიისწითლებისციმბირშიჩინელებისდამდინ სუხე-ბატორისახორლოგიინ ჩოიბალსანის192118 მარტსქალაქი19211924მონარქიადანტიიმპერიალურიანტიფეოდალური19221924საბჭოთა კავშირთან1921ლენინს1924ხურალმა19291924მეფებოგდო-ხანი1924ძალაუფლებაკოლექტივიზაცია1920ბერიXX საუკუნისმონასტერისტალინის1937იაპონურიიმპერიალიზმი1939იაპონიასაჭოთა კავშირისომის1945მანჯურიის ოპერაციაში19451949რესპუბლიკაზესაბაზრო ეკონომიკაზე1992კონსტიტუციაში1990-იანი წლებშიინფლაციასა1993საპრეზიდენტო არჩევნებში1996რესპუბლიკააზიისრუსეთსჩინეთსყაზახეთსალასკაზღვისმთებიაგობის ალთაიხენტეიხანგაისულან-ბატორიდედაქალაქისელენგაკერულენიონონიძაბხანიკობდო6010100კურდღელიმგელიმელიასიასამურიციყვიბურუნდუკიშველილოსიაქლემიპრჟევალსკის ცხენიდათვიუდაბნომიწისძვრებიგობის რეგიონიუდაბნოსცხვრისთვისაქლემისთვისცხენისთვისსტეპი28სპილენძსამოლიბდენსქვანახშირსნავთობისფოსფატისჰავაზაფხულითამაისიდანსექტემბრამდეზამთრითტემპერატურა50ულან-ბატორშიიანვარში16გრადუსამდეწყალდიდობასნალექებისმთაში460გობის უდაბნოში100240სახელმწიფომონოპოლიური1992სოციალისტურიპრეზიდენტმაპრემიერმინისტრი21აიმაკად9490ყაზახები51991კირილიცა1940ანბანიდამწერლობაბუდისტური1941სინჰარმონიზმიკომუნისტურმა19371939მეორე მსოფლიო ომისბუდისტურმა1990ნაციონალიზმის1991ბუდიზმისახელმწიფომონღოლების15სამედიცინოათეისტიარელიგიატენგრიიზმიშამანიზმისტალინის700ბერი1990მაჰმადიანობამქრისტიანობამ1952სახელმწიფომომთაბარეობა1991საბჭოთა კავშირისეკონომიკამრეწველობაქვანახშირისაელექტროენერგიისრკინიგზისსაბჭოთა კავშირისრესპუბლიკარუსეთის1155შეერთებულ შტატებთანიაპონიასთანჩინეთთანსამხრეთ კორეასთანრკინიგზასელენგაორხონიხუბსუგულიჩინგის ყაენის საერთაშორისო აეროპორტიულან-ბატორიშიყაზახეთისზღვაზე2003ფლოტიგემებისსოციალისტურიგანათლებასმომთაბარე19901011200820091220192020სახელმწიფომონღოლეთის ნაციონალური უნივერსიტეტიმონღოლეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი1990ნაადამინაადამიმშვილოსნობისჯირითისაჭიდაობისაგანდემოკრატიულრევოლუციასზეპირსიტყვიერება”გესერიადა”ჯანგარი1240”ოქროს ურდოსდემოკრატიული1803185618201851”წითელიდროშა”ლენინისუხე-ბატორი”კარლ მარქსი”ფრიდრიხ ენგელსიჩინგის ხანის”ქილილა და დამანატიბეტურიდან”განჟური108”დანჟური225ჩინური1921რუსულიბრინჯაოს ხანისსპილენძისაბრინჯაოსრკინისჰუნებისყორღანებშითურქთამონღოლეთის იმპერიისყარაყორუმშიუგედეისთექისვერცხლისაბრინჯაოსლიმბესფლეიტისმორინჩხურისხუჩირისიიოჩინისციმბალის3019351937ავღანეთიაზერბაიჯანიბაჰრეინიბანგლადეშიბჰუტანიბრუნეიკვიპროსიეგვიპტეერაყივიეტნამითურქეთითურქმენეთიინდოეთიინდონეზიაირანიისრაელიიაპონიაიემენიიორდანიაკამბოჯაკატარილაოსილიბანიმალაიზიამალდივის კუნძულებიმონღოლეთიმიანმარინეპალიომანიპაკისტანიპალესტინარუსეთისაქართველოსინგაპურისირიასომხეთიტაივანიტაილანდიტაჯიკეთიუზბეკეთიფილიპინებიქუვეითიყაზახეთიყირგიზეთიდამოკიდებული ტერიტორიაარცნობილი ქვეყნების სია










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




მონღოლეთი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search





















































მონღოლეთი

Monggol ulus.svg
Монгол Улс
Mongol Uls
მონღოლეთი





მონღოლეთის
დროშა გერბი

ჰიმნი: Монгол Улсын төрийн дуулал





დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)

ულან-ბატორი
47°55′ ჩ. გ. 106°53′ ა. გ. / 47.917° ჩ. გ. 106.883° ა. გ. / 47.917; 106.883
ოფიციალური ენა
მონღოლური ენა[1]
მთავრობა უნიტალური საპარლამენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ხალთმააგინ ბატულგა
 -  პრემიერ-მინისტრი უხნაგიინ ხურელსუხი
ფართობი
 -  სულ 1 566 000 კმ2 (19-ე)
 -  წყალი (%) 0.43
მოსახლეობა
 -  2015 შეფასებით 3 000 000[2] (138-ე)
 -  სიმჭიდროვე 1,92[3] კაცი/კმ2 (238-ე)

მშპ (მუპ)
2013 შეფასებით
 -  სულ $26.8 მილიარდი[4] 
 -  ერთ მოსახლეზე $9,293[4] 

აგი (2013)
0.698[5] (საშუალო) (103-ე)
ვალუტა ტუგრუგი (MNT)
დროის სარტყელი
UTC+07:00 და UTC+08:00
ქვეყნის კოდი MNG
Internet TLD .mn
სატელეფონო კოდი 976

მონღოლეთი (მონღ. Монгол Улс) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აღმოსავლეთ-ცენტრალურ აზიაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, ხოლო სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. მიუხედავად იმისა, რომ მონღოლეთი არ ესაზღვრება ყაზახეთს, მისი უკიდურესი დასავლეთი რამდენიმე კმ-ით არის დაშორებული აღმოსავლეთ ყაზახეთს. ულან-ბატორში, ქვეყნის დედაქალაქსა და უდიდეს ქალაქში, ქვეყნის მოსახლეობის 38 % ცხოვრობს. მონღოლეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა. მონღოლეთის იმპერია 1206 წელს ჩინგიზ-ყაენმა დააარსა. XVI-XVII საუკუნეებში მონღოლები მოექცნენ ბუდიზმის გავლენის ქვეშ. XVII საუკუნის ბოლოს თითქმის მთელ მონღოლეთის ტერიტორიას მართავდნენ ცინის დინასტიის წარმომადგენლები. 1911 წელს კი მონღოლეთში დაემხო ამ დინასტიის მმართველობა და გამოცხადდა დამოუკიდებლობა, თუმცა 1921 წლის შემდგომ იგი მხოლოდ დე-ფაქტო სახელმწიფოდ მოიხსენიებოდა, მანამდე მის დამოუკიდებლობას ასეთ ფორმაშიც კი არავინ ცნობდა, საერთაშორისო აღიარება 1945 წელს მოიპოვა. მონღოლეთი მოექცა ძლიერ საბჭოთა და რუსული გავლენის ქვეშ. 1990 წელს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის რეჟიმი აშკარად კრახს განიცდის აღმოსავლეთ ევროპაში, მონღოლეთში ადგილი აქვს დემოკრატიულ გადატრიალებას. ამას მოჰყვა მრავალპარტიული სისტემა, 1992 წლის ახალი კონსტიტუცია და რთულად, მაგრამ მაინც გადასვლა საბაზრო ეკონომიკაზე.


1 564 116 კვ. კილომეტრით მონღოლეთი მსოფლიოში მეთვრამეტე ქვეყანაა სიდიდით. ქვეყანას გააჩნია მცირე სახნავი მიწა, რადგან მისი უდიდესი ნაწილი დაფარულია სტეპით. მოსახლეობის 30 % მომთაბარეა. დომინანტი რელიგიაა ბუდიზმი, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური მონღოლები შეადგენენ, მათ გარდა არიან ასევე ყაზახები და ტუველები. სხვა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები მეტწილად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სახლობენ.




სექციების სია





  • 1 ისტორია

    • 1.1 წინარეისტორია


    • 1.2 ადრეული ხანის ისტორია


    • 1.3 მონღოლეთის იმპერია


    • 1.4 იმპერიის შემდგომი პერიოდი


    • 1.5 დამოუკიდებლობა


    • 1.6 მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა


    • 1.7 დემოკრატია



  • 2 გეოგრაფია და ბუნება

    • 2.1 ბუნებრივი რესურსები


    • 2.2 კლიმატი



  • 3 მთავრობა


  • 4 ადმინისტრაციული დაყოფა


  • 5 დემოგრაფია

    • 5.1 მოსახლეობა


    • 5.2 მონღოლური დამწერლობა


    • 5.3 მონღოლური ენა


    • 5.4 რელიგია



  • 6 ეკონომიკა

    • 6.1 ტრანსპორტი

      • 6.1.1 საზღვაო ფლოტი




  • 7 სოციალური სფერო

    • 7.1 განათლება



  • 8 კულტურა

    • 8.1 ლიტერატურა


    • 8.2 არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება


    • 8.3 მუსიკა


    • 8.4 დრამატული თეატრი და კინო



  • 9 ფოტო გალერეა


  • 10 იხილეთ აგრეთვე


  • 11 რესურსები ინტერნეტში


  • 12 სქოლიო




ისტორია



წინარეისტორია


ჰომო ერექტუსი მონღოლეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 850 000 წლის წინ სახლობდა.[6] თანამედროვე ადამიანმა მონღოლეთს ზედა პალეოლითში (40-12 ათ. წლის წინ) მიაღწია[7] და ჩამოყალიბდა მატრიარქალურ-გვაროვნული წყობილება. მნიშვნელოვანი წინარეისტორიული სანახაობებია პალეოლითის ხანის ჩრდილოეთის ლურჯი გამოქვაბულის ნახატები (Khoid Tsenkheriin Agui) ხოვდის პროვინციაში[7] და ასევე თეთრი გამოქვაბულის (Tsagaan Agui) ნახატები ბაიანხონგორის პროვინციაში.[8]დორნოდის პროვინციაში ნაპოვნია ნეოლითის ხანის, მეურნეობაში ჩართული დასახლება. დასავლეთ მონღოლეთში თანამედროვე აღმოჩენები მოიცავს მხოლოდ მონადირეებისა და მეთევზეების დროებით საცხოვრისებს[7].


მონღოლეთის სპილენძის ხანის მოსახლეობა მიიჩნევა პალეომონღოლიდურად, ამ პერიოდში პირველად გამოჩნდა ცხენზე ამხედრებული მომთაბარე ტომები, რომლებიც შუა მონღოლეთში ხანგაის მთიანეთში წარმოშობილ აფანასევოს კულტურას მიეკუთვნებოდნენ (ძ. წ. 3500–2500). ამ კულტურის სამარხებში აღმოჩენილი გადაადგილების ბორბლიანი საშუალებები ძვ. წ. 2200 წლით თარიღდება.[9]ძვ. წ. II ათასწლეულში, ბრინჯაოს ხანის დროს, დასავლეთ მონღოლეთში გავრცელდა: ოკუნევის (ძვ. წ. 2000), ანდრონოვოს (ძვ. წ. 2300–1000) და კარასუკის (ძვ. წ. 1500–300) კულტურები რომლების დროსაც მომთაბარეობა კიდევ უფრო განვითარდა. კულმინაცია იყო ძვ. წ. 209 წელს ხუნუს იმპერიის წარმოქმნა. ამ პერიოდში ჩნდება მონღოლეთში ირმის ქვები, ყორღანები და ქვის ფილების საფლავები. სხვა თეორიების თანახმად ირმის ქვები ძვ. წ. VII-VIII საუკუნეებს მიეკუთვნებიან.



ადრეული ხანის ისტორია


წინარეისტორიული ხანის შემდგომ მონღოლეთში მომთაბარე ტომები სახლდებიან, რომლებიც დროდადრო ქმნიან დიდ კავშირებს, ვითარდებიან და დიდ მნიშვეოლბასაც იძენენ. პირველი მათგანი იყო ხუნუ. ამ ტომმა ძვ. წ. 209 წელს შექმნა გაერთიანება მოდე ჩანი. ისინი იქცნენ დიდ წინაღობად ცინის დინასტიისათვის და იყვნენ ერთ-ერთი უკანასკნელთაგანი ვისაც აიძულეს მონაწილეობის მიღება ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობაში. ხიონგუს ტომის მმართველობა შეცვალა ქოქ-თურუქების მმართველობამ (555–745), რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბატონობდა მონღოლეთში. VII-VIII საუკუნეებში ისინი დაამარცხეს უიღურებმა (745–840) და შემდოგ კიტებმა და ჯურჩებმა. X საუკუნისათვის, ქვეყანა დაყოფილი იყო სხვადასხვა ტომებად.



მონღოლეთის იმპერია


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : მონღოლეთის იმპერია.



ხიონგუს იმპერია


XII საუკუნის მიწურულისათვის თემუჩინმა, რომელიც თავდაპირველად ყაჩაღთა მეთაური იყო, მოახერხა მონღოლეთის გაერთიანება მანჯურიიდან ალთაის მთებამდე. 1206 წელს მან მიიღო ჩინგის ხანის ტიტული. ცნობილი იყო თავისი სისასტიკითა და მრისხანებით. დაიპყრო აზიის დიდი ნაწილი და შექმნა მონღოლეთის იმპერია, ყველაზე დიდი მომიჯნავე იმპერია მსოფლიო ისტორიაში. ყაენის მემკივიდრეებმა მისი იმპერია გადაჭიმეს დასავლეთით დღევანდელ პოლონეთამდე, აღმოსავლეთით კორეამდე, ჩრდილოეთით ციმბირამდე და სამხრეთით ვიეტნამამდე. იმპერიის ფართობი იყო 33 000 000 კმ²[10] (მსოფლიო მიწის 22 %), მოსახლეობა 100 მილიონი კაცი.




მონღოლეთის იმპერია


ჩინგის ხანის სიკვდილის შემდგომ იმპერია დაიყო ოთხ სახანოდ. ერთ-ერთი მათგანი - დიდი სახანო მოიცავდა დღევანდელ მონღოლეთსა და ჩინეთს. მას მართავდა ჩინგის ხანის შვილიშვილი ყუბილაი (იუანის დინასტია). დიდი სახანოს დედაქალაქი იყო დღევანდელი პეკინი, მაგრამ ორი საუკუნის შემდგომ, 1368 წელს მონღოლები განდევნეს ჩინეთიდან. ჩინეთის არმიამ დაანგრია და გააცამტვერა უამრავი მონღოლური ქალაქი, მათ შორის მონღოლეთის დედაქალაქი ყარაყორუმი. წაიშალა იმ კულტურული პროგრესის ნაკვალევი, რომელსაც მიაღწია მონღოლეთმა იმპერიის დროს. 1380 წელს კულიკოვოს ბრძოლით დაიწყო რუსეთის განთავისუფლება მონღოლ-თათართა უღლისაგან. XIV საუკუნის II ნახევარში მონღოლეთის ბატონობა დაემხო ირანში, ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.



იმპერიის შემდგომი პერიოდი


იმპერიის დაცემის შემდეგ, საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ბრძოლები ძალაუფლებისათვის. დამოუკიდებელ ფეოდალურ სახანოებსა და სამთავროებს სჭირდებოდათ ბაზარი მესაქონლეობის პროდუქტისა და პირუტყვის გადასაცვლელად ბინადარი ხალხების ხელოსნურ და სხვა ნაწარმზე. ასეთი ბაზარი იმ დროს შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ჩინეთი, მაგრამ იგი დიდად არ იყო დაინტერესებული ასეთი გაცვლით. დაიწყო მონღოლური ეკონომიკის კრიზისი. XV საუკუნეში ორგზის წარუმატებლად დამთავრდა ფეოდალური დაქუცმაცებულობის დაძლევისა და მონღოლური სახელმწიფოს აღდგენის ცდა. საუკუნის დასაწყისში გამარჯვება მოიპოვეს ოირატებმა. მათი მეთაური იყო ესენ ტაისი. ოირატებმა ერთ-ერთი შეტაკების დროს (1449 წელს) მძევლად აიყვანეს ჩინეთის იმპერატორი. 1454 წელს ესენ ტაისი მოკლულ იქნა და ხელისუფლება დაუბრუნდათ ჩინგის ხანის შთამომავლებს. XVI საუკუნის დასაწყისში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ალტან ხანმა. მან დააარსა ჰოჰოტი 1557 წელს, 1578 წელს ის შეხვდა დალაი ლამას, რამაც ხელი შეუწყო მონღოლეთში ბუდიზმის გავრცელებას. მას შემდეგ, რაც ახალი ხანი აბთაი ხანი გახდა ბუდისტი (1585 წელს), მან ააშენა ბუდისტური მონასტერი ერდენ-ზუუ 1586 წელს.


XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე მონღოლეთი მანჯურიელ ფეოდალთა ექსპანსიის ობიექტი გახდა. 1634 წელს მათ გაანადგურეს სამხრეთ მონღოლეთში უდიდესი ჩახარის სახანო. 1636 წელს, სამხრეთ მონღოლეთის ნოინებმა აღიარეს მანჯურიელთა ბატონობა. იმ დროიდან სამხრეთ მონღოლეთს ეწოდა შიდა მონღოლეთი.


XVII საუკუნის 1630-იან წლებში დასავლეთ მონღოლეთში შეიქმნა ოირატთა ფეოდალური სახელმწიფო. 1640 წელს ჯუნღარიაში (დას. მონღოლეთი) მონღოლეთის საერთო ყრილობაზე ხანებმა და მთავრებმა სცადეს გაერთიანება, მაგრამ უშედეგოდ. 1691 ფეოდალებმა სცნეს მანჯურიელთა ბატონობა. ამის შემდეგ მხოლოდ ოირატთა დამოუკიდებელი ფეოდალური სახანო უწევდა წინააღმდეგობას ჩინელ-მანჯურიელთა შემოსევებს. 1755-1758 წლებში გაიშალა ფართო ანტიმანჯურიული განმათავისუფლებელი მოძრაობა ოირატთა მთავრის ამურსანასა და ხალხას ნოინის ჩინგუნჟაბის ხელმძღვანელობით, თუმცა მანჯურიელებმა აჯანყება ჩაახშეს. 1758 წელს მანჯურიელებმა გაანადგურეს ოირატთა სახელმწიფო და გაჟლიტეს მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამ დროიდან მთლიანი მონღოლეთი ცინის დინასტიას, ჩინეთს დაემორჩილა. 1911 წლამდე მონღოლებს ჩინელები მართავდნენ.



დამოუკიდებლობა


1911 წელს გარე მონღოლეთში ანტიმანჯურიული გამოსვლების, ჩინეთის რევოლუციის და რუსეთის დახმარების შედეგად დაემხო მანჯურიელთა ბატონობა. ყველა მონღოლურმა ტომმა გამოხატა მზაობა მონღოლეთის დამოუკიდებლობისათის. ფეოდალებმა შექმნეს დამოუკიდებელი ფეოდალური, თეოკრატიული სახელმწიფო. რუსეთ-ჩინეთ-მონღოლეთის შეთანხმებით 1915 წელს მონღოლეთი ჩინეთის ავტონომიური ტერიტორია გახდა. 1919 წელს, რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჩინეთის ჯარებმა დაიკავეს მონღოლეთის დედაქალაქი, მაგრამ მათი გამარჯვება დროებითი იყო. 1918-1921 წლებში იაპონიამაც თავის მხრივ სცადა გარე მონღოლეთის დამორჩილება თუმცა რუსმა მოგზაურმა, ბარონმა უნგერმა (სისხლიანი ბარონი), რომელიც იბრძოდა თეთრი არმიის მხარეს წითლების წინააღმდეგ ციმბირში, გამოუშვა შენაერთი მონღოლეთში და დაამარცხა აქ მდგარი ჩინელების შენაერთი. მალევე შეიქმნა მონღოლეთის სახალხო რევოლუციური პარტია დამდინ სუხე-ბატორისა და ხორლოგიინ ჩოიბალსანის მეთაურობით. 1921 წლის 13 მარტს შეიქმნა დროებითი სახალხო მთავრობა და სახალხო რევოლუციური არმიის მთავარსარდლად დაინიშნა სუხე-ბატორი. 18 მარტს გათავისუფლებულ იქნა ქალაქი მაიმაჩენი. რევოლუციამ გაიმარჯვა და ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ახალი ხელისუფლება — სახალხო ხურალები. საკანონმდებლო წესით განმტკიცდა მშრომელი არატების დიქტატურის თავისებური ფორმა. მიუხედავად სახალხო მთავრობისა, რომლის ხელშიც იყო მთელი ძალაუფლება, 1921-1924 წლებში მონღოლეთი ფორმალურად მაინც შეზღუდულ მონარქიად რჩებოდა. სახელმწიფოს სათავეში იდგა ბოგდო-გეგენი (ლამაისტური ეკლესიის მეთაურის ტიტული მონღოლეთში). ამ წლებში სახალხო მთავრობამ განახორციელა მრავალი ანტიიმპერიალური და ანტიფეოდალური ხასიათის გარდაქმნა, რევოლუციის გამარჯვებამ და ანტიფეოდალურმა გარდაქმნებმა გამოიწვია ძალთა გამიჯვნა და კლასობრივი ბრძოლის გამწვავება, დაიწყო კონტრრევოლუციური შეთქმულებები (1922, 1924 წლები), რომლებიც ხელისუფლებამ ჩაახშო. მტკიცდებოდა რევოლუციური მთავრობის კავშირი საბჭოთა კავშირთან. 1921 წლის ნოემბერში მონღოლეთის დელეგაცია შეხვდა ლენინს. 1924 წელს პირველმა სახალხო ხურალმა მონღოლეთი სახალხო რესპუბლიკად გამოაცხადა და მიიღო პირველი კონსტიტუცია. 1929 წელს დაიწყო მსხვილი ფეოდალური საკუთრების ექსპროპრიაცია. კლასების ლიკვიდაციის პროცესს თან სდევდა სხვადასხვა შეიარაღებული გამოსვლები.



მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა.



ალტან ხანი


1924 წელს, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა მეფე და რელიგიური ლიდერი ბოგდო-ხანი, საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა მონღოლეთს. 1924 წელს ხორლოგიინ ჩოიბალსანის ხელში მოექცა ძალაუფლება. მის სახელს უკავშირდება კოლექტივიზაცია, ასევე მონასტრების გადაწვა და ბერების ხოცვა. მონღოლეთში 1920 წლისათვის მამაკაცთა დაახლოებით ერთი მესამედი იყო ბერი და XX საუკუნის დასაწყისში დაახლოებით 750 მონასტერი ფუნქციონირებდა.[11]სტალინის დიდი წმენდის შემდეგ, რომელიც 1937 წელს დაიწყო, მონღოლეთში 30 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. იაპონური იმპერიალიზმი კი სულ უფრო და უფრო მეტ საშიშროებას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირისთვის. 1939 წლის იაპონია-საჭოთა კავშირის ომის დროს, საბჭოთა კავშირმა წარმატებით დაიცვა მონღოლეთი იაპონიისაგან. 1945 წელს მონღოლმა მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს მანჯურიის ოპერაციაში. 1945 წლის 20 ოქტომბერს ჩატარდა რეფერენდუმი და გამოკითხულთა 100 %-მა (ოფიალური ინფორმაციით) მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. 1949 წლის 6 ოქტომბერს მოხდა ჩინეთის მხრიდან მოღოლეთის ოფიციალური აღიარება.



დემოკრატია


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : დემოკრატიული რევოლუცია მონღოლეთში.

ცნობილი „პერესტროიკისა“ და „გლასნოსტის“ შემდგომ მონღოლეთში აქტიურად დაწიყეს ფიქრი დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, მრავალპარტიულ სისტემასა და საბაზრო ეკონომიკაზე. 1992 წლის ახალ კონსტიტუციაში სიტყვა „სახალხო რესპუბლიკა“ ამოღებულ იქნა ქვეყნის სახელიდან. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა არ მომხდარა მარტივად. 1990-იანი წლებში ქვეყანაში ინფლაციასა და საკვების ნაკლებობას ჰქონდა ადგილი. 1993 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში და 1996 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა არაკომუნისტურმა პარტიამ.



გეოგრაფია და ბუნება


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : მონღოლეთის გეოგრაფია.



გობის უდაბნო. სამხრეთ-გობი


მონღოლეთის რესპუბლიკა (ყოფილი გარე რესპუბლიკა და მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა), რომელიც მდებარეობს ცენტრალური აზიის აღმოსავლეთით,ზომიერი სარტყლის სტეპის, ნახევრად უდაბნოსა და უდაბნოს ზონებში-მსოფლიოში ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყანაა. იგი ჩრდილოეთით 3000 კმ-ის მანძილზე რუსეთს ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით 4760 კმ-ით — ჩინეთს. დასავლეთით, ძალიან მცირე ტერიტორია (150 კმ) ესაზღვრება ყაზახეთს. მთლიანად ტერიტორია შეადგენს 1 564 116 კვ. კმ-ს, დაახლოებით იმდენს, რასაც ალასკა.


თითქმის მთელი მონღოლეთი ზღვის დონიდან 1000 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ცენტრალური აზიის პლატოზეა განლაგებული. დასავლეთით ალთაის მთებია, რომელიც მუდმივად თოვლის საფარის ქვეშაა. ქვეყნის ყველაზე მაღალი მწვერვალიც აქ მდებარეობს (4374 მ.). მნიშვნელოვანი ქედებია ასევე გობის ალთაი და ხენტეი. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ხანგაის მთიანეთი. ალთაის ქედის აღმოსავლეთით ტბების ხეობაა (დაახლოებით, 300-ზე მეტი ტბა), რომელიც შემოსაზღვრავს მდინარეების, სელენგასა და ტუულის ნაყოფიერ აუზს. ამ აუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ულან-ბატორი (ულაანბაატარი), მონღოლეთის დედაქალაქი და კომერციული ცენტრი. მნიშვნელოვანი მდინარეებია: სელენგა, კერულენი, ონონი, ძაბხანი, კობდო. ქვეყნის ტერიტორიის 60 %-ზე მეტი უჭირავს წაბლა ნიადაგებს. გავრცელებულია აგრეთვე მურა, დამლაშებული, შავმიწა და მდელოს ნიადაგები. მთიანი რაიონებისათვის დამახასიათებელია ტყესტეპის ლანდშაფტები. ტყეს მონღოლეთის ტერიტორიის 10 %-ი უჭირავს. ამ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარია. ყველაზე გავრცელებულია მღრღნელები, გვხვდება კურდღელი ტოლაი, აკლიმატიზებულია ონდატრა. ტყეებში ბინადრობს მგელი, მელია, სიასამური, ციყვი, ბურუნდუკი. ჩლიქოსნებიდან აღსანიშნავია კულანი, ანტილოპები, შველი, მარალი, ხემტეის მთებში-ლოსი, მუშკი. მონღოლეთის ტერიტორიაზე ბინადრობენ ისეთი ცხოველებიც (ველური აქლემი, პრჟევალსკის ცხენი, გობის დათვი) რომლებიც სხვა ქვეყნებში თითქმის არ გვხვდება. მონღოლეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილს ფარავს გობის უდაბნო. ქვეყნის უდიდესი ნაწილი მოქცეულია აქტიურ სეისმურ ზონაში, რის გამოც, მიწისძვრები აქ საკმაოდ ხშირია.



ბუნებრივი რესურსები


მიუხედავად იმისა რომ გობის რეგიონი უმეტესად ქვიაშიან უდაბნოს წარმოადგენს, არსებობს ნახევრად უდაბნო ადგილები, რომელიც მრავალრიცხოვანი ცხვრისთვის, აქლემისთვის და ცხენისთვის საძოვრად გამოიყენება. ბალახოვანი სტეპი საშუალებას იძლევა გამოიკვებოს 28 მილიონი სული საქონელი. ერდენეტში მოიპოვებენ სპილენძსა და მოლიბდენს, აგრეთვე ქვანახშირს. არსებობს ნავთობის საბადოებიც, რომელიც ათვისებული არაა. ქვეყანაში დიდია ფოსფატის დეპოზიტი, მაგრამ უმეტესი ნაწილი აუთვისებელია გარემოს დაცვითი პრობლემების გამო.



კლიმატი


ჰავა მშრალია და მკვეთრად კონტინენტური, მოკლე, ზომიერი ზაფხულითა (იწყება მაისიდან და გრძელდება სექტემბრამდე) და გრძელი ზამთრით. ამ დროს ტემპერატურა შესაძლოა - 50 გრადუსამდე დაეცეს.ულან-ბატორში საშუალო ტემპერატურა მერყეობს -26 გრადუსიდან (იანვარში) 16გრადუსამდე (ივლისში). წვიმები საკმაოდ ცვალებადია და ხშირად წყალდიდობას იწვევს. წლიური ნალექების რაოდენობა მთაში 460 მმ-ია, ხოლო გობის უდაბნოში - 100 მმ. მონღოლეთი ცნობილია მოწმენდილი, მზიანი დღეებით, რომელიც წელიწადში საშუალოდ,240 დღე გრძელდება.



მთავრობა


მონღოლეთის სახელმწიფო მრავალპარტიული მართვის სისტემით. დომინირებს ტიპური კომუნისტური მონოპოლიური პარტია, რომელსაც მონღოლეთის სახალხო რევოლუციური პარტია ეწოდება, მაგრამ მას აღარ გააჩნია უწინდელი ძალაუფლება. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში 1992 წელს შევიდა, ქვეყანას მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის ნაცვლად, მონღოლეთის სახელმწიფო ჰქვია. შედეგად სოციალისტური მართვის სტრუქტურა შეცვალა პრეზიდენტმა და ერთპალატიანმა საკანონმდებლო ორგანომ, რომელიც ირჩევხუთი წლის ვადით, ხოლო ხელისუფლების სათავეში პრემიერმინისტრი დგას.



ადმინისტრაციული დაყოფა


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : აიმაკი.





მონღოლეთის აიმაკიები


მონღოლეთი იყოფა დედაქალაქად და 21 აიმაკად:






    • არა-ხანგაი;


    • ბაიან-ულეგეი;


    • ბაიანხორგორი;


    • ბულგანი;


    • აღმოსავლეთ გობი;


    • აღმოსავლეთი;


    • გობი-ალთაი აიმაკი;


    • გობი-სუმბერის აიმაკი;


    • დარხანის აიმაკი;


    • ზავხანის აიმაკი;



      • ხოვდის აიმაკი;


      • ორხონის აიმაკი;


      • სელენგეს აიმაკი;


      • შუა გობი;


      • სუხე-ბატორის აიმაკი;


      • უვსის აიმაკი;


      • უვერხანგაი;


      • ხუვსგელის აიმაკი;


      • ხენტიის აიმაკი;


      • ტუვე;


      • უმნეგოვი.


      დემოგრაფია




      ბუდისტური მონასტერი ტსეტსერლეგში



      მოსახლეობა


      მოსახლეობის დაახლოებით 94 % მონღოლია,რომელთაგან ძირითადი ჯგუფი (90 %) წარმოადგენს ხალიკას.უმცირესობას წარმოადგენენ ბურიატები და ყაზახები.ყაზახები თავდაპირველად ქვეყნის დასავლეთში ცხოვრობდნენ და მოსახლეობის 5 %-ს შეადგენდნენ, მაგრამ 1991 წლის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ბევრი დაუბრუნდა ყაზახეთს. მონღოლურ დამწერლობაში კირილიცა 1940-დან გამოიყენება. ტრადიციული ანბანი, რომელიც წააგავს არაბულს, მაგრამ იწერება ვერტიკალურად, კვლავ ისწავლება სკოლებში იმ იმედით,რომ შემდგომში ისევ ქვეყნის ოფიციალურ დამწერლობად იქცევა.



      მონღოლური დამწერლობა




      1,000 ტეგრეგი


      XIII საუკუნეში მონღოლებმა გადმოიღეს უიღურული დამწერლობა (წერენ ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ). XIV ს-ში ბუდისტური ტექსტების ზუსტად გადმოცემის მიზნით უიღურული დამწერლობა მონღოლებმა გადაახალისეს და ”გალიკი” უწოდეს. XVII საუკუნის შუა წლებში იორათმა მეცნიერმა ზაია-პანდიტამ რამდენადმე გადაასხვაფერა მონღოლური დამწერლობის ზოგიერთი სიმბოლო, დაუმატა დიაკრიტიკული ნიშნები და ჩამოაყალიბა ე. წ. ”ნათელი დამწერლობა” იორათული სალიტერატურო ენისათვის.



      მონღოლური ენა


      Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : მონღოლური ენა.

      მონღოლური ენა განეკუთვნება მონღოლური ენების ჯგუფს.სალიტერატურო ენა ემყარება ხალხა დიალექტს. 1941 წლიდან დამწერლობას საფუძვლად უდევს რუსული გრაფიკა. მონღოლეთში დაცულია სინჰარმონიზმი. აქვს მოკლე და გრძელი ხმოვნები, დიფთონგები. გრძელი ხმოვნები ორთორგაფიულად გადმოიცემა ხმოვანთა ორმაგი დამწერლობით.



      რელიგია




      ქრისტიანული ტაძარი ულან-ბატორში.


      მონღოლების უმეტესობა ბუდიზმის მიმდევარი იყო მანამ სანამ კომუნისტურმა პარტიამ არ წამოიწყო მკაცრი ანტი-რელიგიური კამპანია 1937-1939 წლებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბუდისტურმა რელიგიამ აღმავლობა განიცადა და 1990-იან წლებში მონღოლური ნაციონალიზმის ძირითად ძალად მოგვევლინა. მართალია, 1991 წელს ბუდიზმი კონსტიტუციურად არ აღიარეს როგორც სახელმწიფო რელიგია, ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ კუთხით დიდი გამოცოცხლება შეინიშნება.დღეისათვის მოსახლეობის 50 % ბუდისტია.


      ქალაქების მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი თავს ულან-ბატორში იყრის. მოსახლეობი რიცხვი ბოლო ათწლეულების განმავლობაში სწრაფად იზრდება და მონღოლების 32,6 % 15 წლამდე ასაკისაა. კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდგომ საგანმანათლებლო, სამედიცინო და სოციალური პროგრამები დიდ ცვლილებებს განიცდის.


      მოსახლეობის 40 % ათეისტია და არ გააჩნია რელიგია. 6 %-შამანისტი და ქრისტიანია, ხოლო 4 % მუსლიმი.


      ტენგრიიზმი და შამანიზმი ფართოდ იყო გავრცელებული მონღოლურ ტომებში, ისევე როგორც მთელს აზიაში. თუმცა შამანიზმმა დიდი კვალი დატოვა მონღოლურ რელიგიურ კულტურაზე. კომუნისტური რეჟიმის დროს, სტალინის ბრძანებით 700-ზე მეტი მონასტერი გადაიწვა და მოკლულ იქნა ათასობით ბერი. რელიგიურმა რეპრესიებმა დიდი კვალი დაამჩნია ქვეყნის რელიგიურ განვითარებას.1990-იან წლებში როდესაც რელიგია უკვე აღარ იკრძალებოდა, ქვეყანაში გავრცელება დაიწყო მაჰმადიანობამ და ქრისტიანობამ.



      ეკონომიკა


      Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : მონღოლეთის ეკონომიკა.



      დედაქალაქი ულან-ბატორი შიდა და საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრი


      ტრადიციულად მონღოლები მომთაბარენი იყვნენ.ისინი ძირითადად, მრგვალ კარვებში ცხოვრობდნენ და მათი საქმიანობა საქონლის მწყემსვა იყო. 1952 წლის შემდეგ კომუნისტებმა ჩამოაყალიბეს მეცხოველეობის კოოპერატივები(კოლმეურნეობები) და სახელმწიფო მეურნეობები მარცვლოვანი კულტურის მოსაყვანად. ამან ადგილზე დამკვიდრების პროცესი დააჩქარა, მაგრამ მომთაბარეობა საბოლოოდ ვერ აღმოიფხვრა. ბევრი ოჯახი მომთაბარეობდა საძოვრიდან საძოვარზე სეზონის შესაბამისად.


      კომუნისტური კავშირის წევრად ყოფნისას მონღოლეთს დიდ დახმარებას უწევდნენ სხვა სოციალისტური ქვეყნები.1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მონღოლეთი ისევ დაუბრუნდა პრივატიზაციისა და საბაზრო ეკონომიკის ხანას.


      დღეს ქვეყნის ეკონომიკა კვლავ ეყრდნობა მეცხოველეობას, მაგრამ თანდათან ძლიერდება მრეწველობა, ქვანახშირისა და ელექტროენერგიის ინდუსტრიები.


      მონღოლეთში გზებისა და რკინიგზის ქსელი საბჭოთა კავშირის დროს არსებულ ორიენტაციას ასახავს.ამ პერიოდში ექპორტი და იმპორტი დაკავშირებული იყო საბჭოთა კავშირთან. ეს ძველი ქსელი ახლა აღარ არსებობს და ვერ ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ვეღარ უწევს ქვეყანას სათანადო სავაჭრო პარტინიორობას. საბჭოთა სუბსიდიების გაუქმებამ და რუსეთის მიმართ დავალიანებამ 11 მილიარდის ოდენობით, ქვეყნის თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში საკმაოდ მტკივნეული გადასვლა გამოიწვია. მონღოლეთმა დასავლეთისაგან 55 მილიონი დოლარი დახმარების სახით მიიღო. ამჟამად, ყალიბდება ახალი სავაჭრო კავშირები შეერთებულ შტატებთან, იაპონიასთან, ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან.



      ტრანსპორტი




      მატარებლის სადგური


      მონღოლეთში არის საავტომობილო ტრასა, რკინიგზა, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი. სანაოსნოდ გამოიყენება მდინარეები: სელენგა, ორხონი და ხუბსუგული.


      მონღოლეთში ბევრი შინაური აეროპორტებია. ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია ჩინგის ყაენის საერთაშორისო აეროპორტი ულან-ბატორიში.



      საზღვაო ფლოტი


      მონღოლეთი, ფართობის მიხედვით, ყაზახეთის შემდგომ მეორე ქვეყანას წარმოადგენს, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. მიუხედავად ამისა 2003 წლის თებერვალში, მონღოლეთმა დაარეგისტრირა საზღვაო ფლოტი (The Mongolia Ship Registry Pte Ltd.) რეგისტრაციის მომენტიდან მოყოლებული მათი გემების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება.



      სოციალური სფერო



      განათლება


      სოციალისტური რეჟიმის დროს მონღოლეთში განათლებას დიდი ყურადღება ექცეოდა.წერა-კითხვის უცოდინრობა ნაწილობრივ აღმოფხვრილ იქნა მომთაბარე ბავშვებისათვის სეზონური სკოლების გახსნით. თუმცა 1990 წელს სეზონურ სკოლებს დაფინანსება შეუწყდათ. დაწყებითი და საშუალო განათლება მონღოლეთში 10 წელს გრძელდებოდა, მოგვიანებით კი 11 წლამდე იქნა გაზრდილი.2008-2009 წლებში ოფიციალურად შემოღებულ იქნა 12 წლიანი სასწავლო წელი. სწავლება შეეხოთ პირველკლასელებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემური ცვლილების შედეგს მონღოლეთში 2019-2020 წლებში მიიღებენ.ქვეყნის ძირითადი სახელმწიფო უნივერსიტეტებია: მონღოლეთის ნაციონალური უნივერსიტეტი და მონღოლეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი. 1990-იანი წლების ლიბერალიზაციას მოჰყვა კერძო უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობის ზრდა, თუმცა ხშირად მათ ექმნებათ პრობლემები უნივერსიტეტის სტატუსთან დაკავშირებით.



      კულტურა


      Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : მონღოლეთის კულტურა.

      ქვეყნის ძირითადი ფესტივალია ნაადამი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იმართება. ნაადამი შედგება სამი ტრადიციული მონღოლური სპორტისაგან:მშვილოსნობის, ჯირითისა და ჭიდაობისაგან. ფესტივალი ტარდება 11-13 ივლისს, რითაც პატივს მიაგებენ ნაციონალურ დემოკრატიულ რევოლუციას.



      ლიტერატურა


      მონღოლური ზეპირსიტყვიერება მრავალჟანროვანია. ფართოდაა ცნობილი ეპიკური თქმულებები: ”გესერიადა” , ”ჯანგარი” და სხვ. მონღოლეთის დამწერლობითი ლიტერატურის ეპიგრაფიკული ძეგლები XII-XIII საუკუნეებით არის დათარიღებული. პირველი წერილობითი ძეგლი (არა უადრეს 1240 წლისა) ”საიდუმლო თქმულება” მხატვრული ხასიათისაა, გაბაასების ტიპის ხალხური სიმღერის ნიმუშია ”ოქროს ურდოს ხელნაწერი თელის ხის ქერქზე” (XIII-XIV სს.). XIII-XIV საუკუნეების ლიტერატურა ფრაგმენტების სახით შევიდა XVII საუკუნის მატიანეებში. XIX საუკუნის ლიტერატურისათვის დამახასიათებელია დემოკრატიული, ანტიფეოდალური ტენდენციები. (პოეტები ხუულჩ სანდაგი, დ. რავჟაა (1803-1856), გულრანსა (1820-1851) და სხვ.). რევოლუციის შემდგომი ლიტერატურა განიცდის აშკარა სოციალისტურ გავლენას. რაც ვლინდება რომანებში: ”წითელი დროშა”, ”ლენინი და სუხე-ბატორი”; აღსანიშნავია ც. გაიტავის პოემები ”ლენინი ჩვენთანაა”, ”კარლ მარქსი”, ”ფრიდრიხ ენგელსი”. ვითარდება ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრი.


      მთარგმნელობითი საქმიანობა მონღოლეთში ჩინგის ხანის ეპოქიდან დაიწყო. თარგმნილია ”ქილილა და დამანა”, ტიბეტურიდან შანდიდევას პოემა ”სიწმინდის გზა”, ტიბეტელი განდეგილი პოეტის მილარაიბას ”ასიათასი სიმღერა” და სხვ. საუკუნეების მანძილზე ითარგმნებოდა და გამოცემულია ენციკლოპედიები-”განჟური” (108 ტ., XVII ს.) და ”დანჟური” — განჟურის კომენტარები (225 ტ., XVIII ს).XVIII საუკუნეში აქტიურად ითარგმნებოდა ჩინური რომანები და ნოველები, ხოლო 1921 წლიდან დაიწყო რუსული ლიტერატურის თარგმნა.



      არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება


      მონღოლეთის ტერიტორიაზე მოპოვებულია ბრინჯაოს ხანის ხელოვნების უძველესი ნიმუშები (ცხოველთა გამოსახულებანი კლდეებზე, სპილენძისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი), რკინის ხანიდან შემონახულია ცხოველთა სტილიზებული ფიგურები ძვ. წ. I საკუნის დასაწყისს მიეკუთვნება ჰუნების დიდებულთა ყორღანებში აღმოჩენილი ნივთები. ჰუნების ქალაქები წარმოადგენდა გეგმით თითქმის კვადრატულ დასახლებებს ხელოსანთა კვარტალებითა და მმართველთა სასახლეებით. თურქთა სახაკანოების ბატონობის ხანაში (VI-VIII სს.) განვითარდა ხელოსნობა, მემორიალური ქანდაკება. უიღურთა სახაკანოს ხანიდან შემონახულია დედაქალაქ ორდუ-ბალიკის (მოგვიანებით ხარდა-ბალგასი) ნანგრევები. ქალაქ ბარსხოტის გათხრების დროს აღმოჩენილია ბუდისტური ტაძრის ნანგრევები. მონღოლეთის ფეოდალურ სახელმწიფოსა და მონღოლეთის იმპერიის აღმოცენების ხანას მიეკუთვნება ყარაყორუმში აღმოჩენილი უგედეის სასახლის ნაშთები. XX საუკუნის დასაწყისამდე მონღოლთა საცხოვრებელს წარმოადგენს ხის კარკასიანი თექის კარვები, შენდება ხის საკულტო ნაგებობანი, შერეული ტიპის ტაძრები. ფერწერა წარმოდგენილია ბუდისტური კომპოზიციებით. XIX საუკუნის ბოლოს შეიქმნა საერო ფერწერა. XVII საუკუნის შუა ხანებში განვითარდა ვერცხლისა და ბრინჯაოს ნივთების დამზადება.



      მუსიკა


      მონღოლური მუსიკალური კულტურის უძველესი ტრადიციები ჩვენს დრომდე მოიტანეს ხალხურმა მთქმელებმა, მუსიკოს-შემსრულებლებმა. მონღოლური ხალხური სიმღერები ერთხმიანია, სრულდება ხალხური საკრავების ლიმბეს (ფლეიტის სახეობა), მორინჩხურის, ხუჩირის ( სიმებიან- ხემიანი), იიოჩინის (ციმბალის სახეობა) და სხვთა თანხლებით.



      დრამატული თეატრი და კინო


      უძველესი მონღოლური საწესჩვეულებო და რელიგიური თამაშობანი, აგრეთვე მისტერიული ”ცამი” შეიცავდა თეატრალური ხელოვნების ელემენტებს. შუა საუკენეებში სასახლის კარზე წელიწადში ერთხელ იმართებოდა საერო თეატრალური წარმოდგენა. ახალი წლის ღამეს თოჯინების თეატრები ქუჩაში მართავდნენ წარმოდგენებს. XIX საუკუნის 30-იან წლებში დაიდგა პირველი სახალხო წარმოდგენა ”მთვარის გუგული”. 1935 წელს ულან-ბატორში შეიქმნა კინოსტუდია ”მონღოლკინო”, რომელიც თავდაპირველად უშვებდა დოკუმენტურ ფილმებს. 1937 წელს გადაიღეს პირველი მხატვრული ფილმი.



      ფოტო გალერეა



      იხილეთ აგრეთვე


      • მონღოლები

      • მონღოლეთის აიმაკები

      • მონღოლეთის იმპერია

      • ჩინგის ხანი

      • მონღოლების ბატონობა საქართველოში

      • მონღოლეთის პარლამენტი

      • მონღოლეთის პრეზიდენტი

      • მონღოლების შემოსევები საქართველოში

      • გობი (უდაბნო)


      რესურსები ინტერნეტში



      Commons-logo.svg

      ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
      მონღოლეთი



      • სამთავრობო ტურისტული საიტი (ინგ.)

      • ტურისტული საიტი მონღოლეთზე (რუს.)

      • მონღოლეთი www.worlds.ru-ზე (რუს.)

      • სამთავრობო საიტი (ინგ.) (მონღ.)

      • გობის უდაბნო (ინგ.)

      • გობის უდაბნო და მომთაბარენი გობის უდაბნოში (ინგ.)

      • ულან-ბატორი (ინგ.)

      • მონღოლეთის შეიარაღებული ძალები (ინგ.)


      • ჩინგის ხანი და მონღოლები (ინგ.)

      • ჩინგის ხანი (ინგ.)

      • სიკვდილიანობა, შობადობა და სხვა (ინგ.)

      • დემოგრაფია (ინგ.);(რუს.);(ფრანგ.);(იტალ.)და სხვ.

      • ბავშვთა სიკვდილიანობა (ინგ.)

      • მონღოლეთის მოსახლეობა (ინგ.)

      • მომთაბარეობა (ინგ.)

      • მომთაბარეობა 1 (ინგ.)

      • მონღოლეთის სტეპი (ინგ.)

      • მოგზაურობა მონღოლეთში (ინგ.)

      • ულან-ბატორი (რუს.)

      • მონღოლეთის მოსახლეობის რაოდენობის კლება. РИА "Новости"-ის ჟურნალისტის სტატია (რუს.)

      • მონღოლეთის მოსახლეობა (რუს.)

      • მონღოლეთის რუკა სხვადასხვა წვრილმანით (რუს.)

      • მონღოლეთის რუკა Google-ში და სხვადასხვა მონაცემები (რუს.)

      • მონღოლეთის გეოგრაფია (რუს.)

      • მონღოლეთის ისტორია (რუს.)


      სქოლიო




      1. “Official Documents to be in Mongolian Script“, UB Post, 2011-06-21. წაკითხვის თარიღი: 2010-07-11. 


      2. en.nso.mn


      3. Jan 2015

      4. 4.04.1Mongolia. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 2014-10-08.


      5. 2014 Human Development Report Summary გვ. 21–25. United Nations Development Programme (2014). წაკითხვის თარიღი: 27 July 2014.


      6. Хүрээлэнгийн эрдэм шинжилгээний ажлын ололт амжилт. Institute of Mongolian Archaeology (2013-06-24). წაკითხვის თარიღი: 2013-06-28.

      7. 7.07.17.2Eleanora Novgorodova, Archäologische Funde, Ausgrabungsstätten und Skulpturen, in Mongolen (კატალოგი), pp. 14-20


      8. P. Jeffrey Brantingham, Steven L. Kuhn, Kristopher W. Kerry-The early Upper Paleolithic beyond Western Europe, p.207


      9. David Christian (1998-12-16). A History of Russia, Central Asia and Mongolia. Wiley, გვ. 101. ISBN 978-0-631-20814-3. 


      10. http://www.hostkingdom.net/earthrul.html


      11. Mongolia: The Bhudda and the Khan. Orient Magazine.






      (RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


      მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მონღოლეთი&oldid=3636189“-დან










      სანავიგაციო მენიუ



























      (RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.408","walltime":"0.519","ppvisitednodes":"value":3128,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":78425,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":27922,"limit":2097152,"expansiondepth":"value":10,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":6,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":15507,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 267.502 1 -total"," 35.24% 94.265 1 თარგი:ინფოდაფა_ქვეყანა"," 24.81% 66.361 1 თარგი:სქოლიო"," 16.52% 44.199 1 თარგი:აზიის_ქვეყნები"," 14.54% 38.908 1 თარგი:ნავდაფა"," 8.33% 22.272 1 თარგი:Br_separated_entries"," 5.77% 15.434 8 თარგი:მთავარი"," 5.76% 15.402 3 თარგი:Cite_web"," 5.20% 13.919 1 თარგი:Coord"," 4.31% 11.530 1 თარგი:Cite_book"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.009","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":788813,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1271","timestamp":"20190609154228","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10dbu10ddu10dcu10e6u10ddu10dau10d4u10d7u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q711","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q711","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-10-05T18:17:34Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/4/4c/Flag_of_Mongolia.svg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":253,"wgHostname":"mw1328"););

      Popular posts from this blog

      Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

      Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

      199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單