Skip to main content

ანრიეტა მარია დე ბურბონი სექციების სია ბავშვობა | ინგლისის დედოფალი | ინგლისის სამოქალაქო ომი | უკანასკნელი წლები და გარდაცვალება | ტიტულები | შვილები | ბიბლიოგრაფია | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიურრThe PeerageБольшая каталонскаяBritannica (онлайн)Оксфордский биографическийWikiTreeWeRelateADV1260201690892372122556898150905101189040430000 0000 8060 666Xn50037308000205692jx20070622003070549028n20020675712142980313189165293093852930938

ემა ნორმანდიელიგროუჩ შოტლანდიელიინგებორგ ფინსდოტირიმარგარეტ უესექსელიეთელდრედა ნორთუმბრიელისიბილა ნორმანდიელიმაუდ ნორთუმბრიელიერმენგრადა დე ბემონტიჯოან ინგლისელიმარი კუსიმარგარეტ ინგლისელიიოლანდე ბრეტანელიელიზაბეთ დე ბურგიჯოან ინგლისელიმარგარეტ დრუმონდიეფემია როსიანაბელა დრუმონდიჯოან ბეფორტიმარია გელდერნელიმარგარეტ დანიელიმარგარეტ ტიუდორიმადლენა ვალუამარია დე გიზიფრანსუა ვალუაჰენრი სტიუარტიჯეიმზ ჰეპბერნიანა დანიელიანრიეტა მარია დე ბურბონიკატარინა ბრაგანსამარია მოდენელიჯორჯ დანიელი


დაბადებული 1609დაბადებული 25 ნოემბერიგარდაცვლილი 1669გარდაცვლილი 10 სექტემბერიინგლისის დედოფლებიბურბონებიშოტლანდიის დედოფლებისაფრანგეთის პრინცესები


ფრანგ.ინგლ.25 ნოემბერი160910 სექტემბერი1669საფრანგეთისანავარისანრი IVიტალიელიმარია მედიჩის16251649ინგლისისშოტლანდიისაირლანდიისჩარლზ Iინგლისისირლანდიისაშოტლანდიისმეფისჩარლზ IIჯეიმზ IIანრი IV დე ბურბონისამარია მედიჩის160925 ნოემბერსლუვრის სასახლეშიკათოლიკედ161014 მაისსანრი IVლუი XIIIმარია მედიჩი1614ელიზაბეტაესპანეთისაპორტუგალიისფილიპე IV1619კრისტინასავოიისვიტორიო ამადეო I1623უელსის პრინციჩარლზ Iმადრიდშიმარია ანა ჰაბსბურგზე1624პარიზშიჰანოვერისსოფია ჰანოვერელი1620ფრანგი162626 ივნისსლუი XIII1629გრინვინჩშირიჩმონდში1639ბუკენგემისანგლიკანი162816281628162913163029 მაისსჩარლზი16314 ნოემბერს1633ჯეიმზი1635163716391640164416301640პარლამენტსფეოდალურიკაპიტალიზმისჩარლზ Iოლივერ კრომველი1642სამოქალაქო ომი1644164514 ივნისს1647164930 იანვარს16511660სტიუარტთა დინასტიამჩარლზ II სტიუარტი1661ლუი XIV1665ჰავის1669166913 სექტემბერს










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ანრიეტა მარია დე ბურბონი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search
































ანრიეტა მარია დე ბურბონი

Henriette Marie de Bourbon

Attributed to Van Dyck - Queen Henrietta Maria as St Catherine.jpg


ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი:
13 ივნისი 1625
მმართ. დასასრული:
30 იანვარი 1649
წინამორბედი:
ანა დანიელი
მემკვიდრე:
კატარინა ბრაგანსა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი:
25 ნოემბერი 1609
დაბ. ადგილი:
პარიზი, საფრანგეთის სამეფო
გარდ. თარიღი:
10 სექტემბერი 1669 (59 წლის)
გარდ. ადგილი:
კოლომბესი, საფრანგეთის სამეფო
მეუღლე:
ჩარლზ I, ინგლისის მეფე
(ქ. 1625 - გარდ. 1649)
შვილები:
ჩარლზი, კორნუოლის ჰერცოგი
ჩარლზ II, ინგლისის მეფე
მერი, ორანჟ-ნასაუს პრინცესა
ჯეიმზ II, ინგლისის მეფე
ელიზაბეთი
ანა
ქეთრინი
ჰენრი, გლოსტერის ჰერცოგი
ჰენრიეტა, ორლეანის ჰერცოგინია
დინასტია:
ბურბონები
მამა:
ანრი IV, საფრანგეთის მეფე
დედა:
მარია მედიჩი
რელიგია:
კათოლიციზმი
ხელმოწერა:
French signature of Henriette Marie of France in 1626 to Cardinal Richelieu.jpg

ანრიეტა მარია დე ბურბონი ვიკისაწყობში

ანრიეტა მარია დე ბურბონი (ფრანგ. Henriette Marie de bourbon; ინგლ. Henrietta Maria of France; დ. 25 ნოემბერი 1609 — გ. 10 სექტემბერი 1669), აგრეთვე ცნობილი როგორც ჰენრიეტა მარია ფრანგი — დაბადებიდან იყო საფრანგეთისა და ნავარის პრინცესა. ანრი IV-ის და მისი მეორე, იტალიელი მეუღლის — მარია მედიჩის ნაბოლარა ქალიშვილი. 1625-1649 წლებში ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის დედოფალი, როგორც ჩარლზ I-ის მეუღლე. ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის ორი მეფის — ჩარლზ II-ისა და ჯეიმზ II-ის დედა.




სექციების სია





  • 1 ბავშვობა


  • 2 ინგლისის დედოფალი

    • 2.1 ქორწინება


    • 2.2 კათოლიციზმი და დედოფლის ოჯახი


    • 2.3 ანრიეტა მარია და ჩარლზი


    • 2.4 ანრიეტა მარია და ხელოვნება



  • 3 ინგლისის სამოქალაქო ომი

    • 3.1 ომამდელი წლები


    • 3.2 სამოქალაქო ომი



  • 4 უკანასკნელი წლები და გარდაცვალება


  • 5 ტიტულები


  • 6 შვილები


  • 7 ბიბლიოგრაფია


  • 8 რესურსები ინტერნეტში




ბავშვობა |




ანრიეტა მარია 1611 წელს


ანრიეტა მარია იყო საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV დე ბურბონისა და მისი მეორე იტალიელი მეუღლის — მარია მედიჩის ნაბოლარა შვილი. სწორედ მათის სახელების გაერთიანებაა მისი სახელი (ანრი — ანრიეტა, მარია — მარია). იგი დაიბადა 1609 წლის 25 ნოემბერს ლუვრის სასახლეში. ანრიეტა მარია მშობლებმა ჭეშმარიტ და ღვთისმოშიშ კათოლიკედ აღზარდეს. ანრიეტა მარია ღრმა ბავშვობაშივე დაობლდა, იგი სულ ერთი წლის იყო როდესაც 1610 წლის 14 მაისს ანრი IV მოკლეს. საფრანგეთისა და ნავარის მეფე მისი უფროსი ძმა — ლუი XIII ხდება, ხოლო მისი მცირეწლოვანების გამო რეგენტად დედამისი — მარია მედიჩი დაინიშნა.


1614 წელს დააქორწინეს ანრიეტა მარიას უფროსი და — ელიზაბეტა, იგი მიათხოვეს ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე — ფილიპე IV-ს. 1619 წელს ანრიეტა მარიას შუათანა და- კრისტინა მარია მიათხოვეს სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო I-ს. ახლა უკვე ანრიეტა მარიას ამზადებდნენ გასათხოვებლად. მას ასწავლიდნენ ცხენოსნობას, ცეკვას, სიმღერას, წერა-კითხვას, აკადემიურ უნარებსა და სამეფო კარზე მოქცევის წესებს.



ინგლისის დედოფალი |



ქორწინება |




ანრიეტა მარია და ჩარლზ I თავიანთ შვილებთან ერთად. 1633 წელს ვან დაიკის მიერ შესრულებული ნახატი


ანრიეტა მარიამ თავისი საქმრო პირველად 1623 წელს იხილა, მაშინ როცა იგი თავის დასთან მიემგზავრებოდა ესპანეთში, სწორედ ამ დროს ჯერ კიდევ უელსის პრინცი ჩარლზ I მადრიდში იმყოფებოდა, ვინაიდან იგეგმებოდა ჩარლზის დანიშვნა ესპანეთის პრინცესა — მარია ანა ჰაბსბურგზე. თუმცა ეს შეხვედრა ცუდად დასრულდა ვინაიდან, ჩარლზ I-ს კონფლიქტი მოუვიდა ესპანეთის მეფე ფილიპე IV-სთან და ომი გამოუცხადა მას. განრისხებულმა ჩარლზმა საცოლის ძიება სხვაგან დაიწყო და იპოვა კიდეც ანრიეტა მარიას სახით. 1624 წელს ჩარლზის ოფიციალური დელეგაცია ჩავიდა პარიზში და ანრიეტა მარიას ხელი ითხოვეს, რაზეც ანრიეტა დათანხმდა. ამავე წელს ჩარლზი და ანრიეტა მარია დაქორწინდნენ, მაშინ ანრიეტა მხოლოდ 15 წლის იყო.


ანრიეტა მარიას გარეგნობას გამოეხმაურა ჩარლზის დის შვილი, ჰანოვერის დედოფალი — სოფია ჰანოვერელი. მან ანრიეტა მარიზე შემდეგი რამ დაწერა: „ვან დაიკის მშვენიერი პორტრეტებიდან ჩანს, რომ ინგლისის ახალი მემკვიდრე ნამდვილად ულამაზესი ქალბატონია. როდესაც მისი პორტრეტი ვიხილე გავოცდი, რადგან იგი არ ჰგავს სხვა „მჭამელ“ დედოფლებს. ანრიეტა მაღალი და თეთრკანიანი გოგონაა, გამხდარია და კარგი კბილები აქვს. ასევე ძალიან მომწონს მისი სახის დახვეწილი ნაკვთები და ცხვირის ფორმა“.


ახალმა დედოფალმა ინგლისში უამრავი ძვირფასეულობა ჩაიტანა, როგორც მზითვი. მის მზითვებზე საფრანგეთის სამეფო კარი მისი დაბადების დღიდანვე ზრუნავდა, ამიტომაც მას მზითვში გააყოლეს: უამრავი ძვირადღირებული ავეჯი, ბრილიანტები, მარგალიტის ბეჭდები, ალმასის ღილები, ატლასისა და ხავერდის კაბები და ფეხსაცმელები, უძვირფასესი ოქროს გვირგვინები, ოქროთი ნაქარგი შარფები, 10 000 ოქროს მონეტა, ალმასის ჭაღები, უძვირფასესი ნახატები, უიშვიათესი წიგნები, საძინებლის კომპლექსი, ამასთან მას გაჰყვა მისი ფრეილინები,12 ფრანგი ორატორი და მღვდელი.


ანრიეტა მარია კათოლიკე იყო, ჩარლზი კი ანგლიკანი. ინგლისური წესით დედოფალიც ანგლიკანი იყო, თუმცა ანრიეტა ღრმად მორწმუნე კათოლიკე იყო და რელიგიის შეცვლას არ აპირებდა, ამიტომაც ჩარლზმა ნება დართო დარჩენილიყო კათოლიკედ და სამეფო კარზე მესის ჩატარების ნებასაც რთავდა.



კათოლიციზმი და დედოფლის ოჯახი |




ორსული ანრიეტა მარია


ანრიეტა მარია კათოლიკური მრსწამსის ძლიერი მორწმუნე და ერთგული იყო, რაც დიდ როლს თამაშობდა მის ცხოვრებაში განსაკუთრებით კი ქორწინების შემდეგ. ჩარლზს ძალიან მოსწონდა ანრიეტა მარია, იგი მოფერებით „მერის“ უწოდებდა, ხოლო ხალხში ყოფნის დროს მის „დედოფალ მერის“. იქიდან გამომდინარე, რომ ანრიეტა მარია ძალიან მორწმუნე და ღვთისმოშიში იყო, სხვა დედოფლებისაგან განსხვავებით იგი არ ხლართავდა ინტრიგებს, არამედ იყო გულღია და პრაგმატული, ამასთან არასოდეს ერეოდა მეუღლის პოლიტიკურ საქმიანობებში. ანრიეტა მარიამ ხელი შეუშალა ყველა იმ ინგლისელ დიდგვაროვანს, რომელიც კათოლიკე იყო და აპირებდა პროტესტანტიზმის მიღებას. ანრიეტას წყალობით რელიგიის შეცვლა ინგლისის კანონმდებლობაში შევიდა როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. 1620-იან წლებში მთელს ბრიტანეთში კათოლიკური რელიგია თითქმის ამოძირკვული იყო, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ანრიეტა მარია უშედეგოდ ცდილობდა ამ ხალხში ძველი რელიგიის დაბრუნებას.


ანრიეტა მარიას არ გაუწყვეტია ურთიერთობა საფრანგეთთან, ასევე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ესპანეთში და სავოიაში მყოფ კათოლიკე დებთან. ამით იგი ცდილობდა დაკავშირებულიყო კათოლიკურ სამყაროს. ამას გარდა ანრიეტას გარს შემოკრებილი ჰყავდა უამრავი ფრანგი კათოლიკე, რაც ინგლისელთა უკმაყოფილებას იწვევდა. ჩარლზს საბოლოოდ ეს ყველაფერი მობეზრდა და ანრიეტა ქორწინების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. 1626 წლის 26 ივნისს ინგლისიდან განდევნა ანრიეტა მარიასთან ახლოსმყოფი ყველა ფრანგი კათოლიკე, თუმცა ანრიეტამ ეს ყველაფერი ძმას — ლუი XIII-ს შეატყობინა, იმის გამო რომ საფრანგეთთან ომი არ დაწყებულიყო ჩარლზმა ანრიეტას ნება დართო დაეტოვებინა 7 ფრანგი კათოლიკე.


ანრიეტა მარიას ისევე როგორც სხვა დედოფლებს ახასიათებდა ძვირფასი ნივთების შეძენისადმი მიდრეკილება. 1629 წლისთვის ანრიეტას თითქმის მთლიანი ქონება იმაში დაიხარჯა, რომ მისი ბრძანებით აშენებულიყო გრანდიოზული სასახლე და უმაღლეს დონეზე გაერემონტებინათ. ანრიეტა მეფეს ძალიან ბევრ ფულს სთხოვდა ახალი ტანსაცმლისა და სამკაულების შესაძენად, რომლებიც საერთოდ არ იყო საჭირო. ამ მფლანგველობამ ინგლისის ხაზინას სერიოზული ზიანი მიაყენა. ანრიეტა მარიამ უზარმაზარი სასახლეები ააშენა გრინვინჩში, ოტლანდში, რიჩმონდში და ჰოლდენბში. 1639 წელს ანრიეტამ ჩარლზისათვის ააშენებინა უზარმაზარი სასახლე, რომელიც შემდეგ მას აჩუქა. იგი ასევე ყიდულობდა უამრავ უცხო ჯიშის ძაღლებს, ფრინველებსა და მაიმუნებს.



ანრიეტა მარია და ჩარლზი |




ანრიეტა მარიას პორტრეტი


თავიდან ანრიეტასა და ჩარლზის ქორწინება საკმაოდ კარგად დაიწყო. თუმცა ჩავიდა თუ არა ანრიეტა ლონდონში გააძევა ჩარლზის ყოფილი საყვარელი. ამაში მას დაეხმარა ბუკენგემის ჰერცოგინია - ლუსი ჰეი. ლუსი ერთგული და ლამაზი ანგლიკანი ქალი იყო და მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა დედოფალთან. 1628 წლის ზაფხულში კი ანრიეტამ ლუსი საკუთარ ფრეილინად აიყვანა.


1628 წლიდან ანრიეტა მარიამ მეუღლესთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე დაიწყო ფიქრი, რასაც მალე მიაღწია სითბოთი, ხუმრობებით და სიყვარულით. 1628 წლის ზაფხულში ანრიეტა პირველად დაორსულდა. 1629 წლის 13 მარტს, რამდენიმე საათიანი მტანჯველი მშობიარობის შემდეგ დედოფალმა ვაჟი გააჩინა. ანრიეტა კინაღამ გადაჰყვა ამ მშობიარობას, რამდენიმე საათში კი ბავშვი გარდაიცვალა. 1630 წლის 29 მაისს დედოფალმა მეორე ვაჟი გააჩინა, ამჯერად ჯანმრთელი ტახტის მემკვიდრე რომელსაც ჩარლზი დაარქვეს (მამის პატივსაცემად). აქედან მოყოლებული ჩარლზს უფრო მეტად შეუყვარდა ანრიეტა, რომელმაც მალე მისი საუკეთესო მეგობრისა და მრჩევლის სტატუსიც შეითვისა. 1631 წლის 4 ნოემბერს ანრიეტამ გოგონა გააჩინა, რომელსაც მერი დაარქვეს. ამას მოჰყვა 1633 წელს მეორე ვაჟი სახელად ჯეიმზი, 1635 წელს ელიზაბეთი, 1637 წელს ანა, 1639 წელს ეკატერინე, 1640 წელს ჰენრი, ხოლო 1644 წელს კი ჰენრიეტა.


შვილების გაჩენით ანრიეტამ ჩარლზს უფრო მეტად შეაყვარა თავი. როცა ჩარლზი წასული იყო, იგი ანრიეტას ხშირად წერდა წერილებს რომლებშიც მას „ძვირფას გულს“ უწოდებს.



ანრიეტა მარია და ხელოვნება |




ანრიეტა მარიას ბრძანებით აგებული სასახლე გრინვინჩში


ანრიეტა მარია ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა ხელოვნების მიმართ. ანრიეტა მარიასაც და ჩარლზაც განსაკუთრებულად უყვარდათ პორტრეტების შეგროვება. ასევე ანრიეტამ დაამკვიდრა ინგლისში ჭერის მოხატვა. ანრიეტა ფერმწერი ხელოვანების დიდი მფარველი და ქომაგი იყო. თუმცა იგი ასევე ძლიერ ეხმარებოდათ ინგლისელ კომპოზიტორებს. 1630 წლიდან ანრიეტას იტაცებს მოქანდაკეობაც, ამ წელს დამაზადდა ანრიეტაას გამოსახულების ბიუსტი რის შემდგომაც იგი მოქანდაკეების მფარველადაც იქცა. მისი დაფინანსებით სამეფო სასახლის ბაღებში დაიდგა უამრავი ულამაზესი ქანდაკება. მან ასევე დაასაქმა უამრავი ფრანგი მებაღე, რომლებმაც სამეფო სასახლის ბაღი ულამაზეს ადგილად აქციეს.



ინგლისის სამოქალაქო ომი |



ომამდელი წლები |




ანრიეტა მარიას პორტრეტი. 1640 წელი


1640 წლიდან ინგლისში სიტუაცია ძალიან გამწვავდა. მეფესა და პარლამენტს შორის უთანხმოება დღითი დღე იზრდებოდა. ინგლისში ნელ-ნელა ფეოდალური სისტემა დაცემას იწყებდა და დგებოდა ახალი, კაპიტალიზმის ერა. ჩარლზ I იმის გამო, რომ როგორმე ხაზინა შეევსო სულ ახალ და ახალ გადასახადებს აწესებდა. ქვეყანაში შექმნილმა რთულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პირობებმა თანდათან მეფე-დედოფლის წინააღმდეგ განაწყო როგორც მოსახლეობა, ისე პარლამეტი, რომელიც თავის მხრივ, მეფის უფლებების შემცირებას და საკუთარის გაზრდას ითხოვდა.


პარლამენტარი - ოლივერ კრომველი თავის სახალხო გამოსველბში განსაკუთრებულად უსვავდა ხაზს რელიგიურ თემას. იგი უკმაყოფილებას გამოთქვავდა იმის გამო, რომ ეპისკობოსი ლოდი და დედოფალი ჰენრიეტა მარია ქვეყანას კვლავ კათოლიკური წიაღისაკენ მიექაჩებოდნენ. ოლივერს მალევე აუბეს მხარი პროტესტანტმა პურიტანებმაც. იმ შემთხვევაში თუ, მეფესა და პარლამენტს შორის დაპირისპირება მოხდებოდა ოლივერი მათი მეთაური გახდებოდა. ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა. კრომველი ჩარლზ იმ თვისების გამო, რომელსაც ოჯახის სიყვარული ჰქვია დიდ პატივს სცემდა, თუმცა მიიჩნევდა, რომ იგი არაეფექტური მმართველი იყო. ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლა მალე ხელჩართულ სამხედრო დაპირისპირებად გადაიქცა.



სამოქალაქო ომი |




ჩარლზ I და ანრიეტა მარია


1642 წელს დაიწყო სამოქალაქო ომი. 1644 წელს მარსთონ-მურში გამართული ბრძოლისას, ოლივერ კრომველის უშუალო მეთაურობით დამარცხებულ იქნა მეფის ერთგული რეგულარული არმია. ოლივერმა ჩარლზ I-ს დამარცხება 1645 წლის 14 ივნისს გამართულ ბრძოლაშიც აგემა. თუმცა ჩარლზი ბრძოლას მაინც არ წყვეტდა. თუმცა მისი ძალაუფლება მხოლოდ მის მცირერიცხოვან მომხრეებზეღა ვრცელდებოდა. 1647 წელს დამარცხებული ჩარლზი ცოლ-შვილთან ერთად კუნძულ უაიტზე გაიქცა, თუმცა მეფე გზაში დააკავეს. ინგლისის სასამართლომ მეფეს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, რომელიც მანამდე არცერთი ბრიტანელი მეფისთვის არ გამოუტანიათ. 1649 წლის 30 იანვარს, სუსხიან დღეს ჩარლზ I-ს სახალხოდ მოკვეთეს თავი, ეშაფოტზე. აქედან მოყოლებული ინგლისი, შოტლანდია და ირლანდია რესპუბლიკები გადხნენ და მათ მართავდა ლორდ-პროტექტორი ოლივერ კრომველი. ანრიეტას კი ჩამოერთვა დედოფლის ტიტული. ამ დროის მანძილზე ანრიეტა ცხოვრობდა ქალაქ ქაილოტში შვილებთან ერთად. იგი იქ 1651 წლამდე დარჩა.



უკანასკნელი წლები და გარდაცვალება |




ანრიეტა დაქვრივების შემდგომ


1660 წელს სტიუარტთა დინასტიამ დაიბრუნდა ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის ტახტი. ამჯერად მეფე გახდა ანრიეტა მარიას უფროსი ვაჟი - ჩარლზ II სტიუარტი. ანრიეტა კვლავ დაბრუნდა ინგლისში, ოღონდ ამჯერად როგორც დედა დედოფალი. 1661 წელს საფრანგეთთან კავშირის გამყარების მიზნით ანრიეტამ ლუი XIV-ის უმცროს ძმას - ლუი-ფილიპეს მიათხოვა საკუთარი ნაბოლარა ქალიშვილი - ჰენრიეტა. ანრიეტა აპირებდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ინგლისში ეცხოვრა, თუმცა 1665 წელს ბრონქიტით დაავადდა, რაც ბრიტანეთის ნესტიანი ჰავის ბრალი იყო. ამავე წელს ანრიეტა მარია საფრანგეთში გადასახლდა თავის ქალიშვილ - ჰენრიეტასთან. იგი თავის სიძეს და საფრანგეთის მეფეს მამიდად ერგებოდა (ვინაიდან ისინი ლუი XIII-ის ვაჟები იყვნენ, ლუი კი ანრიეტას უფროსი ძმა იყო), ამიტომაც სიცოცხლის ბოლომდე ფუფუნებაში ცხოვრობდა. 1669 წელს ანრიეტა გარდაიცვალა, მიზეზი კი ისაა, რომ მისმა ექიმმა ზედმეტი ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთა. იგი დაკრძალეს 1669 წლის 13 სექტემბერს, სენ დენის საფრანგეთის მეფეთა სასაფლაოზე.



ტიტულები |




ანრიეტა მარიას გერბი


  • საფრანგეთის პრინცესა - 1609-1669 წლებში

  • ნავარის პრინცესა - 1609-1669 წლებში

  • უელსის პრინცესა - 1623-1625 წლებში

  • ინგლისის დედოფალი - 1625-1649 წლებში

  • შოტლანდიის დედოფალი - 1625-1649 წლებში

  • ირლანდიის დედოფალი - 1625-1649 წლებში


შვილები |






























































პორტრეტი
სახელი
დაიბადა
გარდაიცვალა
ტიტული
მეუღლე
_
ჩარლზ ჯეიმზ სტიუარტი
13 მარტი 1629
13 მარტი 1629
არ ჰქონია
არ ჰყოლია

King Charles II by John Michael Wright or studio.jpg

ჩარლზ II სტიუარტი
29 მაისი 1630
6 თებერვალი 1685
ინგლისის,

ირლანდიის და


შოტლანდიის


მეფე


ეკატერინე ბრაგანსა

Probably Mary, Princess of Orange by Gerrit van Honthorst.jpg

მერი სტიუარტი
4 ნოემბერი 1631
24 დეკემბერი 1660
ორანჟისა და

როიალის პრინცესა


უილიამ II ორანჟ-ნასაუ

Prince James Francis Edward Stuart by Alexis Simon Belle.jpg

ჯეიმზ II სტიუარტი
14 ოქტომბერი 1633
16 სექტემბერი 1701
ინგლისის,

ირლანდიისა და


შოტლანდიის მეფე



  1. ანა ჰაიდი

  2. მერი მოდენელი


Princess Elizabeth - NPG D28654.jpg
ელიზაბეთ სტიუარტი
29 დეკემბერი 1635
8 სექტემბერი 1650
ინგლისის,

ირლანდიის და


შოტლანდიის


პრინცესა


არ ჰყოლია

Princess Anne - NPG D26443.jpg
ანა სტიუარტი
17 მარტი 1637
8 დეკემბერი 1640
ინგლისის,

ირლანდიისა და


შოტლანდიის


პრინცესა


არ ჰყოლია
_
ეკატერინე სტიუარტი
29 იანვარი 1639
29 იანვარი 1639
არ ჰქონია
არ ჰყოლია

Henry, Duke of Gloucester.jpg
ჰენრი სტიუარტი
8 ივლისი 1640
18 სექტემბერი 1660
გლოსტერსის

ჰერცოგი


არ ჰყოლია

Mytens, Jan - Henrietta of England - Enfield Museum Service.jpg

ჰენრიეტა სტიუარტი
16 ივნისი 1644
30 ივნსისი 1670
ორლეანის

ჰერცოგინია


ფილიპე I დე ბურბონი


ბიბლიოგრაფია |


  • Britland, Karen. (2006) Drama at the courts of Queen Henrietta Maria. Cambridge: Cambridge University Press.

  • Bone, Quinton. (1972) Henrietta Maria: Queen of the Cavaliers. Chicago: University of Illinois Press.

  • Fritze, Ronald H. and William B. Robison. (eds) (1996) Historical dictionary of Stuart England, 1603–1689. Westport: Greenwood Press.

  • Griffey, Erin. (2008) "Introduction" in Griffey (ed) 2008.

  • Griffey, Erin. (2008) Henrietta Maria: piety, politics and patronage. Aldershot: Ashgate Publishing.

  • Hibbard, Caroline. (2008) "'By Our Direction and For Our Use:' The Queen's Patronage of Artists and Artisans seen through her Household Accounts." in Griffey (ed) 2008.

  • Kitson, Frank. (1999) Prince Rupert: Admiral and General-at-Sea. London: Constable.

  • Maclagan, Michael Maclagan and Jiří Louda. (1999) Lines of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe. London: Little, Brown & Co. ISBN 1-85605-469-1.

  • Oman, Carola. (1936): Henrietta Maria. London: Hodder & Stoughton.

  • Purkiss, Diane. (2007) The English Civil War: A People's History. London: Harper.

  • Raatschan, Gudrun. (2008) "Merely Ornamental? Van Dyck's portraits of Henrietta Maria." in Griffey (ed) 2008.

  • Smuts, Malcolm. (2008) "Religion, Politics and Henrietta Maria's Circle, 1625–41" in Griffey (ed) 2008.

  • Stewart, George R. (1967) 'Names on the Land: A Historical Account of Place-Naming in the United States, 3rd edition. Houghton Mifflin.

  • Wedgwood, C. V. (1966) The King's Peace: 1637–1641. London: C. Nicholls.

  • Wedgwood, C. V. (1970) The King's War: 1641–1647. London: Fontana.

  • White, Michelle A. (2006) Henrietta Maria and the English Civil Wars. Aldershot: Ashgate Publishing.

  • Croft, Pauline (2003). King James. Basingstoke and New York: Palgrave Macmillan.


რესურსები ინტერნეტში |


  • http://www.guide2womenleaders.com/womeninpower/Womeninpower1600.htm

  • http://www.british-civil-wars.co.uk/biog/henrietta-maria.htm

  • http://bcw-project.org/biography/henrietta-maria







(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ანრიეტა_მარია_დე_ბურბონი&oldid=3703308“-დან













სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.576","walltime":"0.773","ppvisitednodes":"value":5925,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":92072,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":27559,"limit":2097152,"expansiondepth":"value":12,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":3,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":30,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 541.552 1 -total"," 56.14% 304.033 1 თარგი:ინფოდაფა_მმართველი"," 54.54% 295.345 1 თარგი:ინფოდაფა"," 29.26% 158.436 2 თარგი:Wikidata"," 24.98% 135.304 1 თარგი:ავტორიტეტული_წყაროები"," 13.41% 72.629 174 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 11.79% 63.834 1 თარგი:ინგლისის_დედოფლები"," 11.36% 61.527 2 თარგი:ნავდაფა"," 3.53% 19.116 1 თარგი:Lang-fr"," 2.91% 15.740 1 თარგი:PAGENAMEBASE"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.154","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":3346421,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1244","timestamp":"20191005001021","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d0u10dcu10e0u10d8u10d4u10e2u10d0 u10dbu10d0u10e0u10d8u10d0 u10d3u10d4 u10d1u10e3u10e0u10d1u10ddu10dcu10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90_%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%93%E1%83%94_%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q848615","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q848615","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2017-09-29T15:14:05Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/e/e6/Attributed_to_Van_Dyck_-_Queen_Henrietta_Maria_as_St_Catherine.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":133,"wgHostname":"mw1258"););

Popular posts from this blog

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Tom Holland Mục lục Đầu đời và giáo dục | Sự nghiệp | Cuộc sống cá nhân | Phim tham gia | Giải thưởng và đề cử | Chú thích | Liên kết ngoài | Trình đơn chuyển hướngProfile“Person Details for Thomas Stanley Holland, "England and Wales Birth Registration Index, 1837-2008" — FamilySearch.org”"Meet Tom Holland... the 16-year-old star of The Impossible""Schoolboy actor Tom Holland finds himself in Oscar contention for role in tsunami drama"“Naomi Watts on the Prince William and Harry's reaction to her film about the late Princess Diana”lưu trữ"Holland and Pflueger Are West End's Two New 'Billy Elliots'""I'm so envious of my son, the movie star! British writer Dominic Holland's spent 20 years trying to crack Hollywood - but he's been beaten to it by a very unlikely rival"“Richard and Margaret Povey of Jersey, Channel Islands, UK: Information about Thomas Stanley Holland”"Tom Holland to play Billy Elliot""New Billy Elliot leaving the garage"Billy Elliot the Musical - Tom Holland - Billy"A Tale of four Billys: Tom Holland""The Feel Good Factor""Thames Christian College schoolboys join Myleene Klass for The Feelgood Factor""Government launches £600,000 arts bursaries pilot""BILLY's Chapman, Holland, Gardner & Jackson-Keen Visit Prime Minister""Elton John 'blown away' by Billy Elliot fifth birthday" (video with John's interview and fragments of Holland's performance)"First News interviews Arrietty's Tom Holland"“33rd Critics' Circle Film Awards winners”“National Board of Review Current Awards”Bản gốc"Ron Howard Whaling Tale 'In The Heart Of The Sea' Casts Tom Holland"“'Spider-Man' Finds Tom Holland to Star as New Web-Slinger”lưu trữ“Captain America: Civil War (2016)”“Film Review: ‘Captain America: Civil War’”lưu trữ“‘Captain America: Civil War’ review: Choose your own avenger”lưu trữ“The Lost City of Z reviews”“Sony Pictures and Marvel Studios Find Their 'Spider-Man' Star and Director”“‘Mary Magdalene’, ‘Current War’ & ‘Wind River’ Get 2017 Release Dates From Weinstein”“Lionsgate Unleashing Daisy Ridley & Tom Holland Starrer ‘Chaos Walking’ In Cannes”“PTA's 'Master' Leads Chicago Film Critics Nominations, UPDATED: Houston and Indiana Critics Nominations”“Nominaciones Goya 2013 Telecinco Cinema – ENG”“Jameson Empire Film Awards: Martin Freeman wins best actor for performance in The Hobbit”“34th Annual Young Artist Awards”Bản gốc“Teen Choice Awards 2016—Captain America: Civil War Leads Second Wave of Nominations”“BAFTA Film Award Nominations: ‘La La Land’ Leads Race”“Saturn Awards Nominations 2017: 'Rogue One,' 'Walking Dead' Lead”Tom HollandTom HollandTom HollandTom Hollandmedia.gettyimages.comWorldCat Identities300279794no20130442900000 0004 0355 42791085670554170004732cb16706349t(data)XX5557367