Skip to main content

ანდრია მოციქული სექციების სია ცხოვრება | აპოკრიფული ლიტერატურა | სქოლიო | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიუწმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებულიწმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ცხოვრებაწმიდა მოციქული ანდრიაანდრია მოციქულის ცხოვრებაJournal "Road to Emmaus" #19, 2004(წმ. ანდრიას მისიონერული მოგზაურობის აღწერის პირველწყარო)რ. ხალვაში, ანდრია პირველწოდებული საქართველოში, ბათუმი, 2011რრრ

წმინდა პეტრეანდრია პირველწოდებულიიაკობ ზებედესიიოანეფილიპე მოციქულიბართლომეთომამათეიაკობ ალფესიიუდასვიმონ კანანელიიუდა ისკარიოტელიმატათახარებაშობანათლისღებამირქმაჯვარცმაფერისცვალებასულთმოფენობააღდგომაამაღლებაანდრია პირველწოდებულისტაქოსიონისიმეპოლიკარპე Iპლუტარქე


დაბადებული ძვ. წ. 6გარდაცვლილი 30 ნოემბერიგარდაცვლილი 60ქრისტეს თორმეტი მოციქულიქრისტიანი ჯვარცმულნიახალი აღთქმის პერსონაჟებიბიზანტიის ეპისკოპოსები


ბერძ.ძვ. წ. 630 ნოემბერი60ლათ.ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანისაქართველოშიორიგენსსკვითებისპონტოსნიკიტა პაფლაგონიელს890გიორგი მთაწმიდელსეფრემ მცირემწმინდა ნინოსრუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ1103იოანე ზებედესიიოანე ნათლისმცემელისშავი ზღვისბალკანეთის ნახევარკუნძულისსკვითეთირუსეთიიუდეასსამარიაშიღაზაშილიდაშიწმინდა გიორგიანტიოქიაშიედესაშიურფა36კონსტანტინეპოლისტაქოკაპადოკიაშიგალატიაშიპონტოშითურქეთისაქართველოშისომხეთშიიერუსალიმშიანტიოქიაშიეფესოშიიოანე მოციქულსკვიპროსზეკონცხიწყარონიკეაშიქურთისტანიპაკისტანიირანისკინოკეფალებიავღანეთისსამარკანდიბუხარააბრეშუმის გზასაზიაშიჩინეთსაყაზახეთიდანაასირიიდანბულგარებსრუსეთისსაბერძნეთისიტალიასთანეპიფანე კონსტანტინეპოლელისკვითებისაალტაისკასპიის ზღვისკენალანებს49აფრიკისეთიოპიურიგრიგოლ ტურელისვიფინიასაბერძნეთისკვითეთიეგვიპტესიბას ოაზისშიმაროკომავრიტანიამალინიგერიაალჟირშიანტროპოფაგებისმათესტანზანიაუგანდარუანდაკონგოზიმბაბვესმატათა მოციქულიმატათა მოციქულისაქართველოშიმათე მოციქულიალექსანდრიასაეთიოპიაშითურქეთიმიქაელ მთავარანგელოზისნილოსისღვთისმშობლის მიძინებისპონტოსსაქართველოშიაზოვის ზღვისკენგადავიდაყირიმშიდნეპრსკიევამდესევასტოპოლისახერსონისეკლესიადნეპრისპირეთიდანმოსკოვინოვგოროდივალაამისკენსალოვკის კუნძულზეცვალაამიდანბალტიის ზღვისკენშოტლანდიაშიპოლონეთისასლოვენიისრუმინეთიდანმაკედონიაშითესალიალამიაკორინთეშიპატრა6262ეგაეტის357კონსტანტინე დიდისლუკა მახარებელისატიმოთე მოციქულის1964ათანასეს ლავრაშიელია წინასწარმეტყველის სავანეშიათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტერში1208










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ანდრია მოციქული




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

(გადამისამართდა გვერდიდან ანდრია პირველწოდებული)





Jump to navigation
Jump to search
















ანდრია მოციქული
Ἀνδρέας

Saint Andrew.jpg
წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატი, რუსეთი, XVIII საუკუნე
დაიბადა
ძვ. წ. 6
Bethsaida, იუდეა, რომის იმპერია
გარდაიცვალა
30 ნოემბერი 60(0060-11-30)
პატრა, აქაია, რომის იმპერია
დასაფლავებულია
Church of the Holy Apostles
ხსენების დღე
30 ნოემბერი
მოღვაწეობა
მქადაგებელი, მისიონერობა და fisher
ენა
ახალი ბერძნული ენა
მეუღლე


ანდრია მოციქული ვიკისაწყობში

ანდრია მოციქული, პირველწოდებული (ბერძ. Ανδρέας დ. ძვ. წ. 6 — გ. 30 ნოემბერი, 60 — „მამაცი“, ლათ. Andreas) — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ხსენების დღე - 29 (12.05) აპრილი, 30 (13.12) ნოემბერი.


XI საუკუნიდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი. ანდრია მოციქული ორიგენს (II-III საუკუნეები) სკვითების განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი. VIII-IX საუკუნეებში ბიზანტიურ მწერლობაში ანდრია მოციქული პონტოს მქადაგებლად არის დასახელებული. ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა ნიკიტა პაფლაგონიელს (გ. 890) მოეპოვება. მის ნაშრომში ანდრიას წილხვდომილად ჩრდილოეთია აღნიშნული და თვით იგი იბერთა და სავრომატების, ტავრებისა და სკვითების განმანათლებლად იწოდება. ამგვარად, ცნობა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობაზე ბერძნულ მწერლობაში IX საუკუნის II ნახევარში ჩნდება და საქართველოშიც აქედანაა შემოსული X-XI საუკუნეებში. ამ წყაროზე დაყრდნობით ქართულ ძეგლებში პირველი გარკვეული ცნობა ანდრიას საქართველოში მოღვაწეობის შესახებ გიორგი მთაწმიდელს (XI საუკუნის II ნახევარი) მოეპოვება. ის საქართველოს ეკლესიის დამფუძნებლად ანდრია მოციქულს თვლიდა და ანტიოქიის პატრიარქთან პაექრობის დროს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის უფლებას ამ ცნობაზე დამყარებით ამკტიცებდა. შემდგომში, ეფრემ მცირემ ეს ცნობა წმინდა ნინოს მქადაქებლობითი მოღვაწეობის ფაქტს შეუთანხმა და საქართველოში ქრისტიანობის მეორეგზის ქადაგების აუცილებლობას გამნარტება მოუძებნა. რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ (1103) ეფრემის ეს დებულება უცილობელ ჭეშმარიტებად ცნო და დააკანონა.




სექციების სია





  • 1 ცხოვრება

    • 1.1 ქადაგება

      • 1.1.1 პირველი მისიონერული მოგზაურობა


      • 1.1.2 მეორე მისიონერული მოგზაურობა


      • 1.1.3 მესამე მისიონერული მოგზაურობა


      • 1.1.4 მეოთხე მისიონერული მოგზაურობა


      • 1.1.5 ნაწყვეტი თეიმურაზ ბატონიშვილის ”ივერიის ისტორიიდან”



    • 1.2 მოწამეობრივი აღსასრული

      • 1.2.1 მოციქულის წმინდა ნაწილები




  • 2 აპოკრიფული ლიტერატურა


  • 3 სქოლიო


  • 4 ლიტერატურა


  • 5 რესურსები ინტერნეტში




ცხოვრება |


ანდრია პირველწოდებული იყო იესოს პირველი მოწაფე რომელიც იქნა ამორჩეული (მათ.4:18). ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა და თევზაობდა გალილეის ტბაში.
გადმოცემის თანახმად ანდრია და იოანე ზებედესი იყვნენ წმინდა იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები.






ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი. და მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ იგი, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ. და ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა, იტყოდა რაჲ ამას, და მისდევდეს იესუს. მოექცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს მას, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაბი (რომელი ითარგმანების „მოძღუარ“), სადა იყოფი? ჰრქუა მათ: მოვედით და იხილეთ. და მივიდეს და იხილეს, სადა იყოფოდა, და მის თანა დაადგრეს მას დღესა შინა. ჟამი იყო ვითარ მეათე. იყო ანდრეა, ძმაჲ სიმონ-პეტრესი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას. პოვა ამან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოეთ მესია, რომელ არს თარგმანებით: „ქრისტე“. ამან მოიყვანა იგი იესუჲსა. მიხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების „კლდე“.


—(იოან.1:35-41)



ქადაგება |


სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს თუ ვის სად ექადაგა. ანდრია მოციქულს ქადაგება წილად ხვდა: შავი ზღვის სანაპირო, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი და სკვითეთი (დღევანდელი რუსეთი).




წმ. პეტრე და ანდრია მოციქულების ხატი



პირველი მისიონერული მოგზაურობა |


გადმოცემის თანახმად თავიდან მოციქული ქადაგებდა იუდეას სამარიაში, ასევე ღაზაში. ღაზადან გადავიდა პალესტინის ქალაქ ლიდაში (სადაც შემდგომში მოწამეობრივად აღესრულა წმინდა გიორგი). შემდგომ გადავიდა ანტიოქიაში და იქიდან ედესაში (ქ. ურფა, თურქეთი). გ.36 წელს წმინდა ანდრია მოციქული გადავიდა ბიზანტიის ბერძნულ ქალაქში, რომელიც შემდგომ გახდა კონსტანტინეპოლი. აქ მან დაადგინა ეპისკოპოსად სტაქო სამოცდაათაგანი. შემდგომ იქადაგა კაპადოკიაში, გალატიაში, ასევე იყო ბერძნულ პონტოში (დღევანდელი ჩრდ. თურქეთი), ხოლო შემდეგ გაემართა საქართველოში და შემდეგ სომხეთში. ამით თავისი ქადაგება დაასრულა და დაბრუნდა იერუსალიმში.



მეორე მისიონერული მოგზაურობა |


მეორე მისიონერული მოგზაურობისას მოციქული იერუსალიმიდან ანტიოქიაში გაემართა, შემდეგ ჩაჯდა გემში, რომელიც მიდიოდა ეფესოში, რათა შეხვედროდა იოანე მოციქულს. გზად მან რამდენიმე დღე დაჰყო კვიპროსზე(იმ ადგილს დღესდღეობით წმ. ანდრიას კონცხი ეწოდება). როცა კუნძულზე მოწყურებული მგზავრები ღელვამ მოიცვა, რადგან წყლის რესურსები გემში ამოწურულიყო, მაშინ წმინდა ანდრიამ მხურვალე ლოცვის შემდგომ სასწაულებრივად კლდიდან წყარო გამოადინა. ეფესოს შემდეგ დაბრუნდა ანტიოქიაში, აქედან გადავიდა ნიკეაში, შემდეგ ისევ ეწვია პონტოს და საქართველოს. საქართველოში ქადაგების შემდეგ მოციქული გაემართა პართეთში. გზად ქურთისტანი უნდა გაევლო და გადასულიყო გედროზიას უდაბნოში (ბალოხისტანი)- ახლანდელი პაკისტანი-ირანის საზღვრის ახლოს. მაშინ იქ კინოკეფალები (ძაღლისთავიანი ადამიანები) ცხოვრობდნენ. გადმოცემით სირიული ტექსტებიდან, პირველად იხილა რა წმინდა ანდრიამ ეს ხალხი შეშინდა, თუმცაღა შემდგომ მიხვდა რომ იქ მისი ყოფნა ღვთის ნება იყო. შემდგომ, სირიული წყაროები მოგვითხრობს რომ წმინდა ანდრია პაკისტანის და ავღანეთის გავლით მოხვდა სოგდიანში (თანამედროვე სამარკანდი და ბუხარა). ბოლო დრომდე ამ ფაქტის აღქმა შეუძლებელი იყო, რადგანაც ისმებოდა შეკითხვა - რანაირად შეეძლო მოციქულის ამხელა გზის გავლა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ აბრეშუმის გზას ეს ყველაფერი სავსებით შესაძლებელი ხდება. ყველა ძველი მკვლევარი ერთხმად ამტკიცებდა რომ წმინდა ანდრია იყო ცენტრალურ აზიაში, თუმცაღა კონკრეტული მასალები ჩვენამდე მოღწეული არ არის. უნდა აღინიშნოს რომ არსებობს სამი სხვადასხვა წყარო რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ რომ ანდრია მოციქული იმყოფებოდა და ქადაგებდა დასავლეთ ჩინეთსა, ცენტრალურ და ამოსავლეთ აზიაში. პირველი გადმოცემა ყაზახეთიდანაა, მეორე სირიიდან ხოლო მესამე აქვთ ბულგარებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ეწეოდნენ რა მომთაბარე ცხოვრებას, საბერძნეთის გავლით დასახლდნენ იტალიასთან ახლოს. სადაც მათ მრავალი ტაძარი ააშენეს ანდრია მოციქულის სახელზე. როგორც ამტკიცებს IX საუკუნის მწიგნობარი ეპიფანე კონსტანტინეპოლელი, ანდრია მოციქული იყოო ჩინეთის ჩრდილოეთითაცო, სკვითებისა და მასაკების მიწაზე(ტერიტორია მონგოლეთს, ყაზახეთსა და ალტაის შორის საიდანაც შემდგომ წამოვიდნენ ბულგარები და თურქები). ასევე არსებობს გადმოცემა რომ წმინდა ანდრიმ იქადაგა ალტაიში საიდანაც სტეპების გავლით გაემართა კასპიის ზღვისკენ, სადაც უქადაგა სახარება ალანებს. იქიდან გაემართა ქურთისტანში სადაც შემთხვევით გადაურჩა მოწამეობრივ სიკვდილს. იქიდან კი დაბრუნდა იერუსალიმში.



მესამე მისიონერული მოგზაურობა |


გადმოცემას თუ დავუჯერებთ ანდრია მოციქული თავის მესამე მისიონერულ მოგზაურობაში გაემგზავრა მოციქულთა პირველი კრების შემდეგ გ.49 წელს. აფრიკის ქვეყნებში მის მოგზაურობას გვამცნობს ეთიოპიური კოპტური წყარო, ასევე ბერძნული აპოკრიფები, რომლებმაც მხოლოდ გრიგოლ ტურელის ძალისხმევით მოაღწია ჩვენამდე, რომელმაც შერწყა რა ეს ინფორმაცია, გადმოსცა ლათინურ ენაზე. წესით ანდრია მოციქულს არ უნდა ექადაგა აფრიკაში რადგანაც ეს მისი წილხვედრი მხარე არ იყო, ეტყობა საამისოდ მიზეზი არსებობდა. მას როგორც ცნობილია წილად ერგო: ვიფინია, საბერძნეთი და აღმოსავლეთ სკვითეთი. კოპტური წყაროებიც იუწყებიან რომ ანდრია მოციქული დადიოდა ბერბერების მიწაზე, მაგრამ კონკრეტულად რომელ ადგილებზეა საუბარი რთული სათქმელია, რადგანაც ბერბერებით დასახლებული იყო ეგვიპტე - სიბას ოაზისში, მაროკო, მავრიტანია, მალი და ნიგერია. ბერბერები იყვნენ თანამედროვე კაბილების(ტუარეგები) წინაპრები, რომლებიც ალჟირში ცხოვრობდნენ. კოპტური აპოკრიფის მიხედვით ანდრია მოციქული გაემართა ანტროპოფაგების(კაციჭამიები) ქვეყანაში მოციქულ მათეს გამოსახსნელად. კონკრეტულად კი დიდი ტბების რაიონში(ტანზანია, უგანდა, რუანდა, კონგო) და გაემართა ზიმბაბვეს ახლოს მდებარე ხევისკენ. თუმცაღა აპოკრიფში ზოგჯერ მოციქულ მათეს მაგივრად მატათა მოციქული მოიხსენიება(შესაძლოა მსგავსების გამო. მათე-MATHEUS-Матфее და მატათა-MATHIAS-Матфий). მატათა მოციქული კი როგორც ცნობილია რომ გაემგზავრა საქართველოში, ხოლო მათე მოციქული კი ალექსანდრიასა და ეთიოპიაში. ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს რომ ”კაციჭამიების ქვეყანა” მართლაც არსებობდა შავ ზღვის პირას, იგი მდებარეობდა პონტოში - სინოპის რაიონში (ჩრდ. თურქეთი). აქვე უნდა გავიხსენოთ სახელი ”მეორე ეთიოპია”, რომელიც მატათა მოციქულის ცხოვრებაშია აღნიშნული. აპოკრიფზე დაყრდნობით გადაჭრით რთული სათქმელია იყო თუ არა ანდრია მოციქული აფრიკის სიღრმეში, რადგანაც მოციქული ანდრია მოიხსენიება აფრიკის ქვეყნების მხოლოდ ეთიოპიურ წყაროებში. თუ დავეყრდნობით ამავე აპოკრიფს ანდრია მოციქულმა გაათავისუფლა დატყვევებული მოციქული და დაამხო მიქაელ მთავარანგელოზის ძალით მათი უძლეველი კერპი, რის შემხედვარე ხალხი მოიქცა და მინათლა. იქიდან კი ანდრია მოციქული თავისუფლად შეიძლებოდა რომ დაბრუნებულიყო ეთიოპია-ნილოსის გავლით იერუსალიმში.



მეოთხე მისიონერული მოგზაურობა |


ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, ანდრია მოციქულმა დატოვა იერუსალიმი და გაემგზავრა თავის საბოლოო მოგზაურობაში. გადმოცემით ცნობილია რომ ის ისევ ეწვია პონტოს, მერე გადავიდა საქართველოში და გაემართა აზოვის ზღვისკენ, იქიდან გადავიდაყირიმში და ზევით აყვა დნეპრს ვიდრე კიევამდე ასევე შავი ზღვისპირეთის სკვითების ქვეყნებში. ყირიმში სევასტოპოლისა და ხერსონის ბერძნებთან დააარსა ქრისტიანული ეკლესია. დნეპრისპირეთიდან სადაც ახლა დგას კიევი უნდა გამგზავრებულიყო ჩრდილოეთით სადაც დღესდღეობით იმყოფება მოსკოვი , ნოვგოროდი, და ლადოჟის ტბის მიმართულებით ვალაამისკენ. ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით მოციქული იყო სალოვკის კუნძულზეც, თუმცაღა ამის მტკიცებულება არ არსებობს. სავარაუდოდ ვალაამიდან გაემართა ბალტიის ზღვისკენ იქიდან შოტლანდიაში და თანამედროვე პოლონეთისა და სლოვენიის გავლით მივიდა რუმინეთში სადაც მან დაყო ოცი წელი. რუმინეთიდან კი გაემგზავრა ხერსონი-ყირიმში, სინოპში, მაკედონიაში, ეპირში, თესალია, ლამია, ლუტრაკიონსა და კორინთეში.



ნაწყვეტი თეიმურაზ ბატონიშვილის ”ივერიის ისტორიიდან” |






შემდგომ ქრისტეს ამაღლებისა მეექვსესა წელსა მოიწვივნეს ესე ორნი მოციქულნი ქრისტესნი პირველ-წოდებული ანდრია და სიმონ კანანელი, რამეთუ უბრძანა წმინდმან ღუთის-მშობელმან, რათა წარვიდნენ ივერიად და მუნ ჰქადაგონ საყვარელი ძეს მისი ქრისტე ღმერთი მხსნელი და მაცხოვარი, წილ-ხდომილსა შინა ქვეყანასა ღუთისა დედისასა. წილხდომილი ქვეყანა ღუთისა დედისა არს ივერია მიზეზითა ამით ვინაითდგან მოუთხრობს საქართველოსა ეკლესიის ისტორია, ვითარმედ ოდეს ამაღლდა ქრისტე ზეცად და საღმრთოთა მოციქულთა ზედა გარდმოვიდა ყოვლად წმინდა სული; მაშინ მოციქულნი განემზადნენ წარსვლად პირსა ზედა ყოველსა ქვეყანისასა და იყარეს წილი მოციქულთა თვს შორის, თუ რომელი რომელსა ქვეყანასა წარვიდეს და ჰქადაგონ სიტყვა ღუთისა. მაშინ ჟამსა მას მუნ იყოფოდა მათთანა დედაცა ღუთისა ქალწული მარიამ და უბრძანა მოციქულთა. ”შვილნო ჩემნო საყვარელნო, დასდევთ წილიცა ჩემი შრომისა მიღებად საყუარელსა ძისა ჩემისათვის, რათა ვქადაგო სახელი მისი, რომელსაცა ადგილასა მხდების მე წილი; ხოლო წილთა იგინი მორჩილექმნნეს და დასდევეს წილიცა მისი შორის წილთა თვისთა, წილ იგდეს და ხვდა დედასა ღუთისასა წილად თვსად ივერია (რომელს არს საქართველო). ”ხოლო ოდეს წარვიდოდეს მოციქულნი თვითოეულთა კერძოთა, მაშინ ინება შემდგომად წმინდამანცა ღუთის მშობელმან წარსვლა ივერიად, რათა ჰქადაგოს სიტყვა იგი ღვთისა, ძეი და ღმერთი თვსი და მიიღორა შრომაი მგზავრობისა და განვიდა გარე იერუსალემით და აჰა უფალი იესო, საყვარელი იგი ძეი მისი შეემთხვია წინა და ჰრქვა. ”დედაო, გიხარდენ, და ვითარცა იხილა იგი აღეტყინა დედაი ყოვლად წმინდა სიხარულითა და ტრფიალებითა გამოუთქმელითა და ჰრქვა სასურველსა ძესა თვსსა. ”მშვიდობა შენდა, ძეო საყვარელო და ღმერთო ჩემო, მე აღტყინებული დედა სახელისა შენისათვის წმინდისა განმფენად მივალ მე უცხოთა შორის ნათესავთა, რათა ვაცნო მათცა მოწყალებანი უსაზღვრონი, შენ მიერ მონიჭებულნი ცხოვრებად სოფლისა და სიყვარულისათვის შენისა არა ცრიდო მე, არცა ერთსა ჭირსა და შრომასა გზისასა”. მაშინ მიუგო მას უფალმან და ჰრქვა. ”დედაო, სიტკბოებაო სოფლისაო, კმა არს შრომა ეგეშენი და გულს მოდგინება სიყვარულისათვის მხოლოდშობილისა ძისა შენისა და აწ ვითხოვ მე შენ მიერ, რათა დაადგრე აქავე იეროსალემს ვიდრემდის მიგიყვანებდე შენ დიდებასა შინა მამისა ჩემისასა და ყოვლად წმინდისა სულისასა ჩემთანა განუშორებელად: ხოლო ნაცვლად შენსა უბრძანე მოციქულსა ანდრიას და სიმეონს ერდგულთა მოწაფეთა ჩემთა და იგინი წარვიდენ, სადაცა გენებოს და მუნ მრავალთა და არცა შევიდა ქალაქსა შინა მცხეთისასა; არამედ პირისპირ მცხეთისა გაღმად მდინარისა არაგვსა აღვიდა მთასა მას ზედა, რომელსაცა ზედა არს მონასტერი ჯვარისა ცხოველს მყოფელისა (რომელსაცა ჯაჭვის მონასტრად სახელ-ედების) და მწვერვალსა მას გორისასა აღმართა ჯვარი და დაუტევა და წარვიდა მუნით კახეთისა კერძოთა და შევიდა შინაგან კახეთისა, განხდა მდინარესა დიდსა იორსა (ესე იგი ალაზნისა მდინარესა და მოვიდა გრემს და აღმართა მუნცა ჯვარი მცირესა მას მწვერვალსა ზედა გორისასა, სადა იგი არს აქ ეკლესია მიხაილ-მთავარ-ანგელოზისა, რომელი იყო ძველად მონასტერი და არს იგი სამარხვო მეფეთა და მუნით გაღმამხხრის გზით კავკასიურით გზით, განვლო დიდოეთი და მრავალნი ადგილნი ლეკთანი მოვლნო და ჰქადაგა ადგილთა მათ და ანდრიად წოდებულსა ქალაქსა შინა კავკასიურსა ჰქადაგა სიტყვა ღუთისა (მუნ ჟამითგან ეწოდა ადგილსა მას ანდრია), მუნით მოიქცა ქრისტეთის გზით და მოვიდა ფევსა მთიულეთისასა ლომეკის მდინარესა ზედა (რომელსა აწ სახელ-სდებენ თერგად) და აღვიდა ძირსა საშინელისა მის კავკასიურისა მთისა, რომელსა ეწოდების მყინვარი (რომელსაცა ზედა ჰგიან საუკუნითგანნი მყინვარნი და თოვლნი განუზომელნი) მაღალსა მთასა ზედა, სადა იგი არს ადგილსა მას დაბა და ადგილსა მას, სადა იგი ჯვარი აღმართა ეკლესია დიდი მონასტერი წმინდისა მოციქულისა პირველ-მოწამისა სტეფანესი.


მოწამეობრივი აღსასრული |




ანდრია მოციქულის წამება (ნიურემბერგის ქრონიკა, 1493)


უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, ქალაქი პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმინდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. თუმცაღა მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას მაგრამ ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და მიაბარა თავისი ნეტარი სული ღმერთს. ეს მოხდა გ.62 წელს.



მოციქულის წმინდა ნაწილები |




წმ. ანდრია მოციქულის თავის ქალა და ჯვარი რომელზეც გააკრეს. ქ. პატრა, წმ. ანდრიას ეკლესია.


წმინდა ანდრია მოციქული თავდაპირველად, გ.62 წელს დაკრძალული იყო ქ. პატრაში (საბერძნეთი), სადაც ეგაეტის ბრძანებით წმინდანი ჯვარს აცვეს. გ.357 წელს კონსტანტინე დიდის ვაჟმა- კონსტანციუსმა, წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში, ლუკა მახარებელისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით. IX საუკუნის მეორე ნახევარში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დააბრძანეს ქ. პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში. 1460 წელს, ოსმალთა იმპერიის მიერ მცირე აზიის ტერიტორიების დაპყრობის გამო, პატრას არქონტმა თომა პალეოლოგმა სიწმინდის გადარჩენის მიზნით, წმინდა ანდრიას თავის ქალა გადააბრძანა რომში, სადაც ის იყმყოფებოდა 1964 წლამდე. დღესდღეობით წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დაბრძანებულია მოციქულის წამების იარაღის - ჯვრის გვერდით ქ. პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიის საკურთხეველში. ანდრია მოციქულის წმინდა ნაწილების ძირითადი ნაწილი ათონიის მთაზე იმყოფება: მკლავი X საუკუნიდან დაბრძანებულია წმინდა ათანასეს ლავრაში, ერთი ტერფი ინახება ელია წინასწარმეტყველის სავანეში , ხოლო მეორე ტერფი, წმინდა ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტერში. წმინდა ანდრიას მარჯვენა მკლავი XVI საუკუნიდან დაბრძანებულია მოსკოვში, კრმლის ხარების ეკლესიაში. ვენეციაში წმიდა ანდრია პირველწოდებულის წმიდა ნაწილები 1208 წლიდანაა დაბრძანებული, რომლებიც ჯვაროსნებმა კონსტანტინეპოლის წმიდა მოციქულთა სახელობის ეკლესიიდან გაიტაცეს. 2002 წლის 15 აგვისტოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. იგი საქართველოში ჩამოაბრძანეს ვატიკანის ნუნცმა კლაუდიო გუჯეროტიმ და ვენეციის კარდინალმა მარკო ჩემ.




ქ. ამალფის ტაძარი რომელშიც წმ. ანდრია მოციქულის ნაწილები ინახება




შოტლანდიის დროშა რომელიც ანდრიას სამახსოვროდ ზედ მის ჯვარს ატარებს



აპოკრიფული ლიტერატურა |


  • "Деяния Андрея",

  • "Деяния Андрея и Матфея между людоедами",

  • "Деяния Петра и Андрея"


სქოლიო |



ლიტერატურა |



  • ჯავახიშვილი ივ., ანდრია მოციქულის და წ-ა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში, «მოამბე», 1900, № 6




  • ჯავახიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 448, თბ., 1975 წელი.


რესურსები ინტერნეტში |


  • წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული

  • წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ცხოვრება

  • წმიდა მოციქული ანდრია

  • ანდრია მოციქულის ცხოვრება

  • Journal "Road to Emmaus" #19, 2004(წმ. ანდრიას მისიონერული მოგზაურობის აღწერის პირველწყარო)

  • რ. ხალვაში, ანდრია პირველწოდებული საქართველოში, ბათუმი, 2011


Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ანდრია პირველწოდებული




(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ანდრია_მოციქული&oldid=3596958“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"1.184","walltime":"1.570","ppvisitednodes":"value":7411,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":235245,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":150095,"limit":2097152,"expansiondepth":"value":34,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":11,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":0,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":9,"limit":400,"timingprofile":["100.00% 1102.783 1 -total"," 82.51% 909.894 1 თარგი:ინფოდაფა_წმიდანი"," 81.94% 903.667 1 თარგი:ინფოდაფა"," 51.98% 573.211 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 39.56% 436.216 3 თარგი:Br_separated_entries"," 19.49% 214.941 15 თარგი:Wikidata"," 17.08% 188.344 1 თარგი:Wikidata/p19"," 16.20% 178.702 1 თარგი:Wikidata/p20"," 9.77% 107.739 3 თარგი:ნავდაფა"," 9.69% 106.805 1 თარგი:Wikidata/p18"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.359","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":5921710,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1246","timestamp":"20190514110225","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d0u10dcu10d3u10e0u10d8u10d0 u10dbu10ddu10eau10d8u10e5u10e3u10dau10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q43399","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q43399","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-02-07T10:05:23Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/5/59/Saint_Andrew.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":138,"wgHostname":"mw1321"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單