Skip to main content

ილია II სექციების სია ბიოგრაფია პატრიარქი და ავტოკეფალიის აღიარება ეკლესია და სახელმწიფო პატრიარქის ტიტულატურა ურთიერთობა მართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობა არამართლმადიდებელ კონფესიებთან პატრიარქი და განათლება პატრიარქის შემოქმედება ჯილდოები საინტერესო ფაქტები იხილეთ აგრეთვე ლიტერატურა რესურსები ინტერნეტში სქოლიო სანავიგაციო მენიუილია IIუწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსიუწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II, ბიოგრაფიაwww.orthodoxy.ge„პატრიარქი“ქართველი ერის სულიერი წინამძღოლიПатриарх Грузии: о России, Абхазии, войне и сепаратизме, 11 февраля 2011 г. // BBC Russian _ ვიდეოცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა ილია მეორეს გადაეცა„ინტერპრესნიუსი“დღეს პატრიარქის აღსაყდრებიდან 38 წელი სრულდებაილია II — ბიოგრაფიული ლექსიკონისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია IIИлия II называет историческим визит Папы Римского Францискаპატრიარქის აღსაყდრებიდან 38 წელი შესრულდაუწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ბიოგრაფიასაქართველოს საპატრიარქო // ილია II-ის ბიოგრაფიადღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს დაბადების დღეასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 4 იანვარს 81 წელი უსრულდებაჩემს გულზე წარუშლელად წერია მოვალეობანიპატრიარქის აღსაყდრებიდან 38 წელი შესრულდაწმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელისა და სალოსიწმიდა სინოდის სხდომის ოქმი (22.12.2016)საქველმოქმედო ფონდი45-ე საყოველთაო ნათლობასაყოველთაო ნათლობასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ნათლულებს შორის ქორწინების თაობაზესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება (24.11.2017)24 დეკემბერი _ აღსაყდრების ლოცვა სამების საკათედრო ტაძარშიპატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილეილია მეორე - ეს 40 წელი იყო უმძიმესი და მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, ვინც ჩემთვის ლოცულობსსაქართველოს ეკლესიის ძველი ავტოკეფალიის აღიარებაკონსტიტუციური შეთანხმებაკონსტიტუციური შეთანხმებაკონსტიტუციური შეთანხმება პატრიარქი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო გახდეს ევროსტრუქტურების წევრიპატრიარქი - ჩვენ ვფიქრობთ არა მარტო იმაზე, ევროპა რას მოგვიტანს, ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, ჩვენ რას შევიტანთ ევროპაში„Мама, я почему-то думаю, что этот августовский день - последний в моей жизни“კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთი „დაიბრუნა“კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთი "დაიბრუნა"60 лет восстановленного Патриаршестваპატრიარქი რუსეთის პატრიარქს შეხვდამსოფლიო პატრიარქი საქართველოს ეწვიაპატრიარქი რუსეთის პატრიარქს შეხვდასაქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიიოანე პავლე II-ის ვიზიტი საქართველოშიიოანე პავლე II საქართველოშიპატრიარქის მიმართვაМать Тереза. 105 лет со дня рожденияრომის პაპის ვიზიტი საქართველოშიპატრიარქის მისასალმებელი სიტყვარომის პაპის ვიზიტის პროგრამაპატრიარქი ლონდონში გაემგზავრაპატრიარქის ჯილდოებიჩვენი პატრიარქი ილია IIკათოლიკოს-პატრიარქი ილია IIპატრიარქის საგალობლები და მუსიკაპატრიარქის საგალობლები ქველმოქმედებისთვისპატრიარქის საგალობლები და მუსიკადაწერილი ხატებიმხატვრობაПравославная Энциклопедия, (3 марта 2010г.).Орден святого великомученика Георгия Победоносца (ГПЦ; 1977)Орден святого Иоанна Рыльского I-й степени (БПЦ; 10 мая 1977)პატრიარქს უფლის კვართის ორდენი გადაეცაპატრიარქს ბრწყინვალების ორდენი გადაეცაპატრიარქი პრემიით დაჯილდოვდამონსერატ კაბალიე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავსსაქართველოსა და პატრიარქზე – პაპი ფრანცისკემოწონების რეიტინგში პატრიარქი ლიდერიარრრრრ

იოანე Iიაკობიიობიელია Iსვიმონ Iიონაგრიგოლ Iბასილ Iმობიდანიიოველ Iგლონოქორიმიქაელ Iგაბრიელი (ქიქოძე)ბესარიონი (დადიანი)ალექსანდრე (ოქროპირიძე)ლეონიდე (ოქროპირიძე)კირიონი (საძაგლშვილი)დიმიტრი (აბაშიძე)ექვთიმე (ელიაშვილი)პეტრე (კონჭოშვილი)პიროსი (ოქროპირიძე)გიორგი (ალადაშვილი)დავითი (კაჭახიძე)ანტონი (გიორგაძე)ამბროსი (ხელაია)ნაზარი (ლეჟავა)ქრისტეფორე (ციცქიშვილი)კალისტრატე (ცინცაძე)პავლე (ჯაფარიძე)მელქისედეკი (ფხალაძე)სვიმეონი (ჭელიძე)იოანე (მარღიშვილი)ნესტორი (ყუბანეიშვილი)სტეფანე (კარბელაშვილი)ალექსი (გერსამია)ვარლაამი (მახარაძე)ეფრემი (სიდამონიძე)იეროთეოზი (აივაზაშვილი)ტარასი (კანდელაკი)დიმიტრი (ლაზარიშვილი)ანტონი (გიგინეიშვილი)გაბრიელი (ჩაჩანიძე)გობრონი (წკრიალაშვილი)დავითი (დევდარიანი)ზინობი (მაჟუგა)ნაუმი (შავიანიძე)დიმიტრი (იაშვილი)ლეონიდე (ჟვანია)დავითი (ბურდულაძე)ილია (შიოლაშვილი)რომანოზი (პეტრიაშვილი)გაიოზი (კერატიშვილი)გიორგი (ღონღაძე)გრიგოლი (ცერცვაძე)ილარიონი (სამხარაძე)ნიკოლოზი (მახარაძე)იოანე (ანანიაშვილი)კონსტანტინე (მელიქიძე)დავითი (ჭკადუა)შიო (ავალიშვილი)ათანასე (ჩახვაშვილი)ამბროსი (ქათამაძე)ქრისტეფორე (წამალაიძე)კალისტრატე (მარგალიტაშვილი)აბრაამი (გარმელია)ანანია (ჯაფარიძე)ვახტანგი (ახვლედიანი)ზოსიმე (შიოშვილი)გიორგი (შალამბერიძე)იობი (აქიაშვილი)დანიელი (დათუაშვილი)დავითი (მახარაძე)სერგი (ჩეკურიშვილი)იოსები (კიკვაძე)ისაია (ჭანტურია)სერაფიმე (ჯოჯუა)ელისე (ჯოხაძე)გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)თეოდორე (ჭუაძე)საბა (გიგიბერია)დიმიტრი (შიოლაშვილი)გერასიმე (შარაშენიძე)თადეოზი (იორამაშვილი)ანტონი (ბულუხია)დავითი (ტიკარაძე)ანდრია (გვაზავა)საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1917)საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1920)საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1927)საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1945)საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1995)


რჩეული სტატიებისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებიდაბადებული 1933დაბადებული 4 იანვარიმართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურებიქართველი ეპისკოპოსებისაქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები


4 იანვარი1933ორჯონიკიძეჩრდილოეთი ოსეთირსფსრქართველისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიმცხეთა-თბილისისმთავარეპისკოპოსი1977 წლიდან201021 დეკემბრისსინოდისმოსკოვის სასულიერო აკადემია1957 წელს1957 წლის18 აპრილსსიონის საპატრიარქო ტაძარშიიეროდიაკვნად1959 წლის10 მაისს1960 წლის19 დეკემბერსიღუმენის1961 წლის16 სექტემბერსარქიმანდრიტის1963 წლის26 აგვისტოსქორეპისკოპოსად19631972 წლებშიმცხეთის სასულიერო სემინარიის1967 წელს1969 წელსმიტროპოლიტის1977 წლის9 ნოემბერსპატრიარქის1977 წლის23 დეკემბერსსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქადქართულ ენაზებიბლიაწიგნებიჟურნალებიკალენდარიგაზეთებითბილისშითბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიასაქართველოსბათუმშიახალციხესაქუთაისშიხულოშიგელათის სასულიერო აკადემიასაქართველოს ეკლესიისმონასტრებისაწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარიმოსკოვის სასულიერო აკადემიაში19781983 წლებშიეკლესიათა მსოფლიო საბჭოს1997 წლიდანგაეროსთანაშშ-ის მართლმადიდებელი ეკლესიის1989 წლისაპრილშითბილისში1989 წლის 9 აპრილსთბილისშირუსთაველის გამზირზესაბჭოთა კავშირისადამიანი9 აპრილსსიონის საპატრიარქო ტაძარშიპანაშვიდი30 სექტემბრიდან2 ოქტომბრისსაქართველოსრომის პაპიფრანცისკესაქართველოს პრეზიდენტისასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის30 სექტემბერსფრანცისკერომის პაპიმცხეთასსვეტიცხოვლის საკათედროს ტაძარიქრისტიანულისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმასაქართველოდანყაზბეგის მუნიციპალიტეტიდანსნოდანსიონიდანვლადიკავკაზშიცქრისტეშობის დღესერეკლე IIტარასისამთავროს მონასტერშიკალისტრატე ცინცაძესაგანმოსკოვის სასულიერო სემინარიაშიზაგორსკის სასულიერო აკადემიის1953 წლის11 მაისსბერძნულშიკონსტანტინე რუჟიცკისსაქართველოში1959 წლის4 ივნისითააკონსტანტინე რუჟიცკისთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის1960 წლისივნისში195716 აპრილსმელქისედეკ IIIალექსანდრე ნეველისელია წინასწარმეტყველისეპისკოპოსმა195718 აპრილსსიონის საპატრიარქო ტაძარშიიეროდიაკვნად195910 მაისსალექსი Iმღვდელმონაზვნად1960ეფრემ II19 დეკემბერსიღუმენის196116 სექტემბერსარქიმანდრიტის1963ნიკიტა ხრუშჩოვის1972მცხეთის სასულიერო სემინარიის196326 აგვისტოსეფრემ IIშემოქმედელქორეპოსკოპოსად1967აჭარაში1969მიტროპოლიტისსოხუმში1972პანაღიის1975სკუფიაზეჯვრის1977დავით V19779 ნოემბერს197723 დეკემბერსილია I390400197725 დეკემბერსანდრია პირველწოდებულისასვიმონ კანანელისაგან1990მსოფლიო საპატრიარქომავტოკეფალიასაქართველოს ეკლესიის ეპარქიათაწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი19781983ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსანტიოქიისიერუსალიმისალექსანდრიისრუსეთისსაქართველოსსაბერძნეთისბულგარეთისრუმინეთისპოლონეთისჩეხეთისა და სლოვაკეთისმართლმადიდებელი ეკლესიისნიუ-იორკის1997კრეტისგაეროსთან1998ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის2002თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმათბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმაწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი198824 აგვისტოსთბილისისწყნეთისთბილისისწმინდა სამების საკათედრო ტაძრის აშენება1987ილია ჭავჭავაძისწმიდა ილია მართალი1995ამბროსი ხელაიამიტროპოლიტი ნაზარიგაბრიელ ქიქოძეალექსანდრე ოქროპირიძეგრიგოლ ფერაძეალექსი შუშანიამღვდელი თევდორეწმიდა ნინოსზაბულონისოსანაცოტნე დადიანიკათოლიკოსი პეტრე Iკათოლიკოსი სამოელ Iკათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ Iთეოდორე აჭარელიაბუსერისძე ტბელიილარიონ ქართველიკათოლიკოს-პატრიარქი კირიონ IIექვთიმე თაყაიშვილი2007XIX საუკუნისდიმიტრი ყიფიანი2012ბერი გაბრიელი2016178418391815190418691936ბაგრატ IIIსოლომონ I20058 თებერვალსწმიდა დავით აღმაშენებლისსაქართველოში20072008ნათლისღების დღესასწაულზე2019წმინდა სინოდის20071991თბილისშიაშშრიჩარდ ნიქსონს1993რუსეთის ფედერაციისბორის ელცინს1995რუმინეთისიონ ილიესკუს1995უკრაინისლეონიდ კუჩმას1996გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისრომან ჰერცოგს2000პალესტინისიასირ არაფატს2001ირანის ისლამური რესპუბლიკის2005რუსეთის ფედერაციისვლადიმერ პუტინს2006უკრაინისვიქტორ იუშენკოს2008დიმიტრი მედვედევს2013რუსეთის ფედერაცისვლადიმერ პუტინსაზერბაიჯანისჰეიდარ ალიევსილჰამ ალიევსსომხეთის2017წმინდა სინოდისშიო (მუჯირი)ვახტანგ გორგასლისსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისავტოკეფალია1811რუსეთის იმპერიამ1917საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისკირიონ IIავტოკეფალია194331 ოქტომბერს1917კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო19771979დიმიტრიოსისსტამბოლში1990ლიტურგიის19904 მარტსსტამბოლშიდიმიტრიოსის1990აპრილიავტოკეფალია197725 დეკემბერსსაქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის1978კონსტიტუციაშირელიგიასათეისტურ1995საქართველოს კონსტიტუციამ200214 ოქტომბერს2014იანვარში2015დეკემბერშიიანოშ ჰერმანთან2008აგვისტოშისამხრეთ ოსეთის7 აგვისტოს8 აგვისტოსსაქართველოსგორისფოთის9 აგვისტოსღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრშისამხრეთ ოსეთისეპარატიზმის13 აგვისტოსზემო ნიქოზში15 აგვისტოსგორში1917საქართველოს სამოციქულო ეკლესიისავტოკეფალიისმსოფლიო საპატრიარქოს1990აფხაზეთისაქართლის201021 დეკემბრისბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია19781979სტამბოლშიდიმიტრიოსს1980იერუსალიმისბენედიქტე Iიერუსალიმში1981თბილისშიანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქიეგნატე IV19811981ნიკოლოზ VI1982ნიკოლოზ VI1983ნიკოლოზ VI1984ნიკოლოზ VI1987იერუსალიმში1988თბილისშიდიმიტრიოსი1990პიმენის1990საქართველოშიალექსი II1994ბართოლომეოს I2007მართლმადიდებელი2008ალექსი II2008თეოდორე II2009ბაქოშიკირილესთან2011სტამბოლში2012იერუსალიმშიიერუსალიმის2013კირილეს2013თბილისშიბართოლომეოს I2016კირილესსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისარომის კათოლიკური ეკლესიის191719771978რომის პაპისპავლე VIიოანე პავლე IIსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ198056 ივნისსვატიკანშივატიკანისთბილისშივატიკანისკავკასიაშირომაულ-კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპოსოიოანე პავლე IIსაქართველოშისაქართველოს პრეზიდენტის19998 ნოემბერსრომისსაქართველოშიბალტიისპირეთისსაბჭოთა კავშირისსაქართველოიოანე პავლე IIთბილისის აეროპორტშისაქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე9 ნოემბერსსვეტიცხოვლის1989ნობელის პრემიის ლაურეატი2016დედა ტერეზასიონის საპატრიარქო ტაძარშიცფრანცისკე201630 სექტემბრიდან2 ოქტომბრისსაქართველოსსაქართველოს პრეზიდენტისაფრანცისკემცხეთასსვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარისვეტიცხოველში2011თებერვალშიდიდ ბრიტანეთშიდიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიია გაერთიანებული სამეფოსელისაბედ II1961სომხური ეკლესიისვაზგენ Iვაზგენ I19771978ვაზგენ Iვაზგენ Iგარეგინ I19972011გარეგინ II197915 იანვარსიამაიკისკინგსტონშიეკლესიათა მსოფლიო საბჭოსშენუდა III2001ირანისმოჰამედ ხათამისირანშიალი ხამენეის2013მუსლიმი2007საქართველოშიირანისსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის1811რუსეთის იმპერიისსაქართველოს ეკლესიისავტოკეფალიის1921ეფრემ IIმცხეთაშიშემოქმედელი198814 ოქტომბერსსიონის საპატრიარქო ტაძართანმცხეთის20035 მარტიდან20044 აპრილამდე200525 იანვრიდან200930 სექტემბრამდეთბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის1995ქუთაისშიწმიდა გაბრიელ ეპისკოპოსისგელათის სასულიერო აკადემია200812 ოქტომბერსწმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისაქართველოსბათუმშიახალციხეშიხულოშითბილისსასაქართველოსქართულ ენაზებიბლიაათონის მონასტერშისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიისმუსიკაში20152 აპრილსთბილისის დიდ საკონცერტო დარბაზშისამების საკათედრო ტაძარსამანგლისისრუსთავისვახტანგ გორგასლისთამარ მეფისასამების საკათედრო ტაძრისმაცხოვრის19721977197719972000იერუსალიმიისრაელი200122 იანვარს2002თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა20072010201029 დეკემბერსშოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია20132013201319 ივნისს201321 ნოემბერსანტიოქიისიერუსალიმისალექსანდრიისრუსეთისსაქართველოსსაბერძნეთისბულგარეთისრუმინეთისპოლონეთისჩეხოსლოვაკიისა19781983ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსნიუ-იორკის1997კრეტისგაეროსთან1998ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის2016ქრისტეს2000იერუსალიმის საპატრიარქოსისრაელშიმართლმადიდებელიიერუსალიმში6 იანვარსსაქართველოს პრეზიდენტმაიერუსალიმის2010იანვარშიმონსერატ კაბალიემესპანეთიდან2016ოქტომბერშისაქართველოსრომის პაპიფრანცისკევატიკანშისაქართველოშისაქართველოში










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ილია II




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search



























უწმიდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია IIIlia II a.jpg




დროშა

141-ე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი

25 დეკემბერი, 1977-დან
არჩევა:

23 დეკემბერი, 1977
ინტრონიზაცია:

25 დეკემბერი, 1977
ეკლესია:

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაCoat of Arms of Georgian Orthodox Church.svg
წინამორბედი:

დავით V
 
დაბადების სახელი:
ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი
დაბადება:

4 იანვარი, 1933 (1933-01-04) (86 წლის)
ქ. ორჯონიკიძე, რსფსრ
მამა:
გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილი
დედა:
ნატალია კობაიძე
ბერად აღკვეცა:

1957
მღვდლად კურთხევა:

1959
ეპისკოპოსი:

1963
 
ხელმოწერა:

Ilia II of Georgia's signature.svg

Coat of Arms of Georgian Orthodox Church.svg

ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი; დ. 4 იანვარი, 1933, ორჯონიკიძე, ჩრდილოეთი ოსეთი, რსფსრ) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977 წლიდან.


2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.[1]


ილია II-მ დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია 1960 წელს. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.[2]


1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად; ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი; დაარსდა გაზეთები; 1988 წელს ილია II-ის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოიტანეს თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები.[3]


ხულოში შეიქმნა სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია; საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია; ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა; მონასტრებისა — 53-მდე; სასულიერო პირთა — 1000-მდე; მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა; აშენდა წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.[3]


1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“. 1978-1983 წლებში იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი, ხოლო 1997 წლიდან არის გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი და კრეტის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრი. არის ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების საპატიო და აშშ-ის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიის ღვთისმეტყველების დოქტორი. მონაწილეობდა მშვიდობის დაცვის რამდენიმე ფორუმში.[3]


1989 წლის აპრილში თბილისში ადგილი ჰქონდა საპროტესტო მოვლენებს. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეებთან მივიდა და მათ სიტყვით მიმართა ილია II-მ. 9 აპრილს ილია II-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში დაღუპულთა მოსახსენებელი პირველი პანაშვიდი გადაიხადა და მათ სამშობლოს თავისუფლებისათვის მსხვერპლად შეწირულები უწოდა.[4]


2016 წლის 30 სექტემბრიდან-2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეწვია რომის პაპი ფრანცისკე. მისი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით შედგა. 30 სექტემბერს ფრანცისკე ესტუმრა ილია II-ს, სადაც ორივე მხარემ შესაბამისი სიტყვა თქვა. რომის პაპი ილია II-სთან ერთად ეწვია მცხეთას და მოინახულა სვეტიცხოვლის საკათედროს ტაძარი, რომელშიც საეკლესიო ტრადიციით უდიდესი ქრისტიანული საუნჯეები ინახება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რომის პაპის ვიზიტს ისტორიული უწოდა.[5]




სექციების სია





  • 1 ბიოგრაფია

    • 1.1 ბავშვობა


    • 1.2 განათლება


    • 1.3 შემდგომი წლები


    • 1.4 კათოლიკოს-პარტიარქი


    • 1.5 წმინდა სამების საკათედრო ტაძარი


    • 1.6 წმიდანთა კანონიზება


    • 1.7 საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი


    • 1.8 საყოველთაო ნათლობა


    • 1.9 საერთაშორისო ურთიერთობები


    • 1.10 მოსაყდრის გამორჩევა


    • 1.11 აღსაყდრებიდან 40 წელი



  • 2 პატრიარქი და ავტოკეფალიის აღიარება


  • 3 ეკლესია და სახელმწიფო

    • 3.1 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი და საქართველოს ეკლესია



  • 4 პატრიარქის ტიტულატურა


  • 5 ურთიერთობა მართლმადიდებელ ეკლესიებთან


  • 6 ურთიერთობა არამართლმადიდებელ კონფესიებთან

    • 6.1 ურთიერთობა რომის კათოლიკურ ეკლესიასთან


    • 6.2 ურთიერთობა ანგლიკანურ ეკლესიასთან


    • 6.3 ურთიერთობა სომხურ ეკლესიასთან


    • 6.4 ურთიერთობა სხვა ეკლესიებთან


    • 6.5 ურთიერთობა ისლამურ ქვეყნებთან



  • 7 პატრიარქი და განათლება


  • 8 პატრიარქის შემოქმედება


  • 9 ჯილდოები


  • 10 საინტერესო ფაქტები


  • 11 იხილეთ აგრეთვე


  • 12 ლიტერატურა


  • 13 რესურსები ინტერნეტში


  • 14 სქოლიო




ბიოგრაფია



ბავშვობა




ირაკლის მშობლები, მამა — გიორგი შიოლაშვილი, დედა — ნატალია კობაიძე




ირაკლი სტუდენტობის პერიოდში


ილია II-ის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ: მამა, გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი — სოფელ სნოდან, დედა, ნატალია იოსების ასული კობაიძე კი — სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. ნათლიები იყვნენ: არქიმანდრიტი ტარასი და მონაზონი ზოილე (დვალიშვილი). დედა ზოილეს პატარა ირაკლი სამთავროს მონასტერში ხშირად დაჰყავდა, სადაც მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძესაგან სამი წლის ირაკლიმ ლოცვა-კურთხევა მიიღო.[6]



განათლება


1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც სერგიევ პოსადში (მაშინდელ ზაგორსკში) მდებარეობს.[7] 1956-1960 წლებში ირაკლი შიოლაშვილი იყო ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტი. საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცული დოკუმენტები სრულ წარმოდგენას გვიქმნის ირაკლი შიოლაშვილის მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლის პერიოდზე. I კურსის ნიშნების ფურცელი, რომელიც შევსებულია 1953 წლის 11 მაისს, გვამცნობს, რომ ირაკლი შიოლაშვილს ყველა საგანში აქვს „ფრიადი“, II კურსზე მხოლოდ ბერძნულში აქვს „4“, III კურსზე იგი კვლავ ფრიადოსანია. ირაკლი შიოლაშვილმა I კურსზე სწავლის დროს საკონკურსოდ წარადგინა თხზულება, რომელმაც პირველი ადგილი დაიმსახურა. გამარჯვებული დაჯილდოვდა 50 მანეთით მიტროპოლიტ ფილარეტის ფონდიდან, ხოლო ტროცკი-სერგეევის ლავრამ მას 30 მანეთი გადასცა. საპატრიარქო არქივში დაცულია მისი ჩათვლის წიგნაკი (ნიშნების ფურცლები), რომელსაც ხელს აწერენ აკადემიის ინსპექტორი ვ. სარიჩევი და მდივანი ნ. მურავიოვი. აკადემიის კურსდამთავრებულ მღვდელმონაზონ ილიას ყველა საგანში ფრიადი აქვს.[8]


აკადემიაში სწავლის პირველსავე წელს ირაკლი შიოლაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და ბერად აღკვეცილიყო. სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს ირაკლი შიოლაშვილს კიდევ უფრო გაუმძაფრდა დედაეკლესიისა და სამშობლოს სიყვრული. ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს მღვდელმონაზონმა ილიამ საკვალიფიკაციო თემად აირჩია „ათონის ივერთა მონასტრის ისტორია“. რუსულენოვანი მასალების მოძიებისა და დამუშავების შემდეგ იგი შეხვდა ზაგორსკის აკადემიის რექტორს დეკანოზ კონსტანტინე რუჟიცკის და სთხოვა მიეცა ნებართვა, რომ რამდენიმე თვით წამოსულიყო საქართველოში ქართულენოვანი ლიტერატურის სრულად შესწავლის მიზნით. 1959 წლის 4 ივნისითაა დათარიღებული რექტორ კონსტანტინე რუჟიცკის მომართვა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, ცენტრალური არქივის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის სახელზე, რათა თავიანთი დაწესებულებების ბიბლიოთეკებში, წიგნსაცავებსა და ხელნაწერთა განყოფილებაში სამუშაოდ დაეშვათ სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტი მღვდელმონაზონი ილია (ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი). მღვდელმონაზონმა ილიამ რამდენიმე თვე იმუშავა თბილისის ბიბლიოთეკებში, ქართველი მეცნიერებისაგან მიიღო რჩევები.[8]


1960 წლის ივნისში ზაგორსკის აკადემიაში შედგა მისი საკვალიფიკაციო ნაშრომის საჯარო დაცვა. ოფიციალურმა ოპონენტებმა — პროფესორებმა ნ. მურავიოვმა და ა. გეორგიევსკიმ — მაღალი შეფასება მისცეს წარმოდგენილ ნაშრომს. მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიის რექტორმა საგანგებო წერილით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს უწმიდეს ალექსი I-ს, რათა საუკეთესო ნაშრომისათვის დაეჯილდოებინა ღვთისმეტყველების კანდიდატი, მღვდელმონაზონი ილია. საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცულია ზაგორსკის აკადემიის მიერ მღვდელმონაზონ ილია შიოლაშვილის სახელზე გაცემული წარჩინების დიპლომი, რომელსაც ხელს აწერენ: აკადემიის რექტორი, დეკანოზი კონსტანტინე რუჟიცკი, ინსპექტორი, არქიმანდრიტი პიტირიმი, მდივანი ა. ოსტაპოვი.[8]



შემდგომი წლები




არქიმანდრიტი ილია (1962 წელი)


1957 წლის 16 აპრილს, სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ელია წინასწარმეტყველის პატივსაცემად ილია ეწოდა. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა).[7]


ილია II ასე იხსენებს ალექსანდრე ნეველის ეკლესიას:







ვიკიციტატა

„ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს.“



1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.[7]


1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, სადაც მეოთხე კურსზე დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, — რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ამის შემდეგ, აკადემიის საბჭომ საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა და სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მას საშუალება ეძლეოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. მღვდელმონაზონმა ილიამ უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად.[7]




ირაკლის ნათლია არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი)


1960 წლის 19 დეკემბერს იგი აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, შემდეგ კი — 1961 წლის 16 სექტემბერს — არქიმანდრიტის ხარისხში.[7]


1963 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ხუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ რექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი ილია.[7]


1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის — იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის — პირველი რექტორი. ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში.[7]


1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად.[7]


1967 წელს, აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.[7]


1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო. 1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს — უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა.[7]



კათოლიკოს-პარტიარქი




სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (1981 წელი)


1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V. 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი).[9]


1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII საეკლესიო კრება, რომელსაც დაესწრო 47 დელეგატი. კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400 წლებში. საქართველოს ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრებას ესწრებოდნენ უცხოეთის ეკლესიათა წარმომადგენლები, სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, ბულგარეთის ეკლესიიდან არქიმანდრიტი ნაუმი, ალექსანდრიიდან არქიმანდრიტი გრიგორიოსი.[10]


1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრება.[7]


1990 წელს ილია II-ს მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.[7]


კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის 39 წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 47-მდე გაიზარდა, სასულიერო პირთა რიცხვი — 2000-მდე, გაძლიერდა სამონასტრო ცხოვრება, მოხდა ახალი წმინდანების კანონიზირება, აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია — წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.[11]


1978-1983 წლებში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამავე წელს იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის წევრად. 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს.[12]



წმინდა სამების საკათედრო ტაძარი


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.

ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.




წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით.




ილია II და მამა გაბრიელი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს მამა გაბრიელი შერაცხა წმინდანთა რიგებში


1988 წლის 24 აგვისტოს ილია II-მ მიმართა თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ანდრიაძეს თხოვნით, გამოეყო წმინდა სამების ტაძრის მშენებლობისათვის სათანადო ადგილი. იმ დროს ხელისუფლებაში მყოფნი, ყველა არ უჭერდა მხარს ამ წამოწყებას. ცდილობდნენ ისეთი ადგილი გამოეყოთ, რომ არ ყოფილიყო ძალიან შესამჩნევი ქალაქის პანორამებში. დასახელდა რამდენიმე ადგილი. ერთ-ერთი წყნეთის გზაზე, ტყეში მდებარეობდა, საიდანაც თბილისის ხედები თითქმის არ ჩანდა. შემდეგ, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომისიის განკარგულებით შეირჩა ადგილი ბარათაშვილის აღმართის ქიმზე და რამდენიმე პროექტი არსებობს ამ რელიეფს მორგებული. შემდეგ იყო ვაკის სტუდქალაქის ტერიტორია და ბოლოს ელიას მთა.[13] სწორედ ილია II-ის წამოწყებით მოხდა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის აშენება.[14]



წმიდანთა კანონიზება


ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო სამშობლოსათვის წამებულ მოღვაწეთა ცხოვრების შესწავლა და ამის საფუძველზე მათ შორის გამორჩეულთა წმიდანად შერაცხვა. 1987 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესიამ საზოგადო მოღვაწე, მწერალი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცი ილია ჭავჭავაძე წმიდანად შერაცხა და უწოდა წმიდა ილია მართალი.[15]


1995 წელს ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გაფართოებული კრების გადაწყვეტილებით წმიდანთა დასს შეემატნენ: კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი (კრებულთან ერთად), იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, იღუმენი ალექსი შუშანია, მღვდელი თევდორე, წმიდა ნინოს მშობლები — ზაბულონი და სოსანა; შემდგომ პერიოდში წმიდანთა დასს შეემატნენ: ცოტნე დადიანი, კათოლიკოსი პეტრე I, კათოლიკოსი სამოელ I, კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ I, თეოდორე აჭარელი, აბუსერისძე ტბელი, კლარჯელი მამანი და დედანი, ილარიონ ქართველი-ახალი, კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II, ექვთიმე თაყაიშვილი, ბეთანიელი მამები იოანე და გიორგი, კრწანისის ომის მოწამენი, ფილიმონ ქორიძე მგალობელი, იღუმენი ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) და ძმები კარბელაშვილები.[15]


2007 წელს წმიდანად შეირაცხა XIX საუკუნის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი, რომელსაც ეწოდა სამშობლოსათვის თავდადებული, ხოლო 2012 წელს წმიდანად შეირაცხა ბერი გაბრიელი და ეწოდა წმიდა ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელისა და სალოსი.[16]


2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა. სხდომაზე რამდენიმე პირის კანონიზაცია მოხდა. ესენი არიან:
მონოზონი ნინო (ამილახვარი 1784-1839), იღუმენია ნინო (ამილახვარი 1815-1904), სქემ-იღუმენია თამარი (მარჯანიშვილი 1869-1936), საქართველოს მეფე ბაგრატ III, იმერეთის მეფე სოლომონ I, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე).[17]



საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი


2005 წლის 8 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში, როდესაც წმინდა ეკლესია და სრულიად საქართველო საზეიმოდ აღნიშნავდა წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დაფუძნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი.[18]


ფონდის მიზანია იზრუნოს, როგორც სულიერების განმტკიცებისთვის, ასევე კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარებისთვის, ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნების განმტკიცებისთვის.[18]


ფონდის დაარსებასთან დაკავშირებით ილია II-მ საგანგებოდ აღნიშნა:[18]







ვიკიციტატა

„დღეს არის განსაკუთრებული, ისტორიული დღე. დღეს ფუძნდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოსათვის. ეს იქნება ის ფონდი, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი რელიგიური და ეროვნული კუთვნილებისა. ეს იქნება ის ფონდი, რომელიც ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა განამტკიცოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნება; ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ვიყავით, ვინა ვართ, და ვინ უნდა ვიყოთ...“




საყოველთაო ნათლობა


ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საყოველთაო ნათლობა დაიგეგმა. ეს იდეა ილია II-მ ჯერ კიდევ 2007 წელს გააჟღერა, რაც ყოველი მესამე და შემდგომი შვილის პატრიარქის მიერ მონათვლას ითვალისწინებდა, ხოლო პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე შედგა.[19] ამ დროისთვის უწმიდესის ნათლულთა რიცხვი 37800-ს აღწევს. ნათლობის რიგით 57-ე ეტაპი 2019 წლის 20 იანვარს, სამების საკათედრო ტაძარში შედგა.[20]


საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება.[21]



საერთაშორისო ურთიერთობები




ვლადიმერ პუტინი შეხვდა კავკასიის სულიერ ლიდერებს. მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსი II, ალაჰშუქურ ფაშაზადე, ვლადიმერ პუტინი, გარეგინ II და ილია II. 2003 წლის 26 ნოემბერი


ილია II აღსაყდრებიდან დღემდე დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშოროსო ურთიერთობებს, ხვდებოდა და ხვდება სახელმწიფოთა პირველ პირებს. მისი მწყემსმთავრობის მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა: 1991 წელს — თბილისში შეხვდა აშშ-ს ექს-პრეზიდენტს რიჩარდ ნიქსონს; 1993 წელს — თბილისში შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბორის ელცინს; 1995 წელს — შეხვდა რუმინეთის პრეზიდენტს იონ ილიესკუს; 1995 წელს — საპატრიარქოში უმასპინძლა უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას; 1996 წელს — შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს რომან ჰერცოგს; 2000 წელს — იერუსალიმში შეხვდა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარეს იასირ არაფატს; 2001 წელს — თეირანში შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მუჰამედ ჰათამს; 2005 წელს — მოსკოვში შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს; 2006 წელს — საპატრიარქოში უმასპინძლა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს; 2008 წელს შეხვდა დიმიტრი მედვედევს; 2013 წელს — მოსკოვში შეხვდა რუსეთის ფედერაცის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს; ილია II რამდენიმეჯერ შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევს, ხოლო მის შემდეგ ილჰამ ალიევს; ჰქონდა შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტებთან. ილია II-ს სხვადასხვა პერიოდში არაერთი შეხვედრა ჰქონდა საქართველოში აკრედიტებულ უცხოეთის სახელმწიფოთა ელჩებთან და სახელმწიფოთა სხვა წარმომადგენლებთან.[22]



მოსაყდრის გამორჩევა


2017 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საღმრთო ლიტურღია აღავლინა. მის დაწყებამდე პატრიარქმა საზოგადოებისა და წმინდა სინოდის წევრთათვის მოულოდნელად წაიკითხა მისივე ხელით და პირადი ბეჭდით დამოწმებული ბრძანება, რის საფუძველზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).[23]



აღსაყდრებიდან 40 წელი


2017 წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა. მცხეთის საკათალიკოსოს ისტორიაში ეს თარიღი რეკორდულია, ვინაიდან სხვა არცერთ კათოლიკოს-პატრიარქს არ ჰქონია შესაძლებლობა ამ დროის მანძილზე ემართა ეკლესია. მხოლოდ აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი გრიგოლ ლორთქიფანიძე მართავდა ეკლესიას 46 წლის განმავლობაში.


ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში 24 დეკემბერს აღევლინა,[24] ხოლო 25 დეკემბერს საზეიმო ლიტურღია სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა. ლიტურღიას შეკრებილ მრევლთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. თარიღთან დაკავშირებით მართლმადიდებელი ეკლესიებიდან, მხოლოდ რუსეთის ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.[25]


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მისალოცი წერილები გამოუგზავნეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის დედოფალმა ელისაბედ II-მ, რომის პაპმა ფრანცისკე I-მა, კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილე I-მა და სხვებმა.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მრევლს შემდეგი სიტყვებით მიმართა:







ვიკიციტატა

„ჩემთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ეს მოლოცვები. ყველას მადლობას ვუძღვნი და მინდა ვთქვა, რომ ეს 40 წელი იყო უმძიმესი წლები, მაგრამ ღვთის წყალობით ღვთის ლოცვა-კურთხევითა და დახმარებით ჩვენ განვვლეთ ეს წლები და შევასრულეთ 40 წელი. მე ვერ შევძლებდი ამის ატანას, ამის შესრულებას, თქვენი დახმარება და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო. თქვენმა სიყვარულმა ამატანინა ეს სიმძიმე. მადლობელი ვარ ყველა ადამიანისა, ვინც ლოცულობს ჩემთვის და ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასია. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ. კიდევ ერთხელ ყველას მადლობას გიძღვნით თქვენი სიყვარულისთვის. მე მახსენდება ერთი შემთხვევა, გერმანიაში რომ ვიყავი, სტუდენტები მოვიდნენ ჩემთან და ერთმა სტუდენტმა მითხრა – უწმინდესო, ისე მიყვარხართ, როგორც საქართველოო. მადლობთ, გაიხარეთ ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს. განსაცდელი გამოვლილი გვაქვს, შეიძლება კიდევ შეგვხვდეს განსაცდელი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი დამშვიდდება, ჩვენი ერი გამთლიანდება და გაიხარებს. ჩვენთან არს ღმერთი.[26]




პატრიარქი და ავტოკეფალიის აღიარება


ჯერ კიდევ მეფე ვახტანგ გორგასლის დროს მოპოვებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს სრულიად უკანონოდ გააუქმა რუსეთის იმპერიამ.[27]
XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო ავტოკეფალიისთვის ბრძოლის პროცესი, რაც 1917 წელს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენით და პირველ საეკლესიო კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კირიონ II-ის არჩევით დაგვირგვინდა. რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალია არ აღიარა. რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წლის 31 ოქტომბერს აღიარა.[28] მიუხედავად 1917 წელს გამოცხადებული ავტოკეფალიისა, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო მაინც არ სცნობდა და ოფიციალურ წერილებშიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შესაბამისი ტიტულატურით არ იხსენიებოდა.


1977 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიზნად დაისახა ავტოკეფალიის აღიარების მოპოვება. იგი 1979 წლის მაისში მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმიდესი დიმიტრიოსის მიწვევით სტამბოლში იმყოფებოდა, სადაც მან საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ საკითხი დასვა.[29] შესაბამისი მოლაპარაკებები 11 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოლაპარაკებათა ძირითად ნაწილში მონაწილეობდნენ მიტროპოლიტები: ქრიზოსთომოსი და დამასკინოსი. 1990 წლის 7 იანვარს, სიონის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ქრიზოსთომოსმა მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის და პატრიარქის ტიტულის აღიარება გამოაცხადა. 1990 წლის 4 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის ხელმოწერილი სიგელიც მიიღო.[30]







ვიკიციტატა

„ამ ბოლო თორმეტი წლის მანძილზე გაცხოველებული მოლაპარაკება მიმდინარეობდა ამ საკითხის თაობაზე კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოსა და მის მეთაურებთან, ყოვლადუწმიდეს დიმიტრიოს პირველთან. ალბათ გახსოვთ, რომ მსოფლიო პატრიარქი ჩვენთანაც ბრძანდებოდა და 1979 წელს მეც გახლდით სტამბოლში. სულ რაღაც ორი კვირის უკან მსოფლიო საპატრიარქოში ჩემი მეორე ვიზიტი შედგა, რომლის დროსაც მივაღწიეთ იმას, რომ ორი საბუთი დაიწერა: მსოფლიო საპატრიარქომ ჩვენი ძველი, ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში მიღებული ავტოკეფალია და საქართველოს ეკლესიის მამამთავრისათვის პატრიარქის წოდების უფლება სცნო. ამ მეორე საბუთთან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში პატრიარქის წოდება უმაღლესია. ქართული ეკლესიის მესაჭე ამ წოდებას მე-11 საუკუნის დასაწყისიდან ატარებდა. მელქისედეკ I თავის სიგელს ხელს აწერს როგორც კათოლიკოს-პატრიარქი. მადლობა ღმერთს, ჩვენს ეკლესიას უკვე ხელში აქვს ის საბუთები, რომელთა წყალობითაც მის ავტოკეფალიას ვეღარავინ შეეხება. მინდა მოგილოცოთ ეს მოვლენა და ერთად შევსწიროთ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ეროვნული განთავისუფლება სულიერი განთავისუფლებით იწყება.[31]



— ილია II — 1990 წლის აპრილი.


ამრიგად, მთელმა მართლმადიდებლურმა სამყარომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.



ეკლესია და სახელმწიფო


1977 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტ ილიას აღსაყდრების შემდეგ დადგა საკითხი, თუ როგორ წარმართულიყო ხელისუფლებასთან ურთიერთობა. საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციაში აღნიშნული იყო, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება აღიარებდნენ ნებისმიერ რელიგიას, აგრეთვე აქვთ უფლება ეწეოდნენ ათეისტურ პროპაგანდას. ამავე კონსტიტუციით აკრძალული იყო რელიგიურ რწმენასთან დაკავშირებით შუღლისა და სიძულვილის გაღვივება.[32][33]


დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციამ განსაზღვრა. კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას და აღიარებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობას.[33][34] უფრო მოგვიანებით, 2002 წლის 14 ოქტომბერს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხელი მოეწერა კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.[35] კონკორდატმა განსაზღვრა: 1). აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვა;[34][36] 2). სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
[34][36] 3). სასულიერო პირი თავისუფალია სამხედრო ვალდებულებისაგან;[34][36]
4). საგანმანათლებლო დაწესებულებებში ნებაყოფლობითია მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ სწავლება;[34][36] 5). ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას;[36][37] 6). ეკლესიის მიერ წარმოებულია საღვთისმსახურო პროდუქცია გათავისუფლებულია სახელმწიფო გადასახადისგან;[34][36] 7). სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად სცნობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მოქმედ და უმოქმედო მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს, მათ ნანგრევებს და მიმდებარე ტერიტორიაა.[34][38]


ილია II-მ არაერთხელ დააფიქსირა ეკლესიის პოზიცია საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანების შესახებ. იგი მხარს უჭერს საქართველოსა და ევროპის თანამშრომლობას და ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას. 2014 წლის იანვარში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუჟნიეკთან შეხვედრისას ილია II-მ განაცხადა:[39]







ვიკიციტატა

„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროში და თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ის მოვლენები, რომლებიც ვითარდება უკრაინაში, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად რთული სიტუაციაა მსოფლიოში. მე მგონია, თქვენი ჩამობრძანება ძალიან საჭიროა ჩვენთვის, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროსტრუქტურების წევრი. საქართველო, უძველესი კულტურის ქვეყანაა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ურთიერთობაზე, ჩვენს კავშირებზე, უნდა იყოს გათვალისწინებული ის მრავალსაუკუნოვანი უძველესი კულტურა, რომელიც საქართველოს გააჩნია.“



2015 წლის დეკემბერში, ილია II-მ ევროპის ქვეყნებში საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, იანოშ ჰერმანთან შეხვედრისას შემდეგი სიტყვები თქვა:[40]







ვიკიციტატა

„ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ ის მოვლენა, რაც გუშინ მოხდა. ევროკავშირმა მიიღო დადგენილება, რომ საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი ევროპისაკენ. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის დიდი მიღწევა, დიდი ზეიმი მთელი ქართველი ხალხის და მათ შორის საქართველოს ეკლესიის.“




2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი და საქართველოს ეკლესია


2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური სროლები დაიწყო. 7 აგვისტოს ილია II-მ დაპირისპირებულ მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდა, მაგრამ უშედეგოდ. 8 აგვისტოს ქართულმა ჯარმა რამდენიმე სოფელი დაიკავა, პარალელურად, რუსულმა ავიაციამ საქართველოს სხვა რეგიონების, მათ შორის, გორის და ფოთის საჰაერო დაბომბვებიც დაიწყო. იყო უამრავი მსხვერპლი. 9 აგვისტოს ილია II-მ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში დაშავებულები ინახულა. მან მსოფლიო თანამეგობრობას საქართველოში შექმნილი ვითარების მშვიდობიანად გადაწყვეტის საქმეში დახმარება სთხოვა და აღნიშნა, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შედეგია და იგი სეპარატიზმის საფუძველი არ უნდა იყოს. 13 აგვისტოს რუსული და ოსური სამხედრო ნაწილები ზემო ნიქოზში შევიდნენ და რამდენიმე ადგილობრივი მოკლეს. 14 აგვისტოს პატრიარქმა რუსეთის ეკლესიას გორსა და ნოქოზში შესასვლელად სამშვოდობო კორიდორის გაკეთება სთხოვა. 15 აგვისტოს ილია II სასულიერო პირებთან ერთად გორში იმყოფებოდა, შემდეგ ზემო ნიქოზს ეწვია. იგი ამხნევებდა მოსახლეობას და სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. მან კონფლიქტის ზონიდან ოთხი დაჭრილი გამოიყვანა და ექვსი გარდაცვლილის გადმოსვენება მოახერხა. მისივე კურთხევით სასულიერო პირებმა აღნიშნული საქმიანობა განაგრძეს.[41]



პატრიარქის ტიტულატურა


1917 წელს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან ერთად აღდგა საქართველოს ეკლესიის მეთაურის ტიტულიც. იგი მსოფლიო საპატრიარქოს მიერ 1990 წელს იქნა აღიარებული და ეკლესიის მეთაურის ტიტულატურაც ასე ჟღერდა: „მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა“.[42][43] ტიტულში ასევე ასახული იქნა „უწმიდესი“ და „უნეტარესი“, რომელიც თავის დროზე აფხაზეთისა და ქართლის საკათალიკოსოს გაერთიანებასთან ერთად შევიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულ ტიტულში.[44]


2010 წლიდან ტიტულატურაში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა.[45]21 დეკემბრის წმიდა სინოდის განჩინებით ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს გადაეცა და მისი ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი“.



ურთიერთობა მართლმადიდებელ ეკლესიებთან




სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მოსკოვი, 2013 წლის 23 იანვარი


საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქად აღსაყდრებისთანავე ილია II შეუდგა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებას.
1978 წელს ილია II-მ მონაწილეობა მიიღო რუსეთში პატრიარქობის აღდგენიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში;[46]1979 წელს — სტამბოლში შეხვდა მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსს; 1980 წელს — იერუსალიმის პატრიარქის, ბენედიქტე I-ის მიწვევით იერუსალიმში იმყოფებოდა; 1981 წელს — თბილისში ილია II-ს შეხვდა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი ეგნატე IV; 1981 წელს — საქართველოში იმყოფებოდა იერუსალიმის პატრიარქი უნეტარესი დიოდოროს I; 1981 წელს — საქართველოში ჩამოვიდა ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი ნიკოლოზ VI; 1982 წელს — საქართველოში ჩამოვიდა ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი ნიკოლოზ VI; 1983 წელს — საქართველოში ჩამოვიდა ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი ნიკოლოზ VI; 1984 წელს — საქართველოში ჩამოვიდა ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი ნიკოლოზ VI; 1987 წელს — ილია II იმყოფებოდა იერუსალიმში; 1988 წელს — თბილისში ილია II-ს შეხვდა მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოსი; 1990 წელს — ილია II დაესწრო პატრიარქ პიმენის დაკრძალვას; 1990 წელს — საქართველოში იმყოფებოდა რუსეთის პატრიარქი ალექსი II; 1994 წელს — მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს I პირველად ეწვია საქართველოს და შეხვდა ილია II-ს; 2007 წელს — ილია II მოსკოვში დაესწრო მართლმადიდებელი ენციკლოპედიის მე-13 ტომის პრეზენტაციას; 2008 წელს — ილია II დაესწრო რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ის დაკრძალვას; 2008 წელს — საქართველოში იმყოფებოდა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი თეოდორე II; 2009 წელს — პირველი შეხვედრა ბაქოში, რუსეთის პატრიარქ კირილესთან; 2011 წელს — ილია II სტამბოლში შეხვდა მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს I-ს; 2012 წელს — უწმიდესი ილია II იერუსალიმში შეხვდა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს; 2013 წელს — ილია II მოსკოვში შეხვდა უწმიდეს კირილეს;
[47]2013 წელს — პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში ჩამოვიდა მსოფლიო პატრიორქი ბართოლომეოს I;[48]2016 წელს — ილია II დაესწრო რუსეთის პატრიარქ კირილეს 70 წლის იუბილეს.[49]



ურთიერთობა არამართლმადიდებელ კონფესიებთან



ურთიერთობა რომის კათოლიკურ ეკლესიასთან


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და რომის კათოლიკური ეკლესიის ურთიერთობა 1917-1977 წლებში მხოლოდ ეპისტოლარული ხასიათისა იყო. ამ ურთიერთობის გაღრმავების კუთხით ილია II-ს დიდი წვლილი მიუძღვის.


1978 წელს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე) ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ესწრებოდა რომის პაპის პავლე VI-ის დაკრძალვას.[50] რომის პაპის იოანე პავლე II-ისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პირველი ოფიციალური შეხვედრა 1980 წლის 5-6 ივნისს, ვატიკანში შედგა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქართველი მეცნიერები ვატიკანის არქივებში ქართულ დოკუმენტებზე მუშაობას შეძლებდნენ. თბილისში გაიხსნა ვატიკანის საელჩო, ხოლო კავკასიაში რომაულ-კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპოსო.[51]


რომის პაპი იოანე პავლე II საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით 1999 წლის 8 ნოემბერს იმყოფებოდა. ოფიციალური მოპატიჟება რომის პაპს მხოლოდ მას შემდეგ გაეგზავნა, რაც საკითხი საქართველოს ეკლესიის მეთაურთან შეთანხმდა და მოპატიჟებაც ერთობლივად გაიგზავნა.[52] ეს იყო რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პირველი ვიზიტი საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც პაპი ეწვია.[53]


იოანე პავლე II-ს თბილისის აეროპორტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დახვდნენ. რომის პაპი 9 ნოემბერს მთავრობის კრწანისის რეზიდენციაში ქართული მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლებს შეხვდა, მოინახულა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარიც, გაკეთდა ორმხრივი მიმართვები.[54] საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II:[55]







ვიკიციტატა

„დღეს ჩვენ რეალურად უნდა შევხედოთ თანამედროვე ვითარებას. იწურება მე-20 საუკუნე. მართალია, ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ შედეგებს მეცნიერებასა და ტექნიკაში, მაგრამ ამან გამოიწვია ისიც, რომ კაცობრიობა ძალიან ბევრჯერ დადგა უფსკრულის წინაშე და შეიძლება ერთ-ერთი ასეთი მიახლოება უფსკრულთან საბედისწეროც კი აღმოჩნდეს. ამიტომაც, ამ რეგიონში ასეთი დაძაბული ვითარების დროს, საქართველოსა და მთელი კავკასიისათვის მნიშვნელოვანია, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ჩამობრძანება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისეთი ცხელი წერტილების პრობლემა, როგორიც არის აფხაზეთი, მთიანი ყარაბაღი და სხვა, საერთაშორისო ძალისხმევით მშვიდობიანი გზით გადაწყდება.
თქვენმა ვიზიტმა უფრო მეტად დააახლოვა ჩვენი ხალხები, ჩვენი ეკლესიები, ჩვენი ქვეყნები და ამას დიდი მადლიერებით აღვნიშნავთ.“



1989 წელს თბილისში იმყოფებოდა კათოლიკე მონაზონი, ნობელის პრემიის ლაურეატი, 2016 წლიდან კათოლიკური ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული დედა ტერეზა კალკუტელი, რომელსაც შეხვდა ილია II. დედა ტერეზა პატრიარქთან ერთად იმყოფებოდა სიონის საპატრიარქო ტაძარშიც.[56]


რომის პაპის ფრანცისკე I-სა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შეხვედრა 2016 წლის 30 სექტემბრიდან-2 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში შედგა, როდესაც რომის პაპი საქართველოს ეწვია. მისი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით შედგა.[57]
30 სექტემბერს პაპი ფრანცისკე უწმიდეს ილია II-ს საპატრიარქოს რეზიდენციაში სტუმრობდა.[58][59] შეხვედრაზე მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია II-მ პაპს მიმართა:[60][61]







ვიკიციტატა

„ყველასათვის ცნობილია, რომ რომის ეკლესია დააარსა წმ. პეტრე მოციქულმა, საქართველოს ეკლესია კი, – წმ. ანდრია პირველწოდებულმა; პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ და ჩვენც განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და გვმართებს.“



რომის პაპი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ეწვია მცხეთას და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მოინახულა.[62][63]სვეტიცხოველში ილია II-მ შემდეგი სიტყვები თქვა:[60][64]







ვიკიციტატა

„კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის უძველეს და უმნიშვნელოვანეს ტაძარში, სვეტიცხოველში, სადაც განსაკუთრებული სიწმინდეები განისვენებს: აქ არის ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, აქ არის მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი სიწმინდე, – კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთ პირველ წმინდანთან, სიდონიასთან, ერთად არის დაფლული.“




ურთიერთობა ანგლიკანურ ეკლესიასთან


2011 წლის თებერვალში შედგა კათოლიკოს-პატრიარქის ოფიციალური ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, სადაც იგი კენტერბერის მთავარეპისკოპოსს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიია გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II-ს შეხვდა.[65]



ურთიერთობა სომხურ ეკლესიასთან


ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის ევქარისტული კავშირი VII საუკუნიდანაა გაწყვეტილი. მიუხედავად ამისა ქართული და სომხური ეკლესიების ურთიერთობა ინტენსიურად მიმდინარეობდა საუკუნეთა მანძილზე, მათ შორის XX საუკუნეშიც. 1961 წელს სომხური ეკლესიის მეთაური ვაზგენ I პირველად შეხვდა იმ დროს არქიმანდრიტ ილია შიოლაშვილს. ვაზგენ I 1977 წლის 25 დეკემბერს ესწრებოდა უწმიდეს ილია II-ის აღსაყდრებასაც. 1978 წლის მაისში კი ილია II თავად იმყოფებოდა ეჩმიაძინში ვაზგენ I-თან შესახვედრად. მას შემდეგ არაერთი ოფიციალური ვიზიტი შედგა ეჩმიაძინში და საქართველოში. ვაზგენ I 1994 წელს გარდაიცვალა, ეჩმიაძინში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სათანადო პატივი მიაგო გარდაცვლილი კათოლიკოსის ხსოვნას. მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდა ახალ კათოლიკოს გარეგინ I-თან, რომელიც 1997 წელს სტუმრობდა საქართველოს. 2011 წელს საქართველოს სტუმრობდა ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქ-კათოლიკოსი გარეგინ II.[66]



ურთიერთობა სხვა ეკლესიებთან


1979 წლის 15 იანვარს იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს, რამაც გაზარდა პატრიარქის ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს ეკლესიას შესაძლებლობა მიეცა ურთიერთობა ჰქონოდა მრავალი ქვეყნის ეკლესიასთან და რელიგიურ აღმსარებლობასთან. ილია II სხვადასხვა დროს შეხვდა ეგვიპტის კოპტთა პატრიარქს შენუდა III-ს, მალაბარიის ინდოელთა მონოფიზიტ პატრიარქს აბუნა თეკლე-ჰაიმანოტს, სირიელ იაკობისტთა პატრიარქს მარი იაკობ III-ს, აღმოსავლეთის მონოფიზიტ პატრიარქ მაქსიმე V-ს.[67]



ურთიერთობა ისლამურ ქვეყნებთან


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს აღსაყდრებიდან დღემდე მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა აქვს მუსლიმ სასულიერო ლიდერებთან.
ილია II 2001 წელს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მოჰამედ ხათამის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ირანში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა პრეზიდენტ ჰათამსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერ ლიდერს ალი ხამენეის. შეხვედრაზე განხილული იქნა მეგობრობისა და თანამშრომლობის პერსპექტივები.


მის უწმიდესობას მჭიდრო ურთიერთობა აქვს ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარესთან, ალახ შუქურ ფაშა ზადესთან, რომელმაც 2013 წლის 25 დეკემბერს პატრიარქს რელიგიებსა და ერებს შორის შეტანილი წვლილისთვის შეიხ ისლამის ორდენით დააჯილდოვა.[68]


სხვა მუსლიმი ლიდერების არაერთი ვიზიტი განხორციელებულა საპატრიარქოში და პირიქით, მართლმადიდებელი ეკლესიისა ისლამურ ქვეყნებში. 2007 წელს ილია II-ის აღსაყდრებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად საქართველოში იმყოფებოდა ირანის რელიგიათა ურთიერთობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აიათოლა თასხირი.[69]



პატრიარქი და განათლება




სიონის ტაძარი




თბილისის სასულიერო აკადემია


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში საუკუნეთა განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო კერა არსებობდა. 1811 წლიდან, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის უკანონოდ გაუქმების შემდეგ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში რუსიფიკატორული პოლიტიკა მიმდინარეობდა.[27] იგივე გაგრძელდა 1921 წლიდან საბჭოთა აგრესიული ათეიზმის პირობებშიც.
[70]
ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მხოლოდ უწმიდეს ეფრემ II-ის დროს მოხერხდა მცხეთაში გახსნილიყო საღვთისმეტყველო სასწავლებელი. შემოქმედელი ეპისკოპოსის ილიას ხელმძღვანელობის პერიოდში სასწავლებელი სემინარიად გადაკეთდა და ეპისკოპოსი ილია მისი პირველი რექტორი გახდა.[71]


1988 წლის 14 ოქტომბერს, თბილისში, სიონის საპატრიარქო ტაძართან ილია II-ის მრავალწლიანი მუშაობის შედეგად სასულიერო აკადემიაც დაარსდა. აქვე გადმოვიდა მცხეთის სასულიერო სემინარიაც.[72]2003 წლის 5 მარტიდან 2004 წლის 4 აპრილამდე და 2005 წლის 25 იანვრიდან 2009 წლის 30 სექტემბრამდე ილია II იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი.[73]


1995 წელს ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქუთაისში დაარსდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარია, აღდგა გელათის სასულიერო აკადემია.[74]


2008 წლის 12 ოქტომბერს ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.[75]


ილია II-ის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხეში, ქუთაისში, ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია, გიმნაზიები დაარსდა თბილისსა და საქართველოს მთელ რიგ ქალაქებში.[76]


ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრები, ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური და სხვა.[77]


ილია II აღსაყდრების დღიდან თავისი საქმიანობის დიდ ადგილს უთმობდა შემოქმედებითი ინტელიგენციის, მეცნიერების წარმომადგენლებთან ურთიერთობას. ამ ურთიერთობათა შედეგი იყო ათონის მონასტერში დაცული ქართული ხელნაწერების მიკროფირების ჩამოტანა საქართველოში, რომელიც საპატრიარქომ გადასცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტს. საპატრიარქო პერიოდულად მასპინძლობს ქართველ ფილოსოფოსებს, ისტორიკოსებს, ენათმეცნიერებს, ხელოვნების ისტორიის სპეციალისტებს.[10]



პატრიარქის შემოქმედება


ილია II-ის შესახებ აუცილებელია აღინიშნოს მისი შემოქმედება მუსიკაში,[78] საეკლესიო გალობასა და ხატწერაში. დღეისათვის იგი მრავალი მუსიკალური ნაწარმოებისა და გალობის ავტორია. 2015 წლის 2 აპრილს, აუტიზმის საერთაშორისო დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა საქველმოქმედო გალაკონცერტი, რომელზეც მთლიანად კათოლიკოს-პატრიარქის ნაწარმოებები შესრულდა.[79][80]


ილია II 20-მდე ხატის ავტორია. ისინი თემატურად და ტექნიკურად საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ შორისაა: „ყოვლად წმინდა სამება“, „ჩვენთან არს ღმერთი“, „ძველთა დღეთა“, „ივერიის ღმრთისმშობელი“, „პლატიტერა“, „მთავარანგელოზი მიქაელი“, „მთავარანგელოზი გაბრიელი“, „წმინდა დავით წინასწარმეტყველი“, „ღვთივდაცული საქართველო“, „წმინდა მეფენი სოლომონი“, „ვახტანგი და თამარი“ (მათგან წმინდა ვახტანგისა და წმინდა თამარის ხატები რამდენიმე ვერსიითაა შექმნილი).[81]


პატრიარქის მიერ დაწერილი ხატების ძირითადი ნაწილი სამების საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქო რეზიდენციაშია დაბრძანებული. ორი კი — მანგლისის ღვთისმშობლისა და რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის ტაძრების კუთვნილებაა.
აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ხატებიდან ორი ფრესკულია — „ღვთივდაცული საქართველო“ ძველ საპატრიარქო რეზიდენციაშია, წმიდა თამარ მეფისა კი დიდუბის ღმრთისმშობლის ტაძრის მოხატულობის ნაწილია. გარდა ამისა, პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრის გუმბათში დასახატი მაცხოვრის გამოსახულების ესკიზის და ერთი სკულპტურული პორტრეტის (შიოლა ღუდუშაურის) ავტორიცაა.[82]


მისი უწმინდესობის ქმნილებათაგან ერთ-ერთი გამორჩეული ყოვლადწმინდა სამების ხატია. იგი იკონოგრაფიულადაც და მხატვრულადაც კლასიკური მიმართულებისაა. კომპოზიციის აღნაგობაში, ფიგურების წყობასა და პროპორციებში, გამომეტყველებაში, სახეებისა და სამოსის შეფერილობასა და დამუშავებაში, ისევე როგორც უკანა პლანის დეტალებში შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ხატწერის საუკეთესო ტრადიციების ცოდნა ჩანს.[82]



ჯილდოები




სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (2009 წელი)


ილია II მრავალი ჯილდოს მფლობელია. 1972 წელს დაჯილდოვდა მოციქულთასწორი წმიდა ნინოს ორდენით;[83]1977 წელს — წმიდა კოწამე გიორგის გამარჯვების ორდენით;[84]1977 წელს — წმიდა იოანეს I ხარისხის ორდენით;[85]1997 წელს — დავით აღმაშენებლის ორდენით;[85]2000 წელს — „წმიდა აკლდამის რაინდთა წმიდა ჯვრის“ ორდენით (იერუსალიმი, ისრაელი).[86]2001 წლის 22 იანვარს — საქართველოს ეკლესიის ჯილდოთი, წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით;[73]2002 წელს — თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭა;[73]2007 წელს გადაეცა ეკლესიის უმაღლესი ჯილდო — „უფლის კვართის ორდენი“;[87]2010 წელს — „ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი“;[88]2010 წლის 29 დეკემბერს — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ოქროს მედალი;[73]2013 წლის იანვარს — კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს გადაწყვეტილებით რელიგიებსა და ერებს შორის შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა შეიხ ისლამის ორდენით;[89]2013 წლის 23 იანვარს — „მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდის“ პრემიით: „განსაკუთრებული დამსახურებისთვის მართლმადიდებელ ხალხთა და ეკლესიათა შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში“;[90]2013 წლის 19 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება;[73]2013 წლის 21 ნოემბერს — სამართლიანობის უმაღლესი ორდენი.[73]


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აგრეთვე დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის საპატრიარქოების; პოლონეთის ჩეხოსლოვაკიისა და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი.[91]


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 1978-1983 წლებში იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს არჩეულ იქნა კრეტის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრად. ამავე წელს აირჩიეს გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.[92]


2016 წელს რუსეთის განათლების სამინისტროსთან არსებულმა სარატოვის ოლქის საზოგადოებრივმა საბჭომ, ამავე ოლქის პედაგოგიური საზოგადოების სახელით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დააჯილდოვა მედლით „საგანმანათლებლო მოღვაწეობისთვის“ მრავალი წლის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო.[93]



საინტერესო ფაქტები


მსოფლიო საქრისტიანომ ქრისტეს დაბადებიდან 2000 წელი განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნა. იერუსალიმის საპატრიარქოს მიწვევით ისრაელში ჩავიდნენ მართლმადიდებელი ქვეყნების სახელმწიფო და საეკლესიო მეთაურები. იერუსალიმში იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც. 6 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა და პატრიარქმა მაცხოვრის საფლავი ერთობლივად მოინახულეს.[94] მაცხოვრის საფლავის ნიშაში ისინი ქართული გუნდის გალობის თანხლებით შევიდნენ და სანთლები დაანთეს. იერუსალიმის საპატრიარქოს სატახტო დარბაზში იერუსალიმის პატრიარქმა დიოდოროს I-მა მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფოთა და ეკლესიის მეთაურებს „წმიდა აკლდამის რაინდთა წმიდა ჯვრის“ ორდენები გადასცა.[95]


2010 წლის იანვარში მსოფლიო საოპერო სცენის დივამ მონსერატ კაბალიემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს დაბადებიდან 77 წელი ესპანეთიდან შემდეგი სიტყვებით მიულოცა:[96]







ვიკიციტატა

„თქვენო უწმიდესობავ, სრულიად საქართველოსა და მსოფლიო სულების პატრიარქო, ნება მიბოძეთ, ასე მოგმართოთ, გილოცავთ და მრავალს დაესწარით, რათა მრავალჯერ შეგვეძლოს თქვენთვის დაბადების დღის მოლოცვა.“



2016 წლის ოქტომბერში საქართველოს რომის პაპი ფრანცისკე ეწვია, რომელმაც საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები ვატიკანში გამგზავრების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს გაუზიარა და საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი განსაკუთრებული პატივისცემით, „ღვთისკაცად“ მოიხსენია:[97]







ვიკიციტატა

„მე საქართველოში ორი სიურპრიზი დამხვდა, ერთი თავად საქართველო, მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს, ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო, ადამიანი უდიდესი და ძალიან ღრმა რწმენით, ის არის ღვთისკაცი, მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. დავტოვე გრძნობით, რომ მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი.“



სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევების თანახმად საზოგადოების ნდობის მიხედვით პატრიარქი უკვე წლებია პირველ ადგილს იკავებს. ეს განპირობებულია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობლის მაღალი ავტორიტეტით, როგორც საქართველოში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ.[98]



იხილეთ აგრეთვე


  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები

  • საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი


ლიტერატურა



  • სერგო ვარდოსანიძე. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.). თბილისი, 2017.


  • სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015.

  • ისტორია შეულამაზებლად. გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი, 2015.

  • Патриарх Грузии. — Книга „Раб Божий“, Москва, 2015.

  • მწყემსი საქართველოსი. გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი, 2012.

  • ნელი შიოლაშვილი. ჩვენი პატრიარქი. თბილისი, 2011.


  • ვახტანგ გურული. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2010.

  • ეპისტოლენი სიტყვანი და ქადაგებანი. წიგნი III. საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2008.

  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, როინ მეტრეველის რედაქციით, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2000.

  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები. გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2000.


  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 106, თბ., 1980 წელი.


რესურსები ინტერნეტში







  • უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი — ბიოგრაფია, საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტი;


  • უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II, ბიოგრაფია — www.orthodoxy.ge, ამოღებულია გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანი“-დან, საიუბილეო გამოცემა, № 52 (205), 2002 წ.;


  • „პატრიარქი“ — ბიოგრაფიული წიგნი უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შესახებ, ავტორი — მზია კაცაძე.

  • ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი

  • Патриарх Грузии: о России, Абхазии, войне и сепаратизме, 11 февраля 2011 г. // BBC Russian _ ვიდეო


სქოლიო




  1. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა ილია მეორეს გადაეცა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ (2010-12-21). წაკითხვის თარიღი: 2010-12-23.


  2. დღეს პატრიარქის აღსაყდრებიდან 38 წელი სრულდება. www.timer.ge.

  3. 3.03.13.2ილია II — ბიოგრაფიული ლექსიკონი. www.nplg.gov.ge.


  4. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II. library.church.ge.


  5. Илия II называет историческим визит Папы Римского Франциска. www.apsny.ge.


  6. პატრიარქის აღსაყდრებიდან 38 წელი შესრულდა. www.nsp.ge.

  7. 7.007.017.027.037.047.057.067.077.087.097.107.11უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ბიოგრაფია. www.orthodoxy.ge.

  8. 8.08.18.2საქართველოს საპატრიარქო // ილია II-ის ბიოგრაფია. patriarchate.ge.


  9. დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს დაბადების დღეა. www.ipress.ge.

  10. 10.010.1ვახტანგ გურული. საქართველოს ისტორია. XX საუკუნე.გამომცემლობა ,,არტანუჯი", თბილისი, 2003, გვ. 249


  11. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 4 იანვარს 81 წელი უსრულდება. www.kavkasiatv.ge.


  12. ჩემს გულზე წარუშლელად წერია მოვალეობანი. www.sazogadoeba.ge.


  13. ნელი შიოლაშვილი, „ჩვენი პატრიარქი“, გვ. 150


  14. პატრიარქის აღსაყდრებიდან 38 წელი შესრულდა. www.nsp.ge.

  15. 15.015.1ეპისტოლენი სიტყვანი და ქადაგებანი. წიგნი III. საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2008, გვ.544.


  16. წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელისა და სალოსი


  17. წმიდა სინოდის სხდომის ოქმი (22.12.2016)

  18. 18.018.118.2საქველმოქმედო ფონდი


  19. 45-ე საყოველთაო ნათლობა


  20. საყოველთაო ნათლობა


  21. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ნათლულებს შორის ქორწინების თაობაზე


  22. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 149-150.


  23. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება (24.11.2017)


  24. 24 დეკემბერი _ აღსაყდრების ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში


  25. პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილე


  26. ილია მეორე - ეს 40 წელი იყო უმძიმესი და მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, ვინც ჩემთვის ლოცულობს

  27. 27.027.1ვახტანგ გურული. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. გამომცემლობა ,,უნივერსალი", თბილისი, 2010


  28. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 36


  29. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 43


  30. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 44


  31. საქართველოს ეკლესიის ძველი ავტოკეფალიის აღიარება


  32. კონსტიტუციური შეთანხმება

  33. 33.033.1ირაკლი ბრაჭული, მალხაზ მაცაბერიძე, დემურ ჯალაღონია, ნინო დურგლიშვილი. სახელმწიფო. XI-XII. გამომცემლობა ,,ლეგა", თბილისი, 2010, გვ. 147.

  34. 34.034.134.234.334.434.534.6კონსტიტუციური შეთანხმება


  35. გელა ჩარკვიანი. ნაცნობ ქიმერათა ფერხული. გამომცემლობა ,,ინტელექტი", თბილისი, 2016, გვ. 607.

  36. 36.036.136.236.336.436.5ირაკლი ბრაჭული, მალხაზ მაცაბერიძე, დემურ ჯალაღონია, ნინო დურგლიშვილი. სახელმწიფო. XI-XII. გამომცემლობა ,,ლეგა", თბილისი, 2010, გვ. 145-149.


  37. კონსტიტუციური შეთანხმება


  38. ირაკლი ბრაჭული, მალხაზ მაცაბერიძე, დემურ ჯალაღონია, ნინო დურგლიშვილი. სახელმწიფო. XI-XII. გამომცემლობა ,,ლეგა", თბილისი, 2010, გვ. 146-149.


  39. პატრიარქი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო გახდეს ევროსტრუქტურების წევრი


  40. პატრიარქი - ჩვენ ვფიქრობთ არა მარტო იმაზე, ევროპა რას მოგვიტანს, ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, ჩვენ რას შევიტანთ ევროპაში


  41. „Мама, я почему-то думаю, что этот августовский день - последний в моей жизни“. www.frontnews.ge.


  42. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 45


  43. ლევან ტყეშელაშვილი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ისტორიის ძირითადი საკითხები. ქუთაისი, 2012, გვ. 230


  44. კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთი „დაიბრუნა“


  45. კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთი "დაიბრუნა"


  46. 60 лет восстановленного Патриаршества


  47. პატრიარქი რუსეთის პატრიარქს შეხვდა


  48. მსოფლიო პატრიარქი საქართველოს ეწვია


  49. პატრიარქი რუსეთის პატრიარქს შეხვდა


  50. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 58.


  51. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. sangu.edu.ge.


  52. გელა ჩარკვიანი. ნაცნობ ქიმერათა ფერხული. გამომცემლობა ,,ინტელექტი", თბილისი, 2016, გვ. 340.


  53. იოანე პავლე II-ის ვიზიტი საქართველოში


  54. იოანე პავლე II საქართველოში


  55. პატრიარქის მიმართვა


  56. Мать Тереза. 105 лет со дня рождения. visualrian.ru.


  57. გაზეთი ,,საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი, 2016, #29.


  58. რომის პაპის ვიზიტი საქართველოში


  59. გაზეთი ,,საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი, 2016, #29.

  60. 60.060.1პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა


  61. გაზეთი ,,საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი, 2016, #29.


  62. რომის პაპის ვიზიტის პროგრამა


  63. გაზეთი ,,საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი, 2016, #29.


  64. გაზეთი ,,საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი, 2016, #29.


  65. პატრიარქი ლონდონში გაემგზავრა


  66. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 63-64.


  67. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 65.


  68. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 65.


  69. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 67.


  70. საბა მეტრეველი. კომუნისტური აგიოგრაფია. გამომცემლობა ,,მწიგნობარი", თბილისი, 2015


  71. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 112.


  72. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 114-115.

  73. 73.073.173.273.373.473.5პატრიარქის ჯილდოები


  74. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 116.


  75. სერგო ვარდოსანიძე. ქართული უნივერსიტეტი. - ჟურნალი ,,უფლის ციხე". თბილისი, 2014, #3, გვ. 140-154.


  76. ჩვენი პატრიარქი ილია II. www.albertamrevli.net.


  77. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. www.ambioni.ge.


  78. პატრიარქის საგალობლები და მუსიკა


  79. პატრიარქის საგალობლები ქველმოქმედებისთვის


  80. პატრიარქის საგალობლები და მუსიკა


  81. დაწერილი ხატები

  82. 82.082.1მხატვრობა


  83. Православная Энциклопедия, (3 марта 2010г.).


  84. Орден святого великомученика Георгия Победоносца (ГПЦ; 1977)

  85. 85.085.1Орден святого Иоанна Рыльского I-й степени (БПЦ; 10 мая 1977)


  86. გელა ჩარკვიანი. ნაცნობ ქიმერათა ფერხული. გამომცემლობა ,,ინტელექტი", თბილისი, 2016, გვ. 485.


  87. პატრიარქს უფლის კვართის ორდენი გადაეცა


  88. პატრიარქს ბრწყინვალების ორდენი გადაეცა


  89. სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. თბილისი, 2015, გვ. 65.


  90. პატრიარქი პრემიით დაჯილდოვდა


  91. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები. გამომცემლობა ,,ნეკერი", თბილისი, 2000, გვ. 219.


  92. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები. გამომცემლობა ,,ნეკერი", თბილისი, 2000, გვ. 219.


  93. გაზეთი ,,საპატრიარქოს უწყებანი", 2016 წელი, #37.


  94. გელა ჩარკვიანი. ნაცნობ ქიმერათა ფერხული. გამომცემლობა ,,ინტელექტი", თბილისი, 2016, გვ. 484.


  95. გელა ჩარკვიანი. ნაცნობ ქიმერათა ფერხული. გამომცემლობა ,,ინტელექტი", თბილისი, 2016, გვ. 485.


  96. მონსერატ კაბალიე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს


  97. საქართველოსა და პატრიარქზე – პაპი ფრანცისკე


  98. მოწონების რეიტინგში პატრიარქი ლიდერია











წინამორბედი:


შემოქმედის ეპარქია
26 აგვისტო, 1963 — 1 სექტემბერი, 1967
შემდეგი:

წინამორბედი:
მიტროპოლიტი რომანოზი
(პეტრიაშვილი)


ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია
1 სექტემბერი, 1967 — 23 დეკემბერი, 1977
შემდეგი:
მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ
(მახარაძე)

წინამორბედი:
დავით V

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
25 დეკემბერი, 1977-
შემდეგი:










(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ილია_II&oldid=3638484“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"1.304","walltime":"1.512","ppvisitednodes":"value":8616,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":262620,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":143592,"limit":2097152,"expansiondepth":"value":14,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":5,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":51364,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 516.044 1 -total"," 20.87% 107.688 1 თარგი:ინფოდაფა_იერარქი"," 18.31% 94.474 1 თარგი:სქოლიო"," 15.51% 80.027 5 თარგი:ნავდაფა"," 7.47% 38.550 1 თარგი:მართლმადიდებელი_ეკლესიების_მეთაურები"," 7.00% 36.100 1 თარგი:დაბადების_თარიღი_და_ასაკი"," 5.49% 28.313 3 თარგი:მემკვიდრეობის_ყუთი"," 5.15% 26.594 17 თარგი:Cite_web"," 5.09% 26.281 1 თარგი:საქართველოს_მართლმადიდებელი_ეკლესიის_მეთაურები"," 4.24% 21.901 1 თარგი:MONTHNAME"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.004","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":625020,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1331","timestamp":"20190517094259","ttl":3600,"transientcontent":true););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d8u10dau10d8u10d0 II","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90_II","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q511502","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q511502","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-05-28T09:25:09Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/6/6d/Ilia_II_a.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":1807,"wgHostname":"mw1331"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單