Skip to main content

იაკობ გოგებაშვილი სექციების სია ბიოგრაფია შემოქმედება ლიტერატურა რესურსები ინტერნეტში სქოლიო სანავიგაციო მენიუიაკობ გოგებაშვილი, ცხოვრება, შემოქმედებაიაკობ გოგებაშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

დაბადებული 27 ოქტომბერიდაბადებული 1840გარდაცვლილი 14 ივნისიგარდაცვლილი 1912ქართველი მწერლებიქართველი პუბლიცისტებიქართველი საზოგადო მოღვაწეებიქართველი პედაგოგებიმთაწმინდის პანთეონში დაკრძალულებიგორის მუნიციპალიტეტში დაბადებულები


27 ოქტომბერი1840ვარიანიგორის რაიონი14 ივნისი1912თბილისიქართველისაქართველოშიმწერალიგორისთბილისის სასულიერო სასწავლებელში1855თბილისის სასულიერო სემინარიაში1861კიევის სასულიერო აკადემიაში186318641868ილია ჭავჭავაძეაკაკი წერეთელისინოდისა1874ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშიკონსტანტინე უშინსკისათვისრუსული ენის„ბურჯი ეროვნებისა“„ხე ნაყოფით იცნობება“„ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“„ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში“„ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ“„სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი“„განათლების მდგომარეობა საქართველოში“„მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები“„ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“1865„ბუნების კარი“1868„დედა ენა“1876„რუსკოე სლოვო“1887ქართული ფოლკლორი„ქურდი და მამალი“„მერცხალი და მეცხვარე“„ცხვარი და მარტი“„დევნილი მეგობარი“„ბეღურა“„ლომი“„მერცხალი“„აქლემი“„ორაგულის ცხოვრება“„ნამი“„ცისარტყელა“„ასპინძის ომი“„იოთამ ზედგენიძე“„ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“„ცოტნე დადიანი“„თავდადებული მღვდელი თევდორე“„სხივი წარსულისა“„სამასი თავდადებული გლეხი“„იავნანამ რა ჰქნა“18901910„ნობათს“„ჯეჯილსა“„ნაკადულს“1940მთაწმინდის პანთეონში1952—1965გიორგი თავზიშვილისადავით ლორთქიფანიძისვარლამ ქაჯაიამგოგებაშვილის სახელობის მედალი1976










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




იაკობ გოგებაშვილი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search




















იაკობ გოგებაშვილი

I.gogebashvili.jpg
დაბ. თარიღი
15 (27) ოქტომბერი 1840
დაბ. ადგილი
ვარიანი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი
1 (14) ივნისი 1912 (71 წლის)
გარდ. ადგილი
თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
დასაფლავებულია
მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა
ჟურნალისტი, მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე
ენა
ქართული ენა
მოქალაქეობა
რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი
თბილისის სასულიერო სემინარია
Commons-logo.svgიაკობ გოგებაშვილი ვიკისაწყობში

იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი (დ. 27 ოქტომბერი [ძვ. სტ. 15 ოქტომბერი] 1840, სოფ. ვარიანი, ახლანდელი გორის რაიონი ― გ. 14 ივნისი [ძვ. სტ. 1 ივნისი] 1912, თბილისი) ― ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.




სექციების სია





  • 1 ბიოგრაფია


  • 2 შემოქმედება


  • 3 ლიტერატურა


  • 4 რესურსები ინტერნეტში


  • 5 სქოლიო




ბიოგრაფია


იაკობ გოგებაშვილი დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.


იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1].



შემოქმედება





იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი
დავით ასრიაშვილის ფოტო



გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა. მისთვის, როგორც კონსტანტინე უშინსკისათვის რუსეთში, მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა, ამასთან რუსული ენის შესწავლის აუცილებლობასაც. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად — შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: „ბურჯი ეროვნებისა“, „ხე ნაყოფით იცნობება“, „ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“, „ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში“, „ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ“, „სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი“, „განათლების მდგომარეობა საქართველოში“, „მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები“ და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ (1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876), „რუსკოე სლოვო“ (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები.




იაკობ გოგებაშვილი


გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი“, „მერცხალი და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“, „ბეღურა“, „ლომი“, „მერცხალი“, „აქლემი“, „ორაგულის ცხოვრება“, „ნამი“, „ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“, „იოთამ ზედგენიძე“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „ცოტნე დადიანი“, „თავდადებული მღვდელი თევდორე“, „სხივი წარსულისა“, „სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა.


მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“.




გოგებაშვილის ძეგლის მის საფლავთან, მთაწმინდის პანთეონში.


გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.


1940 აღინიშნა გოგებაშვილის დაბადების 100 წლის იუბილე. გოგებაშვილის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. 1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.



ლიტერატურა



  • თავზიშვილი გ., იაკობ გოგებაშვილი, თბ., 1960;


  • თალაკვაძე მ., ი. გოგებაშვილის ანბანის სახელმძღვანელოთა აგების პრინციპები, თბ., 1952;

  • იაკობ გოგებაშვილის სახსოვრად, ტფ., 1913;


  • ლორთქიფანიძე დ., დიდი ქართველი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი (დაბადებიდან 120 წლისთავის გამო), თბ., 1960;


  • მისივე, ქართული კულტურის მარგალიტი — ი. გოგებაშვილის „დედა ენა“, თბ., 1976;


  • ობოლაძე უ., იაკობ გოგებაშვილი — ქართული სახალხო სკოლის ფუძემდებელი, თბ., 1977;


  • ჯიბლაძე გ., იაკობ გოგებაშვილი — ახალი ქართული პედაგოგიკის მამა, თბ., 1976;

  • იაკობ გოგებაშვილის ბიბლიოგრაფია (1865—1960), თბ., 1961;


  • ლორთქიფანიძე დ., გურგენიძე დ., ნ. ალანია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 196—197, თბ., 1978 წელი.


რესურსები ინტერნეტში



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
იაკობ გოგებაშვილი




Wikiquote-logo-ka.png

ვიკიციტატაში? არის გვერდი თემაზე:
იაკობ გოგებაშვილი



  • იაკობ გოგებაშვილი, ცხოვრება, შემოქმედება


სქოლიო




  1. იაკობ გოგებაშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი








(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იაკობ_გოგებაშვილი&oldid=3197198“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.524","walltime":"0.814","ppvisitednodes":"value":4593,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":53021,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":24040,"limit":2097152,"expansiondepth":"value":12,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":8,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":461,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":9,"limit":400,"timingprofile":["100.00% 733.758 1 -total"," 93.33% 684.798 1 თარგი:ინფოდაფა_მწერალი"," 92.46% 678.413 1 თარგი:ინფოდაფა"," 67.61% 496.085 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 23.16% 169.915 1 თარგი:Wikidata/p20"," 21.17% 155.336 1 თარგი:Wikidata/p19"," 10.93% 80.168 16 თარგი:Wikidata"," 10.43% 76.566 1 თარგი:Wikidata/p18"," 3.60% 26.381 2 თარგი:PAGENAMEBASE"," 3.04% 22.288 2 თარგი:Str_find"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.284","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":6201011,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1264","timestamp":"20190512095513","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d8u10d0u10d9u10ddu10d1 u10d2u10ddu10d2u10d4u10d1u10d0u10e8u10d5u10d8u10dau10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%91_%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q2474466","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q2474466","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-12-07T20:26:19Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/b/b3/I.gogebashvili.jpg","headline":"u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10d8 u10deu10d4u10d3u10d0u10d2u10ddu10d2u10d8, u10dbu10d4u10eau10dcu10d8u10d4u10e0u10e3u10dau10d8 u10deu10d4u10d3u10d0u10d2u10ddu10d2u10d8u10d9u10d8u10e1 u10e4u10e3u10ebu10d4u10dbu10d3u10d4u10d1u10d4u10dau10d8 u10e1u10d0u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10ddu10e8u10d8, u10deu10e3u10d1u10dau10d8u10eau10d8u10e1u10e2u10d8, u10e1u10d0u10d1u10d0u10d5u10e8u10d5u10dd u10dbu10ecu10d4u10e0u10d0u10dau10d8 u10d3u10d0 u10e1u10d0u10d6u10ddu10d2u10d0u10d3u10dd u10dbu10ddu10e6u10d5u10d0u10ecu10d4"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":153,"wgHostname":"mw1252"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單