Skip to main content

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სექციების სია ისტორია | სტრუქტურა | კოლექცია | ღონისძიებები | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუmanuscript.ge10-11ოფიციალური საიტიხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდება, მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილიისტორია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიახალი სახელწოდება — ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდება, მე-9 მუხლიხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდება, მე-10 მუხლისამეცნიერო საბჭო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტისამეცნიერო საბჭოს უფბელა-მოვალეობანი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდება, მე-4—მე-6 მუხლებიკოდიკოლოგიის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიწყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიარქივთმცოდნეობის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიფონდების მართვის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიგამოფენის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიგანათლების დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიბიბლიოთეკის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიხელოვნების ისტორიის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიდიგიტალიზაციის ლაბორატორია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიქართული ხელნაწერების A ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიქართული ხელნაწერების H ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიქართული ხელნაწერების Q ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიქართული ხელნაწერების S ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიქართულ ხელნაწერთა ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიაღმოსავლური ხელნაწერების ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიბერძნული ხელნაწერების ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტირუსულ ხელნაწერთა ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიუცხოენოვან ხელნაწერთა ფონდი, ხლნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიისტორიული დოკუმენტები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიარაბული დოკუმენტების კოლექცია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტისომხური დოკუმენტების კოლექცია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტიხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ პირად არქივთა საერთო ნუსხა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტისაარქივო ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი

საქართველოს სამეცნიერო ორგანიზაციებიხელნაწერთა ეროვნული ცენტრი


195830 ივნისისაჯარო სამართლის იურიდიული პირითბილისისაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაქართველოში195830 ივნისსსაქართველოს სახელმწიფო მუზეუმისსაქართველოს მეცნიერებათა აკადემიისილია აბულაძებიბლიოთეკაკორნელი კეკელიძისივანე ჯავახიშვილისილია აბულაძისნიკო ბერძენიშვილისელენე მეტრეველისშალვა ამირანაშვილისილია აბულაძისსაქართველოს სახელმწიფო მუზეუმის1962კორნელი კეკელიძის19681989ელენე მეტრეველი1989—2006ზაზა ალექსიძე2006საჯარო სამართლის იურიდიული პირის200723 მაისიდან2015ზაალ აბაშიძე1966გიორგი ლეჟავავ. ცუხიშვილით. თოდრაძევ. გეგენავადირექტორიცენტრის სამეცნიერო საბჭოკოდიკოლოგიისწყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკისარქივთმცოდნეობისფონდების მართვისგამოფენისგანათლებისბიბლიოთეკისხელოვნების ისტორიისრესტავრაცია-კონსერვაციისადიგიტალიზაციისსამეცნიერო საბჭოსბუბა კუდავადირექტორთანსტრუქტურული ერთეულებისიერუსალიმშისინის მთაზეათონზეპარიზშიპეტერბურგში2007კულტურულსაქართველოსაქართულენოვანირუსულენოვანიენციკლოპედიებილექსიკონები2006V—XIX საუკუნეებითპალიმფსესტებსაც„შუშანიკის წამების“„ევსტათი მცხეთელის„აბო თბილელის წამების“ექვთიმე მთაწმიდელისგიორგი მთაწმიდელისეფრემ მცირისარსენ იყალთოელისავეფხისტყაოსნისასტროლოგიურიგეოგრაფიულისამედიცინომათემატიკურიარაბულსპარსულთურქულენოვანისომხურიებრაულისირიულიეთიოპიურიძველახალ ბერძნულ ენაზეIXXVIII საუკუნეებითქაღალდიეტრატიXVIXIX საუკუნემდელევ ტოლსტოისაპეტრე ჩაიკოვსკისXVXX საუკუნეებშიგერმანულიტალიურპოლონურფრანგულენოვანგელათის ოთხთავიქართულარაბულოსმალურსომხურსპარსულXXIX საუკუნეებითსაქართველოსადაღესტნისსომხურენოვანიშაჰისსაქართველოსაკავკასიისრუსეთისასპარსეთისძვ. წ. IIXV საუკუნეებითXIXXX საუკუნეების










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

(გადამისამართდა გვერდიდან ხელნაწერთა ინსტიტუტი)





Jump to navigation
Jump to search




















კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
National Centre of Manuscripts.jpg
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
დაარსების თარიღი

1958 წელი, 30 ივნისი


ტიპი

სამეცნიერო, კვლევითი


იურიდიული სტატუსი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი


მიზანი/მიმართულება

ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელის შეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღრიცხვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა, ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის მნიშვნელობის პროპაგანდის მხარდაჭერა[1].


ადგილმდებარეობა

თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. 1/3


მთავარი ორგანო

სამეცნიერო საბჭო


მშობელი ორგანიზაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


საიტი

manuscript.ge


ყოფილი სახელი

ხელნაწერთა ინსტიტუტი


კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტი) — ძველი ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტებისა და გამოჩენილ მოღვაწეთა პირადი არქივების საცავი საქართველოში. დაარსდა 1958 წლის 30 ივნისს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე. მისი დამაარსებელი და პირველი დირექტორი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ილია აბულაძე. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექცია მოიცავს სხვადასხვაენოვან ხელნაწერ წიგნებს, ისტორიულ საბუთებს, საზოგადო მოღვაწეთა პირად არქივებს, ძველნაბეჭდ წიგნებს, რარიტეტულ გამოცემებსა და მემორიალურ ნივთებს. ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საგამოფენო და სარესტავრაციო პროექტებს. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ფარგლებში ცენტრში ხდება აქ დაცული მასალის აღწერა, სისტემატიზაცია, შესწავლა, პუბლიკაცია და მონაცემთა ბაზების შექმნა. ცენტრს გააჩნია აგრეთვე მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ფუნქციონირებს კორნელი კეკელიძის, ივანე ჯავახიშვილის, ილია აბულაძის, ნიკო ბერძენიშვილის, ელენე მეტრეველის, შალვა ამირანაშვილის მემორიალური კაბინეტები.




სექციების სია





  • 1 ისტორია

    • 1.1 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობა



  • 2 სტრუქტურა

    • 2.1 დირექტორი


    • 2.2 სამეცნიერო საბჭო


    • 2.3 სტრუქტურული ერთეულები

      • 2.3.1 კოდიკოლოგიის დეპარტამენტი


      • 2.3.2 წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტი


      • 2.3.3 არქივთმცოდნეობის დეპარტამენტი


      • 2.3.4 ფონდების მართვის დეპარტამენტი


      • 2.3.5 გამოფენის დეპარტამენტი


      • 2.3.6 განათლების დეპარტამენტი


      • 2.3.7 ბიბლიოთეკის დეპარტამენტი


      • 2.3.8 ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტი


      • 2.3.9 რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორია


      • 2.3.10 დიგიტალიზაციის ლაბორატორია




  • 3 კოლექცია

    • 3.1 ხელნაწერები


    • 3.2 ისტორიული დოკუმენტები


    • 3.3 საარქივო ფონდი



  • 4 ღონისძიებები


  • 5 ლიტერატურა


  • 6 რესურსები ინტერნეტში


  • 7 სქოლიო




ისტორია |


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის“ სახელწოდებით ილია აბულაძის ინიციატივით დაარსდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე. ილია აბულაძევე გახდა ინსტიტუტის პირველი დირექტორი. 1962 წელს ინსტიტუტს აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელი მიენიჭა. 1968 წლიდან 1989 წლამდე ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ელენე მეტრეველი იყო, 1989—2006 წლებში კი — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ზაზა ალექსიძე.


2006 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი გაუქმდა და მის ნაცვლად კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტი დაარსდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით[2]. 2007 წლის 23 მაისიდან ინსტიტუტს სახელი შეეცვალა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ეწოდა; სახელის შეცვლის ინიციატივა, რომელიც თავად ინსტიტუტის კოლექტივს ეკუთვნოდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, განიხილა და დააკმაყოფილა მთავრობის სხდომამ[3]. 2015 წლიდან კი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ეწოდა.


2015 წლიდან კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორია ისტორიის დოქტორი ზაალ აბაშიძე.



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობა |


1966 წელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის სპეციალურად აშენდა საცავი. პროექტის ავტორები იყვნენ: გიორგი ლეჟავა, ვ. ცუხიშვილი, თ. თოდრაძე. ინჟინერი ვ. გეგენავა.



სტრუქტურა |


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საქმიანობას დირექტორი განსაზღვრავს, სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს კი ცენტრის სამეცნიერო საბჭო განიხილავს და წყვეტს. გარდა ამისა, ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია დეპარტამენტები და ლაბორატორიები. ამჟამად ფუნქციონირებს რვა დეპარტამენტი (კოდიკოლოგიის, წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის, არქივთმცოდნეობის, ფონდების მართვის, გამოფენის, განათლების, ბიბლიოთეკის, ხელოვნების ისტორიის) და ორი ლაბორატორია (რესტავრაცია-კონსერვაციისა და დიგიტალიზაციის).



დირექტორი |



ზაალ აბაშიძე

ზაალ აბაშიძე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი 2015 წლიდან


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ხელმძღვანელობს ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას. იგი ცენტრის ოფიციალურ წარმომადგენელია მესამე პირებთან ურთიერთობისას და აკისრია პასუხისმგებლობა ცენტრის საქმიანობაზე — მის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე[4].


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების თანახმად, დირექტორი ოთხი წლის ვადით აირჩევა სამეცნიერო საბჭოს მიერ; აუცილებელი მოთხოვნაა უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი სტაჟი[5].


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელიც დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს. ამჟამად ცენტრის დირექტორია ბუბა კუდავა, ხოლო მოადგილე — გრიგოლ გაგნიძე[4].



სამეცნიერო საბჭო |


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭო დირექტორთან ერთად ცენტრის მმართველი ორგანოა. იგი სამეცნიერო განვითარებისა და მართვის საკითხებს განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს კენჭისყრის საფუძველზე.


სამეცნიერო საბჭოს წევრებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა საერთო კრება ირჩევს ხუთი წლის ვადით. სამეცნიერო საბჭოს წევრთა რაოდენობა სტრუქტურული ერთეულების (დეპარტამენტები, ლაბორატორიები) რაოდენობაზეა დამოკიდებული; ყოველ ერთეულს საბჭოში ერთი ან ორი (თუ ერთეულში ათზე მეტი მეცნიერი თანამშრომელია) მეცნიერი წარმოადგენს.


სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს მისივე წევრების მიერ ხუთი წლის ვადით არჩეული საბჭოს თავმჯდომარე. იგი იწვევს საბჭოს სხდომებს, ორგანიზებას უწევს მის მუშაობას და მეთვალყურეობს გადაწყვეტილებათა შესრულებას. ამჟამად სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა შალვა გლოველი[6][7][8].



სტრუქტურული ერთეულები |



კოდიკოლოგიის დეპარტამენტი |


კოდიკოლოგიის დეპარტამენტი ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს; ამზადებს ძველი ქართული მწერლობის როგორც ნათარგმნ, ისე ორიგინალურ ძეგლებს თანდართული ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური, ლიტერატურათმცოდნეობითი და ისტორიული ხასიათის გამოკვლევითა და სხვადასხვა ტიპის ლექსიკონ-საძიებლით. გარდა ამისა, კოდიკოლოგიის დეპარტამენტი აღწერს საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა საცავებში, მათ შორის იერუსალიმში, სინის მთაზე, ათონზე, პარიზში, პეტერბურგში დაცული ქართულ და უცხოენოვან ხელნაწერებს, ქმნის კატალოგებსა და მონაცემთა ბაზას[9].



წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტი |


წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაარსების დღიდან არსებობს. იგი საქართველოს ისტორიის ამსახველი წერილობითი წყაროების ცენტრის მდიდარ ბაზაზე მუშაობს. ამ მასალას წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტი აღნუსხავს, აღწერს, ქმნის და სრულყოფს საძიებო სისტემებს, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობით ბაზას. გარდა ქართულისა, დიდი ადგილი ეთმობა იმ აღმოსავლური — სომხური, არაბული, სპარსული, თურქული წყაროების კვლევასა და პუბლიკაციას, რომლებიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს შეიცავენ[10].



არქივთმცოდნეობის დეპარტამენტი |


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობის დეპარტამენტი 2007 წელს შეიქმნა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა იმ პირად არქივთა ბაზაზე, რომლებიც ცენტრშია დაცული. დეპარტამენტი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს:


  • ამუშავებს პირად არქივებს, რაც გულისხმობს აღწერილობათა შედგენას და გამოსაცემად მომზადებას;

  • გადაამუშავებს უკვე დამუშავებულ არქივებს;

  • ქმნის არსებული ფოტოკოლექციის ერთიან ელექტრონულ ბაზას;

  • უზრუნველყოფს საარქივო დოკუმენტების სამეცნიერო პუბლიკაციას;

  • მოიზიდავს ახალ არქივებს[11].


ფონდების მართვის დეპარტამენტი |




ფონდები


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდების მართვის დეპარტამენტი მართავს ხელნაწერი წიგნების, საისტორიო დოკუმენტების, პირადი არქივების ფონდებს და ფონდების მართვის დეპარტამენტის სტრუქტურაში შექმნილ სხვა ფონდებს; განსაზღვრავს ამ ფონდებთან დაკავშირებულ საკითხებს. საბიბლიოთეკო წიგნად ფონდებს, მემორიალური კაბინეტების და მემორიალურ ნივთთა ფონდებს, კარტოგრაფიის ფონდებს (ასევე სხვა ფონდებს რომლებიც ინახება საბიბლიოთეკო დეპარტამენტში) მართავს და აკონტროლებს საბიბლიოთეკო დეპარტამენტი, მაგრამ ფონდის შექმნის, ფონდების ინტეგრირების ან გაყოფის შემთხვევაში საკითხს ათანხმებს ფონდების მართვის დეპარტამენტთან[12].



გამოფენის დეპარტამენტი |


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენის დეპარტამენტი ახორციელებს საგამოფენო პროექტებს, რითაც პოპულარიზაციას უწევს ცენტრში დაცულ კულტურულ მემკვიდრეობას. დეპარტამენტი აწყობს როგორც სტაციონალურ, ისე მოძრავ გამოფენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, გამოფენის დეპარტამენტი ხელს უწყობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო სისტემის განვითარებასა და საერთაშორისო საგამოფენო სტანდარტებთან დაახლოებას[13].



განათლების დეპარტამენტი |


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლების დეპარტამენტი საგამოფენო და საგანმანათლებლო პროექტების, პროგრამებისა და სერვისების შეთავაზებით ახორციელებს ცენტრში დაცული კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციას. ამ მემკვიდრეობასთან თანაზიარებითა და ინტერაქციით დეპარტამენტი ხელს უწყობს საზოგადოების წევრების, ჯგუფების თვითრეალიზაციასა და შესაძლებლობების განვითარებას[14].



ბიბლიოთეკის დეპარტამენტი |




ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი


ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მდიდარი ბიბლიოთეკა გააჩნია; მის ფონდში დაცულია 10935 ქართულენოვანი, 11654 რუსულენოვანი და 6496 სხვა უცხოენოვანი წიგნი, აგრეთვე 3096 ქართულენოვანი, 7285 რუსულენოვანი და დაახლოებით 4000 სხვა უცხოენოვანი პერიოდული გამოცემა.


ბიბლიოთეკის კუთვნილი მასალის დიდი ნაწილი საცავებში ინახება, ენციკლოპედიები, ლექსიკონები და საცნობარო ლიტერატურა კი — ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში. ბიბლიოთეკის გაერთიანებული კატალოგი ძირითადი ფონდების კატალოგების გარდა, მემორიალურ კაბინეტებში დაცულ წიგნებსა და პერიოდულ გამოცემებსაც მოიცავს[15].



ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტი |


ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტი ხელნაწერი წიგნის ხელოვნების საკითხებს იკვლევს, მუშაობს ხელნაწერებში ჩართული მინიატიურების კორპუსის შედგენასა და გამოცემაზე. ხელნაწერის გაფორმების კვლევა ხდება ქრონოლოგიური, სივრცული და თემატური კუთხით, რაც სხვადასხვა სკრიპტორიუმისათვის, ეპოქისათვის ან თემატიკისათვის დამახასიათებელი მხატვრული სტილის დადგენას გულისხმობს. დეპარტამენტი ხელნაწერებს პიროვნულ ჭრილშიც შეისწავლის და იკვლევს საკითხებს გადამწერებთან, მხატვრებთან და შემმოსველებთან დაკავშირებით[16].



რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორია |




წიგნის რესტავრაციის პროცესი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორია 2006 წელს ჩამოყალიბდა და შეცვალა მანამდე არსებული ჰიგიენისა და რესტავრაციის განყოფილება. რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიაში სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს:



  • ქაღალდსა და ეტრატზე შესრულებული ხელნაწერების, ძველნაბეჭდი წიგნების, ისტორიული დოკუმენტების, საარქივო მასალის, ცენტრის ბიბლიოთეკის კუთვნილი წიგნებისა და კერძო კოლექციებში დაცული მასალების რესტავრაცია და კონსერვაცია;

  • დაძველებული და დესტრუქციული ფურცლის გამაგრება;

  • გაქვავებული და ერთმანეთთან შეწებებული ფურცლების დაშლა;

  • დეფორმირებული ფურცლის გასწორება და რესტავრაცია;

  • ნაკლული ადგილების შევსება;

  • დაშლილი ხელნაწერების აკინძვა, ორიგინალური ტვიფრული ტყავის გარეკანის რესტავრაცია და კონსერვაცია;

  • ცენტრის ფონდებში დაცული ან ახლად შემოსული მასალის დეზინფექცია და გაწმენდა.


დიგიტალიზაციის ლაბორატორია |




ხელნაწერი წიგნის დიგიტალიზაციის პროცესი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში


ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებობს დიგიტალიზაციის ლაბორატორია, რომელიც ახდენს ცენტრის მასალების სკანირებას, ახარისხებს მათ და კომპიუტერულ ფორმატში გადაჰყავს. ხელნაწერების, მინიატიურების, დოკუმენტებისა და ფოტომასალის დიგიტალიზებით ცენტრი ხელს უწყობს მათ ფიქსაციასა და სამეცნიერო ბრუნვაში შემოტანას. დიგიტალიზაცია წარმოადგენს არსებული მასალის დაცვის საშუალებასაც — იმ მასალის აღდგენა, რომელიც დროთა განმავლობაში ზიანდება, შესაძლებელია დიგიტალური ასლის დახმარებით მოხდეს[17].



კოლექცია |





მოქვის ოთხთავი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართულ ხელნაწერთა ფონდიდან





ვეფხისტყაოსნის ბეგთაბეგისეული ნუსხა ცენტრის ქართულ ხელნაწერთა ფონდიდან


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექცია მოიცავს ხელნაწერებს, ისტორიულ დოკუმენტებსა და საარქივო ფონდს. ხელნაწერებისა და ისტორიული დოკუმენტების ფონდები ენების მიხედვით დაყოფილია ქვეფონდებად, საარქივო ფონდში კი ქართველ და უცხოელ მოღვაწეთა, აგრეთვე ორგანიზაციების არქივებია თავმოყრილი.



ხელნაწერები |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართულ ხელნაწერთა ფონდი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდი.

ხელნაწერთა ფონდი იყოფა ქართულ, აღმოსავლურ, ბერძნულ, რუსულ და უცხოენოვან ხელნაწერთა ფონდებად. ამათგან ყველაზე დიდია ქართულ ხელნაწერთა ფონდი, რომელიც V—XIX საუკუნეებით დათარიღებულ ათასობით ხელნაწერს მოიცავს, მათ შორის უძველეს პალიმფსესტებსაც.


ქართულ ხელნაწერთა ფონდი დაყოფილია A[18], H[19], Q[20] და S[21] ქვეფონდებად, რომლებშიც თავმოყრილია როგორც საეკლესიო, ისე საერო ლიტერატურის ძეგლებიც. ეროვნული საეკლესიო მწერლობიდან აღსანიშნავია „შუშანიკის წამების“, „ევსტათი მცხეთელის წამების“, „აბო თბილელის წამების“ ხელნაწერები. გარდა ქართული თხზულებებისა, ამავე ფონდშია დაცული ექვთიმე მთაწმიდელის, გიორგი მთაწმიდელის, ეფრემ მცირის, არსენ იყალთოელისა და სხვა ქართველ მოღვაწეთა მიერ ნათარგმნი საეკლესიო მწერლობის ბიზანტიური ძეგლები. საერო მწერლობიდან აღსანიშნავია ვეფხისტყაოსნის არაერთი ნუსხა, აგრეთვე ასტროლოგიური, გეოგრაფიული, სამედიცინო, მათემატიკური, სამხედრო შინაარსის ხელნაწერები[22].


აღმოსავლური ხელნაწერების ფონდი ძირითადად არაბულ, სპარსულ და თურქულენოვანი ხელნაწერებისაგან შედგება, დაცულია აგრეთვე სამასამდე სომხური, ებრაული, სირიული და ერთადერთი ეთიოპიური ხელნაწერი[23].


ბერძნული ხელნაწერების ფონდში თავმოყრილია ძველ და ახალ ბერძნულ ენაზე შესრულებული 51 ხელნაწერი, რომლებიც IX-XVIII საუკუნეებით თარიღდება. საწერ მასალად გამოყენებულია როგორც ქაღალდი, ისე ეტრატი. შინაარსობრივად ძირითადად სასულიერო თემატიკის ძეგლებია წარმოდგენილი, მათ შორის საღვთისმეტყველო თხზულებები, ფსალმუნები, საგალობლები და სხვა, აგრეთვე სამკურნალო ხასიათის ხელნაწერები[24].


რუსული ხელნაწერების ფონდში წარმოდგენილია ხუთასზე მეტი ხელნაწერი. მათი უმეტესობა გვიანდელია და XVI-დან XIX საუკუნემდე პერიოდს განეკუთვნება. ფონდში დაცულია ქართველი მეფეების, მთავრებისა და მათი ოჯახის წევრთა მიმოწერის რუსულ ენაზე ნათარგმნი პირები, ლევ ტოლსტოისა და კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკის ავტოგრაფები, სასულიერო თემატიკის ხელნაწერები და სხვა[25].


გარდა ამ ფონდებისა, არსებობს უცხოურ ხელნაწერთა ფონდი, რომელიც შერეულია და მოიცავს XV-XX საუკუნეებში გადაწერილ სხვადასხვა ევროპულ ენაზე შესრულებულ ნიმუშებს, მათ შორის ძველ გერმანულ, იტალიურ, პოლონურ, ფრანგულენოვან ხელნაწერებს[26].





ისტორიული დოკუმენტები |


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიული დოკუმენტების ფონდი მოიცავს ქართულ, არაბულ, ოსმალურ, სომხურ და სპარსულ დოკუმენტებს. მათი რაოდენობა საერთო ჯამში 30 000-ს აღემატება და X-XIX საუკუნეებით თარიღდება. ქართულ ხელნაწერ დოკუმენტთა ფონდში თავმოყრილია როგორც საეკლესიო, ისე საერო ხასიათის დოკუმენტები[27].


არაბული დოკუმენტები დაღესტნური წარმომავლობისაა და მათში დოკუმენტურად აღწერილია XVIII-XIX საუკუნის ადგილობრივ კავკასიელ ხალხთა ყოფა-ცხოვრება; ერთ-ერთ საბუთში დაცულია ცნობები იმამ შამილის მოძრაობის შესახებ. კოლექცია მოიცავს საქართველოსა და დაღესტნის ურთიერთობათა ამსახველ რამდენიმე ისტორიულ დოკუმენტსაც[28].


კოლექციაში თავმოყრილია ორასამდე სომხურენოვანი ისტორიული საბუთი, რომლებიც აგრეთვე XVIII-XIX საუკუნეებითაა დათარიღებული. სომხურ დოკუმენტები სხვადასხვა სახის ოქმებს, ნასყიდობისა და ვალის წიგნებს, სომეხ სამღვდელო პირთა ოფიციალურ მიმოწერასა და სხვაგვარ საბუთებს მოიცავს[29].


განსაკუთრებით აღსანიშნავია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სპარსული და თურქული (ოსმალური) დოკუმენტები, მათ შორის შაჰის ფირმანები, ოქმები, არზები, ნასყიდობის წიგნები და სხვა. ეს დოკუმენტები საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვეყნების პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებას ასახავს, აგრეთვე კავკასიის რეგიონში რუსეთისა და სპარსეთის დაპირისპირებას. მათი ნაწილი მნიშვნელოვანია მოხატულობის თვალსაზრისითაც; სპარსული ხელნაწერი დოკუმენტები სპარსული ილუმინაციის ტრადიციების დაცვით, სინატიფითა და ფერადოვნებით ხასიათდება[27].



საარქივო ფონდი |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში თავმოყრილია ქართველი და უცხოელი მეცნიერების, მწერლების, პოეტების და საზოგადო მოღვაწეების, მხატვრების, პოლიტიკური, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეების, ემიგრაციის მოღვაწეების, სასულიერო პირების, აგრეთვე საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების და სინოდის კანცელარიის არქივები. ჯამში საარქივო ფონდების რაოდენობა 179-ია; აქედან, დღეისათვის უკვე დამუშავებულია 111 ფონდი. დანარჩენი 68 საარქივო ფონდი დამუშავების პროცესშია[30].


არქივში დაცული მასალიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქართველი პაპიროლოგის გრიგოლ წერეთლის კუთვნილი კოლექცია, სადაც წარმოდგენილია ძვ. წ. II-XV საუკუნეებით დათარიღებული 170-მდე პაპირუსი.


დანარჩენ ფონდებში დაცულია XIX-XX საუკუნეების ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრება-შემოქმედებასთან დაკავშირებული ქართული, ლათინური, ფრანგული, ინგლისური, იტალიური, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური და სხვა უცხოენოვანი ორიგინალური საბუთები; მდიდარი ეპისტოლარული მემკვიდრეობა; მრავალრიცხოვანი ფოლკლორული ჩანაწერები; უნიკალური ფოტონამუშევრები; სამხრეთ კავკასიის ახალი და უახლესი ისტორიის ამსახველი მასალა პოლიტიკის, ეკონომიკის, საეკლესიო ცხოვრების, ჟურნალისტიკის, თეატრის, მუსიკისა და სხვა სფეროებიდან[31].



ღონისძიებები |



ლიტერატურა |





  • ჩვენი ხელნაწერთა ახალი საცავი, «ძეგლის მეგობარი», №. 10-11, გვ. 27-30, თბ., 1967 წელი.


რესურსები ინტერნეტში |


  • ოფიციალური საიტი


სქოლიო |




  1. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდება, მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილი


  2. ისტორია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  3. ახალი სახელწოდება — ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი

  4. 4.04.1ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდება, მე-9 მუხლი


  5. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდება, მე-10 მუხლი


  6. სამეცნიერო საბჭო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  7. სამეცნიერო საბჭოს უფბელა-მოვალეობანი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  8. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდება, მე-4—მე-6 მუხლები


  9. კოდიკოლოგიის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  10. წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი


  11. არქივთმცოდნეობის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  12. ფონდების მართვის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  13. გამოფენის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  14. განათლების დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  15. ბიბლიოთეკის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  16. ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  17. დიგიტალიზაციის ლაბორატორია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  18. ქართული ხელნაწერების A ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  19. ქართული ხელნაწერების H ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  20. ქართული ხელნაწერების Q ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  21. ქართული ხელნაწერების S ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  22. ქართულ ხელნაწერთა ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  23. აღმოსავლური ხელნაწერების ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  24. ბერძნული ხელნაწერების ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  25. რუსულ ხელნაწერთა ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  26. უცხოენოვან ხელნაწერთა ფონდი, ხლნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი

  27. 27.027.1ისტორიული დოკუმენტები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  28. არაბული დოკუმენტების კოლექცია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  29. სომხური დოკუმენტების კოლექცია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  30. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ პირად არქივთა საერთო ნუსხა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი


  31. საარქივო ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი








(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ხელნაწერთა_ეროვნული_ცენტრი&oldid=3496336“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.332","walltime":"0.409","ppvisitednodes":"value":3816,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":25956,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":15033,"limit":2097152,"expansiondepth":"value":33,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":19528,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 279.348 1 -total"," 60.91% 170.161 1 თარგი:ინფოდაფა_ორგანიზაცია"," 58.58% 163.649 1 თარგი:ინფოდაფა/*"," 35.13% 98.132 1 თარგი:Url"," 31.21% 87.180 1 თარგი:Str_right"," 29.76% 83.145 1 თარგი:Str_sub_long"," 17.43% 48.684 1 თარგი:სქოლიო"," 12.48% 34.860 13 თარგი:Str_index_any"," 10.64% 29.730 13 თარგი:Str_≥_len"," 7.62% 21.297 13 თარგი:Str_index/getchar"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.003","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":535686,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1245","timestamp":"20190515044018","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10eeu10d4u10dau10dcu10d0u10ecu10d4u10e0u10d7u10d0 u10d4u10e0u10ddu10d5u10dcu10e3u10dau10d8 u10eau10d4u10dcu10e2u10e0u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q2920711","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q2920711","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2008-10-23T08:51:22Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/2/2c/National_Centre_of_Manuscripts.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":152,"wgHostname":"mw1264"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單