ქრისტიანობა სექციების სია ქრისტიანობის წარმოშობა | ქრისტიანული ეკლესია შუა საუკუნეებში | თანამედროვე ქრისტიანობა | ქრისტიანული სწავლება | ქრისტიანობა საქართველოში | ოფიციალური გვერდები | ლიტერატურა | სანავიგაციო მენიურედ.მათე 5,1-48მათე 6,1-34მათე 7,1-29კონსტანტინეპოლის (მსოფლიო) საპატრიარქოალექსანდიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქოანტიოქიის საპატრიარქოიერუსალიმის საპატრიარქორუსეთის საპატრიარქოსაქართველოს საპატრიარქოსერბეთის საპატრიარქორუმინეთის საპატრიარქობულგარეთის საპატრიარქოკვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიაელადის მართლმადიდებელი ეკლესიაალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიაპოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიაჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიაამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიაფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიაუკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაიაპონიის მართლმადიდებელი ეკლესიავატიკანისომხეთის საპატრიარქო ეჩმიაძინშისომხეთის საპატრიარქო კილიკიაშისომხეთის საპატრიარქო იერუსალიმშირ
ქრისტიანობარელიგიები
ქრისტესბუდიზმთანისლამთანკათოლიციზმიპროტესტანტიზმიმართლმადიდებლობაბიბლიაახალი აღთქმაისლამთანიუდაიზმთან„აბრაამისეულ რელიგიებს“იუდაიზმისრომის იმპერიისპალესტინაშიბერძნულილათინურითომაინდოეთშისპარსეთშიანდრიაკავკასიასაბალკანეთშიმარკოზიეგვიპტეშიბერძნულადმამაძესულიწმინდისეკლესიისრომის იმპერიაეპისკოპოსსეგვიპტეშისაქართველოშიპატრიარქისრომის პაპებს476755პიპინ მოკლესრომის პაპის ოლქის1054კონსტანტინოპოლშიკათოლიციზმიპროტესტანტიზმიმართლმადიდებლობაათ მცნებასქრისტესმთაზე ქადაგებამამა ღმერთისათ მცნებასთანქრისტიანთათვისსულიწმინდისმათე მოციქულიწმინდა წერილშიმათე 5,1-48მათე 6,1-34მათე 7,1-29საქართველოსქრისტიანული ეკლესიაქართლშირელიგიად326საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაV საუკუნეშივახტანგ გორგასალმაავტოკეფალიააფხაზეთისკათალიკოს-პატრიარქის1054მართლმადიდებლურ სამყაროშიალექსანდრიისანტიოქიისკონსტანტინოპოლისაიერუსალიმისივანე ჯავახიშვილის326ქვეყანაშიანდრია პირველწოდებულსსიმონ კანანელსეკლესიები
(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());
ქრისტიანობა
Jump to navigation
Jump to search
ქრისტიანობა |
წმინდა წერილი |
---|
ძველი აღთქმა |
ახალი აღთქმა (სახარება) |
ისტორია |
მოციქულების ეპოქა |
ეკლესიის დევნის პერიოდი |
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება |
საეკლესიო განხეთქილებები |
კიდევ... |
მიმდინარეობები |
მართლმადიდებლობა |
კათოლიციზმი |
მონოფიზიტობა |
პროტესტანტიზმი |
კიდევ... |
ღვთისმეტყველება |
შობა |
ჯვარცმა |
ამაღლება |
ანტიქრისტე |
კიდევ... |
სხვადასხვა |
ქრისტიანობა |
პორტალი |
ქრისტიანობა — ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი — ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი — ახალი აღთქმა. ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე. წ. „აბრაამისეულ რელიგიებს“.
სექციების სია
1 ქრისტიანობის წარმოშობა
1.1 ქრონოლოგია
2 ქრისტიანული ეკლესია შუა საუკუნეებში
2.1 ეკლესიის მოწყობა და იერარქია
2.1.1 მონასტერი და ბერ-მონაზვნები
2.2 რომის პაპების აღზევება
2.3 ქრისტიანული სამყაროს გაყოფა
3 თანამედროვე ქრისტიანობა
4 ქრისტიანული სწავლება
5 ქრისტიანობა საქართველოში
6 ოფიციალური გვერდები
6.1 მართლმადიდებლური ეკლესიები
6.2 კათოლიკური ეკლესია
6.3 სომხური სამოციქულო ეკლესია
7 ლიტერატურა
ქრისტიანობის წარმოშობა |
ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ. წ. I საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში — პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრია – კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი – ეგვიპტეში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი „სასწაულის“ შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.
ქრონოლოგია |
44 წელი — ქრისტიანთა დევნა იროდი მეფის დროს
51 წელი — მოციქულთა კრება იერუსალიმში
62 წელი — ქრისტიანთა დევნა იუდეაში
64 წელი — ქრისტიანთა პირველი დევნა ნერონის დროს
96 წელი — ქრისტიანთა მეორე დევნა დომიციანეს დროს
106 წელი — ქრისტიანთა მესამე დევნა ტრაიანეს დროს
166 წელი — ქრისტიანთა მეოთხე დევნა მარკოს ავრელიუსის დროს
202 წელი — ქრისტიანთა მეხუთე დევნა სევერეს დროს
235 წელი — ქრისტიანთა მეექვსე დევნა მაქსიმიანეს დროს
250 წელი — ქრისტიანთა მეშვიდე დევნა დეცი ტრაიანეს დროს
257 წელი — ქრისტიანთა მერვე დევნა ვალერიანეს დროს
261 წელი — ქრისტიანთა შეწყნარება-დათმენის პირველი ედიქტები გალიენის დროს
275 წელი — ქრისტიანთა მეცხრე დევნა ავრელიანეს დროს
303 წელი — ქრისტიანთა მეათე დიდი დევნა დიოკლიტიანეს დროს
313 წელი — მილანის ედიქტი ქრისტიანობის შეწყნარების შესახებ
314 წელი — ანკირიის ადგილობრივი კრება
315 წელი — ნეოკესარიის ადგილობრივი კრება
1154 წელი — დიდი სქიზმა
ქრისტიანებს პირველად "ქრისტიანები" უწოდეს ანტიოქიაში 40-44 წლებში. (საქმე მოციქულთა. 11:26), ქრიასტიანები არიან ისინი ვინც აღიარეს იესო ნაზარეველი მესიად (ან ბერძნულად the Christ), ქრისტიანებს სწამთ შემოქმედი ღმერთის (მამა, ძე და სულიწმინდის) ძე ღმრთისა, რომელიც მამისგან იშვება იგია არქეტიპი ყველა შემოქმედებისა, რომელიც პიროვნება იესო ქრისტეა, სული წმინდა მამისაგან გამოდის, ეკლესიის დაარსებაც მას უკავშირდება. ქრისტიანებს სწამთ რომ შესაძლებელია ადამიანი შეიცვალოს დატოვოს ცოდვილი ცხოვრება და მოექცეს მართალი გზისაკენ, ღმერთის სიყვარულის საშუალებით. ქრისტე როდესაც დიდებით მოვა მიაგებს მათ პატივს და მარადიულ ცხოვრებას მიანიჭებს, ქრისტე შეუნდობს მონანულ ადამიანებს ცოდვებს და დაამკვიდრებს სასუფეველში.
ქრისტიანული ეკლესია შუა საუკუნეებში |
ეკლესიის მოწყობა და იერარქია |
IV საუკუნეში სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ თავისი მოწყობა რომის იმპერიის ადმინისტრაციულ დაყოფას შეუსაბამა. რომის იმპერია იყოფოდა დაახლოებით 100 პროვინციად, ყოველი პროვინცია — რამდენიმე საქალაქო ოლქად. ქრისტიანულმა ეკლესიამ ამ ოლქებში სამრევლოები მოაწყო, რომლებსაც მღვდლები უძღვებოდნენ. ისინი ექვემდებარებოდნენ სამოქალაქო ოლქის ეპისკოპოსს, ხოლო საქალაქო ოლქების ეპისკოპოსები — პროვინციის არქიეპისკოპოსს (მთავარ ეპისკოპოსს). არქიეპისკოპოსებზე უფრო მაღლა იდგნენ პატრიარქები. საპატრიარქო იყო ხუთი: რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის. მიჩნეული იყო, რომ საპატრიარქოები იესო ქრისტეს მოციქულებმა დააარსეს. ქრისტიანული ეკლესიის ერთიანობას განასახიარებდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებები.
IV საუკუნის ბოლოს, რომის იმპერიის ორად გაყოფის შედეგად, დასავლეთ რომის იმპერიაში მოექცა რომის საპატრიარქო, ხოლო დანარჩენი ოთხი კი აღმოსავლეთ რომის იმპერიაში.
მონასტერი და ბერ-მონაზვნები |
სამღვდელოების განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ ბერ-მონაზვნები, რომლებიც განკერძოებით ცხოვრობენ მონასტრებში. ქრისტიანული ბერ-მონაზვნობა III საუკუნეში ეგვიპტეში წარმოიშვა. ბერ-მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ანტონი. გადმოცემით, წმინდა ანტონს გამოეცხადა ანგელოზი, რომელიც შენაცვლებით ლოცულობდა და მუშაობდა. ანგელოზმა უთხრა ანტონს, რომ თუ ისიც მისნაირად მოიქცეოდა, ცხონებას მოიპოვებდა. ქრისტიანები, რომლებსაც გაგონილი ჰქონდათ ანტონის შესახებ, მის გვერდით სახლდებოდნენ და ქმნიდნენ ახალ ქრისტიანულ ბერ-მონაზვნურ თემს - მონასტერს.
საქართველოში პირველი მონასტრები ვახტანგ გორგასალმა დააარსა V საუკუნის მეორე ნახევარში. სამონასტრო მოღვაწეობამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო VI საუკუნეში, ასურელ მამათა მოსვლის შემდეგ.
დასავლეთში ბერ-მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ბენედიქტე, რომელიც VI საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. მან შექმნა პირველი სამონასტრო წესდება. დასავლეთში დიდ მონასტრებს სააბატოებს უწოდებენ, ხოლო მათ წინამძღვრებს — აბატებს. როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მონასტრებს თავისი მეურნეობა აქვთ. მონასტრებში ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა, ბევრ მონასტერთან არსებობდა სკოლა. ზოგ მონასტერში ეწეოდნენ მეცნიერულ-თეოლოგიურ მოღვაწეობას.
რომის პაპების აღზევება |
თავდაპირველად ხუთივე პატრიარქის უფლება-მოვალეობები თანაბარი იყო და რომის პაპს არავითარი უპირატესობა არ გააჩნდა სხვა დანარჩენ პატრიარქებთან შედარებით. რაც შეეხება სიტყვა "პაპს", ამ სახელს ყველა პატრიარქს უწოდებდნენ მამის, მოძღვრის გაგებით. შემდგომი ეს ტერმინი კონკრეტულად რომის პაპს დაუმკვიდრდა. რომის პაპების მიერ განსაკუთრებული მდგომარეობის მოპოვება ორმა გარემოებამ გამოიწვია. ყოფილი დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე რომის პაპებს მეტოქეები არ ჰყავდათ და ისინი ერთადერთი პატრიარქები იყვნენ. ამასთანავე, 476 წელს დასავლეთ რომის იმპერიაში მოისპო საიმპერატორო ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო მნიშვნელოვნად შეეზღუდა რომის პატრიარქების ძალაუფლება. 755 წელს, ფრანკთა მეფის პიპინ მოკლეს მიერ რომის პაპის ოლქის შექმნამ, რომის პაპები, რომლებიც დასავლეთ ევროპის უმაღლესი სასულიერო პირები იყვნენ, საერო ხელისუფლებითაც აღჭურვა.
ქრისტიანული სამყაროს გაყოფა |
რომის პაპები მიისწრაფვოდნენ აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის დაქვემდებარებისკენ და აღვივებდნენ პაექრობას კონსტანტინოპოლის პატრიარქებთან საღვთისმეყველო საკითხების ირგვლივ. 1054 წელს, რომის პაპმა კონსტანტინოპოლში გააგზავნა თავისი ელჩები — ლეგატები. ლეგატებმა წმინდა სოფიას ტაძრის საკურთხეველზე დადეს ბერძნული ეკლესიის წყევლა-კრულვის შემცველი სიგელი. ბერძნულმა სამღვდელოებამ დაწვა წერილი და თავის მხრივ წყევლა-კრულვა შეუთვალა რომის პაპს. ამის გამო, 1054 წელს, დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესია საბოლოოდ გაიყო. აღმოსავლურ ეკლესიას მართლმადიდებლური ეწოდა, ხოლო დასავლურს — კათოლიკური.
კათოლიკური ეკლესია ამჟმადაც ცენტრალიზებულია და ექვემდებარება რომის პაპს, ხოლო მართლმადიდებლური — დეცენტრალიზებული ავტოკეფალიურ ეკლესიებად. კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელმსახურება მხოლოდ ლათინურ ენაზე სრულდებოდა 1960-იანი წლების რეფორმებამდე (ვატიკანის II კრება), მართლმადიდებლურ ეკლესიებში კი — ეროვნულ ენებზე.
თანამედროვე ქრისტიანობა |
ქრისტიანობა შედგება სამი ძირითადი მიმდინარეობისგან: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა.
ქრისტიანული სწავლება |
ქრისტიანული სწავლება მოიცავს სწავლებას ღმერთის, იესო ქრისტეს, სულიწმინდის, სულის ცხონების, ეკლესიის არსის და სამყაროს აღსასრულის შესახებ და გარკვეულწილად ეფუძნება ძველი აღთქმის ათ მცნებას:
- 1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
- 2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
- 3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
- 4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
- 5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
- 6. არა კაც-ჰკლა.
- 7. არ იმრუშო.
- 8. არ იპარო.
- 9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
- 10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
ქრისტეს მთაზე ქადაგება იესოს მოძღვრების ბირთვს წარმოადგენს. მამა ღმერთის ათ მცნებასთან ერთად ქრისტეს სწავლება ქრისტიანთათვის წმინდათა-წმინდაა. სულიწმინდის შთაგონებით მას სრულყოფილად მათე მოციქული გადმოგვცემს წმინდა წერილში: მათე 5,1-48, მათე 6,1-34, მათე 7,1-29.
ქრისტიანობა საქართველოში |
საქართველოს ქრისტიანული ეკლესია შეიქმნა ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე — დაახლოებით 326 წელს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იერარქიულად საბერძნეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა მცხეთის საეპისკოპოსო შეცვალა ქართლის საკათალიკოსოთი და კათალიკოსი ანტიოქიის პატრიარქისგან დამოუკიდებელი გახადა. ამგვარად, ვახტანგ გორგასალმა ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა.
დაახლოებით IX-X საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ეკლესია — აფხაზეთის საკათალიკოსო გამოვიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის დაქვემდებარებიდან და ქართლის საკათალიკოსოს დაექვემდებარა.
XI საუკუნიდან საქართველოს მართლმდიდებელი ეკლესიის უმაღლესი მესაჭე კათალიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებდა და რიგით მეექვსე იყო მსოფლიო პატრიარქთა შორის. 1054 წლის საეკლესიო განხეთქილების შემდეგ კი მართლმადიდებლურ სამყაროში დარჩენილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის პატრიარქებს შორის.
ივანე ჯავახიშვილის აზრით, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში III საუკუნის დამდეგიდან იწყება, ხოლო ოფიციალურ თარიღად ცნობილი 326 წელი სარწმუნოების ოფიციალურად გამოცხადებას ეხება, რაც ყველა ქვეყანაში უფრო გვიან ხდებოდა. ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში მოციქულ ანდრია პირველწოდებულს და სიმონ კანანელს მიაწერენ.
კათოლიკური ეკლესია საქართველოში მოღვაწეობს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან, ხოლო პირველი პროტესტანტული ეკლესიები დაარსდა მე-19 საუკუნეში.
ოფიციალური გვერდები |
მართლმადიდებლური ეკლესიები |
- კონსტანტინეპოლის (მსოფლიო) საპატრიარქო
- ალექსანდიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო
- ანტიოქიის საპატრიარქო
- იერუსალიმის საპატრიარქო
- რუსეთის საპატრიარქო
- საქართველოს საპატრიარქო
- სერბეთის საპატრიარქო
- რუმინეთის საპატრიარქო
- ბულგარეთის საპატრიარქო
- კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია
- ელადის მართლმადიდებელი ეკლესია
- ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია
- პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია
- ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია
- ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია
- ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია
- უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია
- იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესია
კათოლიკური ეკლესია |
ვატიკანი - ვატიკანის ოფიციალური საიტი.
სომხური სამოციქულო ეკლესია |
- სომხეთის საპატრიარქო ეჩმიაძინში
- სომხეთის საპატრიარქო კილიკიაში
- სომხეთის საპატრიარქო იერუსალიმში
ლიტერატურა |
- „საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1976 წლისა“, გვ. 41
- McManners, John,ed,The Oxford Illustrated History of Christianity. Oxford: Oxford Universiti Press
ეფესოს კრება 431
ქალკედონის კრება 451
|
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););
კატეგორია:
- ქრისტიანობა
- რელიგიები
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.204","walltime":"0.254","ppvisitednodes":"value":1473,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":46965,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":14682,"limit":2097152,"expansiondepth":"value":10,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":2,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":0,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 112.010 1 -total"," 43.91% 49.186 1 თარგი:ქრისტიანობის_მიმდინარეობები"," 32.44% 36.333 1 თარგი:მსოფლიო_საეკლესიო_კრებები"," 30.58% 34.254 20 თარგი:Image_label_small"," 27.57% 30.877 1 თარგი:ნავდაფა"," 20.91% 23.421 20 თარგი:სურათის_წარწერა"," 11.65% 13.045 1 თარგი:მთავარი"," 11.27% 12.625 1 თარგი:ქრისტიანობა"," 8.21% 9.199 2 თარგი:Tnavbar"," 6.82% 7.639 1 თარგი:მულტიპარამეტრი-ბმულით"],"cachereport":"origin":"mw1245","timestamp":"20190515090212","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e5u10e0u10d8u10e1u10e2u10d8u10d0u10dcu10ddu10d1u10d0","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q5043","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q5043","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-06-02T08:46:24Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/6/6d/P_christ2.png"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":512,"wgHostname":"mw1245"););