საქართველო IV საუკუნეში ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში | საქართველო IV საუკუნეში | სქოლიო | სანავიგაციო მენიურედ.
საქართველოს ისტორია საუკუნეების მიხედვით
ქრისტიანობაანდრია პირველწოდებულმასვიმონ კანანელმაწმინდა ნინოსმცხეთაშიელიოზ მცხეთელმასიდონიაფარავნის ტბამდემირიანი326325ნიკეის პირველ მსოფლიოს საეკლესიო კრებასIVნიზიბისის ზავისომხეთილაზებიარგვეთიციხე-გოჯი
(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());
საქართველო IV საუკუნეში
Jump to navigation
Jump to search
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა: საქართველოს ისტორია | |||
წინაისტორიული საქართველო | |||
საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში | |||
საქართველო IV საუკუნეში | |||
საქართველო V საუკუნეში | |||
საქართველო VI საუკუნეში | |||
საქართველო VII საუკუნეში | |||
საქართველო VIII საუკუნეში | |||
საქართველო IX-X საუკუნეებში | |||
საქართველო X-XI საუკუნეებში | |||
საქართველო XI საუკუნეში | |||
საქართველო XII-XIII საუკუნეებში | |||
საქართველო XIII საუკუნეში | |||
საქართველო XIV საუკუნეში | |||
საქართველო XV საუკუნეში | |||
საქართველო XVI საუკუნეში | |||
საქართველო XVII საუკუნეში | |||
საქართველო XVIII საუკუნეში | |||
საქართველო XIX საუკუნეში | |||
საქართველო XX საუკუნეში | |||
საქართველო XXI საუკუნეში | |||
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში |

წმინდა ნინო
მირიან მეფე
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება I საუკუნეში დაიწყო. ქრისტიანობა იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა — ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა.
ქართლის გაქრისტიანება წმინდა ნინოს სახელთან არის დაკავშირებული. წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო[1]. იგი ქრისტეს რწმენით აღზარდა მოხუცმა ქალმა, სარა ნიაფორმა.[1] სწორედ მისაგან შეიტყო ნინომ, რომ ქრისტეს კვართი დაკრძალული იყო წარმართთა ქვეყანაში — ქართლის დედაქალაქ მცხეთაში. ეს კვართი მცხეთაში ჩამოიტანეს ქრისტეს ჯვარცმასთან დაკავშირებით იერუსალიმში მყოფმა ებრაელებმა, ელიოზ მცხეთელმა და ლონგინოზ კარსნელმა. შინ დაბრუნებულებს ელიოზის და, სიდონია შეეგება. ძმას მაცხოვრის კვართი გამოართვა, გულში ჩაიკრა, გოდებით მოისმინა ქრისტეს ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. გარდაცვლილს კვართი ვერაფრით გამოართვეს და მცხეთელი ებრაელები იძულებული გახდნენ, სიდონია კვართთან ერთად დაეკრძალათ.
მას მერე, რაც ნინომ თავისი აღმზრდელისგან, სარასგან გაიგო, რომ მაცხოვრის კვართი წარმართთა ქვეყანაში იმყოფებოდა,[2] წმინდა ქალწული საქართველოს ნახვასა და იმ პერანგის თაყვანისცემაზე ლოცულობდა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ ძეს. ღვთისმშობელმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა ნინოს და, თავისი თანადგომის ნიშნად, ვაზის ჯვარი მისცა. გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეჭირა ხელში. მან საკუთარი თმებით შეკრა იგი.[3]
ქართლში ჩასვლამდე ხანგრძლივი და რთული გზის გავლა მოუხდა წმინდა ნინოს. ბოლოს მან ჯავახეთში ფარავნის ტბამდე მიაღწია. იქ მეთევზეებმა დააპურეს და მცხეთის გზა ასწავლეს. ქალაქ ურბნისში წმ. ნინო არმაზის დღესასწაულზე მიმავალ ხალხს შეუერთდა და მათთან ერთად შევიდა მცხეთაში. მეფე მირიანი არმაზის კერპისკენ მიემართებოდა, რათა თაყვანი ეცა მისთვის. როდესაც ნინომ ხალხის კერპთაყვანისცემა იხილა, დამწუხრდა და ღმერთს შეევედრა, კერპი შეემუსრა. მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა, გაისმა ჭექა-ქუხილი, წამოვიდა საშინელი წვიმა და სეტყვა. ხალხი სწრაფოდ დაიფანტა, კერპი კი დაიმსხვრა.
წმინდა ნინო საცხოვრებლად მცხეთაში დარჩა, სადაც ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო. ამას გარდა, წმინდა ნინომ ავადმყოფების განკურნებითაც გაითქვა სახელი. მისი მოღვაწეობის შესახებ სამეფო კარზეც შეიტყვეს. როცა დედოფალი ნანა მძიმე სენით დაავადდა და მისი შველა ვერავინ შეძლო, დახმარება წმინდა ნინოს სთხოვეს. მან დედოფალი სამეფო ბაღში დაიბარა, სადაც თავად ცხოვრობდა. ეახლა ნანა ქრისტეს მქადაგებელ ასულს. წმინდა ნინომ ილოცა, დედოფალს პირჯვარი გადასახა და ნანა განიკურნა. ამის შემდეგ დედოფალმა ნანამ ქრისტე აღიარა, მაგრამ მეფე მირიანი მაინც წარმართად დარჩა.
323 წლის 20 ივლისს, შაბათ დღეს, მეფე მირიანი ამალასთან ერთად სანადიროდ წავიდა მუხრანისკენ. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ყველა ქრისტიანი, მათ შორის, ნანა დედოფალიც, თუ ის არ უარყოფდა ქრისტეს რჯულს. თხოთის მთაზე ასულ მეფეს ზუსტად შეუადღეს მზე დაუბნელდა. სრულმა უკუნმა მოიცვა არემარე. ირგვლივ არაფერი ჩანდა. სიბნელეში მეფეს ყველა თანმხლები მხედარი შემოეფანტა და მარტო დარჩა. შეძრწუნებულმა მეფემ თავის კერპებს — არმაზსა და ზადენს სთხოვა დახმარება, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს მირიანს ნინოს ღმერთი გაახსენდა. ახლა ჯვარცმულ ღმერთს სთხოვა, გაენათებინა მისთვის ბნელი. სანაცვლოდ, მირიანი დაპირდა, რომ გაქრისტიანდებოდა, აღმართავდა ჯვარს და ააშენებდა სალოცავს. თქვა თუ არა ეს, იმწამსვე გამოანათა მზემ. ქართლის მეფე ცხენიდან ჩამოხტა, ხელები აღმოსავლეთისკენ გაიშვირა და სამყაროს შემოქმედი ადიდა. მირიანმა ის ადგილი დაიმახსოვრა, რადგან ქრისტეს ჯვრის აღმართვა გადაწყვიტა, რათა იმდღევანდელი სასწაულის ამბავი სამარადჟამოდ შენახულიყო. შემდეგ მეფე კვლავ ამხედრდა და მცხეთისკენ გაემართა. გზადაგზა თავისი დაფანტული მხედრობაც იპოვა და შემოიკრიბა. მათაც ურჩია, თაყვანი ეცათ ნინოს ღმერთისთვის.
სასწაულებრივად გადარჩენილი მეფის შესახვედრად მცხეთის გარეთ, ქინძარსა და ღართში გამოეფინა მთელი ქალაქი. ნანა დედოფალიც იქ იყო. თურმე, ჯერ მირიანის დაღუპვის ამბავი გავრცელებულა, მერე კი მისი მშვოდობით დაბრუნების. ამის გამო ყველა სიხარულს მოეცვა.
ამ დროს წმინდა ნინო მაყვლოვანში მწუხრის ლოცვაზე იდგა. მასთან ერთად იყო მისი ორმოცდაათი მოწაფეც. მეფე წმინდა ასულს ეახლა, უამბო თავს გადახდენილი სასწაულის შესახებ და ჰკითხა, თუ იყო იმის ღირსი, რომ ლოცვით მიემართა ქრისტესთვის. გახარებულმა წმინდა ნინომ აუხსნა, როგორ უნდა მოქცეულიყო. მეფე მირიანმა ქრისტიანობა მიიღო და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.[4]
ქართლის მეფემ რომის იმპერატორს ელჩები აახლა და სთხოვა, მღვდლები გამოეგზავნა ქართლში ხალხის მოსანთლად. საქართველოს ეკლესია თვლის რომ ეს მოხდა 326 წელს. ქართლის ეკლესიის პირველი მმართველი გახდა საბერძნეთიდან ჩამოსული იოანე.
325 წლისათვის ქრისტიანობა უკვე ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ბიჭვინთაში არსებობდა საეპისკოპოსო და ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე ესწრებოდა ნიკეის პირველ მსოფლიოს საეკლესიო კრებას.
საქართველო IV საუკუნეში |
ლაზიკის სამეფო IV საუკუნეში
IV საუკუნის 30-იანი წლების ბოლომდე ირანსა და რომს შორის დადებული ნიზიბისის ზავი არ დარღვეულა. რომს აკმაყოფილებდა ეს შეთანხმება. როდესაც ქართლის სამეფო გაქრისტიანდა, ქართლი რომის მოკავშირე გახდა. ამ დროს ირანში შიდააშლილობა იყო. ამიტომ მას აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმართვა აღარ შეეძლო. რომის იმპერატორმა დედაქალაქი რომიდან აღმოსავლეთით გადმოიტანა.
ლეონტი მროველის ცნობით, ქართველებმა წარმატებული ლაშქრობა მოაწყვეს ჩრდილოეთ კავკასიაში. ამ პერიოდში ირანელებმა დაიკავეს სომხეთი. ეს სახიფათო იყო ქართლისთვის. ამიტომ ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლაში სომხებს ქართველები დაეხმარნენ. საპასუხოდ, ირანელები ქართლში შემოიჭრნენ და, სავარაუდოდ, მალე მთელი ქართლი დაიმორჩილეს. დასავლეთ საქართველოში გაძლიერდნენ ლაზები. ასეთი პოლიტიკური წყობა რომის იმპერიისთვის სრულიად მისაღები იყო, რადგან მას არ აწყობდა კავკასიაში ძლიერი სახელმწიფოს არსებობა, რომელსაც შეეძლო ჩრდილოეთიდან გადმოსასვლელი გზების კონტროლი.
IV საუკუნეში ლაზმა მეფეებმა დაიმორჩილეს აბაზგები, აფშილები და სანიგები; ქართლს წაართვეს არგვეთი და მთელი დასავლეთ საქართველო დაიკავეს. ამ სახელმწიფოს ქართლში — ეგრისს, ხოლო ბიზანტიაში — ლაზიკას უწოდებდნენ. ლაზიკა რომს მხოლოდ ფორმალურად ემორჩილებოდა. ლაზიკის დედაქალაქი იყო ციხე-გოჯი (არქეოპოლისი).
სქოლიო |
- ↑ 1.01.1წმინდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001.
↑ წმიდა ნინოს ცხოვრების გზა http://www.ambioni.ge/wminda-ninos-cxovrebis-gza
↑ წმიდა ნინოს ცხოვრება http://www.orthodoxy.ge/tveni/ianvari/nino.htm
↑ ვახტანგ გოილაძე, ქართული ეკლესიის სათავეებთან, თბილისი, 1991, გვ. 8.
(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););
კატეგორია:
- საქართველოს ისტორია საუკუნეების მიხედვით
(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.084","walltime":"0.103","ppvisitednodes":"value":352,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":8246,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":683,"limit":2097152,"expansiondepth":"value":7,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":1648,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 71.730 1 -total"," 45.16% 32.395 1 თარგი:სქოლიოს_სია"," 29.80% 21.375 1 თარგი:საქართველოს_ისტორია_საუკუნეების_მიხედვით"," 15.26% 10.947 1 თარგი:ფერი"," 9.57% 6.867 1 თარგი:Tnavbar"," 5.72% 4.105 1 თარგი:Main_other"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.004","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":551629,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1261","timestamp":"20190919185729","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e1u10d0u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10dd IV u10e1u10d0u10e3u10d9u10e3u10dcu10d4u10e8u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_IV_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q12868893","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q12868893","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2009-06-23T05:31:34Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/3/3a/Sameba_16.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":120,"wgHostname":"mw1262"););