Skip to main content

საქართველო XVI საუკუნეში სექციების სია ქართლის სამეფო XVI საუკუნეში | კახეთის სამეფო XVI საუკუნეში | იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში | სამცხე-საათაბაგო | სანავიგაციო მენიურედ.

სტატიები წყაროს მითითების გარეშესაქართველოს ისტორია საუკუნეების მიხედვით


საქართველოს ერთიანი სამეფოსXV საუკუნისთურქმანებიკონსტანტინე IIფერდინანდსიზაბელასისმაილისეფიანელთა ირანიისმაილ I1505დავით X150515251511გიორგი IIლევან ბატონიშვილიმაორაანის ციხეს1518მაღაროსთან1522თელეთთანლუარსაბმაიაღლუჯის მთაზეალჯაყანის ციხე15241525გიორგი IX1527თელეთის ომისლუარსაბ IXVIშაჰ თამაზ I1541ყარაბახშიგულბაათს15451546სამცხეში1551ვარძიაში1554ატენის ციხეს1555ამასიის ზავი1556გარისთანსიმონსმცხეთაშისიმონ Iციხედიდთანგორის ციხეს1561დავითიყაზვინშიქრისტიანობამაჰმადიანობა1569ალგეთისფარცხისთანკახაბერ ყორღანაშვილმაალამუტის ციხეში15691578საჩინო ბარათაშვილმა1578ჩილდირის ტბასთანმუსტაფა ლალ ფაშა15821590აბას Iკავკასიაფილიპე II159916001611იედიყულის ციხეშიგიორგი VIIIგრემი1476ალექსანდრე Iრუსეთთან1483ივანე III1511გიორგიმ1513ლევანი15181555საშამხლოყაბარდოს1557ივანე IVთერგზესუნჯაზე1562ალექსანდრე ლევანის ძემ15741578სართიჭალასთან1578ისა-ხანი158728 სექტემბერს1589XVIIალექსანდრე II14841510გურიაზესამეგრელოზეაფხაზეთზესვანეთზე1509გორი1510ქუთაისიგეგუთიბაგრატ III1533დადიანიგურიელი1535მურჯახეთთან1543ქარღასთან1545ლუარსაბ Iლევან I დადიანიოსმალეთსაჭარაჭანეთიბიჭვინთიდანგელათშიიანიჩარისმამლუქთა1565გიორგი IIფოთის1585ლევანისამცხე-საათაბაგოსმესხეთიდან1510ათაბაგიმზეჭაბუკი1515მანუჩარიყვარყვარესამცხე1535ომარ შალიკაშვილმა1543ტაოსკლარჯეთის1545ამასიის ზავის1578მუსტაფა ლალა ფაშაჩილდირის ბრძოლაშიმანუჩარ ჯაყელი1579ჩილდირის საფაშო15821587ახალციხე1590კავკასიაგურჯისტანის ვილაიეთი










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




საქართველო XVI საუკუნეში




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search



Sameba 16.jpg

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:


საქართველოს ისტორია



წინაისტორიული საქართველო

საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში

საქართველო IV საუკუნეში

საქართველო V საუკუნეში

საქართველო VI საუკუნეში

საქართველო VII საუკუნეში

საქართველო VIII საუკუნეში

საქართველო IX-X საუკუნეებში

საქართველო X-XI საუკუნეებში

საქართველო XI საუკუნეში

საქართველო XII-XIII საუკუნეებში

საქართველო XIII საუკუნეში

საქართველო XIV საუკუნეში

საქართველო XV საუკუნეში

საქართველო XVI საუკუნეში

საქართველო XVII საუკუნეში

საქართველო XVIII საუკუნეში

საქართველო XIX საუკუნეში

საქართველო XX საუკუნეში

საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.



სექციების სია





  • 1 ქართლის სამეფო XVI საუკუნეში


  • 2 კახეთის სამეფო XVI საუკუნეში


  • 3 იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში


  • 4 სამცხე-საათაბაგო




ქართლის სამეფო XVI საუკუნეში |




თეთრბატკნიანელთა ირანის სახელმწიფო




შაჰ ისმაილ I-ის დროინდელი სეფიანელთა ირანი.




გორის ციხე.




შაჰ ისმაილ I.




შაჰ თამაზ I.




სეფიანელთა ირანის დროშა.




სიმონ I.


საქართველოს ერთიანი სამეფოს არსებობის პერიოდში, ქართველი პოლიტიკოსები ცდილობდნენ მოკავშირეების პოვნას მომდგარ მტერთან საბრძოლველად. მოკავშირეები მით უფრო საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად. XV საუკუნის ბოლოს ქართლს უმთავრეს საფრთხეს თეთრბატკნიანი თურქმანები უქადდა. მათ რამდენიმეჯერ დალაშქრეს ქართლი. კონსტანტინე II-ის მოწოდებას – ქართველ მეფე-მთავრებს ერთად ებრძოლათ მტერთან – გამოხმაურება ვერ პოვა. მიუხედავად ამისა, კონსტანტინემ მოახერხა მტრის განდევნა ქართლიდან. ქართლის მეფემ ელჩი გაუგზავნა ეგვიპტის სულთანს და ოსმალეთთან ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. კონსტანტინე II-მ ელჩობა გაუგზავნა ესპანეთის მეფე ფერდინანდს და დედოფალ იზაბელას და მათაც ოსმალეთთან ომი შესთავაზა. ქართევლი ელჩები ესპანეთის მეფემ და რომის პაპმა დიდი პატივით მიიღო მაგრამ რეალური დახმარება ვერ გასწიეს. ამასობაში გაძლიერდა სამხრეთ აზერბაიჯანის მფლობელი ისმაილი, რომლის მთავარი მოწინააღმდეგე თურქმანები იყვნენ. ისმაილმა დახმარება ქართლის და კარეთის მეფეებს და სამცხის მთავარს თხოვა. გამარჯვების შემთხვევაში ის ქართველებს ხარკისგან გათავისუფლებას ჰპირდებოდა. გადამწყვეტ ბრძოლაში ისმაილის ჯარმა რომლიდან 9 000 ქართევლი იყო, დაამარცხა თრქმანები. ჩამოყალიბდა სეფიანელთა ირანი. რომლის პირველი შაჰი ისმაილ I იყო.


1505 წელს გამეფდა კონსტანტიენ II-ის შვილი დავით X (1505-1525 წლები). გამეფებისთანავე ქართლს შემოუტია იმერეთის მეფემ რომელმაც, ქართლის დასავლეთ ნაწილი დაიკავა. 1511 წელს ქართლს კახეთის მეფე გიორგი II (ავ-გიორგი) დაესხა. ავ-გიორგი ქართლში ორი წელი დათარეშობდა. ის დავით მეფის ძმამ დაიჭირა და ციხეში გამოკეტა. ახლა ქართლის მეფემ სცადა კახეთის დაკავება. კახეთის ტახტის მემკვიდრე ლევან ბატონიშვილი მცირეწლოვანი იყო. მის შესაპყრობად კახეთში ქართლსი ჯარი შევიდა. ლევანს უერთგულეს კახელმა თავადობამ. საქმეში საგარეო ძალაც ჩაერთო. ქართლის მეფე დავითი ორჯერ იძულრბული გახდა კახეთისთვის თავი მიენებებინა და შემოსეულ მტერთან საბრძოლველად ქართლში დაბრუნებულიყო. ლევანის დაჭერაში ხელს დავით მეფეს ქართლის თავადობაც უშლიდა. უკანასკნელად დავით მეფემ ალყა შემოარტყა მაორაანის ციხეს. სადაც თავშეფარებული იყო დედოფალი ელენე და ლევან ბატონიშვილი. ციხის მცველებს გაუჭირდათ და უკვე დანებებასაც აპირებდნენ რომ დავით მეფეს ამცნობეს ქართლში ოსმალთა შემოსევის ამბავი. ციხეში მყოფებმა ეს ამბავი არ იცოდნენ. ქართლის მეფემ დედოფალ ელენესთან თავისი მოციქულად შეგზავნა თავადი ამილახვარი და სამთავნელი ეპისკოპოსი, რომლებსაც კატეგორიულად უნდა მოეთხოვათ დანებება. დედოფალი ამაზე თანხმობდა კიდეც, მაგრამ დავითის მოციქულებმა მას ფარულად შეატყობინეს, რომ მეფე იძულებული იყო ციხესთვის ალყა მოეხსნა. რა თქმა უნდა, დედოფალი აღარ დანებდა და ლევან ბატონიშვილი ამჯერადაც გადაურჩა დატყვევებას. 1518 წელს დავით X ხელახლა შევიდა კახეთში ჯარით, მაგრამ სოფელ მაღაროსთან ბრძოლაში დამარცხდა და იძულებული გახად კახეთის მეფედ ლევანი ეცნო.


ირანის ახალმა შაჰმა ისმაილ I-მა რამდენიმეჯერ ილაშქრა საქართველოში. ყველაზე დიდი ბრძოლა 1522 წელს სოფელ თელეთთან მოხდა. ამ ბრძოლაში ვაჟკაცობით თავი გამოიჩინა დავით X-ის ვაჟმა ლუარსაბმა. რომლის მეთაურობითაც ქართველებმა დაამარცხეს და უკუაგდიეს ყიზილბაშთა მარცხენა ფრთა. შაჰ ისმაილ I იძულებული გახად უკანასკნელი საშუალებისთვის მიემართა. მან ირანელთა გვარდია და სარეზერვო ჯარი იაღლუჯის მთაზე გადმოიყვანა და ბრძოლის ველის უკნიდან მოექცა. მტრის უკნიდან გამოჩენამ გატეხა ქართველთა სიმტკიცე. მტერს დადევნებული ქართული მხედრობის თავმოყრა შეუძლებელი გახდა. დავით მეფე იძულებული გახად უკან დაეხია და თბილისი დაეთმო. თბილისში შემოსულმა ყიზილბაშებმა ხალხის ხოცვა-ჟლეტავ და დატყვევება დაიწყეს. ყიზილბაშებმა შებღალეს ქართული სალოცავები. შაჰ ისმაილის ბრძანებით თბილისში მეტეხის ხიდთან ააგეს მეჩეთი. თბილისის ციხეებში ყიზილბაშთა გარნიზონები ჩადგა. ისმაილის მთავარი მიზანი საქართველოს დაპყრობა და გამაჰმადიანება იყო. მან ქვემო ქართლში ააგო ალჯაყანის ციხე რომრლშიც ყიზილბაშთა გარნიზონები ჩადგა. ქართველები ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ.1524 წელს როდესაც გარდაიცვალა შაჰი ისმაილ I, ქართველები შეტევაზე გადავიდნენ და ქვეყნიდან გააძევეს ყიზილბაშები, აიღეს და დაანგრიეს ალჯაყანის ციხე. ასეთი წარმატების მიუხედავად 1525 წელს დავით X-მ მიანება თავი მეფობას და ბერად აღიკვეცა. გამეფდა მისი ძმა გიორგი IX,მაგრამ არც მას არ უმეფებია დიდხანს რადგან 1527 წელს ისიც გადადგა მეფობიდან. ტახტზე ავიდა დავით X-ის შვილი თელეთის ომის გმირი ლუარსაბ I.


XVI საუკუნის 40-იან წლებამდე ქართლში მშვიდობა სუფევდა. ამ პერიოდში ირანში არეულობა იყო. ამიტომ ირანი აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვერ აწარმოებდა. ხოლო მას შემდეგ რაც შაჰ თამაზ I სრულწლოვანი გახდა, მან მთელი ყურადღება საქართველოს დაპყრობას დაუთმო. ამ პერიოდში დაწყებული იყო ომი ოსმალეთთან ამიტომ ორივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველსო დაუფლებას. 1541 წელს ყარაბახში მყოფი შაჰ თამაზი 12 000-იანი ჯარით თბილისისკენ გამოემართა. ყიზილბაშები თბილისში ღამით შემოიჭრნენ. ამ დროს ქალაქში ლუარსაბი არ იმყოფებოდა. ქალაქის დაცვა, ქალაქის მოურავს და ციხისთავს გულბაათს ჰქონდა ჩაბარებული. ყიზიბაშების შემოსევით შეშინებულმა გულბაათმა ქალაქის დაცვაზე უარი განაცხადა და მტრების მხარეს გადავიდა. შაჰ თამაზმა ჯარის ნაწილი თბილისში დატოვა მეორე ნაწილი კი ლუარსაბის შესაპყრობად გაგზავნა. ლუარსაბს მტერთან პირისპირ შებრძოლების ძალები არ გააჩნდა, მაგრამ მან ბრძოლაზე უარი მაინც არ განაცხადა. ქართველები მტერეს დიდგორთან დახვდნენ დიდად დააზარალეს და უკან გაბრუნდნენ. ლუარსაბის მცირე რაზმები მტერს უსაფრდებოდნენ და მოულოდნელი შეტევით ანადგურეებდნენ. შაჰ თამაზი იძულებული გახად ბრძოლა შეეწყვიტა და უკან გაბრუნებულიყო.


ლუარსაბ I ყოველთვის ეხმარებოდა ქართულ სამეფო სამთავროებს. 1545 წელს ლუარსაბი ჯარით დაეხმარა იმერეთის მეფეს რომელიც ოსმალებს ებრძოდა. ასევე ეხმარებოდა სამცხის მთავარსაც.


1546 წელს შაჰ თამაზი სამცხეში შეიჭრა მოარბია ლუარსაბის მომხრე თავადების დიასამიძეებსი მამულები და აქედან ქვემო ქართლში გადავიდა. ლუარსაბს კვლავ არ შესწევდა ძალა მტერს პირისპირ შებრძოლებოდნენ ამიტომ, ქართველები წვრილ-წვრილი თავდასხმებით ავიწროებდნენ მათ. შაჰ თამაზმა ვერც ამჯერეად შესძლო ქართლის დამორჩილება ამიტომ მან ხელი მიჰყო ქვეყნის ძარცვა რბევას. მაგრამ ქართველების მუდმივი თავდასხმით შევიწროებული ყიზილბაშები იძულებულები გახდნენ ქართლი დროზე დაეტოვათ. უკან მიმავალ შაჰს მორჩილებით ეახლნენ იმერეთის და კახეთის მეფეები. ქართლის დაუმორჩილებლობით გაწბილებული შაჰი იძულებული იყო მათ სიტყვიერ მორჩილებას დასჯერებოდა.


1551 წელს შაჰ-თამაზი მესამედ შემოესია საქართველოს. მან მიზნად სამცხე და ქართლი ამოიღო. მტრის წინააღმდეგ მებრძოლთა დიდი ნაწილი ვარძიაში იყო დაბანაკებული, დიდი მსხვერპლის ფასად შაჰმა შესძლო ვარძიის აღება და გაძარცვა. ლუარსაბის მომხრე თავადები კი სიკვდილით დასაჯა. სამცხიდან შაჰი ქართლში გადმოვიდა, ის ქართლის მოოხრებას შეუდაგა. მაგრამ აქ ხალხის მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. ლუარსაბის მომხრეებმა მტერს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. შაჰმა ვერც ამჯერად შესძლო ქართლის დაკავება და ის უკან გაბრუნდა. შაჰ თამაზის გასვლითანავე, ლუარსაბმა ქართლში ჩაყენებული ყიზილბაშთა ჯარი გაწყვიტა და თბილისი გაათავისუფლა. ლუარსაბის ასეთი წარმატებით შეშფოთებული შაჰ თამაზი 1554 წელს ქართლში მეოთხეჯერ შემოვიდა. ქვეყნის მოთარეშების შემდეგ ის ატენის ციხეს შემოადგა, ამ ციხეში თავშეფარებულები იყვნენ ლუარსაბის დედა და ბევრი თავდის ცოლ შვილი. მათი ხელში ჩაგდებით შაჰი ლუარსაბზე ზემოქმედებას და მის დამორჩილებას ვარაუდობდა. ყიზილბაშებმა შესძლეს ატენსი ციხის აღება და ძვირფასი ტყვეების ხელში ჩაგდება. მაგრამ დედოფალმა მტრებს მისი სამშობლოს წინააღმდეგ გამოყენების საშუალება არ მისცა. მან თავი მოიკლა. ამრიგად შაჰ თამზს ლუარსაბ მეფის დამორჩილების ეს ხერხიც ჩაეშალა.


1555 წელს ირანმა და ოსმალეთმა დადეს ამასიის ზავი, რომლის ძალითაც დამპყრობლებმა საქართველო გაიყვეს. ირანმა აღმოსავლეთ საქართველო ირგუნა და დაიწყო ბრძოლები ქართლის საბოლოოდ დასამორჩილებლად. 1556 წელს შაჰ თამაზმა ყარაბახის ბეგლარები დიდი ჯარით გამოგზავნა საქართველსო დასამორჩილებლად. ქართველთა ჯარი მათ ქვემო ქართლის სოფელ გარისთან დახვდა. ლუარსაბი ამ დროს ხანდაზმული იყო მან სარდლობა თავის შვილ სიმონს ჩააბარა. თვითონ კი სხვა მოხუც დიდებულებთან და მღვდელთმსახურებთან ერთად, ერთ-ერთ გორაზე დაბანაკდა და იქიდან ადევნებდა თავალს ომის მსვლელობას. უკუქცეული ყიზილბაშთა ერთ-ერთი ცხენოსანი რაზმი ტყეს შეეფარა და აქედან აპირებდა გაქცევას. ისინი შემთხვევით გადააწყდნენ გორაკზე დაბანაკებულ მეფე ლუარსაბს და მის ამალას. მოხუცები არ შეუშინდნენ მტერს და შეებნენ მათ. გმირობის მაგალითს მეფე ლუარსაბი იძლეოდა. მას იარაღი შემოემტვრა, მაგრამ ბრძოლის ველი მაინც არ დატოვა. მეფემ მისი ცხენი ყიზილბაშთა ერთ-ერთ ცხენს დაატაკა და გადააგდო, მაგარმ მის ცხენსაც ფეხი ორმოში ჩაუვარდა. უცხენოდ დარჩენილი მეფე ყიზილბაშებმა სასიკვდილოდ დაჭრეს. ამასობაში სიმონ ბატონიშვილიც გამოჩნდა და ყიზილბაშთა ეს რაზმი გაანადგურა. მეფე ლუარსაბი ამ ბრძოლაში დაიღუპა მეფე დიდი პატივით მცხეთაში დაკრძალეს.


ლუარსაბ I-ის გარადცვალების შემდეგ მეფე გახადა მისი შვილი სიმონ I. სვიმონმა მთავარ მიზნად დაისახა ყიზილბაშთა განდევნა ქვეყნიდან. სიმონის თხოვნით კახეთის მეფემ ლევანმა გამოუგზავნა ჯარი გიორგი ბატონიშვილის სარდლობით. ქართველთა ჯარი სოფელ ციხედიდთან გროვდებოდა. ქართველთა შეკრება ყიზილბაშებს არ გამოპარვით. ისინი ქართველთა ჯარს ღამით დაესხნენ თავს. პირველივე შეტაკებისას დაიღუპა კახელთა ჯარსი სარდალი გიორგი ბატონიშვილი, რის შემდეგაც კახელებმა მოკლული ბატონიშვილი ბრძოლის ველიდან გაიყვანეს და თვითონაც აღარ დაბრუნდნენ. ყიზილბაშებმა შესძლეს ქართველების დამარცხება, სიმონ მეფე იძულებული გახად უკან დაეხია. მან გორის ციხეს შეაფარა თავი.ყიზილბაშებმა კიდევ უფრო გაამაგრეს თბილისი და დამატებითი ჯარები შემოიყვანეს ქართლში. ამ ბრძოლაში ყველაზე მეტად ქვემო ქართლი ზარალდებოდა,მოსახლეობას მობეზრდა რბევა-აწიოკება, სისხლის ღვრა, დატყვევება. თუ აქამდე ქვემო ქართლის მოსახლეობა მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მტერს, უკვე მტერთან მორგებას ცდილობდნენ. შაჰის კარმაც შეცვალა პოლიტიკა, ყველას ვინც შაჰის მხარეს დადგებოდა დიდი წყალობით აჯილდოებდა.


1561 წელს ყიზილბაშების მხარეს გადავიდა სიმონ მეფის ძმა დავითი, რომელიც ყაზვინში ეახლა შაჰ თამაზს, უარყო ქრისტიანობა და მაჰმადიანობა მიიღო. მას დაუდ-ხანი უწოდეს, ხოლო შაჰმა ის თავის ”შვილად”, ე.ი ყმა-ვასალად და საქართველოს მეფედ გამოაცხადა. დაუდ-ხანი ყიზილბაშთა ჯართან ერთად თბილისისკენ წამოვიდა. ქართლის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაუდ-ხანი თავის მეფედ არ ცნო. ისინი კვლავ სიმონ მეფეს უჭერდნენ მხარს. სიმონმა თავისი მოღალატე ძმა რამდენიმეჯერ დაამარცხა და თბილისის აღებისთვის დაიწყო მზადება.


1569 წელს შაჰ თამაზმა დიდი ჯარი გამოუგზავნა დაუდ-ხანს დასახმარებლად. ეს ჯარი ქვემო ქართლში შემოვიდა და მდინარე ალგეთის ხეობაში ფარცხისთან დაბანაკდა. სიმონ მეფეს ხელთ მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა. სიმონ მეფის ჯარმა გაბედულად შეუტია მტერს და მეწინავე ჯარი უკუაქცია. თვითონ მეფე ჯარის პირველ რიგებში იბრძოდა. ბრძოლაში გართულმა მეფემ ვერ შენიშნა თუ როგორ დაშორდა ქართველთა ჯარის ძირითად ნაწილს. მტრის ჯარში მყოფმა მოღალატე აზნაურმა კახაბერ ყორღანაშვილმა იცნო მცირე ძალის ამარა დარჩენილი მეფე და ეს ამბავი სარდლობას ამცნო. ყიზილბაშები მთელი ძალით შემოერტყნენ მეფეს და მის ჯარს. სიმონ მეფე დაატყვევეს. დატყვევებული მეფე ყაზვინში გაგზავნეს. შაჰ თამზი ბევრს ეცადა დაეყოლიებინა სიმონი და გამაჰმადიანებულიყო და მის სამსახურში ჩამდგარიყო. მაგარმ სიმონ მეფემ მტკიცე ყუარი განაცხადა. სიმონ მეფე ალამუტის ციხეში გამოკეტეს.


1569-1578 წლებში ქართლის მეფედ ითვლებოდა დაუდ-ხანი. დაუდ-ხანს მარტო თბილისი და ქვემო ქართლი ემორჩილებოდა. მეწინავე ჯარის ჯარისკაცმა საჩინო ბარათაშვილმა შეიპყრო კახაბერ ყორღანაშვილი და გელიყარის ციცაბო კლდიდან გადმოაგდო. შეიქმან ლეგენდა რომლის თანახმადაც მოღალატის ლეშს მხეცებმაც კი არ დააკარეს პირი.


1578 წელს ოსმალებმა ამასიის ზავი დაარღვიეს. იმავე წელს ჩილდირის ტბასთან ბრძოლაში ოსმალებმა გაანადგურეს ყიზილბაშები და სამცხის გავლით ქართლში შემოვიდნენე. ოსმალთა სარდალი მუსტაფა ლალ ფაშა თბილისს მოადაგ და აიღო ქალაქი. დაუდ-ხანი სულთანს ეახლა და მორჩილება გამოუცხადა. დაუდ-ხანი ოსმალეთში დარჩა. იქ შეადგინა სამკურნალო წიგნი ” იადიგად დაუდი”. ოსმალებმა ქართლის ციხეებში თავისი გარნიზონები ჩააყენეს, თბილისში კი ფაშა დასვეს. ირანმა თითქმის მთელი სამხრეთ კავკასია დაკარგა. ასეთ ვითარებაში შაჰის კარზე გადაწყვიტეს სვიმონ მეფის გათავისუფლება. ყიზილბაშებმა იცოდნენ რომ სვიმონ მეფე ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებდა. შექმნილ ვითარებაში ეს ირანსი ინტერესებში შედიოდა.


ქართლში დაბრუნებული სიმონი ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგა სათავეში. 1582 წელს ქართლში ოსმალთა 20 000-იანი ჯარი შემოვიდა. ოსმალთა ლაშქარს თან სამცხის გამაჰმადიანებული ათაბაგი მუსტაფა-მანუჩარი მოჰყვებოდა. მუხრანთან ბრძოლაში სვიმონმა ოსმალები სასტიკად დაამარცხა. სამცხეში დაბრუნებულმა ოსმალო სარდლობამ დამარცხება მანუჩარს დააბრალეს და მისი შეპყრობა განიზრახეს. მანუჩარმა შესძლო ოსმალთა ბანაკიდან თავის დახწევა ის კვლავ გაქრისტინდა და ჩაუდაგა ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას.


1590 წელს ოსმალეთსა და ირანს შორის ახალი ზავი დაიდო. ირანის ახალმა შაჰმა აბას I-მა მთელი კავკასია ოსმალებს დაუთმო. ამ ზავით ოსმალების ასეთი გაძლიერებამ შეაშფოთა ევროპელები. დაიწყეს ანტიოსმალური კოალიციის შექმნა. რომის პაპმა წერილები გამოუგზავნა სიმონ მეფეს და კოალიციაში მონაწილეობა შესთავაზა. ქართლის მეფე სიამოვნებით შეხვდა ამ ინიციატივას და წერილები გაუგზავნა ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს. ანტიოსმალურმა კოალიციამ რეალური შედეგი ვერ მოიტამა.


სიმონი ბრძოლებს მაინც არ წყვეტდა. ქართველებმა ალყა შემოარტყეს გორის ციხეს. ალყა ცხრა თვეს გაგრძელდა. დიდმარხვის დღეები იყო, ოსმალებმა ყურადღება მოადუნეს რადგან იცოდნენ რომ მარხვის დროს ქართველები ბრძოლას ერიდებოდნენ, ამით ისარგებლა სიმონმა და 1599 წელს მან გორი გაათავისუფლა. ჯერი თბილისზე მიდგა შეშინებულმა ოსმალებამ 1600 წელს თბილისში ჯარი გამოგზავნეს. სიმონმა ვერ შესძლო ჯარის მობილიზება ამიტომ მან მცირე რაზმით მტერს გზა გადაუჭრა რათა თბილისში არ შემოეშვა. ბრძოლა 5 საათს გაგრძელდა. ოსმალთა რიცხობრივმა უპირატესობამ თავი იჩინა. სიმონ მეფის ცხენი საფლობში ჩავარდა. სანამ მეფე საფლობიდან ამოყავდათ ოსმალები მოვიდნენ. ერთ-ერთმა მოღალატემ მეფე იცნო და სარდლობას მოახსენა. ქართველები მეფისთვის სიცოცხლეს წირავდნენ, მაგრამ ოსმალებმა სიმონ მეფე ტყვედ მაინც ჩაიგდეს. სიმონი ოსმალეთში გააგზავნეს. ოსმალები სამი დღე ზეიმოობდნენ სიმონის დატყვევებას. 1611 წელს სვიმონი იედიყულის ციხეში, ტყვეობაში გარდაიცვალა ქართველებმა დიდი საფასური გაიღეს და მეფე საქართველოში ჩამოასვენეს. სიმონ I სვეტიცხოველში მამის გვერდით დაკრძალეს.



კახეთის სამეფო XVI საუკუნეში |




კახეთის სამეფოს გერბი.




კახეთის სამეფოს ცენტრი გრემი.




კახეთის მეფე ლევანი.




კახეთის მეფე ალექსანდრე II.


ერთიანი საქართველოს უკანასკნელმა მეფემ გიორგი VIII-მ XV საუკუნის 60-იან წლებში განვითარებული მოვლენების გამო მხოლოდ კახეთის შენარჩუნება შესძლო. მას გიორგი I ეწოდა, რომელიც კახეთში მეფობდა. გიორგის კახეთის დაკავება ბრძოლით მოუხდა, ერისთავებთან ბრძოლაში გიორგის მხარი ადგილობრივმა აზნაურებმა დაუჭირეს. გიორგიმ დაამარცხა ერიასთავები. ამის შემდეგ გიორგიმ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა ამ კუთხის შესანარჩუნებლად. გააუქმა საერისთავოები. მან კახეთი მცირე საგანმგებლო ერთეულებად სამოურავოებად დაყო. მოურევებს ისეთი დიდი ძალაუფლება აღარ ჰქონდათ როგორიც ერისმთავრებს. სამხედრო თვალსაზრისით კახეთი დაიყო ოთხ სადროშოდ რომლის მმართველები ფეოდალები კი არა საეკლესიო მსახურები ეპისკოპოსები გახდნენ. ეპიდკოპოსები მეფეს უფრო ემორჩილებოდნენ ვიდრე ფეოდალები. ამასთანევე ეპისკოპოსობა, მემკვიდრეობით არ გადადიოდა. ამიტომ მეფეს შეეძლო მისი ნების მიხედვით გადაეყენებინა ეს თუ ის პირი. ამ ღონისძიებმა კახეთში მეფის ხელისუფლება ძალზედ გააძლიერა. გიორგი I-მა თავის რეზიდენციად კახეთში გრემი აირჩია.


1476 წელს კახეთის მეფე გიორგი I გარდაიცვალა, ტახტი დაიკავა მისმა შევილმა ალექსანდრე I-მა. სწორედ ალექსანდრემ ჩაუყარა საფუძველი იმ პოლიტიკას რომელსაც საუკუნეების მანძილზე მისი შთამომავლები მიზდევდნენე. ალექსანდრე I ყველა საშუალებით ცდილობდა, კახეთში მშვიდობა დაემყარებინა და აეცილებინა მტრების შემოსევები. ამიტომ მეფე დათმობებზე მიდიოდა და კარსმომდგარ მტერს ხარკს უხდიდა და მოჩვენებით ერთგულებას ეფიცებოდა. ასეთი პოლიტიკის გამო კახეთის მეფეები თავისი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ. ალექსანდრე კახთა მეფე პირველი იყო ქართველ პოლიტიკოსებიდან, რომელმაც ურთიერთობები დაამყარა რუსეთთან. 1483 წელს მან ელჩობა გაუგზავნა მოსკოვის დიდ მთავარს ივანე III-ს. რეალური დახმარება მოსკოვის მთავრისგან იმ დროს შეუძლებელი იყო. რუსეთი სულ სამი წლის გათავისუფლებული იყო მონღოლთა 200 წლიანი უღლისგან. რუსეთი იმ ხანად არც ჩრდილოეთ და არც სამხრეთ კავკასიაში რეალურ ძალას არ წარმოადგენდა. მაგრამ რუსეთს ერთი დიდი უპირატესობა ჰქონდა ის მართლმადიდებლური ქვეყანა იყო მართლმადიდებლობა უნდა ყოფილიყო იმის გარანტი, რომ რუსეთი გულწრფელად დაეხმარებოდა საქართველოს. ცხადია ასეთი ვარაუდი მოკლებული იყო რეალობას, რადგან რუსეთი ხალხს მართლმადიდებლობას მაშინ ახსენებდა როდესაც მიზანი ჰქონდა მისაღწევი.
კახეთში ერთი შეხედვით მშვიდობა სუფევდა, მაგრამ დაძაბული იყო ურთიერთობები სამეფო კარზე. ალექსანდრეს უფროსი ვაჟი ეჭვიანობდა იმაზე რომ მამაისი უპირატესობას მის მეორე ძეს დემეტრეს ანიჭებდა. 1511 წელს გიორგიმ მოკლა მამა, ძმას თვალები დასთხარა და კახეთიდან გააძევა. გიორგის მეფობა ორი წელი გაგრძელდა მას ავ-გიორგი შეარქვეს. 1513 წელს ავ-გიორგი ქართლში ლაშქრობისას შეიპყრეს და ციხეში გამოკეტეს. ავ-გიორგი ციხეში გარდაიცვალა.


კახელმა თავადობამ ავ-გიორგის ერთადერთი შვილი ლევანი დამალეს. შემდგომში მათ ისარგებლეს ქართლში ყიზილბაშთა ლაშქრობით და 1518 წელს ლევანი კახეთის მეფედ აკურთხეს. მას შემდეგ რაც ქართლის მეფე დავით X იძულებილი იყო კახეთის ტახტზე მეფედ ეცნო ლევან გიორგის ძე, მათ შორის მშვიდობის და მტრების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შეთანხმება დაიდო. ლევან მეფე ვერ ბედავდა დამდგარიყო მებრძოლი ქართლის გვერდით. მაგარმ ის ქართლს ყიზილბაშთა წინაარღმდეგ ბრძოლაში ფარულად მაინც ეხმარებოდა.ლევან მეფე ფორმალურად ირანის უზენაესობას აღიარებდა, კახეთი იღებდა მონაწილეობას ყიზილბაშთა მხარეს შაქ-შირვანის დასაპყრობად. ამის შემდეგ შაქ-შირვანი შევიდა ყიზილბაშურ ირანის შემადგენლობაში. ეს კი კახეთისთვის ძალზედ სახიფათო იყო, რადგან ყიზილბაშური ირანი კახეთს აღმოსავლეთიდან უშუალოდ დაუმეზობლდა.


შაჰ-თამაზის მიერ ქართლზე ლაშქრობებისას კახეთი განზე იდგა და ირანის შაჰს მორჩილებას უცხადებდა. მას შემდეგ რაც 1555 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის დადებული ზავით კახეთი უშუალოდ ირანს დაექვემდებარა. ამის შემდეგ ირანი კახეთის საბოლოოდ დასაპყრობად დაიწყო მზადება. ამ საფრთხეს ლევან მეფე სათანადოდ ითვალისწინებდა და ირანის წინააღმდეგ ომის სამზადისში ქრთლის მეფეს თავისი ჯარი მიაშველა გიორგი ბატონიშვილის სარდლობით. ირანის წინააღმდეგ ლევანმა სცადა ოსმალეთის ამხედრება მაგრამ უშედეგოდ. ჯერჯერობით ოსმალთა სულთანს ზავის დარღვევა მიზანშეწონილად არ მიაჩნდა.


ასეთ ვითრებაში ლევან მეფემ ყურადღება რუსეთის სახელმწიფოს მიაპყრო. რომელიც თანდათანობით გაიზარდა და იმიერკავკასიასაც მოადგა. XVI საუკუნისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში მრავალი ტომი არსებობდა, რომლებიც განვითარების დაბალ საფეხურზე იყვნენ. კახეთს განსაკუთრებით გაურთულდა ურთიელთობები დაღესტნელ მთიელებთან. ამ დროს ჩრდილოეთ კავკასიაში ჩამოყალიბდა ძლიერი სამთავრო - საშამხლო რომლის მთავრობამაც ორიენტაცია ოამალეთზე აიღო. მისგან დასავლეთით ყაბარდოს სამთავრო წარმოიქმნა. მათ შორის მტრობა იყო. ყაბარდომ დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. 1557 წელს მოსკოვში ჩასული ყაბარდოელი ელჩობი ივანე IV-ეს, მოახსენებდნენ რომ მათთან ერთად მფარველობას კახეთიც ითხოვდა. ლევან მეფემ წერილი გაუგზავნა რუსეთის მეფეს. ივან მეოხემ დიდი ყურადღება დაუთმო კავკასიის საკითხსმან მდინარე თერგზე და სუნჯაზე ციხეები ააგო. ხოლო 1562 წელს ყაბარდოს დასახრმალებლად ჯარიც გააგზავნა. მოსკოვში ჩავიდა კახეთის მეფის ელჩი იაკობი, რომელმელსაც ივანე IV-მ ლევან მეფესთან წერილი გამოატანა. რუსეთის ასეთი აქტიურობა კავკასიაში შეაშფოთა როგორც ოსმალეთი ისევე ირანიც. რუსეთმა კავკასიიდან ჯარიც გაიყვანა და ციხეებიც დაანგრია.


ლევანის გარდაცვალების შემდეგ კახეთში ბრძოლა ატყდა ტახტისთვის. ალექსანდრე ლევანის ძემ სძლია მის ძმისშვილებს და 1574 წელს ტახტი დაიკავა. ალექსანდრე II თავის წინაპრების მსგავსად ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა. 1578 წელს თბილისის აღების შემდეგ მუსტაფა ლალა ფაშა კახეთისკენ დაიძრა. კახეთის მეფე მუსტაფას სართიჭალასთან დახვდა, სადაც გაიმართა მოლაპარაკება. მეფე ალექსანდრემ დიდი დიპლომატიური ნიჭი გამოამჟღავნა. მან დაითანხმა ოსმალთა სარდაილი იგი ქრისტიან მეფედ დაეტოვებინათ და მხოლოდ მცირე ყოველწლიური ხარკი იკისრა - 30 საპალნე აბეშუმი. ალექსანდრეს დაევალა ოსმალებთან ერთად ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში მიეღო მონაწილეობა. 1578 წელს შაჰმა ალექსანდრეს გამაჰმადიანებული ძმა ისა-ხანი (იესე) დასვა შაქის გამგებლად. აშკარა იყო რომ შაჰი ალექსანდრეს მისსავე ძმას უპირისპირებდა. ალექსანდრემ სწორად შეაფასა შექმნილი ვითარება. შაქში ილაშქრა და ძმა დაამარცხა. შაქის მმართევლად კი მისი შვილი ერეკლე დანიშნა.


ამასობაში კავკასიით კვლავ დაინტერესდა რუსეთი. რუსეთისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა თუ კავკასიაში ოსმლეთი გაბატონდებოდა, ამიტომ რუსეთის მეფემ კახეთის მეფეს გამოუგზავნა აგენტი,რომელმაც ალექსანდრეს რუსეთის მფარველობაში შესვლა შესთავაზა. ალექსანდრე II ხვდებოდა რომ ოსმალეთი კახეთისგან მხოლოდ ხარკის აღებას არ დაკმაყოფილდებოდა და კახეთის ოსმალეთის პროვინციად გადაქცევას შეეცდებოდა. ამიტომ ალექსანდრე რუსეთის ამ წინადადებას კმაყოფილებით შეხვდა და რუსეთში თავისი ელჩობა მიავლინა. 1587 წელს საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის ოფიციალური ელჩობა, რომელთანაც მოლაპარაკების შემდეგ 28 სექტემბერს გაფორმდა რუსეთ-საქართველოს პირველი ხელშეკრულება ” ფიცის წიგნი” რომლის ძალითაც კახეთი რუსეთის მფარველობის ქვეშ შევიდა. კახეთის მეფემ ჯვარზე მთხვევით დაადასტურა რომ რუსეთის მტერი მისი მტერიც იქნებოდა, ამასთანავე რუსეთი დაიცავდა კახეთს ყველა მტრისგან. რუსეთს უნდა ჩაედგა ციხეები თერგზე, და კახეთისკენ გზა გაეხსნა, რომ საბოლოოდ ალაგმულიყო დაღესტნელი მთიელების შემოსევები, საჭიროების შემთხვევაში კი რუსეთი კახეთს ჯარითაც უნდა დახმარებოდა. 1589 წელს რუსეთის მეფემ კახეთის მეფეს გამოუგზავნა ” წყალობის სიგელი ”. ამით ეს ხელშეკრულება ორივე მხარიდან იქნა დამტკიცებული. რუსეთმა პირობისამებრ იმიერკავკასიაში ციხეები ჩადგა.


ალექსანდრე II ცდილობდა კავკასიის დაუფლებისთვის მებრძოლ სამივე სახელმწიფოსთან - რუსეთთან, ირანთან და ოსმალეთთან მშვიდობიანი ურთიერთობები ჰქონოდა. კახეთი ფაქტობრივად სამივე ქვეყნის ვასალობას აღიარებდა. XVI საუკუნის ბოლომდე ეს პოლიტიკა ამართლებდა. სხავ ქართული სამეფოებისგან განსხვავებით კახეთი აღმავლობას განიცდიდა.კახეთში მშვიდობის დამყარებას ხელი შეუწყო ქართლის მებრძოლურმა პოლიტიკამ რადგან, ირანი და ოსმალეთი იმის შიშით რომ ქართლს კახეთიც არ შეერთებოდა თავისი ძალით. კახეთის მეფეებს თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევდნენ და მოჩვენებითი ყმობით კმაყოფილდებოდნენ. ყველამ კარგად იცოდა და მათ შორის კახეთის მეფეებმაც რომ კახეთში მშვიდობა დროებითი იყო. ქართლის განადგურების შემდეგ კახეთის ჯერიც დადგებოდა. ამიტომაც ამყარებდნენ კახეთის მეფეები კავშირს რუსეთთან. კახეთში ვითარება მკვეთრად იცვლება XVII საუკუნეში.



იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში |




მამლუქი მეომრები.




იმერეთის მეფე ალექსანდრე II.


იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ (1484-1510) შესძლო თავისი ძალაუფლება გაევრცელებინა :გურიაზე, სამეგრელოზე, აფხაზეთზე და სვანეთზე. და მთლიანად დასავლეთ საქართველო იმერეთის მეფეს ემორჩილებოდა,თუმცა ეს მორჩილება ფორმალური იყო. იმერეთის მეფე ცდილობდა საკუთარი პოზიციები განემტკიცებინა არა მარტო დასავლეთ საქართველოში არამედ ქართლშიც. 1509 წელს მან ქართლში ილაშქრა და გორი აიღო, ქართლის ნაწილი იმერეთის მეფის ხელში გადავიდა. ალექსანდრემ ქართლის დიდხანს შენარჩუნება ვერ შესძლო რადგან შეატყობინეს რომ, იმერეთის წინააღმდეგ ოსმალთა ჯარი მოდიოდა. 1510 წელს ოსმალებმა გადაწვეს ქუთაისი და გეგუთი. ეს ოსმალების პირველი შემოსევა იყო იმერეთში. ალექსანდრემ მიატოვა გორი და უკან გამობრუნდა მაგრამ ოსმალები უკვე წასულები იყვნენ. ოსმალეთი უშუალოდ არ ესაზღვრებოდა იმერეთს, ოსმალეთს სამცხე საათაბაგო ესაზღვრებოდა რომელიც ოსმალებს გზას უხსნიდა იმერეთისკენ. 1510 წელს მეფე ალექსანდრე II გარდაიცვალა ტახტი დაიკავა ბაგრატ III-მ.


1533 წელს ბაგრატმა გაილაშქრა საქართველსო ჩრდილო დასავლეთით მცხოვრებ ჯიქებზე, რომლებიც უკვე ოსმალებს ჰყავდა დაპყრობილი. ჯიქეთზე გაილაშქრე გურიის და სამეგრელოს მთავრებმაც. დასავლეთ საქართველო დამარცხდა დადიანი მოკლეს, გურიელი კი ტყვედ ჩავარდა. ამ მარცხის მიუხედავად ბაგრატი მაინც ცდილობდა დამპყრობლებისთის გზები გადაეკეტებინა. ამჯერად მან სამცხის დაკავება გადაწყვიტა. მასთან ერთად იბრძოდნენ სამეგრელოს და გურიის მთავრებიც. ბრძოლა მოხდა 1535 წელს სოფელ მურჯახეთთან, იმერეთის მეფემ დაამარცხა სამცხის ათაბაგი და ტყვედაც იგდო. ეს მოვლენები გამოიყენა ოსმალეთმა, თავდაპირველად იმერეთის მეფე წარმატებით იცავდა სამცხეს. მაგალითად 1543 წელს სოფელ ქარღასთან მან სასტიკად დაამარხა ოსმალთა 22 000-იანი არმია და მათი არტილერია ხელთ იგდო. 1545 წელს ოსმალთა სულთანმა უფრო დიდი ჯარი გამოგზავნა.ბაგრატის დასახმარებლადა წამოვიდა ქართლის მეფე ლუარსაბ I. იმერეთის ქვეშევრდომებიდან ბაგრატთან მხოლოდ გურიელი გამოცხადდა. სამეგრელოს მთავარმა კი ამ საერთო საქმეს უღალატა. ბრძოლა მოხდა ბასიანში სოხორისტას ველზე. ბრძოლის დასაწყისშივე ქართველებში თავი იჩინა ღალატმა და უთანხმოებამ. მესხმა აზნაურებმა, იმის საბაბით რომ ბაგრატმა ისინი მეწინავე ლაშქრად არ დანიშნა, მიატოვეს ბრძოლის ველი და უკან გაბრუნდნენ. ქართველები გმირულად იბრძოლდნენ მაგრამ ოსმალები როგორც შეიარაღებით ისევე რიცხობრივად სჯობდნენ. მოწინააღმდეგის რიცხობრივმა უპირატესობამ თავი იჩიან, ქართველები დამარცხდნენ. ბაგრატმა სამცხე დათმო იქ ფაქტობრივად ოსმალები გაბატონდნენ.


სამცხეში მარცხის შემდეგ ბაგრატმა განიზრახა დაემორჩილებინა დასავლეთ საქართველოს მთავრები რომლებიც იმერეთის მეფის უზენასეობას ფორმალურად აღიარებდნენ. განსაკუთრებით ურჩობდა სამეგრელს ანუ ოდიშის მთავარი ლევან I დადიანი. სამეგრელოს ანუ ოდიშის სამთავრო ამ პერიოდში საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა, საკუთრივ სამეგრელოსა აქ შედიოდა აფხაზეთიც. ბაგრატ მეფემ სანადიროდ მიიწვია ლევან დადიანი და დააპატიმრა. ასევე სცადა გურიის მთავრის შეპყრობაც, გურიელი მიუხვდა ბაგრატის განზრახვას და მეფეს თავი აარიდა. მალე იმერელმა თავადებმა ლევან დადიანი სამცხეში გადაიყვანეს. ამის შემდეგ გურიის და სამეგრელოს მთავრები უკვე უფრო აღარ ემორჩილებოდნენ ბაგრატს.


დასვლეთ საქართველოს ფეოდალური დაქაუცმაცება ხელს უწყობდა ოსმალეთს. მან გავლენა გაავრცელა საქართველოს სამხრეთ დასავლეთით. ოსმალეთმა მიიტაცა აჭარა, ჭანეთი ასევე შეაღწია აფხაზეთშიც. აფხაზეთში ძლიერდება მთის მოსახლეობის ჩამოსახლება და მაჰმადიანობის გავრცელება. ამიტომ ბაგრატ III-მ დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანა. მთავრებთან წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ მეფემ გაატარა ღონისძიებები რომლითაც მეფის ხელისუფლება გაძლიერდა. მან იმერეთში აღადგინა და შექმნა ახალი საეპისკოპოსო ცენტრი, ეპისკოპოსებად ინიშნებოდა მეფის ერთგული პირები. ამ გზით ბაგრატმა ეკლესია თავის გავლენის დაუქვემდებარა. მანვე მოიწვია საეკლესიო კრება რომელზეც მრავალი საჭირბოროტო საკითხი იქნა განხილული. კრებამ მიიღო დადგენილება ქვეყანაში ასე გავრცელებულ ქურდობა-ავაზაკობის, მკვლელობის, ეკლესიების ძარცვისა და სხვა ბოროტებების წინააღმდეგ. კრებაზე დიდი ყურადღება დაეთმო ტყვის სყიდვის საკითხს.


ტყვის სყიდვა- ადგილობრივი მოსახლეობის უცხოეთის ბაზარზე მონებად გაყიდვას ნიშნავდა. ეს საშინელი სენი მთელ მსოფლიოში იყო გავრცელებული, მაგრამ განსაკუთრებით იქ სადაც ოსმალეთის გავლენა ვრცელდებოდა. ოსმალები ქრისტიანული ქვეყნებიდან მოტაცებულ ბავშვებს და მოზარდებს ამაჰმადიანებდნენ და სპეციალურ სკოლებში ზრდიდნენ. მათგან ისინი იანიჩარის ნაწილებს და მამლუქთა რაზმებს აკომპლექტებდნენ. ოსმალეთის მონათა ბაზრობებზე განსაკუთრებით ძვირად ფასობდა საქართველოდან და ჩერქეზეთიდან ჩამოყვანილი ტყვეები. დსავლეთ საქართველოში შექმნილი ვითარება მეფის ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებდა. ადგილობრივ მოსახლეობას იტაცებდა როგორც იმიერკავკასიელები ასევე ადგილობრივი მებატონეები. მეფე ბაგრატ III შეებრძოლა ამ სენს. სასტიკად აიკრძალა ტყვის სყიდვა. ყველა ვინც შემჩნეული იქნებოდა ამ საქმიანობაში სასტიკად უნდა დასჯილიყო. მაგრამ ამ დადგენილების შესრულება მეფის ძლიერი ხელისუფლების შემთხვევაში შესრულდებოდა. 1565 წელს მეფე ბაგრატის სიკვდილის შემდეგ დასავლეთ სქართველო ანარქიამ მოიცვა.


ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა გიორგი II-მ მისი მეფობის დროს განსაკუთრებით გართულდა ურთიერთობები როგორც მეფესა და მთავრებს ასევე ცალკეულ თავადთა დაჯგუფებეს შორის. ურთიერთთავდასხმა, ერთმანეთის მამულების აკლება, ტყვეების წასხმა ოსმალეთის ბაზარზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. დასავლეთ საქართველოს მთავრები ერთმანეთთან და მეფესთან საბრძოლეველად ხშირად იყენებდნენ ოსმალეთის ძალას. ოსმალეთი სიამოვნებით ერეოდა იმერეთის საშინაო საქმეებში და ამით კიდევ უფრო აძლიერბდა მის გავლენას დასავლეთ საქართველოზე.


ირანთან ომის განახლებისას ოსმალეთმა გადაწყვიტა დაეკავებინა ფოთის ნავსადგური და ფოთი-რიონის გზა ექცია მისი ჯარის მომმარაგებელ არტერიად. ოსმალების ეს გეგმა არ განხორციელდა, მიუხედავად ამისა ფოთში ოსმალებმა დაიწყეს ციხეების აგება და რიონშიც შემოვიდა მათი ფლოტი. იმერლებმა ოსმალები დაამარცხეს და ფოთში აგებული ციხეები დაანგრიეს. მუსტაფა ლალა ფაშას ლაშქრობისას, ოსმალებმა ქართლიდან სცადეს იმერეთში შემოჭრა. მაგრამ მარცხი განიცადეს. 1585 წლიდან იმერეთში გიორგი მეფის მცირეწლოვანი ვაჟი ლევანი მეფობდა. ამ დროს იმერეთში სრული ანარქია იყო. დადინი და გურიელი ერთმანეთს მტრობდნენ. ერთმანეთთან ბრძოლაში ჩართულები იყვნენ იმერელი თავადობის დიდი ნაწილი. ეს იმ დროს როდესაც ქვეყანას ოსმალთა მხრიდან სრული დაპყრობა ელოდა, ამ მძიმე დროს საჭირო იყო ქვეყნის ძალების გაერთიანება. იმერეთში შექმნილი მძიმე ვითარებით ისარგებლა სიმონ I-მა ის გადავიდა დასავლეთ საქართველოში და ქუთაისი დაიკავა. მაგრამ სიმონს იმერეთის დიდხანს შენარჩუნება არ შეეძლო რადგან ქართლს ოსმლები შეესივნენ. სიმონმა როგორც კი დატოვა ქუთაისი ტახტი დაიბრუნა ლევანმა. სიმონი კვლავ შეეცადა ტახტის დაბრუნებას მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში ის დამარცხდა.



სამცხე-საათაბაგო |




ტაო-კლარჯეთი.




სეფიანელთა ირანი 1598 წელს.


ოსმალეთისა და ირანისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სამცხე-საათაბაგოს დაკავებას. ვინც სამცხე-საათაბაგოში გაბატონდებოდა, მას დიდი უპირატესობა ექნებოდა როგორც მოწინააღმდეგესთან ასევე საქართველოს შემდგომ დასაპყრობად. მესხეთიდან ადვილი იქნებოდა შეჭრა როგორც დასავლეთ საქართველოში ასევე ქართლში. სამცხე საათბაგოს დაკარგვა გაართულებდა საქართველოს სამეფო სამთავროების ბრძოლას დამპყრობლებთან. ამიტომ იყო რომ ქართლის და იმერეთის მეფეები ყოველგვარ საშუაებას იყენებდნენ რათა არ დაეთმოთ სამცხე დამპყრობლებისთვის. ამ დროს სამცხის ათაბაგები თავს უფრო ქარლისაგან და იმერეთისაგან იცავდა ვიდრე ოსმალეთისგან ან ირანისგან. ასე მოიქცა 1510 წელს ათაბაგი მზეჭაბუკი, როდესაც ოსმალები გაატარა თავის სამთავროზე და გზა გაუხსნა იმერეთისკენ. 1515 წელს მზეჭაბუკის გარდაცვალების შემდეგ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მზეჭაბუკის ძმა მანუჩარი და მზეჭაბუკის ძმისშვილი ყვარყვარე. მანუჩარი თურქული ორიენტაციის იყო მან თავის მომხრეებთან ერთად მოახერხა მზეჭაბუკის დამარცხება. ამის შემდეგ ყვარყვარემ დახმარება ირანის შაჰ ისმაილ I-ს თხოვა და ყიზილბაშთა მხარდაჭერით დაიკავა სამცხე. ყვარყვარე ათაბაგი შაჰის ვასალი გახდა.


XVI საუკუნის 30-იან წლებში ოსმალეთმა ირანის წინააღმდეგ ომი განაახლა. შექმნილი ვითარებით ისარგებლა იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ და სამცხე დაიკავა. 1535 წელს მურჯახეთის ბრძოლაში ყვარყვარე ტყვედ ჩავარდა და მესხეთის დიდი ნაწილი იმერეთის მეფეს დარჩა. ომარ შალიკაშვილმა ყვარყვარეს მცირეწლოვანი ძე ქაიხოსრო ოსმალეთის სულთანთან წაიყვანა და ბაგრატ III-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შემწეობა ითხოვა. სულთანი ევროპაში ომობდა ამიტომ სამცხისთვის არ ეცალა. 1543 წელს ოსმალეთმა იმერეთის წინააღმდეგ იომა მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. თუმცა ის კი მოახერხა რომ ტაოს და კლარჯეთის ტერიტორიებზე თავისი ადმინისტრაციული ერთეულები - სანჯაყები შეექმნა. ეს იყო ოსმალეთის პირველი ცდა ქართულ ტერიტორიებზე ოსმალური ადმინისტრაციული სისტემა შეექმნა. ეს ყველაფერი ქართული მიწების ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაძში შესვლას ნიშნავდა. 1545 წლის ბრძოლაში იმერეთმა დაკარგა სამცხე. ლუარსაბ I კვლავ ინარჩუნებდა ჯავახთის ტერიტორიას. ქართლის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ათაბაგმა ქაიხოსრომ შაჰ-თამაზთან დაამყარა კავშირი. ქაიხოსროს არ მოეწონა რომ თურქები სამცხის ციხეებში ჩადგნენ ამიტომ მან თურქული ორიენტაცია შეიცვალა. ათაბაგები ცდილობდნენ ოსმალეთსა და ირანს შორის ლავირება მოეხდინათ, მაგრამ ამ პოლიტიკამ დიდი ხნით წარმატება ვერ მოიტანა.


ამასიის ზავის მიხედვით სამცხე საათაბაგო ოსმალეთსა და ირანს შორის იქნა გაყოფილი. სამცხის დასავლეთი ნაწილი ოსმალეთს ერგო აღმოსავლეთი კი ირანს. საათაბაგში შექმნილი მძიმე ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა იმ შინაომმა, რომელიც დაიწყო ჯაყელებსა და შალიკაშვილებს შორის. 1578 წელს მუსტაფა ლალა ფაშა სამხრეთ საქართლოში შემოიჭრა და სამცხის ციხეები დაიკავა. მტერმა ვერ აიღო მგელიციხე რომლის დამცველები ხუთი დღის განმავლობასი უმკლავდებოდნენ მტერს. ლალა ფაშა როდესაც მიხვდა რომ მეციხოვნეთა წინააღმდეგობა ვერ გატეხა ციხეს თავი მიანება. ჩილდირის ბრძოლაში გამარჯვებულ მუსტაფა ლალა ფაშას მანუჩარ ჯაყელი ეახლა და მორჩილება აღუთქვა. მანუჩარი ბრძოლას მთიდან ადევნებდა თვალს და გამარჯვებულის მხარე დაიკავა. მანუჩარს იმედი ჰქონდა რომ ოსმალები მას გადასცემდნენ საათაბაგოს და ამ მიზნით გამაჰმადიანდა. 1579 წელს სულთნის ბრძანებით საათაბაგოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ჩილდირის საფაშო და ფაშად გამაჰმადიანებული მანუჩარი დაინიშნა. 1582 წელს მანუჩარი კვლავ გაქრისტიანდა და სამცხეში აჯანყება მოაწყო. ერთი წლის შემდეგ მან ცოლად შეირთო ქართლის მეფის სიმონ I-ის ასული ელენე. ამით კიდევ უფრო განმტკიცდა კავშირი ქართლის მეფეს და ათაბაგს შორის. 1587 წელს მანუჩარის წინააღმდეგ ოსმალთა დიდი ჯარი დაიძრა. ათაბაგმა დახმარება ქართლის მეფეს სთხოვა. სიმონ I სამცხეში გადავიდა მაგრამ მალე ის უკანვე დაბრუნდა, რადგან ოსმალები უკვე ქართლშიც შემოიჭრნენ. ოსმალებთან გამოცხადდნენ შალიკაშვილები და ჯაყელების მოწინააღმდეგე თავადები.
ოსმალებმა ახალციხე აიღეს. მანუჩარი იძულებული გახდა სამცხე დაეტოვებინა.


1590 წლის ირან-ოსმალეთის ზავით მთელი კავკასია და მათ შორი სამცხე-საათაბაგო ოსმალებს ერგო. სამხრეთ საქართველო 300 წლის განმავლობაში ოსმალთა გავლენის ქვეშ მოექცა. ოსმალეთმა აღწერა მთელი სამცხე საათაბაგო ან გურჯისტანის ვილაიეთი, მასში 1160 სოფელი შედიოდა. სამცხეში დაინერგა ოსმალური მიწათმოქმედების სისტემა.მიწა შეიძლებოდა ჰქონოდა იმას ვინც მაჰმადიანი იქნებოდა და სულთანის სამსახურში ჩადგებოდა. სამცხეში მცხოვრებ ფეოდალებს ორი არჩევანი ჰქონდა: ან გამაჰმადიანება და მიწის შენარჩუნება, ან ყველაფრის დაკარგვა. დაიწყო ქრისტიანობის სასტიკი დევნა. ეკლესია-მონასტრებს ანგრევდნენ მათ ნაცვლად კი მეჩეთებს აშენებდნენ. მძიმე გადასახადები დაეკისრა ადგილობრივ მოსახლეობას გლეხობა მასობრივად ტოვებდა სოფლებს, გურჯისტანის ვილაიეთის 300 სოფელი დაცლილი იყო. ისმალებმა დაიწყეს თურქების ჩამოსახლება. საქართველსო უძველეს კუთხეს გადაშენების საფრხე დაემუქრა. სამხრეთ საქართველოს დაკარგვამ მეტად გაართულა ბრძოლა ოსმალებთან. სამცხე საათაბაგოში ხშირად ეწყობადა აჯანყებები მაგრამ ამას რეალური შედეგი არ მოჰქონდა.







(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=საქართველო_XVI_საუკუნეში&oldid=3686374“-დან













სანავიგაციო მენიუ


























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.124","walltime":"0.162","ppvisitednodes":"value":436,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":12138,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":2413,"limit":2097152,"expansiondepth":"value":7,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":55,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 28.682 1 -total"," 71.24% 20.434 1 თარგი:საქართველოს_ისტორია_საუკუნეების_მიხედვით"," 33.62% 9.643 1 თარგი:ფერი"," 28.29% 8.114 1 თარგი:წყარო"," 24.55% 7.040 1 თარგი:Tnavbar"," 13.61% 3.904 1 თარგი:Ambox"],"cachereport":"origin":"mw1328","timestamp":"20190918180523","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e1u10d0u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10dd XVI u10e1u10d0u10e3u10d9u10e3u10dcu10d4u10e8u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_XVI_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q12868890","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q12868890","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2009-06-23T06:03:38Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/3/3a/Sameba_16.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":144,"wgHostname":"mw1320"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單