Skip to main content

ბედიის მონასტერი სექციების სია ისტორია | არქიტექტურა | დღევანდელი მდგომარეობა | ბედიის წარწერები | ბედიელ მღვდელთმთავართა სია | იხილეთ აგრეთვე | ლიტერატურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ42°46′01″ ჩ. გ. 41°40′08″ ა. გ. / 42.7672000° ჩ. გ. 41.6689000° ა. გ. / 42.7672000; 41.6689000rustavi2.comილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შემდეგ რუსული რესტავრაცია ბედიის მონასტერსაც ემუქრება // Information Agency 'PirWeli'

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხუროთმოძღვრების ძეგლებიოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ტაძრებიოჩამჩირის მუნიციპალიტეტიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები


კავკასიის მთებისX საუკუნისოჩამჩირის მუნიციპალიტეტშიაფხაზეთის არბედიის კომპლექსი999ბაგრატ III ბაგრატიონმაოჩამჩირიდანანტონ ჟუანისძედავით აღმაშენებელმაბაგრატ IIIგურანდუხტიქტიტორიბაგრატ IIIბესარიონ აპლიასერგეი შამბასსაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოშიგიორგი გაგოშიძე2011ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისქალაქ ვლადიმირიდან










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ბედიის მონასტერი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

(გადამისამართდა გვერდიდან ბედია)





Jump to navigation
Jump to search





























ბედიის მონასტერი

Bedia2.jpg

ბედიის ტაძარი და კავკასიის მთების ფონზე




ბედიის მონასტერი (საქართველო)

Red pog.png






ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები
42°46′01″ ჩ. გ. 41°40′08″ ა. გ. / 42.7672000° ჩ. გ. 41.6689000° ა. გ. / 42.7672000; 41.6689000
რელიგიური კუთვნილება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა
დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია
აფხაზეთი
რაიონი
ოჩამჩირის რაიონი
ადგილმდებარეობა
ბედია
სასულიერო სტატუსიმოქმედი
ფუნქციური სტატუსიმონასტერი

ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები)
ავთანდილ შულავრელი
ხუროთმოძღვრული ტიპი
ქართული, ბიზანტიური
ხუროთმოძღვრული სტილიჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდებაგვიანი X საუკუნე

დეტალები
გუმბათიერთი (ჩამონგრეულია)


ბედიის ტაძარი. კრისტოფორო დე კასტელის ჩანახატი


ბედიის მონასტერი — X საუკუნის ქართული მონასტერი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ).




სექციების სია





  • 1 ისტორია


  • 2 არქიტექტურა


  • 3 დღევანდელი მდგომარეობა


  • 4 ბედიის წარწერები


  • 5 ბედიელ მღვდელთმთავართა სია


  • 6 იხილეთ აგრეთვე


  • 7 ლიტერატურა


  • 8 სქოლიო




ისტორია |


ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა და შექმნა "საყდრად საეპისკოპოსოდ".


ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით. სოფელ ბედიის ცენტრში. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.


სამონასტრო კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ეზოს ცენტრში აგებული ბედიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, მისგან დასავლეთით შერჩენილია ბედიელ მიტროპოლიტთა ორსართულიანი სასახლე.


ტაძარი მნიშვნელოვნად გადაკეთებულია XIII-XIV საუკუნეთა მიჯნისა და XV საუკუნეში. სამრეკლო XII-XIV საუკუნეების ნაგებობას წარმოადგენს, ხოლო საეპისკოპოსო პალატა აშენდა XV საუკუნეში ბედიელი მიტროპოლიტის — ანტონ ჟუანისძე-ს მიერ. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის სამი ფენა, რომელიც X-XI, XIII-XIV და XVI-XVII საკუნეებით თარიღდება.




ბედიის მონასტერი(ტაძარი) – რუსულენოვანი ბროშურიდან «О Бедийском Храме» (სოხუმი, 1912/1913 წწ.)


ბედიის საეპისკოპოსო საუკუნეების განმავლობაში შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა.


დავით აღმაშენებელმა საქართველოსა და ქართული ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოდ ბედიელ მთავარეპისკოპოსს სვიმეონს ბედიელ-ალავერდელის საპატიო წოდება მიანიჭა, რითაც აღმოსავლეთ-ქართული და დასავლეთ-ქართული უძლიერესი სალოცავების ერთიანობას გაუსვა ხაზი.


მთავარეპისკოპოსმა ანტონ ჟუანისძემ ბედიის სამონასტრო კომპლექსში შექმნა წიგნთსაცავი, სადაც მიმდინარეობდა ძველ ხელნაწერთა განახლება-რესტავრაცია, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნსაცავის შევსება ახალი ხელნაწერებით. ბედიის მონასტერში დასაფლავებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III და დედამისი — დედოფალი გურანდუხტი.



არქიტექტურა |


გადარჩენილი ორნამენტული ფრაგმენტების მიხედვით იგი თავდაპირველად X-XI საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. ახლანდელი ნაგებობა XIII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება. ტაძარი გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია სამი შესასვლელითა და ვიწრო გვერდის ნავებით. გუმბათი დაყრდნობილია ორ ბურჯსა და საკურთხევლის კედლების კუთხეებზე. აღმოსავლეთ ფასადზე ორი მცირე ნიშია. ფასადები კარგად გათლილი ქვითაა მოპირკეთებული. შიგნით წყობა უხეშია, ეტყობა, იმთავითვე იყო კედლების მოხატვა გათვალისწინებული. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გამოსახულია ქტიტორი - ბაგრატ III (ეკლესიის მოდელით ხელში) და დადიანთა გვარის წარმომადგენლები, ალბათ, ადგილობრივი ფეოდალის ოჯახი. მოხატულობა სხვადასხვა ქრონოლოგიურ ფენას განეკუთვნება — XIII-XIV საუკუნეებს და უფრო გვიანდელ ხანას (ზოგი მკვლევრის აზრით, XI საუკუნის ფენაც შეინიშნება), მონასტრის დასავლეთ მხარეს საკმაოდ დიდი სასახლეა, ხოლო ჩრდილოეთი შესასვლელი კარის თავზე XIV საუკუნის სამრეკლო.



დღევანდელი მდგომარეობა |




ბედიის ბარძიმი. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი


2010 წლის 18 აგვისტოს ტელეკომპანია "რუსთავი 2"–მა 9 საათიანის "კურიერი"–ს პირველივე სიუჟეტი მიუძღვნა ბედიის მონასტრის დღევანდელ მდგომარეობას. ტელეკომპანიის თქმით, მონასტერში დაწყებულია "სარესტავრაციო სამუშაოები", რომელიც ძეგლისთვის შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს. აფხაზეთის ტელევიზიით – "Абаза", გადაცემული ვიდეო–კადრებიდან ჩანს, რომ გადაღებილია მონასტრის კედლები და ისტორიული ფრესკები – ბაგრატ III–ს გამოსახულება. ტელეკომენტატორის სიტყვებით, ეს ფაქტი სეპარატისტების მხრიდან ბედიაში ქართული კვალის წაშლას ემსახურება. კადრებიდან ისიც ჩანს, თუ როგორ აკურთხებს ტაძარში სეპარატისტების ცეცხლსასროლ იარაღს უკანონო "აფხაზეთის ეკლესიის" თვითგამოცხადებული მეთაური ბესარიონ აპლია, დე–ფაქტო პრემიერ–მინისტრ სერგეი შამბას თანდასწრებით. შამბა იქვე მიცემულ ინტერვიუში ამბობს: "ჩვენი ამოცანა ამ მონასტრის აღდგენაა და ეს უბრალო საქმე არ არის, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ამ მონასტერს "ბარბაროსებისგან" (ე. ი. ქართველებისგან) იცავდა".


აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სპეციალისტები განმარტავენ, რომ არასწორი რესტავრაცია ტაძრის უნიკალურ სახეს, უნიკალურ ორნამენტებსა და კედლებზე ჯერ კიდევ შემორჩენილ ფრესკებს გაანადგურებს. უძრავ ძეგლთა ატრიბუციის სამსახურის უფროსი, გიორგი გაგოშიძე თვლის, რომ ე. წ. "რესტავრაცია" არის იარაღი იმ ქართული კვალის წასაშლელად, რომელიც მძლავრად ჩანს ამ ბრწყინვალე ქართულ ძეგლზე. მისივე თქმით, აღნიშნული "რესტავრაცია" გამოიწვევს სრულიად შეუქცევად პროცესებს.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში ასევე ყურადღება გაამახვილეს ვენის კონვენციის დარღვევაზე. ამ საერთაშორისო დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული და კულტურული ძეგლები ხელშეუხებელია. სპეციალისტები ტაძრის აღდგენის პროცესში ქართველი რესტავრატორების ჩართვას ითხოვენ.


საქართველოს კულტურის სამინისტროში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბედიის მონასტრის აღდგენას ისტორიული ძეგლის მითვისების მცდელობად აფასებენ. ძეგლის აღდგენა კოლოსალურ თანხებს ითხოვს და არასწორი რესტავრაცია მას უფრო მეტ ზიანს მოუტანს, რადგან მათ არც შესაბამისი ფინანსები გააჩნიათ. კულტურის მინისტრის მოადგილემ, დავით ცხადაძემ ბედიის ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა, როგორც სავალალო.[1]


2011 წლის ოქტომბერში მედიის გავრცელებული ინფორმაციით, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შემდეგ რუსული რესტავრაცია ბედიის მონასტერსაც ემუქრება. სარესტავრაციო სამუშაოებს ქალაქ ვლადიმირიდან კომპანი "Тектоник"-ი ჩაატარებს.[2]



ბედიის წარწერები |


1. ლაპიდარული წარწერები:
  • სვიმეონ გალატოზთუხუცესის წარწერა;

  • ნიკოლოზ კათალიკოსისა და სოფრონ ბედიელის წარწერა;

  • კონსტანტინე მეფეთა მეფის წარწერა;

  • ანტონ ბედიელის წარწერა.

2. ფრესკული წარწერები:
  • წარწერის ფრაგმენტი ბაგრატ მეფის ფრესკაზე;

  • წარწერის ფრაგმენტები დიდებულთა ოჯახის ფრესკულ გამოსახულებებთან;

  • დეოფალთ დეოფალი მარიხისა და გიორგი დადიანის წარწერა;

  • წარწერები წმინდანთა გამოსახულებებთან.

3. ჭედური წარწერები:
  • ბაგრატ აფხაზთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის წარწერა;

  • წმინდანთა გამოსახულებების განმარტებითი წარწერები ბარძიმძე;

  • გერმანე ჩხეტიძის წარწერა ბედიის ბარძიმის სადგარზე.


ბედიელ მღვდელთმთავართა სია |


  1. იოანე ბედიელ მტავარეპისკოპოსი — 1065-ის ხანები;

  2. სჳმეონ ბედიელ-ალავედელი — 1125-მდე;

  3. ნიკოლოზ ბედლიელი გონგლიბაჲსძე — XIII საუკუნის II ნახევარი;

  4. სოფრონ ბედიელი გონგლიბაჲსძე — XIII-XIV საუკუნეების მიჯნა;

  5. მიქაელ ბედიელი გონგლიბაჲსძე — XIV საუკუნის I მეოთხედი;

  6. ლაზარე მთავარეპისკოპოსი — XIV საუკინის II ნახევარი;

  7. გიორგი მთავარეპისკოპოსი — XIV საუკუნის II ნახევარი;

  8. მრკოზი მთავარეპისკოპოსი — XIV-XV საუკუნეების მიჯნა;

  9. გრიგოლ ბედიელი — XV საუკუნის 20-30-იანი წლები;

  10. მელქიზედეგ ბედიელი — XV საუკუნის 30-40-იანი წლები;

  11. იოაკიმე ცაიშელ-ბედიელი — XV საუკუნის 60-იანი წლები;

  12. ანტონ ჟუანის ძე მთავარეპისკოპოსი და პირველი მიტროპოლიტი — XVI საუკუნის 20-50-იანი წლები;

  13. კირილე ჟუანის ძე, მიტროპოლიტი — XVI საუკუნის 70-80-იანი წლები;

  14. ევტიხი ბედიელი — 1639-1640 წლების ახლო ხანები;

  15. ნიკიფორე ირუბაქიძე ბედიელი — XVII საუკუნის 40-50-იანი წლები;

  16. ანდრია ბედიელი — 1664-1665 წლები;

  17. გაბრიელ ჩიქვანი ჭყონდიდელ-ცაგარელ-ბედიელი — XVII საუკუნის 70-80-იანი წლები;

  18. გერმანე ჩხეტიძე მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი — XVII საუკუნის მიწურული;

  19. ნიკოლოზ მხეიძე მიტროპოლიტი — XVIII საუკუნის I ნახევარი;

  20. მაქსიმე იაშვილი მიტროპოლიტი — XVIII საუკუნის 50-60-იანი წლები.


იხილეთ აგრეთვე |


  • ბედიის ეკლესიის წარწერა


ლიტერატურა |



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ბედიის მონასტერი






  • ციციშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 265-266, .mw-parser-output .ts-comment-commentedTextborder-bottom:1px dotted;cursor:help@media(hover:none).mw-parser-output .ts-comment-commentedText:not(.rt-commentedText)border-bottom:0;cursor:auto
    თბ., 1977 წელი.

  • ლ. ახალაძე, „აფხაზეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო“, თბ., 2005


სქოლიო |




  1. rustavi2.com


  2. ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შემდეგ რუსული რესტავრაცია ბედიის მონასტერსაც ემუქრება // Information Agency 'PirWeli'








(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბედიის_მონასტერი&oldid=3650944“-დან













სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.156","walltime":"0.232","ppvisitednodes":"value":1370,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":24978,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":11543,"limit":2097152,"expansiondepth":"value":15,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":1252,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 181.460 1 -total"," 59.21% 107.441 1 თარგი:ინფოდაფა_ტაძარი"," 18.56% 33.675 1 თარგი:პოზრუკა2"," 18.00% 32.658 1 თარგი:ქსე"," 15.80% 28.669 1 თარგი:პოზრუკა+2"," 15.21% 27.596 1 თარგი:Comment"," 14.24% 25.839 1 თარგი:Coord"," 10.47% 18.993 1 თარგი:სქოლიო"," 10.23% 18.559 1 თარგი:GEO"," 8.91% 16.160 1 თარგი:პოზრუკა~3"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.008","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":771671,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1272","timestamp":"20190829121612","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d1u10d4u10d3u10d8u10d8u10e1 u10dbu10ddu10dcu10d0u10e1u10e2u10d4u10e0u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q2471241","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q2471241","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-12-10T20:16:27Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/e/e4/Bedia2.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":131,"wgHostname":"mw1261"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單