Skip to main content

წინაისტორიული საქართველო ქართული ტომების უძველესი გაერთიანებები | სანავიგაციო მენიურედ.

საქართველოს ისტორია


ბაბილონურასურულმცირე აზიაშიქართველებიბასკებიხეთურასურულურარტულახლო აღმოსავლეთისხეთების სამეფომცირე აზიისXVIIIXIIშავი ზღვისპირისკენქასქებისეგვიპტესთანმუშქებიასურეთთანტიგლათფილესერ IდაიანისურარტუულIXურარტუტუშფავანის ტბისასიამმენუამარგიშთი Iუტუფურსისარდურ IIკოლხასVIIIბერძნული მითოლოგიისარგონავტებზელიტერატურაშიტროის ომისაიეტსჰელიოსისოქროს საწმისიიაზონისარგომედეასაბერძნეთისკენბერძნებისარდურ IIილდამუსაშავი ზღვისკიმერიელებიკასპიის ზღვისსკვითებიკიმერიელებიკავკასიასამცირე აზიაშიფრიგიის სამეფომიდიის სამეფოკიროს დიდმააქემენიანთა სამეფოს










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




წინაისტორიული საქართველო




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search



Sameba 16.jpg

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:


საქართველოს ისტორია



წინაისტორიული საქართველო

საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში

საქართველო IV საუკუნეში

საქართველო V საუკუნეში

საქართველო VI საუკუნეში

საქართველო VII საუკუნეში

საქართველო VIII საუკუნეში

საქართველო IX-X საუკუნეებში

საქართველო X-XI საუკუნეებში

საქართველო XI საუკუნეში

საქართველო XII-XIII საუკუნეებში

საქართველო XIII საუკუნეში

საქართველო XIV საუკუნეში

საქართველო XV საუკუნეში

საქართველო XVI საუკუნეში

საქართველო XVII საუკუნეში

საქართველო XVIII საუკუნეში

საქართველო XIX საუკუნეში

საქართველო XX საუკუნეში

საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

ისტორიკოსთა ნაწილის აზრით ქართველი ხალხი წარმოიშვა ბაბილონურ და ასურულ პერიოდში მცირე აზიაში მცხოვრები უძველესი ხალხების შერევის შედეგად. ქართველებსა და მათ წინაპრებს, ლინგვისტური მახასიათებლების გათვალისწინებით, სემიტური, და ურალურ-ალთაური ჯგუფებისგან სრულიად განსხვავებულ, განკერძოებით მდგომ ჯგუფს მიაკუთვნებენ. ამ ჯგუფიდან დღეისთვის მხოლოდ ქართველები და ბასკები შემორჩნენ.



ქართული ტომების უძველესი გაერთიანებები |


უძველესი ცნობები ქართული ტომებისა და ტომთა კავშირების შესახებ შემონახულია ძველ აღმოსავლურ წყაროებში: ხეთურ, ასურულ და ურარტულ წარწერებში. ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთ პროვინციებში ცხოვრობდნენ ქართული ტომები, რომლებსაც აქტიური ურთიერთობები ჰქონდათ სამხრეთის ტომებთან.


ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ უძველესი სახელმწიფო იყო ხათი - ხეთების სამეფო, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდათ ქართველ ტომებს. ხეთების ტომები მცირე აზიის ერთ ერთი უძველესი მოსახლეობა იყო. ხეთების სამეფო ძველი წელთაღრიცხვის XVIII-XII საუკუნეებში არსებობდა. ხეთების ექსპანსია სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირისკენ იყო მიმართული. ეს ის რეგიონი იყო, სადაც უძველესი ქართული ტომები ცხოვრობდნენ. ხეთებს დიდი ბრძოლები ჰქონდათ ქასქების (ქაშქების ) ტომებთან. ეგვიპტესთან ბრძოლისას ხეთებს დახმარებას უწევდნენ ვასალი ქვეყნები , რომელთა შორის წყაროები ქასქებსაც ასახელებენ. ქასქების გვერდით ცხოვრობდნენ მუშქები, რომლებიც აგრეთვე ქართული ტომები იყვნენ. ძველი წელთაღრიცხვის XII საუკუნეში მუშქები სამხრეთში გაიჭრნენ , სწორედ აქ ხდება პირველი შეტაკება ასურეთთან. ასურეთი ამ პერიოდში ფართო დამპყრობლურ ომებს აწარმოებდა. ამ პერიოდში ასურეთს ხელმძღვანელობდა ტიგლათფილესერ I.


ტიგლათფილესერ I სიამაყით იხსენებს, რომ შეებრძოლა 20 000 მუშქს, რომელსაც 5 მეფე ხელმძღვანელობდა, დაამარცხა და გაანადგურა ისინი; 6000 კაცი კი ტყვედ იგდო. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მუშქების (მესხების) რამდენიმე ტომის გაერთიანებასთან, მეფეში კი ტომის ბელადი უნდა ვიგულისხმოთ. ძველი წელთაღრიცხვის 1112 წელს ტიგლათფილესერმა ჩრდილოეთისკენ ილაშქრა. გამარჯვებული მეფე შემდეგნაირად აღწერს მომხდარს:







ვიკიციტატა

„ყველა მეფე ჩემმა ხელმა ცოცხლად დაატყვევა . ეს მეფეები შევიწყალე. მე მათ სიცოცხლე შევუნარჩუნე, მათი სამეფო ნაშიერნი კი მძევლად წამოვასხი. სიენი მეფე დაიანეს ქვეყნისა , რომელიც არ ემორჩილებოდა ღვთაება ასურს, ჩემს მეუფეს, დატყვევებული და შებოჭილი ჩემს ქალაქ ასურში წავიყვანე და იქ შევიწყალე იგი. ჩემს ქალაქ ასურიდან დიად ღვთაებათა მორჩილი გავუშვი მე იგი მორჩილებისა და სიცოცხლისათვის“



.


ეს არის დაიანის (ურარტუულ წყაროებში დიაუხის) პირველი მოხსენიება წყაროებში.




ურარტუს მეფის მენუას დაპყრობები




არგონავტების ლაშქრობა




სკვითების სამეფო




სკვითი მეომრის ბრძოლა სლავებთან (ვიქტორ ვასნეცოვი-ის ნახატი, 1881).


ძველი წელთაღრიცხვის IX საუკუნეში ასურეთი ჩრდილოეთისაკენ ლაშქრობს, სადაც ამ დროისათვის ახალი სახელმწიფო ურარტუ წარმოიშვა, მისი დედაქალაქი ტუშფა ვანის ტბის აღმოსავლეთით მდებარეობდა. ურარტუს ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ჩრდილოეთით დიაოხი იყო. ამიტომ დიოხის მეფემ ასიამ გადაწყვიტა მხარი დაეჭირა ასურეთისთვის, მაგრამ გაძლიერებულმა ურარტუმ შეაჩერა ასურეთი და შეტევაზეც გადავიდა. დიაოხი მარტო დარჩა მრისხანე მტრის წინაშე. ურარტუს მეფეებმა მენუამ და არგიშთი I-მა ძვ.წთ.აღ. IX-VIII საუკუნეებში რამდენიმეჯერ დალაშქრეს დიაოხი. დიაოხის მეფე უტუფურსი ურარტუელთა წინააღმდეგ გამუდმებულ აჯანყებებს აწყობდა. ძვ.წთ.აღ. 750-748 ურარტუს მეფემ სარდურ II-მ ილაშქრა ჩრდილოეთით, ამჯერად მისი მოწინააღმდეგე კოლხას ქვეყანა იყო. დიაოხის გაქრობა და მის ნაცვლად კოლხას გამოჩენა ერთი რამის მაჩვენებელი უნდა იყოს- ურარტუსთან ხანგრძლივი ბრძოლებით დასუსტებული დიაოხი VIII საუკუნის 60-იან წლებში განადგურდა. და მისი ტერიტორიის ნაწილი გაძლიერებულმა კოლხამ დაიკავა. ამიერიდან კოლხა და ურარტუ დაუმეზობლდნენ ერთმანეთს.


სწორედ კოლხას უკავშირდება ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი თქმულება არგონავტებზე. ანტიკურ ლიტერატურაში უამრავ ავტორთან არის ასახული არგონავტების მოგზაურობის ამბავი. შეიძლება ითქვას , რომ ყველაზე სრუყოფილად გადმოცემულია აპოლონიოს როდოსელის ( ძვ.წ III საუკუნე)”არგონავტიკაში” და ევრიპიდეს ( ძვ.წ V საუკუნის) ”მედეაში”. მითის შინაარსის თანახმად არგონავტების მოგზაურობა მოხდა ტროის ომის წიან ხანაში. მითი მოგვითხრობს რომ კოლხის მეფეს აიეტს რომელიც მზის ღმერთის ჰელიოსის შვილი იყო, ჰქონდა უდიდესი სიმდიდრე - ვერძის ოქროს ტყავი ანუ ოქროს საწმისი. საბერძნეთში შეიკრიბნენ გმირები იაზონის მეთაურობით და გადაწყვიტეს კოლხაში წასულიყვენენ ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. მათ ააგეს გემი არგო და გამოემართნენ კოლხასკენ. ხანგრძლივი და რთული გზის გავლის შემდეგ ისინი მოადგნენ აიეტის სამფლობელოს.მეფემ პატივით მიიღო ბერძენი სტუმრები და მათი მოსვლის მიზეზიც შეიტყო. აიეტი დასთანხმდა დაეთმო ოქროს საწმისი ბერძნებისთვის ოღონდ, იასონს აიეტის დავალებები უნდა შეესრულებინა. დავალება კი ასეთი იყო: იასონს ჯერ უნდა დაემორჩილებინა ცეცხლისმფრქვეველი ხარები, შეება ისინი უღელში და მოეხნა დიდი მინდორი. შემდგომ იასონს უნდა მოეკლა ურჩხული და უნდა დაეთესა მისი კბილები. ამ კბილებიდან მეომრები ამოიზრდებოდნენ, იასონი მათ უნდა შებრძოლებოდა და დაემარცხებინა ისინი. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებდნენ ბერძნები ოქროს საწმისს. ამ დავალების შესრულება არავის შეეძლო გარდა აიეტისა. ამიტომ მეფე დარწმუნებული იყო რომ იაზონი დაიღუპებოდა. ბერძნების წინამძღოლი მართლაც ვერ გაართმევდა ამ მისიას თავს რომ არა მეფის ქალიშვილი მედეა. მეფის ასულს პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდა იაზონი და გადაწყვიტა დახმარებოდა მას. მედეა გრძნეული იყო. მისი დახმარებით იაზონმა ადვილად შეასრულა მისია და აიეტს ოქროს საწმისი მოსთხოვა. მეფე მიხვდა თუ ვინ დაეხმარა ბერძენს და ამიტომ ოქროს საწმისის გადაცემაზე უარი განაცხადა. მაშინ იაზონმა საწმისის მოპარვა განიზრახა. მედეას დახმარების გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. მედეამ დააძინა ურჩხული რომელიც საწმის იცავდა, ბერძნებმა საწმისი მოიპარეს. ისინი ხომალდებში ჩასხდნენ და საბერძნეთისკენ წავიდნენ. იაზონს თან გაყვა მედეაც. აიეტმა როგორც კი შეიტყო საწმისის მოპარვის ამბავი სასწრაფოდ ჯარი დაადევნა ბერძნებს. მაგრამ მათ ოქროს საწმისი უკან ვერ დააბრუნეს.
ცხადია ამ მითში ბევრი რამ გამოგნლია . მაგრამ ეს მითი ადასტურებს იმას რომ ბერძნები კოლხაში ნამდვილად იმყოფებოდნენ და გაეცნენ მის სიმდიდრეს და სიძლიერეს.


ურარტუს მეფემ სარდურ II-მ ძველი წელთაღრიცხვის 747-741 წლებში კვლავ ილაშქრა კოლხას წინააღმდეგ. აიღო სამეფო ქალაქი ილდამუსა და გაჟლიტა იქ მყოფი მეფისნაცვლები, ამ ომში კოლხას მეფე არ მონაწილეობად . ურარტუელბეი ძირითადად არბევდნენ იმ მხარეებს რომლებიც ადრე დიაოხს ეკუთვნოდა. ურარტუსთან ბრძოლა კოლხასთვის ძალზედ მძიმე იყო, მაგრამ გამანადგურებელი დარტყმა კოლხამ სულ სხვა მიმართულებიდან მიიღო.ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნის 20-იან წლებში შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გაყოლებით სამხრეთ კავკასიაში კიმერიელები შემოიჭრნენ, რამდენიმე ხნის შემდეგ კი 50-60 წლებში კასპიის ზღვის დასავლეთ დასავლეთ სანაპიროს გავლით სკვითები შემოიჭრნენ.


კიმერიელები ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთში ცხოვრობდნენ, სკვითები კი ცენტრალურ აზიაში. ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთიდან მოსულმა კიმერიელებმა სკვითები დაამარცხეს. ეს უკანასკნელნი სამხრეთისკენ დაიძრნენ. არსებობს მოსაზრება რონლის თანახმადაც სწორედ დადევნების დროს შემოიჭრნენ კიმერიელები კავკასიასა და მცირე აზიაში. კიმერიელთა ჯარი სულ ცხენოსნებისაგან შედგებოდა რაც ახლო აღოსავლეთისთვის მოულოდნელი იყო. მათ დაამარცხეს ურარტუ და ასურეთი. ამ უზარმაზარ სამხედრო ძალასთან პირველი დარტყმა კოლხამ მიიღო. გასაკვირი არაა რომ დასუსტებულმა კოლხმ ვერ გაუძლო ამ ძალას და განადგურდა , კოლხამ როგორც სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. სკვითების და კიმერიელების ნაკვალევი საქართველოში ბევრგან არის შემორჩენილი. ნაპოვნია სკვითული იარაღები. სამარხები სკვითული ინვენტარით. საქართველოში აღმოჩენილია სკვითი მეომრის ქანდაკება, რომელიც საფლავზე იქნა აღმართული.


მცირე აზიის ნახევარკუნძულზე ძლიერდება ფრიგიის სამეფო. ფრიგიელები თავის დროზე ( II ათასწლეულში) ევროპიდან გადასახლდნენ მცირე აზიაში და დიდი როლი შეასრულეს ხეთების სამეფოს განადგურებაში. ფრიგიის სამეფოს ასურელები და ურარტელები მუშქების სამეფოდ მოიხსენიებენ. სავარაუდოა რომ მუშქები დიდ როლს თამაშობდნენ ამ სახელმწიფოს ცხოვრებაში. კიმერიელთა შემოსევებმა დიდი საფრთხე შეუქმნეს ფრიგიის სამეფოს. ძვ.წთ.აღ 676 წელს ურარტუ კიმერიელთა დახმარებით ფრიგიის სამეფომ გაანადგურა. სწორედ ამ დროს დაიწყება ფრიგიელებმა აღმოსავლეთით წამოსვლა მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზეც.


არც ასურეთს და ურარტუს ეწერა დიდი დღე, ამ პერიოდში გაძლიერდა მიდიის სამეფო რომელმაც ჯერ ასურეთი ხოლო 590 წელს ურარტუ გაანადგურა. 550 წელს სპარსეთის მმართველმა კიროს დიდმა დაამარცხა მიდიის მეფე. მიდია ახლად წარმოქმნილი აქემენიანთა სამეფოს ნაწილი გახდა. ამის შემდგომ ამ ტერიტორიებზე შედარებით სიმშვიდე დამყარდა.


ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ იწყება აღმავლობის ხანა. იქმნება ახალი სახელმწიფოები.







(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=წინაისტორიული_საქართველო&oldid=3322159“-დან













სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.088","walltime":"0.132","ppvisitednodes":"value":246,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":10424,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":1508,"limit":2097152,"expansiondepth":"value":7,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":1,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 53.838 1 -total"," 86.66% 46.658 1 თარგი:საქართველოს_ისტორია_საუკუნეების_მიხედვით"," 18.01% 9.695 1 თარგი:Tnavbar"," 15.55% 8.374 1 თარგი:ფერი"," 12.82% 6.902 1 თარგი:ციტატა"],"cachereport":"origin":"mw1241","timestamp":"20190918144025","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10ecu10d8u10dcu10d0u10d8u10e1u10e2u10ddu10e0u10d8u10e3u10dau10d8 u10e1u10d0u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10dd","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q860843","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q860843","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2009-06-23T05:33:35Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/3/3a/Sameba_16.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":129,"wgHostname":"mw1324"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

François Viète Contents Biography Work and thought Bibliography See also Notes Further reading External links Navigation menup. 21Google Bookspp. 75–77Google BooksDe thou (from University of Saint Andrews)ArchivedGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle booksGoogle Bookscc-parthenay.frL'histoire universelle (fr)Universal History (en)ArchivedAdsabs.harvard.eduPagesperso-orange.frArchive.orgChikara Sasaki. Descartes' mathematical thought p.259Google BooksGoogle BooksGoogle Bookspp. 152 and onwardGoogle BooksGoogle BooksScribd.comGoogle Books1257-7979Google BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGallica.bnf.frGoogle BooksGoogle Books"François Viète"Francois Viète: Father of Modern Algebraic NotationThe Lawyer and the GamblerAbout TarporleySite de Jean-Paul GuichardL'algèbre nouvelle"About the Harmonicon"cb120511976(data)1188044800000 0001 0913 5903n82164680ola2013766880073431702w6vt1sb70287374827140948071409480