Skip to main content

საქართველო XVIII საუკუნეში სექციების სია ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში | ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში | დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში | ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში | სანავიგაციო მენიურედ.

სტატიები წყაროს მითითების გარეშესაქართველოს ისტორია საუკუნეების მიხედვით


1703ჯანიშინადვახტანგიერეკლე I1705დომენტიდასტურლამარი1709ავღანეთშიგიორგი XIქაიხოსრო1705მოსკოვში1709ანთიმოზ ივერიელმავლახეთისრუმინეთშირუმინეთისრუმინულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამმიხაი იშტვანოვიჩი1712ვეფხისტყაოსანი1709დავით II1712ყანდარის1712სულხან-საბა ორბელიანიციესესბაქარილუი XIVლუი XIV-ს17161719პეტრე Iარტემ სოლინსკმა1722ისპაჰანსდარუბანდიკონსტანტინესოსმალობა1724პეტერბურგში1732თეიმურაზ IIნადირ-ხანი1737ასტრახანში1735ერევანში1737ინდოეთისერეკლეცგივი ამილახვარმასურამის ციხეში174417451 ოქტომბერსსვეტიცხოვლის1632თეიმურაზ IIერეკლე IIლეკებისამიერკავკასიაში1747ადილ-შაჰიაბდულა-ბეგმეტეხისთაბორისშავერდა მღებრიშვილი17481749გურჯისტანის ვალისერევნის ხანმანახიჭევნის ხანმა1750განჯის სახანომაცკაკენისელისჭარ-ბელაქანისაინგილოშიაჯი-ჩალაბიაზატ-ხანმაცერევნის ციხესყირღბულახთან175128 ივლისს175217525 სექტემბერს17541755ხუნძახისნურსალ-ბეგი1754ახმეტაარაგვის ხეობაშიმჭადიჯვრის ციხესდაღესტნელებსყვარლის ციხესნუხის ხანიც176017628 იანვარსასტრახანის მიძინების ტაძარშივახტანგ VIქართლ-კახეთისქერიმ-ხანსშეთქმულებისპაატა ბატონიშვილის1765დათუნა ფეიქარმა1768რუსეთ-თურქეთის ომისოლომონ Iეკატერინე IIტოტლებენი1770ბორჯომის ხეობიდანასპინძასმტკვარზეაღაბა ერისთავმასვიმონ მუხრანბატონმახუდია ბორჩალოელმაბრძოლამალაჩალაახალციხეს1774მორიგე ჯარილევანი1703გურიაიმერეთისამეგრელო1721ალექსანდრე Vშავი ზღვისბათუმშიფოთშისოხუმშიქუთაისისბაღდათისშორაპნის1752სოლომონ I1757ხრესილის14 დეკემბერსლევან აბაშიძეროსტომ რაჭის ერისთავი1758175917671768მაქსიმ ქუთათელი176917721774ქუჯუკ-კაინარჯის ზავი17781780რუხის ციხესთან1784გელათშიდავით არჩილის ძეყირიმის სახანოშავი ზღვისკავკასიაშიცკავკასიონის ქედის178221 დეკემბერსეკატერინე IIფათჰ ალი ხაბმაალექსანდრე ბაქარის ძე1783პავლე პოტიომკინს178324 ივლისსგეორგიევსკშიიოანე მუხრანბატონმაგარსევან ჭავჭავაძემ178424 იანვარსტრაქტატიოსმალეთისშეიხ მანსურიჩეჩნეთიჩერქეზეთშიდაღესტანშიავარიისომარმა1785ახალციხისთელავშიალაზანიბორჩალოსკენახტალაეგვიპტეშიაღა-მაჰმად-ხანმა17861787რუსეთ-თურქეთის1789სოლომონ II1790სოლომონ ლიონიძისგრიგოლ დადიანისვიმონ გურიელიდარეჯან დედოფალიგიორგი179117921795კრწანისის ველზეთბილისი1796თელავში179811 იანვარსსვეტიცხოველშიგიორგი XIIდავითსიულონს1799ლაზარევისკოვალენსკიპავლე I180018 დეკემბერს28 დეკემბერს180118 იანვარსალექსანდრე Iკნორინგს180112 სექტემერს180212 აპრილისსიონის ტაძარში










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




საქართველო XVIII საუკუნეში




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search



Sameba 16.jpg

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:


საქართველოს ისტორია



წინაისტორიული საქართველო

საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში

საქართველო IV საუკუნეში

საქართველო V საუკუნეში

საქართველო VI საუკუნეში

საქართველო VII საუკუნეში

საქართველო VIII საუკუნეში

საქართველო IX-X საუკუნეებში

საქართველო X-XI საუკუნეებში

საქართველო XI საუკუნეში

საქართველო XII-XIII საუკუნეებში

საქართველო XIII საუკუნეში

საქართველო XIV საუკუნეში

საქართველო XV საუკუნეში

საქართველო XVI საუკუნეში

საქართველო XVII საუკუნეში

საქართველო XVIII საუკუნეში

საქართველო XIX საუკუნეში

საქართველო XX საუკუნეში

საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.



სექციების სია





  • 1 ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში


  • 2 ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში


  • 3 დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში


  • 4 ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში




ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში |




საქართველო ფრანგი კარტოგრაფის - კლოდ ბუფიეს მიერ 1736 წელს გამოცემულ რუკაზე




ვახტანგ VI




ვახტანგ VI-ის დროშა




სეფიანელთა ირანი 1700 წელს.




რუსეთის იმპერატორი პეტრე I დიდი.


1703 წელს ქართლის ჯანიშინად დაინიშნა ვახტანგი. ის სამეფოში თავიდანვე ენერგიული და მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას შეუდგა. მან ქვეყნის მმართველობას ჩამოაშორა ერეკლე I-ის დროს დაწინაურებული მოხელეები და დანიშნა მეფის ერთგული ხალხი. ვახტანგი ხვდებოდა, რომ ნებისმიერი ღონისძიების გატარება გაჭირდებოდა თუ მას არ ექნებოდა ეკლესიის მხარდაჭერა. 1705 წელს მოწვეულ საეკლესიო კრებაზე კათალიკოსად აირჩიეს ვახტანგის ძმა დომენტი.


სამეფო ხელისუფლების გაძლიერებისთვის შეიქმნა „მცველთა ჯარი“, რომელიც თავადიშვილების, აზნაურების და მსახურებისგან შედგებოდა. მისი მთავარი მოვალეობა იყო თავადების ურჩობის აღსაკვეთა.


მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა საკანონმდებლო სფეროშიც. ვახტანგის ინიციატივით საგანგებოდ შეადგინეს სხვადასხვა სახის სასამართლო დოკუმენტები, სიგელები, საბუთები და მათი გათვალისწინებით შეიქმნა დასტურლამარი. მასში აღწერილი იყო მოხელეების უფლება-მოვალეობები, მიწათმფლობელობის ფორმები, გადასახადების რაოდენობა და მრავალი სხვა საკითხი. ვახტანგის ინიციატივით შეკრიბეს ძველი ქართული და უცხოური სამართლის წიგნები. თვითონ ვახტანგმა შეადგინა კანონების კრებული — „სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა“. რომელიც მთელ საქართველოში მოქმედებდა.


1709 წელს ავღანეთში დაიღუპა ვახტანგის ბიძა ქართლის მეფე გიორგი XI, იგი წარმატებით იბრძოდა სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყებული ავღანელების წინააღმდეგ. გიორგი XI-ს თან ახლდა 2000 ქართველი. ავღანელთა ბელადმა გიორგის დანათესავება შესთავაზა და ნადიმზე მიიწვია. გიორგი ენდო და მცირე რაზმით მივიდა მასთან. ავღანელებმა ქართლის მეფე თავისი მხლებლებითურთ მოკლეს. გიორგი XI-ს მკერდზე ჩამოკიდებული ჯვარი ახსნეს და შაჰს გაუგზავნეს იმის დასტურად, თუ როგორი ერთგული იყო გიორგი ირანის მბრძანებლის. შაჰმა ქართლსი მეფედ გიორგის ძმა ქაიხოსრო დანიშნა და ისიც ავღანელთა წინააღმდეგ გაგზავნა. ქართლის ჯანიშინად კვლავ ვახტანგი დარჩა.


ამავე პერიოდში ვახტანგმა თბილისის ციხეები ყიზილბაშებისგან გაწმინდა და იქ ქართველები ჩააყენა. ვახტანგმა ამ საქმის გასაკებთებლად კარგი დრო შეარჩია. დასუსტებულ ირანს ავღანელთა შემოსევებისგან ქართველები იცავდნენ. ასეთ ვითარებაში შაჰი ყიზილბაში ციხისთავების შეცვლაზე რეაგირებას ვერ მოახდენდა.


1705 წელს ვახტანგის ინიციატივით მოსკოვში დაიბეჭდა „დავითნი“. 1709 წელს ვახტანგმა თბილისში დააარსა სტამბა, სტამბის დაარსებაში ვახტანგს დიდი დახმარება გაუწია ანთიმოზ ივერიელმა. ბავშვობაში სამშობლოდან მოტაცებული ანთიმოზი იერუსალიმის პატრიარქის კარზე მოხვდა და იქ აღიზარდა. როდესაც ვლახეთის მმართველმა იერუსალიმის პატრიარქს სთხოვა მისთვის გაეგზავნა სასტამბო საქმის მცოდნე პირი, პატრიარქმა ანთიმოზი გაუშვა. ანთიმოზმა რუმინეთში რამდენიმე სტამბა დააარსა. მას დიდი გავლენა მოახდინა ვლახეთზე და შემდგომ ვლახეთის მიტროპოლიტიც გახდა. ანთიმოზი აქტიურად იბრძოდა რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის და მოითხოვდა, რომ მღვდელთმსახურება რუმინულ ენაზე შესრულებულიყო. რუმინულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ანთიმოზი წმინდანად შერაცხა. ანთიმოზ ივერიელმა საქართველოში გამოაგზავნა თავისი მოსწავლე მიხაი იშტვანოვიჩი. თბილისის სტამბაში ვახტანგმა პირველად სახარება დაბეჭდა. სამი წლის განმავლობაში თბილისის სტამბაში 14 წიგნი დაიბეჭდა. 1712 წელს დაიბეჭდა ვეფხისტყაოსანი. 1709 წელს ირანში გარდაიცვალა კახეთის მეფე ერეკლე I. მის ნაცვლად შაჰმა კახეთის მეფედ დავით II დანიშნა.


1712 წელს ყანდარის იერიშის დროს ბევრი ქართველი დაიღუპა, მათ შორის ქართლის მეფე ქაიხოსროც. ამჯერად შაჰმა თავისთან ვახტანგი დაიბარა. 1712 წელს ვახტანგი თავისი ამალით ირანში გაემგზავრა. ვახტანგს თან ახლდა სულხან-საბა ორბელიანიც. ქართლის მეფედ დანიშვნისთვის მთავარი პირობა გამაჰმადიანება იყო. ვახტანგმა გამაჰმადიანებაზე უარი განაცხადა, შაჰმა ის დაატყვევა. ქართლი შაჰმა ვახტანგის გამაჰმადიანებულ ძმას იესეს ჩააბარა. იესე ვახტანგის საპირისპირო პოლიტიკას ატარებდა ყოველმხრივ ცდილობდა შაჰისთვი ერთგულება დაემტკიცებინა. იესესთვის წინააღმდეგობის გაწევას ვახტანგის შვილი ბაქარი ცდილობდა.


ქართველი პოლიტიკოსები შეეცადნენ დახმარება ევროპაში ეპოვნათ და იქნებ ის მაინც მოეხერხებინათ, რომ შაჰს ვახტანგი ქრისტიანი დაესვა ქართლის ტახტზე. ამ მიზნიშ ევროპაში გაემგზავრა სულხან-საბა ორბელიანი. სულხან-საბა შეხვდა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს. ქართველი ელჩობა საფრანგეთის მეფეს სთხოვდა რომ ირანში მყოფ საფრანგეთის წარმომადგენელის ვახტანგის გათავისუფლების საკითხს მოაგვარებდა. სულხან-საბა ორბელიანმა შემწეობა რომის პაპს სთხოვა. რომის პაპმა ლუი XIV-ს მართლაც მისწერა წერილი, რომელშიც სთხოვა დახმარება აღმოეჩინა ვახტანგისთვის. ლუი XIV-ს საქართველო არ აინტერესებდა. ევროპელები ირანს თურქეთთან ომში მოკავშირედ აღიქვამდნენ. ვახტანგი მიხვდა რომ დახმარებას ვერსაიდან მიიღებად. თანაც იესეს მართველობით შეწუხებული მოსახლეობა მხოლოდ მასზე ამყარებდა იმედებს. 1716 წელს ვახტანგმა მოჩვენებით მიიღო მაჰმადიანობა. შაჰამ ვახტანგ VI ქართლის მეფედ დაამტკიცა, მაგრამ ირანში დატობა. ქართლის გამგებლად ვახტანგ VI-ის ძე ბაქარი დაინიშნა.


1719 წელს ვახტანგ VI ქართლში დაბრუნდა. ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იყო. განსაკუთრებულ ზიანს აყენაბდა ქართლს და კახეთს დაღესტნელი მთიელების თავდასხმები. ჯერ კიდევ ირანში ყოფნისას ვახტანგ VI-სთან კავშირი დაამყარა რუსეთის მეფის პეტრე I-ის ელჩმა არტემ სოლინსკმა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვახტანგ VI-სა და პეტრე I-ს შორის შეთანხმება დაიდო. 1722 წელს პეტრემ კასპიის ზღვის პირეთში ლაშქრობა დაიწყო და ამის შესახებ ამცნობა ვახტანგს. გადასაწყვეტი იყო ჩაბმულიყო თუ არა ქართველები ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. დარბაზის წევრთა უმრავლესობა წინააღმდეგი იყო მათ ეშინოდათ რომ ქვეყანა ამით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ვახტანგ VI-მ არ გაიზიარა დარბაზის უმრავლესობის აზრი. მეფემ 40 000 ჯარისკაცი შეკრიბა და განჯასთან დაბანაკდა. აქ უნდა დალოდებოდა საქართველოს მეფე რუსეთის იმპერატორს.


ამ დროს ირანი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ავღანელებმა ალყა შემოარტყეს ირანის დედაქალაქ ისპაჰანს. ავღანელებთან ბრძოლაში დაიღუპა ვახტანგის ძმა, რომელიც შაჰის ჯარის სარდალი იყო. შაჰმა მის ადგილზე ვახტანგის შვილი ბაქარი დანიშნა და სასწრაფოდ დახმარება ითხოვა. ბაქარი რომელიც არ ეთანხმებოდა მამის კავშირს რუსეთთან, სასწრაფოდ ჯარის შეკრება დაიწყო. ვახტანგ VI-მ ბაქარს შაჰის დახმარება აუკრძალა. ამანაც იქონია გავლენა იმაზე რომ ისპაჰანი ავღანელებმა აიღეს.


სწორედ იმ დღეს როდესაც პეტრე I მა კასპიისპირეთში ლაშქრობა დაიწყო. ვახტანგმა მოკავშირეობა ოსმალთა სულთანსაც შესთავაზა. სულთანი მონაწილეობას აპირებდა ამ ბრძოლაში. ვახტანგ VI ძალიან ენდობოდა რუსეთის იმპერატორს, პეტრეს კი საქართველოსთან მიმართებაში საკუთარი ზრახვები ჰქონდა. რუსებმა დაიკავეს დარუბანდი მაგრამ შემდგომი ბრძოლები არ გააგრძელეს. ვახტანგი განჯასთან იდგა და პეტრეს ელოდებოდა. ვახტანგ VI-მ ვერ გაბედა მარტო დაეწყო ომი ირანის წინააღმდეგ. ქართლის გათავისუფლება ირანელებისაგან იმ დროს რუსების ინტერესებში არ შედიოდა. პეტრეს ასეთმა გააქტიურებამ შეაშფოთა ოსმალეთი. პეტრე I-ს რომ აესრულებინა თავისი დანაპირები მოუწევდა ირანთან და ოსმალეთთან ერთდროული ომი, რაც რუსეთისთვის მეტად რთული იქნებოდა.


პეტრე I-ის იმედად მყოფი ვახტანგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ირანის ახალმა შაჰმა მეფობა ერეკლე I-ის შვილ კონსტანტინეს გადასცა. გამაჰმადიანებული კონსტანტინე კახეთის მეფე გახდა ძმის დავით II-ის გარდაცვალების შემდეგ. მალე ქართლში ოსმალები შემოვიდნენ მათ დაიკავეს თბილისი და მთელი ქართლი, დაიწყო ოსმალობა. ასეთ ვითარებაში 1724 წელს ვახტანგი იძულებული გახდა 1200 კაცთან ერთად რუსეთში წასულიყო. იმავე წელს დაიდო ხელშეკრულება რუსეთსა და ოსმალეთს შორის, რუსეთმა ცნო ოსმალეთის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობა. ვახტანგს პეტერბურგში ცივად ეპყრობოდნენ. ამის შესახებ წერს ივანე ჯავახიშვილი


„ასე უკუღმართოდ დამთავრდა საქართველოსთვის რუსთა ხელისუფლების მიერ აღთქმული აღმოსავლეთის ქრისტიანთა მფარველობა. ჯერ თავის სასარგებლოდ ქართველთა ომში ჩართვით და მტრისათვის გაცემით, პეტრე პირველმა ისეთი უმადურება გამოიჩინა რომ მის მიერვე მოტყუებული და გაუბედურებული მეფე ვახტანგისთვის შესაფერისი თავშესაფერისა და საცხოვრებელი ადგილის მიჩენა არ ჰნებავდა“.


ქართლში გაბატონებული ოსმალებს ვახტანგ VI-ის ძმა იესე ეახლა და მორჩილება აღუთქვა. დამპყრობლებმა იესე ქართლის მმართველად დანიშნეს. კახთა მეფემ კონსტანტინემ დამპყრობლებს წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ დამარცხდა. კახეთში ლეკების თარეში გაძლიერდა. ისინი არა მარტო კახეთს არამედ ქართლსაც ესხმოდნენ თავს. ქართლის მოსახლეობა ტოვებდა თავის საცხოვრებელ ადგილს, იდევნებოდა ეკლესია. 1732 წელს ოსმალებმა კახთა მეფე კონსტანტინე მოკლეს, კახეთში გამეფდა კონსტანტინეს ძმა თეიმურაზ II.


ამასობაში ვითარება შეიცვალა ირანში. ირანელთ სარდალი ნადირ-ხანი იწყებს ბრძოლას, ავღანელთა წინააღმდეგ. XVIII საუკუნის 30-იან წლებში ნადირმა ბრძოლა დაიწყო ოსმალთა წინააღმდეგ და ისინი აიძულა აღმოსავლეთი საქართველო დაეტოვებინა. ნადირ-ხანი რუსეთსაც დაუპირისპირდა და აიძულა კასპიის ზღვის ტერიტორიები დაეტოვებინა. ნადირმა თავისთან ვახტანგმ VI დაიბარა და ქართლის ტახტს შეჰპირდა. ვახტანგი ნადირს არ ეახლა. ვახტანგ VI 1737 წელს გარდაიცვალა ასტრახანში.


1735 წელს ერევანში მყოფმა ნადირ-ხანმა თავისთან დაიაბარა ქართლ-კახეთის თავადები, მათ ხარკი დააკისრა. ოსმალობა, ყიზილბაშობამ შეცვალა. მალე ნადირ-ხანი შაჰი გახდა. 1737 წელს ნადირ-შაჰმა ბრძოლა დაიწყო ინდოეთის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში, მას თან ახლდა თეიმურაზ II-ის ძე ერეკლეც. რომელსაც 15 წლის ასაკიდან საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა მიღებული, მან ლეკთა მარბიელ ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში ლაშქარს უსარდლა.


ნადირ-შაჰმა ქართლს დიდი გადასახადი დააკისრა. ანტიირანული აჯანყება დაიწყო გივი ამილახვარმა. ბრძოლის ბოლო ეტაპზე გივიმ დახმარება ოსმალეთსაც სთხოვა. თეიმურაზ II კარგ ურთიერთობებს ამყარებდა ნადირ-შაჰთან. ამიტომ ნადირ-შაჰმა გივი ამილახვართან ბრძოლა სწორედ თეიმურაზს დაავალა. იმავე წელს დამარცხებული და სურამის ციხეში ალყაშემოტყმული გივი თეიმურაზს დანებდა. 1744 წელს ნადირ-შაჰმა თეიმურაზი ქართლის ერეკლე კი კახეთის მეფეებად დაამტკიცა. 1745 წელს 1 ოქტომბერს სვეტიცხოვლის ტაძარში თემურაზი და ერეკლე ქრისტიანული წესით აკურთხეს მეფედ. 1632 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფე ავიდა.



ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში |




ირანი 1736-1801 წლებში.




რუსეთი 1682-1762 წლებში.




ერეკლე II.




ნადირ-შაჰი




ტოტლებენი.




რუსეთ-თურქეთის ომი.




თეიმურაზ II.




ქართლ-კახეთის სამეფოს გერბი.


თეიმურაზ II-ის ქართლში და ერეკლე II-ის კახეთში გამეფებით ფაქტობრივად გაერთიანდა ეს ორი ქართული სამეფო, ვინაიდან მამა-შვილი თანხმობით მოქმედებდნენ და ერთობლივად აძლევდნენ პასუხს მტერ-მოყვარეს. მიუხედავად იმისა რომ შაჰმა ქართლ-კახეთში ქრისტიანი მეფეები დასვა, სულაც არ ნიშნავდა რომ შაჰი ხელს იღებდა ქვეყნის გაყიზილბაშებაზე. ქართლი და კახეთი კვლავ ირანის ვასალ ქვეყანათ ითვლებოდა, აქ ირანული ჯარი იდგა და ირანელი მოხელეები აკონტროლებდნენ მეფეების მოქმედებებს. თეიმურაზი და ერეკლე კარგად იყენებდა ირანულ ჯარს ლეკების წინააღმდეგ, ხოლო ირანელ მოხელეებს თვითნებობის უფლებას არ აძლევდნენ. თეიმურაზი იყენებდა ნადირ-შაჰის კეთილგანწყობას და ამიერკავკასიაში უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა. მისი მოთხოვნით ნადირ-შაჰმა ქართლ-კახეთს გადასახადები შეუმცირა. ამის სანაცვლოდ ირანის შაჰმა თავისთან ერეკლე დაიბარა, ერეკლეს მაგივრად ირანში თეიმურაზი გაემგზავრა რადგან ის გამოცდილი პოლიტიკოსი და დახვეწილი დიპლომატი იყო. თეიმურაზი ჯერ კიდევ გზაში იყო, რომ ირანში გადატრიალება მოხდა 1747 წლის ივლისში ნადირ-შაჰი შეთქმულებმა მოკლეს. ირანის შაჰი გახდა თეიმურაზის სიძე ადილ-შაჰი, მაგრამ მისი ხელისუფლება დიდხანს არ გაგრძელებულა, რამდენიმე თვეში ისიც ჩამოაგდეს. ირანი გაუთავებელმა ანარქიამ მოიცვა.


ირანის ამიერკავკასიის სამფლობელო მრავალ წვრილ-წვრილ სახანოდ დაიშალა. მათ შორის ყველაზე ძლიერი ქართლ-კახეთის სამეფოები იყო. ეს ვითარება ერეკლემ კარგად გამოიყენა თავისი მდგომარების განსამტკიცებლად.


თეიმურაზის ირანში ყოფნის დროს ერეკლეს აუჯანყდა ვახტანგ VI-ის ძმისშვილი გამაჰმადიანებული აბდულა-ბეგ იესეს ძე. მეფე ერეკლემ თბილისის კართან სასტიკად დაამარცხა აბდულა-ბეგის ჯარი. შემდეგ ერეკლე შევიდა თბილისში და ქალაქიდან განდევნა ყიზილბაშები, ერეკლემ აიღო მეტეხის და თაბორის ციხეები, ამ ბრძოლაში განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩა გლეხი შავერდა მღებრიშვილი რომელიც პირველი ავარდა კოშკზე და ეკვეთა მტერს. გამარჯვებამ დიდი სახელი მოუპოვა ერეკლეს. მეზობელი სახალოების მმართველები ერეკლესთან დაახლოებას და მოკავშირეობას ცდილობდნენ. შაჰის კარი საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდებოდა და მხოლოდ მცირე მოთხოვნილებით კმაყოფილდებოდა. 1748 წელს ერეკლემ ირანის შაჰს მხოლოდ რამდენიმე მხევალი და 100 მეომარი გაუგზავნა ყულის ჯარში სამსარად. ეს იყო უკანასკნელი გადახდილი ხარკი. ამის შემდეგ ქართლ-კახეთს ირანისთვის ხარკი აღარ გადაუხდია. შაჰის თხოვნით ერეკლემ მცირე ხნით თბილისის ციხეებში ჩააყენა 300 ყიზილბაში მეომარი, მაგრამ 1749 წელს როდესაც თეიმურაზი დაბრუნდა ყიზილბაშებმა თბილისი დატოვეს. ქართლ-კახეთი გათავისუფლდა ირანის ბატონობისგან, თუმცა თეიმურაზ II მაინც ატარებდა გურჯისტანის ვალის ტიტულს, რაც მას ირანისადმი გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებდა.


გაძლიერებულმა ქართლ-კახეთმა მალე თავის გავლენის და მფარველობის ქვეშ მოაქცია მეზობელი სახანოები. 1749 წელს ერევნის ხანმა ქართლ-კახეთის მეფეებს დახმარებისთვის მიმართა. მის წინააღმდეგ მომთაბარე თარაქამას თურქმანული ტომები დაძრულიყვნენ. ქართველებმა სომხებთან ერთად დაამარცხეს მომთაბარეები, ამის შემდეგ ერევნის სახანო ქართლ-კახეთის მფარველობაში შევიდა. მალე საქართველოს მფარველობა ნახიჭევნის ხანმა, ხოლო 1750 წელს განჯის სახანომაც აღიარა.


იმ წარმატებების ფონზე, რასაც ქართლ-კახეთის სამეფო აღწევდა, მაინც გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა ლეკიანობა. ლეკების შემოსევები არ წყდებოდა. მართალია ერეკლემ რამდენიმე ბრძოლაში ისინი დაამარცხა მაგრამ ლეკები მაინც განაგრძობდნენ კახეთის აოხრებას. ლეკების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა კახეთის აღმოსავლეთით მდებარე კაკ-ენისელის სასულთნო და ჭარ-ბელაქანი. ერეკლემ გადაწყვიტა ჭარ-ბელაქნის დამორჩილება. საინგილოში სალაშქროდ ქართველმა მეფეებმა დიდი რაზმი შეკრიბეს, ქართველების გარდა ამ ლაშქარში ყმადნაფიცი ხანების ჯარიც იყო. ერეკლე და თეიმურაზი მის მოკავშირედ მიაჩნდათ შაქ-შირვანის მმართველი აჯი-ჩალაბსაც, რომელიც მამა-შილთან მეგობრობდა კიდეც, მაგრამ მოხდა პირიქით. კაკა-ენისელის და ჭარ-ბელაქნის დამცველი სწორედ აჯი-ჩალაბი გახდა. მან საიდუმლო კავშირი გააბა ქართულ ჯარში მყოფ მაჰმადიან ხანებთან და თავის მხარეს გადაიყვანა. ქართველმა მეფეებმა აჯი-ჩალაბს გვიან გაუგეს მისი საქმიანობა და ალაზანთან ბრძოლაში დამარცხდნენ. ეს იყო თეიმურაზის და ერეკლეს პირველი სერიოზული მარცხი, აშკარა გახდა თუ რა ძნელი იქნებოდა ლეკიანობის დაძლევა.


მას შემდეგ რაც ქართველები ლეკებთან დამარცხდნენ, მათ თავი კიდევ უფრო გაახშირეს კახეთზე თავდასხმები. ამასობაში ქართლ-კახეთს შემოუტია აზატ-ხანმაც. აზატ-ხანი სამხრეთ ადარბადაგანის ტახტის მფლობელი იყო და ირანის ტახტზეც აპირებდა ასვლას. მან გადაწყვიტა ესარგებლა ერეკლე-თეიმურაზის მდგომარეობის გართულებით და მთელი აღმოსავლეთ ამიერკავკასია დაეკავებინა. აზატ-ხანმა ამიერკავკასიის დამორჩილება ერევნის სახანოდან დაიწყო. მისი ჯარი მიადგა ერევნის ციხეს, ხოლო სახანოს მთელი ტერიტორია მოაოხრა. ერევნელებმა დახმარებისთვის ქართველებს მიმართეს. ერეკლე დაუყოვნებლივ წავიდა სომხეთში შემოჭრილი მტრის წინააღმდეგ. ომი ერევნის მახლობლად ყირღბულახთან მოხდა 1751 წლის 28 ივლისს. აზატ-ხანს ერეკლეზე გაცილებით მეტი ჯარი ჰყავდა და გამარჯვებაშიც დარწმუნებული იყო. ყიზილბაშებს ერეკლეს ცოცხლად ხელში ჩაგდება სურდათ. ამ ბრძოლაში ერეკლემ დიდი მამაცობა გამოავლინა. მეფე პირადად წარუძღავ ქართველთა მეწინავე ნაწილს და მალევა ყიზილბაშები დამარცხდნენ, მათ გაგქცევა დაიწყეს. ქართველებმა დიდხანს სდიეს გაქცეულ მტერს, თვით აზატ-ხანმაც თავი გაქცევით გადაირჩინა. ეს იყო ქართველების უდიდესი გამარჯვება.


შაქ-შირვანის ხანი აჯი-ჩალაბი ქართლ-კახეთის საწინააღმდეგო კოალიციის შექმნას ცდილობდა. მან შეძლო თეიმურაზ-ერეკლისთვის მაჰმადიანი ხანების დაპირისპირება. 1752 წელს აჯი-ჩალაბის ჯარმა განჯასთან მეფე თეიმურაზის და ერეკლეს ჯარი დაამარცხა. ამ წარმატებამ ხანი ძალზე გაათამამა. აჯი-ჩალაბი და მისი მოკავშირეები ქართლის და კახეთის წინააღმდეგ ერთიანად დაიძრნენ. კახეთში შემოიჭრა ლეკთა ბრბოები. ერეკლემ და თეიმურაზმა ენერგიული ღონისძიებები გაატარეს. მოსახლეობა ციხეებში და მიუვალ ადგილებში გახიზნეს, ომში ქუდზე კაცი გაიწვიეს. ჯარის დასაქირავებლად სახსრები არ კმაროდა, მაგრამ მოიძებნა გამოსავალი. მათ სამეფო საგანძურიდან გამოიტანეს ოქროს და ვერცხლის ნივთები, ეს ნივთები გადასცეს ზარაფხანას, რომლისგანაც მოჭრეს ფული, ეს გამოყენებული იქნა ჩრდილო კავკასიელების დასაქირავებლად. ამ საქმის შესრულება ერეკლემ იკისრა, ის გაემგზავრა დარიალისკენ სადაც მოლაპარაკებები გამართა ჩერქეზებთან, მათგან ერეკლემ სერიოზული დახმარება მიიღო. ქართლიდან რუსეთში გაიგზავნა ელჩობა, ელჩებმა საიმპერატორო კარს ამცნობა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა და დახმარება სთხოვეს. ამ ელჩობამ ვერც ამჯერად გამოიღო შედეგი. ქართველების ასეთმა ენერგიულმა მოქმედებებმა მტრები შეაშინა და საქართველოს დაპყრობაზე ხელი აიღეს. უკან გაბრუნებულ აჯი-ჩალაბის ჯარებს ერეკლე ყაზახ-შამშადილოს საზღვართან მიეწია და სასტიკად დაამარცხა, ეს მოხდა 1752 წლის 5 სექტემბერს. ამ გამარჯვებით ერეკლემ ქვეყანას ააცილა ის დიდი საფრთხე, რასაც აჯი-ჩალაბი უქადდა, ამ ბრძოლის შემდეგ დაიშალა მაჰმადიანთა კოალიცია, რომელიც ქართლ-კახეთის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. ერევნის, განჯის და სხვა ქვეყნების ხანები კვლავ მორჩილების გზას დაადგნენ. სანამ ქართველები ამ ბრძოლას მოიგებდნენ, ქართველების წინააღმდეგ კვლავ დაიძრა აზატ-ხანი, მაგრამ მას შემდეგ რაც მან შეიტყო ქართველების გამარჯვება ქართლ-კახეთის მეფეებს ზავი შესთავაზა. ამ პერიოდში თეიმურაზისთვის და ერეკლესთვის ზავი მეტად მნიშვნელოვანი იყო. ხმა ერეკლეს სამხედრო ქველობის შესახებ საზღვარ გარეთაც გავრცელდა. ამ პერიოდში ევროპულ პრესაში იბეჭდებოდა ერეკლესა და თეიმურაზის შესახებ.


ლეკებისაგან თავის დასაცავად საჭირო იყო დაღესტნიდან მომავალი გზების და ბილიკების გამაგრება, აგრეთვე ქართული სანაპირო ციხეების ჯარის სისტემატიური დგომა და თავდასხმის შემთხვევაში მათი მოგერიება. ლეკებს ჰქონდათ სპეციალური ტაქტიკა შემუშავებული, ისინი დიდი ჯარით იშვიათად შემოდიოდნენ. ისინი მცირე ბრბოებით თავს ესხმოდნენ მშვიდობიან სოფლებს, იტაცებდნენ ხალხს, მათ გათავისუფლებისთვის კი დიდ გადასახადებს ითხოვდნენ. იმ შემთხვევაში თუ მოტაცებულებს ვერ გამოისყიდნენ, მაშინ ლეკები ქართველებს ოსმალეთის მონათა ბაზრობებზე ჰყიდნენ.


1754-1755 წლებში დაღესტნელმა მომთაბარეებმა რამდენიმე მსხვილი ლაშქრობაც მოაწყვეს. ამ ლაშქრობის ორგანიზატორი ხუნძახის მფლობელი ნურსალ-ბეგი იყო. 1754 წელს ხანძახის ბატონი დიდი ჯარით შემოიჭრა კახეთში. ძარცვა-რბევით მან ახმეტა გაიარა და არაგვის ხეობაში გადავიდა. ააოხრა ერისთავის მამული და მჭადიჯვრის ციხეს მიადგა. ციხის აღება ნურსალ-ბეგს გაუჭირდა. ამასობაში ქართლ-კახეთის ჯარები მოვიდნენ ციხესთან, მეფეები დაქირავებულ რაზმსაც ელოდნენ იმიერკავკასიიდან, მაგრამ დრო არ ითმენდა გადაწყდა დაუყოვნებლივ შებმა მტერთან. ჯარს მეფე ერეკლე სარდლობდა, გაბედული მოქმედებების შემდეგ მტერი უკუიქცა. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს არაერთმა თავადიშვილმა და გლეხმა. დამარცხებულმა მტერმა თავს გაქცევით უშველა. ამ გამარჯვების მიუხედავად ლეკების შემოსევები მაინც არ ცხრებოდა. მეფე ერეკლემ მიიღო გადაწყეტილება შეექმნა 1000 კაციანი მუდმივი ჯარი, რომელსაც ლეკების თარეში უნდა აღეკვეთა და თუ ლეკთა დიდი ძალა შემოიჭრებოდა ქვეყანაში, მაშინ ძირითად ძალას გამოიყენებდნენ.


დამარცხებულ ხუნძახის ბატონმა ახალი ბრძოლისთვის დაიწყო მზადება. მან ამჯერად ქართლ-კახეთზე სალაშქროდ მოუწოდა: დაღესტნელებს, კაკ-ენისელის ხანს, ჭარ-ბელაქანის ხანს და მაჰმადიანური სახელმწიფოების ხანებს. ბევრი გაჰყვა ხუნძახის ბატონს დიდი ნადავლის ხელში გდების იმედით. ნურსულ-ბეგს 20 000-ზე მეტი მეომარი შეუგროვდა. ამ ჯარით ისინი საინგილოს მხრიდან შემოვიდნენ და ყვარლის ციხეს ალყა შემოარტყეს. აქ თავშეფარებულები იყვნენ კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ერეკლემ მტრის დასამარცხებლად გონივრული გეგმა შეიმუშავა. ლეკებმა ყვარლის ციხის აღება ბრძოლით ვერ შესძლეს, ამიტომ მათ ძალიან მჭიდრო ალყა შემოარტყეს ციხეს. ციხეში მყოფებს სურსათი და ტყვია წამალი ელეოდათ, საჭირო იყო მათთვის სურსათის და მეშველი ჯარის დახმარება. ერეკლემ მოხალისეებს მოუწოდა და აღუთქვა თუ ციხეში შევიდოდნენ სათანადო წყალობას მიიღებდნენ. თავადებს და აზნაურებს შესაფერის თანამდებობებს და მამულებს, ხოლო გლეხებს ყმობისაგან გათავისუფლებას, ორ საკომლო მამულს და ფულად ჯილდოს მიიღებდა. მეფის მოწოდებაზე 200-ზე მეტი კაცი გამოვიდა. მათ შორის 9 თავადიშვილი, 2 აზნაური, ერთი ხუცესი, დანარჩენი კი ყველა გლეხი, ამათგან 103 ქიზიყელი. მეომრები ღამით ჩუმად მივიდნენ ციხესთან თავს დაესხნენ მოალყეებს და ხმლით გაიკაფეს გზა, ციხეში თოფის წამლის და სურსათის დიდი მარაგი შევიდა. ამ ამბის შემდეგ ნურსულ-ბეგის ჯარში მერყეობა დაიწყო ამასობაში ერეკლემ ქიზიყელთა ცხენოსანი ჯარი ჭარის დასარბევად გაგზავნა. ციხის ალყაში მდგომი ჭარელები შეშფოთდნენ და თავიანთი უპატრონოდ დარჩენილი სახლების დასაცავად წასვლა დააპირეს. ამ ნიადაგზე ჭარელებსა და ნურსულ-ბეგს შორის მტრობა ჩამოვარდა, ბოლოს კი ისინი ერთმანეთს შეებრძოლნენ. ჭარელებმა მიატოვეს ციხის ალყა და უკან გაბრუნდნენ, მათ მიჰყვა კაკ-ენისელის სულთანი, ასევე ნუხის ხანიც თავის ქვეყანაში დაბრუნდა. ასე თანდათან მოალყეთა რიგები მოიშალა. ნურსულ-ბეგი იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.


ერეკლეს და თეიმურაზის თათბირზე გადაწყდა, რომ რუსეთში ელჩად თვით თეიმურზ II გაემგზავრებოდა. რომელიც რუსეთის საიმპერატორო კარს დახმარებას სთხოვდა და გაბედულ გეგმებსაც შესთავაზებდა. საქართველოს ჯარის რეორგანიზაციისთვის და ახალის დასაქირავებლად მას რუსეთისგან ფული უნდა მიეღო სესხად. ამ ფულით ლეკიანობას აღკვეთავდნენ, შექმნილი ჯარით კი ირანში შევიდოდნენ მოაწყობდნენ ყრილობას და რუსეთისთვის სასურველ პიროვნებას ირანის შაჰად აირჩევდნენ. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში ქვეყანა დაისვენებდა იმიერკავკასიელი მთიელების შემოსევებისაგან. 1760 წელს მეფე თეიმურაზ II მრავალრიცხოვანი ამალით რუსეთში გაემგზავრა, რუსეთის საიმპერატორო კარი ვერც ამჯერად შეხვდა სათანადო ინტერესით ქართველთა წინადადებებს. პეტერბურგში უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ თაემურაზი წამოვიდა, 1762 წლის 8 იანვარს მეფე თეიმურაზ II გზაში გარადაიცვალა, ქართველებმა ის წამოასვენეს და დაკრძალეს ასტრახანის მიძინების ტაძარში. მეფე ვახტანგ VI-ის საფლავის გვერდი.


ამასობაში კი ერეკლე II-მ კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი უპირატესობა მეზობელ სახანოებზე. ერეკლემ ტყვედ იგდო მისი ძველი მეტოქე და ირანის შაჰობის პრეტენდენტი აზატ-ხანი. თეიმურაზის გარდაცვალებისთანავე ერეკლემ თავი ქართლ-კახეთის მეფედ გამოაცხადა. ირანის იმდროინდელ მბრძანებელს ქერიმ-ხანს მან თავის ძვირფასი ტყვე, ირანის ტახტზე ქერიმ-ხანის მეტოქე, აზატ-ხანი, მხრებშეკრული გაუგზავნა და ამით დიდი პოლიტიკური სარგებელი ნახა. მადლიერმა ხანმა სცნო ქართლ-კახეთის გაერთიანება. აღიარა ერეკლეს უფლება განჯა-ერევნის სახანოებზე და ამით დაადასტურა საქართველოს უფლება აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში.


ქართლ-კახეთის გაერთიანება და ერეკლეს ხელისუფლების ასეთი გაძლიერება არ მოსწონდათ ქართლის რეაქციულ თავადებს. ისინი ხვდებოდნენ, რომ ერეკლეს ასეთი გაძლიერებით მათი რეაქციული პოლიტიკა სრულ აღკვეთას გამოიწვევდა. ერეკლეს მოქმედებებით აშკარა ხდებოდა, რომ ის ვერ მოითმენდა მის სამეფოში ნახევრად დამოუკიდებელ და მეფესთან დაპირისპირებულ თავადების არსებობას. რეაქციული თავადები იმედებს საგარეო მტრებზე ამყარებდნენ, მაგრამ ერეკლემ თავისი მოქმედებებით თავადებს ეს იმედებიც გადაუწურა. ამის შემდეგ მათ შეთქმულების მოწყობა განიზრახეს. მათ ტახტზე ვახტანგ VI-ის უკანონო შვილის პაატა ბატონიშვილის დასმა განიზრახეს. შეთქმულებაში თავადთა დიდი ნაწილი იღებდა მონაწილეობას შეთქმულები 1765 წლის ბოლოს სამშვილდელმა გლეხმა დათუნა ფეიქარმა გასცა. შეთქმულები მკაცრად დაისაჯნენ. თავადთა დიდი ნაწილი მათ შორის პაატა ბატონიშვილიც სიკვდილით დასაჯეს.


1768 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი, ამ დროს რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა კავკასიის ქრისტიანი ხალხის მხარდაჭერას. იმერეთის მეფე სოლომონ I-მა თავისი ელჩის პირით რუსეთს სთხოვა დახმარება რუსეთის საიმპერატორო კარი დაინტერესებული იყო იმერეთის ომში ჩაბმით, ქართველების აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ რუსეთს ჯარი გამოეგზავნა, რუსეთი დათანხმდა ამ მოთხოვნას. სოლომონი და ერეკლე ერთმანეთს შეხვდნენ და ერთობლივ მოქმედების გეგმაზე შეთანხმდნენ. რუსეთს არ აინტერესებდა არც ქართლ-კახეთის და არც იმერეთის ბედი, მისთვის მთავარი იყო, თურქეთი კავკასიაში შეევიწროებინა და თურქების მთავარი ყურადღება ჩრდილო შავიზღვისპირეთში გადაეტანა. იმპერატორმა ეკატერინე II-მ კავკასიაში გამოგზავნილი ჯარის სარდლად გენერალი ტოტლებენი დანიშნა.


1770 წლის ზაფხულში გენერალი ტოტლებენი 1200 კაციანი კორპუსით და მცირე არტილერიით, ერეკლე II – 7000 კაცითა და 3 ქვემეხით ბორჯომის ხეობიდან ახალციხისკენ გაემართა. გენერალი ტოტლებენი დარწმუნებული არ იყო ერეკლეს გაბედული გეგმის შესრულებაში. ამიტომ აწყურის იერეშის წარუმატებლობის შემდეგ, მან მოულოდნელად გადაწყვეტილება მიიღო და უკან გამობრუნდა. მან ერეკლე მარტო დატოვა თურქთა პირისპირ. ამის მიუხედავად ერეკლემ წინსვლა გადაწყვიტა. ქართველთა ჯარს გზა გადაუღობეს ახალციხიდან და ხერთვისიდან წამოსულმა მეციხოვნეებმა, ერეკლემ ისინი დაამარცხა და ასპინძას მიადგა. აქ კი ოსმალთა და ლეკთა ძირითადი ძალები გადმოდიოდნენ მდინარე მტკვარზე, ერეკლემ უკან დაიხია და მტერს მდინარე მტკვარზე გადმოსვლის საშუალება მისცა. ღამით მისი ბრძანებით აღაბა ერისთავმა, სვიმონ მუხრანბატონმა და ხუდია ბორჩალოელმა მალულად აჰყარეს ხიდი მტკვარზე. ამით თურქები მოწყდნენ თავიანთ რეზერვებს და უკან დასახევი გზაც გადაეჭრათ.


20 აპრილს ქართველები ერეკლეს სარდლობით მტრის პირისპირ საბრძოლო წყობით განლაგდნენ. ბრძოლა ქართველთა იერიშით დაიწყო. მტერმა ვერ გაუძლო ქართველთა შეტევას და უკან დახევა დაიწყეს. ერეკლე გმირობის მაგალითს იძლეოდა, გადმოცემით ერეკლეს პირადად მოუკლავს ლეკთა ბელადი მალაჩალა. ბრძოლაში მოკლეს თურქ-ოსმალთა ყველა გენერალი და კორპუსის მთავარსარდალი. პანიკით მოცული თურქები მტკვრის ხიდისკენ დაიწყეს უკანდახევა, მაგრამ რადგანაც ხიდი აყრილი იყო ბევრი მათგანი ადიდებულ მტკვარში ჩაიხჩო. გაქცეულებიდან ახალციხეს მხოლოდ 13 კაცმა მიაღწია. ქართველებმა ტყვედ იგდეს რამდენიმე ათეული ტყვე, მრავალი დროშა, ცხენი და დიდძალი იარაღი.


ამ ბრწყინვალე გამარჯვებით ერეკლემ სათანადოდ ვერ ისარგებლა, რადგან ტოტლებენის გაუგონარი მოქმედების გამო იძულებული შეიქმნა სასწრაფოდ თბილისში დაბრუნებულიყო. გენერალი ერეკლეს წინააღმდეგ ქართლის თავადებს ამხედრებდა და ინტრიგების ქსელს ხლართავდა. იგი ციხეების დაკავებას და ხალხის რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცებას შეუდგა. ერეკლემ გენერალი აიძულა ამ განზრახვაზე ხელი აეღო და ქართლს გასცლოდა. ტოტლებენი იმერეთში გადავიდა.


რუსეთის ჯარის საქართველოში ყოფნამ არავითარი სარგებელი არ გამოიღო. ქართველები დარწმუნდნენ რეგულარული ჯარის არსებობის აუცილებლობაში, დარწმუნდნენ თუ რა დიდი უპირატესობა ჰქონდა მას. ერეკლეს რეგულარი ჯარის შექმნის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ მან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. 1774 წელს დაწესდა მორიგე ჯარი. ქართლ-კახეთის ყველა მამაკაცი არ ჰქონდა მნიშვნელობა ის იყო ბატონი, აზნაური თუ გლეხი, წელიწადში ერთხელ უნდა წასულიყო მორიგე ჯარში. ამ ღონისძიების შემდეგ ერეკლეს ყოველწლიურად დამატებით 5000 მეომარი გაუჩნდა. მორიგე ჯარმა განსაკუთრებით კარგი შედეგები დაღესტნელი მთიელების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიღო. მორიგე ჯარის შემქმნელი ერეკლეს ვაჟი ლევანი იყო. ამიტომ ერეკლესთვის დიდი დარტყმა იყო ლევანის მოულოდნელი გარდაცვალება. ლევანის გარდაცვალების შემდეგ მორიგე ჯარი თანდათანობით დაიშალა.



დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში |




სოლომონ I




იმერეთის სამეფოს გერბი.


1703 წელს ოსმალთა სულთანის ბრძანებით დიდი ჯარი შეიჭრა დასავლეთ საქართველოში. მათი მიზანი იყო საქართველოს ამ მხარის საბოლოოდ დამორჩილება. ქართველები სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ მტერს, მაგრამ ძალები უთანაბრო იყო. ოსმალებმა თითქმის მთლიანად დაიკავეს გურია, იმერეთი და სამეგრელო. მაგრამ სულთანის კარზე მომხდარი გადატრიალების გამო ჯარმა საომარი მოქმედებები შეწყვიტა და დასავლეთ საქართველო დატოვა. დასავლეთ საქართველო ამჯერად გადაურჩა ოსმალთა დაპყრობას, მაგრამ მდგომარეობა მაინც რთული იყო. ამ ომის გამო ქვეყანა აოხრდა, რის შემდეგაც იმერეთში სამეფო ტახტის დასაკავებლად ბრძოლები დაიწყო.


ასეთ ვითარებაში 1721 წელს იმერეთის ტახტზე ავიდა ალექსანდრე V. ალექსანდრე ვახტანგ VI-ის კარზე იყო აღზრდილი და მისი მხარდაჭერით სარგებლობდა. ალექსანდრეს გამეფებისთანავე ოსმალებმა დაიკავეს შავი ზღვის მთელი აღმოსავლეთი სანაპიროები. თურქთა გარიზონები იდგა: ბათუმში, ფოთში, სოხუმში და სხვა ქალაქებშიც. ამის შედეგად დასავლეთ საქართველოს მოესპო გასასვლელი შავ ზღვაზე. ქვეყნის შიდა რაიონებიც ოსმალებს ეკავათ. ოსმალთა ჯარი იდგა: ქუთაისის, ბაღდათის და შორაპნის ციხეებშიც. ალექსანდრე მოკავშირეებს ეძებდა ოსმალებთან საომრად, ამიტომ მან რუსეთში ელჩობა გააგზავნა, მაგრამ დახმარებაზე უარი მიიღო. იმერეთში ძლიერი ხელისუფლება არ იყო ამიტომ მეფეს უკვე მთავრებიც აღარ ემორჩილებოდნენ. ასეთ ვითარებაში მეფის კუთვნილი ციხეების და მიწების დიდი ნაწილი თავადების ხელში გადავიდა. 1752 წელს ალექსანდრე გარდაიცვალა, ტახტი დაიკავა სოლომონ I-მა.


გამეფებისთანავე სოლომონმა აკრძალა ტყვის სყიდვა. ამის გამო მის წინააღმდეგ გამოვიდნენ საკუთარი ბიძები, საკუთარი ბაბუა და დედაც კი. მათ მოახერხეს სოლომონის ტახტიდან ჩამოგდება, მაგრამ ის მალევე ავიდა ტახტზე. მეფემ ირგვლივ შემოიკრიბა წვრილი თავადები და აზნაურები. სოლომონი ხვდებოდა რომ ურჩი თავადების დასჯა რთული იქნებოდა სანამ ქვეყანაში ოსმალთა ჯარი იდგა, ამავდროულად ოსმალები ყოველმხრივ უწყობდნენ ხელს ქვეყანაში ტყვის სყიდვას. სოლომონმა უპირველეს ამოცანად იმერეთიდან ოსმალთა განდევნა დაისახა.


1757 წელს სოლომონ I-ის დასამორჩილებლად იმერეთში დიდი ჯარი შემოვიდა. ოსმალთა ჯარის დიდი ნაწილი ხრესილის ველზე დაბანაკდა. ბრძოლის დაწყებამდე სოლომონმა ჩაკეტა ფოთიდან, გურიიდან და ახალციხიდან მომავალი გზები, რათა ოსმალებს დახმარება არ მიეღოთ. 1757 წლის 14 დეკემბერს ქართველები შეტევაზე გადავიდნენ. ოსმალთა რიგებში სოლომონის ბაბუა ლევან აბაშიძე და რაჭის ერისთავი როსტომ რაჭის ერისთავი იმყოფებოდა. ოსმალებმა ბრძოლის დასაწყისში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ ქართველებმა მაინც გაიმარჯვეს და ოსმალები სასტიკად დამარცხდნენ.


1758 წელს ქართლის მეფე თეიმურაზ II-მ, კახეთის მეფემ ერეკლე II-მ და იმერეთის მეფემ სოლომონ I-მა ხელშეკრულება დადეს ურთიერთდახმარების შესახებ.


1759 წელს სოლომონმა საგანგებო საეკლესიო კრება მოაწყო. კრების გადაწყვეტილებით ტყვის სყიდვაში მონაწილე ყველა პირი სასტიკად უნდა დასჯილიყო. ეკლესიამ მხარი დაუჭირა მეფის უმკაცრეს ღონისძიებებს. სოლომონის მოღვაწეობა, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის გაძლიერებისაკენ ოსმალთა სულთანს დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ოსმალებმა ილაშქრეს იმერეთში და ქუთაისში მეფედ სოლომონის ბიძაშვილი თეიმურაზი დასვეს. სოლომონმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართა მაგრამ უშედეგოდ. როგორც კი ოსმალებმა იმერეთი დატოვეს, სოლომონმა ტახტი დაიბრუნა, თეიმურაზი გაიქცა. სოლომონის უკომპრომისო ბრძოლის შედეგად 1767 წლის ხელშეკრულებით, ოსმალეთი იმერეთს ცნობდა არა ვასალურ, არამედ მფარველობაში მყოფ სამეფოდ.


1768 წელს სოლომონ I-მა საბოლოოდ დაამარცხა თეიმურზი და ციხეში გამოკეტა. მეფემ როსტომ რაჭის ერისთავიც დაამარცხა და სასტიკად დასაჯა, მისი საერისთავო კი გააუქმა. 1768 წელს სოლომონმა თავისი ელჩი მაქსიმ ქუთათელი გააგზავნა რუსეთში. მაქსიმის რუსეთში ჩასვლისას მიმდინარეობდა რუსეთ-თურქეთის ომი. რუსეთი დაინტერესებული იყო კავკასიაში ოსმალეთთან ომით, რის გამოც კავკასიაში გენერელ ტოტლებენის მცირერიცხოვანი ჯარი გამოიგზავნა. 1769 წელს ტოტლებენი უკვე იმერეთში იყო. ქართვლების და რუსების ჯარმა შორაპნის ციხე აიღეს. ამ დროს სოლომონს მოუვიდა ცნობა იმერეთში ოსმალთა შემოჭრის შესახებ, სოლომონმა ბრძოლისთვის მზადება დაიწყო. ტოტლებენი კი ქართლში დაბრუნდა. რუსები იმერეთში ხელახლა ასპინძის ბრძოლის შემდეგ გადავიდნენ, ტოტლებენი იმერეთში თავისი მოსაზრებით მოქმედებდა და სოლომონის რჩევებს არ ითვალისწინებდა. მალე ტოტლებენი რუსეთში გაიწვიეს. ახალმა სარდალმა არ გაითვალისწინა გაფრთხილება და ზაფხულში ფოთისთვის ბრძოლა დაიწყო. ჯარი კოლხეთის ჭაობში ვერ იბრძოდა, ამიტომ უამრავი ჯარისკაცი ციებ-ცხელებით დაავადდა. 1772 წელს რუსეთის ჯარმა დატოვა იმერეთი და სრულიად საქართველო. 1774 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო ქუჯუკ-კაინარჯის ზავი, ზავის თანახმად რუსეთი ცნობდა დასავლეთ საქართველოზე თურქების გავლენას იმ შემთხვევაში თუ ის დასავლეთ საქართველოდან ხარკის აღებას შეწყვეტდა.


1778 წელს სოლომონს აუჯანყდა თავისი შვილი ალექსანდრე. მეფემ აჯანყება ჩაახშო. ამ მოვლენიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ალექსანდრე გარდაიცვალა.


1780 წელს ოსმალები აფხაზეთის მხრიდან ოდიშში შემოიჭრნენ. დადიანს სოლომონიც მიეხმარა და რუხის ციხესთან ოსმალები დამარცხდნენ. ამის შემდეგ ოსმალები უკვე აჭარა გურიის მხრიდან შემოიჭრნენ. მეფემ საპასუხო ღონისძიების გატარება განიზრახა და შეტევისთვის მზადება დაიწყო. ქართველებმა დაიკავეს ქობულეთის მხარე და ბათუმს მიადგნენ. მაგრამ უკან დაბრუნებისას ჩასაფრებულ მტერს წააწყდნენ. ქართველთა თავდადებამ იხსნა მეფე ტყვეობისაგან. 1784 წელს სოლომონ I გარდაიცვალა, ის გელათში დაკრძალეს.


სიკვდილამდე ერთი წლით ადრე მეფემ თავის მემკვიდრედ ძმისშვილი დავით არჩილის ძე დაასახელა. დავითი ამავე დროს ერეკლეს შვილიშვილიც იყო. სოლომონის გარდაცვალებისას დავითი 12 წლის იყო და ბაბუსათან იზრდებოდა. ამით ისარგებლა სოლომონის ბიძაშვილმა დავით გიორგის ძემ და დასავლეთ საქართველოს ტახტზე ავიდა.



ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში |




ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II.




რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II.




გარსევან ჭავჭავაძე




კრწანისის ბრძოლა 1795 წელი.




აღა-მაჰმად-ხანი




ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII.


XVIII საუკუნის 80-იან წლებში რუსეთმა მიიერთა ყირიმის სახანო, რუსეთის ძალების დიდი ნაწილი შავი ზღვის აუზის ტერიტორიებზე იდგა, აშკარად გამოიკვეთა რუსეთის ინტერესები კავკასიაშიც. კავკასიის დაუფლებისთვის მებრძოლ ირანს და ოსმალეთს რუსეთიც დაემატა. ამ სამ სახელმწიფოს შორის რუსეთი ყველაზე ძლიერი იყო. ცხადი ხდებოდა რომ ვერც ოსმალეთი და ვერც ირანი რუსეთს წინააღმდეგობებს ვერ გაუწევდა. ერეკლე II ამ ყველაფერს ხვდებოდა და ცდილობდა, რუსეთის სამხრეთისკენ სწრაფვა მისთვის სასარგებლოდ გამოეყენებინა. შექმნილ ვითარებაში აშკარა პრორუსული პოლიტიკის გატარება გარკვეულ საშიშროებასთან იყო დაკავშირებული, მართალია ამ პერიოდისათვის ოსმალეთიც და ირანიც საგრძნობლად დასუსტებულები იყვნენ, მაგრამ მათ იმდენი ძალა მაინც ჰქონდათ რომ საქართველოსთვის სერიოზული დარტყმა მიეყენებიათ. მით უმეტეს რომ საქართველო ამ დროს უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მთელი საქართველოს მოსახლეობა 700-800 ათას არ აღემატებოდა. ერი ფიზიკური განადგურების საფრთხის წინ იდგა. ასეთ ვითარებაში ძლიერი მფარველის ძიება სრულიად ბუნებრივი იყო. ირანის და ოსმალეთის მფარველობაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. შექმნილ ვითარებაში ევროპას საქართველოს დახმარების სურვილი არ ჰქონდა, რჩებოდა ერთადერთი ქვეყანა რუსეთი.


შექმნილ ვითარებაში რუსეთის ინტერესებში შედიოდა კავკასიონის ქედის გადმოლახვა. ორმხრივი დაინტერესება აშკარა იყო, მაგრამ რუსეთს სურდა მოლაპარაკებები ისე წაეყვანა თითქოს ამ ყველაფრის ინიციატორი ერეკლე იყო. რუსი პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ერეკლეს რუსეთისთვის მიემართა ოფიციალური თხოვნით მფარველობაში მიღების შესახებ. მცირე ხნის ყოყმანის შემდეგ ერეკლე დათანხმდა და 1782 წლის 21 დეკემბერს ოფიციალურად მიმართა ეკატერინე II-ს იმპერიის მფარველობაში ქართლ-კახეთის მიღების შესახებ. ეს ფაქტი რუსეთის მთავარსარდლისთვის ძალიან მნიშვნელოვან იყო. რუსეთის სარდლობის ბრძანებით ფათჰ ალი ხაბმა მოშალა ლაშქრობა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ, ხოლო ერეკლეს მეტოქე ქართლის ტახტზე ალექსანდრე ბაქარის ძე დააპატიმრეს. ერეკლე II-მ იმპერატორს გაუგზავნა სპეციალური სათხოვარი პუნქტები, რომელშიც ჩამოთვლილი იყო პირობები, რომლის შემდეგ ქართლ-კახეთი რუსეთის მფარველობაში შევიდოდა. რუსეთის მთავრობამ დაიწყო ხელშეკრულების ტექსტის მომზადება. იმპერატორ ეკატერინე II-ის მოთხოვნით, ქართლ-კახეთის ტრაქტატში გაფორმდა არა ქვეშევრდომის არამედ სრულიად რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესული ქვეყანა.


1783 წლის ბოლოს ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა დასრულდა და კავკასიის ხაზის სარდალს გენერალ-პორუჩიკ პავლე პოტიომკინს უფლებამოსილება მიეცა საქართველოს წარმომადგენელთან ხელშეკრულება გაეფორმებინა. ხელშეკრულების პროექტი ერეკლეს გაეგზავნა. სამეფო საბჭოზე მისი დეტალურად განხილვის შემდეგ გადაწყდა მისი მიღება. 1783 წლის 24 ივლისს ციხესიმაგრე გეორგიევსკში ერეკლე II-ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელებმა იოანე მუხრანბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ ხელი მოაწერეს რუსეთთან მეგობრობის პირობებს. რუსეთის მხრიდან ტრაქტატს ხელს აწერდა გენერალი პავლე პოტიომკინი. 1784 წლის 24 იანვარს, მას შემდეგ რაც პეტერბურგიდან მიიღეს ეკატერინე II-ის სარატიფიკაციო სიგელი, ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ერეკლე II-მ. ტრაქტატი ძალაში შვიდა. ტრაქტატი ითვალისწინებდა ორმხრივ ვალდებულებებს.







ვიკიციტატა


  • ქართლ-კახეთის მეფე საქვეყნოდ საუკუნოდ უარყოფდა თავის დამოკიდებლობას სხვა რომელიმე ქვეყნისადმი და მხოლოდ რუსეთის მეფის უზენაესობას და მფარველობას აღიარებდა.

  • საქართველოს სამეფო ტახტზე ასული მეფე რუსეთს უნდა დაემტკიცებინა, მასვე უნდა გამოეგზავნა სამეფო ნიშნებიც.


  • საგარეო პოლიტიკა ამიერიდან ქართლ-კახეთს მხოლოდ რუსეთთან შეთანხმებით უნდა ეწარმოებინა, საჭიროების შემთხვევაში ქართლ-კახეთი მთელი თავისი ძალით რუსეთის მხარეს უნდა გამოსულიყო.




თავის მხრივ რუსეთის იმპერატორი ქართლ-კახეთს ჰპირდებოდა მფარველობას და საგარეო მტრისგან დაცვას. რუსეთის იმპერატორი იმედოვნებდა, რომ საქართველოს ისტორიული საზღვრები აღდგებოდა. რუსეთი ქართლ-კახეთის შიდა საქმეებში არ უნდა ჩარეულიყო. რუსეთის იმპერატორი პირობას იძლეოდა, რომ ქვეყნის ტახტი ერეკლეს შთამომავლებს დარჩებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში უნდა ჩამდგარიყო რუსეთის 2 ბატალიონი, საჭიროების შემთხვევაში კი დამატებითი ძალებიც გამოიგზავნებოდა.


გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთი რუსეთზე დამოკიდებული ხდებოდა, მაგრამ სუვერენულ ქვეყნად მაინც რჩებოდა. ამ ტრაქტატს ორეივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ერეკლე II იმედოვნებდა რომ, ამის შემდეგ ქვეყანა დაცული იქნებოდა ირანისა და ოსმალეთისგან. რუსეთმა უომრად გადმოლახა კავკასიონის ქედი და ამ რეგიონში უაღრესად ხელსაყრელი პირობებში აღმოჩნდა.


ტრაქტატით გათვალისწინებული რუსეთის ორი ბატალიონი უკვე 1783 წელს ნოემბეში შემოვიდა, ხოლო 1784 წელის იანვარში ერეკლემ საზეიმოდ მიიღო იმპერატორის ერთგულების ფიცი. ამ ამბავმა ამიერკავკასიის მაჰმადიან სახანოებს შიშის ზარი დასცა. თავდაპირველად საქართველოს მეზობელი სახანოები ნახევრად მორჩილების გამოცხადებითა და ერთგულების აღთქმით ცდილობდნენ რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვებას. შეშინდნენ დაღესტნელი მთიელებიც. მაგრამ ყველაფერი გადაწყვიტა ოსმალეთის მტკიცე პოზიციამ.


რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა ანალოგიური ტრაქტატი იმერეთთანაც დაედო, ამაზე სულთანმა რუსეთს აგრძნობინა, რომ ამას უომრად არ დაუშვებდა. რუსეთი იძულებული გახდა იმერეთთან ტრაქტატის დადებაზე უარი ეთქვა. ოსმალეთი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. მისი მოწოდებით ”სარწმუნოების დაცვის ლოზუნგით” ქართლ-კახეთის წინააღმდეგ აღდგნენ ამიერკავკასიის ხანები და დაღესტნელი მთიელები. ერეკლეს განუდგნენ და ხარკი შეუწყვიტეს ერევნის და განჯის ხანებმა. ერეკლეს უკვე აღარ ემორჩილებოდნენ ყაზახ-შამშადილუს თათრები. ლეკებმა გაახშირეს თავდასხმები კახეთის სოფლებზე. რუსეთის ორი ბატალიონი და ერეკლე II-ის ძალები საკმარისი არ იყო მაჰმადიანთა მოსაგერიებლად. ერეკლე რუსეთისგან დამატებითი ჯარების გამოგზავნას ითხოვდა, რუსები ჯარის გამოგზავნაზე თავს იკავებდნენ. რუსეთს არ მიაჩნდა მიზანშეწონილად ქართლ-კახეთის გაძლიერება და მეზობლებზე გაბატონება. ამავე პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიამ რუსეთს საღვთო ომი გამოუცხადა. ამ ყველაფრის მეთაური იყო შეიხ მანსური. ამ მოძრაობამ მოიცვა ჩეჩნეთი და გავრცელდა ჩერქეზეთში და დაღესტანში. შეიხ მანსურთან ურთიერთობები დაამყარა ავარიის დაღესტნელმა ხანმა ომარმა, რომელმაც დიდი ჯარი გამოგზავნა ქართლ-კახეთში სალაშქროდ. 1785 წელს კახეთის საზღვრებს მოადგა ომარ-ხანის 20 000-იანი ლაშქარი. ერეკლემ ქართლიდან ჯარი ვერ გამოიყვანა, რადგან ახალციხის მხრიდან ოსმალთა შემოსევას ელოდა. მოსავლის აღების დრო იყო და კახეთიდანაც სათანადო ჯარი ვერ შეიკრიბა. კახეთის მცირერიცხოვანი ჯარით და რუსეთის ორი ბატალიონით მტრების შეჩერება შეუძლებელი იყო. ერეკლემ მოსახლეობა ციხეებში გახიზნა თვითონ კი ჯარით თელავში დადგა. ომარ-ხანმა ალაზანი გადმოლახა და ბორჩალოსკენ გაემართა. ერკლე ფეხდაფეხ დაედევნა მტერს, მაგრამ ცუდი გზების გამო არტილერიის სწრაფი გადაადგილება შეუძლებელი იყო. ომარ-ხანმა ახტალა გაძარცვა. აქედან 800-ზე მეტი ტყვე და დიდძალი ვერცხლის ფული წაიღო. ამის შემდეგ ახტალას მუშაობა ფაქტობრივად გაჩერდა, რამაც ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული ზარალი მოუტანა. რუსებმა მხოლოდ ის მოახერხეს რომ 1000 ჩერვონეცი გაუგზავნეს ავარიელ ხანს და ქვეყნის აოხრებაზე ხელის აღება სთხოვეს. ერეკლე იძულებული გახდა მშვიდობა დიდ გამოსასყიდად მოეპოვებინა. მას საქართველოს დარბევის შესაწყვეტად 5000 მანეთის გადახდა მოუწია.


ერეკლე II მიხვდა რომ რუსეთის იმედად ყოფნა არ შეიძლებოდა. ერეკლე შეეცადა რუსეთის გარდა სხვა მოკავშირეც მოეძებნა. ქართლ-კახეთის მეფემ ელჩი გაგზავნა ეგვიპტეში, სადაც ძალაუფლება იმ დროს ქართველი მამლუქი ბეგების ხელში იყო. მამლუქებმა სიხარულით მიიღეს ერეკლეს ელჩი, მაგრამ რეალური დახმარება ვერ გასწიეს. ამ დროს ერეკლემ სამშვიდობო ხელშეკრულება დადო ახალციხის ფაშასთან. ქართლ-კახეთის მეფის წარმომადგენლები დიდი პატივით მიიღო ირანის შაჰობის კანდიდატმა აღა-მაჰმად-ხანმა, თუმცა რაც უფრო ძლიერდებოდა ის მით უფრო აგრესიულ ქმედებებზე გადადიოდა ქართლ-კახეთის მიმართ. 1786 წელს გაიმართა თათბირი, რომელზეც უნდა გადასინჯულიყო საგარეო კურსი, მაგრამ ეს არ მოხდა. პრორუსული ორიენტაციის შეცვლა მკვეთრად გაართულებდა ურთიერთობებს რუსეთთან. უკვე ერეკლეს არც ოსმალეთი და არც ირანი ენდობოდა.


1787 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი. იმავე წელს რუსეთმა ჯარი გაიყვანა ქართლ-კახეთიდან. რუსეთმა ჯარის გაყვანა იმით ახსნა, რომ თითქოს ეს საშუალებას მისცემდა ქართლ-კახეთს მოეგვარებინა ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან.


1789 წელს დავით არჩილის ძესა და დავით გიორგის ძეს შორის მიმდინარე ბრძოლისაგან დაღლილი იმერელი თავდაზნაურობა ქართლ-კახეთში ჩამოვიდნენ და ერეკლეს იმერეთის შეერთება შესთავაზეს. მეფემ დარბაზი მოიწვია ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების განსახილველად. დარბაზის უმრავლესობა იმერეთის შეერთების მომხრე იყო. ორდღიანი განხილვის შემდეგ ერეკლემ განაცხადა რომ, ის ვერ შემოიერთებდა იმერეთს და ვერ წაართმევდა ტახტს მის შვილიშვილს. ამ დროს იმერეთი ოსმალეთის გავლენის სფერო იყო და მისი შემოერთებით გამწვავდებოდა ურთიერთობები ოსმალეთთან. 1789 წელს იმერეთში გამეფდა დავით არჩილის ძე, რომელმაც თავისი ბაბუის პატივსაცემად სოლომონ II იწოდა.


1790 წელს ერეკლე II-ის მდივნის სოლომონ ლიონიძის ძალისხმაევით დაიდო ”ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართა”. ამ ხელშეკრულებით იმერეთის მეფე სოლომონ II, სამეგრელოს მთავარი გრიგოლ დადიანი, გურიის მთავარი სვიმონ გურიელი აღიარებდნენ ერეკლე II-ის უპირატესობას და მასვე ანდობდნენ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, თუმცა არ უერთდებოდნენ 1883 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს.


ქართლ-კახეთის რეაქციულ თავადებს თანაუგრძნობდა ერეკლეს მეუღლე დარეჯან დედოფალი. დარეჯანი მხოლოდ თავისი და შვილების კეთილდღეობაზე ზრუნავდა. მას ძალიან აწუხებფდა ის ფაქტი რომ ტახტის მემკვიდრე იყო გიორგი, რომელიც ერეკლეს სხვა ცოლისგან ჰყავდა. დარეჯანი შიშობდა, რომ გიორგის გამეფების შემთხვევაში, მისი მრავალრიცხოვანი შვილები დაიჩაგრებოდნენ. 1791-1792 წლებში დარეჯანმა და მისმა შვილებმა ერეკლეს მიაღებინეს კანონი ტახტის მემკვიდრეების და საუფლისწულოების შესახებ. მემკვიდრეობის კანონის მიღების შემდეგ ტახტი უნდა გადასულიყო არა მამიდან შვილზე, არამედ გვარში უფროსზე. საუფლისწულეოების კანონის მიღების შემდეგ თითოეულ ბატონიშვილს მიეცა 1003 კომლი ყმა, ხოლო მემკვიდრე გიორგის 4000. ამის შემდეგ უფლისწულები დასხდნენ საკუთარ მამულებში და მეფე მამას საერთოდ აღარ ემორჩილებოდნენ. ბატონიშვილები, რეაქციულ თავადებზე უფრო რეაქციულად მოქმედებდნენ.


ქართლ-კახეთს კი რეალუერი საფრთხე ემუქრებოდა აღა-მაჰმად ხანის მხრიდან. აღა-მაჰმად ხანი უკვე ერეკლესგან რუსეთთან ურთიერთობის სრულ გაწყვეტას მოითხოვდა. ის რომ აღა-მაჰმად-ხანი ქართლის წინააღმდეგ გამოილაშქრებდა ცხადი იყო. ერეკლე დახმარებას რუსეთს სთხოვდა. რუსეთი მას აიმედებდა, მაგრამ ჯარს არ აგზავნიდა. რუსეთი რომ ქართლ-კახეთს არ დაეხმარებოდა ეს აღა-მაჰმად ხანმაც იცოდა. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი თბილისისკენ დაიძრა. 10 სექტემბერს ირანელები სოღანლუღასთან ბრძოლაში დამარცხდნენ. აღა-მაჰმად-ხანი გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ მას მოღალატეებმა შეატყობინეს რომ ერეკლეს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა. 11 სექტემბერს კრწანისის ველზე 5000-მა ქართველმა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართა 35 000 ირანელს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ბრძოლა იყო ქართული ერის ისტორიაში. რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი გაიტანა, ქართველები დამარცხდნენ. 75 წლის ერეკლე ბრძოლის ველიდან ძალით გაიყვანეს შვილიშვილებმა. ქართლ-კახეთის ბედი გადაწყდა, დამარცხებულ ერეკლეს რუსეთთან ურთიერთობაზე უარის თქმა არაფრით არ შეეძლო.


ირანის შაჰმა თბილისი აიღო და საშინლად გადაწვა. 1796 წელს რუსებმა ვითომდა აღა-მაჰმად-ხანის დასასჯელად ირანში ლაშქრობა მოაწყვეს. ამ შემთხვევაში რუსეთს სურდა განემტკიცებინა პოზიციები კავკასიაში. ეკატერინე II-ის გარდაცვალების გამო ლაშქრობა შეწყდა და ჯარი უკან დაბრუნდა. კრწანისის ბრძოლაში განცდილმა მარცხმა მძიმე გავლენა მოახდინა ერეკლეზე. აღა-მაჰმად-ხანის წასვლის შემდგომ მეფე თბილისში აღარ დაბრუნებულა. იგი თელავში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1798 წლის 11 იანვარს. ერეკლე II სვეტიცხოველში დაკრძალეს.




რუსეთის იმპერიის ტერიტორიული გაფართოება 1762-1801 წლებში.


ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა გიორგი XII-მ. გიორგი გამეფებისას უკვე ავადმყოფი იყო. გიორგის მამის სიცოცხლეშივე რთული ურთიერთობები ჰქონდა მის ნახევარძმებთან. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ეს დამოკიდებულები კიდევ უფრო დაიძაბა. ბატონიშვილები საუფლისწულოებში ჩაიკეტნენ და მეფეს აღარ ემორჩილებოდნენ. გიორგი XII-მ სცადა მათი დამორჩილება მაგრამ ვერ მოახერხა. ქართველი თავადები და აზნაურები ორ ჯგუფად დაიყვნენ, ერთნი მხარს უჭერდნენ გიორგი XII-ს ვაჟს დავითს, ხოლო მეორენი ერეკლე II-ის ძეს იულონს.


1799 წელს ქართლ-კახეთში რუსეთის ერთი პოლკი შემოვიდა გენერალ ლაზარევის მეთაურობით. ამ ჯარს ჩამოჰყვა რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი გიორგი XII-ის კარზე კოვალენსკი. გიორგის მთავარი საზრუნავი იყო, რომ ტახტი გადასულიყო მის შთამომავლებზე და არა მის ნახევარძმებზე. რუსეთი ქართლ-კახეთში არსებულ ვითარებას კარგად იყენებდა. რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა დააკმაყოფილა გიორგი XII-ის თხოვნა და ტახტის მემკვიდრედ დავითი დაამტკიცა. ამ ამბავმა გიორგის ნახევარძმების აღშფოთება გამოიწვია. გიორგი XII-მ ვიწრო წრეებთან თათბირის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო, შეეცვალა ტრაქტატის ზოგიერთი პირობა. კერძოდ, რუსეთს მიეცა უფლება ჩარეულიყო ქართლ-კახეთის შიდა საქმეებში. ამის სანაცვლოდ გიორგი გარანტიას ითხოვდა რუსეთისგან, რომ სამეფო ტახტი მის შთამომავლებს დარჩებოდა. ეს გადაწყვეტილება თავად დავით გიორგის ძისთვისაც კი არ იყო ცნობილი.


გიორგი XII-ის მცდელობებს უკვე არავითარი აზრი არ ჰქონდა. რადგან რუსეთის საიმპერატორო კარს ყველაფერი გადაწყეტილი ჰქონდა. 1800 წლის 18 დეკემბერს პავლე I-მა მოაწერა ხელი მანიფესტს, რომლის ძალითაც ქართლ-კახეთის სამეფო უქმდებოდა და ის უშუალოდ რუსეთის შემადგენელი ნაწილი ხდებოდა. ათი დღის შემდეგ 1800 წლის 28 დეკემბერს გიორგი XII გარდაიცვალა. ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე სვეტიცხოველში დაკრძალეს.


გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ გენერალმა ლაზარევმა შეკრიბა თავადები და განუცხადა, რომ ქვეყნის შემდგომ ბედს რუსეთის იმპერატორი გადაწყვეტდა. მომავალი მეფის საკითხს გენერალი საერთოდ არ შეეხო. ლაზარევის გვერდით მდგარმა სოლომონ ლიონიძემ თავადებს განუცხადა: გენერალი დავით გიორგის ძეს მეფობას ულოცავსო. ამის გამო სოლომონ ლიონიძემ მკაცრი შენიშვნა მიიღო, შეკრების შემდეგ სოლომონი დააპატიმრეს. მან გაქცევა მოახერხა და თავი იმერეთს შეაფარა.


ამასობაში 1801 წლის 18 იანვარს რუსეთის იმპერატორ პავლე I-ის მანიფესტი გამოქვეყნდა. ქართლ-კახეთის დროებით გამგებლად დავით გიორგის ძე დაინიშნა. 1801 წლის მარტში შეთქმულებმა პავლე I მოკლეს. ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა კავკასიის ხაზის მმართველ გენერალ კნორინგს დაავალა გაერკვია ვითარება ქართლ-კახეთში. კნორინგი ჩამოვიდა თბილისში სამეფოს გამგებელი დავით გიორგის ძე გადააყენა და ქვეყნის მმართველად გენერალი ლაზარევი დანიშნა. კნორინგმა შეისწავლა მდგომარეობა ქართლ-კახეთში და თავისი დასკვნა გაუგზავნა იმპერატორს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობა არ შეიძლებოდა.


ალექსანდრე I-ის მანიფესტი 1801 წლის 12 სექტემერს გამოქვეყნდა. 1802 წლის 12 აპრილის კი ეს მანიფესტი სიონის ტაძარში შეკრებილ თავდ-აზნაურობას გააცნეს. რუსეთმა უბრძოლველად მოახერხა ის, რასაც ბრძოლით ირანი და ოსმალეთი ვერ ახერხებდნენ.







(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=საქართველო_XVIII_საუკუნეში&oldid=3651712“-დან













სანავიგაციო მენიუ


























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.248","walltime":"0.302","ppvisitednodes":"value":485,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":15295,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":3616,"limit":2097152,"expansiondepth":"value":7,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":55,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 35.729 1 -total"," 57.51% 20.546 1 თარგი:საქართველოს_ისტორია_საუკუნეების_მიხედვით"," 26.56% 9.489 1 თარგი:წყარო"," 26.38% 9.427 1 თარგი:ფერი"," 20.21% 7.221 1 თარგი:Tnavbar"," 14.24% 5.089 1 თარგი:Ambox"," 14.01% 5.007 1 თარგი:ციტატა"],"cachereport":"origin":"mw1270","timestamp":"20190918143921","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e1u10d0u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10dd XVIII u10e1u10d0u10e3u10d9u10e3u10dcu10d4u10e8u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_XVIII_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q12868881","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q12868881","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2009-06-23T06:10:08Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/3/3a/Sameba_16.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":163,"wgHostname":"mw1274"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單