Skip to main content

სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო სოციალ-ეკონომიკური წყობა | სამეგრელოს მთავრები | ლიტერატურა | სანავიგაციო მენიურრ

დიაოხიკოლხეთის სამეფოიბერიის სამეფოეგრისის სამეფოაბაზგიააფშილეთისანიგეთი


სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო


ოდიშის საერისთავოსსამეგრელოსდადიანთაერისთავთერისთავისამანდატურთუხუცესისვამეყ I დადიანისიმერეთის სამეფოს1557ლევან I დადიანმალევან II დადიანისოდიშ-ოსმალეთის ხელშეკრულება 1615კელასურის კედელივამეყ III დადიანმაენგურამდეგიორგი IV დადიანმამდ. ღალიძგაზესამურზაყანობეჟან I დადიანი1728ოტია დადიანმაალექსანდრე V-ისსოლომონ I-სახრესილის ბრძოლაშიკაცია II დადიანსსოლომონ II-მ მანუჩარ II დადიანი1795180418041810იმერეთის სამეფოს181318551856სამეგრელოს გლეხთა აჯანყებაზუგდიდისსენაკისალეჩხუმისქუთაისის გუბერნიაშივეზირილიპარტიანისახლთუხუცესიბოქაულთუხუცესიდავით დადიანისზუგდიდიმოჯალაბე1860ღომიბრინჯიფეტვიხორბალირედუტ-კალერიონი










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search




სამთავროს დროშა




მეგრელთა სამთავროს გერბი


სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო — ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XIV-XIX საუკუნეებში. ჩამოყალიბდა ოდიშის საერისთავოს ბაზაზე. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ძირითად მოსახლეობას მეგრელები შეადგენენ, რის გამოც მას XIX საუკუნის დასაწყისში სამეგრელოს უწოდებენ.


ოდიშის მთავრების პირველი დინასტია დადიანთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. XVI საუკუნის 50-იან წლებამდე სამეგრელოს (ოდიშის) მთავრები სამეფო ხელისუფლების უზენაესობას აღიარებდნენ და ერისთავთერისთავისა და მანდატურთუხუცესის თანამდებობები ეკავათ. XIV საუკუნის I ნახევარში სამეგრელოს გამგებლებმა ცხუმის საერისთავო შეიერთეს და XVI საუკუნამდე სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ეკავა ტერიტორია მდინარეებს ცხენისწყალსა და ანაკოფიისწყალს შორის. ხშირად ოდიშის მთავრებს ემორჩილებოდა ბალს ქვემო სვანეთიც. XIV-XV საუკუნეებში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს მთავრები ერთიანი საქართველოს მეფეებს ემორჩილებოდნენ და ებრძოდნენ იმერეთის ერისთავების მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ. მთავრები დიდი ყურადღებას აქცევდნენ საქართველოს საზღვრების დაცვას აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ვამეყ I დადიანის ლაშქრობა ჯიქეთში. ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში აღმოჩნდა.


1557 ლევან I დადიანმა იმერეთის სამეფო კარისაგან სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია. ამის შემდეგ ოდიშის მთავრები "ხელმწიფე დადიანის" ტიტულს ატარებდნენ. XVI-XVII საუკუნეებში საზღვარმა სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ჩრდილოეთ-დასავლეთი მდინარე კელასურამდე გადმოიწია, აღმოსავლეთი საზღვარი კი უცვლელი დარჩა. XVI საუკუნეში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს საზღვრებს ოსმალთა იმპერია დაემუქრა. 1578 ოსმალებმა აიღეს ფოთი და შიგ თავისი გარნიზონი ჩააყენეს. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო განსაკუთრებით გაძლიერდა ლევან II დადიანის დროს, რომელიც შეეცადა განთავისუფლებულიყო ოსმალებზე დამოკიდებულებისაგან, მაგრამ 1615 იძულებული გახდა ეცნო სულთნის უზენაესობა და ხარკიც იკისრა მის სასარგებლოდ (ოდიშ-ოსმალეთის ხელშეკრულება 1615). 1640 ლევან II დადიანმა ოსმალებისაგან გაათავისუფლა ფოთი და ფაქტობტივ დამოუკიდებლობას მიაღწია. ლევან II დადიანმა რამდენიმეჯერ წარმატებით ილაშქრა აფხაზეთში, მაგრამ მაინც იძულებული გახდა აფხაზი ფეოდალების თავდასხმათა აღსაკვეთად აეგო სიმაგრეთა სისტემა (კელასურის კედელი), რომელსაც მორიგეობით იცავდნენ სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ფეოდალები.













ლევან II დადიანის შემდეგ მთავარმა ვამეყ III დადიანმა მცირე ხნით იმერეთის სამეფო ტახტის დაკავება მოახერხა. მისი დაღუპვის შემდეგ, სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო დასუსტდა. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს კარზე დაწინაურდნენ ლეჩხუმის ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები — ჩიქოვანები. XVII საუკუნის მიწურულში გიორგი ჩიქოვანმა განიმტკიცა სამთავრო ტახტი და მთავართა ახალი დიანტიას ჩაიყარა საფუძველი. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს დასუსტებით ისარგებლეს აფხაზმა ფეოდალებმა, რომელმაც XVII საუკუნის 90-იან წლებში ხელთ იგდეს სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ტერიტორია მდინარე ენგურამდე. გიორგი IV დადიანმა რამდენიმეჯერ წარმატებით ილაშქრა მათ წინააღმდეგ, მაგრამ დაკარგული ტერიტორიის დიდი ნაწილის დაბრუნება ვერ მოხერხდა. საზღვარი სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროსა და აფხაზეთის სამთავროს შორის გავიდა მდ. ღალიძგაზე.


სამურზაყანო, რომელსაც შარვაშიძეთა ერთი შტო მართავდა, ძირითადად სამეგრელოს მთავრებს ემორჩილებოდა. XVIII საუკუნეში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს საზღვრებში შევიდა და ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. XVII საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოში თანდათანობით დამძიმდა ოსმალეთის უღელი, რასაც 1703 ქართველთა აჯანყება მოჰყვა. აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრომ. საპასუხოდ ოსმალთა ლაშქარი დასავლეთ საქართველოში შეიჭრა. თურქებმა დაიკავეს ფოთის, ანაკლიის და რუხის ციხეები. მალე სტამბოლში არეულობა დაიწყო და ოსმალეთის მთავრობამ დასავლეთ საქართველოდან ლაშქარი გაიყვანა. 1723 ოსმალეთმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. ოსმალეთის გარნიზონებმა დაიკავეს ფოთის, ანაკლიისა და რუხის ციხესიმაგრეები. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო ფაქტობრივად მოწყვეტილი აღმოჩნდა ზღვისაგან. ოსმალთა ბატონობამ დასავლეთ საქართველოში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. წინააღმდეგობის ერთ-ერთი მეთაური ოდიშის მთავარი ბეჟან I დადიანი იყო, რომელიც 1728 თურქებმა ღალატით მოკლეს.


1730 თურქებმა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის დასამორჩილებლად დიდი ლაშქრობა დაიწყეს ფოთიდან. ოდიშის მთავარმა ოტია დადიანმა ლაშქრობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თურქებმა დალაშქრეს სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო დაწვეს ილორის ეკლესია და აფხაზეთში გადავიდნენ. მალე აქ ანტიოსმალურმა აჯანყებამ იფეთქა და თურქთა ლაშქრობა ჩაიშალა. თურქებმა ვერ მოახერხეს სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს გადაქცევა თავის პროვინციად და აქ ქართული მმართველობის მოსპობა. 1730 ოსმალეთა ლაშქრობაში იმერეთის მეფის ალექსანდრე V-ის მონაწილეობამ ძალზე გაამწვავა ურთიერთობა სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროსა და იმერეთის სამეფოს შორის. მათ შორის მშვიდობიანი ურთიერთობა მხოლოდ ალექსანდრე V-ის მეფობის ბოლო წლებში აღდგა. ოტია დადიანმა თავისი ქალიშვილი მიათხოვა სოლომონ I-სა და იმერეთის სამეფოსთან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა. 1757 სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო მონაწილეობას იღებდა ოსმალთა წინააღმდეგ ხრესილის ბრძოლაში. 1769—1772 რუსეთის კორპუსის დასავლეთ საქართველოში ლაშქრობის დროს კაცია II დადიანს ორჭოფული პოზიცია ეკავა, თუმცა რუსეთის ლაშქარს დახმარებას უწევდა. ამ წლებში თურქებმა მიატოვეს ანაკლიისა და რუხის ციხეები, რომლებიც ოდიშის მთავართა ხელში გადავიდა. 1779 აფხაზმა ფეოდალებმა დიდი ლაშქრობა მოაწყვეს სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს წინააღმდეგ. ბრძოლა მოხდა რუხთან. ოდიშის ლაშქარს ეხმარებოდა სოლომონ I. ბრძოლა მოკავშირეების გამარჯვებით დამთავრდა.


XVIII საუკუნის მიწურულს იმერეთის სამეფო შეეცადა შეეერთებინა სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო სოლომონ II-მ გრიგოლ დადიანს ჯერ მანუჩარ II დადიანი დაუპირისრიპა, ხოლო 1795-იდან სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს გაუქმებას შეეცადა. გრიგოლ დადიანი დაუკავშირდა რუსეთის ხელისუფლებას. 1803 წლის 2 დეკემბერს გრიგოლ დადიანმა ხელი მოაწერა რუსეთის იმპერატორის სახელზე თხოვნის ფორმით შედგენილ რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის მუხლებს. 1804 წლის 4 ივლისს თხოვნა ალექსანდრე I-მა დაამტკიცა და სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლოპბაში შევიდა შეზღუდული ავტონომიის უფლებით. 1804 წლის ოქტომბერში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში ზღვით რუსეთის ერთი პოლკი შეიყვანეს და სამთავროს რამდენიმე პუნქტში გაანაწილეს. რუსეთის ხელისუფლების დახმარებით უკვე 1804 სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს დაუბრუნდა ლეჩხუმის დიდი ნაწილი. 1810, იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ კი — ამ პროვინციის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც იმერეთის მეფეს ჰქონდა დასაკუთრებული. 1813 ლევან დადიანმა სამურზაყანო დაუმორჩილა სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს. 1840 რუსეთის ხელისუფლებამ ეს მხარე ჩამოართვა ოდიშის მთავარს და თავის უშუალო განმგებლობაში შეიყვანა. ოდიშის მთავარმა ამის სანაცვლოდ ვერცხლით 25 ათასი მანეთის კომპენსაცია მიიღო. 1853 გარდაიცვალა ოდიშის უკანასკნელი მთავარი დავით დადიანი. ნიკოლოზ I-მა 1853 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებულებით უდლისწულის სრულწლოვანებამდე სამთავროს მმართველად დანიშნა დედოფალი ეკატერინე დადიანი. ყირიმის ომის დროს, 1854 წლის ივლისში თურქებმა დაიკავეს ყულევის ნავსადგური, ხოლო 1855 წლის 25 ოქტომბერში თურქები ომარ-ფაშას მეთაურობით სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ეკატერინე დადიანი ლეჩხუმში გაიხიზნა. პარტიზანული ბრძოლის შედეგად სამთავროს დიდი ნაწილი განთავისუფლდა თურქებისაგან, ხოლო 1856 წლის თებერვალში თურქებმა მთლიანად დატოვეს სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო. ყირიმის ომმა (1853—1856) დიდი ზარალი მიაყენა სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ეკონომიკას. გაბატონებული კლასი თავისი მდგომარეობის გამოსწორებას ყმა გლეხების ექსპლოატაციის გაზრდით შეეცადა. ამას კი სამეგრელოს გლეხთა აჯანყება მოჰყვა. სამთავრო ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საკუთარი ძალებით აჯანყების ჩაქრობა და რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა დახმარება. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ავტონომია ფაქტობრივად გააუქმა და 1857 წლის 8 სექტემბერს დებულების თანახმად, იქ რუსეთის მმართველობა დააწესა. 1867 წლის 4 იანვარს ალექსანდრე II ბრძანებულებით სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო ფორმალურადაც გაუქმდა. სამთავროს ტერიტორია ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრების სახით შევიდა ქუთაისის გუბერნიაში.



სოციალ-ეკონომიკური წყობა |


სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს პოლიტიკური და სოციალური აღნაგობა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროთა მსგავსი იყო. მთავრის ხელისუფლება კანონით შეუზღუდველი იყო. იგი სამთავროს კარის მოხელეთა სშუალებით განაგებდა. თავდაპირველად სამთავროს უპირველეს მოხელეს ვეზირი წარმოადგენდა, XVII საუკუნის დასაწყისიდან — ლიპარტიანი, ხოლო XVIII საუკუნიდან სახლთუხუცესი. აღმასრულებელი ხელისუფლება ბოქაულთუხუცესი ხელთ იყო. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს პირველად ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენდა სასოფლო თემი, რომელსაც სათავეში "ხელოსნები" ედგნენ. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო დაყოფილი იყო სამოურავოებად. დავით დადიანის დროს იყო რვა სამოურავო, მათ შორის სუჯუნა და საჭილაო. თავდაპირველად სამეგრელოს მთავრის ძირითადი რეზიდენცია ჭაქვინჯა იყო, ხოლო XVI საუკუნიდან — ზუგდიდი, სადაც იდგა დადიანთა სასახლე, "დიდშენი და პალატებიანი". ამის გარდა მთავარს 12-ზე მეტი სასახლე ჰქონდა. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში ორი ძირითადი კლასი იყო: გლეხები და ფეოდალები. გლეხობის ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიას მებეგრე ანუ მოინალე გლეხები წარმოადგენდნენ. მათ საკუთარი კარმიდამო ჰქონდათ და ევალებოდათ ბეგარის გაღება და მუშაობა. გლეხთა ყველაზე უუფლებო კატეგორიას მოჯალაბე ანუ დოლმახორე გლეხობა წარმოადგენდა.


სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში ფეოდალური კლასის ქვედა წოდებას აზნაურები ქმნიდნენ. მათი ერთი ნაწილი სამეგრელო მთავრის, მეორე კი მსხვილი ფეოდალებისა და ეკლესიის ვასალები იყვნენ. ფეოდალური კლასის უმაღლეს წოდებას ტავადები ქმნიდნენ, რომელთაც საკუთარი სათავადოები ჰქონდათ. XV—XVII საუკუნეებში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში ჩამოყალიბდა ჭილაძეების, გოშაძეების, ჩიჩუების, ფაღავების, ჯაიანების, ქოჩაკიძეებისა და დგებუაძეების სათავადოები. XVIII საუკუნის დასაწყისში ახალი — ჩიქოვანთა სათავადო. საქართველოს ერთიანობის ხანაში ოდიშის საერისთავო ეკლესიურად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემორჩილებოდა, ხოლო აფხაზეთის საკათალიკოსის ცალკე გამოყოფის შემდეგ აფხაზეთის კათალიკოსს. XVII საუკუნის 80-იან წლებამდე სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში 6 საეპისკოპოსო კათედრალი იყო: ჭყონდიდის, ცაიშის, წალენჯიხის, ბედიის, მოქვისა და დრანდის. მონასტრები არსებობდა ყველა საეპისკოპოსო კათედრალთან.


ამას გარდა სამეგრელოს (ოდიშის ) სამთავროში იყო ხობის ღვთისმშობლის, ეკის ნათლისმცემლის, ობუჯის წმინდა გიორგის მონასტრები. 2 მონასტერი იყო სოფ. ჭალაში (ახლანდელი ჭლოუ). ლევან II დადიანის დროს ცნობილია ქიაჩის მონასტერი, რომელიც სოფ. ჯგერდის მიდამოებში მდებარეობდა. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში დიდი სახელითნ სარგებლობდა ილორისა და სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიები.XVII საუკუნის I ნახევარში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში დაახლოებით 150 ათასი კაცი ცხოვრობდა. ამავე საუკუნის 70-იან წლებში მოსახლეობა განახევრდა. XIX საუკუნის დასაწყისში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს მოსახლეობა დაახლოებით 75 ათას კაცს შეადგენდა. 1860 წელს 127395 კაცს.


სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს წამყვანი დარგი მიწათმოქმედება იყო. თავდაპირველად კულტურა იყო ღომი, რომელიც XVIII საუკუნის 50 წლებიდან თანდათანობით სიმინდმა შეცვალა. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში მოჰყავდათ ბრინჯი, ფეტვი, მცირე რაოდენობით — ხორბალი. ტექნიკური მცენარეთაგან — კანაფი და სელი. განვითარებული იყო მევენახეობა. დიდი რაოდენობით ამზადებდნენ აბრეშუმის პარკს. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს სოფლის მეურნეობაში დიდი ადგილი ეკავა მებოსტნეობას და მეხილეობას. ფართოდ იყო განვითარებული მეცხოველეობა, შედარებით მცირე რაოდენობით ჰყავდათ ცხვარი. ფართოდ იყო გავრცელებული მეფუტკრეობა, დიდი რაოდენობით ამზადებდნენ თაფლსა და ცვილს. მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მონადირეობასა და მეთევზეობას. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ეკონომიკაში დიდ როლს ასრულებდა საზღვაო ვაჭრობა. XIV—XV საუკუნეებში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიასთან, ტრაპიზონის იმპერიასთან და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის იტალიის სავაჭრო კოლონიებთან. ამავე საუკუნეებში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს უშუალო საზღვაო ურთიერთობა ჰქონდა ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებთან. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს უმნიშვნელოვანესი ნავსადგურები ფოთი, კემხელი (ახლანდელი ყულევი), სათამაშია (ახლანდელი ტამიში), კელასური და ცხუმი (ახლანდელი სოხუმი). ფოთში იყო იტალიელთა მნიშვნელოვანი დასახლება, ხოლო ცხუმში — გენუელთა სავაჭრო კოლონია სებასტოპოლსი. ვაჭრობის მიზნით სამეგრელოს მთავრები ზოგჯერ საკუთარ ფულსაც ჭრიდნენ: დღემდე მოაღწია ვამეყ I დადიანის მიერ მოჭრილმა კირმანეულის ტიპის მონეტამ. შავ ზღვაზე ოსმალთა გაბატონების შემდეგ სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს საზღვაო ურთიერთობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შეწყდა. XVI—XVII საუკუნეებში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს საზღვაო ვაჭრობა დასავლეთ ევროპასთან ოსმალეთის მეშვეობით წარმოებდა. ამ დროს ერთ-ერთ მნიშვნელოვანეს ნავსადგურად იქცა ისგაური, რომელიც მდ.კოდორის აღმოსავლეთით მდებარეობდა. 1728-იდან, როდესაც თურქები გაბატონდნენ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო საზღვაო ვაჭრობას თურქების მიერ დაკავებული ნავსადგურების მეშვეობით აწარმოებდა. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს რუსეთის მმართველობაში შესვლის შემდეგ მის მთავარ ნავსადგურად რედუტ-კალე (ყულევი) გადაიქცა. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში ზღვით შემოდიოდა ხელოსნური ნაწარმი, აგრეთვე მარილი. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროდან გაჰქონდათ ძვირფასი ხე-ტყე, ტილო, სელის ნაწარმი, აბრეშუმი, თაფლი, ცვილი, ღვინო, ტყავეული და ბეწვეული.


XV საუკუნიდან სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში ფეხი მოიკიდა ტყვეებით ვაჭრობამ, რომელმაც განსაკუთრებით საშიში ხასიათი XVII—XVIII საუკუნეებში მიიღო. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ ტყვეებით ვაჭრობა თანდათან აღიკვეთა. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში შინავაჭრობა ძირითადად ბაზრობებზე მიმდინარეობდა. XVI—XVII საუკუნეებში ბაზრობები იმართებოდა ილორში, წიფურიაში და კოცხელში, ხოლო XIX საუკუნის I ნახევარში — სენაკში, ჯვარში, ცაგერში, ხობში. ამ დროს მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტები იყო ლაილაში, ბანძა, სუჯუნა. XIV-XVII საუკუნეებში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში განვითარებული იყო ნაოსნობა. ზღვიდან ხომალდები ადიოდნენ მდ. ხობზე ხობის მონასტრამდე, მდ. მოქვზე - სოფ. მერკულამდე. მდინარე რიონი სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს მთელ ტერიტორიაზე გამოიყენებოდა სანაოსნოდ. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში აგებდნენ ხომალდებს, რომლებიც გამოიყენება სანაოსნოდ როგორც მდინარეებში, ისე ზღვაში.



სამეგრელოს მთავრები |
















































































მმართველობის წლები
სახელი
1185-1191
ბედიან I
1191-1215
ცოტნე I
1215-1239
შერგილ I
1239-1248
ცოტნე II (კოხტასთავის გმირი)
1248-1255
ვარდანი
1255-1285
ბედიან II
1285-1305
შერგილ II
1305-1323
გიორგი I
1323-1345
მამია I
1345-1365
ცოტნე III
1365-1386
გიორგი II
1386-1396
ვამეყ I
1396-1412
მამია II
1412-1470
ლიპარიტ I
1470-1475
შემადავლე
1475-1482
ვამეყ II
1482-1512
ლიპარიტ II
1512-1533
მამია III
1533-1572
ლევან I
1572-1582
გიორგი III
1582-1590
მამია IV
1590-1611
მანუჩარ I
1611-1657
ლევან II დიდი
1657-1658
ლიპარიტ III
1658-1661
ვამეყ III
1661-1680
ლევან III
1680-1691
ლევან IV

1691 წელს სამეგრელოს ტახტზე ადის გიორგი ლიპარტიანი (ჩიქოვანთა, ანუ ჩიქვანთა გვარიდან)
1691-1704 და 1710-1715
გიორგი IV ლიპარტიანი
1704-1710
კაცია I
1715-1728
ბეჟანი
1728-1758
ოტია
1758-1788
კაცია II
1788-1792, 1795-1802 და 1803-1804
გრიგოლი
1792-1795
მანუჩარ II
1802-1803
ტარიელი
1804-1840
ლევან V
1840-1853
დავითი
1853-1857
ნიკო

1804 წლიდან სამეგრელო რუსეთის იმპერიის მფარველობაში შევიდა, ხოლო 1867 წლის 4 იანვარს ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით საბოლოოდ იქნა გაუქმებული.


ლიტერატურა |



  • ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 712-714, .mw-parser-output .ts-comment-commentedTextborder-bottom:1px dotted;cursor:help@media(hover:none).mw-parser-output .ts-comment-commentedText:not(.rt-commentedText)border-bottom:0;cursor:auto
    თბ., 1984 წელი.

(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სამეგრელოს_(ოდიშის)_სამთავრო&oldid=3600435“-დან













სანავიგაციო მენიუ


























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.184","walltime":"0.256","ppvisitednodes":"value":2223,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":103874,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":59207,"limit":2097152,"expansiondepth":"value":12,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":299,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 164.482 1 -total"," 50.22% 82.605 1 თარგი:საქართველოს_სახელმწიფოებრიობა"," 45.42% 74.702 1 თარგი:გვერდითი_ნავდაფა_გაშლადი_სიით"," 33.08% 54.411 1 თარგი:გვერდითი_ნავდაფა"," 28.99% 47.684 2 თარგი:ნავდაფა"," 26.98% 44.381 1 თარგი:ისტორიული_ქართული_სახელმწიფოები"," 22.61% 37.186 1 თარგი:ქსე"," 19.32% 31.776 1 თარგი:Comment"," 12.02% 19.772 1 თარგი:Replace"," 10.70% 17.604 1 თარგი:Navbox_subgroup"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.002","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":564494,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1243","timestamp":"20190829071928","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e1u10d0u10dbu10d4u10d2u10e0u10d4u10dau10ddu10e1 (u10ddu10d3u10d8u10e8u10d8u10e1) u10e1u10d0u10dbu10d7u10d0u10d5u10e0u10dd","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1_(%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A1)_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q2907860","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q2907860","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-03-03T20:47:47Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/4/47/Flag_of_The_Principality_of_Mingrelia.svg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":120,"wgHostname":"mw1261"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單