Skip to main content

ლომბარდია სექციების სია ეტიმოლოგია | გეოგრაფია | ისტორია | დემოგრაფია | ეკონომიკა | პოლიტიკა | ადმინისტრაციული დაყოფა | კულტურა | ენა | მოდა | იხილეთ აგრეთვე | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ45°39′00″ ჩ. გ. 9°57′00″ ა. გ. / 45.65000° ჩ. გ. 9.95000° ა. გ. / 45.65000; 9.95000regione.lombardia.itRegione Lombardia - portale della RegioneLombardiaNews: Giornale onlineIntroduzione all'arte rupestre della Valcamonica su Archeocamuni.itFrom an italian website a brief history of the pestilenceრ

იტალიის რეგიონები


იტალ.იტალიაშილაგო-მაჯორესლუგანოსგარდასკომოს ტბებისლანგობარდებისმილანიიტალიის მოსახლეობისმთლიანი შიდა პროდუქტისევროპაშიტურისტულიმილანიბრეშამანტუაპავიაკომოკრემონაბერგამოსონდრიოლეკოლოდივარეზემონცაგარდაკომოლაგო-მაჯორეიზეოიტალიურიალომბარდიულისემილიურისმანტუისპავიისაკრემონის პროვინციებისმოსახლეობისლანგობარდებისაპენინის ნახევარკუნძულზეVI საუკუნეშიინგლისურიინგლ.ძველი ფრანგულიდანფრანგ.ლათინურიდანლათ.გერმანულიშვეიცარიატიჩინოს კანტონიგრაუბიუნდენის კანტონიტრენტინო-ალტო-ადიჯევენეტოპიემონტიემილია-რომანიარელიეფიმთებითბორცვებითავაკეებითალპებისლაგო-მაჯორელუგანოკომოიზეოიდროგარდათელისმურყნისჭადრისვერხვისტირიფისარცხილისალპების მთებშიზეთისხილის ხეებიკვიპაროზებიფიჭვებიმაგნოლიაიელიაკაციაწიფლისსტელვიოს ეროვნული პარკიირემსარჩვსმელასთხასყარყუმს1974მილანშივალკამონიკაშიკამუნებისკლდის ნახატებირკინის ხანაზემაჯორესთანტიჩინოსთანგოლასეკასბრინჯაოს ხანისეტრუსკებითმანტუაგალებმაკელტებმამილანშიცადრიატიკის ზღვამდერომანულმა ტომებმაპოსციზალპური გალიარელიგიასრომის იმპერიის დაცემისლანგობარდების570ფრანგებთანბავარიელებთანლომბარდიის სამეფო774კარლოს დიდმაიტალიის სამეფოგერმანელმაXI საუკუნემქალაქისმილანისჰოენშტაუფენებისკრემონავენეციასთანტოსკანასთნXV საუკუნემდემილანის საჰერცოგოევროპაშიმანტოვარენესანსისლეონარდო და ვინჩითანდრეა მანტენათიბრძოლისჰაბსბურგებისესპანეთისბერგამობრეშავენეციის რესპუბლიკისიტალიური ომებიალესანდრო მანძონიმI Promessi Sposi1706ავსტრიელებიავსტრიისფრანგებმანაპოლეონის იმპერიისნაპოლეონისსაფრანგეთის1815ლომბარდია-ვენეციისიტალიის გაერთიანებას1848 წლის რევოლუციით1859იტალიის სამეფოსთანმეორე ომისოლტრეპოს დაბლობიპავიისნოვარას










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ლომბარდია




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search































ლომბარდია
Lombardia

Vista da Scarenna, fraz. di Asso (CO).jpg






დროშა

გერბი

Flag of Lombardy.svg

Regione-Lombardia-Stemma.svg

ქვეყანა
იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი
მილანი
შიდა დაყოფა
ბერგამოს პროვინცია, ლეკოს პროვინცია, მილანის პროვინცია, კომოს პროვინცია, მონცა და ბრიანცის პროვინცია, ბრეშის პროვინცია, კრემონის პროვინცია, ლოდის პროვინცია, მანტუის პროვინცია, პავიის პროვინცია, სონდრიოს პროვინცია, ვარეზეს პროვინცია და Metropolitan City of Milan
კოორდინატები
45°39′00″ ჩ. გ. 9°57′00″ ა. გ. / 45.65000° ჩ. გ. 9.95000° ა. გ. / 45.65000; 9.95000
მმართველი
Attilio Fontana
დაარსდა
1 იანვარი 1948[1]
ფართობი
23 844 კმ²
მოსახლეობა
9 939 193 კაცი (2011)
სიმჭიდროვე
416,8 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი
UTC+1 და UTC+2
ISO 3166 კოდი
IT-25
ოფიციალური საიტი
regione.lombardia.it

Lombardy in Italy.svg

ლომბარდია ვიკისაწყობში

ლომბარდია (იტალ. Lombardia) — რეგიონი ჩრდილოეთ იტალიაში, მოიცავს ლაგო-მაჯორეს, ლუგანოს, გარდას და კომოს ტბების რაიონს. სახელი ეწოდა ძველგერმანული ტომების — ლანგობარდების მიხედვით. დედაქალაქია მილანი. ლომბარდიაში ცხოვრობს იტალიის მოსახლეობის ერთი მეექვსედი და აქ იწარმოება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მეხუთედი. შედეგად, ლომბარდია იტალიის ყველაზე ხალხმრავალი და მდიდარი რეგიონია და ერთ-ერთი ყველაზე უმდიდრესი მთელს ევროპაში. მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოიცავს ისტორიულ, კულტურულ და ხელოვნების ქალაქებს, რომელთა შორისაცაა მილანი (იტალიის მეორე ყველაზე პოპულარული ტურისტული დესტინაცია), ბრეშა, მანტუა, პავია, კომო, კრემონა, ბერგამო, სონდრიო, ლეკო, ლოდი, ვარეზე, მონცა და ისეთი ტბები, როგორებოცაა გარდა, კომო, ლაგო-მაჯორე და იზეო.


ოფიციალური ენა, ისევე როგორც დანარჩენ იტალიაში იტალიურია. ტრადიციული, ადგილობრივი ენები ლომბარდიულის მრავალგვარი დიალექტებია, ისევე როგორც ემილიურის დიალექტები, რომლებზეც მანტუის, პავიისა და კრემონის პროვინციების ზოგიერთ ნაწილებში ლაპარაკობენ. იტალიის სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ლომბარდიის მოსახლეობის 27% ორენოვანია და საუბრობს როგორც იტალიურ, ისე ლომბარდიულ ენაზე. 9,1% მონოლინგვისტურია და მხოლოდ ლომბარდიულად საუბრობს, მონოლინგვისტების 57,6% კი მხოლოდ იტალიურად.


ლომბარდია ქვეყნის ძირითადი სამრეწველო ზონაა. აქ მდებარეობს მეტალურგიული საწარმოები (Falck), საავტომობილო ფაბრიკები (Autobianchi, Maserati, Alfa, Innocenti), ავეჯის და ფეხსაცმლის ფაბრიკები, გამომცემლობები (Rizzoli, Mondadori).




სექციების სია





  • 1 ეტიმოლოგია


  • 2 გეოგრაფია

    • 2.1 კლიმატი



  • 3 ისტორია

    • 3.1 პრეისტორია და ანტიკური ისტორია


    • 3.2 შუა საუკუნეები


    • 3.3 თანამედროვე ეპოქა



  • 4 დემოგრაფია


  • 5 ეკონომიკა


  • 6 პოლიტიკა


  • 7 ადმინისტრაციული დაყოფა


  • 8 კულტურა

    • 8.1 ძირითადი სანახაობები


    • 8.2 სამზარეულო

      • 8.2.1 ტიპური კერძები



    • 8.3 მუსიკა



  • 9 ენა


  • 10 მოდა


  • 11 იხილეთ აგრეთვე


  • 12 რესურსები ინტერნეტში


  • 13 სქოლიო




ეტიმოლოგია |


სიტყვა ლომბარდია თავდაპირველად ნიშნავდა მთელ ჩრდილოეთ და ცენტრალურ იტალიას, გერმანული ტომების — ლანგობარდების საცხოვრებელ ადგილს, რომლებიც აპენინის ნახევარკუნძულზე VI საუკუნეში დასახლდნენ. სიტყვა წარმოსდგება შუა საუკუნეების ინგლისური სიტყვისგან „ლონგბეარდ“ (ინგლ. Longbeard; წარმოითქმის „ლომბარდ“ — „გრძელწვერიანი“), და ძველი ფრანგულიდან „ლომბართ“ (ფრანგ. Lombard, Lombart) და ლათინურიდან „ლანგობარდუს“, „ლონგობარდუს“ (ლათ. Longobardus, Langobardus), ან გერმანული *langaz + *bardaz (რაც ეკვივალენტურია „გრძელი + წვერისა“). ეს ყველა შემთხვევა, განხილული სხვადასხვა ენაზე, ნიშნავს გრძელწვერიან ხალხს.



გეოგრაფია |




ლომბარდიის გეოგრაფიული რუკა.


ლომბარდიას ესაზღვრება შვეიცარია (ჩრდილოეთით ტიჩინოს კანტონი და გრაუბიუნდენის კანტონი) და იტალიის რეგიონები ტრენტინო-ალტო-ადიჯე და ვენეტო (აღმოსავლეთით), პიემონტი (დასავლეთით) და ემილია-რომანია (სამხრეთით). რელიეფი ხასიათდება მთებით, ბორცვებითა და ვაკეებით. ყველაზე მთიანი ზონა ალპების ზონაა. ლომბარდიის დიდი ტბები, ყველა გლაციალური წარმოშობის, ამ ზონაშია მოქცეული. დასავლეთით და აღმოსავლეთით ესენია ტბა ლაგო-მაჯორე და ლუგანო, რომლებიც შვეიცარიასთან საზღვარს ქმნის, ასევე კომო, იზეო, იდრო, შემდეგ გარდა, უდიდესი იტალიაში. პოს ველზე არის მცირე გორაკ-ბორცვები აპენინების მთაგრეხილში.




ალპების პანორამა ტბა კომოსთან.




დაბლობების ლანდშაფტი სამხრეთ ლომბარდიაში.


ბევრი საირიგაციო არხია იმ დაბლობებზე, რომლებიც კულტივირდება წლების განმავლობაში. თელის, მურყნის, ჭადრის, ვერხვის, ტირიფისა და რცხილის ტყეები დაცულ ტერიტორიებშია შესული. ალპების მთებში იზრდება ზეთისხილის ხეები, კვიპაროზები, ფიჭვები, ასევე სუბტროპიკული ფლორა, მაგნოლია, იელი, აკაცია. ფართოფოთლოვანი ტყეები გავრცელებულია მთების ფერდობებზე, წიფლის ხეები იზრდება დაბლობებზე, ჯუჯა ფიჭვისა და ღვიის ბუჩქები იზრდება ალპურ ზონაში.


ლომბარდიაში ბევრი დაცული ტერიტორიაა. ყველაზე მნიშვნელოვანია სტელვიოს ეროვნული პარკი (იტალიის ყველაზე დიდი პარკი), რომელშიც შეხვდებით ალპურ გარეულ ცხოველებს, ირემს, შველირემს, არჩვს, მელას, თხას, ყარყუმს, ოქროს არწივს. ტიცინოს ველის ბუნებრივი პარკი 1974 წელს გაიხსნა ტიცინოს მდინარისა და ტყის დასაცავად.



კლიმატი |


კონტინენტური კლიმატია, ზამთარში მილანში საშუალო ტემპერატურა +1,5 °C გრადუსია, ზაფხულში — +24 °C გრადუსი, ოქტომბერ-თებერვალში ბურუსი იცის.



ისტორია |





ვალკამონიკის ხეობის კლდის ნახატები



პრეისტორია და ანტიკური ისტორია |


დამატებითი ინფორმაცია: ციზალპური გალია

ლომბარდიის ტერიტორია ქრისტეშობამდე 2 მილიონი წლის წინ იყო დასახლებული, როგორც არქეოლოგიურმა კვლევამ და არტეფაქტების (კერამიკული ნაწარმები, ისრები, ცული და მოპირკეთებული ქვები, ) სიძველემ. ძველ ვალკამონიკაში მცხოვრები კამუნების მიერ დატოვილი კარგად შემონახული კლდის ნახატები გაკეთდა რკინის ხანაზე ათასობით წლით ადრე,[2] რომლებიც ასახავს ცხოველებს, ადამიანებს გამყინვარების პერიოდისთვის დაამახასიათებელ სიმბოლოებს.[3] ქოთნები, პირადი ნივთები, იარაღები, ნაპოვნია ნეკროპოლისში მაჯორესთან, ტბა ტიჩინოსთან ნაპოვნი არტეფაქტები წარმოადგენს გოლასეკას ბრინჯაოს ხანის კულტურას, რომელიც იყო ძვ წ მე-9 - მე4 საუკუნეებში. შემდეგ იყო დასახლებული სხვადასხვა ხალხებით, ეტრუსკებით, რომლეთაც მანტუა დააარსეს, გაავრცელეს წერის კულტურა, ქრშ.მდე მე-5 საუკუნიდან ეს ადგილი დაიპყრეს გალებმა და კელტებმა, ისინი დასახლდნენ რამდენიმე ქალაქში (მათ შორის მილანშიც) და ადრიატიკის ზღვამდე გააფართოვეს თავიანთი ბატონობის არეალი, საუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ მათი გაფართოება შეაჩერეს რომანულმა ტომებმა, ქრშ.მდე III საუკუნეში მდინარე პოს ველზე, ძვ. წ. 194 წელს მთელი ის ტერიტორია სადაც დღეს ლომბარდიაა რომანულ ტომებს დარჩათ. რომანული ტომების კულტურამ და ენამ სძლია ყოფილი ცივილიზაციისას შემდეგ წლებში და ლომბარდია გახდა ერთ ერთი განვითარებუილი და მდიდარი რეგიონი - ციზალპური გალია, სავაჭრო და საწარმო ცენტრი, ლომბარდიაზე გადიოდა დამაკავშირებელი გზები, გაიუს პლინიუს უფროსი და ვირგილიუსი დაიბადბენ ლომბარდიაში, მოგვიანებით სტრატეგიული უპირატესობის გამო დასავლეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა მედიოლანუმი (მილანი), აქ 313 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ მილანის ედიქტით ყველა რელიგიას არსებობის უფლება მიანიჭა.



შუა საუკუნეები |




560/565 – 572 წლებში ლომბარდიის მეფე - ალბოინი


დამატებითი ინფორმაცია: ლანგობარდები

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ლომბარდიამ განიცადა მრავალი სხვადასხვა ტომების შემოსევები, საბოლოო და ყველაზე მძლავრი შემოსევა იყო ლანგობარდების (გერმ ტომები) შემოსევა ახ.წ 570-იან წლებში და რომელთა გრძელვადიანმა ბატონობამ ტერიტორიას სახელი შესძინა. ,ლომბარდიელ კეთილშობილ ხალხს ურთიერთობა ჰქონდათ ფრანგებთან და ბავარიელებთან, შემდეგ ლატინურ ტომებთან ურთიერთბამ საბოლოოდ განსაზღვრა ლომბარდიის ენა და კულტურა,. ამ ხალხებისას მიემსგავსა, საკუთარი სახელებით, კანონებით. ლომბარდიის სამეფო დაემხო 774 წელს, როდესაც კარლოს დიდმა დაამარცხა ლანგობარდები და იტალიის სამეფო (დაიპყრო დედაქალაქი პავია). ლომბარდიელი ჰერცოგები და დიდგვაროვნები გერმანელმა ვასალებმა მარკიზებმა შეცვალეს.


XI საუკუნემ ვაჭრობის და აგროკულტურის განვითარებამ საგრძნობლად გააუმჯობესა ეკონომიკა, ამან ქალაქის თვითმმართველობა გააძლიერა, ფინანსურად მოძლიერებამ მათ საშუალება მისცა გერმანელი იმპერატორის ადგილობრივ ლეგატებზე ნაკლებად ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი, იტალიურმა რეგიონებმა მილანის თაოსნობით შექმნეს ლიგა, რასაც XII-XIII საუკუნეებში ჰოენშტაუფენების დინასტიის დამარცხება მოჰყვა. ამას ხელი არ შეუშლია სხვა ლომბარდიის ცენტრებისთვის, როგორიცაა მაგალითად კრემონა, რომელიც ლომბარდიას უწევდა კონკურენციას როგორც ფართობით ასევე სიმდიდრით, იმპერიულ ძალებს მიმხრობოდა, თუ ეს უპირატესობას მოუტანდა. მათ უპირატესობა ჰქონდათ აგროკულტურულ სფეროში, პოს დაბლობი, ვენეციასთან და ტოსკანასთნ ერთად აგრძელებდა ვაჭრობის გაფართოებას სანამ ევრობის სავაჭრო ცენტრი არ გახდა, „ლომბარდიელი“ ვაჭარს ან ბანკირს ნიშნავდა ჩრდილოეთ იტალიიდან, მაგალითად (ლომბარდიის ქუჩა ლონდონში). სახელი ლომბარდია XV საუკუნემდე აღნიშნავდა მთელს ჩრდილოეთ იტალიას, მეთოთხმეტე საუკუნეში საშინაო და საგარეო ბრძოლების გაღვივებამ, რომელიც კეთილშობილი სენიორების (ვისკონტების, მოგვიანებით სფორცების მილანში, და გონზაგების მანტუაში) გამარჯვებით დასრულდა არასტაბილურობა შექმნა ლომბარდიაში. მეთხუთმეტე საუკუნეში მილანის საჰერცოგო იყო ძირითადი პოლიტიკური ეკნომიკური და სამხედრო ძალა ევროპაში. მილანი და მანტოვა რენესანსის კულტურის ორი ცენტრი იყო, ლეონარდო და ვინჩით და ანდრეა მანტენათი, ხელოვნების ნიმუშებით მაგალითად და ვინჩის საიდუმლო სერობა. ამ სიმდიდრემ მოხიბლა უფრო ორგანიზებული ძალები ფრანგები და ავსტრიელები, რომ მ1-15 - მე-16 საუკუნეებში ებრძოლათ ლომბარდიისთვი.



თანამედროვე ეპოქა |





მონცას სამეფო ვილა, რომელიც იყო ავსტრიის მეფის ნაცვალის ოფიციალური რეზიდენცია


პავიას გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ მილანის საჰერცოგო ჰაბსბურგების ესპანეთის მმართველების მფლობელობაში გადავიდა, ახალმა მმართველებმა ვერ გააუმჯობედა ლომბარდიის ეკონომიკა, პირიქით დააკისრა გადასახადები, ევროპაში წარმოებული ომის მხარდასაჭერად. თანამედროვე ლომბარდიის აღმოსავლეთი ნაწილი, ქალაქები ბერგამო და ბრეშა შედიოდა ვენეციის რესპუბლიკის შემადგენლობაში, რომლების მისი გავლენის ქვეშ XIV საუკუნიდან აღმოჩნდნენ (იხილეთ: იტალიური ომები).


ეპიდემიებმა (1628 1630)[4], რომელიც ალესანდრო მანძონიმ აღწერა ნაწარმოებში: I Promessi Sposi, და ზოგადად, იტალიის ეკონომიკურმა ვარდნამ, მეჩვიდმეტე მეთვრამეტე საუკუნეებმა შეაჩერა ლომბარდიის შემდგომი განვითარება. 1706 წელს ავსტრიელები მოვიდნენ ხელისუფლებაში და განახორციელეს გარკვეული ცვლილებები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.


ავსტრიის ბატონობა მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს ფრანგებმა ჩაანაცვლეს, ნაპოლეონის იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგ ლომბარდია გახდა ნაპოლეონის საფრანგეთის შვიდიდან ერთ-ერთი ნახევრად დამოუკიდებელი პროვინცია. 1815 წელს ავსტრიის გავლენის აღდგენის შემდეგ ჩამოყალიბდა ლომბარდია-ვენეციის მარიონეტული სამეფო. რეგიონში ლომბარდია გახდა ერთ-ერთი ინტელექტუალური ცენტრი, რომელიც იტალიის გაერთიანებას მიუძღვოდა წინ.


1848 წლის რევოლუციით დაარსებული სახალხო რესპუბლიკის ცხოვრება ხანმოკლე გამოდგა, ის ავსტრიამ განახლებული ძალებით დაიპყრო. 1859 წელს ლომბარდიის იტალიის სამეფოსთან შეერთება იტალიის დამოუკიდებლობისათვის მეორე ომის შედეგი იყო. იტალიის სამეფოს მიერ ანექსიის შემდეგ ლომბარდიამ თავის დღევანდელ საზღვრებს და ფორმას მიაღწია (შეუერთა რა ოლტრეპოს დაბლობი პავიის პროვინციას, რომელიც მანამდე ნოვარას პროვინციაში შედიოდა). XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან და განსაკუთრებით მეცხრამეტე საუკუნის 50-60-იან წლებში ლომბარდიამ მიიღო იტალიის ყველაზე მდიდარი და ინდურსტიულად განვითარებული რეგიონის სტატუსი.



დემოგრაფია |


იტალიის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეექვსედი ცხოვრობს ლომბარდიაში, ან 10 მილიონი, 16.2% იტალიის მოსახლეობის,. იგი კამპანიას შემდეგ ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. რეგიონის პოპულაცია გაიზარდა 1950-60 იან წლებში ხანგრძლივი ეკონომიკური ბუმის წყალობით, შობადობის მაღალი მაჩვენებლით და ძლიერი იმიგრაციით სამხრეთიდან. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ლომბარდია დიდი რაოდენობით იმიგრანტების მიზანი გახდა. ასე რომ იმიგრანტების ერთ მეოტხედზე მეტი ცხოვრობს ლომბარდიაში.


სახელმწიფო რელიგია კატოლიციზმია, მაგრამ არის რელიგიური უმცირესობებიც, ქრისტიანი ვალდენესები, პროტესტანტები მართლმადიდებლები, , იუდეველები სიქები და მუსლიმები.



ეკონომიკა |


ლომბარდიის მთლიანი შიდა პროდუქტი იტალიის მშპს 20% ს წარმოადგენს,(318,424 მილიარდი ევრო (2009წლის მონაცემები) ერთ ლომბარდიელ მაცხოვრებელზეწლიურად 32,600 ევრო მოდის. ხოლო იტალიის 24.300 ლომბარდიის განვითარება მომსახურების სფეროში შეინიშნება1980წლიდან. ლომბარდიას არ განუცდია ფინანსური კრახი და რჩება ქვეყნის მოწინავე რეგიონად. ევროპის ოთხი მამოძრავებელი ძრავიდან ერთ-ერთია, რეგიონი სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს, მილანი მომსახურების სფერო, ვარეზე, კომო ლეკო ბერგამო და ბერშა მაღალინდუსტრიული და დაბლობები აგროსექტორულად.


თუმცა სონდრიო პავია კრემონა მანტოვა და ლოდი არის როგორც მომსახურბის ისე აგროკულტურული სექტორი. აგროკულტურული სექტორი ძალიან პროდუქტიულია რაც წყლის სიჭარბის და კარგი სასუქის დამსახურებაა. აგროსექტორი უნდა უმადლოდეს დავინჩის მიერ გამოგონებულ საირიგაციო სისტემას, დაბლობებზე რგავენ მარცვლეულ კულტურებს, ბრინჯი ხორბალი სიმინდი, შაქრის ჭარხალი. შედარებით მაღლა სხვადასხვა ბოსტნეულს ხეხილს, ვაზს, ყავთ ცხოველებიც, ღორი, ცხვარი.



პოლიტიკა |


ლომბარდიაში საპრეზიდენტო მმართველობაა, მთავრობის ხელმძღვანელი რეგიონის პრეზიდენტია, არის მრავალპარტიულობა. რეგიონულია აღმასრულებელი ხელისუფლებაც, ხოლო საკანონმდებლო ძალაუფლება მინიჭებული აქვს რეგიონული საბჭოს 80 წევრს.


ისტორიულად ქრისტიანდემოკრატები იყვნენ უმრავლესობაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 90 იან წლებამდე, იტალიის მნიშვნელოვან ქალაქებში. მოწინააღმდეგე იტალიის კომუნისტური პარტიას ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა ლომბარდიის სამხრეთ ნაწილში და მილანის მუშათა რეგიონებში. მათ ძირი გამოუთხარეს იტალიის სოციალისტურმა პარტიამ მანი პულიტეს ცნობილი სკანდალით(სუფთა ხელები ასე ითარგმნება იტალიურიდან რაც ნიშნავს იტალიის მთავრობის მაფიოზებისგან გათავისუფლებას, დაახლ 100 მა პოლიტიკოსმა, სხვადასხვა საჯარო სამსახურების წარმომადგენლებმა მოიკლეს თავები გასამართლების შიშთ) მანი პულიტეს სკანდალის შემდეგ ძველი პოლიტიკოსები ფაქტობრივად აღარ იყვნენ. ამ ფაქტმა და სამხრეთ იტალიის რეგიონების მთავრობების მიერ ბიუჯეტის ფლანგვამ სამხრეთ იტალია უკან დასწია, მაშინ როცა ჩრდილოეთი უფრო და უფრო წინ მიდიოდა. ლომბარდიამ ექვსჯერ ზედიზედ სილვიო ბერლუსკონი ერთხმად აირჩია. 2011 წელს ჯულიანო პისაპია აირჩიეს მაიორად. 2013 წელს მემარჯვენეებმა მოიპოვეს არჩევნებში გამარჯვება.


ლომბარდია 12 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, მიუხედავად იმისა რომ ლომბარდია უმეტესადეკონომიკურ და ინდუსტრიულ ადგილად მიიჩნევა კულტურის დიდი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა აქვს. პრეისტორიულიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე. რომანული და რენესანსის პერიოდის ამსახველი ნიმუშები შემორჩენილია მუზეუმებში ეკლესიებში რომლების ქალაქებსა და სოფლებში მრავლადაა. ძირითადი ტურისტული ადგილები რეგიონში მოიცავს ისტორიულ, კულტურულ, და ხელოვნების ქალქებს, მილანს, ბერგამოს, კომოს, ბერშას, ვარეზეს მონცას მანტოვას და ტბებს: გარდას კომოს ისეოს და მაჯორეს. უნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის ლომბარდიის რეგიონში მყოფი: ეკლესია და დომინიკური მონასტერი სანტა მარია დელე გრაციესი ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობის ფრესკით. კრესპიდ’ადა ვალკამონიკას კედლის ნახატები პიემონტის და ლომბარდიის წმინდა მთები, კასტრუმი ტორბას კოშკთან ერთად და ეკლესია, სანტამარია ფორის პორტას კასტელსეპრიოში მანტუა და საბიონეტა რომის ფორუმი მონუმენტურ არქეოლოგიური არეალი და სან სალვატორე ჯულიას სამონასტრო კომპლექსი კასტელსეპრიოში. მუზეუმები ლომბარდიაში დაახლოებით 330 მუზეუმია სხვადასხვა სახის, ეთნოგრაფიული, ისტორიული, სამეცნიერო ტექნოლოგიური, ხელოვნების, და ბუნების, რომელიც რეგიონის ისტორიულ კულტურულ და ხელოვნების განვითარებას გვაჩვენებს. ყველაზე ცნობილ მუზეუმთა შორის არის მეცნიერების და ტექნოლოგიების ეროვნული მუზეუმი „ლეონარდო და ვინჩი“ (მილანში), ლეონადრო და ვინჩის საიდუმლო სერობა (მილანში) კარარის აკადემია, ეს არის ხელოვნების აკადემია (ბერგამოში) სან სალვატორეს მუზეუმი (ბრეშა) ალესანდრო ვოლტას სასახლე (კომოში) სტრადივარიუსის მუზეუმი (კრემონა) ტეს სასაზლე (პალაცო ტე) (მანტოვა) და სხვა მრავალი..



ადმინისტრაციული დაყოფა |


ლომბარდიის რეგიონი ადმინისტრაციულად 12 პროვინციად იყოფა:




ლომბარდიის პროვინციები






















































პროვინცია
ფართობი (კმ²)
მოსახლეობა
სიმჭიდროვე (კაცი/კმ²-ზე)

ბერგამოს პროვინცია
2,723
1,070,060
392.9

ბრეშის პროვინცია
4,784 უდიდესი
1,223,900
255.8

კომოს პროვინცია
1,288
582,736
452.4

კრემონის პროვინცია
1,772
358,628
202.4

ლეკოს პროვინცია
816
334,059
409.4

ლოდის პროვინცია
782
222,223
284.2

მანტუის პროვინცია
2,339
407,983
174.4

მილანის პროვინცია
1,575
3,121,832 უდიდესი
1,982

მონცა და ბრიანცის პროვინცია
405 უმცირესი
840,711
2,075

პავიის პროვინცია
2,965
535,948
180.7

სონდრიოს პროვინცია
3,212
181,841 უმცირესი
56.6

ვარეზეს პროვინცია
1,199
868,777
724.6


კულტურა |



ძირითადი სანახაობები |


მილანის ტაძარი, სფორცების სასახლე, წმინდა ამბროსის ბაზილიკა, წმინდა მარიამ მოწყალის მონასტერი, საიდუმლო სერობა, ლა სკალას თეატრი, წმინდა ლორენცოს ბაზილიკა, წმინდა ეუსტორჯოს ბაზილიკა, პორტინარის კაპელა, ბრერას ხელოვნების გალერეა-ნახატების გალერეა მილანში, ჩერტოზა დი პავია, პავიას მოწყალების სახლი (?), კომოსა და გარდას ტბები, ინდუსტრიული სოფელი კრესპი დ’ადდა, კრემონის მთავარი ტაძარი და საათის კოშკი, მონცას სამეფო სოფელი, მანტოვაში წმინდაგიორგის სახელობის ეკლესია,..



სამზარეულო |


ბრინჯი საკმაოდ პოპულარულია რეგიონში, ხშირად შეხვდებით სუფებში, ბრინჯისგან აკეთებენ რიზოტის, რისოტი მილანურად ზაფრანით. მონცაში სოუსებს უმატებენ რისოტოს. ადგილობრივი წარმოების ყველი რობიოლა, კრეშენცა, ტალეჯო, გორგონძოლა, გრანა პადანო, კარაქი და ნაღების კრემი გამოიყენება ხშირად, ბერგამოში, ბრეშასა და ვალტელლინაში პოლენატა არიც გავრცელებული (პოლენატა დაფქული სიმინდის ფქვილისგან გაკეთებული კერძი) . პოლენატაში არის ასევე პიძოკერი 80%წიწიბურის და 20% ხორბლის ფქვილისგან გაკეთებული ბრტყელი მაკარონი . მანტოვაში არის ტორტელი დი ძუკა-ს ფესტივალი ეს ტორტელი დი ძუკა არის მაკარონი გოგრის გულსართით, რომელსაც მოყვება დამდნარი კარაქი , მას მოყვება ინდაური წიწილის ან სხვა შემწვარი ხორცის სატენით.



ტიპური კერძები |


პოლენტა
პიძოკერი, რისოტო, ოსო ბუკო, კოტოლეტა, კასოეულა, გონგონზოლა, ბიტტო, გრანდა პადანო, კვარტიროლო ლომბარდო(ყველის სახეობები) პანეტონე, ტორტელი დი ცუკა, სბრისოლონა ნამცხვარი.
ღვინო ნებიოლო წითელი, ბელავისტა, სანტი, ნინო ნეგრი, ბონარდა ლომბარდია), ინფერნო გრუმელო სასსელა (ვალენტინა)



მუსიკა |


მილანის გარდა 11 პროვინცია, უმეტესობას უდიდესი მუსიკალური ტრადიციები აქვს, ბერგამო გაეტანო დონიძეტის სამშობლოდ ითვლება(კომპოზიტორი), კრემონა ვიოლინოს სამშობლოდ ითვლება, ბრეშაში 1709 წელს დიდი თეატრი გაიხსნა, მანტოვა ერთ ერთი დამაარსებელია მეტექვსმეტე საუკუნის ოპერისა და კლასიკური მუსიკისა, სხვა ქალაქები როგორიცაა ლეკო ლოდი ვარეზე, და პავიას აქვს დიდი მუსიკალური ტრადიცია მაგრამ მილანი არის ლომბარდიის ყველაზე მნიშვნელობანი მუსიკალური ცენტრი, აქ მუშაობდა ჯუზეპე ვერდი, მეცხრამეტე საუკუნის კომპოზიტორი,, მილანი ამაყობს ბევრი თეატრით, როგორიცაა პიკოლოს თეატრი, არკიმბოლდის თეატრი, თუმცა ყველაზე ცნობილია ლა სკალას თეატრი, მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული ოპერის თეატრი.



ენა |


იტალიურის გარდა ლოკალური ენა არის ლომბარდიული, არის აღმოსავლური და დასავლური ლომბარდიული ენის სხვაობები,



მოდა |


ლომბარდია ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ცენტრი აბრეშუმისა და ქსოვილების პროდუქციისა, კონკრეტულად კი პავია ვიჯევანო, კრემონა, მაგრამ მილანი რეგიონის უმნიშვნელოვანესია ტანსაცმლისა და მოდის საკითხში, 2009 წელს მილანი დასახელდა მსოფლიოს მოდის დედაქალაქად, დაჯაბნა ნიუ იორკი, პარიზი, რომი და ლონდონი. იტლიის მოდური ბრენდების უმეტესობის სათავო ოფისები მდებარეობს მილანში ვალენტინო, ვერსაჩე, პრადა, არმანი, დოლჩე გაბანა და სხვა.



იხილეთ აგრეთვე |


  • იტალიის ადმინისტრაციული დაყოფა


რესურსები ინტერნეტში |


  • Regione Lombardia - portale della Regione

  • LombardiaNews: Giornale online


სქოლიო |




  1. Art. 131 // Constitution of Italy — 1947.
    <a href="https://wikidata.org/wiki/Track:Q719967"></a>



  2. Piero Adorno, Mesolitico e Neolitico, p. 16.


  3. Introduzione all'arte rupestre della Valcamonica su Archeocamuni.it Italian. წაკითხვის თარიღი: 11 May 2009.


  4. From an italian website a brief history of the pestilence




(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლომბარდია&oldid=3596388“-დან













სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.692","walltime":"0.923","ppvisitednodes":"value":12923,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":124000,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":64933,"limit":2097152,"expansiondepth":"value":35,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":2,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":3285,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":2,"limit":400,"timingprofile":["100.00% 806.520 1 -total"," 86.00% 693.577 1 თარგი:ინფოდაფა_ადმინისტრაციული_ერთეული"," 83.31% 671.942 1 თარგი:ინფოდაფა"," 32.50% 262.122 167 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 30.16% 243.241 34 თარგი:Wikidata"," 15.79% 127.329 3 თარგი:Str_right"," 15.36% 123.875 3 თარგი:Str_sub_long"," 13.40% 108.083 1 თარგი:Wikidata/p18"," 12.86% 103.700 2 თარგი:გამოსახულების_ფორმატირება"," 10.89% 87.802 1 თარგი:Wikidata/p41"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.225","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":5171581,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1330","timestamp":"20190919171142","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10dau10ddu10dbu10d1u10d0u10e0u10d3u10d8u10d0","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q1210","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q1210","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-04-13T04:18:04Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/0/0e/Vista_da_Scarenna%2C_fraz._di_Asso_%28CO%29.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":149,"wgHostname":"mw1267"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單