Skip to main content

წალენჯიხის საკათედრო ტაძარი სექციების სია არქიტექტურა | ლევან II დადიანის ეკვდერი | რესურსები ინტერნეტში | ლიტერატურა | სანავიგაციო მენიუდაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაშიზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ვებ-გვერდირ

ზუგდიდის საკათედრო ტაძარიცაიშის საკათედრო ტაძარიწალენჯიხის საკათედრო ტაძარიკორცხელის ღვთისმშობლის ეკლესიაზუგდიდის კვირაცხოვლობის ტაძარიჩქვალერის მაცხოვრის შობის ტაძარიჯვარის ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარილიის წმინდა გიორგის ტაძარიტყაიის წმინდა გიორგის ეკლესიაკოკის წმინდა გიორგის ტაძარიჭითაწყარის ხარების ტაძარიდიდინეძის წმინდა გიორგის ეკლესიამუჟავის წმინდა გიორგის ტაძარიკახათის წმინდა გიორგის ტაძარიჯგალის წმინდა გიორგის ტაძარიყულიშკარის წმინდა გიორგის ტაძარიჭკადუაშის წმინდა ნინოს ტაძარიზუგდიდის ღვთისმშობლის შობის ტაძარიანაკლიის წმინდა ნიკოლოზის ტაძარიჯიხაშკარის ხარების ტაძარიოჭანეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძარი


გასამართი სტატიებიზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლებიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები


ქ. წალენჯიხისდადიანთავამეყ დადიანის13841396კონსტანტინოპოლიდანლევან II დადიანისლევან II დადიანილაზარე კალანდია19892005რომანოზ ჩიქობავაანდრია კემულარიაჯგალის










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




წალენჯიხის საკათედრო ტაძარი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search




წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი (ჩრდილოეთი ფასადი)




წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი (სამხრეთ-აღმოსავლეთი ფასადი)




ტაძრის ინტერიერი (ფრაგმენტი)




სტელა


წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი — X საუკუნის ტაძარი ქ. წალენჯიხის განაპირას, შემაღლებულ გორაკზე.




სექციების სია





  • 1 არქიტექტურა


  • 2 ლევან II დადიანის ეკვდერი

    • 2.1 მანუჩარ დადიანის ეკვდერი



  • 3 რესურსები ინტერნეტში


  • 4 ლიტერატურა




არქიტექტურა |


ცენტრალურ გუმბათოვან ტაძარს სამი მხრიდან გარსშემოსავლელები აქვს, რომელთაგან სამხრეთისა და ნაწილობრივ ჩრდილოეთისაც გადაკეთებულია დადიანთა საგვარეულო ეგვერად. გალავანში ჩრდილო-დასავლეთით ჩაშენებულია ორსართულიანი სამრეკლო, რომლის I სართულში ალაყაფის კარია. გალავნის გარეთ დადიანის სასახლისა და სხვა ნაგებობათა ნაშთებია. ტაძრის დასავლეთით 40-45 მ სიგრძის გვირაბია.


შემორჩენილი ქართული და ბერძნული წარწერების თანახმად, ტაძრის ინტერიერი სამეგრელოს მთავრის ვამეყ დადიანის (1384-1396) ბრძანებით მოუხატავს კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოწვეულ მხატვარს კირ მანუელ ევგენიკოსს. ეს მოხატულობა XIV საუკუნის დასასრულს კონსტანტინოპოლის სკოლის ერთადერთი შემორჩენილი, ზუსტად დათარიღებული და მხატვრის მიერ ხელმოწერილი ნიმუშია. XVII საუკუნის შუა წლებში მხატვრობის დაზიანებული ადგილები განუახლებია ეპისკოპოს ევდემონ ჯაიანს, ეგვტრების სხვადასხვა დროის მოხატულობებში (XVI-XIX სს.) გამოირჩევა მრავალრიცხოვან საერო პირთა გამოსახულებები (მათ შორისაა ლევან II დადიანის საოჯახო პორტრეტი მისივე ეგვტერის სამხრეთ კედელზე).


წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დასავლეთის ეკვდერ­ში განისვენებს სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან დარეჯანი. ტაძრის ეზოში განისვენებენ მოძღვრები: ნიკოლოზი, იესე, კალისტრატე, სამსონი, მაქსიმე, გიორგი თვალთაძეები, ლაზარე კალანდია. აქვე იმარხებოდნენ ლიპარტიანების ადრეული დინას­ტიის წარმომადგენლები.


კომუნისტური მმართველობის დროს შვიდი ათეული წლის განმავლო­ბაში ეკლესია დაკეტილი იყო. უფლის წყალობით 1988 წელს ტაძარში აღ­დგა ღმრთისმსახურება. 1988-89 წწ. ახალგახსნილი ტაძრის პირველ წი­ნამძღვრად მღვდელი შალვა (აფხაიძე) მსახურობდა. 1989 წლიდან 2005 წლამდე ტაძარს წინამძღვრობდა დეკანოზი რომანოზ ჩიქობავა. მისი გარ­დაცვალების შემდეგ ტაძრის წინამღვარია დეკანოზი ანდრია კემულარია. ამავე ტაძარში მსახურობს მღვდელი ილია ლუკავა, რომელიც არის სოფ. ჯგალის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამღვარი.



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი




ლევან II დადიანის ეკვდერი |











იგი ტაძრის დასავლეთ გალერეაში ეკლესიის მთავარი კარიბჭის სამხრეთით მდებარეობს.
ეკვდერს ორი მხრიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, აქვს შესასვლელი. ეკვდერის სამხრეთ კედელზე სამეგრელოს მთავარი, ლევან II დადიანი, დედოფალი ნესტან დარეჯანი და მათი შვილებია გამოსახული. მთავარს და დედოფალს ხელში წალენჯიხის ტაძრის მოდელი უკავიათ. მის ქვემოთ კი ყმაწვილი, ლევანის ვაჟი, სავარაუდოდ ალექსანდრე დადიანი დგას, მას მაღალი, თეთრი ბუმბულით დამშვენებული, სამკუთხა ქუდი ახურავს, ცისფერ ჩოხაზე მდიდრულად მორთული ქამარი უკეთია და წითელი მოსასხამი მოუცვამს. მას ორივე ხელი ზეაპყრობილი აქვს. სახის მარცხნივ მოჩანს მხედრული წარწერა “ბატონისშვილი”.


დადიანის მეორე შვილი, უფრო სწორედ ქალიშვილი, დედოფალ ნესტან-დარეჯანის მარცხნივ დგას, მართალია ფრესკა ძალიან დაზიანებულია, თუმცა ცხადია, რომ გოგონა ალექსანდრეზე ასაკით გაცილებით პატარაა, მასაც ძმასავით სამკუთხა, მოწითალო ქუდი ახურავს და მლოცველის პოზაში დგას. აქ გამოსახულ პირი ზილიხან დადიანი უნდა იყოს. ფრესკაზე ყველაზე კარგად მთავრის გამოსახულებაა შემორჩენილი. იგი ძალიან მდიდრულადაა ჩაცმული, უამრავი ძვირფასი თვლით შემკული, მუზარადის მსგავსი ოქროს გვირგვინი ახურავს, ფერთა სიხასხასით და მორთულობის სიმდიდრით გამოირჩევა მოსასხამიც. ეს უფრო საიმპერატორო ტანსაცმელია, სადაც ყვავილფოთლოვანი ორნამენტი, თვალმარგალიტის სიუხვე, მეწამული ახალუხი, მთავრის განსაკუთრებულ სიმძლავრესა და გემოვნებაზე მიუთითებს.


ლევანს მარჯვენა ხელი ზეაღმართული აქვს, მარცხენაში მეუღლესთან ერთად ტაძარი უკავია.
მთავრის სახე საოცრად მეტყველია, დიდრონი შავი თვალები, კარგად გამოკვეთილი წამწამები, ფართო წარბები, გრძელი ულვაში, სწორი ცხვირი, სწორად შეჭრილი შავი თმები და მარგალიტის საყურეები ძლიერი მმართველის საუკეთესო პორტრეტს ჰქმნის. ლევანის მსგავსად მდიდრულადაა ჩაცმული დედოფალიც, მის ტანსაცმელშიც ოქროსფერი და მეწამული დომინირებს, ნესტან - დარეჯანის გვირგვინი, მართალია მომცროა, თუმცა უხვადაა მორთული თვალმარგალიტით, გვირგვინს ორივე მხარეს ოქროთი შემკული ე.წ. სპარსული ბუმბულები ამშვენებს.


განსაკუთრებულ ყურადღებს იპყრობს დედოფლის ტანსაცმელზე გამოსახული გულსაკიდი, მისი მსგავსი ხელოვნების ნიმუში დღემდე ინახება დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსში. ეს ბაჯაღლოს გულსაკიდი კორცხელის მაცხოვრის ხატშია ჩასმული. მის შესახებ ისტორიკოსმა ლილი ბერაიამ შემდეგი მოსაზრება გამოთქვა: “ბაჯაღლოს გულსაკიდი, რომლის მორთულობა ძალიან წააგავს აწყურის ხატის მხატვრულ სტილს. მასში კარგად იგრძნობა სპარსული ოქრომჭედლობის ტრადიციები. ძალიან ძნელია ეძიო ამ გულსაკიდის მფლობელი, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ საოცრად რომანტიკოსს და ნესტანზე უზომოდ შეყვარებულ ლევანს, გარდაცვლილი მეუღლის ნივთი მისივე ხსოვნის უკვდავსაყოფად ყოვლისშემძლე მაცხოვრის ხატისთვის შეეწირა.” არის თუ არა ფრესკაზე გამოსახული გულსაკიდი და კორცხელის მაცხოვრის ხატში ჩასვენებული სამკაული ერთი და იგივე ნივთი ძნელი სათქმელია, თუმცა ისინი ერთმანეთს რომ ძალიან ჰგავს ეს ფაქტია. დედოფლის მოსასხამი შედარებით სადაა, მისი ტანსაცმლის ძირითადი მორთულობა ყვავილ-ფოთლოვანი ორნამენტია.


დედოფალს მკაცრი და მშვიდი სახე აქვს, ფართო წარბებითა და დიდი თვალებით. სახის და ფორმათა მოყვანილობა მკვეთრი და ხისტი ხაზებითაა შესრულებული. მას გრძელი შავი ნაწნავები თითქმის მთელ ტანზე ჩამოშლია. ქტიტორი აქაც მავედრებლის პოზაში დგას.
დადიანების ზემოთ ქრისტეა გამოსახული, რომელიც ოჯახს ორივე ხელით აკურთხებს, ქვემოთ კი 7 სტრიქონიანი მხედრული წარწერაა, რომელიც ძალიან ცუდად იკითხება.
ეკვდერის დასავლეთ კედელზე, შემოსასვლელი კარის მარცხნივ, ქვედა რეგისტრში ახალგაზრდა მამაკაცია გამოსახული. მის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი წალენჯიხის ტაძრის აღწერილობისას არაფერს ამბობს. ახალგაზრდას პორტრეტს მხედრული და ნუსხური წარწერები ახლავს, მხედრული მთლიანად გადასულია, ასომთავრულიდან კი შემდეგი შინაარსის ამოკითხვა შევძელით: “ბატონის შვილი ერეკლე ხელმწიფისა მანუჩარისა… “


როგორც ირკვევა არამარტო წარწერა, არამედ ფრესკაზეც გამოსახული პირი დღემდე უცნობი იყო ისტორიისათვის. მართალია წარწერა ბოლომდე ვერ განმარტავს ერეკლე დადიანის ვინაობას, მაგრამ უდაოა, რომ იგი სამეგრელოს მთავრის მანუჩარ I დადიანის (1582 – 1611) ძეა. ამას გამოსახული პირის ასაკი გვაფიქრებინებს, საყურადღებოა ისიც, რომ კედლის მეორე მხარეს მანუჩარის კიდევ ერთი შვილი მარიამ დადიანია გამოსახული.


ამდენად, როგორც ირკვევა, სამეგრელოს ძლევამოსილ მთავარს ლევან II დადიანს ძმა ერეკლე ჰყოლია.


ერეკლეს თავზე ფართო, მომრგვალებული მოყავისფრო მოწითალო ქუდი ახურავს, ახალგაზრდა იერით ძალიან ჰგავს ლევანს, მასავით გრძელი ცხვირი, ფართო წარბები და თვალები აქვს. თმებიც მთვარის მსგავსად სწორად შეუჭრია. ბატონიშვილის ტანსაცმელი სადაა, ახალაუხის გულისპირი და სახელოები კი თვალმარგალიტით უხვადაა შემკული.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კედლის მეორე მხარეს, შემოსასვლელი კარის მარჯვნივ, ლევანის და მარიამ დადიანია გამოსახული, შემორჩენილი ასომთავრული წარწერებიდან შემდეგი შინაარსის ამოკითხვა შევძელით: “ქრისტე შეიწყალე მარიამ ასული ხელმწიფისა”. ექვთიმე თაყაიშვილის დროს აქ სიტყვა `მანუჩარიც” იკითხებოდა (ექ. თაყაიშვილი ხელმწიფის გვერდით სახელ მანუჩარსაც კითხულობს).


ამდენად, წალენჯიხის ფრესკა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული მოღვაწის მარიამ დადიანის ახალგაზრდობის პორტრეტს ინახავს. ეს, ის კარგად ცნობილი მარიამია, რომელიც 1638 წელს ქართლის დედოფალი გახდა, მისი თაოსნობით გადაიწერა ე.წ. “მარიამისეული ქართლის ცხოვრება,” აღსდგა რუისის ტაძარი და სხვა. ვფიქრობთ მარიამი აქ გათხოვებამდე ანუ 1621 წლამდეა გამოსახული, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრესკაზე აუცილებლად იქნებოდა მითითებული მეუღლის სვიმონ გურიელის ან კიდევ როსტომ ქართლის მეფის ვინაობა.


მარიამს თავზე ძვირფასი ბეწვითა და ე.წ. სპარსული ბუმბულით შემკული, თეთრი სამკუთხა ქუდი ახურავს, გრძელი შავი ნაწნავები მთელ ტანზე ჩამოშლია, მაღალი ყელი აქვს და მომრგვალებული სახე, მკვეთრადაა გამოყოფილი ლოყები, ნუშისმაგვარი თვალები და ფართო წარბები.


ბატონიშვილს მარჯვენა ხელი წითელი მოსასხამიდან გამოუყვია და ისე ზეაღუმართავს, რომ ხელისგული მოუჩანს. შიდა კაბის სახელოებს მარგალიტები, გულისპირს კი ყვავილთა ორნამენტები ამკობს.


ეკვდრის ჩრდილოეთ კედელზე შემოსასვლელი კარიდან მარჯვნივ გამოსახულია ქალისა და მამაკაცის პორტრეტი, ახალგაზრდა, უწვერო მამაკაცი მხარმარჯვნივ დგას, მას სახესთან შემდეგი შინაარსის წარწერა მიუყვება:


  1. ბატონისშვილი :. როსტომ :. ძე დადიანისა :.

  2. ხელმწიფისა დადიანისა :. მამიასი :. ძმა :. ხელმწი

  3. ფისა :. ბატონისა :. მანუჩარისი.

როსტომის გვერდით გვირგვინოსანი ქალბატონი დგას, ის დედოფალთ დედოფალი ელენეა. ელენეს მდიდრულად მორთული გვირგვინის ქვეშ მომწვანო ფერის მანდილი მოუჩანს, ოქროსფერი კაბა და წითელი მოსასხამი აცვია, ხელები გულისპირზე გაუშლია. დედოფალს მოგრძო და მკაცრი სახე აქვს, ნაკვთები ვარდისფერი, ფაქიზი მონასმებითაა გაკეთებული, მის მზერაში სიმშვიდე და სიდიადე გამოსჭვივის.


ჩრდილოეთ კედელზე, შესასვლელი კარის მარჯვნივ კიდევ ერთი პორტრეტია შემორჩენილი, ე. თაყაიშვილის მიერ წაკითხული წარწერიდან, გამოსახული პირის ვინაობა ადვილად ირკვევა: “ლიპარტიანი ბატონი გიორგი, ძმა ჴელმწიფისა მანუჩარისა, ბიძა დიდისა ჴელმწიფისა დადიანისა ლევანისა და ძე დიდისა ჴელმწიფისა ბატონისა მამია დადიანისა” ასე რომ, პორტრეტი სამეგრელოს ისტორიაში კარგად ცნობილი გიორგი ლიპარტიანს ეკუთვნის. ეს ის გიორგია ვინც 1611 – 1614 წლებში ლევან დადიანის რეგენტი გახდა, მისი ქალიშვილი თამარი ქართლის მეფის ლუარსაბ II – ის დედა იყო. თავად ლიპარტიანი ოდიშის სამთავროს მცირეწლოვანი ლევანის სახელით მართავდა, იგი მშვიდი პოლიტიკურის ხაზის გამტარებელი ხელისუფალი იყო და მისი ზეობის დროს რაიმე გართულებებს ადგილი არ ჰქონია. იგივეს ვერ ვიტყვით გიორგის პირად ცხოვრებაზე. მას სამი ცოლი ჰყოლია, პირველი დადიანის ასული ანა, მეორე ამილახვრის ქალი თაჯი და მესამე ჭილაძის ქალიშვილი ნესტან - დარეჯანი. სწორედ ამ უკანასკნელს გამიჯნურებია ძმისშვილი ახალგაზრდა ლევან II დადიანი. ლამაზი ქალი ყმაწვილ მთავარს უფრო შეეფერებოდა ვიდრე მოხუც ლიპარტიანს, ამიტომ ლევანმა ბიძას ცოლი წაართვა და მასზე 1622 წელს იქორწინა.


ძნელია ქართულ სინამდვილეში მოიძებნოს გიორგი ლიპარტიანის ფრესკასავით მეტყველი და რეალისტური პორტრეტი. ოდიშის პირველი ვეზირის ფიგურა ძლიერ წარმოსადეგია. მას მაღალი თეთრი ქუდი ახურავს, რომელზეც ჯვარედინად ოქროს ძეწკვებით ე.წ. სპარსული ბუმბულია დამაგრებული. თეთრი გრძელი მოსასხამის ოქროსფერ კიდეებსა და საყელოს უხვად ამკობს თვალმარგალიტი, ასეთივე მდიდრულია ვეზირის წითელი პერანგი. გიორგის ორივე ყურზე, მსხვილი მარგალიტებით მორთული ოქროს საყურეები უკეთია. მას ზეაწეული დიდი წარბები, ნუშისმაგვარი, საოცრად მეტყველი თვალები და ლამაზად შეჭრილი ულვაშები აქვს.


ეკვდერში ცენტრალური ადგილი ლევან დადიანის განსასვენებელს უკავია. მარმარილოს მონაცისფრო მოყვითალო ფილა, სამხრეთ კედლის ძირშია მოთავსებული. ბიზანტიური საიმპერატორო ტახტის ფორმა აქვს და ოთხივე მხრიდან წნული ორნამენტითაა მორთული. ფილის ზომებია: სიგანე 210X102სმ. საფლავის ქვის მარცხენა ნაწილი ჩამტვრეულია, ასე რომ ფილა ამჟამად 5 ნაწილისაგან შედგება. მასზე დატანილი წარწერა 15 სტრიქონიანია. ასოები ამოღარულია ღრმა კვეთით; მოზრდილი ასოებით, რომელთა ზომა წარწერის დასაწყისსა და ბოლოში უფრო დიდია, ვიდრე შუაში. ლამაზი მხედრული ასოების სიმაღლე 7-4სმ-ია განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი, ქარაგმის ნიშანი ზეაღმართული ხაზი. წარწერა პირველად ექვთიმე თაყაიშვილმა გამოაქვეყნა, როგორც ჩანს მის დროს ტექსტი თავისუფლად იკითხებოდა, ამჟამად კი ფილის შუა ქვედა ნაწილი შელახულია, რადგან მასზე ბეტონის ხსნარი დაუსხიათ საბჭოთა პერიოდში, რის გამოც სიტყვები ამოვსებულია. აქ მხოლოდ რამდენიმე ასო “მე”, “ნა” განირჩევა. ჩანს სიტყვებიც “კარის” და `კაც”. ექვთიმე თაყაიშვილის პუბლიკაცია ამჟამად არსებული წარწერის შინაარსს მნიშვნელოვანწილად ავსებს, თუმცა გაპარულია რამდენიმე შეცდომა. წარწერას არ ერთვის ილუსტრაცია, ამიტომ მისი ხელახალი გამოქვეყნება ვფიქრობთ დაინტერესებული მკითხველისათვის საჭირო იქნება.
“1. ქ: ძმანო: მამანო:. ნათესავნო:. ჩვენო:. ამ:. ჩვენის:. აკლდამისა:. და:. ეკუდრის:. საქმე:. ეს:. მოგახსე
2. ნოთ:. პირველად:. ჩვენის:. მამისა:. და:. პაპის:. ეკუდერი:. ეს:. წინა:. ეკუდერი:. იყო:. და:. სრულობით:. ჩვენი:. ნათესა
3. ვი:. ხელმწიფე:. ვინც :. გამოსულა:. ამ:. წინას:. ეკუდერში:. საფლაობდეს:. და:. ეს:. ჩვენი:. აშენებული:. ეკუდერი:. წინა:. კარის:. ბჭე:. და:. ცუდი:. ალაგი:. იყო:. და:. აწე:. ჩვენ:.
4. ხელმწიფემან:. დადიანმან:. ბატონმან:. ლევან:. ძემან:. დადიანის:. ბატონისა:. მანუჩარისამან:. და:. თანა:. მეცხედრემან:. ჩვენმან:. დედოფალმან:. ნესტან-დარე:
5. ჯან:. ასულმან:. ჭილაძისამან:. ეს:. კარის:. ბჭე:. ეკუდრად:. ავაშენეთ:. [ქვეშ:. ორი:.] ტა[ნი:.] აკლდამა:. გავაკეთეთ:. გამოღმა:. ჩვენი:. დასაწოლი:. ტახტი:. ვქენით:.
6. და:. გაღმა:. ჩვენის:. საბატონოს:. შვილის:. ალექსანდრისა:. და:. მისთ[ა:.] მეუღლეთა:. ძვალისა:. ჩასაყრელი:. არ:. გავაკეთეთ:. ამისთვის:. რომე:. ამას:. შემოგხვეწივართ:.
7. ყოველს:. ჩვენს:. გვარის:. კაცსა:. და:. ცოდვა:. და:. ბრალი:. შემო[გვიყრია:. რო]მე:. [ამ:. ერთსა:. მტკაველსა:. მი]წას:. არ:. შემოგვეცილოთ:. და:. ჩვენი:. ძვალები:. ამ:. ჩვენის:. გაკ
8. ეთებულის:. აკლდამიდაღმა:. არ:. შესძრათ:. [და:. არ:. აიღოთ:. ორი:. მარმარილოს:. ქვა:. გვაკლდა:. და:. კო]ნსტანტინეპოვლიდაღმა:. მოგვიტანინებია:. ერთზე:. დავწოლ:.
9 .ილ:. ვართ:. და:. მეორე:. გულზე:. წაგვიდგამს:. [აწე:. რამანც:. ძემან:. კაცისამან:. ანუ:. ჩემმან:.] გვარის:. კაცმან:. ამ:. [ჩვენის:.] ნასყიდის:. მარმარილოს:. ტახტიდაღმა:.
10. ჩვენი:. ძვალი:. შესძრა:. ჩვენი:. ძვალი:. [აიღო:. და:. ამ:. ტახტზე:. სხვა:. მკუდარი:. დაწვინო:. ჩვენიმც:. ცოდვა:. და:. ბ]რალი:. რომელმანც:. ჩვენის:. ძვალის:. შ
11. ეძრვა:. და:. ამ:. ტახტზე:. მკუდრის:. დაწოლ[ა:. მოინდომონ:. იმასამც:. აქუს:. და:. რომელიც:. მკუდარი:. ჩვენს:. მ]ეტი:. ამ:. მამრმარილოზე:. დასაფლაოთ:. იმა
12. სამც:. ეკითხვის:. და:. რომელმანც:. [ადამიანმა:. ძემან:. კაცისამან:. ჩვენი:. ძვალი:. აქედამღა:. შესძრ]ას:. და:. აიღოს:. ჩვენადმცა:. მუქფად:. ის:. გა
13. ნიკითხვისა:. და:. ჩვენიმცა:. ცოდვ[ა:. აქუს:. მას:. და:. ჩვენთა:. ცოდვათა:. მიერ:. პასუხი:. და:. სასჯელი:. მიეხადოს:. მას:.] საშინელსა:. დღესა:. განკითხვისასა:. ხოლო:. ამა
14. ს:. ცხოვრებასა:. რისხვა:. ღ-თისა:. ულ[ხინებელი:. სიგლახაკე:. მოუთმენელი:. სიკუდილი:. უჟამო:. უდროო:. საკიც]ხელი:. და:. მტერთა:. მისთა:. მიერ:. სახარე:
15. ლ:. ქკსა:. სამას:. ოცდაოთხსა. (ე.ი 1654)


ლევან დადიანის და მისი მეუღლის განსასვენებელი, ეკვდრის იატაკქვეშ საგანგებოდ მოწყობილ აკლდამაშია მოთავსებული. მას პატარა გვირაბისებური ჩასასვლელი ეკვდრის დასავლეთი კარების წინა აქვს გაკეთებული. თავად აკლდამა მოზრდილ, მთლიანად ბნელ ოთახს წარმოადგენს, მისი კედლები სუფთად დამუშავებული დიდი ზომის ქვებითაა მოპირკეთებული. აკლდამის ჭერი ეკვდრის იატაკია, რომლის სამხრეთ მხარეს ზემოაღნიშნული წარწერიანი მარმარილოს ფილა დევს, როგორც ჩანს სწორედ მის ქვეშ იყო დაკრძალული სამეგრელოს დიდი მთავარი. მისი ნეშტი საგანგებოდ მომზადებულ მარმალიროს ტახტზე განისვენებდა (ამის შესახებ, მთავარი, წარწერაშიც იუწყება) დღეს ამ ფილის სამი დიდი ფრაგმენტია შემორჩენილი, ორი მათგანი აკლდამაშია მესამე კი ეკვდერში ინახება. ერთ-ერთზე კარგად განირჩევა გამოქანდაკებული სადგარი.
განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს თავად აკლდამის მოწყობის სტილი. თამამად შეიძლება ითქვას იგი საქართველოში ერთადერთია, ოთახში როგორც ჩანს კარგად მუშაობს სავენტილაციო სისტემა, რის გამოც აქ ნესტი თითქმის არ არის.



მანუჩარ დადიანის ეკვდერი |


მანუჩარ დადიანის ეკვდერი ტაძრის სამხრეთით, კარიბჭის მარცხნივ მდებარეობს. მისი სახელწოდება ექვთიმე თაყაიშვილის შრომიდან “არქეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში” გახდა ცნობილი, დიდ მეცნიერს აქ ეკვდრის ახალი კანკელი და მისი წარწერა უნახავს: “მცირედი ესე მთავარანგელოზისა ეკვდერი და სასაფლაო მთავრის დადიანისა ძის მანუჩარისა დავახატვინე საფასითა ჩემითა მოლოზანთ (მლთ) მოლოზანმა პეტრიძემ ჩყჲგ-ის იუნისსა კა დღესა.” მითითებული ქორონიკო 1863 წელს უდრის.
ეკვდერი მთლიანად მოხატულია, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას დასავლეთის კედლის ფრესკები იქცევს. აქ ცენტრალური ადგილი ორი ქტიტორის პორტრეტს უკავია, მარჯვნივ დედოფალი, მარცხნივ კი გვირგვინოსანი მამაკაცი დგას. მათ შუაში შავი ასოებით შესრულებული ძლიერ დაზიანებული მხედრული წარწერაა მოთავსებული.
“1. . . . . . . . .
2. . . . . . . .
3.ხელმწიფისა ალექ [სანდრეს] ა[სუ]ლი
4.[დ]ედოფალი ბატ [ო]ნ[ი] ნესტან [დარე]ჯ[ან]
5.[ე]ს მე:. დავახატვნე დედა: შ[ვილ]მან დად
6.იანმან:. ბატონმან:. ლევან:.”


გამოსახულ პირთა ვინაობის დადგენა საკმაოდ ადვილია. სამეგრელოს დედოფალი, ალექსანდრეს ასული ნესტან-დარეჯანი, ლევან II დადიანის დედაა, რომელიც კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის ქალიშვილი იყო. ამდენად ფაქტია, რომ მის გვერდით მდგარი გვირგვინოსანი მამაკაცი, მეუღლე, სამეგრელოს მთავარი და ლევანის მამა მანუჩარ დადიანია. ცნობილია, რომ დედოფალი ნესტან-დარეჯანი შვილის, ლევანის მშობიარობას გადაჰყვა `უშვა ნესტან დადიანს მანუჩარს წული ლევან, არამედ შობასევ მოკვდა ნესტან-დარეჯანი” – აღნიშნულია ვახიშტი ბატონიშვილის თხზულებაში.


როგორც ჩანს გამთავრებულმა ლევანმა საკუთარი ეკვდრის მოწყობის შემდეგ, არც მშობლების განსასვენებელი დაივიწყა და ის განაახლა, სწორედ ამიტომ ჰგავს ძალიან კედლის ეს მხატვრობა ლევანის ეკვდრის ქტიტორთა პორტრეტებს. ჩვენის აზრით ამ შემთხვევაში ფრესკები ერთი და იგივე ავტორის ნახელავია, თუმცა ისიც არაა გამორიცხული, რომ აქ მანამდე მანუჩარისა და ნესტანის უფრო ძველი პორტრეტები არსებობდა, ამას მანუჩარის გამოსახულების გვერდით შემორჩენილი მამაკაცის ფიგურა გვაფიქრებინებს. იგი ცხადია, რომ სულ სხვა მხატვრის მიერაა შესრულებული და აქაური კედლის მხატვრობის I შრეს განეკუთვნება. სავარაუდოდ ლევანმა მშობლების პორტრეტები ძველ ფრესკას ხელახლა გადაახატა ან მანამდე არსებული სხვა ფიგურები საკუთარი მშობლების გამოსახულებით შეცვალა. სწორედ ამიტომაა წარწერაში საგანგებოდ აღნიშნული `დავახატვინე დედა შვილმან დადიანმან ბატონმან ლევან”-მაო. ეს ფრაზა ძლიერი მთავრის დედისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებასაც ავლენს. როგორც ჩანს დაობლებული შვილს იმ მშობლისადმი, რომელიც მის მშობიარობას გადაჰყვა, განსაკუთრებული მადლიერების დაფიქსირება სურდა.


მთავარი და დედოფალი საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილნი დგანან, ფერთა სიხასხასითა და ეფექტურობით მანუჩარ დადიანის პორტრეტი უფრო გამორჩეულია, მას ე.წ. აღმოსავლური ბუმბულით, უამრავი მარგალიტით, ფირუზითა და ლალით დამშვენებული გვირგვინი ახურავს. გვირგვინი თავისი შესრულების მანერით ძალიან ჰგავს ზაქარია ქვარიანის საკათალიკოსო მიტრას, აქაც წამახული სამყურა ორნამენტებისა და ძვირფასი თვლების სიმრავლეა. მთავარს წითელი ხასხასა მოსასხამი და თეთრი პერანგი აცვია. მოსასხამის საყელო, კიდეები და სახელოები ოქროსფერი ორნამენტებითა და მარგალიტებითაა შემკული. მანუჩარს წელზე ორი ქამარი უკეთია, ერთი ოქროსია და ის მოსასხამის შესაკრავის ფუნქციასაც ასრულებს, მეორე ნაჭრისაა და აღმოსავლურ სტილშია განასკვული. ორივე ზეაღმართული ხელი ქტიტორს მლოცველის პოზაში წარმოგვიდგენს.


მანუჩარის სახე საოცრად მეტყველია, მას ცოცხალი დიდი თავლები აქვს, მოკლე ულვაშები და პატარა სწორი ცხვირი. მთავარი აქ ასაკოვანია, რადგან მას ჭაღარა თმები აქვს, მათ ქვეშ კი ორი მარგალიტებით შემკული საყურეები მოუჩანს.


დედოფალ ნესტან-დარეჯანის გვირგვინი ისევე უხვადაა ორნამენტირებული და შემკული, როგორც მეუღლის მანუჩარ დადიანისა, მის თეთრ, ძვირფასი თვლებით მდიდრულად მორთულ მოსასხამს ოქროსფერი ყვავილ-ფოთლოვანი ორნამენტები ამკობს. მწვანე სადა კაბა კი ოქროს დიდი ქამრით შეუკრავს. თეთრი მანდილის ქვეშ ნაწნავები მოჩანს, რომელიც დედოფალს წელამდე სწვდება, მას ყელზე მსხვილი მარგალიტების ყელსაბამი, გულზე კი დიდი ოქროს გულსაკიდი უკეთია.
ნესტანს მშვიდი და თბილი სახე აქვს, ნუშისმაგვარი თვალები და წარბები ფართო მონასმებითაა შესრულებული. ასე რომ, სახის ყოველი ნაკვთი მეტყველებს, რომ დედოფალი უდავოდ ძალიან ლამაზი ქალი იყო.


ყოველივე ზემოთქმული კარგად ცხადყოფს მანუჩარ დადიანის ეკვდრის დასავლეთი კედლის ფრესკის მნიშვნელობას, ის არამარტო XVII საუკუნის ქართული მხატვრობის საუკეთესო ნიმუშია, არამედ მისი წყალობით საქართველოს ისტორიულ პირთა გალერეას კიდევ ორი საუკეთესო პორტრეტი შეემატა.
მანუჩარ დადიანის გამოსახულების მარცხნივ, როგორც ავღნიშნეთ უფრო ძველ ფრესკაზე მამაკაცის პორტრეტი მოჩანს. მისი სახის მარჯვნივ სავი ასომთავრული ასოებით შემდეგი წარწერაა:“აფაქიძესა [შეუნდ]ვნეს ღმერთმან”.


ჩვენთვის ამ ისტორიული პირის ვინაობის დადგენა ძნელი აღმოჩენდა, მაგრამ ვფიქრობთ არაა გამორიცხული, რომ იგი მანუჩარ დადიანის კართან დაახლოებული პირი იყო. ამ მოსაზრების გამოთქმის უფლებას ფრესკის განლაგების ადგილი გვაძლევს. იგი მთავრის პორტრეტის მარცხნივაა მოთავსებული, საყურადღებოა ისიც, რომ მანუჩარისა და ნესტან-დარეჯანის ფრესკის ხელახლა მომხატველს ძველი პორტრეტი კი არ გადაუშლია, ან მასზე სხვა ვინმე კი არ გადაუხატავს (როგორც ეს ლევან დადიანის ეკვდერშია გაკეთებული), არამედ შეუნარჩუნებია და უფრო მეტი, ძველსა და ახალ მხატვრობას შორის გარკვეული ერთობლიობის შენარჩუნება უცდია, ფონისა და ჩარჩოების ერთმანეთთან შერწყმით.


აფაქიძის პორტრეტი, შესრულების მანერითა და მხატვრული სტილით განსაკუთრებულ მსგავსებას ავლენს ჭალის წმინდა გიორგის ეკლესიის ქტიტორის შერმაზინ აბაშიძის და ქორეთის მაცხოვრის სახელობის ტაძრის ქტიტორის გოდერძი წერეთლის XVI – XVII საუკუნეების პორტრეტებთან. ჩვენის აზრით წალენჯიხის მხატვრობის ეს ფენაც ამ პერიოდში, უფრო კონკრეტულად კი მანუჩარ I-ის ზეობის დროს (1582-1611) უნდა იყოს შესრულებული.



რესურსები ინტერნეტში |


  • ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ვებ-გვერდი


ლიტერატურა |



  • გ.კალანდია, წალენჯიხის ტაძრის მოხატულობა. ჟურნ: “ივერიელნი”. N 5. 2007

  • "წალენჯიხის მონასტრის ქტიტორთა გალერეა". ჟურნ: “ქართველოგია” N 3. 2008

  • "ლევან II დადიანის ეკვდერი. ჟურნ: “ქართველოგია” N 4. 2008




  • ზაქარაია პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 285-286, თბ., 1987 წელი.


(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=წალენჯიხის_საკათედრო_ტაძარი&oldid=3575596“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.108","walltime":"0.151","ppvisitednodes":"value":528,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":29456,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":12278,"limit":2097152,"expansiondepth":"value":10,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":52,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 72.273 1 -total"," 51.68% 37.354 1 თარგი:ზუგდიდისა_და_ცაიშის_ეპარქია"," 45.25% 32.702 1 თარგი:ნავდაფა"," 14.74% 10.654 1 თარგი:Commonscat"," 13.77% 9.954 1 თარგი:ქსე"," 12.87% 9.304 1 თარგი:ვიკიფიცირება"," 8.85% 6.399 1 თარგი:Tnavbar"," 7.10% 5.134 2 თარგი:Ambox"," 6.16% 4.449 1 თარგი:გასაწმენდი"," 5.13% 3.704 1 თარგი:Commons"],"cachereport":"origin":"mw1239","timestamp":"20190526150956","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10ecu10d0u10dau10d4u10dcu10efu10d8u10eeu10d8u10e1 u10e1u10d0u10d9u10d0u10d7u10d4u10d3u10e0u10dd u10e2u10d0u10ebu10d0u10e0u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D_%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q2474540","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q2474540","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-06-01T22:31:54Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/7/79/Tsalenjikha_Cathedral_%28front%29.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":131,"wgHostname":"mw1272"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單