Skip to main content

ცაიშის საეპისკოპოსო სექციების სია ისტორია | ცაიშელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი | ცაიშის ტაძრის ფრესკული მხატვრობა და ნეკროპოლი | სქოლიო | იხილეთ ეგრეთვე | ლიტერატურა | სანავიგაციო მენიუ

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია


საქართველოშიგიორგი კვიპროსელის602–610IX საუკუნისლაზიკასეპისკოპოსიბერძნებისიგმათი18051874სამეგრელოსიმერეთისმარტვილის189512 ივნისიდან1930198914 სექტემბერსილია IIამირან შენგელია1995დანიელი (მეუფე)1998მცხეთაში20062007ვახუშტი ბაგრატიონს1916–1770სვანეთიცმესტიისXIV საუკუნეშიXVII საუკუნეშიცმაკარიოსი1648–1672საქართველოშივახუშტი ბაგრატიონი1742–1745ხობისXVIIწალენჯიხასაეპისკოპოსოდჭანის მდინარისაXVIII საუკუნის1823გრიგოლ ჩიქოვანისასამეგრელოს მთავარმაცაიშიVIVIIIX საუკუნემდეეპისკოპოსთა










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ცაიშის საეპისკოპოსო




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search




წალენჯიხის მაცხოვრის ტაძარი (სამხრეთ-დასავლეთის ფასადი)


ცაიშის საეპისკოპოსო — ერთ–ერთი უძველესი საეპისკოპოსოა საქართველოში, რომელიც დააახლოებით VI-VII საუკუნეთა მიჯნიდან არსებობდა.




სექციების სია





  • 1 ისტორია

    • 1.1 ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრები



  • 2 ცაიშელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი


  • 3 ცაიშის ტაძრის ფრესკული მხატვრობა და ნეკროპოლი


  • 4 სქოლიო


  • 5 იხილეთ ეგრეთვე


  • 6 ლიტერატურა




ისტორია |


უძველესი ცნობები ცაიშის საეპისკოპოსოს შესახებ დაცულია გიორგი კვიპროსელის მიერ 602–610 წლებს შორის შედგენილ საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხაში და IX საუკუნის დამდეგს ბასილი სოფენელის მიერ შედგენილ იგივე სახის თხზულებაში, ორივეგან მოიხსენიება ლაზიკას ეპარქიაში შემავალი საისის ეპისკოპოსი. აქ მოხსებიებული საისი უეჭველად ცაიშია, რადგან ეს ბერძნები მათი ენისათვის უცხო და ბგერებს ჩვეულებრის გრაფებით (სიგმათი) გადმოსცემდნენ.
ქართულ წყაროებში ცაიშის საეპისკოპოსოს შესახებ ცნობა პირველად X-XI საუკუნეთა მიჯნიდან ჩნდება. ცაიშის დიდი საწინამძღვრო ჯვრის წარწერაში "ბაგრატ აფხაზთა მეფე და კურაპალატის" გვერდით მოხსენიებულია ეფრემ ცაიშელი, რომელიც ცხადია ცაიშის [1]ეპისკოპოსია, რადგან ცაიშელი სწორედ ცაიშის ეპისკოპოსს ნიშნავს.


1805 წელს ცაიშის ეპარქიაში შედის სამურზაყანო – ტერიტორია მდ. ენგუ­რიდან ღალიძგამდე. 1823 წ. 15 ნოემბერს გარდაიცვალა ცაიშელი მიტროპოლიტი გრიგოლი. გრიგოლ ცაიშელის გარდაცვალების შემდეგ გაუქმდა ცაიშის საეპისკოპო­სო კათედრა. ის იყო როგორც საოლქო ეკლესია. 1829წ გააერთიანეს ჭყონ­დიდის, ცაგერისა და ცაიშის ეპარქიები ერთ, სამეგრელოს ეპარქიად (საე­პისკოპოსო კათედრა მარტვილში).


1874 წელს სამეგრელოს ეპარქია შეუერთეს იმერეთის ეპარქიას და გაუქმდა მარტვილის საეპისკოპოსო კათედრა. 1895 წლის 12 ივნისიდან გურიისა და სა­მეგრელოს ეპარქიების შეერთებით შეიქმნა გურია-სამეგრელოს ეპარქია. 1930 წლისათვის ტაძარში მღვდელმსახურება შეწყდა, რომელიც განახ­ლდა მხოლოდ 1989 წელს ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოსის ყოვლადუსამ­ღვდელოესი გიორგის (შალამბერიძე) მღვდელმსახურობის პერიოდში. 1989 წ. 14 სექტემბერს ტაძარი აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ და ტაძრის წინამძღვრად დაადგინა დეკანოზი ამირან შენგელია.


1995 წლის 5 აპრილს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებით ჩამოყალიბდა 27 ეპარქია, მათ შორის ზუგდიდისა და ცაი­შის ეპარქია.
ახალშექმნილი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მღვდელმთავრად დროებით დაინიშნა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი დანიელი (მეუფე) (და­თუაშვილი).


1998 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინო­დის გადაწყვეტილებით ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსად გამორჩეულ იქნა იღუმენი გერასიმე (შარაშენიძე), რომლის ეპისკოპოსად ხელდასმა მოხდა ამავე წლის 11 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.


2006 წლის 11 მაისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე წმ. სამების ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეპისკოპოსი გერასიმე მთავარეპისკო­პოსის ხარისხში აიყვანა. ხოლო 2007 წლის 3 ივნისს იენიჭა მიტროპოლი­ტომა.



ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრები |


ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრები ზედაპირულად მოხაზული აქვს ვახუშტი ბაგრატიონს (1916–1770):"ხოფს ზეით არს ეკლესია ჩაისს, დიდი, გუმბათიანი, კეთილშენი და შემკული. ზის ეპისკოპიზი მწყემსი ამ წყლის სამხრეთის კერძოსი უნაგრიმამდე და რიონა ზღუდმდე"[2]


ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრებში, როგორც წყაროებიდან ჩანს, შედიოდა სვანეთიც. მესტიის ოთხთავზე XIV საუკუნეში გაკეთებულ ერთ მინაწერში ნათქვამია: "თუ ქუემო ხეუს გამოჩნდეს ცაიშელიმან დაიურვოს რჯული, ზემომან ცაგარელმან – ზემოთ დაიჭიროს."[3]ამ ცნობის სისწორეს ამტკიცებს ერთი უთარიღო დოკუმენტი, რომელიც, როგორც 1442–1446 წლებს შორისაა შედგენილი. ამ დოკუმენტში ცაიშელ მთავარეპისკოპოსი დანიელი გვაუწყებს, რომ "ლაბსყედსა მივედი... ვაკურთხე მთავარანგელოზი ლაბსტყენდაშისაო"[4] რადგან ცაიშელი ეპისკოპოსი სვანეთში, კერძოდ ლაბსყელდაშში ეკლესიას აკურთხებს, ცხადია ეს კუთხეც მისი სამწყსოს ნაწილი უნდა ყოფილიყო.


ზემო სვანეთი ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრებში შედიოდა XVII საუკუნეშიც. პატრიარქი მაკარიოსი (1648–1672), რომელიც 1664 წელს ბრძანდებოდა საქართველოში, წერს რომ "სვანებს ჰყავდათ ორი ეპისკოპოსი – ცაგარელი და ცაიშელი, რომლებიც მხოლოდღა ფორმალურად ითვლებიან მათ მწყემსებად"[5]


იმ დროს, როდესაც ვახუშტი ბაგრატიონი წერდა თავის უზარმაზარ ნაშრომს "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" (ეს წიგნი მან 1742–1745 წლებში დაწერა). ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრებში შედიოდა ხობის გაუქმებული საეპისკოპოსო.


XVII საუკუნის დამდეგიდან, ანუ უმ დროიდან როცა სამთავრო სახლმა სამარხ ეკლესიად წალენჯიხა გაიხადა, ეს უკანასკნელი ცალკე საეპისკოპოსოდ იქცა და ცაიშის ეპარქიას მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშორდა, მაგრამ XVIII საუკუნის შუა ხანებიდან, როცა როგორც ჩანს წალენჯიხის ეპარქია გაუქმდა ეს სამწყსო , რომელიც ვახუშტის ცნობით მოიცავდა "ჭანის მდინარისა და დადის მდინარის შორის ადგილთა კავკასიიდამ ზღვამდე" კვლავ ცაიშის სამწყსოში შევიდა.


XVIII საუკუნის მიწურულსა და XIX საუკუნის პირველი მეოთხედის ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრების შესახებ საყურადღებო ცნობაა დაცული 1823 წელს შედგენილ ანდერძში ცაიშელ მიტროპოლიტ გრიგოლ ჩიქოვანისა. ეს უკანასკნელი წერს, რომ სამეგრელოს მთავარმა "მე დამადგინაო ეკლესიისა და მოხარისხედ... ვითარცა იყო უწინარესვე სამურზაყანო აფხაზეთსაც ვმწყსიდი და ვიღვწვოდი რათა სარწმუნოება განმრავლებით ერთა შორის გებულ იყო".[6]
ამრიგად, ირკვევა რომ მას შემდეგ რაც გააფსარებულ წარმართობაზე მიმძლავრებულ აფხაზთა მიზეზით დრანდის, მოქვისა და ბედიიდ საეპისკოპოსოები გაუქმდა, სამურზაყანოც ცაიშელის სამწყსოდ ქცეულა.



ცაიშელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი |


ცაიში, როგორც საეპისკოპოსო მოიხსენიება VI-VIII საუკუნეებიდან, მაგრამ X საუკუნემდე ცაიშელკ ეპისკოპოსთა შესახებ არაფერია ცნობილი. პირველი ცაიშელი რომელიც ისტორიულ წყაროებშია მოხსენიებული, არის ეფრემი, რომლის სახელი დატანებულია ცაიშის დიდ საწინამძღვრო ჯვარზე. ხოლო შემდეგ ცაიშელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური სია[7] ასეთი სახისაა:



  1. ეფრემი – XI საუკუნე.


  2. იოანე I ფელაგისძე – XI ან XII საუკუნე.


  3. ბასილი – XIV საუკუნის დამდეგი.


  4. დანიელი – XV საუკუნის 40–იანი წლები.


  5. იოაკიმე – XV საუკუნის 70–იანი წლები.


  6. ეპისკოპოსი, რომელსაც უნდა რქმეოდა ან (ნიკოლო)ზ, (ევდემო)ზ ან (მაკარო)ზ – XV საუკუნის 80–იანი წლები.


  7. ეფთვიმე – XV საუკუნის 80–იანი წლები.


  8. ბართლომე – XV-XVI საუკუნეთა მიჯნა.


  9. კირილე, ჟუანიმე (ჟვანია) – ...[[1549–1572]]...


  10. მაქსიმე I – XVI საუკუნის ბოლო მეოთხედი.


  11. დავით I – XVI საუკუნის მიწურული.


  12. მალაქია II – 1612–1639


  13. ანდრია – 1639–1640...


  14. დავით ჯოლია – ...1652..


  15. მაქსიმე II აგიაშვილი – ..1696–1701


  16. სვიმონ ღოღობერიძე – 1701–1709


  17. მაქსიმე II აგიაშვილი – 1709–1710..(მეორედ)


  18. სვიმონ ღოღობერიძე – 1710–1759...(მეორედ)


  19. სოფრომ ღოღობერიძე – ...1766–1777


  20. გრიგოლ ჩიქოვანი – 1777–1823


ცაიშის ტაძრის ფრესკული მხატვრობა და ნეკროპოლი |


ტაძრის შიდა სივრცის შემამკობელი ფრესკული მხატვრობიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს საკურთხევლის კონქზე შესრულებული ღმრთისმშობლისა და მიქელ-გაბრიელის გამოსახულებები. ღმრთისმშობელი ფეხზე მდგომარეა, მას ყრმა იესო უჭირავს ხელში. მარიამის თვალები, სახის ნაკვთები და მდიდრული მოსასხამი ხაზს უსვამს მომხატველი ოსტატის ზომიერებისა და ჰარმონიის გრძნობას. ყრმა იესოს სახეში იკვეთება შეწითლებული ლოყები და მოყავისფრო ინტენსიური ჩრდილები.


ღმრთისმშობლის გამოსახულებებიდან ყურადღებას იპყრობს დასავლეთის მკლავის ცილინდრული კამარის მოხატულობა. აქ ცენტრალური ადგილი უკავია სფეროში ჩახატულ ღვთისმშობელს. მარიამის სახე სიმკაცრითა და ძალმოსილებით გამოირჩევა. მისი მუქი, მოყავისფრო-მოწითალო სამოსის მკვეთრი ნაკეცები ხაზს უსვამს მხატვრის რეალისტურ სტილს. ღმრთისმშობელს ორივე ხელი ზეაპყრობილი აქვს. საგულისხმოა ყრმა იესოს გამოსახულებაც; მიუხედავად იმისა, რომ იესო ღვთის¬მშობლის ფონზეა დახატული, მაინც კარგად იკვეთება მისი ფიგურა, რის ხელშემწყობ პირობადაც მძაფრი კონტურები, თეთრი სამოსი და ოქროს შარავანდი გვევლინება.


შესრულების საუკეთესო რეალისტური სტილით გამოირჩევა აღმოსავლეთ კარიბჭის თაღზე მოთავსებული ჩვენთვის უცნობი სცენა (სამი მამაკაცი მთაში). აქ ყურადღებას იქცევს ადამიანთა ფიგურებისა და სახეთა გამოსახვის მანერა. სცენის კოლორიტი რბილ, ზუსტად მიგნებულ ტონთა რიტმულ შეხამებაზეა აგებული. ახალგაზ¬რდა სახეები შუქჩრდილებით არის გაცხოველებული, მთლიანად სცენა მშვიდია და სათუთხაზოვან რიტმშია შესრულებული.
ცაიშის ფრესკული მოხატულობიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ტაძრის სამხრეთ ნავში, ბოძის ქვედა რეგისტრზე გამოსახული ქტიტორები. პორტრეტები მეტად თუ ნაკლებად ფრაგმენტულია, წარწერა კი, სამწუხაროდ, სავსებით წაშლილია. ფრესკა ორ გამოსახულებას შეიცავს. მათგან აღმოსავლეთით მდებარე გვირგვინოსანი დედოფლის გამოსახულება უფრო მეტადაა შემორჩენილი. დედოფალს მდიდრული სამოსიდან გამოყოფილი მარჯვენა ხელი ოდნავ ზეაღმართული აქვს, თავზე ორნამენტებით შემკული გვირგვინი ახურავს. ორი დიდი ნაწნავი თითქმის მთელ სხეულზეა ჩამოშლილი. მაღალი ყელი, ფაქიზი ნაკვთები და დიდრონი თვალები დიდებული ქალის დახვეწილ ტიპს წარმოსახავს. დედოფლის მუქ შინდისფერ საკინძიან სამოსს ფრაგმენტულად შემორჩენილი ოქროსფერი მდიდრული მოსასხამი ამშვენებს, რომლის საყელოზეც საოცრად ნატიფი ორნამენტებია გამოსახული. დედოფლის ფიგურის პროპორციული სისწორე ოდნავ დარღვეულია თვალების, ყურების, თავის რამდენადმე გადიდებით, რაც გამოსახულების აღქმას აძლიერებს.


დედოფლის დასავლეთით მოთავსებული მამაკაცის ფიგურა ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. მას აღმოსავლური ტიპის საკმაოდ მაღალი მოყავისფრო ქუდი ახურავს, რომელიც გეომეტრიული უჯრედებითაა გაფორმებული. ქართული ხელოვნებისათვის ნიშანდობლივი ნუშისმაგვარი თვალები, შავი წარბ-ულვაში და სწორი ცხვირი პორტრეტს ლირიულ იერს სძენს.


უცნობია გამოსახულ ქტიტორთა ვინაობა. წარწერები სავსებით წაშლილია, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო საკითხის გარკვევაში ნაწილობრივ შეიძლება დაგვეხმაროს ტაძრის მოხატვის პერიოდი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცაიშის კათედრის მოხატვა 1616 წელს უნდა დაწყებულიყო, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ აქ იმდროინდელი სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი (1611-1657) და დედოფალი ნესტან-დარეჯანი დაეხატათ.


ლევანი და ნესტან-დარეჯანი მსგავსი ჩაცმულობით წარმოგვიდგება კორცხელის რელიეფურ ხატზე. აქ ყურადღებას იქცევს ნესტანის ისეთივე ჩა¬მოშ¬¬ლილი ნაწნავები, როგორც ფრესკაზე და ლევანის აღმოსავლური ტიპის ქუდი. პატრონიკეში შემორჩენილი მხატვრობიდან გამოვყოფთ წმინდა გიორგის წამების ორ სცენას: პირველზე ასახულია გიორგის მახვილით წამების სცენა. მხატვარს ფერთა საშუალებით გადმოცემული აქვს მოქმედ პირთა ხასიათი. მწვანე პერანგითა და წითელი მოსასხამით შემოსილი ხელაპყრობილი გიორგი დგას ჭაბუკებს შორის, რომლებიც მას მახვილს სცემენ. წმინდანის ნათელ სახეს შარავანდი აცისკროვნებს, მოძალადეთა სახეები კი მუქი ფერებითაა შესრულებული, მათი სამოსელი მოყავისფროა. ფერთა ასეთი განაწილება კარგად ასახავს როგორც მოქმედ პირთა ხასიათს, ასევე მთელი სცენის იდეურ შინაარსს.


წმინდა გიორგის ფრესკული გამოსახულების საპირისპიროდ პატრონიკეს აღმოსავლეთ კედელზე მოთავსებულია მაცხოვრის წელზედა დიდი ზომის ფრესკა. მოხატულობას დინამიკურ იერს ანიჭებს ლურჯ და მუქ ოქროსფერთა მონაცვლეობა. იესოს სახის რბილი მოდელირება შემსრულებლის ოსტატობაზე მეტყველებს. მაცხოვრის სახის გამომეტყველება მშვიდი და შთაგონებულია.


ამრიგად, შესრულების მანერით, იკონოგრაფიული და სტილის¬ტუ¬რი ნიშნებით ცაიშის მოხატულობას მნიშვნელოვანი ადგილი უნდა მიენიჭოს XVII საუკუნის ქართული მონუმენტური ფერ¬წერის ნიმუშებს შორის.


ცაიშის ტაძარი XIV საუკუნეში დადიანთა საგვარეულოს საძვალე იყო. დადიანთა გარდა, როგორც ჩანს, აქ იკრძალებოდნენ ცნობილი საზოგადო და საეკლესიო მოღვაწეები. ცაიშის ნეკროპოლი შეუსწავლელია. ბევრმა საფლავმა ჩვენამდე ვეღარ მოაღწია. დღეს ტაძრის შიგნით 6 საფლავია შემორჩენილი. რომლებიც ეკუთვნის დავით დადიანის შვილებს მართას, ნინასა და ალექსანდრეს, “უგანათლებულეს თავად” კონსტანტინე დადიანს.
ცაიშის მონასტერში დაკრძალული ყოფილა უკანასკნელი მიტროპოლიტი გრიგოლ ჩიქოვანი. მისი საფლავი უნახავს ექ. თაყაიშვილს. მეცნიერი არ მიუთითებს, სად განისვენებდა ეს იერარქი _ ტაძარში თუ ეზოში. დღეს მისი საფლავი დაკარგულად ითვლება.


ცაიშის სამრეკლოს სამხრეთ კედლის ქვედა ნაწილში შემორჩა სამარის ქვა ასომთავრული წარწერით:


  1. ესე (არ)ს განსას[უე]

  2. (ნ)ებელი ჩემი [და]

  3. (მ)ას დავემკვიდ[რო]

  4. რამეთუ მთნავს.

ამ წარწერის შინაარსიდან ბევრი ვერაფერი ირკვევა. სავარაუდოა, რომ იგი ეკვდერში იყო მოთავსებული და პალეოგრაფიული ნიშნებით XIII-XIV სს. განეკუთვნება, მაგრამ ვის ეკუთვნოდა წარწერა, ჯერჯერობით უცნობია. ეს ტექსტი არის 131-ე ფსალმუნის მე-14 მუხლი. მსგავსი შინაარსის წარწერა გვხვდება გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავის ქვაზე, სადაც ნათქვამია: `ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, რამეთუ მთნავს მასს დავემკვიდრო მე~ . ცაიშში ასევე დაკრძალული ყოფილა ლევან V დადიანის სიძე, მანუჩარ შარვაშიძე. ნიკო დადიანის თქმით, იგი აფხაზეთში მოკლეს. დატირების `შემდგომად მოვასვენეთ ეკლესიასა ცაიშს და დავმარხეთ მუნ შესაფერისა პატივითა~ .
ამდენად, როგორც ზემოთქმულიდან ცხადია, ცაიშის ნეკროპოლი საინტერესო ისტორიული ძეგლია, მაგრამ ბევრი საფლავი დაიკარგა, ზოგიერთზე კი წარწერები აღარ იკითხება.



სქოლიო |




  1. ე. თაყაიშვილი, არქროლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წ. II, ტფ, 1919, გვ. 178


  2. ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოისა, წიგნში ქართლის ცხოვრება, ტ IV, თბ, 1973, გვ. 773


  3. პ. ინგოროყვა, სვანეთის საისტორიო ძეგლები, ნაკვ. II, ტექსტები. თბ. 1941, გვ 7, სვანეთის წერილობითი ძეგლები, I. ისტორიულიო საბუთები და სულთა მატიანეები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები და სამეცნიერო–საცნობარო აპარატი დაურთო ვ. სილოგვამ, თბ. 1986, გვ. 111,


  4. ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, ტ. III, თბ. 1973, გვ. 173


  5. Жузе, Грузия в 17 столетий по изабражению патриарха Макариа, Казан, 1905, стр 42


  6. ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოისა, წიგნში ქართლის ცხოვრება, ტ IV, თბ, 1973, გვ. 778


  7. ცაიშის საეპისკოპოსო, აბესალომ ტუღუში, გამომცემლობა "ორნატი", ზუგდიდი, 2001 წელი, გვ. 36.



იხილეთ ეგრეთვე |


  • ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია


ლიტერატურა |



  • ცაიშის საეპისკოპოსო, აბესალომ ტუღუში, გამომც. "ორნატი",ზუგდიდი, 2001 წელი.


  • ოდიშის საეპისკოპოები, გიორგი კალანდია, გამომც. არტანუჯი, თბილისი, 2004 წელი.


(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ცაიშის_საეპისკოპოსო&oldid=3016854“-დან










სანავიგაციო მენიუ


























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.080","walltime":"0.103","ppvisitednodes":"value":238,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":1015,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":208,"limit":2097152,"expansiondepth":"value":7,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":4528,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 37.165 1 თარგი:სქოლიოს_სია","100.00% 37.165 1 -total"," 17.17% 6.383 1 თარგი:Column-width"," 14.98% 5.568 1 თარგი:Main_other"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.002","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":544115,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1330","timestamp":"20190526135144","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10eau10d0u10d8u10e8u10d8u10e1 u10e1u10d0u10d4u10deu10d8u10e1u10d9u10ddu10deu10ddu10e1u10dd","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9D","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q16378303","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q16378303","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2009-06-25T16:26:00Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/7/73/Tsalenjikha_Cathedral_%28rear%29.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":108,"wgHostname":"mw1258"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單