Skip to main content

კორნელი კეკელიძე სექციების სია ბიოგრაფია | თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორები | ლიტერატურა | სქოლიო | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიუვის და რატომ ჩაარტყა წიგნი კორნელი კეკელიძემ სასულიერო სასწავლებელში სწავლისას. თბილისელები.GEკორნელი კეკელიძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი, nplg.gov.geკორნელი კეკელიძე - ბლოგზე "ბურუსი"აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელობის თბილისის 29-ე საშუალო სკოლაკ. ალიბეგაშვილი, „დეკანოზ კორნელი კეკელიძის ბიბლიოგრაფია“, თბ., 2013რ

დაბადებული 30 აპრილიდაბადებული 1879გარდაცვლილი 7 ივნისიგარდაცვლილი 1962ლენინის ორდენის კავალრებიშრომის წითელი დროშის ორდენის კავალრებისაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებიქართველი ლიტერატურათმცოდნეებიქართველი ფილოლოგებიქართველი თეოლოგებივანის მუნიციპალიტეტში დაბადებულებიქართველი რუსთველოლოგები


30 აპრილი18797 ივნისი1962ქუთაისის მაზრისვანის მუნიციპალიტეტივალერიან გაფრინდაშვილისთბილისის სასულიერო სემინარიაშიიოსებ ჯუღაშვილიკალისტრატე ცინცაძისკიევისქუთაისსათბილისშიქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტისრუსულ ენაზეგელათშისვანეთშიჰაგიოგრაფიულიკიმენურლათინურადნოდარ ციციშვილის იოანე საბანისძისბასილი ზარზმელისიოანე ბატონიშვილისალექსანდრე ბარამიძეპავლე ინგოროყვა1923—1960 წლებში1938 წელსიტალიისრომშიგერმანულ ენაზემიხეილ თარხნიშვილისაიულიუს ასფალგისისტორიოგრაფიასაცლენინის ორდენითშრომის წითელი დროშის ორდენითთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




კორნელი კეკელიძე




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search


















კორნელი კეკელიძე

კორნელი კეკელიძე.jpg
დაბ. თარიღი
18 (30) აპრილი 1879
დაბ. ადგილი
ტობანიერი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი
7 ივნისი 1962(1962-06-07)[1](83 წლის)
გარდ. ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ[1]
მოქალაქეობა
რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
მუშაობის ადგილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი
თბილისის სასულიერო სემინარია
ჯილდოები
ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

კორნელი კეკელიძე (დ. 30 აპრილი [ძვ .სტ. 18 აპრილი], 1879 — გ. 7 ივნისი, 1962) — ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, თეოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941 წლიდან), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943 წლიდან).[2]




სექციების სია





  • 1 ბიოგრაფია


  • 2 თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორები


  • 3 ლიტერატურა


  • 4 სქოლიო


  • 5 რესურსები ინტერნეტში




ბიოგრაფია |


კორნელი კეკელიძე 1879 წლის 30 აპრილს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ტობანიერში (ამჟამ. ვანის მუნიციპალიტეტი), სამსონ კეკელიძის და და თებრონე ურუშაძის მრავალშვილიან ოჯახში.


სამსონ კეკელიძე მედავითნე იყო სოფლის ეკლესიაში, წერა-კითხვა კარგად იცოდა და კორნელისაც ადრევე შეასწავლა სახლში. 1886 წელს იგი შეიყვანეს ქუთაისის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში. ოჯახს უჭირდა შვილის ქუთაისში რჩენა და კორნელის სასწავლებელში დატოვება სკოლის ინსპექტორის ივანე გაფრინდაშვილის, მომავალი პოეტის პოეტ ვალერიან გაფრინდაშვილის მამის, მეშვეობით მოხერხდა, რომელიც მომავალ აკადემიკოსს სასწავლებლის ინტერნატში უფასოდ ჩარიცხვაში დაეხმარა.


ქუთაისში სწავლის დამთავრების შემდეგ კორნელიმ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. კორნელის შენახვას ოჯახი ვერც თბილისში შეძლებდა, ნიჭიერ ახალგაზრდას მაშველად თბილისის სემინარიის ინპექტორი იოანიკე მოევლინა, მისი დახმარებით კორნელი უფასოდ მოეწყო პანსიონში. მასთან ერთად სემინარიაში სწავლობდა იოსებ ჯუღაშვილი.[3]


1896 წელს კორნელის დედა გარდაეცვალა, ორი წლის შემდეგ კი მამა. კორნელის და მთლიანად დაობლებულ ოჯახს უფროსი და აკვირინე და მისი მეუღლე, კალისტრატე ცინცაძის უმცროსი ძმა, ამფილოქე ეხმარებოდნენ.[3] როგორც წარჩინებული კურსდამთავრებული, კორნელი სახელმწიფოს ხარჯზე კიევის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, გამოცდები შესანიშნავად ჩააბარა და სიტყვიერების ფაკულტეტზე მოეწყო.


1904 წელს კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ კორნელი საქართველოში დაბრუნდა. 1905-1906 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში.


1916 წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. კორნელი კეკელიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1919-1925 წლებში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად მოღვაწეობდა, ხოლო 1926-1930 წლებში სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი იყო. 1921-1930 წლებში ხელმძღვანელობდა თსუ-თან არსებული სიძველეთსაცავს, 1933-1936 წლებში ხელმძღვანელობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1942-1949 წლებში განაგებდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. სხვადასხვა დროს იყო განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი და სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ამიერკავკასიის ცაკის წევრი (1927 და 1929 წლებში).[2]


კეკელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი „ახალი საგალობლები აბო თბილელისა“ 1905 წელს ჟურნალ „მწყემსში“ (№ 13, 14) დაიბეჭდა. 1907 წელს გადამუშავებული საკანდიდატო ნაშრომისათვის „ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“ (რუსულ ენაზე, ცალკე წიგნად გამოიცა თბილისში, 1908 წელს) მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი.[2]


1905-1912 წლებში თანამშრომლობდა კიევის სასულიერო აკადემისთან, 1912-1917 წლებში მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანოში — „ქრისტიანული აღმოსავლეთი“. სამეცნიერო ასპარეზზე გამოსვლისთანავე კეკელიძეს მძიმე შავი სამუშაოს შესრულება მოუხდა არქივებსა და სიძველეთსაცავებში, კერძო მეპატრონეთა კოლექციებში. მან დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს. ძველი ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ჯერ სრულიად ხელუხლებელი იყო. კეკელიძის ადრინდელი სამეცნიერო ნაშრომებმა („იერუსალიმის განჩინება VII საუკუნისა“, რუსულ ენაზე, 1912 წელი, მ. ნ. ახმატოვის სახელობის პრემია; „ძველი ქართული არქიერატიკონი“, რუსულ ენაზე, 1912 წელი) ბევრ რუს და უცხოელ მეცნიერს აღუძრა ინტერესი ქართული მწიგნობრობისადმი. კეკელიძემ მეცნიერულად აღწერა გელათში (1905 წელს) და სვანეთში (1911 წელს) დაცული ქართული ხელნაწერები.


1948-1954 წლებში გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომის კორნელი კეკელიძის საერთო რედაქციით. განუზომელია კეკელიძის ღვაწლი ტექსტოლოგიაში: 1918 და 1946 წლებში გამოსცა ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების კიმენურ რედაქციათა ორტომეული (პ. პეეტერსმა აქ გამოქვეყნებული ტექსტები ერთი ნაწილი ლათინურად თარგმნა), 1930 წელს — ნოდარ ციციშვილის „შვიდი მთიები“, 1935 წელს — იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამება“ და ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“, 1936 და 1948 წლებში — იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ ორტომეული (თანარედაქტორი ალექსანდრე ბარამიძე), 1938 წელს — „ვისრამიანი“ (თანარედაქტორები ალექსანდრე ბარამიძე და პავლე ინგოროყვა), 1941 წელს — „ისტორიანი და აზმანი შარავანდედტანი“ და სხვა.[2]


კორნელი კეკელიძის დიდმა ერუდიციამ, ძველი ქართული მწერლობის როგორც ზოგად, ისე ვიწრო სპეციალურ საკითხებში ღრმა განსწავლულობამ განაპირობა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ფუნდამენტური ორტომეულის შექმნა (1923—1960 წლებში ოთხჯერ გამოიცა). ორტომეულის საფუძველზე კეკელიძემ შექმნა „ძველი ქართული ლიტერატურის კონსპექტური კურსი“ (რუსულ ენაზე, 1938 წელს). 1955 წელს იტალიის დედაქალაქ რომში გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა მიხეილ თარხნიშვილისა და იულიუს ასფალგის მიერ გადამუშავებული კეკელიძის ორტომეულის I ტომი.[2]


კორნელის ორი ცოლი ჰყავდა, პირველი მეუღლისგან სამი შვილი შეეძინა: ალექსანდრე, კოტე და ილია. მეორე მეუღლე მოგვიანებით შეირთო, რომლისგანაც შვილი არ ჰყოლია. ალექსანდრემ 1924 წელს დააარსა იატაქვეშა გაერთიანება “თავისუფალი საქართველო”. მაშინ ალექსანდრე 18 წლის იყო. ორგანიზაცია ერთ-ერთმა წევრმა გასცა, გვარად ბარათაშვილმა. ორგანიზაციის წევრები და, მათ შორის, ალექსანდრე დააპატიმრეს. ალექსანდრე კეკელიძე დახვრიტეს თავისუფლების მოედანზე. კორნელიმ მძიმედ გადაიტანა შვილის დაღუპვა. იმ პერიოდში კორნელი მეუღლესთან ერთად სამაჩაბლოში იყო. ჩეკისტებმა კორნელი იქ დააპატიმრეს და ისე ჩამოიყვანეს თბილისში. მაგრამ როდესაც დაკითხვების შედეგად დარწმუნდნენ, რომ კორნელის ამ ორგანიზაციასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა, გაანთავისუფლეს.


კორნელი კეკელიძემ თავიდანვე განსაზღვრა ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის დიდი მნიშვნელობა როგორც საკუთრივ ქართული კულტურის ისტორიაში, ისე მსოფლიო საქრისტიანო კულტურის ისტორიის თვალსაზრისით. იგი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც, აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრივხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მისმა ნაშრომებმა აამაღლა და განამტკიცა ქართული ფილოლოგიური მეცნიერების პრესტიჟი მთელ მსოფლიოში. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართველ მეცნიერებათა კადრების აღზრდაშიც. კეკელიძე დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და 2 შრომის წითელი დროშის ორდენით.[2]


კორნელი კეკელიძე 1962 წლის 7 ივნისს გარდაიცვალა, ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დაკრძალეს.



თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორები |



იასონ მოსეშვილივასილ კაკაბაძესოლომონ ქურდიანიგიორგი ახვლედიანიმიხეილ ზანდუკელიკორნელი კეკელიძეევგენი ჭოღოშვილიმიხეილ თაქთაქიშვილიგიორგი კონიაშვილიალექსანდრე დიდებულიძემიხეილ კონიაშვილინიკო მგელაძესერგო გორგაძეგრიგოლ ნათაძეანდრია ბენაშვილიივანე ჯავახიშვილინიკო ჩიგოგიძეTSU Founding Professors.jpg
ამ ფაილის შესახებ



ლიტერატურა |



  • ბარამიძე ა., ჩვენი დიდი მეცნიერი, თბ., 1979;

  • დიდი ქართველი მეცნიერი აკად. კორნელი კეკელიძე. კრებულიშეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ს. ყუბანეიშვილმა, თბ., 1965;

  • კორნელი კეკელიძეს დაბადების 80 წლისთავის აღსანიშნავად. კრებული, თბ., 1959;

  • კორნელი კეკელიძის პირადი არქივის აღწერილობა, შეადგინა რ. კავილაძემ, თბ., 1979;

  • კორნელი კეკელიძე (1879—1962). ბიბლიოგრაფია, შემდგ. ს. ყუბანეიშვილი, ე. დოლიძე, თბ., 1979;

  • Rapp, Stephen H. (2003 წელი), Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, გვ. 16.

  • Mikaberidze, Alexander (ed., 2007 წელი), Kekelidze, Korneli. Dictionary of Georgian National Biography. 26 მაისი 2007 წელი.


  • ბარამიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 461, თბ., 1980 წელი.


სქოლიო |



  1. 1.01.1Кекелидзе Корнелий Самсонович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
    <a href="https://wikidata.org/wiki/Track:Q17378135"></a><a href="https://wikidata.org/wiki/Track:Q649"></a><a href="https://wikidata.org/wiki/Track:Q5061737"></a>


  2. 2.02.12.22.32.42.5 ბარამიძე ა., ქსე, ტ. 5, გვ. 461, თბ., 1980 წელი

  3. 3.03.1ვის და რატომ ჩაარტყა წიგნი კორნელი კეკელიძემ სასულიერო სასწავლებელში სწავლისას. თბილისელები.GE




რესურსები ინტერნეტში |



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
კორნელი კეკელიძე



  • კორნელი კეკელიძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი, nplg.gov.ge

  • კორნელი კეკელიძე - ბლოგზე "ბურუსი"

  • აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელობის თბილისის 29-ე საშუალო სკოლა

  • კ. ალიბეგაშვილი, „დეკანოზ კორნელი კეკელიძის ბიბლიოგრაფია“, თბ., 2013




(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კორნელი_კეკელიძე&oldid=3499179“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"1.024","walltime":"1.875","ppvisitednodes":"value":5919,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":73374,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":32474,"limit":2097152,"expansiondepth":"value":33,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":19,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":21019,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":19,"limit":400,"timingprofile":["100.00% 1826.134 1 -total"," 93.93% 1715.321 1 თარგი:ინფოდაფა_მეცნიერი"," 93.37% 1705.024 1 თარგი:ინფოდაფა"," 81.32% 1484.936 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 31.35% 572.524 1 თარგი:Wikidata/p570"," 27.77% 507.115 1 თარგი:Wikidata/p20"," 7.94% 145.061 1 თარგი:Wikidata/p19"," 6.67% 121.771 1 თარგი:Wikidata/p18"," 4.86% 88.707 1 თარგი:გამოსახულების_ფორმატირება"," 4.34% 79.210 1 თარგი:Str_right"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.720","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":10911874,"limit":52428800,"limitreport-logs":"Custom label provided for Q83552nv: «А. М. Прохоров»: have «I. O. Fa» matchnGot title of Q649 from label: «Москва»nCustom label provided for Q83552nv: «А. М. Прохоров»: have «I. O. Fa» matchnGot title of Q649 from label: «Москва»n","cachereport":"origin":"mw1323","timestamp":"20190528051353","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d9u10ddu10e0u10dcu10d4u10dau10d8 u10d9u10d4u10d9u10d4u10dau10d8u10ebu10d4","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%99%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q6432416","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q6432416","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-02-11T09:52:54Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/3/37/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%99%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94.jpg","headline":"u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10d8 u10e4u10d8u10dau10ddu10dau10ddu10d2u10d8, u10dau10d8u10e2u10d4u10e0u10d0u10e2u10e3u10e0u10d0u10d7u10dbu10eau10ddu10d3u10dcu10d4 u10d3u10d0 u10d7u10d4u10ddu10dau10ddu10d2u10d8"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":124,"wgHostname":"mw1262"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

François Viète Contents Biography Work and thought Bibliography See also Notes Further reading External links Navigation menup. 21Google Bookspp. 75–77Google BooksDe thou (from University of Saint Andrews)ArchivedGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle booksGoogle Bookscc-parthenay.frL'histoire universelle (fr)Universal History (en)ArchivedAdsabs.harvard.eduPagesperso-orange.frArchive.orgChikara Sasaki. Descartes' mathematical thought p.259Google BooksGoogle BooksGoogle Bookspp. 152 and onwardGoogle BooksGoogle BooksScribd.comGoogle Books1257-7979Google BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGallica.bnf.frGoogle BooksGoogle Books"François Viète"Francois Viète: Father of Modern Algebraic NotationThe Lawyer and the GamblerAbout TarporleySite de Jean-Paul GuichardL'algèbre nouvelle"About the Harmonicon"cb120511976(data)1188044800000 0001 0913 5903n82164680ola2013766880073431702w6vt1sb70287374827140948071409480