Skip to main content

იუგოსლავია სექციების სია მოსახლეობა | სახელწოდება იუგოსლავია | ისტორია | ყოფილი იუგოსლავიის ეკონომიკა | მეცნიერება და განთლება იუგოსლავიაში | კულტურა | რესურსები ინტერნეტში | იხილეთ აგრეთვე | სანავიგაციო მენიუLe monde diplomatique - რეგიონის ისტორიული რუკების კრებულიიუგოსლავია ინტერნეტში - ბმულების ჩამონათვალიCIA Intelligence Report. „Yugoslavia: The Outworn Structure“The First Yugoslavia: Search for a Viable Political System - by Alex N. Dragnich (ინგლისურად)

იუგოსლავიაევროპის ისტორიული სახელმწიფოები


სახელმწიფოევროპაშირესპუბლიკისსახელმწიფოიტალიასავსტრიასუნგრეთსრუმინეთსბულგარეთსსაბერძნეთსაალბანეთსადრიის ზღვაშიკუნძულებითურთვაკობიანიტრიგლავიიულიუსისალპებშიიესენიცესგოლემ კორაბიკორაბშიგოსტივარისტიტოვ ვრვიშარ პლანინაშიტეტოვოსტბასკუტარისოჰრიდისაპრესპასიმდინარედონიქალაქებსნოვი სადსაბელგრადსრუმინეთთანხეობასრკინის კარიბჭესერბულ–ხორვატულადდონისდრაუსავემორავაბელგრადიზაგრებისარაევოსკოპიელუბლიანაკირილიცასალატინიცაზესამხრეთსლავური ენებისერბულ–ხორვატულიდანქვეყანაბულგარეთიგეოპოლიტიკურმრავალეთნიკურმრავალკონფესიონალურსახელმწიფოებრივსამხრეთსლავურ ენებზეერიბულგარეთიცბულგარელებმასუვერენობისომიბალკანეთშიპირველი მსოფლიო ომისავსტრო–უნგრეთისსამხრეთსლავურიკრაინასშტირიასხორვატია–სლავონიასდალმათიასბოსნიასავოევოდინასმეფეპეტრე Iავტონომიისმეფეალექსანდრე I.დიქტატურაიუგოსლავიის სამეფოდსერბიავასალური სახელმწიფოხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფო23 ნოემბერსავნოის-გადაწყვეტილებებითსლავიიუგოსლავიის კომუნისტური პარტიისმეორე მსოფლიო ომის29 ნოემბერსიოსებ ბროზ ტიტოსფედერაციულ194631 იანვარსსაბჭოთა კავშირისტიტოიზმიეკონომიკური19637 აპრილს1974პროვინციებადავტონომიებსსეცესიისბოსნია და ჰერცეგოვინახორვატიამაკედონიამონტენეგროსერბიასლოვენიაკოსოვოვოევოდინა19804 მაისსპრეზიდიუმმასერბებმასერბებმახორვატიასაბოსნია–ჰერცეგოვინაშიბელგრადიიუგოსლავიის სახალხო არმიასლოვენიაში10-დღიანი ომი სლოვენიაშიხორვატიის ომისერბებითკრაინაშიბოსნია–ჰერცეგოვინისბოსნიის ომი199222 სექტემბერსგაერთიანებული ერების ორგანიზაციისგაეროს2000200320063 ივნისს200621 მაისსმონტენეგრომაცსერბეთისკოსოვოს200817 თებერვალს1992ბადენტერის კომისიისინგლ.მემკვიდრე სახელმწიფოთაგანსერბია და მონტენეგრობადენტერის კომისიისრესპუბლიკებადსლოვენიახორვატიაბოსნია და ჰერცეგოვინასერბია და მონტენეგრომაკედონიასერბია და მონტენეგროსერბიამონტენეგროსიუგოსლავიის სამეფოსიუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაშისაბჭოთა კავშირისმშრომელთა თვითმმართველობისიუგოსლავიის დინარისლოვენიახორვატიავოევოდინასამხრეთაღმოსავლეთ ევროპისქვეყანაქვეყნისსაერთო შიდა პროდუქტი (BIP)დოლარებშიზაგრებისაბელგრადისზაგრების უნივერსიტეტიბელგრადის უნივერსიტეტიზადარის უნივერსიტეტიზადარშილეპოგლავასვარაჟდინთანივო ანდრიჩინობელის პრემია ლიტერატურის დარგშისერბულ–ხორვატულ ენოვანიმეჰმედ (მეშა) სელიმოვიჩიმიროსლავ კრლეჟაალექსანდრ ტიშმანეორეალიზმისნოვი ფილმმა შეცვალაემირ კუსტურიცასნაივური მხატვრობაივან გენერალიჩიარქიტექტურისინდუსტრიული დიზაინისსაშა მეხტიგიდავორინ სავნიკიევროპის ჩემპიონატს ფეხბურთშიზამთრის ოლიმპიური თამაშებისარაევოშისაკალათბურთომსოფლიო ჩემპიონიევროპის ჩემპიონიოლიმპიურ საზაფხულო თამაშებზემსოფლიო ჩემპიონი ხელბურთშიწყალბურთშიბლედშიმსოფლიო ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




იუგოსლავია




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search





იუგოსლავია სხვადასხვა დროს





იუგოსლავია ევროპაში





იუგოსლავია (1945 - 1991)


იუგოსლავია — ისტორიული სახელმწიფო შუა და სამხრეთ ევროპაში, რომელსაც სხვადასხვა დროს (1918/1929–დან 1941 წლამდე და 1944/45 დან 2003–2006 წლებამდე) განსხვავებული ტერიტორიული ფორმა და პოლიტიკური წყობა ჰქონდა. 1918 და 1991 წლებში მისი ტერიტორია მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიცვალა, 1991/1992 წლებში კი ოთხი წევრი რესპუბლიკის ჩამოცილების შედეგად ყოფილი ტერიტორიის მეოთხედიღა დარჩა.


XX საუკუნის განმავლობაში იუგოსლავიას შემდეგი სახელები და სახელმწიფოებრივი ფორმაციები ჰქონდა:



  • სლოვენების, ხორვატების და სერბების სახელმწიფო (1918-1929)


  • იუგოსლავიის სამეფო (1929–1941)


  • იუგოსლავიის ფედერაციული სახალხორესპუბლიკა (1943/45–დან), 1963 წელს სახელი გადაარქვეს და ეწოდა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა (1991/1992)


  • იუგოსლავიის ახალი კავშირი (1992–2006), რომელსაც 2003 წელს შეეცვალა სახელი და ეწოდა: სერბია და ჩერნოგორია.

იუგოსლავიის სახელმწიფო ესაზღვრებოდა იტალიას, ავსტრიას, უნგრეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და ალბანეთს და ჰქონდა დიდი სანაპირო ადრიის ზღვაში მრავალრიცხოვანი კუნძულებითურთ.


ქვეყნის ჩრდილოაღმოსავლეთი ნაწილი შედარებით ვაკობიანი არის, ხოლო დანარჩენი კი უფრო მთა–გორიანი. ყველაზე მაღალი მთა იყო ტრიგლავი (2864 მეტრი იულიუსის ალპებში იესენიცეს მახლობლად. სიმაღლით ტრიგლავის მთას გოლემ კორაბი (კორაბში ალბანეთის საზღვართან გოსტივარის დასავლეთით) და ტიტოვ ვრვი (2747 მეტრი, შარ პლანინაში ტეტოვოს მახლობლად).


ალბანეთის საზღვარზე სამი დიდი ტბა იყო – სკუტარის, ოჰრიდისა და პრესპასი.


მდინარე დონი კვეთდა იუგოსლავიის ჩრდილოაღმოსავლეთს (მათ შორის ქალაქებს ნოვი სადსა და ბელგრადს) და ქმნიდა ერთგვარ ბუნებრივ საზღვარს რუმინეთთან. ამ გამყოფ ხეობას კი რკინის კარიბჭე ჰქვია (სერბულ–ხორვატულად (Đerdap) ჯერდაპი). დონის მნიშვნელოვანი შენაკადი მდინარეები არის დრაუ (დრავა), სავე (სავა), მორავა.




სექციების სია





  • 1 მოსახლეობა


  • 2 სახელწოდება იუგოსლავია


  • 3 ისტორია

    • 3.1 „სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო“ ანუ „იუგოსლავიის სამეფო“ (1918–1941)


    • 3.2 იუგოსლავიის ფედერაციული სახალხო რესპუბლიკა (1945–1963)


    • 3.3 იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა (1963–1992)


    • 3.4 იუგოსლავიის დაშლა 1991 წლიდან


    • 3.5 „იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა“ (1992–2003) ანუ „სერბია და მონტენეგრო“ (2003–2006)


    • 3.6 სახელმწიფო–სამართლებრივი განვითარება



  • 4 ყოფილი იუგოსლავიის ეკონომიკა


  • 5 მეცნიერება და განთლება იუგოსლავიაში

    • 5.1 უმაღლესი სასწავლებლები



  • 6 კულტურა

    • 6.1 ლიტერატურა


    • 6.2 კინოხელოვნება


    • 6.3 სახვითი ხელოვნება


    • 6.4 მუსიკა


    • 6.5 სპორტი



  • 7 რესურსები ინტერნეტში


  • 8 იხილეთ აგრეთვე




მოსახლეობა |




მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარება


მთავარი სტატია: იუგოსლავიის მოსახლეობა

იუგოსლავიის მოსახლეობა 1991 წელს შეადგენდა 23,5 მილიონ მცხოვრებს, 19 ქალაქში ცხოვრობდა 100.000 მეტი კაცი. დიდი ქალაქები იყო ბელგრადი (1.168.000 კაცი) და ზაგრები (706.800 კაცი), მას მოსდევდა სარაევო, სკოპიე და ლუბლიანა .



სახელწოდება იუგოსლავია |


(იუგოსლავიის შესახებ არსებულ ამ და სხვა სტატიებში საკუთარი სახელები მითითებული კირილიცასა და ლატინიცაზე ამ სივრცის ორანბანიანობის (მათ შორის დღესაც) გამო. იხილე სამხრეთსლავური ენები)


მიუხედავად იმისა, რომ იუგოსლავიის სახელმწიფოს სახელის სრული ოფიციალური ფორმა XX საუკუნის განმავლობაში გამუდმებით იცვლებოდა, მისი შემოკლებული და მეორე არაოფიციალური სახელი იუგოსლავია (ლათინურ შრიფტზე Jugoslavija, ხოლო კირილურზე Југославија) არავის არასდროს არ შეუცვლია.


იუგოსლავია სერბულ–ხორვატულიდან ქართულად ითარგმნება როგორც სამხრეთი სლავია, ან სამხრეთი სლავეთი, მაგრამ ეს სახელწოდებაც საკმაოდ პირობითია, რადგან მასში არ შედიოდა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სამხრეთსლავური ქვეყანა ბულგარეთი. თავდაპირველად კი, XX საუკუნის დასაწყისში სახელიდან გამომდინარე ამ გეოპოლიტიკურ, მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიონალურ სახელმწიფოებრივ გაერთიანებას სამხრეთსლავურ ენებზე მოლაპარაკე ყველა ერი უნდა მოეცვა, მათ შორის ბულგარეთიც, მაგრამ ბულგარელებმა მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა, დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც მაშინ მოახერხეს საკუთარი სუვერენობის დაცვა, რასაც მათთვის მოგვიანებით ის დადებითი შედეგიც ჰქონდა, რომ თავიდან აიცილეს ომი, რომელიც 90–იანი წლების დასაწყისში ლამის მთელს ბალკანეთში მძვინვარებდა.



ისტორია |


მთავარი სტატია: იუგოსლავიის ისტორია


„სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო“ ანუ „იუგოსლავიის სამეფო“ (1918–1941) |


იუგოსლავიის სახელმწიფო შეიქმნა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მანამდელი სერბეთისა და ჩერნოგორიის სამეფოებისაგან (სერბეთის მიერ 1912/13 წლებში ბალკანეთის ომებში მოპოვებული მიწების ჩათვლით) და ავსტრო–უნგრეთის სამხრეთსლავური ნაწილებისაგან. ეს ნაწილები მოიცავდა ძირითადად უწინდელ კრაინას (კრონლანდია), შტირიას, ხორვატია–სლავონიას, დალმათიას, ბოსნიასა და ვოევოდინას .


სახელმწიფოს მეთაური ხდება სერბეთის მეფე პეტრე I იგივე (პეტარ კარაჯორჯევიჩი (Petar Karađorđević). ქვეყნის დაარსების დღიდან პოლიტიკურმა მდგომარეობამ კონფლიქტური სახე მიიღო ავტონომიის მოწადინე წევრ–სუბიექტებსა და დიდ სერბიაზე მეოცნებე ნაციონალ–პატრიოტებს შორის, რისი უმთავრესი მიზეზიც (და საბაბიც) სახელმწიფო ცენტრალიზმის იდეა იყო; არასერბ ეთნოსთა ავტონომიის იდეა არ აღმოჩნდა საკმარისად რეალიზებული, რამაც ახალი ბიძგი მისცა დაძაბულობებს ეთნიკურ და კონფესიურ ნიადაგზე. საბოლოოდ კი, პოლიტიკური ბალანსის დარღვევამ, სახელმწიფოებრივი კრიზისი წარმოშვა. 1929 წლის 3 ოქტომბერს მეფე ალექსანდრე I. პირველ კონსტიტუციას აუქმებს და ბალკანეთში მყარდება სამეფო დიქტატურა. სახელმწიფოს ეცვლება სახელი და იწოდება იუგოსლავიის სამეფოდ (Краљевина Југославија (СХС) / Kraljevina Jugoslavija (SHS)).


1941 წლის აპრილში იუგოსლავიის სამეფოს გერმანია და იტალია იპყრობს და სამეფოც უქმდება; სერბია, როგორც ვასალური სახელმწიფო ოკუპირებული რჩება, სლოვენიას გერმანია, იტალია და უნგრეთი ნაწილ–ნაწილ იყოფენ, ხორვატია (ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ჩათვლით) დიდ ხორვატიად (ფაქტობრივად ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ვასალურ სახელმწიფოდ) ცხადდება და ერქმევა უცნაური სახელი – ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მონტენეგროსა და ზოგ სხვა მიწებს ქვეყნის სამხრეთში იტალია ისაკუთრებს.



იუგოსლავიის ფედერაციული სახალხო რესპუბლიკა (1945–1963) |


1943 წლის 23 ნოემბერს ე.წ. ავნოის-გადაწყვეტილებებით საფუძველი ჩაეყარა სლავი ხალხების ახალ ფედერაციას იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის მეთაურობით.


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წლის 29 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც იოსებ ბროზ ტიტოს სახალხო ფრონტმა არჩევნებში გაიმარჯვა
იუგოსლავია გამოცხადდა სოციალისტურ ფედერაციულ სახელმწიფოდ, რომელშიც 6 წევრი–რესპუბლიკა (სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, სერბია და მაკედონია) შედიოდა და მისი სრული სახელი იყო (Федеративна Народна Република Југославија, ან Federativna Narodna Republika Jugoslavija) იუგოსლავიის სახალხო ფედერაციული რესპუბლიკა. 1946 წლის 31 იანვარს იუგოსლავიამ მიიღო საბჭოთა კავშირის მსგავსი კონსტიტუცია.


1948 წლიდან ტიტო ნელ–ნელა დაშორდა საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ბლოკის სხვა ქვეყნებს და შეუდგა საკუთარი იუგოსლავური კომუნიზმის (ტიტოიზმი) იდეის განხოციელეჰას. ამ დროს იწყება იუგოსლავიის ეკონომიკური დაახლოება ბლოკში არშემავალ ქვეყნებთან.


1963 წლის 7 აპრილს იუგოსლავიის სახალხო ფედერაციული რესპუბლიკას სახელი ისევ გამოუცვალეს და ამჯერად მას იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა (Socijalistička Federativna Republika Jugoslavija (SFRJ) / Социјалистичка Федеративна Република Југославија / (СФРЈ)) ეწოდა.



იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა (1963–1992) |


მთავარი სტატია: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა

1974 წელს პროვინციები ვოევოდინა და კოსოვო ახალ კონსტიტუციაში ავტონომიურ პროვინციებად გამოცხადდა სერბეთის შემადგენლობაში. ფაქტობრივად ამ პროვინციებს არაფორმალურად რესპუბლიკების სტატუსი მიანიჭეს, რომლებიც სერბიას ფორმალურადღა ემორჩილებოდნენ. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკებისაგან განსხვავებით ამ ავტონომიებს არ ეძლეოდა თვითგამორკვევის (ან სეცესიის) უფლება.


ასე შედგა იუგოსლავიის მაშინდელი ფედერაცია 6 წევრი–რესპუბლიკისა და (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, მაკედონია, მონტენეგრო, სერბია, სლოვენია) და ორი ავტონომიური პროვინციიისაგან (კოსოვო, ვოევოდინა) სერბეთის შემადგენლობაში.


ტიტოს გარდაცვალების შემდეგ 1980 წლის 4 მაისს სამთავრობო ფუნქციები თავის თავზე რესპუბლიკის პრეზიდიუმმა აიღო. 8 პირი, ანუ თითო–თითო კაცი წარმოადგენდა 6 რესპუბლიკასა და ორ ავტონომიას. წარმომადგენელთა შორის უთანხმოება სულ უფრო იზრდებოდა და გამაერთიანებელი ფიგურა ტიტო აღარ იყო. ცენტრალურ მთავრობაში სერბებმა იწყეს მომძლავრება და პირველი ხმებიც გაისმა დამოუკიდებლობის მოთხოვნით.



იუგოსლავიის დაშლა 1991 წლიდან |


მთავარი სტატია: იუგოსლავიის დაშლა



იუგოსლავიის დაშლა დინამიკაში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. (ანიმაციური მოდელი)


გარდა სერბეთისა, ყოფილი იუგოსლავიის ყველა წევრ–რესპუბლიკაში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების შემდეგ (მოსახლეობის დიდი აქტივობით) რეფერენდუმები გამართეს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის თაობაზე. კენჭისყრას სერბებმა გამოუცხადეს ბოიკოტი და არ მიუღიათ მონაწილეობა, ყოველივე განსაკუთრებით თვალშისაცემი ხორვატიასა და ბოსნია–ჰერცეგოვინაში იყო .



  • სლოვენია: 88 პროცენტი


  • ხორვატია: 94,7 პროცენტი


  • ბოსნია–ჰერცეგოვინა: 92,8 პროცენტი


  • მაკედონია: 91 პროცენტი


  • მონტენეგრო: 55,5 პროცენტი

ბელგრადი შეეცადა დამოუკიდებლობის მოთხოვნები სამხედრო ძალით დაეთრგუნა. ასე იუგოსლავიის სახალხო არმია (JNA) 1991 წელს ჯერ
სლოვენიაში (10-დღიანი ომი სლოვენიაში) შეიჭრა, ხოლო მოგვიანებით კი ხორვატიაში (ხორვატიის ომი) გადავიდა. როცა ამან შედეგი არ გამოიღო საბრძოლო მოქმედებები ძირითადად სერბებით დასახლებულ კრაინაში (ხორვატეთი) გააჩაღეს. საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ომი ხორვატიაში ნელ–ნელა შეჩერდა, მაგრამ სამაგიეროდ ბოსნია–ჰერცეგოვინის (ბოსნიის ომი) მიმართულებით გადაინაცვლა.



„იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა“ (1992–2003) ანუ „სერბია და მონტენეგრო“ (2003–2006) |


მთავარი სტატია: სერბია და მონტენეგრო


ყოფილი სერბია და მონტენეგრო


1992 წლის 22 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით (127 ქვეყნიდან 26–მა შეიკავა თავი, ხოლო 6 წინააღმდეგ გამოვიდა) გადაწყდა, რომ სერბეთისა და მონტენეგროსაგან შემდგარ ფედერაციას ავტომატურად ვერც იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ განიხილავდნენ და ვერც გაეროს წევრად აღიარებდენენ მას. ახლადშექმნილ ფედერაციას შეეძლო სხვა ყოფილი წევრების მსგავსად ხელახლა ეთხოვა გამხდარიყო გაეროს წევრი. ამ მიზეზით იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა ვეღარ გამოიყენებდა ადგილს გაეროს სხდომებზე. მიუხედავად ამისა, იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა შეეცადა უკუეგდო ეს გადაწყვეტილება, რაც მას ადგილის დაკარგვის ფასად დაუჯდა. მხოლოდ 2000 წელს მიიღეს იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა ისევ გაეროს წევრთა რიგებში, მას შემდეგ რაც ის გაეროს მოთხოვნების კვალად ხელახლა შევიდა წინადადებით და გაწევრიანება ითხოვა. 2003 წელს, ახალი კონსტიტუციის მიხედვით ახალ ფედერაციას სერბია და მონტენეგრო ეწოდა, რამაც დასასრული დაუდო იუგოსლავიას, როგორც სახელმწიფოს ცნებას.


2006 წლის 3 ივნისს მანამდე რამდენიმე დღით ადრე წარმატებით დასრულებული სახალხო კენჭისყრაზე (ჩატარდა 2006 წლის 21 მაისს) დაყრდნობით მონტენეგრომაც გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობის შესახებ.


დღესდღეობით მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო დონეზე სერბეთის პროვინციის კოსოვოს შესახებ. 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა თავი დამოუკიდებლად. მოლაპარაკებები მსოფლიო თანამეგობრობის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობა–არცნობასთან დაკავშირებით ჯერ არ დასრულებულა.



სახელმწიფო–სამართლებრივი განვითარება |


მთავარი სტატია: იუგოსლავიის ისტორია

მაშინ როცა, პირველ (სამეფო 1918-1941) და მეორე იუგოსლავურ სახელმწიფოს შორის (ფედერაციული სახალხო რესპუბლიკა 1945-1963, სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა 1963-1992) იურიდიული კონტინუიტეტი არსებობდა, 1992 წელს დაარსებული მესამე იუგოსლავური (სახალხო რესპუბლიკა) სახელმწიფო, ბადენტერის კომისიის (ინგლ. ზოგჯერ წარმოთქვამენ როგორც –[ბედინტერ]) მიერ დამკვიდრებული სამართლებრივი თვალსაზრისით, მეორე იუგოსლავიის 5 მემკვიდრე სახელმწიფოთაგან მხოლოდ მისი ერთი წევრის ამარად დარჩა (სახელმწიფოთა გაერთიანება სერბია და მონტენეგრო).


იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა ბადენტერის კომისიის დასკვნით სუვერენულ რესპუბლიკებად დაიშალა, რომელთაგან უმეტესობამ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა და რომლებიც დრო და დრო საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა: სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა (სერბია და მონტენეგრო) და მაკედონია. სახელმწიფოთა კავშირი (იგივე ფედერაცია, ან გაერთიანება) შემდეგი სახელით სერბია და მონტენეგრო, რომელთა სამართლებრივ მემკვიდრედაც სერბია გამოდიოდა, დაიშალა 2006 წელს მონტენეგროს გამოყოფის შედეგად. ასე რომ, დღეს იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის ყველა ყოფილი წევრი დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენს.



ყოფილი იუგოსლავიის ეკონომიკა |


იუგოსლავიის სამეფოს კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა ჰქონდა, რომელიც იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში სულ მცირე ხნით ჯერ საბჭოთა კავშირის ეკონომიკური მოდელის ნიმუშის მიხედვით, ხოლო მოგვიანებით კი 1950–იანი წლების დამდეგს მშრომელთა თვითმმართველობის სისტემით შეიცვალა. იუგოსლავიის ვალუტა იყო იუგოსლავიის დინარი .


იუგოსლავიაში (სლოვენია/ხორვატია/ვოევოდინა) ეკონომიკურად ბევრად უფრო განვითარებული იყო, ვიდრე სხვა სამხრეთით მიმდებარე წევრი რესპუბლიკები/პროვინციები. მიუხედავად ყველაფრისა, იუგოსლავია სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის ერთ–ერთი ყველაზე შეძლებული ქვეყანა იყო .


ქვეყნის საერთო შიდა პროდუქტი (BIP) ყოველ მოსახლეზე ($) დოლარებში (1990 წლის სექტემბრის მდგომარეობა):


  • სლოვენია 5.500

  • ხორვატია 3.400

  • სერბია 2.200 (ვოევოდინა 3.250 / კოსოვო 730)

  • მონტენეგრო 1.700

  • ბოსნია–ჰერცეგოვინა 1.600

  • მაკედონია 1.400

  • იუგოსლავია (მთლიანად) 2.600


მეცნიერება და განთლება იუგოსლავიაში |



უმაღლესი სასწავლებლები |


იუგოსლავიის დაარსებისას არსებობდა ორი ზაგრებისა და ბელგრადის უნივერსიტეტი. ზაგრების უნივერსიტეტი დაარსდა 1669 წელს, ხოლო ბელგრადის უნივერსიტეტი კი 1808 წელს.


1918–დან 1992 წლებში დაარსებული იქნა შემდეგი ახალი უნივერსიტეტები:



  • ლუბლიანას უნივერსიტეტი (1919)


  • სარაევოს უნივერსიტეტი (1949)


  • სკოპიეს უნივერსიტეტი (1949)


  • ნოვი სადის უნივერსიტეტი (1960)


  • ნიშის უნივერსიტეტი (1965)


  • პრიშტინას უნივერსიტეტი (1970)


  • ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტი (1973)


  • რიეკას უნივერსიტეტი (1973)


  • სპლიტის უნივერსიტეტი (1974)


  • ტიტოგრადის უნივერსიტეტი (1974)


  • ბანია ლუკას უნივერსიტეტი (1975)


  • მარიბორის უნივერსიტეტი (1975)


  • ოსიეკის იოსიპ–იურაი–შტროსმაიერის უნივერსიტეტი (1975)


  • კრაგუევაცის უნივერსიტეტი (1976)


  • ტუზლას უნივერსიტეტი (1976)


  • მოსტარის უნივერსიტეტი (1977)


  • ბიტოლას წმ. კლემენტ ოჰრიდელის უნივერსიტეტი (1979)

ასევე დაარსებულ იქნა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი. ხელოვნების აკადემიები ლუბლიანასა და ზაგრებში, რომლებიც მანამდე არსებული ინსტიტუტების ბაზაზე შეიქმნა.


პირველი უნივერსიტეტი იუგოსლავიის ტერიტორიაზე იყო ზადარის უნივერსიტეტი, რომელიც 1396 წელს დაარსდა და 1807 წელს დაუხურავთ. 1955 წელს ზადარში ისევ ამოქმედებულა ფილოსოფიური ფაკულტეტი. 1674–დან 1786 წლებში ლეპოგლავას (ვარაჟდინთან) ერთ–ერთ მონასტერში უნივერსიტეტი არსებობდა.



კულტურა |



ლიტერატურა |


იუგოსლავიის ყველაზე ცნობილი მწერალი იყო ივო ანდრიჩი (1892-1975), რომელმაც 1961 მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. სერბულ–ხორვატულ ენოვანი სხვა ცნობილი ავტორები მეჰმედ (მეშა) სელიმოვიჩი (1910-1982), მიროსლავ კრლეჟა (1893-1981) და ალექსანდრ ტიშმა (1924-2003).


იხილე ასევე იუგოსლავიის მწერლების სია


კინოხელოვნება |


1945 წლამდე იუგოსლავიაში არ გადაუღიათ ბევრი ფილმი. 1950–იან წლებში
იტალიური ნეორეალიზმის მსგავსი სტილი დამკვიდრდა, რომელიც ნოვი ფილმმა შეცვალა. 1980–იან წლებში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ემირ კუსტურიცას ფილმებმა.



სახვითი ხელოვნება |


იუგოსლავიაში ცხოვრობდნენ ნაივური მხატვრობა ზოგიერთი გამოჩენილი წარმომადგენლები (მათ შორის ივან გენერალიჩი).


მრავალ ისტორიულ არქიტექტურულ ძეგლთან ერთად იუგოსლავიაში ასევე თანამედროვე არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშები მოიპოვება. იუგოსლავური ინდუსტრიული დიზაინის ცნობილი სახეები არიან საშა მეხტიგი და დავორინ სავნიკი.



მუსიკა |


მთავარი სტატია: იუგოსლავიის მუსიკა


სპორტი |


იუგოსლავია მასპინძლობდა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში 1976 წელს. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 1984 წელს სარაევოში ჩატარდა.


იუგოსლავიას ჰყავდა ძლიერი საკალათბურთო გუნდები; ვაჟთა ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახდა 1970, 1978, 1990, 1998 და 2002 წლებში, ასევე ევროპის ჩემპიონი 1973, 1975, 1977, 1989 და 1991, ხოლო 1980 წელს იუგოსლავმა კალათბურთელებმა ოლიმპიურ საზაფხულო თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.


იუგოსლავიამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონი ხელბურთში 1973 წელს (ქალთა) და 1986 (ვაჟთა) შორის, წყალბურთში კი ვაჟთა ნაკრებმა მოიპოვა ოქროს მედლები 1968, 1984 და 1988 წლებში მათ შორის ოთხჯერ ვერცხლის. 1989, 1966, 1979 წლებში ბლედში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში .


სახელგანთქმული სპორტსმენები მრავალთა შორის იყვნენ:



  • მიროსლავ ცერარი (მხატვრული ტანმოვარჯიშე, 1964 და 1968 წლების ზაფხულის ოლიმპიადების ოქროს მედლის მფლობელი)


  • ჯურჯიცა ბიედოვი (მოცურავე ქალი, 1968 წლის საზაფხულო ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელი)


  • სლობოდან ჟივოინოვიჩი (ტენისისტი, 1980–იან წლებში დროგამოშვებით ბორის ბეკერის პარტნიორი)


  • მონიკა სელეში ტენისისტი ქალი

იხილე ასევე იუგოსლაველი სპორტსმენები


რესურსები ინტერნეტში |



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
იუგოსლავია




  • Le monde diplomatique - რეგიონის ისტორიული რუკების კრებული (ინგლისურად, ფრანგული და გერმანული ოფციონებით)


  • იუგოსლავია ინტერნეტში - ბმულების ჩამონათვალი (გერმანულად)


  • CIA Intelligence Report. „Yugoslavia: The Outworn Structure“ (ინგლისურად)

  • The First Yugoslavia: Search for a Viable Political System - by Alex N. Dragnich (ინგლისურად)


იხილეთ აგრეთვე |


  • იუგოსლავიის დაშლა

  • სამხრეთსლავური ენები

  • სერბულ-ხორვატული ენა

  • ილირია

  • ბადენტერის კომისია

  • რობერ ბადენტერი


(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იუგოსლავია&oldid=3376856“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.100","walltime":"0.122","ppvisitednodes":"value":322,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":388,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":40,"limit":2097152,"expansiondepth":"value":2,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":0,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 4.013 1 თარგი:Commons","100.00% 4.013 1 -total"],"cachereport":"origin":"mw1269","timestamp":"20190524094541","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d8u10e3u10d2u10ddu10e1u10dau10d0u10d5u10d8u10d0","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q36704","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q36704","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-06-25T18:34:09Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/2/2e/LocationYugoslavia2.png"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":165,"wgHostname":"mw1324"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單