Skip to main content

პროტესტანტიზმი სექციების სია სახელწოდების წარმოშობა და აღიარება | პროტესტანტიზმის ზოგადი მოძღვრება | წესჩვეულებები და ღვთისმსახურება | ისტორია | პროტესტანტობის გავრცელება | დამაარსებლები და ცნობილი პროტესტანტი ღვთისმსახურები | იხილეთ აგრეთვე | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიურედ.რედ.სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანთა ეკლესიასაქართველოს ევანგელისტური ეკლესია, გორი,რუსთავი

პროტესტანტიზმიქრისტიანობა


ლათ.ქრისტიანობისჯონ უიკლიფიიან ჰუსიმარტინ ლუთერიაფრიკაშიევროპაშილათინურ ამერიკაშიაზიაშიავსტრალიასაჰუსიტებილოლარდებივალდენსებიანაბაპტიზმიანგლიკანიზმიკალვინიზმიკონტრ-რეფორმაციალუთერანობაპოლონური დასირემონსტრანტებიცვინგლიანობაჰუგენოტებიბაპტიზმიკონგრეციონალისტებიპიეტიზმიპურიტანებიმეთოდიზმიმენონიტებიამიშებიპენტეკოსტალიზმირევივალიზმიევანგელიკალიზმიფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესიაიან ჟიჟკაპროკოპ დიდისიგიზმუნდ კორიბუტი”ჰუგენოტების ომის”კათოლიკური ლიგა’’ევანგელისტური კავშირისChristianity Branches without text.svg










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




პროტესტანტიზმი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search





მარტინ ლუთერი


პროტესტანტიზმი (ლათ. protestans, ნათესაობითი ბრუნვა protestantis - ის, ვინც საჯაროდ ამტკიცებს) — ქრისტიანობის სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან ანტიკათოლიკურ, შუა საუკუნეებიის ეკლესიის ევროპულ რეფორმაციასთან, რომლის ძირითადი სულისჩამდგმელები ინგლისელი ჯონ უიკლიფი (1320-1384), ჩეხი იან ჰუსი (1369-1415) და გერმანელი ბერი მარტინ ლუთერი (1483-1546) იყვნენ.


ამჟამად მსოფლიოში 900 მილიონამდე პროტესტანტია, აქედან 350 მილიონი აფრიკაში, 120 მილიონი ევროპაში, 80 მილიონი ლათინურ ამერიკაში, 65 მილიონი აზიაში და 10 მილიონი ავსტრალიასა და მიმდებარე კუნძულებზე.




სექციების სია





  • 1 სახელწოდების წარმოშობა და აღიარება


  • 2 პროტესტანტიზმის ზოგადი მოძღვრება


  • 3 წესჩვეულებები და ღვთისმსახურება


  • 4 ისტორია


  • 5 პროტესტანტობის გავრცელება


  • 6 დამაარსებლები და ცნობილი პროტესტანტი ღვთისმსახურები


  • 7 იხილეთ აგრეთვე


  • 8 რესურსები ინტერნეტში




სახელწოდების წარმოშობა და აღიარება |



პროტესტანტიზმი

95Thesen.jpg


რეფორმაცია

ისტორია


წინა-რეფორმაციული მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები



რეფორმაციის მოძრაობები

ანაბაპტიზმი • ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • კონტრ-რეფორმაცია • ლუთერანობა • პოლონური დასი • რემონსტრანტები • ცვინგლიანობა • ჰუგენოტები



პოსტ-რეფორმაციული მოძრაობები

ბაპტიზმი • კონგრეციონალისტები • პიეტიზმი • პურიტანები • მეთოდიზმი • მენონიტები • ამიშები



პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი •


XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია





ქრისტიანობა

P christ2.png


წმინდა წერილი

ძველი აღთქმა

ახალი აღთქმა (სახარება)
ისტორია

მოციქულების ეპოქა

ეკლესიის დევნის პერიოდი

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება

საეკლესიო განხეთქილებები

კიდევ...
მიმდინარეობები

მართლმადიდებლობა

კათოლიციზმი

მონოფიზიტობა

პროტესტანტიზმი

კიდევ...
ღვთისმეტყველება

შობა

ჯვარცმა

ამაღლება

ანტიქრისტე

კიდევ...
სხვადასხვა

ქრისტიანობა

პორტალი

დაფა: იხ.  განხ.  რედ.



XIV საუკუნეში ინგლისში დიდი პოპულარულობა მოიხვეჭა ჯონ უიკლიფის ქადაგებებმა რომელიც რომის პაპის, ბერ-მონაზვნობის და სასულიერო პირების უზნეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მანვე ინგლისურ ენაზე თარგმნა ბიბლია და გაავრცელა ხალხში. მისი სწავლება გავრცელდა ჰოლანდიაში, ბელგიაში, გერმანიასა და ჩეხეთში. ჩეხეთში რეფორმაციის ქადაგება და ჩეხურ ენაზე ნათარგმნი ბიბლიის გავცრელება დაიწყო იან ჰუსმა, რომელიც 1415 წელს სიკვდილით დასაჯეს პაპისტებმა, რასაც შედეგად ჩეხი და ბოჰემიელი რაინდების პროტესტი ე.წ. protestatio Bohemorum და 15 წლიანი სისხლისმღვრელი ომი მოჰყვა კათოლიკებსა და ჩეხ რეფორმატორებს (იან ჟიჟკა, პროკოპ დიდი, სიგიზმუნდ კორიბუტი) შორის. კათოლიკებმა საერთო ჯამში 6 ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყეს ჩეხეთზე და შეძლეს რეფორმაციის გავრცელების შეჩერება როგორც ჩეხეთში, ისე პოლონეთში.


XVI საუკუნის დასაწყისში გერმანიაში გავრცელდა ჰუმანისტური იდეოლოგია (ერაზმ როტერდამელი, იოჰან როიხლინი, ულრიჰ ფონ ჰუტენი), რომელიც ქრისტიანობის პირველსაწყისებთან დაბრუნებას ქადაგებდა. 1517 წელს გერმანელმა ბერმა მარტინ ლუთერმა გამოაკრა კათოლიციზმის და ინდუგლენციებით ვაჭირობის საწინააღმდეგო „95 თეზისი“ ვიტენბერგის ეკლესიის კარებზე, რამაც სათავე დაუდო ახალ მოძრაობას. გერმანიის პარალელურად ულრიჰ ცვინგლის ხელმძღვანელობით რეფორმაცია დაიწყო შვეიცარიაში. რადიკალი რეფორმატორებისა (თომას მიუნცერი, ჰანს ბულგენბაჰი) და კათოლიკების დაპირისპირებას გერმანიაში მოჰყვა ორწლიანი „გლეხთა ომი“ (1524-1526).


1526 წელს ლუთერის მომხრე გერმანელი თავადების შპეერის რაიხსტაგმა შეაჩერა ლუთერის საწინააღმდეგო ვორმსის ედიქტის მოქმედება. თუმცა 1529 წელს მეორე რაიხსტაგმა გააუქმა ეს დადგენილება, რასაც 5 საიმპერიო თავადის და რამდენიმე გერმანული ქალაქის პროტესტი მოჰყვა, რაც ხმამაღლა და უკომპრომისოდ განაცხადეს კათოლიკებთან გამართული თეოლოგიური დისპუტისას. აქედან წარმოსდგა ტერმინი ”პროტესტანტი”.


ახალმა მიმდინარეობამ სწრაფად მოიცვა ევროპის ჩრდილოეთ ნაწილი და საფრანგეთი. შეშფოთებულმა კათოლიკურმა ეკლესიამ საფრანგეთში იარაღი გამოიყენა ახალი მიმდინარეობის წინააღმდეგ, რასაც თან დინასტიური ინტრიგები დაერთო, 1562-1598 წლებში მიმდინარეობდა ომი რომელიც ისტორიაში ”ჰუგენოტების ომის” სახელით შევიდა. შედეგად ჰუგენოტებმა მიიღეს სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრების უფლება, თუმცა მათი გავლენა საფრანგეთში მკვეთრად შემცირდა.


რომის ეკლესიამ რეფორმაციასთან საბრძოლველად შექმნა ”კათოლიკური ლიგა”. პროტესტანტებმა ’’ევანგელისტური კავშირის’’ შექმნით უპასუხეს. შეიარაღებული დაპირისპირება საერთოევროპულ, ე.წ. ”30 წლიან” (1618-1648 წლები) ომში გადაიზარდა, რომელიც დასრულდა ვესტფალიის სამშვიდობო შეთანხმებით. შედეგად კათოლიკეები, პროტესტანტები და კალვინისტები უფლებრივად გათანაბრდნენ.



პროტესტანტიზმის ზოგადი მოძღვრება |


რადგანაც პროტესტანტიზმი არ არის ერთი ეკლესია და შედგება ბევრი მიმდინარეობისგან, აღსანიშნავია მხოლოდ ის თეზისები, რაც აერთიანებს პროტესტანტულ ტრადიციაზე აღმოცენებულ ეკლესიათა უმეტესობას.


პროტესტანტები იზიარებენ ზოგადქრისტიანულ წარმოდგენას ღმერთზე, იესო ქრისტესა და სულიწმინდაზე, აღიარებენ სამებას და ნიკეო-კონსტანტინოპოლის აღსარებას, სწამთ სულის უკვდავების, იესოს მეორედ მოსვლის, საბოლოო განკითხვის და ცათა სასუფევლის. ამასთან ერთად, პროტესტანტიზმმა წამოაყენა 3 ძირითადი თეზისი: სულის ხსნა პერსონალური რწმენით, მორწმუნეთა საყოველთაო სიწმინდე და წმინდა წერილის განსაკუთრებული ავტორიტეტი.


Sola scriptura (მხოლოდ წერილი) - პროტესტანტებისთვის ბიბლია წარმოადგენს საეკლესიო სწავლების ერთადერთ წყაროს, ამიტომ ის ითარგმნა ნაციონალურ ენებზე, მისი შესწავლა და პრინციპების ცხოვრებაში გატარება ყველა პროტესტანტის მთავარი ამოცანაა. წმინდა გადმოცემისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, ერთი მხრივ უარყოფა და მეორე მხრივ აღიარება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი დანამატით: გადმოცემა (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა თეოლოგიური ნაშრომი) ავტორიტეტულია იმდენად, რამდენადაც ის დაფუძნებულია ბიბლიაზე. სწორედ ეს დანამატი (და არა ღვთისმსახურების გამარტივების და გაიაფების მცდელობა) არის პროტესტანტული მიმდინარეობების მიერ ამა თუ იმ სწავლების და პრაქტიკის უარყოფის მიზეზი და სწორედ ამის გამო არის ამდენი მიმდინარეობა პროტესტანტიზმში. რადგანაც ბიბლიის 34.000 მუხლის ერთნაირად გაგება შეუძლებელია, მისი ინტერპრეტაცია იწვევს სხვადასხვა აზრის გაჩენას და ეს პროცესი ხანდახან დამოუკიდებელი ეკლესიების წარმოქმნით ბოლოვდება. მიმდინარეობების წარმოშობას დიდწილად ხელი შეუწყო ევროპის და აშშ-ს დემოკრატიულმა და ტოლერანტულმა გარემომ. მიუხედავად ბიბლიის ზოგიერთი საკითხის სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციისა, პროტესტანტულ ეკლესიებს აერთიანებთ ერთი ტრადიცია და ძირითადი სწავლება დიდწილად იდენტურია.
პროტესტანტულ სამყაროში ძირითადად გავრცელებულია წმინდა წერილის ბიზანტიური ვერსია ე.წ. Textus Receptus, რომლის საფუძველზეც გამოიცა პირველი ევროპული ბიბლიები.


Sola fide (მხოლოდ რწმენით) - პროტესტანტები ასწავლიან რომ ცოდვამ შეცვალა ადამიანის ბუნება და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეუძლია სიკეთის კეთება და ზნეობრივი ცხოვრება, მას არ შეუძლია სულის ხსნა საკუთარი დამსახურებით, ზნეობრივი ცხოვრებით და სიკეთის კეთებით. ეს შესაძლებელია მხოლოდ იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლისადმი რწმენით. პროტესტანტები არ აუფასურებენ კეთილ საქმეებს, მათ მიაჩნიათ, რომ ზნეობრივი ცხოვრება არის რწმენის და ცოდვების პატიების გარდაუვლად თანმდევი ნაყოფი და არა ის პირობა, რის საფუძველზეც ღმერთი პატიობს ადამიანს ცოდვებს და ანიჭებს სულის ხსნას.
პროტესტანტების სწავლებაა: რწმენას მოაქვს პატიება, სულის ხსნა და შედეგად კეთილი საქმეები.
კათოლიკური სწავლება შემდეგია: რწმენას და კეთილ საქმეებს მოაქვთ შედეგად პატიება და სულის ხსნა. სწორედ ეს თეზისი იყო მარტინ ლუთერის და სხვა რეფორმატორების ცენტრალური თეოლოგიური საკითხი.


Sola gratia (მხოლოდ მადლი) - სულის ხსნას პროტესტანტები იღებენ როგორც ღმერთის მადლს, როგორც დაუმსახურებელ წყალობას და არა ისე, თითქოს ვინმემ დაიმსახურა ის. ანუ სულის ხსნა არის ღმერთის მიერ მონიჭებული დაუმსახურებელი საჩუქარი, გადმოცემული ადამიანებისთვის იესო ქრისტეს დამსახურებით. ღმერთის ყველა მოქმედება ადამიანის მიმართ ეფუძნება მის მადლს და წყალობას.


Solus Christus (მხოლოდ ქრისტე) - ქრისტე არის ერთადერთი შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის. ყველა ზეციდან შობილი და მონათლული ქრისტიანი იღებს ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობას და შეუძლია იქადაგოს სახარება. პროტესტანტობაში არ არსებობს დოგმატური განსხვავება „მღვდელსა“ და „საეროს“ შორის, ამიტომ ღვთისმსახურებს არა აქვთ თანამდებობა, მათ აქვთ მოვალეობა. ამგვარად უქმდება საეკლესიო იერარქია მისი ტრადიციული გაგებით. ამავე მიზეზის გამო არ არსებობს აღსარების საიდუმლო და ცოდვების პატიების რიტუალები, რომლებიც მღვდელმა უნდა შეასრულოს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღმერთის წინაშე გულწრფელ მონანიებას და ცოდვის მიტოვებას, როგორც შინაგანი მონანიების გარეგან დადასტურებას, პროტესტანტების აზრით ამ საშუამავლო მსახურებას ატარებს იესო ქრისტე და არა მღვდელი.


Soli Deo gloria (დიდება მხოლოდ ღმერთს) - ადამიანი რელიგიურ თაყვანს უნდა სცემდეს მხოლოდ ღმერთს, რადგანაც ის არის შემოქმედი და სულის ხსნა მიიღება მხოლოდ მისი ნებით და მოქმედებით. რადგანაც ღმერთი არის ”პირველი და უკანასკნელი”, მთელი დიდება ეკუთვნის მას და არა მის ქმნილებას.



წესჩვეულებები და ღვთისმსახურება |


ღვთისმსახურების წესი ეფუძნება ახალ აღთქმას და ამიტომ მარტივად ტარდება. ლიტურგიის ძირითადი ნაწილი შედგება ქადაგების, ლოცვის და საგალობლების შესრულებისგან. სრულდება საიდუმლოებებიც, როგორებიცაა მაგალითად ზიარება, წყლით ნათლობა, ქორწინება. პროტესტანტები არ ლოცულობენ გარდაცვლილი ადამიანებისთვის, არ სცემენ თაყვანს წმინდანებს, მათ ნეშტებს, ხატებს და არ აღნიშნავენ მათდამი მიძღვნილ დღესასწაულებს.
პროტესტანტული სამლოცველო სახლები, როგორც წესი, სადაა, არ გააჩნია მდიდრული ატრიბუტიკა, ხატები და ქანდაკებები. რადგან მიაჩნიათ რომ ასეთი დეკორაციების აუცილებლობა არ არის. ეკლესიის შენობად შეიძლება გამოიყენებოდეს ნებისმიერი შენობა, რომელსაც ქირაობენ, თავად აშენებენ, ან ყიდულობენ. ღვთისმსახურება ორიენტირებულია ქადაგებაზე, ლოცვაზე და საგალობლების შესრულებაზე.
ღვთისმსახურების დაუქორწინებლობა, ისევე როგორც დაქორწინება არანაირად არ რეგლამენტირდება და ხუცესების (პასტორი, პრესვიტერი) პირადი გადასაწყვეტია. პროტესტანტიზმმა უარყო რომის პაპის ავტორიტეტი და გააუქმა ბერ-მონაზვნური სისტემა, როგორც სულის ხსნისთვის საჭირო განსაკუთრებული ღვაწლი. ამასთან არსებობენ მონასტრის ტიპის დაწესებულებებიც მაგ.: ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრები.
საყოველთაო სიწმინდის პრინციპმა საფუძველი დაუდო ეკლესიების დემოკრატიულ მოწყობას (მრევლის და ღვთსმსახურთა თანაბრობა, არჩევითობა, ანგარიშვალდებულება და ა.შ.) იერარქია, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური, არსებობს წესრიგის შესანარჩუნებლად და მას განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს.



ისტორია |


  • რეფორმაციამდელი მსხვილი მოძრაობები: კატარები (XI-XII ს.), ვალდენსები (XII ს.), ლოლარდები და სტრიგოლები (XIV ს.), ჰუსიტები (XV ს.)

  • რეფორმაციული ეკლესიები (XVI ს.): ლუთერანები, კალვინისტები, ანგლიკანები, ანაბაპტისტები.

  • პოსტრეფორმაციული მოძრაობები (XVII-XIX ს.): ბაპტისტები, კონგრეგაციონალისტები, ადვენტისტები, პიეტისტები, პურიტანები, მეთოდისტები, მენონიტები, პრესვიტერიანელები, ხსნის არმია, კვაკერები.

  • დიდი გამოღვიძება (XIX ს.): ორმოცდაათიანელობა, ევანგელიზმი

ამ მიმდინარეობების უმეტესობა ”სულიერი აღორძინების” ეგიდით ფორმირდებოდა, რათა ეკლესია პირველი საუკუნის ეკლესიის იდეალებს და რეფორმაციის არსს დაბრუნებოდა. ამ მიმდინარეობების განმასხვავებელი ნიშანი თავისუფალი ქადაგება და აქტიური მისიონერული მოღვაწეობაა.



პროტესტანტობის გავრცელება |


დღევანდელ დღეს პროტესტანტიზმი წამყვან პოზიციებზეა სკანდინავიის ქვეყნებში (შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი), აშშ-ში, გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში, მოიცავს ჰოლანდის, დანიას, ისლანდიას, კანადს, შვეიცარიას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და ზოგადად ოკეანიის რეგიონს.
პროტესტანტული ქვეყნები გამოირჩევიან სოციალურად სამართლიანი სისტემით, ძლიერი სახელმწიფო წყობილებით და ცხოვრების მაღალი დონით.


პროტესტანტიზმი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან რელიგიათა შორისაა, რომლებიც დღევანდელ დღესაც სწრაფად იზრდება რაოდენობაში. მაგალითად: უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბრაზილიის მოსახლეობის 20%, ჩილეს მოსახლეობის 25%, გვატემალის 30% და სამხრეთ კორეის 35% გახდა პროტესტანტი.
ევრაზიის ისლამური საბჭოს წევრის საბრი ხაზმეთლის ცნობით უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში პროტესტანტობაში გადავიდა შუა აზიის 500.000 მაცხოვრებელი.
საქართველოში პროტესტანტების საერთო ჯამური რიცხვი დაახლ. 15-20.000 ადამიანია.



დამაარსებლები და ცნობილი პროტესტანტი ღვთისმსახურები |



  • ჯონ უიკლიფი - ინგლისელი რეფორმატორი.


  • იან ჰუსი - ჩეხი ღვთისმსახური, პირველი მსხვილი რეფორმატორული მოძრაობის ლიდერი.


  • მარტინ ლუთერი - პროტესტანტიზმის დამაარსებელი.


  • ფილიპ მელანხტონი - ადრეული პროტესტანტიზმის ლიდერი.


  • ჰალდრიჰ ცვინგლი -ადრეული შვეიცარული რეფორმაციის ლიდერი.


  • ჟან კალვინი - კალვინიზმის ფუძემდებელი.


  • ბალთაზარ ჰუბმაიერი - ანაბაპტისტი თეოლოგი.


  • მენო სიმონსი - მენონიტების ეკლესიის დამაარსებელი.


  • ჯონ სმითი - ბაპტიზმის ფუძემდებელი.


  • ჯონ ვესლი - მეთოდისტების ხელმძღვანელი.


  • ბილი გრეჰემი - ბაპტისტი მახარებელი და თეოლოგი.


  • ედუარდ ირვინგი - შოტლანდიელი მქადაგებელი.


  • ჩარლზ პარჰამი - ორმოცდაათიანელი მახარებელი.


  • უილიამ სეიმური - ორმოცდაათიანელების მქადაგებელი.


  • ორალ რობერთსი - ამერიკელი თეოლოგი.


  • დერეკ პრინსი - ევანგელისტი თეოლოგი და მოძღვარი


  • დეივიდ ვილკერსონი - ევანგელისტი მახარებელი და მოძღვარი


  • რაინჰარდ ბონკე - აფრიკის მოციქული და მახარებელი.


  • ბენი ჰინი - ამერიკელი მახარებელი და ტელეევანგელისტი.


  • ქენეთ კოპლანდი - ამერიკელი ტელეევანგელისტი.


  • ანდრეი შაპოვალოვი - რუსული წარმოშობის ამერიკელი რეფორმატორი.


იხილეთ აგრეთვე |


  • კათოლიციზმი


  • მართლმადიდებლობა.


რესურსები ინტერნეტში |



  • სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანთა ეკლესია - ოფიციალური საიტი.


  • საქართველოს ევანგელისტური ეკლესია, გორი,რუსთავი - ოფიციალური საიტი



Christianity Branches without text.svg


პროტესტანტობა

რესტავრაციონიზმი

ანაბაპტიზმი

კალვინიზმი

ანგლიკანობა

ლუთერანობა

(რომის კათოლიკური ეკლესია)

კათოლიკური ეკლესია

(აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიები)

მართლმადიდებლობა

ძველაღმოსავლური ეკლესიები

ასურეთის ეკლესია

რეფორმაცია

(XVI საუკუნე)

დიდი სქიზმა

(XI საუკუნე)


ეფესოს კრება 431


ქალკედონის კრება 451

ადრეული ქრისტიანობა

უნია








(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პროტესტანტიზმი&oldid=3427660“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.084","walltime":"0.124","ppvisitednodes":"value":1148,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":30380,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":7045,"limit":2097152,"expansiondepth":"value":9,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":0,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 71.404 1 -total"," 46.41% 33.138 1 თარგი:ქრისტიანობის_მიმდინარეობები"," 33.85% 24.170 20 თარგი:Image_label_small"," 28.66% 20.465 1 თარგი:პროტესტანტიზმი"," 22.15% 15.819 20 თარგი:სურათის_წარწერა"," 17.92% 12.797 1 თარგი:Navbar"," 14.91% 10.646 1 თარგი:ქრისტიანობა"," 9.43% 6.730 1 თარგი:Lang-la"," 9.27% 6.620 3 თარგი:Transclude"," 8.51% 6.075 1 თარგი:Tnavbar"],"cachereport":"origin":"mw1267","timestamp":"20190509172423","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10deu10e0u10ddu10e2u10d4u10e1u10e2u10d0u10dcu10e2u10d8u10d6u10dbu10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q23540","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q23540","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-04-18T10:33:51Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/f/f8/Martin_Luther%2C_1529.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":139,"wgHostname":"mw1270"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單