Skip to main content

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია სექციების სია ისტორია | კონსტიტუციური კანონმდებლობა | მთავრობა | პრეამბულა | კონსტიტუციის თავები | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიუამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია ქართულადNational Constitution CenterThe National Archives Experience – High Resolution Downloads of the Charters of FreedomConstitution and related resourcesAnalysis and Interpretation of the Constitution of the United StatesU.S. Constitution OnlineMobile friendlyAudio readingAnnotated Constitution

აშშაშშ-ის პოლიტიკაკონსტიტუციები


ამერიკის შეერთებული შტატების178717 სექტემბერსრატიფიკაცია1789ამერიკის რევოლუციის13 შტატისკონფედერაციის სტატიებითტეხასის1786ანაპოლისის კონვენციაზეფილადელფიაში178721 თებერვალსროდ აილენდის1787178717 სექტემბერს17894 მარტსვაშინგტონშიაღმასრულებელისაკანონმდებლოსასამართლობარონ დე მონტესკიესსენატისანტიკონსტიტუციურსაჯარო მოხელე''აშშ ნიქსონის წინააღმდეგ''მეთოთხმეტე შესწორებისამერიკის შეერთებული შტატების კონგრესსწარმომადგენელთა პალატისასენატისაგანპრეზიდენტისამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტისიმპიჩმენტისსაპრეზიდენტო რესპუბლიკასასამართლო სისტემასუზენაესი სასამართლოსსისხლის სამართლის პორცესებისასმსაჯულებისსახელმწიფო ღალატისარიზონაშიოჰაიოსექსტრადიციანაციონალური კონვენციის17881789ქორწინების შესახებდროშის და სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის შესახებ










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


(გადამისამართდა გვერდიდან აშშ-ის კონსტიტუცია)






Jump to navigation
Jump to search




აშშ კონსტიტუცია, I გვერდი




აშშ კონსტიტუცია, II გვერდი




აშშ კონსტიტუცია, III გვერდი




აშშ კონსტიტუცია, IV გვერდი


ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია — ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი კანონი. მასზე მუშაობა დასრულდა 1787 წლის 17 სექტემბერს, რის შემდეგაც სპეციალური კონვენციით მოხდა რატიფიკაცია თითოეული შტატის მიერ. ამით შეიქმნა სუვერენული შტატების ფედერალური გაერთიანება და ამ გაერთიანების მმართველი ფედერალური მთავრობა. იგი ძალაში შევიდა 1789 წელს და გამოყენებულია მოდელად სხვა სახელმწიფოების მიერ. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია ამჟამად მოქმედ, დაწერილ, კონსტიტუციებს შორის ყველაზე ძველია.




სექციების სია





  • 1 ისტორია


  • 2 კონსტიტუციური კანონმდებლობა


  • 3 მთავრობა


  • 4 პრეამბულა


  • 5 კონსტიტუციის თავები

    • 5.1 საკანონმდებლო ხელისუფლება


    • 5.2 აღმასრულებელი ხელისუფლება


    • 5.3 სასამართლო ხელისუფლება


    • 5.4 შტატების უფლებები


    • 5.5 ცვლილებების შეტანის პროცედურები


    • 5.6 ფედერალური ხელისუფლება


    • 5.7 რატიფიკაცია


    • 5.8 ცვლილებები


    • 5.9 კანონი უფლებების შესახებ (1 – 10)


    • 5.10 სხვა შესწორებები (11–27)


    • 5.11 არარატიფიცირებული შესწორებები


    • 5.12 განხლვის პროცესში მყოფი შესწორებები



  • 6 რესურსები ინტერნეტში




ისტორია |


ამერიკის რევოლუციის დროს 13 შტატის მიერ შეიქმნა ძალიან სუსტი ცენტრალური მთავრობა, რომლის ერთადერთი კომპონენტიც კონგრესი იყო, რომელიც ხელმძღვანელობდა კონფედერაციის სტატიებით. კონგრესმა ვერაფრით შეძლო ტეხასის შემოერთება, რადგან არ არსებობდა არც საამართლო და არც აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ხელს შეუწყობდა ამ საკითხის მოგვარებას. სტატიებში ცვლილებების შეტანისათვის საჭირო იყო წარმომადგენელთა თანხმობა, თუმცა მაშინდელი დელეგატები არასერიოზულად უდგებოდნენ საკითხს, სხდომებს აცდენდნენ, რის გამოც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად კვორუმი არ იკრიბებოდა.


1786 წლის სექტემბერში, ხუთი შტატის წარმომადგენელთაგან შემდგარი კომისია შეიკრიბა ანაპოლისის კონვენციაზე, რათა განეხილათ კონფედერაციის სტატიების რეგულირება და დალაგება, რომელიც ხელს შეუწყობდა კომერციის განვითარებას. მათ ფილადელფიაში მიიწვიეს შტატების წარმომადგენლები, რათა განეხილათ ფედერალური მთავრობის შექმნის იდეა. 1787 წლის 21 თებერვალს დებატების შედეგად გადაწყდა კონფედერაციის სტატიების კიდევ ერთხელ შესწორება. თორმეტი შტატი (როდ აილენდის გამოკლებით) დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას და დაიგეგმა 1787 წლის მაისში შეხვედრა. მიღებული რეზოლუცია ითვალისწინებდა არსებული კანონმდებლობის შესწორებასა და დახვეწას, თუმცა შემდეგ გადაწყდა ახალი კონსტიტუციის შექმნა. 1787 წლის 17 სექტემბერს ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა დასრულდა, ხოლო 1789 წლის 4 მარტს, მას შემდეგ რაც შტატებმა მისი რატიფიცირება მოახდინეს, ძალაში შევიდა .


კონსტიტუციის ორიგინალი ინახება ეროვნულ არქივში, ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი).



კონსტიტუციური კანონმდებლობა |


კონსტიტუციური კანონმდებლობა ეს არის კანონთა კრებული, მასში შემავალი კანონები განსაზღვრავს: შტატების მართვას, შტატებს შორის ურთიერთობას, თითოეული შტატისა და ფედერალური მთავრობის ურთიერთობას; საქმის წარმოებას აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის. ის ასევე განსაზღვრავს როგორც აშშ-ს მოქალაქის, ასევე უცხოელთა ურთიერთობას ფედერალურ და შტატების მთავრობებთან.



მთავრობა |


მიუხედავად იმის რომ კონსტიტუციაში, მისი მიღების შემდეგ შევიდა რამდენიმე ცვლილება, ფუნდამენტი და მის მიერ განსაზღრული მთავრობის სტრუქტურა ისეთივეა როგორიც ეს იყო 1789 წელს.


არსებობს ხელისუფლების სამი შტო – აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო – ისინი ერთმანეთისგან გამოყოფილები არიან, მაგრამ თითოეული მათგანის უფლებები რეგულირდება დანარჩენი ორის მიერ. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით, ეს პრინციპი ნაწილობრივ ეყრდნობა ბარონ დე მონტესკიეს იდეებს.


კონსტიტუცია და ყველა ის კანონი რომელიც მისგან გამომდინარეობს, რომელიც დამტკიცებულია სენატის მიერ, დგას ყველა სხვა კანონზე და სააღსრულებო აქტზე მაღლა. თუ ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო გამოიტანს ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას ის იქნება გაუქმებული. თუ რომელიმე საჯარო მოხელე გამოსცემს რაიმე აქტს, რეზოლუციას ან ბრძანებას და ის იცნობა ანტიკონსტიტუციურად ფედერალური სასამართლო მას გააუქმებს (იხ. ''აშშ ნიქსონის წინააღმდეგ'').


მეთოთხმეტე შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ, ყველა პიროვნება არის თანაბარია კანონის წინაშე. ყველა შტატი თანასწორია და ამ პრინციპებზე დაყრდნობით არცერთ მათგანს არ შეუძლია მიიღოს რაიმე პრივილეგია ფედერალური მთავრობისგან. კონსტიტუციის თანახმად ყველა შტატი ვალდებულია სცნოს და პატივისცეს სხვა შტატების კანონებს.


კონსტიტუციის მეხუთე თავის მიხედვით, კონგრესს შეუძლია წამოაყენოს წინადადება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ასევე შტატების 2 მესამედს შეუძლია შეიტანოს წინადადება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მას შემდეგ რაც შესწორება მიღებული იქნება, ის ითვლება კონსტიტუციის ნაწილად.



პრეამბულა |




კონსტიტუციაზე ხელის მოწერი პროცესი, ავტ. ჰოვარდ კრისტი


პრეამბულაში ვკითხულობთ:


ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატების ხალხი, უფრო დახვეწილი გაერთიანების შესაქმნელად, სამართლიანობის დასამკვიდრებლად, შიდა სტაბილიზაციის დასამყარებლად, საერთო თავდაცვის უზრუნველსაყოფად, სოციალური დონის გასაუმჯობესებლად და ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის თავისუფლების გასამტკიცებლად, ვაარსებთ ამ კონსტიტუციას ამერიკის შეერთებული შტატებისათვის.


პრეამბულა არც კრძალავს და არც აკანონებს რაიმე ქმედებას, ის უბრალოდ არის განმარტება იმისა თუ რისთვის შეიქმნა კონსტიტუცია. პრეამბულა როგორც ასეთი არის პირველი სამი სიტყვა (We the People).



კონსტიტუციის თავები |


კონსტიტუცია შედგება შვიდი თავისგან



საკანონმდებლო ხელისუფლება |


Seal of the United States Congress.svg

პირველი თავი აარსებს ხელისფლების საკანონმდებლო შტოს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს, რომელიც შედგება წარმომადგენელთა პალატისა და სენატისაგან. კონსტიტუციის ეს ნაწილი განსაზღვრავს ორივე პალატის, არჩევნების წესსა და მისი წევრების უფლებამოსილებებს. პირველი თავი ასევე კანონწარმოების პროცედურას და საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოვალეობას განსაზღვრავს. და ბოლოს ის აწესებს ლიმიტებს ფედერალურ და შტატების საკანონმდებლო ორგანოებზე.



აღმასრულებელი ხელისუფლება |


USPresidentialSeal.jpg

მეორე თავი აღწერს პრეზიდენტის ფუნქციებს (აღმასრულებელ ხელისუფლებას): პრეზიდენტის არჩევის წესს, მისი კაბინეტის უფლებამოსილებანს, მოვალეობებს და ა.შ. ის ასევე განსაზღვრავს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციას და ადგენს რომ ვიცე პრეზიდენტი ხდება პრეზიენტის მოვალეობის შემსრულებელი იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი ქმედუუნაროა, გარდაიცვლება ან გადადგება, ამ ნაწილის შესახებ უფრო დაწვრილებით არის ნათქვამი აშშ კონსტიტუციის ოცდამეხუთე შესწორებაში.


მეორე თავი ასევე განსაზღვრავს იმპიჩმენტის და სხვა საჯარო მოხელეების გადაყენების პროცედურებს (პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი, მოსამართლეები და სხვ.). (იხ. საპრეზიდენტო რესპუბლიკა).



სასამართლო ხელისუფლება |


Seal of the United States Supreme Court.png

მესამე თავი აღწერს სასამართლო სისტემას (სასამართლო შტო), უზენაესი სასამართლოს ჩათვლით. ამ თავში არის მოთხოვნა, რომ იყოს უზენაესი სასამართლო, რომელსაც დაექმვემდებარება მასზე დაბალი რანგის სასამართლოები; უზენაეს სასამართლოს აქვს უფლება, არა მარტო გადახედოს დაქვემდებარებული სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, არამედ საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს კიდეც. მესამე თავი ასევე ადგენს, რომ სისხლის სამართლის პორცესებისას აუცილებელია მსაჯულების არსებობა. სახელმწიფო ღალატის შემთხვევაში საქმის განხილვა ევალება კონგრესს.



შტატების უფლებები |


მეოთხე თავი განსაზღვრავს ურთიერთობებს შტატებსა და ფედერალურ მთავრობას შორის და ურთიერთობებს თვითონ შტატებს შორის . კონგრესი უფლებამოსილია დაარეგულიროს შტატების ხელისფლების მიერ გამოცემული აქტები და სხვა დოკუმენტები. შტატებს ეკრძალებათ ადგილობრივი მოსახლის პრივილეგირებულად გამოცხადება სხვა შტატის მცხოვრებთან შედარებით, მაგალითად, დაუშვებელი და აკრძალულია არიზონაში ჩადენილი დანაშაულისთვის ოჰაიოს მცხოვრების უფრო მკაცრად გასამართლება, ვიდრე იმავე დანაშაულისათვის დაკავებული არიზონელისა. საჭიროების შემთხვევაში შტატებს შორის შესაძლებელია დამნაშავის ექსტრადიცია. ადამიანს შტატიდან შტატში გადაადგილება შეუძლია დაუბრკოლებლად.



ცვლილებების შეტანის პროცედურები |


მეხუთე თავი განსაზღვრავს იმ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად. კონსტიტუციის ამ ნაწილის მიხედვით ცვლილებების შესახებ წინადადების შეტანა ხდება ორი ხერხით: პირველი - კონგრესის, მეორე შტატების მოწვეული ნაციონალური კონვენციის მიერ. კონგრესს შეუძლია ცვლილების შესახებ წინადადების გატანა იმ შემთხვევაში, თუ ორი მესამედი იქნება თანახმა (ქვორუმის ორი მესამედიც საკმარისია, არ არის აუცილებელი მთლიანი შემადგენლობის ორი მესამედი იყოს). მეორე ხერხის ფარგლებში სენატი იწვევს ეროვნულ კონვენციას, შტატების ორ მესამედს შეაქვს კონგრესში თანხმობა კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე, ამის შემდეგ თუ შტატების სამი მეოთხედი ამ ცვლილების რატიფიცირებას მოახდენს ის შედის ძალაში. დღემდე გამოყენებულია მხოლოდ პირველი ხერხი, ანუ ცვლილებების შეტანაზე წინადადებას აყენებს კონგრესი, მეორე ხერხის გამოყენება ქვეყანას არ დასჭირვებიათ.



ფედერალური ხელისუფლება |


მეექვსე თავი აარსებს კონსტიტუციას და ყველა კანონსა და ხელშეკრულებას რომელიც გაფორმებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამავე კონსტიტუციის ფარგლებში. მეექვსე თავის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატების ყველა მოსამართლემ, საჯარო მოხელემ და საკანონმდებლო ორგანოს მუშაკმა უნდა დადოს ფიცი კონსტიტუციის დაცვის შესახებ.



რატიფიკაცია |


მეშვიდე თავი ადგენს მოთხონებს კონსტიტუციის რატიფიკაციის შესახებ. კონსტიტუცია არ შევა ძალაში ვიდრე მის რატიფიკაციას არ მოახდენს ცხრა ან მეტი შტატი. ნიუ ჰემფშირი იყო მეცხრე შტატი რომელმაც რატიფიკაცია მოახდინა 1788 წლის 21 ივნისს. კონფედერაციის კონგრესმა, ნიუ ჰამფშირის მიერ კონსტიტუციის რატიფიცირების შემდეგ დაადგინა დღე რომლის შემდეგაც ყველა აქტი შედგებოდა კონსტიტუციის ქვეშ, ეს თარიღი არის 1789 წლის 4 მარტი.













































თარიღიშტატი
მხარდამჭერი


7 დეკემბერი, 1787
დელავერი100%


12 დეკემბერი, 1787
პენსილვანია67%


18 დეკემბერი, 1787
ნიუ-ჯერსი100%


2 იანვარი, 1788
ჯორჯია100%


9 იანვარი, 1788
კონექტიკუტი76%


6 თებერვალი, 1788
მასაჩუსეტსი53%

28 აპრილი, 1788
მერილენდი85%


23 მაისი, 1788
სამხ. კაროლინა67%


21 ივნისი, 1788
ნიუ-ჰემპშირი55%


25 ივნისი, 1788
ვირჯინია53%


26 ივლისი, 1788
ნიუ იორკი53%


21 ნოემბერი, 1789
ჩრდ. კაროლინა72%


29 მაისი, 1790
როდ-აილენდი52%


ცვლილებები |


ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებების რაოდენობა არის სულ 27. მათ შორის პირველი 10 ცვლილება შეტანილ იქნა ერთად და მოიხსენიება როგორც კანონი უფლებების შესახებ (ინგლ. Bill of rights). შემდეგი 17 შეწორება შეტანილი იქნა ცალ ცალკე.



კანონი უფლებების შესახებ (1 – 10) |




კანონი უფლებების შესახებ


კანონი უფლებების შესახებ არის ტერმინი რომლითაც მოიხსენიება ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში შეტანილი პირველი ათი შესწორება. როდესაც კონსიტუცია წარუდგინეს შტატებს რატიფიცირებისათვის, კონსტიტუციის მოწინააღმდეგეებმა წამოაყენეს ბრალდება, თითქოს კონსტიტუციასი ამ კანონის არ არსებობა იყო კარგად გათვლილი რათა ამერიკელებე ბევრი უფლება ჩამორთმეოდათ. მაშინ ფედერალისტებმა მათ სიტყვა მისცეს რომ კანონი უფლებების შესახებ შესწორების სახით კონგრესის პირველივე სხდომაზე შევიდოდა. ამ დოკუმენტის ორიგინალი დღესდღეობით აშშ–ს ეროვნულ არქივებში ინახება.


კანონი უფლებების შესახებ განსაზღვრავს და აკანონებს შემდეგ უფლებებს: სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, რწმენის თავისუფლება.



სხვა შესწორებები (11–27) |


მიუხედავად იმის რომ კანონი უფლებების შესახებ განსაზღვრავს ბევრ გარემოებას და უფლებას, დროთა განმავლობაში საჭირო გახდა სხვა და სხვა შესწორებების შეტანაც:



  • მეთერთმეტე შესწორება (1795) – შტატისა და მოქალაქის ურთიერთობა ფედერალურ

სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით.



  • მეთორმეტე შესწორება (1804) – საპრეზიდენტო არჩევნების წესების შესახებ.

  • მეცამეტე შესწორება (1865) – მონობის გაუქმება.

  • მეთოთხმეტე შესწორება (1868) – ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის შესახებ. კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის შესახებ.

  • მეთხუთმეტე შესწორება (1870) – სხვა რასის წარმომადგენლების არჩევნებში მონაწილეობის უფლების შესახებ.

  • მეთექვსმეტე შესწორება (1913) – საშემოსავლო გადასახადის შესახებ.

  • მეჩვიდმეტე შესწორება (1913) – სენატორების პირდაპირი არჩევის შესახებ.

  • მეთვრამეტე შესწორება (1919) – ე.წ. მშრალი კანონი (შემდგომში შეცვლილია ოცდამეერთე შესწორებით)

  • მეცხრამეტე შესწორება (1920) – მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების შესახებ.

  • მეოცე შესწორება (1933) – საპრეზიდენტო და კონგრესის ვადის შესახებ.

  • ოცდამეერთე შესწორება (1933) – აუქმებს მეთვრამეტე შესწორებას (მშრალ კანონს).

  • ოცდამეორე შესწორება (1951) – მიხედვით მოქალაქეს მხოლოდ ორჯერ შეუძლია გახდეს პრეზიდენტი.

  • ოცდამესამე შესწორება (1961) – კოლუმბიის ოლქის მცხოვრებლებს შეუძლიათ არჩევნებში კენჭისყრა.

  • ოცდამეოთხე შესწორება (1964) – აიკრძალა არჩევნეში მონაწილეობისას მოქალაქისათვის რაიმე გადასახადის დაკისრება.

  • ოცდამეხუთე შესწორება (1967) – ვიცე პრეზიდენტის და პრეზიდენტის შესახებ.

  • ოცამეექვსე შესწორება (1971) – მოქალაქეებს 18 წლიდან ეძლევათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.

  • ოცდამეშვიდე შესწორება (1992) – საკანონმდებლო ორგანოს წევრების ხელფასის გაზრდის პროცედურის შესახებ.


არარატიფიცირებული შესწორებები |


1789 წლის შემდეგ 10,000–ზე მეტი შესწორება იქნა უარყოფილი.



განხლვის პროცესში მყოფი შესწორებები |


ამჟამად განხილვის პროცესში ძალიან ცოტა პროექტია მათშორის არის შესწორებები ქორწინების შესახებ, დროშის და სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის შესახებ და სხვ.



რესურსები ინტერნეტში |


  • ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია ქართულად

  • ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები

  • National Constitution Center

  • The National Archives Experience – High Resolution Downloads of the Charters of Freedom


  • Constitution and related resources: Library of Congress


  • Analysis and Interpretation of the Constitution of the United States: Annotated constitution, with descriptions of important cases (official publication of U.S. Senate)

  • U.S. Constitution Online


  • Mobile friendly version of the Constitution


  • Audio reading of the Constitution in MP3 format provided by the University of Chicago Law School


  • Annotated Constitution by the Congressional Research Service of the U.S. Library of Congress


(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ამერიკის_შეერთებული_შტატების_კონსტიტუცია&oldid=3396431“-დან













სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.080","walltime":"0.105","ppvisitednodes":"value":173,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":0,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":0,"limit":2097152,"expansiondepth":"value":2,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":0,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 0.000 1 -total"],"cachereport":"origin":"mw1256","timestamp":"20190924115358","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d0u10dbu10d4u10e0u10d8u10d9u10d8u10e1 u10e8u10d4u10d4u10e0u10d7u10d4u10d1u10e3u10dau10d8 u10e8u10e2u10d0u10e2u10d4u10d1u10d8u10e1 u10d9u10ddu10dcu10e1u10e2u10d8u10e2u10e3u10eau10d8u10d0","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q11698","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q11698","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-02-09T18:48:10Z","dateModified":"2017-11-19T18:53:18Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/6/6c/Constitution_of_the_United_States%2C_page_1.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":150,"wgHostname":"mw1330"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

Ласкавець круглолистий Зміст Опис | Поширення | Галерея | Примітки | Посилання | Навігаційне меню58171138361-22960890446Bupleurum rotundifoliumEuro+Med PlantbasePlants of the World Online — Kew ScienceGermplasm Resources Information Network (GRIN)Ласкавецькн. VI : Літери Ком — Левиправивши або дописавши її