Skip to main content

ბინდი (პერსონაჟების სია) სექციების სია მაქციები | ვამპირები | ადამიანები | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიუსტეფანი მეიერის გვერდიბინდის რომანების ოფიციალური საიტივოლტურების შესახებრ

ბინდიახალი მთვარედაბნელებაგანთიადი


ბინდი (რომანების სერია)


სტეფანი მეიერისბინდის საგისსტეფანი მეიერისბინდი საგის სერიიდანიტალიაში”ბინდი”ვამპირებსადამიანიქალი„განთიადი”










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ბინდი (პერსონაჟების სია)




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search


აქ წარმოდგენილია მწერალ სტეფანი მეიერის ბინდის საგის პერსონაჟთა სია და ბიოგრაფიები.




სექციების სია





  • 1 მაქციები


  • 2 ვამპირები

    • 2.1 ვოლტურები


    • 2.2 ჯეიმზი, ვიქტორია და ლორანი


    • 2.3 სხვა ვამპირები

      • 2.3.1 ამაზონელები


      • 2.3.2 მომთაბარეები


      • 2.3.3 ეგვიპტური კლანი


      • 2.3.4 ირლანდიური კლანი


      • 2.3.5 ევროპელი მომთაბარეები


      • 2.3.6 დენალიების კლანი




  • 3 ადამიანები


  • 4 რესურსები ინტერნეტში




მაქციები |




მარცხნიდან მარჯვნივ: პოლი, ემბრი კოლი, სემ ული, ჯეიკობ ბლექი და ჯარედი.


  • ჯეიკობ ბლექი
Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ჯეიკობ ბლექი.


  • სემ ული — ინდიელი ქვილიუტები შთამომავალი. პირველი ინდიელი მოზარდი რომელიც მაქციად გადაიქცა. რადგანაც იგი პირველი იყო, არ იცოდა თუ როგორ დაბრუნებოდა ადამიანურ სახეს. თუმცა მან ეს შეძლო. მგლის სხეულში იგი არის უზარმაზარი და შავი მხეცი. სემი თავის ხროვაში არის “ალფა”(მას ასე ბელამ უწოდა). თუმცა წესით იგი ჯეიკობ ბლექს ეკუთვნის რომელსაც ეს წოდება შთამომავლოით ერგო. როდესაც ჯეიკობიც მგლად გადაიქცა სემმა მას წინამძღოლის პოსტი დაუთმო თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. სემი აღბეჭდილია ემილიზე, რომელსაც ერთხელ მგლის ფორმაში მყოფმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. ამის შემდეგ ემილის სახეზე დარჩა შრამები და ცალი თვალი დაუზიანდა.


  • ჯარედი — ლა პუმში მცხოვრები ერთ-ერთი ქვილიუტი ბიჭი რომელიც მეორე იყო ხროვაში ვინც მაქცია გარდაიქმნა. ის აღბეჭდილია თავის თანაკლასელ კიმ კონელვერზე , ჯარედი და კიმი სკოლაში ერთ მერხთან ისხდნენ, მაგრამ ჯარედი მას არასოდეს აქცევდა დიდ ყურადღებას. მისი აღბეჭვდა მოხდა პირველი გადაქცევისთანავე. მგლის სხეულში მას აქვს ყავისფერი ბეწვი.


  • ქვილ ატეარა — ქვილ ატეარა, ჯეიკობის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და მისი ნახევარძმა. ქვილის ბაბუა ტომის უხუცესთა საბჭოშს წევრია. პირველი გადაქცევიდან მალევე ქვილი აღიბეჭდა ემილის დისშვილ კლერზე რომელიც იმ დროისთვის 2 წლის იყო. რადგანაც მაქციები არ ბერდებიან ქვილს კლერის ასაკი არ აშინებს და მის აღზრდაში მონაწილეობას იღებს. მგლის სხეულში ქვილს აქვს შოკოლადის ფერი ბეწვი. როდესაც ხროვაში სემსა და ჯეიკობს შორის მოხდა განხეთქილება ქვილი ბოლოს მაინც ჯეიკობის მხარეს გადავიდა.


  • ემბრი კოლი — ჯეიკობის კიდევ ერთი უახლოესი მეგობარი, დაიბადა 1989 წელს, მისი დედა ორსულობის პერიოდში ლა პუშში გადავიდა მეზობელი რეზერვაციიდან. როდესაც ემბრი გადაიქცა მაქციად ყველა იყო გაოგნებული რადგან ეს ნიშნავდა, რომ მისი მამა იყო სამიდან რომელიმე ქვილიუტი: ჯოშუა ადლი, ქვილ ატეარა-უფროსი და ბილი ბლექი. ანუ შეიძლება ის იყოს სემის, ქვილის ან ჯეიკობის ნახევარძმა. ემბრი მაქცია გახდა ჯეიკობამდე ამიტომ ჯეიკი ძალიან ნერვიულობდა რადგან ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს. მათი მეგობრობა ძალიან მტკიცეა ამიტომაც საგის IV ნაწილში(განთიადი) სემმა არ გაგზავნა ემბრი ჯეიკობის ხროვასთან მოლაპარაკებაზე - რადგან ეშინოდა მას ბლექის ხროვაში დარჩენა არ მოსდომებოდა. მაგრამ ბოლოს ემბრიმ მაინც ჯეიკობის ხროვა ამჯობიანა… ემბრის მგლის სხეულში აქვს ნაცრისფერი ბეწვი და შავი ზოლები.


  • პოლი — ქვილიუტებიდან კიდევ ერთი ვინც სემის შემდეგ პირველი გადაიქცა მაქციად. ის ძალიან გაუწონასწორებელია და უყვარს თავისი ძალების ჯეიკობზე გამოცდა. პოლი ძალიან მარტივად გამოდის წყობილებიდან და ხშირად ვერ აკონტროლებს მაქციად გადაქცევის მომენტს. მას შემდეგ, რაც ჯეიკობის და რეიჩელი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან არდადეგებზე ჩამოვიდა პოლი მასზე აღიბეჭდა და ამის გამო დღის უმეტეს ნაწილს ჯეიკობის სახლში ატარებს. მისი მგელი მოვერცხლისფრო-ნაცრისფერია.


  • სეთ ქლიარუოტერი — ჰარი და სიუ ქლიარუტერების შვილი. ლეა ქლიარუოტერის უმცროს ძმა. ის მაქცია გახდა 15-წლის შესრულებისთანავე ის სხვა მაქციების შორის ყველაზე ახლოსაა ვამპრებთან. განსაკუთრებით მეგობრობს ედვარდ კალენთან. მისი ბეწვის ფერი მგლის სხეულში ყოფნისას არის ქვიშისფერი. ,,დაბნელებაში” მან ედვარდის დახმარებით მოკლა რაილი და გადაარჩინა ბელა, ხოლო ,,განთიადში” ის ჯეიკობის ხროვას შეუერთდა კალენების ოჯახის დაცვის მიზნით.


  • ლეა ქლიარუოტერი — ერთადერთი ქალი მაქცია ხროვაში. ჯეიკობ ბლექის ხროვაში ის იყო ,,ბეტა”. სკოლაში სწავლობდა ბელას პარალელურ კლასში. სიუ და ჰარი ქლიარუოტერების შვილი. მისი მამა გარდაიცვალა გულის შეტევით. თმები მოკლედ აქვს შეჭრილი როგორც სხვა დანარჩენ მაქციებს. ლეა არის სემის ყოფილი შეყვარებული ისინი ჯერ კიდევ სკოლის დროს მეგობრობდნენ ერთმანეთთან(მათ ერთმანეთთან შეხვედრა დაიწყეს როდესაც ლეა იყო 14 წლის) როდესაც სემი დაიკარგა ლეა კინაღამ ჭკუიდან შეიშალა. ის და დედამისი დაუკავშირდნენ პოლიციას და მეტყევეებს რათა დაეგეგმათ სამძებრო სამუშაობები თუმცა სემი დაბრუნდა… დაბრუნების შემდეგ სემი არავის ეკონტაქტებოდა ლეას ეს ძალიან აბრაზებდა რადგან არ იცოდა სად დადიოდა ღამღამობით და რატომ იყო ყოველთვის დაღლილი. მაგრამ ისინი მაინც ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. თუმცა ერთ დღესა მეზობელი რეზიდენციიდან ლეას თავისი ბიძაშვილი ემილი იანგი ესტუმრა, ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ, ბავშვობიდან დებივით იყვნენ მაგრამ სემი ემილიზე აღიბეჭდა… სემმა ლეას გული გაუტეხა და თავისი დაპირებები ვერ შეასრულა. ლეამ ეს ძალიან რთულად გადაიტანა თუმცა ცდილობდა ბედს შეგუებოდა. ლეა უკმაყოფილო იყო რომ მაქცია გახდა რადგან მანამდე ისედაც უჭირდა როდესაც სემს და ემილის ერთად ხედავდა ახლა კი მათი დანახვა სემის ფიქრებშიც ხშირად უწევდა. ის ფიქრობდა, რომ ემილიმ ის შრამები დაიმსხურა და ეს სამართლიანი იყო. მას როდესაც იმყოფება მგელის სხეულში აქვს ნაცრისფერი ბეწვი და სხვა მაქციებთან შედარებით ტანით პატარაა. წიგნში ,,დაბნელება” თავს დაესხა ერთ ახალშექმნილს თუმცა ვერ მოერია და რომ არა ჯეიკობი ლეა ძალიან მძიმედ დაშავდებოდა. ლეა სხვა მაქციებზე სწრაფია. როდესაც ჯეიკობი და სეთი წამოვიდნენ ხროვიდან ლეაც მათ გაყვათ ოღონდაც უფრო შორს წასულიყო სემისაგან. სემმა მაქციებს სთხოვათ, რომ ლეასათვის მუხლებზე დაჩოქილებს ეთხოვათ ხროვაში დაბრუნებულიყო თუმცა მან ჯეიკი ამჯობინა. განთიადში ჯეიკობს და ლეას ჰქონდათ გულახდილი საუბარი რის მეშეობითაც მათ უკეთესად გაუგეს ერთმანეთს. ასევე ლეას ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა ბელასთან რადგანაც მისი აზრით ამ უკანასკნელმა ჯეიკობს ბევრი ტანჯვა მიაყენა.


ვამპირები |



ვოლტურები |




ვოლტურების კლანი - ალეკი, მარკუსი, არო, კაიუსი და ჯეინი


ვოლტურები – ძველი და ყველაზე დიდი ვამპირების კლანი სტეფანი მეიერის მიერ შექმნილი ბინდი საგის სერიიდან რომლებიც ცხოვრობენ იტალიაში (ვოლტერა). პირველად მათი სახელი გვხვდება საგის პირველ ნაწილში ”ბინდი”. ისინი თავის რიგებში მხოლოდ ძლიერ და ნიჭიერ ვამპირებს იღებდნენ, რომლებიც გამორჩეული ნიჭით იყვნენ დაჯილდოებულნი. ვოლტურების რიგებში მხოლოდ ერთი ადამიანი ქალი-მესაიდუმლეა(Gianna), მას აქვს იმედი, რომ ვოლტურები ვამპირად გარდაქმნიან. თუმცა საგის IV ნაწილში „განთიადი” მას კლავენ.


ვოლტურების ლიდერები არიან ძველი ვამპირები არო, რომელიც კითხულობს ადამიანის აზრებს შეხებით; მარკუსი რომელიც ადამიანებს შორის დამოკიდებულებას გრძნობდა; და ვოლტურების მესამე ლიდერი კაიუსი, რომლის ნიჭზეც წიგნში საუბარი არაა. მათ ყველას ჰყავთ ცოლები, რომლებიც კლანის მართვაში ასევე იღებენ მონაწილეობას. აროს ცოლი – სულფიცია (Sulpicia), კაიუსის ცოლი - აფინოდორა (Athenodora), და მარკუსის ცოლი - დიდიმა (Didyme), ამ უკანასკნელის ნიჭი იმაში მდგომარეობდა, რომ შეეძლო სხვები გაებედნიერებინა.


კლანის წევრები:

კლანში შედის 32 ვამპირი, მათი უმეტესობის სახელი რომანში არ განიხილება.



  • ჯეინი — აროს დამხმარე. დაბალი, გამხდარი, დიდი თვალებით და ბავშვური ხმით. მისი ნიჭი მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია შეაღწიოს ადამიანის გონებაში და შექმნას აუტანელი ტკივილის ილუზია. მას აქვს მოკლე და ღია-ყავისფერი თმა;


  • ალეკი — ჯეინის ტყუპისცალი ძმა, რომელიც ასევე აროს მარჯვენა ხელია. იგი ძალიან ჰგავს თავის დას თუმცა შედარებით მუქი თვალები აქვს. ალეკის ნიჭი ჯეინის უნარისაგან სრულიად განსხვავდება. მას შეუძლია ყველა გრძნობის ორგანო გაგითიშოს, სმენა, მხედველობა, ტკივილის შეგრძნება და ა.შ.


  • ფელიქსი — იგი არ გამოირჩევა რაიმე ნიჭით, უბრალოდ მას აქვს ძალიან დიდი ფიზიკური ძალა. მას აქვს მოკლე შავი თმა არის მაღალი და დაკუნთული.


  • დემეტრი — მაძებარი, მისი ნიჭი არის ძალიან გამორჩეული მას მსხვერპლის გონებაში შეღწევით შეუძლია იპოვოს ის სადაც არ უნდა იმყოფებოდეს.


  • რენატა — იგი არის აროს პირადი მცველი. ის არ იბრძვის თუმცა ფლობს დიდ ნიჭს. მისი ტალანტი მდგომარებს იმაში, რომ ის ფარია, ანუ ბლოკავს სხვა ვამპირების ძალებს. მას მოქმედება შეუძლია 2-3 მეტრიდან ამიტომაც იგი ნაბიჯითაც კი არასოდეს სცილდება აროს როდესაც მას საფრთხე მოელის.


  • ჩელსი — ჩელსი ნიჭია აღმოაჩინოს კავშირი ვამპირებს შორის. მას ისევე როგორც შეუძლია ამ კავშირების გაწყვეტა ასევე მათი შექმნა. ვოლტურეის სწორედ შელსის იყენებდნენ იმისათვის რომ მათ კლანში ძლიერი ვამპირები გადმოებირებინათ. მისი გარეგნობა წიგნში არაა აღწერილი. თუმცა ცნობილია რომ ის არის მაღალი და ძალიან მომხიბლავი.


  • ჰაიდი — ეს გოგონა კლანში აიყვენეს რათა შეეტყუებინა ხალხი ვოლტურებთან რათა ისინი გამოკვებილიყვნენ. ცნობილია რომ იგი არის ძალიან ლამაზი, და ატარებს ცისფერ ლინზებს რათა უფრო მარტივად მოხიბლოს ადამიანები.


  • სანტიაგო, კორინი და აფტონიც აგრეთვე არიან კლანის წევრები, თუმცა მათ შესახებ რომანში ცოტა რამაა თქმული.


ჯეიმზი, ვიქტორია და ლორანი |



  • ჯეიმზი — მომთაბარე ვამპირი რომელიც ადამიანების სისხლით იკვებებოდა. საგის პირველ ნაწილში („ბინდი“) ის გაეცნო კალენების ოჯახს და ბელა სუონს. ეს მოხდა მაშინ როდესაც კალანები ჭექა-ქუხილის დროს ბეისბოლს თამაშობდნენ. ბუნებით მონადირე, თუკი ის მსხვერპლს ამოირჩევდა მისგან თავს ვეღარ დააღწევდა. გამონაკლისი იყვნენ მხოლოდ ელისი და ბელა, რომელთა სისხლის დაგემოვნებაც ჯეიმზმა ვერ მოახერხა. როდესაც მან ბელას სუნი იყნოსა მიზნად დაისახა მისი კბენა. თუმცა ედვარდი არ იყო თანახმა ასე ადვილად დაეთმო თავისი შეყვარებული. საბოლოოდ, ჯეიმზი იღუპება ჯასპერ და ემეტ კალენების ხელით როდესაც ის უკვე ახლოს იყო დასახულ მიზანთან, ედვარდმა და მისმა ძმებმა მოახერხეს ბელას დახსნა. მართალია, მან მოასწრო ბელასათვის ხელზე კბენა თუმცა ედვარდმა ბელას შხამი ამოსწოვა და გადაარჩინა ვამპირად გადაქცევას. წიგნში ჯეიმზს მოკლე მუქი ყავისფერი თმები აქვს, ხოლო ფილმში — გრძელი ღია თმები, რომლებიც ცხენის კუდივით აქვს უკან შეკრული.


  • ვიქტორია — ჟღალთმიანი ძალიან ცბიერი ვამპირი. ის ძალიან განრისხდა როდესაც შეიტყო, რომ ედვარდმა მოკლა მისი შეყვარებული ჯეიმზი. მან განიზრახა შური ეძია ედვარდზე და ამის შემდეგ ეძებდა ხერხს რათა მოეკლა ბელა სუონი და სამაგიერო გადაეხადა ედვარდისათვის. მას ჰქონდა ნიჭი ეგრძნო საშიშროება, სწორედ ამის წყალობით დაუსხლტა რამდენიმეჯერ ხელიდან მაქციებს რომლებიც მას გამოეკიდნენ. ის საბოლოოდ მოკლა ედვარდ კალენმა საგის მესამე ნაწილში („დაბნელება“), როდესაც თავისი ახალშექმნილების არმიით ცდილობდა კალენებს გასწორებოდა.


  • ლორანი — პირველ ნაწილში („ბინდი“) ის მინდორზე ჩნდება ჯეიმზსა და ვიქტორიასთან ერთად. ჯეიმზის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ მას სურდა, ბელა სუონის მოკვლა, მან დატოვა ისინი. ლორანმა მოასწრო კალენების გაფრთხილება ჯეიმზის ნიჭზე. ამის შემდეგ ის წავიდა ალასკაზე დენალების კლანთან, სადაც ურთიერთობა დაამყარა ირინასთან. მეორე ნაწილში („ახალი მთვარე“) ლორანი მოკლეს მაქციებმა მას შემდეგ, რაც ის შეეეცადა მოეკლა ბელა. სწორედ ამიტომ „დაბნელებაში“ გამართულ ბრძოლში ვიქტორიას ახალშექმნილთა არმიასთან დენალების კლანმა უარი განაცხადა ბრძოლში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან იქ მაქციებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. ლორანი ლაპარაკობდა ფრანგული აქცენტით.


სხვა ვამპირები |



ამაზონელები |



  • ზაფრინა — ამაზონელების კლანის ლიდერი, ასევე დაჯილდოებულია უნიკალური ნიჭით, მას შეუძლია, ნებისმიერს შეუქმნას ისეთი ილუზია, რომ დაარწმუნოს იმაში, თითქოს ნამდვილად იმყოფება იქ, სადაც ზაფრინამ „გააგზავნა“ თავისი ფანტაზიით. ამავდროულად ის, როგორც ყველა ამაზონელი, არის ამაზონელებისათვის დამახასიათებელი გარეგნობის: ძალიან მაღალი, გრძელ სახით, სწორი ხელებითა და ფეხებით, ცხვირით და ასეთივე თითებით. ზაფრინას აქვს გრძელი შავი თმა. კატასავით მკვეთრი მოძრაობების მქონე ზაფრინას ტანიც ცხოველის ტყავით აქვს შემოსილი. ამაზონელების კლანი ყველაზე არაცივილიზებურ ვამპირთა გაერთიანებაა. სავარაუდოდ ამაზონელების შესახებ ლეგენდა სწორედ მათგან წამოვიდა. მათი მუქი კანის მათ ინდიელ წარმოშობაზე მიუთითებს.


  • სენა — წყნარი, მაგრამ ისეთივე გარეგნობის და სიმაღლის მქონე, როგორც მისი კომპანიონი ზაფრინა.


  • კაშირი — კიდევ ერთი ამაზონელი ვამპირი სამხრეთ ამერიკიდან. ისეთივე სპეციფიკური გარეგნობის და სიმაღლის მქონეა, როგორიც მისი ორი კომპანიონია.


მომთაბარეები |



  • პიტერი — ჯასპერის ძველი მეგობარი. იგი მიყვება თავისუფალი ცხოვრების წესს თავის თანამგზავრ შარლოტთან ერთად. იგი იკვებება ადამიანის სისხლით. აქვს ქერა და გრძელი თმა. სიმაღლით კი ჯასპერის ტოლია (190სმ).


  • შარლოტი — მისი ცხოვრების სტილიც ზუსტად იგივეა, რაც პიტერის. არც ის ამბობს უარს ადამიანის სისხლზე და მასაც აქვს ძველი ურთიერთობები ჯასპერთან.


  • მერი — კალენების ერთ-ერთი ძველი მეგობართაგანი. რომელიც დიდი ხანია უკვე იცნობს რენდალს, თუმცა მაინც მარტო მოგზაურობას ამჯობინებს.


  • რენდალი — იგი არაფრით განსხვავდება მერისაგან. მასაც აქვს კავშირი კალენებთან და ისიც მერისავით მარტო მოგზაურობს.


ეგვიპტური კლანი |


ამ კლანის ყველა წევრი და-ძმასავით გვანან ერთმანეთს. მათ ყველას ერთნაირად აქვთ ძალიან მუქი შავი თმა და ერთნაირი კანი.



  • ამონი — კლანის უდავო ლიდერი. სერიოზული მამაკაცი, რომელიც ძლიერ აფასებს თავისი ოჯახის საყვარელი წევრის — ბენჟამინის ნიჭს.


  • კები — ამონის ცოლი, რომელიც არის ძალიან წყნარი და ეშინია, რომ წინ აღუდგეს თავის მეუღლეს.


  • ბენჟამინი — ვამპირთათვის არადამახიასიათებლად სიცოცხლითსავსე. ისე გამოიყურება, როგორც „დიდი ბავშვი“, ამავე დროს არის ამპარტავანი და უგუნური. იგი ახდენს უზარმაზარ გავლენას ამონზე და დაჯილდოებულია გასაოცარი, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნიჭით — მას ემორჩილება სამყაროს ოთხი ძირითადი ელემენტი: წყალი, ჰაერი, მიწა და ცეცხლი.


  • ტია — სიტყვაძუნწი, მშვიდობიანი და მგრძნობიარე. ბენჟამინის მეგობარი, ეგვიბტური კლანის წევრი.


ირლანდიური კლანი |



  • შივონი — მსხვილი, კეთილი ქალი-ვამპირი. ის თავის ოჯახში მთავარია და ფლობს უნიკალურ ნიჭს. მისი ნიჭის შესაძლებლობები ბოლომდე არაა ამოხსნილი. ერთ-ერთი ვარაუდით მას შეუძლია გარშემომყოფნი დააჯეროს ისეთ რამეში რასაც თვითონ მოისურვებს, მაგრამ მისი ნიჭი არაა საკმარისად განვითარებული, სწორედ ამიტომ წარმოადგენს დიდ იშვიათობას.


  • ლიამი — შივონის ქმარი. ის არის მკაცრი, მაგრამ მთელი არსებით ენდობა თავის ცოლს.


  • მეგი — პატარა, ჟღალთმიანი, კუდრაჭა გოგონა. იგი ზუსტად განსაზღვრავს როდის ეუბნებიან სიმართლეს და როდის — ტყუილს. მისი განაჩენი ყოველთვის საბოლოოა და არ საჩივრდება, სწორედ ამიტომ იგი ძალიან ძვირფასია შივონისთვის.


ევროპელი მომთაბარეები |



  • ალისტერი — ვამპირი ინგლისიდან. ყოველთვის ამჯობინებს მარტოობას. კარლაილის მეგობარი, მაძებარი. მასსა და საძიებო საგანს შორის იქმნება მსუბუქი მიზიდულობა, რის მეშვეობითაც ის ადვილად აგნებს მას.


  • სტეფანი — ვამპირი რუმინეთიდან. ვოლტურების განადგურების სურვილით შებყრობილი, გამხდარი, დაბალი, შავთმიანი. აქვს ძალიან თხელი პერგამენტივით კანი და ვიწრო მუქი წითელი თვალები. მისი ჩაცმულობა არის ძალიან სადა და რეტრო. მას სძულს ვოლტურების კლანი, ვინაიდან მათ ათასი წლის წინათ გადაწვეს ვამპირთა ციხესიმაგრეები რუმინეთში. წარსულში მას და სტეფანს[ვის?] ჰქონდათ ძალიან დიდი ძალაუფლება, ისინი თავიანთ თავებს ღმერთებს უწოდებდნენ.


  • ვლადიმერი — სტეფანის მეწყვილე. უკანასკნელი გადარჩენილი რუმინელი ვამპირი. გარეგნულად ძალიან ჰგავს სტეფანს, თუმცა აქვს ფერფლივით(?) თმა. მასაც სძულს ვოლტურთა კლანი.


დენალიების კლანი |



  • ტანია — ცივილიზებური, ვეგეტარიანელი ვამპირების ოჯახის უფროსი, რომლებიც დასახლებულები არიან ალასკაზე, დენალში. კლანის უმეტესი წევრი არის მდედრობითი სქესის. ტანიას ძალიან იზიდავენ კაცები, მათ შორის ადამანებიც. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ იგი ვეგეტარიანელია. როდესაც ედვარდი იმყოფებოდა დენალში ტანია შეეცადა, რომ მას უფრო მეტად დაახლოეოდა, თუმცა ედვარდისაგან უარი მიიღო. ცნობილია, რომ ტანიასა და მის დებს ჰყავდათ დედა, რომელმაც ისინი გარდაქმნა. ეს უკანასკნელი მოკლული იქნა ვოლტურების მიერ „უკვდავი ბავშვის“ შექმნისათვის. დედამ შვილებს უკვდავი ბავშვის არსებობის შესახებ არაფერი უთხრა და ამის წყლობით მათი სიცოცხლე იხსნა. მის გარეგნობაზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ არის მოჟღალო ქერა, გრძელი, გაშლილი თმით. იგი დაიბადა სლოვაკეთში დაახლოებით 1000 წელს. ცნობილია ისიც, რომ ტანია, ირინა და კეიტი არიან რუსული წარმოშობისანი.


  • კეიტი — ტანიას და და მისი კლანის წევრი. თავისი ნიჭის წყალობით, კეიტი ფაქტობრივად ხელშეუხებელია: მის კანზე ერთი შეეხებაც საკმარისია რომ (თავისი სურვილისამებრ) მსხვერპლი უგონოდ დაეცეს მიწაზე. როგორც ტანიას, მასაც უყვარს კაცები. ცნობილია, რომ კეიტს აქვს სწორი ქერა თმა.


  • ელეაზრი — აქვს „ნიჭის აღმოჩენის“ უნარი. ერთ დროს ელეაზარი ერთ-ერთი ვოლტური იყო და აროს ძალიან ეწყინა, როდესაც ასეთი ძვირფასი ექსპონატი დაკარგა თავისი კოლექციიდან. ელეაზრი წამოვიდა და შეუერთდა ტანიას კლანს, როგორც კარმენის შეყვარებული. ის დაიბადა ესპანეთში 1600-1700 წლებში.


  • კარმენი — წარმოშობით ესპანელი, ელეაზარის შეყვარებული. ისინი ერთად მივიდნენ ტანიასთან და მასთან დაიწყეს ცხოვრება. ისიც დაიბადა ესპანეთში 1600-1700 წლებში.


  • ირინა — ტანიასა და კეიტის და. მას უყვარდა ლორანი. მას შემდეგ, რაც საგის II ნაწილში („ახალი მთვარე“) მაქციებმა ლორანი სასიკვდილოდ გაიმეტეს, მან უარი თქვა ახალშექმნილების და ვიქტორიას წინააღმდეგ ბრძოლაზე კალენებთან ერთად რადგანაც, მათ მას მაქციებზე თავდასხმა აუკრძალეს. წიგნში „განთიადი“ მან ვოლტურებს მისცა მცდარი ინფორმაცია იმაზე, თითქოსდა რენესმე არის „უკვდავი ბავშვი“, სწორედ ამიტომ იგი ვოლტურებმა პირდაპირ ბრძოლის ველზე თავისი დების თვალწინ მოკლეს. ცნობილია, რომ მას ჰქონდა გრძელი ორად გაყოფილი ვერცხლისფერი თმა.


  • გერეტი — ის ადვილად პოულობს საერთო ენას ყველა ახალგაზრდასთან. კალენებთან შეხვედრამდე ჩვეულებრივი ვამპირული ცხოვბრებით ცხოვრობდა, იკვებებოდა ადამიანების სისხლით. წიგნში „განთიადი“ მან გაიცნო კეიტი, გაწევრიანდა ტანიას კლანში და დაიწყო „ვამპირული დიეტით“ ცხოვრება. მაღალი, მას ჰქონდა გრძელი ყავისფერი თმა, რომელიც ვამპირებისათვის არადამახასიათებლად შეკრული იყო.


ადამიანები |



  • ჩარლი სუონი — ბელა სუონის მამა, ფორკსის პოლიციის უფროსი. მისი ჰობია თევზაობა ბილი ბლექთან ერთად და სპორტული შეჯიბრებების ყურება ტელევიზიით. ჩარლიმ ბელას დედა რენე ცოლად სკოლის დამთავრებისთანავე შეირთო, ერთი წლის შემდეგ კი ეყოლათ გოგონა – ბელა. რამდენიმე ხანში რენე და ჩარლი განქორწინდნენ და ბელა დედასთან ერთად არიზონას შტატში, ფენიქსში გადავიდა საცხოვრებლად. ამის შემდეგ რენე მეორედ გათხოვდა ჩარლის კი მოუწია მარტოობას შეგუებოდა გარდა ზაფხულის როდესაც ბელა მასთან ჩადიოდა ხოლმე. როდესაც ბელას 17 წელი შეუსრულდა მან მამასთან ფორკსში მოინდომა ცხოვრება, რამაც ჩალი ძალიან გაახარა. თავიდან ჩარლიმ ედვარდი მიიღო როგორც ბიჭი, რომელიც მის შვილს ხვდებოდა. მაგრამ ,,ახალ მთვარეში” განვითარებული მოვლენებისას ის ადანაშაულებდა ედვარდს იმაში, რომ ბელა დეპრესიაში იყო, მისი ქალაქიდან წასვლის გამო. ჩარლი ჯეიკობის მადლობელი იყო, რომ ბელას დაუმეგობრდა და დეპრესიიდან გამოიყვანა. ჩარლი კვლავ დარჩა ბელას ცხოვრებაში მას შემდეგ რაც ის ვამპირად გარდაიქნა თუმცაღა ბოლომდე მაინც არ იყო ინფორმირებული(თავისივე სურვილით) თუ რა დაემართა მის ერთადერთ ქალიშვილს.


  • რენე დუაერი — ბელას დედა. ის ჩარლი სუონს სკოლის დამთავრებისთანავე გაყვა ცოლად, მაგრამ მალევე გაშორდა და ბელასთან ერთად ფენიქსში გადავიდა. რენე არის ძალიან ექსცენტრული, გულუბრყვილო და კულინარიული ექპერიმენტების მოყავრული. (სწორედ ამიტომ თავიდან ჩარლი ბელას მომზადებულ საჭმელს ეჭვის თვალით უყურებდა) ბელა რენეს თავის საუკეთესო მეგობრად თვლიდა, როდესაც დედამისი მეორედ გათხოვდა ახალგაზრდა ბეისბოლისტ ფილ დუაერზე ხშირად უწევდათ ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა ამიტომ მან მამასთან, ფორკსში არჩია ცხოვრება. რენე ძალინ კარგად იცნობდა თავის შვილს, ის მაშინვე მიხვდა რა დამოკიდებულება ჰქონდათ ედვარდს და ბელას ერთმანეთისადმი როდესაც პირველად ნახა ისინი ერთად. საგის ბოლო ნაწილში ,,განთიადი” ბელას ეშინოდა რენესთვის ეთქვა მისი და ედვარდის ქორწილის შესახებ, რადგან იცოდა რომ დედამისი პირველი წარუმატებელი გათხოვების შემდეგ ნაადრევი ქორწინების მოწინააღმდეგე იყო. თუმცა რენემ გაამართლა ბელას გადაწყვეტილება, მან თქვა რომ მისი შვილი ყოველთვის უფრო შეგნებული და ზრდასრული იყო ვიდრე მისი თანატოლები. და ასევე ის რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა შვილის ეს გადაწყვეტილება და უკვე დიდი ხანია ელოდა მსგავს რაღაცას ედვარდისა და ბელას მხრიდან. გარეგნობით რენე ძალიან ჰგავს ბელას, ერთი ისაა რომ მას შვილზე მრგვალი სახე აქვს, ცისფერი თვალები და მოკლე ყავისფერი თმა. პირველ ნაწილში ის ცხოვრობს ფენიქსში, ხოლო დანარჩენებში (ახალი მთვარე, დაბნელება, განთიადი) ქალაქ ჯექსონვილში.


რესურსები ინტერნეტში |



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ბინდის საგა



  • სტეფანი მეიერის გვერდი

  • ბინდის რომანების ოფიციალური საიტი

  • ვოლტურების შესახებ


(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბინდი_(პერსონაჟების_სია)&oldid=3372208“-დან













სანავიგაციო მენიუ


























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.104","walltime":"0.129","ppvisitednodes":"value":642,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":28098,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":8898,"limit":2097152,"expansiondepth":"value":11,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":41,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 54.687 1 -total"," 60.11% 32.870 1 თარგი:ბინდი"," 53.09% 29.033 1 თარგი:ნავდაფა"," 20.28% 11.090 1 თარგი:მთავარი"," 18.63% 10.189 1 თარგი:Commons_category"," 12.84% 7.024 1 თარგი:Tnavbar"," 9.85% 5.387 1 თარგი:მულტიპარამეტრი-ბმულით"," 6.30% 3.443 1 თარგი:Commons"],"cachereport":"origin":"mw1275","timestamp":"20190925194007","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d1u10d8u10dcu10d3u10d8 (u10deu10d4u10e0u10e1u10ddu10dcu10d0u10dfu10d4u10d1u10d8u10e1 u10e1u10d8u10d0)","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98_(%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90)","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q371125","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q371125","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2011-08-04T10:42:21Z"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":384,"wgHostname":"mw1275"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單