Skip to main content

მარნეულის მუნიციპალიტეტი სექციების სია გეოგრაფია | მოსახლეობა | მმართველობა | ეკონომიკა | კულტურა | ღირსშესანიშნაობანი | რესურსები ინტერნეტში | ლიტერატურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუმოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე 2002 წლის აღწერის მიხედვითEthnic composition of Georgia 2014ოფიციალური საიტიპროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაციასაქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციარრ

საქართველოს მუნიციპალიტეტებიმარნეულის მუნიციპალიტეტი


მარნეულის მუნიციპალიტეტი დროშამარნეულის მუნიციპალიტეტი გერბიმარნეულიქვემო ქართლის მხარეDecrease2.svg2014 წელიაზერბაიჯანელებიქართველებისომხებირუსებიბერძნებიმარნეულის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.აღმოსავლეთ საქართველოშიქვემო ქართლის მხარის1917ბორჩალოს მაზრაში1929 წელს1930ბოლნისის1947მარნეულიბოლნისის მუნიციპალიტეტითეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიგარდაბნის მუნიციპალიტეტიაზერბაიჯანისასომხეთისზაფხულიზამთარიტემპერატურააიანვრისივლისისმაისშიდეკემბერშიმტკვარიხრამიალგეთიმარნეულისსოფლის მეურნეობასოფლის მეურნეობამარნეულის აკუმულაციურ ვაკეზეჯავახეთის ქედიდანალგეთისახრამისალგეთისფსევდოკარსტულალგეთიხრამიდებედაიაღლუჯის მაღლობიიაღლუჯის სერსმცირე კავკასიონისლოქის ქედისბაბაკარითარსისაქართველოსაზერბაიჯანშიბედლენდებიმტკვარიხრამიალგეთიბოლნისის მუნიციპალიტეტიდანთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდანდებედაჯავახეთის ქედისსადახლოსთანლოქის ქედისშულავერიზღვის დონიდანკალაპოტიტბებსმარნეულის ვაკეზეტემპერატურაამაისშიადეკემბერშიზაფხულიმარნეულშიზაფხულიზამთარიმტკვრისახრამისნიადაგიალანდშაფტისფლორახვარხვარაავშანიყარღანიიალღუნიზღმარტლიქაცვიშინდიტყემალიკუნელიუროიანიფიჭვისმუხარცხილაწიფელინეკერჩხალიქართული მუხაჯაგრცხილაკვრინჩხიფაუნაგარეული ღორიმაჩვითეთრყელა კვერნადედოფალალელიანის კატაკურდღელიმგელიტურაორნითოფაუნაჩვეულებრივი ხოხობიტოროლაკაკაბიგნოლიმწყერიხვლიკიკუანკარაგველხოკერაველის მახრჩობელადებედაშიწვერამურწახრამულიგოჭალააზერბაიჯანელებიქართველებისომხებისადახლოყიზილ-აჯლოალგეთიახქერფისხუჯაბიხოჟორნიწოფის ციხენასოფლარიოფრეთის ციხეწერაქვის სამონასტრო კომპლექსი










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




მარნეულის მუნიციპალიტეტი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search
















მარნეულის მუნიციპალიტეტი
KK-Marneuli-ka.svg

მარნეულის მუნიციპალიტეტი დროშამარნეულის მუნიციპალიტეტი გერბი


ადმინისტრაციული ცენტრი

მარნეული


რეგიონი

ქვემო ქართლის მხარე


სიმჭიდროვე

126,4[1] კაცი/კმ²


მერი

თემურ აბაზოვი     


ფართობი

935 კმ²


მოსახლეობის რაოდენობა

Decrease2.svg 104 300 კაცი (2014 წელი)


ეროვნება

აზერბაიჯანელები 83,8 %
ქართველები 8,6 %
სომხები 7,0 %
რუსები 0,2 %
ბერძნები 0,1 %[2]



მარნეულის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.





  1. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე 2002 წლის აღწერის მიხედვით.


  2. Ethnic composition of Georgia 2014



მარნეულის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში. 1917 წლამდე ახლანდელი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ბორჩალოს მაზრაში, 1921 წლის დაყოფით ისევ ბორჩალოს მაზრაშია, 1929 წელს შევიდა თბილისის ოლქში, ბორჩალოს რაიონის სახელწოდებით. 1930 წლიდან შევიდა ლუქსემბურგის (ახლანდელი ბოლნისის) რაიონში, 1947 წლიდან ხდება მარნეულის რაიონი. ამჟამად მუნიციპალიტეტი. ადმინისტრაციული ცენტრი მარნეული.


მარნეულის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით საზღვრავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები.
მუნიციპალიტეტი ფართობია 935 კმ².[1][2]


მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია ზომიერად მშრალი სუბტროპიკული თბილი სტეპების ჰავა. ზაფხული ცხელი იცის, ხოლო ზამთარი რბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12 °C, წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურა 0 °C-0,3 °C-ია, ხოლო ყველაზე თბილი თვის, ივლისის — 24 °C. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 490-550 მმ-ს შეადგენს. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისში, მინიმუმი — დეკემბერში.[1]


მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარეთა ქსელი ხშირია. აღმოსავლეთ საზღვართან ჩამოედინება მდინარე მტკვარი. სხვა დიდი მდინარეებია მტკვრის შენაკადები ხრამი და ალგეთი. ბუნებრივი ტბები არ გვხვდება.[1]


მუნიციპალიტეტში 18 დასახლებული პუნქტია, სადაც 2014 წლის მონაცემებით 104 300 ადამიანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტის ქალაქის (მარნეულის) მოსახლეობა შეადგენს 20 000 ადამიანს, ხოლო სოფლის მოსახლეობა — 84 000 ადამიანს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 33 კაცი/კმ², რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ²) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.[1]


მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ბიუჯეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა (მემცენარეობა და მეცხოველეობა), ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოები, საყოფაცხოვრებო (ორგანული) ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები და მცირე ბიზნესი (ძირითადად ვაჭრობს და საყოფაცხოვრებო მომსახურება). მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით 13 452 000 ლარს შეადგენს.[1]


მოსახლეობის ძირითადი შემოსავლების წყაროა სოფლის მეურნეობა (დასაქმებულია მოსახლეობის 80 %), გადამამუშავებელი საწარმოები, მცირე ბიზნესი და საჯარო სამსახურები. ისტორიულად მოსახლეობის ძირითად შემოსავალს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა და სოფლის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე ქვის მოპოვება-დამუშავება. მარნეულის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარების გეგმა გააჩნია, რომლის პრიორიტეტებად დასახელებულია სოფლის მეურნეობა და მასთან დაკავშირებული გადამამუშავებელი მრეწველობა.[1]




სექციების სია





  • 1 გეოგრაფია

    • 1.1 რელიეფი


    • 1.2 შიგა წყლები


    • 1.3 ჰავა


    • 1.4 ნიადაგები


    • 1.5 ლანდშაფტები


    • 1.6 ფლორა


    • 1.7 ფაუნა



  • 2 მოსახლეობა

    • 2.1 აღწერის მონაცემები



  • 3 მმართველობა


  • 4 ეკონომიკა


  • 5 კულტურა


  • 6 ღირსშესანიშნაობანი


  • 7 რესურსები ინტერნეტში


  • 8 ლიტერატურა


  • 9 სქოლიო




გეოგრაფია |



რელიეფი |


მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ცენტრალური ნაწილი გაშლილია მარნეულის აკუმულაციურ ვაკეზე (ზომები 40X18 კმ), რომელიც აგებულია თიხებით, ქვიშებით, კონგლომერატებითა და კენჭნარით. მის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობს ასევე ჯავახეთის ქედიდან ჩამოსული უზარმაზარი ლავური ღვარის დამარხული ბოლო და თიხნარი ნალექები. ვაკის აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 270 მ-იდან 400 მ-მდე. ვაკის ერთობლივი დახრილობა მიმართულია სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. მარნეულის ვაკე შემოსაზღვრულია იაღლუჯის, ლოქისა და ბაბაკარის ქედებით. ზედაპირი დანაწევრებულია ალგეთისა და ხრამის ხეობებითა და ალგეთის ნახეობარებით. მდინარეული ტერასების ამგებელ თაბაშირიან თიხებში ადგილი აქვს ფსევდოკარსტულ მოვლენებს, რაც რელიეფში გამოსახულებას ჰპოვებს სუფოზიური ძაბრების, ჭებისა და მღვიმეების, აგრეთვე ბუნებრივი ხიდების სახით.[3] ვაკეზე გაედინება მდინარეები ალგეთი, ხრამი, დებედა და სხვ.


მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოდგენილია იაღლუჯის მაღლობი, რომელიც ჩრდილოეთ ნაწილში ამაღლებულია და ქმნის იაღლუჯის სერს (ზომები 17X11 კმ). აბსოლუტური სიმაღლე 788 მ. იაღლუჯის სერი აგებულია ნეოგენური კონგლომერატებისა და ქვიშაქვების წყებით, რომელიც მცირე კავკასიონის მოლასურ ფორმაციას წარმოადგენს. სერის აღმოსავლური ბოლო გადასერილია უწყლო ხეობით.[3]


მარნეულის მუნიციპალიტეტის ფარგლებში შემოდის ასევე ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთის ნაწილი, რომელიც აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით და დაფარულია ცარცული და პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური წყებებით. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ლოქის ქედის აბსოლუტური სიმაღლე არ აღემატება 1400 მ-ს.


მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში აღმართულია დაბალი სიმაღლის ქედი (სერი) ბაბაკარი, რომელიც ლოქის ქედისაგან გამოყოფილია მდინარე დებედის ხეობით და გრძელდება მის აღმოსავლეთით მთა ბაბაკარამდე (700 მ). ბაბაკარის სერის სიგრძეა 18 კმ, უმაღლესი მწვერვალი თარსი (884 მ). აგებულია ვულკანოგენური ფაციესის ზედაცარცული კირქვებითა დ მერგელებით. ქედის ჩრდილო კალთა საქართველოს (მარნეულის მუნიციპალიტეტი) ფარგლებშია, ხოლო სამხრეთი აზერბაიჯანში. ზოგან გამოხატულია ტიპური ბედლენდები.



შიგა წყლები |




მდინარე დებედა


მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარეთა ქსელი ხშირია. აღმოსავლეთ საზღვართან ჩამოედინება მდინარე მტკვარი.


სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია ხრამი და ალგეთი. ხრამი აქ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან შემოედინება, ხოლო ალგეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან. ხრამიც და ალგეთიც მტკვრის მარჯვენა შენაკადებია. ხრამის შენაკადებიდან მუნიციპალიტეტის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანია დებედა, რომელიც ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე იწყება. იგი მარნეულის მუნიციპალიტეტში გამოდის სოფელ სადახლოსთან. საშუალო წლიური ხარჯი სოფელ სადახლოსთან 29,7 მ³/წმ. დებედას შენაკადებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მდინარე ბანოშისწყალი (სიგრძე 20,4 კმ), რომელიც ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე იწყება. იკვებება თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლით. წყალმოვარდნა ზაფხულ-შემოდგომაზეა. მდინარე ბანოშისწყლის მთავარი შენაკადია მდინარე ბურდაძორი.


ხრამის შენაკადებიდან მნიშვნელოვანია მდინარე შულავერი (სიგრძე 39,5 კმ), რომელიც ზღვის დონიდან 1622 მ-ზე იწყება, ხოლო შესართავი ზღვის დონიდან 343 მ-ზეა. შულავერს, ზემო წელში სოფელ ჩანახჩამდე ჩრდილოეთური მიმართულება აქვს, სოფელ ჩანახჩიდან სოფელ ხოჯორნის მერიდიანამდე აღმოსავლური, მერე კი ისევ ჩრდილოეთისაკენ იხრება და შულავერის ქედის მიმართულებას ემორჩილება. სოფელ სიონის ზემოთ შულავერის ხეობა ტყითაა დაფარული, ქვემო წელში ფართო კალაპოტი აქვს. ნაპირები ახალგაზრდა ნაფენებითაა აგებული. საშუალო წლიური ხარჯია 0,44 მ³/წმ.


მუნიციპალიტეტის ტერიტორია ტბებს მოკლებულია.



ჰავა |


მარნეულის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად მშრალი სუბტროპიკული თბილი სტეპების ჰავა. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12 °C, იანვრის 0-0,3 °C, ივლისის 24 °C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 40 °C. ნალექები 490-550 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი მაისშია, მინიმუმი დეკემბერში. ბაბაკარისა და იაღლუჯის სერებზე და ასევე ლოქის ქედზე ჰავა ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერ ნოტიოზე გარდამავალია. იცის ცხელი ზაფხული. ქალაქ მარნეულში ზომიერად თბილი სტეპების ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდ ნაწილში წლიურად 400-600 მმ ნალექი მოდის.



ნიადაგები |


მარნეულის ვაკეზე გავრცელებულია წაბლა ნიადაგები. ალაგ-ალაგ დამლაშებულ და ბიცობიან ნიადაგებთან ერთად ბიცობიანი და დამლაშებული წაბლა ნიადაგები გვხვდება. მდინარეების მტკვრისა და ხრამის გაყოლებაზე არის ალუვიური კარბონატული ნიადაგები. იაღლუჯის სერზე ნიადაგები რუხ ყავისფერი და წაბლა ტიპებისაა, ალაგ-ალაგ დამლაშებული. ლოქის ქედზე განვითარებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები, ყველაზე მაღალ ადგილებში კი ტყის ყომრალი ნიადაგია. ბაბაკარის სერზე გაბატონებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები.



ლანდშაფტები |


მარნეული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:


  1. სტეპური ნახევარუდაბნოს ვაკე, წაბლა და დამლაშებული ბიცობიანი ნიადაგებით;

  2. სტეპური მაღლობი ჯაგეკლიან უროიანი მცენარეულობით წაბლა ნიადაგების კომპლექსზე;

  3. ბორცვიანი მთისწინეთი მუხნარ-რცხილნარით, ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე;

  4. დაბალი მთები მუხნარ-რცხილნარით, ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე;

  5. საშუალო სიმაღლის მთები წიფლის ტყით, ყომრალ ნიადაგებზე;

  6. ტუგაის ტყის ლანდშაფტი განვითარებული მდინარისპირა სანაპიროებზე.


ფლორა |


მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაბატონებულია უფრო ვაკე-დაბლობის ფლორა. გავრცელებულია უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგ-ეკლიანი სტეპური, ჰემიქსელური მეჩხერი, ჭალისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობა.


ნახევარუდაბნოსთვის დამახასიათებელია ხვარხვარა, ავშანი და ყარღანი. ქვეტყეს ქმნის იალღუნი, ზღმარტლი, ქაცვი, შინდი, ტყემალი, კუნელი და სხვ. მარნეულის ვაკის მცენარეულ საფარში ჭარბობს უროიანი, უროიან-ავშნიანი, უროიან ჯაგეკლიანი და ხურხუმოიანი მცენარეულობა. ადგილ-ადგილ არის ნახევარუდაბნოს მცენარეულობაც კი. იაღლუჯის სერი შემოსილია უროიანი და უროიან-წივანიან-ვაციწვერიანი სტეპის ბალახეულობით, აგრეთვე ქსეროფიტული ბუჩქნარით. ლოქის ქედზე გვხვდება ფიჭვის მცირე კორომები. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, რომლის ქვედა ნაწილში ჭარბობს მუხა და რცხილა, ზემო ნაწილში კი წიფელი. ბაბაკარის სერზე გაბატონებულია ნეკერჩხალი, ქართული მუხა, ჯაგრცხილა და კვრინჩხი.



ფაუნა |


მრავალფეროვანია აქაური ფაუნა. ტყეებში გვხვდება გარეული ღორი, მაჩვი, თეთრყელა კვერნა, დედოფალა; თითქმის ყველგანაა ლელიანის კატა, კურდღელი, მგელი, ტურა. ორნითოფაუნა უხვადაა წარმოდგენილი. არის ჩვეულებრივი ხოხობი, ტოროლა, კაკაბი, გნოლი, მწყერი და სხვ.


ბევრია ქვეწარმავალიც. იაღლუჯის მაღლობზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის სხვადასხვა სახის ხვლიკი. არის ასევე კუ, ანკარა, გველხოკერა და ველის მახრჩობელა (იშვიათად). მდინარე დებედაში მოიპოვება წვერა, მურწა, ხრამული, გოჭალა და სხვ.



მოსახლეობა |


მოსახლეობის რიცხოვნობა — 117 700 კაცი, მოსახლეობის უმრავლესობას აზერბაიჯანელები შეადგენენ (86,4 %), ქართველები 7,8 %, სომხები 5,2 %; სიმჭიდროვე — 126 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 72 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 70 სოფელი. დიდი სოფლებია: სადახლო — 9,5 ათასი, ყიზილ-აჯლო — 7,1 ათასი, ალგეთი 5,0 ათასი მოსახლე.



აღწერის მონაცემები |










აღწერის წელიმოსახლეობა
1989124 332
2002117 660 Decrease2.svg
2014104 300 Decrease2.svg


მმართველობა |




იუსტიციის სახლი ქალაქ მარნეულში


მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელო ორგანო — გამგეობა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებია:



  • ქალაქი — 1: მარნეული;


  • დაბა — 1: შაუმიანი;


  • თემი — 15: ალგეთის თემი, ახქერფის თემი, დამია-გიაურარხის თემი, თამარისის თემი, კასუმლოს თემი, წერეთლის თემი, ოფრეთის თემი, სადახლოს თემი, ქაფანახჩის თემი, ქურთლარის თემი, ყაჩაღანის თემი, ყულარის თემი, შულავერის თემი, წერაქვის თემი, ხოჯორნის თემი.


  • სოფელი — 1: ყიზილაჯლო.


ეკონომიკა |


წამყვანი დარგებია მარცვლეულის მეურნეობა, მებოსტნეობა, მეთამბაქოეობა, მევენახეობა, ეთერზეთოვანი კულტურების მეურნეობა, სახორცე-სარძევე-სამატყლე მიმართულების მიმართულების მეცხოველეობა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მრეწველობა ძირითადად ემყარება ადგილობრივ მინერალურ ნედლეულსა და სასოფლო-სამერნეო ნედლეულს. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის თბილის-ერევნის რკინიგზის ხაზი.



კულტურა |


მუნიციპალიტეტში 87 სახელმწიფო და 1 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 4 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 4 უმაღლესი სასწავლებელი, 67 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი და 2 მუზეუმი. მარნეულიდან მაუწყებლობს ტელერადიო კომპანია „ალგეთი“.



ღირსშესანიშნაობანი |


სოფელ ახქერფის მახლობლად დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამონასტრო კომპლექსი ხუჯაბი (XIII ს). მნიშვნელოვანია ასევე შუა საუკუნეების მონასტერი ხოჟორნი. აღსანიშნავია ასევე წოფის ციხე, რომელიც ფუნქციონირებდა VI-XIII სს. სიმაგრე კლდოვან მთაზეა აგებული. წოფის ციხესთან არის ნასოფლარი. მნიშვნელოვანია ოფრეთის ციხე სოფელ ოფრეთთან. წყაროებში პირველად იხსენიება X ს-ში.


აღსანიშნავია ასევე წერაქვის სამონასტრო კომპლექსი, სოფელ წერაქვის მახლობლად. კომპლექსში შედის ეკლესია და სხვა ნაგებობანი.



რესურსები ინტერნეტში |



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მარნეულის მუნიციპალიტეტი





  • ოფიციალური საიტი


ლიტერატურა |



  • უკლება დ., ჯაოშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 448-450, თბ., 1983 წელი.

  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, თბ., 1968.


სქოლიო |



  1. 1.01.11.21.31.41.5პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია


  2. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია

  3. 3.03.1მარუაშვილი ლ. (1964). საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა). თბილისი, საქ.: ცოდნა, გვ. 264-266. 




(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მარნეულის_მუნიციპალიტეტი&oldid=3623670“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.376","walltime":"0.462","ppvisitednodes":"value":3089,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":101672,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":49435,"limit":2097152,"expansiondepth":"value":13,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":2,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":5230,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 270.466 1 -total"," 45.46% 122.959 1 თარგი:ინფოდაფა_საქართველოს_მუნიციპალიტეტი"," 43.44% 117.482 1 თარგი:ინფოდაფა/*"," 25.81% 69.800 1 თარგი:ქვემო_ქართლი"," 25.67% 69.419 2 თარგი:ნავდაფა"," 24.14% 65.290 1 თარგი:ნავიგაცია_სვეტებით"," 18.89% 51.093 2 თარგი:სქოლიო"," 8.42% 22.779 1 თარგი:მარნეულის_მუნიციპალიტეტი"," 6.45% 17.457 3 თარგი:ფერი"," 4.98% 13.474 1 თარგი:Commonscat"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.004","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":608321,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1268","timestamp":"20190526140333","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10dbu10d0u10e0u10dcu10d4u10e3u10dau10d8u10e1 u10dbu10e3u10dcu10d8u10eau10d8u10deu10d0u10dau10d8u10e2u10d4u10e2u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q2410306","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q2410306","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-03-17T12:36:25Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/7/77/KK-Marneuli-ka.svg","headline":"u10dbu10e3u10dcu10d8u10eau10d8u10deu10d0u10dau10d8u10e2u10d4u10e2u10d8 u10e1u10d0u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10ddu10e8u10d8"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":187,"wgHostname":"mw1272"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單