Skip to main content

ყარა ყარაევი სექციების სია ბიოგრაფია | წოდებები და ჯილდოები | შემოქმედება | ძირითადი ნაწარმოებები | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიუqara-qarayev.musigi-dunya.az/index_ru.htmlDiscoveries - Forgotten Music Scores from Famous ComposersArticle on Gara Garayev

მოსკოვში გარდაცვლილებისტალინური პრემიის ლაურეატებილენინის ორდენის კავალრებისოციალისტური შრომის გმირებიოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრებისსრკ-ის სახალხო არტისტებიშრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულებილენინური პრემიის ლაურეატებიXX საუკუნის კომპოზიტორებიაზერბაიჯანის კინოკომპოზიტორებიბაქოს საპატიო დაკრძალვის ხეივანზე დაკრძალულები.აზერბაიჯანელი კომპოზიტორებიდაბადებული 1918გარდაცვლილი 1982


აზერ.19181982აზერბაიჯანელი კომპოზიტორისსრკ სახალხო არტისტი1959სოციალისტური შრომის გმირი19781918 წლის5 თებერვალსბაქოშიაბულფაზ ყარაევისბაქოს კონსერვატორიის1930193519351937აშუღებისამუღამებისპ.ი. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორიაშიომის19431946დ.დ. შოსტაკოვიჩის194619491952რექტორიპროფესორიფარაჯიარიფ მირზოევირაუფ ჰაჯიევიარიფ მელიქოვიხაიამ მირზაზადევასიფ ადიგიოზალოვიტოფიკ ბაქიხანოვიფრანგიზ ალიზადეაზერბაიჯანისბაქოს ფილარმონიისაზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის1937სსრ კომპოზიტორთა კავშირის1953სსრკ კომპოზიტორთა კავშირისსსრკ კინემატოგრაფისტთა კავშირის1957მოსკოვში198213 მაისსბაქოს საპატიო დაკრძალვის ხეივანში19401950ნიზამის1988










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ყარა ყარაევი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search


























ყარა ყარაევი

Кара Караев.jpg
ყარა ყარაევი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი
ყარა აბულფაზ ოღლი ყარაევი
დაბ. თარიღი
5 თებერვალი, 1918
დაბ. ადგილი
აზერბაიჯანელი
გარდ. თარიღი
13 მაისი, 1982
გარდ. ადგილი
მოსკოვი
დასაფლავებულია
საპატიო ხეივანი და Q12837653?
ჟანრ(ებ)ი
კლასიკა, ოპერა, ბალეტი, კინომუსიკა, ჯაზი
საქმიანობა
კომპოზიტორი
ასოციაციები
სსრკ კომპოზიტორთა კავშირი სსრკ კინემატოგრაფისტთა კავშირი
ჯილდოები
სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, სსრკ-ის სახალხო არტისტი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ლენინური პრემია, People's artist of the Azerbaijan SSR, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი და აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია
ხელმოწერა
Gara Garayev's signature.png
საიტი
qara-qarayev.musigi-dunya.az/index_ru.html

ყარა ყარაევი ვიკისაწყობში

ყარა აბულფაზ ოღლი ყარაევი (აზერ. Qara Əbülfəz oğlu Qarayev; დ. 1918 — გ. 1982) — საბჭოთა აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. სსრკ სახალხო არტისტი (1959). სოციალისტური შრომის გმირი (1978). ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი სსრკ-ში.




სექციების სია





  • 1 ბიოგრაფია


  • 2 წოდებები და ჯილდოები


  • 3 შემოქმედება


  • 4 ძირითადი ნაწარმოებები


  • 5 რესურსები ინტერნეტში




ბიოგრაფია |


ყარა ყარაევი დაიბადა 1918 წლის 5 თებერვალს ბაქოში ცნობილი ექიმ-პედიატრის აბულფაზ ყარაევის ოჯახში, რომელიც ხალხური მუსიკის მცოდნე და მოყვარული იყო. დაწყებითი მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა ბაქოს კონსერვატორიის მუშფაკზე (გ. გ. შაროევის ფორტეპიანოს კლასი) (1930-1935), 1935 წლიდან სწავლობდა იმავე კონსერვატორიაში კომპოზიციისა და ხალხური მუსიკის კლასებში შესაბამისად ლ.მ. რუდოლფსა და უ. ჰაჯიბეკოვთან. ამ პერიოდს მიეკუთვნებიან ყარაევის პირველი საავტორო ცდები, რომლებშიაც იგრძნობა აზებაიჯანული ხალხური ხელოვნების ძლიერი გავლენა.


1937 წელს მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულ ექსპედიციაში, სადაც სწავლობდა და იწერდა აშუღებისა და მუღამების სიმღერებს. ერთი წლის შემდეგ შევიდა პ.ი. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორიაში, სადაც ოსტატობას სრულყოფდა ა.ნ. ალექსანდროვთან (კომპოზიცია) და ს.ნ. ვასილენკოსთან (ინსტრუმენტირება). სწავლის პროცესი შეწყდა ომის გამო და განახლდა 1943 წელს. 1946 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (დ.დ. შოსტაკოვიჩის კომპოზიციის კლასი). ყარაევის სადიპლომო ნაშრომი იყო მეორე სიმფონია, რომელშიაც ნათლად გამოვლინდა კომპოზიტორის ინდივიდუალური ტალანტი.


1946 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბაქოს კონსერვატორიაში (1949 – 1952 წლებში — რექტორი, 1959 წლიდან — პროფესორი). ყარაევის მოწაფეთა შორის არიან მისი შვილი ფარაჯი, არიფ მირზოევი, რაუფ ჰაჯიევი, არიფ მელიქოვი, ხაიამ მირზაზადე, ვასიფ ადიგიოზალოვი, ტოფიკ ბაქიხანოვი, ფრანგიზ ალიზადე. კომპოზიტორის მოღვაწეობას ყარაევი უთავსებდა აქტიურ მონაწილეობას აზერბაიჯანის მუსიკალურ ცხოვრებაში: იყო ბაქოს ფილარმონიის მხატვრული ხელმძღვანელი (1941-1942), აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ინსტიტუტის მუსიკის სექტორის გამგე (1948-1949).


1937 წელს გახდა აზერბაიჯანის სსრ კომპოზიტორთა კავშირის წევრი. 1953 წლიდან - მისი თავმჯდომარე, პირველი მდივანი, 1962 წლიდან - სსრკ კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი. სსრკ კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1957 წლიდან). ყარა ყარაევი გარდაიცვალა მოსკოვში 1982 წლის 13 მაისს, თავისი შემოქმედებითი ტალანტის გაფურჩქვნის ხანაში. დასაფლავებულია ბაქოს საპატიო დაკრძალვის ხეივანში.



წოდებები და ჯილდოები |


  • სოციალისტური შრომის გმირი (1978)

  • აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1955)

  • აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1958)

  • სსრკ სახალხო არტისტი (1959)

  • მეორე საფეხურის სტალინურიპრემია (1946) - ოპერისათვის „ვეთენი“ („სამშობლო“)

  • მეორე საფეხურის სტალინური პრემია(1948) - სიმფონიური პოემისათვის „ლეილი და მეჯნუნი“ (1947)

  • ლენინური პრემია (1967) - ბალეტ „მეხის ბილიკით“ შექმნილი მუსიკისათვის (1958)

  • აზერბაიჯანი სსრ სახელმწიფო პრემია (1965)

  • ორი ლენინის ორდენი (1967, 1978)

  • ოქტომბრის რევლუციის ორდენი (1971)

  • შრომის წითელი დროშის ორდენი (1961)

  • მედალი „1941-1945 წწ. დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“

  • მედალი „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად“


შემოქმედება |


ყარაევის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მუსიკალური ხელოვნების პრაქტიკულად ყველა ჟანრს მოიცავს. კომპოზიტორის სტილი გამოირჩევა ემოციურობით, დრამატიზმისა და ნატიფი ლირიზმის შეხამებით. რიგი ნაწარმოებებისა, შექმნილი 1940-ანი წლების მიწურულსა და 1950-ნი წლების დასაწყისში განიცდის გამოჩენილი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამის გავლენას - სიმფონიური პოემა „ლეილი და მეჯნუნი“, სიმფონიური სუიტა „შვიდი მზეთუნახავი“, ბალეტი ამავე სახელწოდების თემაზე, რომელიც კომპოზიტორის შემოქმედების მწვერვალი გახდა.
ყარაევის ექსპრესიული, რომანტიულ-ემოციური, ხატოვანი სტილი მჭიდროდ არის დაკავშირებული ხალხური მუსიკის პრინციპებთან. მისი გავლენა იგრძნობა კომპოზიტორის შემოქმედების გვიანდელ პერიოდშიაც კი, მაშინ, როდესაც მან მიმართა მუსიკის წერის უფრო რაციონალურ ტექნიკას და დოდეკაფონიურ ექსპერიმენტებს (მესამე სიმფონია, სავიოლინო კონცერტი).
ყარაევი ავტორია რიგი კრიტიკული სტატიებისა, რომელთაგანაც რამდენიმე გამოქვეყნდა ბაქოში 1988 წელს.



ძირითადი ნაწარმოებები |


ოპერები


  • „აინა“ (დ. ჰაჯიევთან ერთად, 1941)

  • „სამშობლო“ (Vətən, დ. ჰაჯიევთან ერთად, 1945)

  • ”სინაზე“ (მონოდრამა ანრი ბარბიუსის პიესის მიხედვით, ქალის ხმისა და კამერული ორკესტრისათვის, 1972).

ბალეტები


  • „შვიდი მზეთუნახავი“ (Yeddi Gözəl, 1952)

  • „მეხის ბილიკით“ (İldırımlı yollarla, 1958)

  • „ლეილი და მეჯნუნი“ (Leyli və Məcnun, 1958).

მუსიკალური კომედია (ოპერეტა)


  • „შმაგი გასკონელი“ ( ე. როსტანის ნაწარმოებების მიხედვით, 1973).

ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებები


  • „გულის სიმღერა“, კანტატა (ტექსტი - რ. რზა1938)

  • „ბედნიერების სიმღერა“, კანტატა (ტექსტი - მ.რაჟმა, 1958)

  • „სამი ნოქტურნი შემსრულებლისა და ჯაზის ორკესტრისათვის“ (1958)

  • „ჩვენი პარტია“, კანტატა (ტექსტი - ს. ვურღუნი, 1959)

  • „ლენინი“, ორატორია-პლაკატი (ტექსტი - რ. რზა, 1970)

  • „მეგობრობის ჰიმნი“ (ტექსტი - რ. რზა, 1972).

კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები


  • აზერბაიჯანული ხალხური სიმღერების ექვსი დამუშავება (1937)

  • ექვსი რუბაი ომარ ხაიამის ლექსებზე შემსრულებლისა და ფორტეპიანოსათვის (1946)

  • რომანსები ა. პუშკინის ლექსებზე („საქართველოს გორაკებზე“, „მე თქვენ მიყვარხართ“) შემსრულებლისა და ფორტეპიანოსათვის (1949)

  • პიონერული სიმღერა მშვიდობაზე (ტექსტი -ზ. ჯაბარზადე, 1951)

  • ზღვის მენავთობეების სიმღერა (ტექსტი - მ.ა. სვეტლოვი, 1953).

საორკესტრო ნაწარმოებები


  • „სიხარულის პოემა“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1937)

  • აზერბაიჯანული სუიტა (1939)

  • პასაკალია და სამმაგი ფუგა (1941)

  • სამი სიმფონია („დიდი სამამულო ომის გმირთა სახსოვრად“ 1943, 1946, 1965)

  • „ლეილი და მეჯნუნი“, სიმფონიური პოემა (1947)

  • მისასალმებელი მარში ფანფარებით“ (1948)

  • სიმფონიური სუიტა ბალეტიდან „შვიდი მზეთუნახავი“ (1949)

  • ალბანური რაფსოდია (1952)

  • ქორეოგრაფიული ჩანახატები (1953)

  • სუიტა მუსიკიდან ფილმისათვის „თქმულება კასპიის მენავთობეებზე“

  • სუიტა მუსიკიდან ფილმისათვის „ვიეტნამი“ (1955)

  • „დონ კიხოტი“, სიმფონიური გრავიურები (1960)

  • სამი სუიტა მუსიკიდან ფილმისათვის „ზღვის დამპყრობნი“ (1964)

  • კლასიკური სუიტა კამერული ორკესტრისათვის (1966)

  • ორი სუიტა ბალეტისათვის „მეხის ბილიკით“ (1967)

  • კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1967).

კამერული ნაწარმოებები


  • “ქანდაკება ცარსკოე სელოში“, საფორტეპიაო სურათი (1937)

  • სამგლოვიარო პრელუდია (1937)

  • სამხმიანი ფუგა“ (1939)

  • სამი ტესნიფი შემსრულებლისა და ორკესტრისათვის (1939)

  • აზერბაიჯანული რაფსოდია (1940)

  • ფუგა სიმებიანი კვარტეტისათვის (1940)

  • მონიშნული სიის ელემენტი

  • ორი სიმებიანი კვარტეტი

  • კვარტეტინო სიმებიანი კვარტეტისათვის (1942)

  • სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1960)

  • ორი სონატინა ფორტეპიანოსათვის (1940, 1943)

  • ციკლი ფორტეპიანოსათვის „24 პრელუდია“ (1951-1963)

  • თორმეტი საბავშვო პიესა (6-1950, 6-1966).

  • ნაწარმოებები სულიერი ორკესტრისათვის

  • სპორტული სუიტა (1938)

  • აზერბაიჯანული მარში (1943)

  • ბაქოს მენავთობეთა მარში (1951).

ნაწარმოებები აზერბაიჯანული ხალხური ინსტრუმენტების ორკესტრისათვის


  • აშუღური მარში (1944)

ნაწარმოებები საესტრადო ორკესტრისათვის
„ცეკვა“ (1957)


  • „ნერგიზ-სიმღერა“ (1957)

  • სამი ნოქტურნი შემსრულებლისა და ჯაზ-ორკესტრისათვის (ტექსტი - ლ. ჰიუზი, 1958).

ნაწარმოებები გუნდისათვის აკომპანემენტის გარეშე


  • „იავნანა“ (1939)

  • „შემოდგომა“ (ტექსტი - ნ. განჯევი, (1947).

მუსიკა დრამატული თეატრების სპეკტაკლებისათვის


  • 1942 - მირ ჯალალის „მირზა ხაიალი“

  • 1947 - ბ.ფ. ჩირსკოვის „გამარჯვებულნი“

  • 1949 - უ. შექსპირის „ოტელო“

  • 1949 - ლოპე დე ვეგას „ცეკვის მასწავლებელი“

  • 1955 - უ. შექსპირის “ზამთრის ზღაპარი“

  • 1955 - ვ.ვ. ვიშნევსკის „ოპტიმისტური ტრაგედია“

  • 1956 – ნ. ჰიქმეთის „უცნაური კაცი“

  • 1958 - მ.ა. ბულგაკოვის „სრბოლა“

  • 1959 - ნ. ჰიქმეთის „დამოკლეს მახვილი“

  • 1959 - მ.ი. ლერმონტოვის „მასკარადი“

  • 1962 - ნ. ჰიქმეთისა და ვ.გ. კომისარჟევსკის „ქალების ბუნტი“

  • 1964 -უ. შექსპირის „ანტონიუსი და კლეოპატრა“

  • 1966 - ი.ა. კასუმოვის „ადამიანი უშვებს ღუზას“

  • 1966 - დ.გ. მამედყულიზადეს „მკვდრები“

  • 1968 - ლ.ა. მალიუგინის „სენტ-ეკზიუპერის ცხოვრება“

  • 1968 - უ. შექსპირის „ჰამლეტი“

  • 1969 - უ. შექსპირის „ჰენრიხ IV”

  • 1970 - ა.ა. ხაზინის „არტიომი“

  • 1972 -რ.მ. იბრაჰიმბეკოვის „ქალი მწვანე კარებს იქით“.

ფილმოგრაფია


  • 1937 - „ერთი თერტმეტთაგანი“ (დოკუმენტალური)

  • 1943 – „ერთი ოჯახი“

  • 1944 – „კასპიელები“ (დოკუმენტალური)

  • 1948 – „საღამოს კონცერტი“

  • 1950 – „ბაქოს ჩირაღდნები“

  • 1950 – „მინგეჩევირი“

  • 1953 – „თქმულება კასპიის მენავთობეებზე“ (დოკუმენტალური)

  • 1955 – „ვიეტნამი“

  • 1956 – „ისტორიის გაკვეთილი“

  • 1957 – „ორნი ერთი კვარტალიდან“

  • 1957 – „დონ კიხოტი“

  • 1958 – „მისი დიდი გული“

  • 1959 – „შორეულ ნაპირებზე“

  • 1959 – „ოქროს ეშელონი“

  • 1959 – „ნამდვილი მეგობარი“

  • 1959 – „ზღვის დამპყრობნი“ (დოკუმენტალური)

  • 1960 – „მატეო ფალკონე“

  • 1961 – „ლეილი და მეჯნუნი“ („ამბავი სიყვარულისა“)

  • 1965 – „დიდი სამამულო“

  • 1967 – „გრენადავ, გრენადავ, გრენადავ ჩემო...“

  • 1967 – „ადამიანი უშვებს ღუზას“

  • 1968 – „ეს სიმართლის ხმაა. კომპოზოტორი ყ. ყარაევი“ (დოკუმენტალური)

  • 1968 – „მესამე სიმფონია“ (ფილმი-კონცერტი)

  • 1971 – „გოია, ანუ შემეცნების მძიმე გზა“

  • 1972 – „სიმართლე რესპუბლიკის შესახებ“ (დოკუმენტალური)

  • 1974 – „მეგობრობის ჰიმნი“ (დოკუმენტალური)

  • 1975 – „მსოფლიოს ლეგენდები“

  • 1978 – „ყარა ყარაევი - 60“ (დოკუმენტალური)

  • 1979 – „კომპოზიტორი ყარა ყარაევი. ოპუსი - 78“ (დოკუმენტალური)

  • 1982 – „ნიზამი“

  • 1982 – „შვიდი მზეთუნახავი“ (ფილმი-ბალეტი) (რეჟისორი - ფელიქს სლიდოვკერი, ოპერატორი - ალექსანდრ ტაფელი)

  • 2003 – „ყარა ყარაევი“ (დოკუმენტალური).

ყარა ყარაევის ხსოვნის უკვდავყოფა

ყარა ყარაევის სახელს ატარებენ:


  • მეტროს სადგური ბაქოში

  • პროსპექტი ბაქოში

  • ქუჩა იმიშლიში

  • № 75 მუსიკალური სკოლა მოსკოვში

  • № 8 მუსიკალური სკოლა ბაქოში

  • ხომალდი

  • ბაქოში, კინოთეატრ „ნიზამის“ გვერდით მდებარე პარკში, აღმართულია ყარა ყარაევის ძეგლი

  • ბაქოში, სახლის კედელზე, რომელშიაც ცხოვრობდა ყარა ყარაევი, დადგმულია მემორიალური დაფა.

  • 2014 წლის 20 ივნისს მოსკოვში, ტრიოხპრუდნაიას შესახვვევში, 11/13, სახლში, სადაც 1973-1982 წწ. ცხოვრობდა ყარა ყარაევი, გაიხსნა მემორიალური დაფა.


რესურსები ინტერნეტში |


  • Discoveries - Forgotten Music Scores from Famous Composers

  • Article on Gara Garayev


(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ყარა_ყარაევი&oldid=3334732“-დან













სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.760","walltime":"1.503","ppvisitednodes":"value":5372,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":66664,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":34379,"limit":2097152,"expansiondepth":"value":34,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":23,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":0,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":24,"limit":400,"timingprofile":["100.00% 1446.639 1 -total"," 98.92% 1430.952 1 თარგი:ინფოდაფა_მუსიკოსი"," 98.41% 1423.706 1 თარგი:ინფოდაფა"," 83.64% 1209.901 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 47.53% 687.565 1 თარგი:Wikidata/p20"," 18.64% 269.636 1 თარგი:Wikidata/p166"," 9.82% 142.096 1 თარგი:Wikidata/p18"," 6.76% 97.820 1 თარგი:Wikidata/p109"," 6.47% 93.563 1 თარგი:გამოსახულების_ფორმატირება"," 5.62% 81.350 1 თარგი:Str_right"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.485","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":8154113,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1270","timestamp":"20190902185858","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e7u10d0u10e0u10d0 u10e7u10d0u10e0u10d0u10d4u10d5u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90_%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q580027","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q580027","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2016-04-28T17:18:26Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/5/5a/%D0%9A%D0%B0%D1%80%D0%B0_%D0%9A%D0%B0%D1%80%D0%B0%D0%B5%D0%B2.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":149,"wgHostname":"mw1266"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單