ნიზამი განჯევი სექციების სია ცხოვრება | შემოქმედება | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუსპარსული ლიტერატურა და ინგლისურად თარგმანები - Packard Humanities Instituteნიზამი განჯელის ბიოგრაფია - Julia Scott Meysamiნიზამი განჯელის ბიოგრაფიანიზამი განჯელის შრომების ტექსტები სპარსულადნიზამი განჯელის შრომების ტექსტები სპარსულადBio: ნიზამი განჯელიენციკლოპედია "ბრიტანიკა"BnF authoritiesEncyclopædia Britannica
დაბადებული 1141გარდაცვლილი 1209სპარსელი პოეტები
სპარს.აზერ.1141განჯასელჩუკთა სახელმწიფოაზერბაიჯანი12031209სპარსელისპარსული ლიტერატურისგანჯაშიქურთიდარუბანდისხამსესაიდუმლოებათა საგანძური1179ხოსროვ და შირინი1181ლეილი და მაჯნუნი1188შვიდი მზეთუნახავი1197"ისქანდერნამე"1200დიდების წიგნიბედნიერების წიგნიპოემამლიტერატურაშიალექსანდრე მაკედონელიXIIXIII სს.XVIII საუკუნეში
(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());
ნიზამი განჯევი
Jump to navigation
Jump to search
| ნიზამი განჯევი | |

| დაბ. თარიღი | 1141[1][2][3][4][5] |
| დაბ. ადგილი | განჯა |
| გარდ. თარიღი | 1209[1][2][6][3][5] |
| გარდ. ადგილი | განჯა |
| დასაფლავებულია | განჯა |
| ფსევდონიმი | Низами Гянджеви |
| საქმიანობა | პოეტი, მწერალი და ფილოსოფოსი |
| ენა | სპარსული ენა და აზერბაიჯანული ენა[1] |
| ეროვნება | სპარსელები და აზერბაიჯანელები |
| მოქალაქეობა | ილდეღიზიდები |
ნიზამი განჯევი (სპარს. نظامی گنجوی, აზერ. Nizami Gəncəvi; დ. 1141, განჯა, სელჩუკთა სახელმწიფო (ახლანდელი აზერბაიჯანი) — გ. 1203/ 1209, იქვე), სრული სახელი ნიზამ ად-დინ აბუ მუჰამედ ილიას იბნ-იუსუფ იბ-ზაქი იბნ-მუაიდი — სპარსელი პოეტი და ჰუმანისტი, წერდა სპარსულ ენაზე. სპარსული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.
სექციების სია
1 ცხოვრება
2 შემოქმედება
3 რესურსები ინტერნეტში
4 სქოლიო
ცხოვრება |
დაიბადა ხელოსნის ოჯახში, განჯაში, სადაც თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა. დედამისი, რაისა, წარმოშობით ქურთი იყო, მამამისის სახელი, იუსუფი, ერთხელ ნახსენებია მის პოეზიაში, თუმცა მასზე სხვა ცნობები არ არსებობს. ნიზამი ადრე დაობლებულა და ბიძასთან ცხოვრობდა. მისი ცხოვრების დეტალებზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
ნიზამმა სამჯერ იქორწინა. მისი პირველი მეუღლე აფაქი, ყივჩაღელი მონა ქალი, დარუბანდის მმართველმა ფაქირ ალ-დინ ბაჰრამშაჰმა მიუძღვნა, დიდ საჩუქართან ერთად. ის გახდა ნიზამის პირველი და ყველაზე საყვარელი ცოლი. მისი ერთადერთი ვაჟი მუჰამედიც მასთან გაუჩნდა. აფაქი გარდაიცვალა ”ხოსროვ და შირინის” დასრულებისას. მუჰამედი იმ დროს შვიდი წლისა იყო. აღსანიშნავია, რომ მისი დანარჩენი ცოლებიც ნაადრევად გარდაიცვალნენ—თითოეული მათგანის სიკვდილი მისი ეპოსის დასრულებას დაემთხვა, რამაც პოეტს ათქმევინა "ღმერთო, რატომ მაიძულებ, რომ ყოველ მესნევის თითო ცოლი შევწირო!" (თარგმანი პირობითია).
შემოქმედება |
ლეილი და მეჯნუმი
XII საუკუნის სპარსული პოეზია საკარო ხასიათისა იყო, თუმცა ნიზამი განჯელი არ დასდგომია მეხოტბეობის გზას და სიკვდილამდე შეინარჩუნა შემოქმედებითი თავისუფლება.
ნიზამი განჯევის ეკუთვნის ლირიკული ლექსების კრებული (დივანი) და "ხამსე" (ხუთეული) – 5 პოემა: "საიდუმლოებათა საგანძური" (1179), "ხოსროვ და შირინი" (1181), "ლეილი და მაჯნუნი" (1188), "შვიდი მზეთუნახავი" (1197) და "ისქანდერნამე" (დაახლ. 1200), რომელსაც ორ ნაწილად ჰყოფენ: "დიდების წიგნი" და "ბედნიერების წიგნი".
ნიზამი განჯევის თხზულებების პერსონაჟთა გალერეა მრავალფეროვანია: ცნობილი სასანიანთა შაჰების – ხოსრო ანუშირვანის, ხოსრო ფარვიზის, ბაჰრამ–გურის და სხვათა გვერდით მოქმედებენ უბრალო ადამიანები – ქვისმთლელი ფარჰადი, მხატვარი შაფური, მწყემსი და ა. შ. პოეტის მიზანია ადამიანურ გრძნობათა გამოჩინება, მისი მორალური გარდაქმნის გზების ძიება, სწრაფვა პიროვნების ასამაღლებლად.
„საიდუმლოებათა საგანძური“ 20 დიდაქტიკური ხასიათის, სიუჟეტურად ერთმანეთთან დაუკავშირებელი საუბრისაგან შედგება, ამიტომ თხზულებას პირობითად შეიძლება პოემა ეწოდოს. მისი ამოცანაა ავტორის ფილოსოფიურ–რელიგიური შეხედულებათა მხატვრული ფორმით გადმოცემა. შესავალი შეიცავს ნიზამი განჯევის პოეტურ შეხედულებებს.
მომდევნო სამმა პოემამ მთელი ეპოქა შექმნა ეპიკურ–რომანტიკული მიმართულების განვითარებისათვის აღმოსავლელ ხალხთა ლიტერატურაში.
ნიზამი განჯევის ძეგლი კახში
ჯაბა ლაბაძის ფოტო
პოემა "ხოსროვ და შირინი" რეალისტური ნაწარმოებია, ზღაპრული და ფანტასტიკური ელემენტების გარეშე, რაც იშვიათია აღმოსავლურ ლიტერატურაში. ნიზამი განჯელის მიზანია დაარწმუნოს მკითხველი სიყვარულის განმაკეთილშობილებელ, ამამაღლებელ ძალაში, რასაც აღწევს დიდი მხატვრული დამაჯერებლობით. ხოსროვისა და ფარჰადის – შაჰისა და მუშაკაცის დაპირისპირებით ავტორი ხაზს უსვამს მათ თანასწორუფლებიანობას სიყვარულში.
პოემაში "შვიდი მზეთუნახავი" მოთხრობილია მაჰრამ–გურის ცხოვრება. როგორც თავისი დროის შვილი, ნიზამი განჯევი სამართლიანი შაჰის იდეას ქადაგებს.
ნიზამი განჯევის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პოემა "ისქანდერნამეს". მას საფუძვლად უდევს სპარსული და არაბული ქრონიკები, ქრისტიანული და ებრაული წყაროების მიხედვით ისქანდერი (იგივე ალექსანდრე მაკედონელი) იდეალური მეფეა, რომელიც სამართლიანობასა და ჭეშმარიტებას ეძებს, ცდილობს ამოხსნას ადამიანის არსებობის არსი. ნიზამი განჯელმა აღმოსავლელ პოეტთაგან პირველმა უმღერა ამ პოემაში თბილისის მშვენიერ ბუნებასა და მეგობრობას კავკასიელი ხალხის მეგობრობას, რომლებიც გაერთიანებული ძალით აღუდგნენ ალექსანდრე მაკედონელის ამიერკავკასიაში შემოსვლას. პოეტმა შექმნა პერსონაჟთა კოლორიტული სახეები: დედოფალი ნუშაბე, ქართველი მეფე და მხედართმთავარი მელიქ დავალი, რომლებიც პოეტმა ერთმანეთს შეაუღლა, და სომეხთა სარდალი შარვე.
ნიზამი განჯევის შემოქმედებას დიდი რეზონანსი ჰქონდა აღმოსავლურ ლიტერატურაში. მისი პოემების მიბაძვით შეიქმნა ათეულობით იმავე სახელწოდების თხზულება. გავლენა დასავლეთ ევროპის ლიტერატურასაც გადაწვდა. ნიზამი განჯევის შემოქმედებას კარგად იცნობდა XII-XIII სს. ქართველი მკითხველი საზოგადოება. მისდამი ინტერესი შემდეგაც არ შენელებულა. XVIII საუკუნეში გაჩნდა ნიზამი განჯევის პოემის ახალი ქართული რედაქციები.
რესურსები ინტერნეტში |
- სპარსული ლიტერატურა და ინგლისურად თარგმანები - Packard Humanities Institute
- ნიზამი განჯელის ბიოგრაფია - Julia Scott Meysami
ნიზამი განჯელის ბიოგრაფია - Prof. Iraj Bashiri, University of Minnesota.
ნიზამი განჯელის შრომების ტექსტები სპარსულად - RiRa (სპარსული ლიტერატურის ციფრული ბბლიოთეკა)
ნიზამი განჯელის შრომების ტექსტები სპარსულად განჯის ბიბლიოთეკა- Bio: ნიზამი განჯელი
- ენციკლოპედია "ბრიტანიკა"
სქოლიო |
- ↑ 2.02.1British Museum person-institution thesaurus
- ↑ 3.03.1Nationalencyklopedin — 1999.
↑ IMSLP — 2006.- ↑ 5.05.1Discogs — 2000.
↑ Encyclopædia Britannica
(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););
კატეგორია:
- დაბადებული 1141
- გარდაცვლილი 1209
- სპარსელი პოეტები
(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"1.000","walltime":"1.410","ppvisitednodes":"value":4661,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":43564,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":19302,"limit":2097152,"expansiondepth":"value":12,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":13,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":22092,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":14,"limit":400,"timingprofile":["100.00% 1317.193 1 -total"," 94.86% 1249.436 1 თარგი:ინფოდაფა_მწერალი"," 93.94% 1237.315 1 თარგი:ინფოდაფა"," 66.91% 881.384 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 26.51% 349.213 1 თარგი:Wikidata/p569"," 12.46% 164.081 16 თარგი:Wikidata"," 12.28% 161.790 1 თარგი:Wikidata/p18"," 11.36% 149.684 1 თარგი:Wikidata/p19"," 4.34% 57.123 1 თარგი:Wikidata/p570"," 3.47% 45.726 1 თარგი:სქოლიო"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.600","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":7912112,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1246","timestamp":"20190824161136","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10dcu10d8u10d6u10d0u10dbu10d8 u10d2u10d0u10dcu10efu10d4u10d5u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q234908","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q234908","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-07-03T00:21:18Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/a/ab/Nizami_Rug_Crop.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":164,"wgHostname":"mw1273"););