Skip to main content

შახვეტილის კვირაცხოვლის ეკლესია ლიტერატურა | სანავიგაციო მენიურ

ახმეტის ჯვარპატიოსნის ეკლესიაახმეტის ბზიანის საყდარიბულულის ეკლესიაახმეტის ეკლესიებიახმეტის ელიას ეკლესიაახმეტის კვირაცხოვლის ეკლესიაახმეტის კვირიკესა და ივლიტას ეკლესიალომისის წმინდა გიორგის ეკლესიაახმეტის მთავარანგელოზთა ეკლესიაახმეტის ნინოწმინდის ეკლესიაორბიაანთ საყდარიახმეტის სამების ეკლესიაახმეტის ღვთაების ეკლესიაახმეტის ღვთისმშობლის ეკლესიაახმეტის ღვთისმშობლის ეკლესიაახმეტის ღვთისმშობლის ეკლესიაახმეტის ღვთისმშობლის ეკლესიაახმეტის წმინდა ბარბარეს ეკლესიაახმეტის წმინდა გიორგის ეკლესიაახმეტის წმინდა გიორგის ეკლესია


ახმეტის მუნიციპალიტეტის ტაძრები


ეკლესიაახმეტის მუნიციპალიტეტშიშახვეტილასსამხრეთითსასაფლაოზეშირიმისააგუმბათიკამარებიჯვარისებრისამხრეთიდანდასავლეთიდანჩრდილოეთიდანკამარითაბსიდსასაკურთხეველიწირთხლისარკმელი










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




შახვეტილის კვირაცხოვლის ეკლესია




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search


შახვეტილის კვირაცხოვლის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ შახვეტილას განაპირას, სამხრეთით, სასაფლაოზე. განეკუთნება VII-VIII საუკუნეებს.


ეკლესია გუმბათოვანია, ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით. კედლები შიგნით და გარეთ მობათქაშებულია. შენობის კუთხეები და კონსტრუქციული ნაწილები შირიმისაა. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია აღმოსავლეთ ნახევარი და გუმბათი, ჩამონგრეულია მკლავების კამარები, შემორჩენილ კედლებს მნიშვნელოვანი ნაწილი აკლია. ეკლესია გეგმით ჯვარისებრი მოხაზულობისაა (სიგანე 16 მეტრი, სიგრძე დაუდგენელია), რომელიც გარეთა მასებშიც არის გამოვლენილი. ეკლესიის ბირთვს ცენტრალური კვადრატი ქმნის, რომელზეც რვაწახნაგა გუმბათი იყო აღმართული. გუმბათქვეშა სივრცეს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, გეგმით სწორკუთხა და ნახევარწრიული კამარით გადახურული, საგრძნობლად მოკლე მკლავები ერთვის. ჯვრის აღმოსავლეთ მკლავი, რომელიც როგორც ჩანს, აბსიდსა და მის წინ მდებარე ბემას შეიცავდა, დანარჩენ მკლავებთან შედარებით გაცილებით ღრმა ყოფილა და ორივე მხრიდან ცილინდრული კამარით გადახურული სათავსები (სამკვეთლო და სადიაკვნე) ეკვროდა. საკურთხეველი სამკვეთლოსთან ფართო თაღოვანი გასასვლელით ყოფილა დაკავშირებული (შემორჩენილია თაღის დასავლეთ წირთხლი და ქუსლის წყობის ნაწილი), რომელიც სამკვეთლოს მხრიდან ჩასმული ყოფილა კედლის თაღოვან შეღრმავებაში. საკურთხევლიდან სადიაკვნეში გასასვლელი კარის კვალი ამჟამად არ ჩანს. სამივე მკლავის კამარის ქუსლის დონეზე (მკლავის მთელ სიღრმეზე) შირიმის იმპოსტებია გამოყოფილი, რომელთა პროფილს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე შეადგენს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის რვაწახნაგა მოხაზულობაზე გადასვლა განხორციელებული იყო კუთხეებში მოწყობილი ოთხი ტრომპის საშუალებით (შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთ ტრომპის ნაწილი). ჯვრის სამივე მკლავის ღერძზე ნახევარწრიული თაღით გადახურული ფართო ღიობია, რომელიც თითოეულ მათგანს მის წინ მდებარე, მისივე ტოლი სიგანის, მაგრამ ბევრად უფრო დაბალ, სწორკუთხა სათავსთან აკავშირებს. სამივე სათავსს (ღერძზე) თითო შესასვლელი აქვს. სამხრეთ სათავსის შესასვლელი ნალისებრი თაღითაა გადახურული; დასავლეთ შესასვლელის თაღი ნახევარწრიულია, ხოლო ჩრდილოეთ შესასვლელს წირთხლების მცირე ნაწილებიღა შემორჩა. სამივე სათავსი გადახურული იყო ეკლესიის შესაბამისი კედლის პერპენდიკულარული კამარით.
ეკლესიის აგებიდან მოკლე ხანში სამხრეთ სათავსი მნიშვნელოვნად აუმაღლებიათ და შიგნით გუმბათოვანი კამარით გადაუხურავთ, რომელიც გარედან ორკალთიანი სახურავის ქვეშაა მოქცეული. გუმბათის საფუძვლის შესაქმნელად სათავსის ოთხივე კუთხეში მოწყობილ კვადრატულ ბურჯებზე ნახევარწრიული თაღები გადაუყვანიათ. ამ თაღებით შექმნილი კვადრატის ოთხივე კუთხის თავზე (თაღებზე ოდნავ მაღლა) შირიმით ნაწყობი თითო მოზრდილი ტრომპია, რომლებიც გუმბათოვანი კამარის წრიულ საფუძველს ქმნიან. რიყის წვრილი ქვით ნაგებ წესიერი ფორმის გუმბათში შირიმის სუფთად გათლილი ქვებით გამოყვანილია რვა სხივი, რომლებიც შირიმისავე იმპოსტებს ეყრდნობიან. ეკლესიის კედლებს სამი თაღოვანი სარკმელი შემორჩა. თითო სამხრეთ და დასავლეთ მკლავების ღერძებზეა, ხოლო ერთი სამხრეთ სათავსის სამხრეთ კედელშია - ტრომპების დონეზე გარედან. სამხრეთ და დასავლეთ მკლავების სარკმლები შირიმის თლილი ქვითაა გამოყვანილი და ერთ ქვაში გამოკვეთილი, ოდნავ ნალისებრი თაღი ხურავთ. ორივე სარკმლის, თავზე ასომთავრული წარწერებია. ორივე დაზიანებულია. იკითხება წარწერების მხოლოდ ნაწილი: დასავლეთ სარკმლის თავზე - ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ) მლხ(ი), სამხრეთ სარკმლის თავზე - ლტზი. მოგვიანებით სამხრეთ სათავსისათვის სამხრეთიდან (მთელ სიგანეზე) გეგმით სწორკუთხა და სამ მხარეს ფართო თაღებით გახსნილი კარიბჭე მიუდგამთ, რომლისგანაც მცირე ნაწილია შემორჩენილი.



ლიტერატურა |



  • დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, გვ. 155-156, .mw-parser-output .ts-comment-commentedTextborder-bottom:1px dotted;cursor:help@media(hover:none).mw-parser-output .ts-comment-commentedText:not(.rt-commentedText)border-bottom:0;cursor:auto
    თბ., 2008 წელი.

(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შახვეტილის_კვირაცხოვლის_ეკლესია&oldid=2944882“-დან













სანავიგაციო მენიუ


























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.152","walltime":"0.201","ppvisitednodes":"value":1155,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":85752,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":42937,"limit":2097152,"expansiondepth":"value":10,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":315,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 121.154 1 -total"," 56.45% 68.394 1 თარგი:ახმეტის_მუნიციპალიტეტის_ტაძრები"," 50.90% 61.671 1 თარგი:ნავდაფა"," 43.42% 52.602 1 თარგი:სძა"," 38.34% 46.451 1 თარგი:Comment"," 22.41% 27.154 1 თარგი:Replace"," 13.34% 16.165 2 თარგი:ფერი"," 6.17% 7.478 1 თარგი:Tnavbar"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.004","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":564540,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1262","timestamp":"20190829110825","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e8u10d0u10eeu10d5u10d4u10e2u10d8u10dau10d8u10e1 u10d9u10d5u10d8u10e0u10d0u10eau10eeu10ddu10d5u10dau10d8u10e1 u10d4u10d9u10dau10d4u10e1u10d8u10d0","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q25541083","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q25541083","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2015-07-14T19:01:43Z"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":152,"wgHostname":"mw1250"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

François Viète Contents Biography Work and thought Bibliography See also Notes Further reading External links Navigation menup. 21Google Bookspp. 75–77Google BooksDe thou (from University of Saint Andrews)ArchivedGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle booksGoogle Bookscc-parthenay.frL'histoire universelle (fr)Universal History (en)ArchivedAdsabs.harvard.eduPagesperso-orange.frArchive.orgChikara Sasaki. Descartes' mathematical thought p.259Google BooksGoogle BooksGoogle Bookspp. 152 and onwardGoogle BooksGoogle BooksScribd.comGoogle Books1257-7979Google BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGallica.bnf.frGoogle BooksGoogle Books"François Viète"Francois Viète: Father of Modern Algebraic NotationThe Lawyer and the GamblerAbout TarporleySite de Jean-Paul GuichardL'algèbre nouvelle"About the Harmonicon"cb120511976(data)1188044800000 0001 0913 5903n82164680ola2013766880073431702w6vt1sb70287374827140948071409480