აშშ-ის ადმინისტრაციული დაყოფის პირველი დონეს წარმოადგენს შტატები. შტატები იყოფა ოლქებად (ინგლ. county, parish (ლუიზიანა), borough (ალასკა)), ესენი მეორე დონის ადმინისტრაციული ერთეულებია, რომლებიც შტატებზე ნაკლებია, მაგრამ ქალაქებზე მეტი. აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ბიუროს მონაცემებით ქვეყანაში 3141 ოლქია. ოლქების ყველაზე ნაკლები რაოდენობაა დელავერის შტატში (3), ყველაზე მეტი — ტეხასში (254).
ყოველი შტატი თვითონ განსაზღვრავს საკუთარი ადმინისტრაციული ერთეულის რაოდენობას. თუმცა ამ ოლქების უფლებამოსილებები სხვადასხვა შტატებში მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ადმინისტრაციული დაყოფის მესამე დონეს წარმოადგენს საქალაქო მუნიციპალიტეტები და ტაუნშიპები (township), რომლებიც დასახლებული პუნქტების ადგილობრივ ცხოვრებას მართავს. მუნიციპალიტეტებში ხორციელდება ადგილობრივი საქალაქო თვითმმართველობა, და სხვადასხვა შტატში მათ სხვადასხვა სახელწოდება შეიძლება ჰქონდეს. ტაუნშიპები სოფლის ტიპის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია, რომლებიც ტრადიციულად დაახ. 100 კვ. მ. ტერიტორიას მოიცავს. ისინი მხოლოდ 20 შტატში აქვთ.
აშშ-ს შტატების სია |