Skip to main content

საქართველოს კონსტიტუცია სექციების სია საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია ცვლილებები და დამატებები შინაარსი იხილეთ აგრეთვე რესურსები ინტერნეტში ლიტერატურა სქოლიო სანავიგაციო მენიუსაქართველოს კონსტიტუციასაქართველოს პარლამენტივენეციის კომისიასაქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილებასაჯარო განხილვის კომისიის შეხვედრებიექსპერტთა აზრიკომენტარები „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონზესაქართველოს პრეზიდენტის განკარგულება № 388სამუშაო ჯგუფებიSMS-კონსტიტუცია, „გათიშული“ ოპოზიციასაქართველოს კონსტიტუციარ

რჩეული სტატიებისაქართველოს კონსტიტუციაკონსტიტუციები


საქართველოსსაქართველოს პარლამენტის1995 წლის24 აგვისტოს1995 წლის1991 წლის31 მარტსაფხაზეთის ასსრსამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქშირეფერენდუმით1991 წლის9 აპრილისსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისსაქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია1918 წლის26 მაისსსაქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამსაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიქართველი ხალხისმიღებულ იქნა1921 წლის21 თებერვალსსაქართველოში1922192719371978რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის1990 წლის28 ოქტომბერსუზენაესი საბჭოსკომუნისტური პარტიისპლურალიზმს1991 წლის1992 წლის6 იანვარსსაქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო1992 წლის21 თებერვალს1921 წლის 21 თებერბვლის კონსტიტუციისსაქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო19926 ნოემბერს1993 წლის16 თებერვალსედუარდ შევარდნაძემსაქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის1993 წლის25 მარტსსაქართველოს პარლამენტმაედუარდ შევარდნაძეთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგივი ინწკირველივახტანგ ხმალაძეთსუ-ისავთანდილ დემეტრაშვილიპარლამენტარებიიურისტებიეკონომისტებიისტორიკოსებისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის19931995ვენეციის კომისია1995 წლის2 ივლისსნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის ფორმასაპრეზიდენტო რესპუბლიკის1995 წლის24 აგვისტოს1995 წლის17 სექტემბერს1999 წლის20 ივლისს2000 წლის20 აპრილსა2002 წლის10 ოქტომბერსაჭარისააფხაზეთის2001 წლის30 მარტისკონსტიტუციური შეთანხმებისსაქართველოს სახელმწიფოსასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას2003 წლის23 ივლისის2004 წელსსაქართველოს მთავრობასპროკურატურა2004 წლის6 თებერვლისსაპრეზიდენტო რესპუბლიკის2004 წლის23 აპრილისსაქართველოს პარლამენტის წევრის2004 წლის1 ივლისსსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს2005 წლის23 თებერვლის2005 წლის23 დეკემბრისპრეზიდენტსშინაგან საქმეთათავდაცვის მინისტრები2005 წლის27 დეკემბრისსაქართველოს უზენაეს სასამართლოს2006 წლის27 დეკემბერს2008 წლის11 მარტისმთავრობის2008 წლის12 მარტის2008 წლის10 ოქტომბრისიუსტიციის მინისტრებიპროკურატურისიუსტიციის სამინისტროს2009 წლის24 სექტემბრისთბილისსაქუთაისში2010 წლის15 ოქტომბრის2009 წლის8 ივნისისსაქართველოს პრეზიდენტმასაქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისავთანდილ დემეტრაშვილი2010 წლის15 ოქტომბრის2013 წლისოქტომბრისპრემიერ-მინისტრს2010 წლის15 ოქტომბრისმიხეილ სააკაშვილისდემოკრატიულირესპუბლიკა1992 წლის21 დეკემბრისადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებსქართულიაფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიაფხაზურისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისრწმენის სრული თავისუფლებადედაქალაქადთბილისისიკვდილით დასჯასაკუთრების უფლებაცენზურაშრომის თავისუფლებაუდანაშაულობის პრეზუმფციაძირითადი უფლებებისსაქართველოს სახალხო დამცველისადამიანის უფლებებისსაქართველოს პარლამენტისიმუნიტეტსინდემნიტეტსმთავრობისსაქართველოს პრეზიდენტისიმპიჩმენტისსაქართველოს მთავრობისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს საერთო სასამართლოებისაქართველოს ეროვნული ბანკისსახელმწიფო აუდიტის სამსახურისომისამხედრო ძალებიეროვნული უშიშროების საბჭოსაადგილობრივი თვითმმართველობის










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




საქართველოს კონსტიტუცია




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search













Greater coat of arms of Georgia.svg


საქართველოს კონსტიტუცია


საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუცია


შექმნის თარიღი

2 ივლისი, 1995

რატიფიცირებულ იქნა

24 აგვისტო, 1995

შენახვის ადგილი

საქართველოს პარლამენტი

ავტორი

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

ხელისმომწერნი
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრები

საქართველოს კონსტიტუცია — საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი კანონი, მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს. იგი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან[1].


საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით[2], საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა[3]. სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით — საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით[4].


საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს[5]. სახელმწიფო ხელისუფლება ცნობს და აღიარებს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით[6].


საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, ამასთან ერთად, აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მის დამოუკიდებლობას[7].




სექციების სია





  • 1 საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია

    • 1.1 მცირე კონსტიტუცია


    • 1.2 კონსტიტუციის შემუშავება


    • 1.3 კონსტიტუციის მიღება



  • 2 ცვლილებები და დამატებები

    • 2.1 2010 წლის 15 ოქტომბრის საკონსტიტუციო რეფორმა

      • 2.1.1 სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია


      • 2.1.2 ცვლილებები


      • 2.1.3 კრიტიკა




  • 3 შინაარსი

    • 3.1 პრეამბულა


    • 3.2 ძირითადი ნაწილი

      • 3.2.1 ზოგადი დებულებები


      • 3.2.2 საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი


      • 3.2.3 საქართველოს პარლამენტი


      • 3.2.4 საქართველოს პრეზიდენტი


      • 3.2.5 საქართველოს მთავრობა


      • 3.2.6 სასამართლო ხელისუფლება


      • 3.2.7 სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი


      • 3.2.8 სახელმწიფო თავდაცვა


      • 3.2.9 ადგილობრივი თვითმმართველობა


      • 3.2.10 კონსტიტუციის გადასინჯვა



    • 3.3 გარდამავალი დებულებები



  • 4 იხილეთ აგრეთვე


  • 5 რესურსები ინტერნეტში


  • 6 ლიტერატურა


  • 7 სქოლიო




საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია


საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია იწყება XX საუკუნეში, როდესაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და დაიწყო კონსტიტუციის შემუშავება. კონსტიტუციაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბების ფსიქიკა, ყოფა, ზნე-ჩვეულება, საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა და საპარლამენტო პრაქტიკა. კონსტიტუციის შემუშავება სამ წელიწადს გაგრძელდა და მიღებულ იქნა 1921 წლის 21 თებერვალს, რომელმაც, ფაქტობრივად, თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა და მხოლოდ ოთხი დღე იმოქმედა[8]. ამის შემდეგ საქართველოში მიიღეს ოთხი საბჭოთა კონსტიტუცია 1922, 1927, 1937 და 1978 წლებში, რომლებიც წარმოადგენდნენ ტიპურ საბჭოთა კონსტიტუციებს და არაფრით განსხვავდებოდნენ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციებისგან[9].


1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა უზენაესი საბჭოს პირველი მრავალპარტიული არჩევნები. არჩევნებიდან სულ რაღაც 16 დღეში უზენაესმა საბჭომ უამრავი ცვლილება შეიტანა 1978 წლის ჯერ კიდევ მოქმედ საბჭოურ კონსტიტუციაში. ქვეყნის სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვები „საბჭოთა სოციალისტური“ და სახელმწიფოს ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, შეიცვალა სახელწმიფო სიმბოლიკა, გაუქმდა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი როლი და დასაბამი მიეცა პოლიტიკურ პლურალიზმს, გაუქმდა ისეთი ცნებები, როგორიცაა „სოციალისტური საკუთრება“, „სოციალისტური კანონიერება“, „სოციალისტური დემოკრატია“[10][11].


1991 წლის ბოლოს არაკონსტიტუციური გზით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს საბჭოს, რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მთავრობას. 1992 წლის 6 იანვარს შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო (ტრიუმვირატი) და დროებითი მთავრობა. სამხედრო საბჭომ ძალადაკარგულად გამოაცხადა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია და კანონმდებლობა და 1992 წლის 21 თებერვალს მიიღო დეკლარაცია 1921 წლის 21 თებერბვლის კონსტიტუციის აღდგენის თაობაზე. იმავე წელს დაიშალა სამხედრო საბჭო და შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო[12]. 1921 წლის აღდგენილ კონსტიტუციას კი ისეთივე ბედი ეწია, როგორიც მიღების დროს — მას არც ერთი დღე რეალურად არ უმოქმედია, რადგან იმ დროსთან შეუსაბამო იყო[13].



მცირე კონსტიტუცია


1992 წლის 6 ნოემბერს მიიღო კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“, რომელიც „მცირე კონსტიტუციის“ სახელწოდებით არის ცნობილი. იმ დროისთვის ეს კანონი აღმოჩნდა ერთადერთ აქტად, რომელსაც კონსტიტუციის გარეშე დარჩენილ ქვეყანაში შეეძლო გაეწია ძირითადი კანონის მაგივრობა[13].



კონსტიტუციის შემუშავება


1993 წლის 16 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ — სახელმწიფოს მეთაურმა, ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტს წარუდგინა წინადადება საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ, რომელსაც უნდა შეემუშავებინა არა ახალი კონსტიტუცია, არამედ 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი[14].





ედუარდ შევარდნაძე


1993 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე. ამ დებულების საფუძველზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე — სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე, მოადგილეებად — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის გამგე, პროფესორი გივი ინწკირველი და ვახტანგ ხმალაძე, მდივნად — თსუ-ის პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი. საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ პარლამენტარები, იურისტები, ეკონომისტები, ისტორიკოსები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და აკადემიკოსები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, სულ, 118 წევრი[15][16].


საკითხთა უკეთ მოსამზადებლად შეიქმნა სპეციალიზირებული სამუშაო ჯგუფები[17]:


































ჯგუფიხელმძღვანელი
1921 წლის კონსტიტუციის ანალიზისლევან თოიძე
მომდინარე საკანონმდებლო საქმიანობის ანალიზისკონსტანტინე კემულარია
საკანონმდებლო ხელისუფლების საკითხთადავით მელიქიშვილი
საკონსტიტუციო ზედამხედველობის საკითხთაჯონი ხეცურიანი
სასამართლო ხელისუფლების საკითხთამინდია უგრეხელიძე
სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხთავლადიმერ პაპავა
უშიშროებისა და თავდაცვის საკითხთანოდარ ნათაძე
საგარეო ურთიერთობების საკითხთათედო პატარაშვილი
ეროვნულ უმცირესობათა საკითხთაზურაბ ჟვანია
საერთაშორისო სამართლისა და საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობისლევან ალექსიძე
პრეამბულის საკითხთამიხეილ ნანეიშვილი
ადამიანის უფლებათა საკითხთაქართლოს ღარიბაშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხთათედო ნინიძე
პოლიტიკურ და საარჩევნო უფლებების საკითხთადავით კუპრეიშვილი
ტერიტორიული მოწყობის საკითხთაირაკლი შენგელაია

პარლამენტის ერთ-ერთი დადგენილებით, სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული პროექტები უნდა გაეერთიანებინა სარედაქციო ჯგუფს; კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი უნდა მიეღო ჯერ სახელმწიფო საკონსტიტუციო საბჭოს, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტს. ამ წესით მიღებული პროქტი უნდა გასულიყო საყოველთაო-სახალხო კენჭისყრაზე — კონსტიტუცია ხალხს უნდა მიეღო, თუმცა ამ გეგმაში არსებითი ცვლილებები შევიდა. ნაცვლად 1921 წლის კონსტიტუციის მიღებისა, გადაწყდა სრულიად ახალი კონსტიტუციის მიღება. პრობლემათა ღრმად შესწავლისა და სახელმწიფოთა გამოცდილების გათვალისწინების მიზნით, კომისიის სამდივნოს მიერ 1993-1995 წლებში ორგანიზებული იყო სხვადასხვა კონფერენცია და სემინარი. სამდივნოს აქტიურ დახმარებას უწევდა ვენეციის კომისია[18].



კონსტიტუციის მიღება


1995 წლის 2 ივლისს 64 ხმით 4-ის წინააღმდეგ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო კონსტიტუციის პროექტი. კომისიამ პროექტი გადასცა პარლამენტს და ამით დაასრულა თავისი მისია[19].


საკონსტიტუციო კომისიის მიერ სახელმწიფო მოწყობის დადგენილი ფორმები მიუღებელი აღმოჩნდა პარლამენტისთვის — კონსტიტუციის პროექტიდან ჯერ მოწყობის ფედერალური საწყისები ამოიღეს, ხოლო შემდეგ ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის ფორმა შეცვალეს საპრეზიდენტო რესპუბლიკის მიმსგავსებული ვარიანტით[19].


1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა ე.წ. „იმელის“ შენობაში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. 1995 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი[20].



ცვლილებები და დამატებები


კონსტიტუციის პირველი რევიზია განხორციელდა 1999 წლის 20 ივლისს მიღებული ორი კონსტიტუციური კანონით. ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის 50-ე და 70-ე მუხლების ზოგიერთ დებულებას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 7%-იანი საარჩევნო ბარიერის დადგენა იყო[21].


2000 წლის 20 აპრილსა და 2002 წლის 10 ოქტომბერს კონსტიტუციური კანონით კონსტიტუციის შესაბამის ნაწილებში აჭარისა და აფხაზეთის სტატუსი განისაზღვრა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის“ სახით[21].


2001 წლის 30 მარტის კონსტიტუციური კანონით გადაისინჯა კონსტიტუციის მე-9, 66-ე, 73-ე და 89-ე მუხლები. ამ კონსტიტუციური კანონის საფუძველზე დაიშვა კონსტიტუციური შეთანხმების დადების შესაძლებლობა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის[21].


2003 წლის 23 ივლისის კონსტიტუციური კანონით გადაისინჯა კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი და დაწყებით განათლებასთან ერთად სავალდებულოდ გამოცხადდა აგრეთვე საბაზისო განათლება[22].


მასშტაბური კონსტიტუციური რეფორმა განხორციელდა 2004 წელს. ცვლილება შეეხო 30-მდე მუხლს, კონსტიტუციის ტექსტს ჩაემატა ახალი, მეოთხე1 თავი, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობას, ამოღებულ იქნა 91-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება იყო. 2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური კანონი არსებითად შეეხო კონსტიტუციის იმ ნაწილს, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ფორმას ადგენდა — საპრეზიდენტო რესპუბლიკის ნაცვლად შემოღებულ იქნა მმართველობის ფორმა, რომლის კონცეფციურ საფუძვლად სახელდება ე.წ. ფრანგული მოდელი[22].


2004 წლის 23 აპრილის კონსტიტუციური კანონით შეიცვალა საქართველოს პარლამენტის წევრის იმუნიტეტის შინაარსი[22].


2004 წლის 1 ივლისს კონსტიტუციური კანონით, რომელიც კონსტიტუციის ტექსტში არ შედის, განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები, ორგანოთა სისტემა, მათი კომპეტენცია. ამავე კანონით გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში[22].


2005 წლის 23 თებერვლის კონსტიტუციური კანონის საფუძველზე, 235-დან 150-მდე შემცირდა საქართველოს პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა, 10-ის ნაცვლად დადგინდა 7 წევრის მოთხოვნა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის[22].


2005 წლის 23 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი შეეხო კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და 26-ე მუხლის მე-5 პუნქტებს — ამოღებულ იქნა სიტყვები „უშიშროების სამსახური“, ცვლილება შეეხო 73-ე მუხლს, რომლითაც პრეზიდენტს მიეცა უფლება, გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან დაითხოვოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები[23].


2005 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი შეეხო სასამართლო ხელისუფლების რეგულაციას — დადგინდა საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ასაკობრივი ცენზები; შეეხო მოსამართლის სტატუსს, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ერთ-ერთ სუბიექტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, როგორც უმაღლეს საკასაციო სასამართლოს სტატუსს[23].


2006 წლის 27 დეკემბერს მიიღეს ოთხი კონსტიტუციური კანონი. ერთ-ერთი მათგანით აიკრძალა სიკვდილით დასჯა, ხოლო მე-17 მულხს დაემატა მე-3 პუნქტი, რომელიც მიხედვითაც, იკრძალება დაკავებული პირის ფიზიკური და ფსიქიკური იძულება. შემდეგი კონსტიტუციური კანონები ეხება პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების მთავარსარდლის უფლებამოსილებებს; საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნების რეგულაციას, პრეზიდენტის უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობაში; მართლმსაჯულებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხებს[23].


2008 წლის 11 მარტის კონსტიტუციური კანონი შეეხო პრეზიდენტის უფლებამონაცვლეობას, მთავრობის შემადგენლობას, სახელმწიფო რწმუნებულის — გუბერნატორის ინსტიტუტს[23].


2008 წლის 12 მარტის კონსტიტუციური კანონის მიხედვით, პარლამენტში უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 75 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 75 წევრი; საარჩევნო ბარიერი 5%-ით განისაზღვრა[24].


2008 წლის 10 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი შეეხო იმპიჩმენტის საფუძველს, პრეზიდენტის უფლებას, თანამდებობიდან გადააყენოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები; პროკურატურის ორგანოები შევიდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში[24].


2009 წლის 24 სექტემბრის კონსტიტუციური კანონით განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი — თბილისსა და ქუთაისში (ქუთაისში უნდა გაიმართოს პლენარული სხდომები)[24].



2010 წლის 15 ოქტომბრის საკონსტიტუციო რეფორმა


არსებითი ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში 2010 წლის 15 ოქტომბრის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ.



სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია


2009 წლის 8 ივნისის საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომელიც ითვალიწინებდა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისის შექნას. ამ განკარგულების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი. კომისიის შემადგენლობაში მოწვეულ იქნენ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები[25]:













































ლევან ალექსიძეაკადემიკოსი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის სრული პროფესორი
გიორგი კახიანითსუ-ის ასისტენტ-პროფესორი
გიორგი კვერენჩხილაძეიურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი
მალხაზ მაცაბერიძეპოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის სრული პროფესორი
კახი ყურაშვილიიურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი
ნანა ჭიღლაძეიურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ის სრული პროფესორი
ზურაბ ჯიბღაშვილითსუ-ის დოქტორანტი
მზია ლეკვეიშვილიიურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ის სრული პროფესორი
ზურაბ დავითაშვილიპოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის სრული პროფესორი
მარინა გარიშვილიიურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი
ვასილ გონაშვილიიურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
დავით აფრასიძეფილოსოფიის დოქტორი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი
გია ნოდიაილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი
გია გეწაძეიურისტი
ზაზა ბიბილაშვილიიურისტი
ზაზა რუხაძეიურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი
იაკობ ფუტკარაძეიურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი
ქეთევან ქოქრაშვილიიურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
სოსო ცინცაძეისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორი
თორნიკე გორდაძეპოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი

საკითხთა უკეთ მოსამზადებლად შეიქმნა სპეციალიზირებული სამუშაო ჯგუფები[26]:






















ჯგუფიხელმძღვანელი
საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური კანონმდებლობის ანალიზისვასილ გონაშვილი
საკანონმდებლო ხელისუფლების საკითხთანანა ჭიღლაძე
აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხთაგიორგი კვერენჩხილაძე
ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთაკახი ყურაშვილი
პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზირების საკითხთასოსო ცინცაძე
პრეზიდენტის ინსტიტუტის საკითხთაზაზა რუხაძე
სასამართლო ხელისუფლებისა და ძირითადი უფლებებისიაკობ ფუტკარაძე
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისა და საქართველოს კონსტიტუციური მემკვიდრეობის საკითხთამალხაზ მაცაბერიძე
კონსტიტუციის საერთაშორისო-სამართლებრივ საკითხთალევან ალექსიძე


ცვლილებები


ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის თითქმის ყველა ნაწილს, მათ შორის, პრეამბულასაც. პრეამბულის თხრობის სტილი შეიცვალა მესამე პირში, კონსტიტუცია ემყარება არა 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, არამედ მის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას[5].


ცვლილებები შევიდა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, ხელისუფლების ორგანოთა ნორმებში. კონსტიტუციას ჩაემატა მეშვიდე1 თავი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საკითხებს არეგულირებს[27].


2010 წლის 15 ოქტომბრის რეფორმით გათვალისწინებულ იქნა ისეთი ცვლილებები, რომლებიც ძალაში შევა 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. ამ ცვლილებებით იცვლება სახელმწიფო მმართველობის ფორმა — საქართველო ხდება ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა. შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. იგი აღარ არის მთავრობის მეთაური და მთავრობის ფორმირებაში ფორმალურად იღებს მონაწილეობას. გაეზარდა უფლებამოსილებები პრემიერ-მინისტრს. იგი გახდა მთავრობის მეთაური. შემოღებულ იქნა კონტრასიგნაციის ინსტიტუტი — პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს კონსტიტუციის 731 მუხლში გათვალისწინებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები. სრულიად შეიცვალა მთავრობის ფორმირების წესი — მას აყალიბებს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტი. მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე. პრეზიდენტი მხოლოდ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს, ხოლო მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან ორი დღის ვადაში ნიშნავს პრემიერ-მინისტრს. თუ ორი დღის ვადაში იგი არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი მაინც დანიშნულად ითვლება[28].



კრიტიკა


2010 წლის 15 ოქტომბრის საკონსტიტუციო რეფორმამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მისი ერთი ნაწილი თვლის, რომ ამ რეფორმას დადებითი შედეგი მოყვა, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამას არანაირი ცვლილება არ მოყოლია, არამედ, პირიქით, გაუარესდა მდგომარეობა. დადებით მხარედ ყველა ასახელებს იმას, რომ შეიზღუდა პრეზიდენტის ძალაუფლება და მისი უფლებამოსილებები გადანაწილდა ხელისუფლების სხვა შტოებზე, განსაკუთრებით კი, პრემიერ-მინისტრზე — მას საგრძნობლად გაეზარდა უფლებამოსილებები. მაგრამ სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი საზოგადოებაში გამოწვეული დავისა. კონსტიტუციური რეფორმის მოწინააღმდეგეთა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის აზრით, განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმა ემსახურებოდა არა მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენას[29].



შინაარსი


პირვანდელი რედაქციით, საქართველოს კონსტიტუცია შედგებოდა პრეამბულისგან, ძირითადი ნაწილისა და გარდამავალი დებულებებისგან, სულ, 9 თავი და 109 მუხლი[30]. ამჟამად, კონსტიტუცია შედგება პრეამბულისგან, ძირითადი ნაწილისა და გარდამავალი დებულებებისგან, სულ, 11 თავი და 124 მუხლი. კონსტიტუციას ჩაემატა მეოთხე1 და მეშვიდე1 თავები, 341, 481, 511, 731, 801, 811, 812, 813, 814, 861, 1011, 1012, 1013, 1041, 1042, 1043 მუხლები, ამოღებულ იქნა 761 და 91-ე მუხლები.



პრეამბულა







ვიკიციტატა

„საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.“



პრეამბულაში გამოთქმულია საქართველოს მოქალაქეთა ნება, რომ დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა. პრეამბულას იურიდიული ძალა არ გააჩნია.



ძირითადი ნაწილი


ძირითადი ნაწილი მოიცავს 10 თავს, რომელთაგან პირველი ეხება ზოგად დებულებებს, მეორე — საქართველოს მოქალაქეობასა და ადამიანთა უფლებებს, მესამე — საქართვეთველოს პარლამენტს, მეოთხე — საქართველოს პრეზიდენტს, მეოთხე1 — საქართველოს მთავრობას, მეხუთე — სასამართლო ხელისუფლებას, მეექვსე — სახელმწიფო ფინანსებსა და კონტროლს, მეშვიდე — სახელმწიფო თავდაცვას, მეშვიდე1 — ადგილობრივ თვითმმართველობას, მერვე — კონსტიტუციის გადასინჯვას.



ზოგადი დებულებები

კონსტიტუციის პირველ თავში ჩამოყალიბებულია კონსტიტუციური წყობილების საფუძვლები. პირველი თავი აცხადებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა[3]; ქვეყნის ტერიტორია განსაზღვრულია 1992 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით[31]; სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი[32]; სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით[6]; საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აგრეთვე, აფხაზური[33]. ხაზგასმულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლი და აქვე აღიარებულია რწმენის სრული თავისუფლება.[34] საქართველოს დედაქალაქად გამოცხადებულია თბილისი[35].



საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი

მეორე თავში განმტკიცებულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლებები და მათი განხორციელების გარანტიები. მეორე თავი აცხადებს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა[36]; სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და სიკვდილით დასჯა აკრძალულია[37]; ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება[38]; ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია[39]; ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია[40]; ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.[41]; საკუთრების უფლება აღიარებული და ხელშეუვალია[42] ადამიანის პირადი ცხოვრება დაცულია[43]; ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია[44]; მასმედია თავისუფალია და ცენზურა დაუშვებელია[45]; აღიარებულია შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება [46]; ყველას აქვს საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება[47]; უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება[48], სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება[49], შრომის თავისუფლება[50], უდანაშაულობის პრეზუმფცია [51], სასამართლოსადმი მიმართვის უფლება[52].


მეორე თავი აგრეთვე ადგენს, რომ კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის იმ უფლებებს, რომლებიც ტექსტში პირდაპირ არაა მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ მისი პრინციპებიდან[53]. განსაზღვრულია ძირითადი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობები საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს[54]. მეორე თავის თანახმად, შექმნილია საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას[55].



საქართველოს პარლამენტი

მესამე თავი არეგულირებს საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბების, მის უფლებამოსილებებსა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესს, დეპუტატთა სამართლებრივ სტატუსსა და გარანტიებს, დეპუტატის იმუნიტეტს, ინდემნიტეტს. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას და სხვ.[56].



საქართველოს პრეზიდენტი

მეოთხე თავში მოცემულია საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, უფლებამოსილებები, მისი არჩევის, უფლებამონაცვლეობისა და იმპიჩმენტის წესი. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. იგი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას[57].



საქართველოს მთავრობა

მეოთხე1 თავი არეგულებს საკითხებს საქართველოს მთავრობის შესახებ. საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე[58]. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი[59].



სასამართლო ხელისუფლება

მეხუთე თავში მოცემულია საკითხები საქართველოს სასამართლო ხელისუფლების შესახებ. საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო[60]. მართლმსაჯულებას ახორციელებენ საქართველოს საერთო სასამართლოები[61]. ამ თავში ასევე მოცემულია საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს ფორმირების წესი, მათი უფლებამოსილებები, შემადგენლობა, მოსამართლეთა სამართლებრივი სტატუსი და გარანტიები. დაუშვებელია საგანგებო და სპეციალური სასამართლოების შექმნა[62].



სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი

მეექვსე თავში მოცემულია სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების წესი[63]; დადგენილია მოქალაქეთა ვალდებულება, გადაიხადონ გადასახადები და მოსაკრებლები[64]; საქართველოს ეროვნული ბანკის სტატუსი, ეროვნული ბანკის საბჭოს ფორმირების წესი, შემადგენლობა და უფლებამოსილებები[65]; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა, სტატუსი და უფლებამოსილებები[66].



სახელმწიფო თავდაცვა

მეშვიდე თავი აცხადებს, რომ თავდაცვითი ომი საქართველოს სუვერენული უფლებაა[67]; ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ჰყავს სამხედრო ძალები[68]; საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია[69]; ამ თავში მოცემულია ნორმები ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ[70].



ადგილობრივი თვითმმართველობა

მეშვიდე1 თავი აწესრიგებს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს, მის უფლებამოსილებებს[71], სტატუსს, თვითმმართველი ერთეულის დამოუკიდებლობის გარანტიებს[72], ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესს[73].



კონსტიტუციის გადასინჯვა

მერვე თავი ითვალისწინებს კონსტიტუციის გადასინჯვის ორ სახეს, ზოგადსა და ნაწილობრივს[74]. ზოგადი გადასინჯვა გულისხმობს ახალი კონსტიტუციის მიღებას, ხოლო ნაწილობრივი — არსებულ ტექსტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას[75]. კონსტიტუციის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს[74]. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ[76]. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი[77]. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონს, კონსტიტუციის 68-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი[78].



გარდამავალი დებულებები


მეცხრე თავში რეგლამენტირებულია კონსტიტუციის ძალაში შესვლის პირობები[79] და წესები[80], მისი ამოქმედების შედეგები კანონმდებლობისათვის, სახელმწიფო ვალდებულება კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის, კონსტიტუციასთან და კანონებთან შესაბამისობის მოყვანის შესახებ[81]; საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მიღების ვადა[82].



იხილეთ აგრეთვე


  • კონსტიტუცია

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • სამხრეთ ოსეთის კონსტიტუცია

  • საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება

  • საქართველოს კონსტიტუციური კანონი


რესურსები ინტერნეტში


  • საქართველოს კონსტიტუცია

  • საქართველოს პარლამენტი

  • ვენეციის კომისია

  • საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილება

  • საჯარო განხილვის კომისიის შეხვედრები

  • ექსპერტთა აზრი

  • კომენტარები „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონზე


ლიტერატურა


  • საქართველოს კონსტიტუცია


  • ა. დემეტრაშვილი; ი. კობახიძე (2010). კონსტიტუციური სამართალი. თბილისი. 


  • პ. ცნობილაძე (2004). კონსტიტუციური სამართალი, ტომი პირველი. თბილისი. 


  • კ. კუბლაშვილი (2010). ძირითადი უფლებები. თბილისი. 


  • ვოლფგანგ გაული (2002). კონსტიტუციის შემუშავება და მიღება საქართველოში (1993-1995). თბილისი. ISBN 99928-0-447-5. 


სქოლიო





  1. საქართველოს კონსტიტუციის 104-ე მუხლის პირველი პუნქტი


  2. საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველი პუნქტი

  3. 3.03.1საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი


  4. საქართველოს კონსტიტუცის მე-5 მუხლი

  5. 5.05.1საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა

  6. 6.06.1საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი


  7. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი


  8. დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 51


  9. დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 52-53


  10. დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 56-57


  11. ცნობილაძე (2004), გვ. 126


  12. ცნობილაძე (2004), გვ. 127-128

  13. 13.013.1დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 58


  14. დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 59


  15. დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 59-60


  16. ცნობილაძე (2004), გვ. 132


  17. დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 60


  18. დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 61

  19. 19.019.1დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 62


  20. დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 62-63

  21. 21.021.121.2დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 66

  22. 22.022.122.222.322.4დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 67

  23. 23.023.123.223.3დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 68

  24. 24.024.124.2დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 69


  25. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება № 388. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (2009-06-08).


  26. სამუშაო ჯგუფები. საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. წაკითხვის თარიღი: 2011-06-25.


  27. საქართველოს კონსტიტუცია, თავი მეშვიდე1


  28. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია


  29. SMS-კონსტიტუცია, „გათიშული“ ოპოზიცია. „ჯი-ეიჩ-ენი“, ზაალ ანჯაფარიძე (25.10.10).


  30. საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს პარლამენტი. წაკითხვის თარიღი: 2011-06-25.


  31. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი


  32. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი


  33. საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლი


  34. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი


  35. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლი


  36. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი


  37. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი


  38. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი


  39. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი


  40. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი


  41. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი


  42. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი


  43. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი


  44. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი


  45. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი


  46. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი


  47. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი


  48. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი


  49. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი


  50. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი


  51. საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლი


  52. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი


  53. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი


  54. საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლი


  55. საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლი


  56. საქართველოს კონსტიტუციის 48 მუხლი


  57. საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველი პუნქტი


  58. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის პირველი პუნქტი


  59. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტი


  60. საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის პირველი პუნქტი


  61. საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტი


  62. საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-4 პუნქტი


  63. საქართველოს კონსტიტუციის 92-ე და 93-ე მუხლები


  64. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი


  65. საქართველოს კონსტიტუციის 96-ე და 96-ე მუხლები


  66. საქართველოს კონსტიტუციის 97-ე მუხლი


  67. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის პირველი პუნქტი


  68. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-2 პუნქტი


  69. საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლი


  70. საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლი


  71. საქართველოს კონსტიტუციის 1012 მუხლი


  72. საქართველოს კონსტიტუციის 1012 მუხლის მე-2 პუნქტი


  73. საქართველოს კონსტიტუციის 1011 მუხლის პირველი პუნქტი

  74. 74.074.1საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის პირველი პუნქტი


  75. დემეტრაშვილი და კობახიძე (2010), გვ. 65


  76. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტი


  77. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-3 პუნქტი


  78. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-4 პუნქტი


  79. საქართველოს კონსტიტუციის 104-ე მუხლი


  80. საქართველოს კონსტიტუციის 109-ე მუხლი


  81. საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლი


  82. საქართველოს კონსტიტუციის 107-ე მუხლის მე-3 პუნქტი






(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=საქართველოს_კონსტიტუცია&oldid=3666506“-დან










სანავიგაციო მენიუ


























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.388","walltime":"0.459","ppvisitednodes":"value":3855,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":50543,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":16787,"limit":2097152,"expansiondepth":"value":10,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":32444,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 275.513 1 -total"," 39.29% 108.257 1 თარგი:Reflist"," 18.62% 51.303 1 თარგი:საქართველოს_ნორმატიული_აქტები"," 17.07% 47.021 1 თარგი:ნავდაფა"," 6.49% 17.878 4 თარგი:Cite_book"," 6.09% 16.787 4 თარგი:Cite_web"," 5.32% 14.646 2 თარგი:ფერი"," 4.46% 12.290 18 თარგი:Cite"," 3.14% 8.641 1 თარგი:რჩეული"," 2.95% 8.119 1 თარგი:ინფოდაფა_დოკუმენტი"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.003","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":549486,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1240","timestamp":"20190526140433","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e1u10d0u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10ddu10e1 u10d9u10ddu10dcu10e1u10e2u10d8u10e2u10e3u10eau10d8u10d0","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q2468398","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q2468398","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-04-09T10:16:45Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/0/04/Constitution_of_Georgia_%28Country%29.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":124,"wgHostname":"mw1251"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單