ანდრომედეს გალაქტიკა სექციების სია დაკვირვებების ისტორია | წარმომავლობა | ბოლო დროს ჩატარებული გაზომვები | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიუანდრომედასა და ირმის ნახტომის შეჯახების ზუსტი თარიღიStarDate: M31 Fact SheetSimbad data on M31Messier 31, SEDS Messier pagesA Giant Globular Cluster in M31M31: The Andromeda GalaxyAndromeda Island UniverseAndromeda Island UniverseWISE Infrared AndromedaM31 and it's central Nuclear SpiralAmateur photography - M31
გალაქტიკებისპირალისებური გალაქტიკებიანდრომედას თანავარსკვლავედი
გალაქტიკასინათლის წლისდედამიწიდანთანავარსკვლავედშიჩვენს გალაქტიკასთანმითოლოგიურიადგილობრივ ჯგუფში"ირმის ნახტომს"ადგილობრივ ჯგუფშიბნელ მატერიასჯგუფშიტელესკოპითვარსკვლავიმზისსპარსელმარუკებმაგერმანელმასირიუსისპექტრსნისლეულისგანსიხშირეებისქიმიურისუპერნოვაგალაქტიკასინგლისშიპლანეტებითანამგზავრებითმზის სისტემისმზისსიჩქარით.სინათლის წელიწადითა.ე.დოპლერის ეფექტიწითელი წანაცვლებასინათლის წელიწადიედვინ ჰაბლმაჰენბარი ბრაუნმაკირილ ჰაზარდმაჯონ ბოლდვინმა2C2C 56პლანეტამიკროლინზირებისკანდიდატი პლანეტააინფრაწითელი ზედაპირის სიკაშკაშის ფლუქტუაციებისმეგასინათლის წელიწადიკილოპარსეკიცვლადი ცეფეიდებისიგნასი რიბასისორმაგი ვარსკვლავური სისტემისვარსკვლავებსვარსკვლავის დაბნელებისმაგნიტუდა
(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());
ანდრომედეს გალაქტიკა
Jump to navigation
Jump to search
ანდრომედას გალაქტიკა (ავტორი: დავით დვალი, გადაღებულია თბილისიდან) | |
| დაკვირვების მონაცემები | |
|---|---|
ეპოქა: | J2000 |
თანავარსკვლავედი: | ანდრომედა |
პირდაპირი ასვლა: | 00სთ 42წთ 44,3წმ |
დახრილობა: | 41გრად 16მინ 9სეკ |
წითელი წანაცვლება: | z = −0.001 (ნიშანი მინუსი მიუთითებს იისფერ წანაცვლებაზე) |
| მანძილი: | 2.5 მილიონი სინათლის წელიწადი |
| მასა: | 1×1012M☉ |
| სპექტრული ტიპი: | SA(s)b |
ვარსკვლავიერი სიდიდე: | 3,44 |
აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე: | 3,44 |
ანდრომედას გალაქტიკა — სპირალური გალაქტიკა, რომელიც დაახლოებით 2,5 მილიონი სინათლის წლის მანძილზე იმყოფება დედამიწიდან, ანდრომედას თანავარსკვლავედში. ის ასევე ცნობილია, როგორც "მესიე 31", M31 ან NGC 224. ანდრომედა ხშირად არის მოხსენიებული ძველ ტექსტებში, როგორც "დიდებული ანდრომედას ნისლეული". ეს გალაქტიკა უახლოესი სპირალური გალაქტიკაა, რომელიც ჩვენს გალაქტიკასთან მდებარეობს, მაგრამ არა ყველაზე უახლოესი. მან თავისი სახელი მიიღო იმ ცის ნაწილიდან, რომელშიც ის ჩნდება ხოლმე - ანდრომედას თანავარსკვლავედში, რომელმაც ეს სახელი მითოლოგიური პრინცესა ანდრომედასგან მიიღო. M31 ყველაზე დიდი გალაქტიკაა "ადგილობრივ ჯგუფში", რომელიც ასევე მოიცავს ჩვენს "ირმის ნახტომს" და 30-მდე სხვა შედარებით პატარა გალაქტიკას. მართალია ანდრომედა უდიდესია "ადგილობრივ ჯგუფში", მაგრამ ის ყველაზე მასიური არაა. ახალ კვლევებს თუ დავუჯერებთ, ჩვენი გალაქტიკა შეიცავს უფრო მეტ ბნელ მატერიას და სრულიად შესაძლებელია "ირმის ნახტომი" იყო ყველაზე მასიური ჯგუფში. 2006 წლის დაკვირვებების მიხედვით, რომელიც "სპიცერის" ინფრაწითელი ტელესკოპით მოხდა, M31-ში არსებობს 1 ტრილიონი ვარსკვლავი: სულ ცოტა, ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში. "ირმის ნახტომში" მეცნიერებმა შეაფასეს ვარსკვლავების რაოდენობა და გამოვიდა, რომ ის შეიცავს 200-400 მილიარს მნათობს.
ანდრომედას გალაქტიკა, მეცნიერთა აზრით, დაახლოებით იწონის 7,1x1011მზის მასას. შედარებისთვის, 2009 წლის კვლევების მიხედვით, "ირმის ნახტომი" და ანდრომედა დაახლოებით ერთი და იმავე მასის არიან, ხოლო 2006 წლის გამოკვლევები აჩვენებენ, რომ "ირმის ნახტომი" ანდრომედას მხოლოდ 80% იწონის. 3,75 მილიარდ წელიწადში, ეს ორი გალაქტიკა ერთმანეთს შეეჯახება.
სექციების სია
1 დაკვირვებების ისტორია
1.1 კუნძულისებრი სამყარო
2 წარმომავლობა
3 ბოლო დროს ჩატარებული გაზომვები
4 რესურსები ინტერნეტში
დაკვირვებების ისტორია |
სპარსელმა ასტრონომმა აბდ ალ-რაჰმან ალ-სუფიმ თავის წიგნში (Book of Fixed Stars - მოწესრიგებული ვარსკვლავების წიგნი) დაწერა პატარა მონაკვეთი მიჯაჭვულ თანავარსკვლავედზე, რომელიც "პატარა ნისლეულად" მოიხსენია. იმ პერიოდის ვარსკვლავურმა რუკებმა მონიშნა, როგორც "პატარა ნისლეული". ამ ობიექტის პირველი აღწერა, რომელიც დაფუძნებული იყო ტელესკოპით დაკვირვებაზე, მოგვცა გერმანელმა ასტრონომმა სიმონ მერიუსმა, 1612 წლის 15 დეკემბერს. ჩარლზ მესიერმა ანდრომედა თავის კატალოგში შეიტანა, როგორც ობიექტი M31 1764 წელს და შეცდომით მოიხსენია მერიუსი, როგორც აღმომჩენი. სინამდვილეში, უფრო ადრეულ წლებში ეს ობიექტი ალ-სუფიმ აღმოაჩინა. ეს უკანასკნელი ჩარლზმა არ მოიხსენია. 1785 წელს, ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა შენიშნა მკრთალი მოწითალო ფერი M31-ის ბირთვთან. მან დაიჯერა, რომ ის იყო უახლოესი "დიდებულ ნისლეულთა" შორის, მაგრამ მან ვერ გააანალიზა, რომ ეს ობიექტი 2000-ჯერ შორს, იყო ვიდრე "სირიუსი".
1864 წელს, უილიამ ჰიუგინსი დააკვირდა M31-ის სპექტრს და შენიშნა, რომ ის განსხვავდება გაზური ნისლეულისგან. M31-ის სპექტრმა გამოსახა სიხშირეების მთლიანი გარემო, რაც დაეხმარა მეცნიერს ობიექტის ქიმიური შედგენილობის განსაზღვრაში. ანდრომედას ნისლეულის სპექტრი ძალიან ემთხვეოდა ინდივიდუალური ვარსკვლავების სპექტრს და აქედან დაასკვნეს, რომ მას უნდა ჰქონოდა ვარსკვლავური ბუნება. 1885-ში, ანდომედაში დაინახეს სუპერნოვა (ცნობილია, როგორც S Andromedae) და პირველად მას აკვირდებოდნენ, როგორც გალაქტიკას. იმ დროისთვის, M31 მიჩნეული იყო, როგორც უახლოესი ობიექტი.
"დიდებული ანდრომედას ნისლეული" ისააკ რობერტსისგან
ანდრომედას პირველი ფოტო-სურათები გადაიღო 1887 წელს ისააკ რობერტსმა თავისი პირადი ობსერვატორიიდან, რომელიც ინგლისში, კერძოდ კი სუსექსში მდებარეობდა. დიდხნიანმა ექსპოზიციამ საშუალება მისცა მეცნიერს, ისტორიაში პირველად დაენახა გალაქტიკის სპირალური სტრუქტურა. თუმცა, იმ დროისთვის ეს ობიექტი მაინც მიჩნეული იყო, როგორც ნისლეული ჩვენს გალაქტიკაში და მეცნიერმა არასწორად დაიჯერა, რომ M31 მსგავსი სპირალური ნისლეული სინამდვილეში ვარსკვლავური სისტემები იყვნენ, რომელსაც ჰყავდათ პლანეტები გარშემო თავიანთი თანამგზავრებით. ამ ობიექტის სიჩქარე ჩვენს მზის სისტემის მიმართ 1912 წელს გაზომა ვესტო სლიფერმა ლოუელის ობსერვატორიაში, სპექტროსკოპის გამოყენებით. შედეგი იყო იმ დროისთვის რეკორდული სიჩქარე - 300 კმ/წმ. ანდრომედა მზის მიმართულებით მოდიოდა ამ სიჩქარით.
კუნძულისებრი სამყარო |
M31-ის მდებარეობა თანავარსკვლავედ ანდრომედაში
1917 წელს, ამერიკელმა ასტრონომმა ჰებერ კერტისმა M31-ში სუპერნოვა დაინახა. სხვა ფოტოების მიღების შემდეგ, მეცნიერმა 11 ახალი სუპერნოვა აღმოაჩინა. კერტისმა შენიშნა, რომ ეს სუპერნოვები, საშუალოდ, 10 მაგნიტუდით მკრთალი იყო, ვიდრე სხვები, რომელიც ცის სხვა ადგილებში ხდებოდა. შედეგად, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ობიექტი დაშორებულია 500 000 სინათლის წელიწადით (3,2x1010ა.ე.). ის გახდა ე.წ. "კუნძულისებრი სამყაროს" ჰიპოთეზის დამცველი, რომელიც მეტყველებდა იმაზე, რომ სპირალური ნისლეულები სინამდვილეში დამოუკიდებელი გალაქტიკები იყვნენ.
ვარსკვლავები ანდრომედას გალაქტიკის დისკოში
1920 წელს, "დიდი დებატები" გაჩნდა კერტისსა და ჰერლოუ შეფლის შორის. ისინი კამათობდნენ "ირმის ნახტომის", სპირალური ნისლეულების, და სამყაროს განზომილებების შესახებ. კერტისს რომ დაემტკიცებინა, რომ "დიდებული ანდრომედას ნისლეული" იყო სხვა გალაქტიკა, მან ასევე ახსენა ბნელი ბილიკების სტრუქტურა, რომელიც ძალიან გავდა მტვრის ღრუბლებს ჩვენ გალაქტიკაში, ისევე როგორც დოპლერის ეფექტი (წითელი წანაცვლება). 1922 წელს, ერნსტ ოპიკმა წამოაყენა ძალიან ელეგანტური და უბრალო მეთოდი M31-მდე მანძილის დასადგენად. მიღებულმა შედეგმა, ანდრომედას ნისლეული ჩვენი გალაქტიკიდან "გააგდო" დაახლოებით 450 000 პარსეკამდე, რომელიც დაახლოებით არის 1 500 000 სინათლის წელიწადი (ანუ აღმოჩნდა, რომ ის გაცილებით შორს იყო). ედვინ ჰაბლმა წარმოქმნა დებატები 1925 წელს, როდესაც მან M31-ის ასტრონომიულ ფოტოებზე ამოიცნო ექსტრაგალაქტიკური "ცეფეიდები" (ცვალებადი ნათობის მქონე ვარსკვლავები) . ეს ფოტოები მიიღეს 2,5 მეტრი დიამეტრის სარკიანი "ჰუკერის ტელესკოპიდან". ამ ტელესკოპმა საშუალება მისცა მეცნიერებს დაედგინათ ანდრომედამდე მანძილი. ჰაბლის გაზომვებმა და კვლევებმა საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ეს ობიექტი არ იყო ვარსკვლავთგროვა ან გაზი ჩვენს გალაქტიკაში. ის იყო სრულიად სხვა გალაქტიკა, რომელიც დიდი მანძილითაა ჩვენგან დაშორებული. რადგანაც M31 უახლოესი სპირალური გალაქტიკაა, ის მნიშვნელოვან რილს თამაშობს გალაქტიკების შესწავლაში. 1943 წელს უალტერ ბაადე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გადაჭრა ვარსკვლავების პრობლემა ანდრომედას ცენტრალურ რეგიონში. თავის დაკვირვებებით, მან შეძლო განესხვავებინა ვარსკვლავების ორი "დასახლება," რომელიც დაფუძნებული იყო ამ ვარსკვლავების მეტალური მდგომარეობაზე. მან "ახალგაზრდა" უწოდა მაღალი სიჩქარის ვარსკვლავები "I ტიპის დისკოში," ხოლო "მოხუცი" - წითელ ვარსკვლავებს "II ტიპის ბალჯში." ეს ნომენკლატურა შემდგომში გამოიყენეს "ირმის ნახტომში" (და არა მარტო) არსებული ვარსკვლავების შესწავლისთვის (ორი "დასახლების" არსებობა უფრო ადრე შეამჩნია [[|იან ურტი|იან ურტმა]]. დოქტორმა ბაადემ ასევე აღმოაჩინა, რომ არსებობდა ორი ტიპის "ცვალებადი ცეფეიდები", რომელმაც შედეგი გამოიღო M31-მდე მანძილის გაორმაგებაში, ისევე როგორც დანარჩენ სამყაროში.
რადიო გამოსხივებები ანდრომედადან პირველად დააფიქირეს ჰენბარი ბრაუნმა და კირილ ჰაზარდმა Jodrell Bank Observatory-ში 218 ფუტიანი "ტრანზიტული ტელესკოპის" გამოყენებით. მათ ამის შესახებ 1950 წელს განაცხადეს. გალაქტიკის პირველი რადიო რუკები შექმნეს ჯონ ბოლდვინმა და მისმა თანამშრომლებმა "კემბრიჯის რადიო ასტრონომიის ჯგუფიდან." ანდრომედას გალაქტიკის ბირთვს რადიოასტრონომიის კატალოგში - 2C მოიხსენიებენ, როგორც 2C 56. 2009 წელს ამ გალაქტიკაში მეცნიერებმა პლანეტა შეამჩნიეს მიკროლინზირების მეთოდით, მაგრამ ის ჯერ კანდიდატი პლანეტაა და პლანეტად აღიარების მოლოდინშია.
წარმომავლობა |
ასტრონომიის მკვლევართა ჯგუფის თანახმად, რომელმაც 2010 წელს გააკეთა განცხადება, M31-ის ფორმირება მოხდა ორი შედარებით პატარა გალაქტიკის შეჯახების შედეგად, დაახლოებით 5-9 მილიარდი წლის წინ.
ბოლო დროს ჩატარებული გაზომვები |
სულ ცოტა 4 განსხვავებული ტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო ანდრომედამდე მანძილის დასადგენად.
2003 წელს, ინფრაწითელი ზედაპირის სიკაშკაშის ფლუქტუაციების (ი-ზსფ) და სხვა მეთოდების გამოყენებით მეცნიერებმა ანდრომედამდე შეაფასეს მანძილი და აღმოჩნდა დაახლოებით 2,57 ± 0.06 მეგასინათლის წელიწადი (790 ± 18 კილოპარსეკი. ამავე წელს, ცვლადი ცეფეიდების გამოყენებით, ამ გალაქტიკამდე მანძილი 2.51 ± 0.13 მეგასინათლის წელიწადი იყო. 2005 წელს, ასტრონომთა ჯგუფმა იგნასი რიბასის ჩათვლით და მათ კოლეგებმა განაცხადეს დაბნელებადი ორმაგი ვარსკვლავური სისტემის ანდრომედაში აღმოჩენის შესახებ. ორმაგი სისტემა სახელად M31VJ00443799+4129236, შეიცავს ორ კაშკაშა და ცხელ ცისფერ O და B ტიპის ვარსკვლავებს. ვარსკვლავის დაბნელების შესწავლით, რომელიც ყოველ 3.54969 ერთხელ ხდება, ასტრონომებმა შეძლეს მათი ზომები განესაზღვრათ. ვარსკვლავების ზომისა და ტემპერატურა როდესაც დაადგინეს, მათ უკვე შეძლეს და გაზომეს ვარსკვლავების აბსოლუტური მაგნიტუდა. როდესაც ვიზუალური და აბსოლუტური მაგნიტუდა ცნობილია, ამ ვარსკვლავებამდე მანძილის დადგენა იოლია. ეს მნათობები იმყოფებიან დაახლოებით 2,52 ± 0.14 მეგასინათლის წლის მოშორებით (770 ± 43 კილოპარსეკი), ხოლო მთლიანი ანდრომედას გალაქტიკა კი დაახლოებით 2,5 მეგასინათლის წლის მანძილზე (770 კილოპარსეკი). ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ცვლადი ცეფეიდების გამოყენებით მანძილის დადგენის სიზუსტეს.
რესურსები ინტერნეტში |
- ანდრომედასა და ირმის ნახტომის შეჯახების ზუსტი თარიღი
StarDate: M31 Fact Sheet- Simbad data on M31
Messier 31, SEDS Messier pages
A Giant Globular Cluster in M31 1998 October 17.
M31: The Andromeda Galaxy 2004 July 18.
Andromeda Island Universe 2005 December 22.
Andromeda Island Universe 2010 January 9.
WISE Infrared Andromeda 2010 February 19
- M31 and it's central Nuclear Spiral
- Amateur photography - M31
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););
კატეგორია:
- გალაქტიკები
- სპირალისებური გალაქტიკები
- ანდრომედას თანავარსკვლავედი
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.056","walltime":"0.088","ppvisitednodes":"value":289,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":7180,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":1986,"limit":2097152,"expansiondepth":"value":7,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":0,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 29.703 1 -total"," 60.70% 18.031 1 თარგი:ინფოდაფა_ვარსკვლავი"," 25.89% 7.689 1 თარგი:მმ"," 17.69% 5.255 1 თარგი:DEC"," 12.20% 3.624 1 თარგი:Commons"," 11.50% 3.415 1 თარგი:RA"],"cachereport":"origin":"mw1272","timestamp":"20190228124151","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d0u10dcu10d3u10e0u10ddu10dbu10d4u10d3u10d4u10e1 u10d2u10d0u10dau10d0u10e5u10e2u10d8u10d9u10d0","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q2469","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q2469","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2010-07-17T15:21:19Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/9/9c/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90_%28%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97_%E1%83%93%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%29.jpg"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":167,"wgHostname":"mw1269"););