Skip to main content

იბერიულ-კავკასიური ენები სექციების სია ენათა აღმნიშვნელი ტერმინები | იბერიულ-კავკასიურ ენათა დაჯგუფება | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუTITUS-ის ენათა რუკააშშ-ის ცსბ-ს ეთნოლინგვისტური რუკამეთიუ დრაერის ლინგვისტური რუკაწითელი წიგნის რუსეთის იმპერიის ხალხთა კავკასიის განყოფილებაიბერიულ-კავკასიური კავშირები ტიპოლოგიურ პერსპექტივაშია. ჩიქობავს ლინგვისტიკის ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაკავკასიურ ენათა ატლასი (იური კორიაკოვის მიერ)

კავკასიური ენები


არნოლდ ჩიქობავაინდოევროპულიალთაური ენებისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის1946ივ. ჯავახიშვილი










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




იბერიულ-კავკასიური ენები




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

(გადამისამართდა გვერდიდან კავკასიური ენები)





Jump to navigation
Jump to search




ეთნო-ლინგვისტური ჯგუფები კავკასიის რეგიონში


იბერიულ-კავკასიური ენები[1][2], კავკასიური ენები, იაფეტური ენები, პალეო-კავკასიური ენები, ქართულ-შარომატული ენები, ალაროდიული ენები — კავკასიის რეგიონში მცხოვრები აბორიგენული მოსახლეობის (დაახლ. 7.000.000 ადამიანი) სასაუბრო ენა. ლინგვისტური კვლევების კლასიფიკაციით ეს ენები ერთიანდებიან რამდენიმე ენათა ჯგუფში, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული ლინგვისტური მსგავსებები. კავკასიურ ენებს რეგიონს გარეთ მონათესავე წევრი არ გააჩნია. ქართველი ლინგვისტი არნოლდ ჩიქობავა ამ ენებს იბერიულ-კავკასიურ ენებში აერთიანებს, შედეგად ქართული კავკასიოლოგიური სკოლა, კავკასიური ენების აღსანიშნავად იყენებს ტერმინს: იბერიულ-კავკასიური ენები.




სექციების სია





  • 1 ენათა აღმნიშვნელი ტერმინები


  • 2 იბერიულ-კავკასიურ ენათა დაჯგუფება


  • 3 ლიტერატურა


  • 4 რესურსები ინტერნეტში


  • 5 სქოლიო




ენათა აღმნიშვნელი ტერმინები |


იბერიულ-კავაკსიური ენები სპეციალურ ლიტერატურაში სხვადასხვა ტერმინით აღინიშნება, ესენია: „კავკასიური ენები“, „იაფეტური ენები“, „პალეო-კავკასიური ენები“ და „ალაროდიული ენები“.


აქედან „კავკასიური ენები“ ყველაზე გავრცელებული ტერმინი იყო და ახლაც ხშირად იყენებენ. სათანადო ენები ამჟამად თითქმის მხოლოდ კავკასიაში იხმარება; ერთი გარემოება რომ არა, ეს საკმაო საფუძველს შექმნიდა იმისათვის, რომ ტერმინი „კავკასიური ენები“ მიჩნეულიყო შესაფერის ტერმინად. კავკასიაში გავრცელებულია ასევე ინდოევროპული (რუსული, უკრაინული, სომხური, ოსური, თალიშური, თათური, ქურთული, ბერძნული...), ალთაური ენები (აზერბაიჯანული, ყუმიკური, ყარაჩაულ-ბალყარული, ნოღაური, თათრული, თურქმენული) და სემიტური (სირიული, იგივე ასირიული ანუ აისორული). „კავკასიური“ ენების გამიჯვნა „კავკასიის“ ენებისაგან ძნელდება, გარჩევა კი საჭირო არის.


ტერმინი „იბერიულ-კავკასიური“ საშუალებას იძლევა ეს ენები გაირჩეს „კავკასიის ენებისაგან“: იბერიულ-კავკასიური ენები ესაა იბერიული (ქართველური) და მონათესავე ენები. ტერმინი „იბერიულ-კავკასიური ენები“ შემოღებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 1946 წელს.


ნ. მარი ამ ენებს იაფეტურს უწოდებდა. „იაფეტური ენები“ მეთვრამეტე საუკუნეში ინდო-ევროპულ ენატა აღსანიშნავად იყო გამოყენებული. იბერიულ-კავკასიური ენებისათვის ეს ტერმინი ნ. მარმა შემოიღო. ოღონდ ტერმინის მნიშვნელობა ნ. მარის მოძღვრებაში იცვლებოდა: 1908-1915 წლებში „იაფეტური ენები“ ცოცხალ იბერიულ-კავკასიურ ენათაგან მხოლოდ „ქართველურ ენებს“ გულისხმობდა, ხოლო 1915-1923 წლებში კი ქართველურსა და მის მონათესავე კავკასიურ ენებს, სახელდობრ: აფხაზურ-ადიღურ, ნახურსა და დაღესტნურ ენებს. მომდევნო წლებში „იაფეტური ენები“ მონათესავე ენათა ერთეულს აღარ აღნიშნავს და გენეალოგიური კლასიფიკაციის ცნებას აღარ წარმოადგენს.


„იბერიულ-კავკასიური ენების“ სინონიმად ტერმინი „პალეო-კავკასიურიც“ გვხვდება[3]. ტერმინი „პალეო-კავკასიური“ („ძველისძველი კავკასიური“) ჰოლანდიელ ენათმეცნიერს კ. ულენბეკს ეკუთვნის.


ტერმინი „პალეო-კავკასიური“ გულისხმობს, რომ სათანადო ენები კაკასიის სხვა ენებთან (ინდოევროპულ და თურქულ ენებთან) შედარებით უფრო ძველია კავკასიის მიწაყალზე. თუ ასე გავიგებთ, „პალეო-კავკასიური“ მართებული ტერმინია. მაგრამ თუ მას გავიგებთ როგორც კავკასიის ენდოგენური მოსახლეობის ენებს, ზუსტი არ იქნებოდა: „ძველი კავკასიური“ კიდევ არ ნიშნავს „კავკასიაში წარმოქმნილს“.


იბერიულ-კავკასიური ენები ფრიც ჰომელმა მოაქცია ალაროდიულ ენათა წრეში, ე. ი. იმ ენათა წრეში, რომელსაც წინააზიის ძველი, აწ მკვდარი ენები (ურარტული, ჰურიტული, პროტოხეთური, შუმერული...) განეკუთვნება. ბუნებრივია, უპირატესობა მიეცეს ტერმინს, რომელიც ახლანდელ ვიტარებას ემყარება და მასთან გეოგრაფიულ ტერმინში („კავკასიის ენები“) არ აირევა.


ივ. ჯავახიშვილი ამ ენებს უწოდებდა — ქართულ-შარომატულს.


ი. კარსტი ტერმინ „იბერიულ-კავკასიური ენების“ ქვეშ მოიაზრებდა „კავკასიურ“ (ჩრდილოკავკასიურ და ქართველურ ენებს) და „იბერიულ“ (პირინეის ნახევარკუნძულის ძველი იბერებისა და ახლანდელი ბასკების) ენას[4]. ამ შემთხვევაში იბერიულ-კავკასიური ძველისძველი ჰიპოთეზური ენობრივი წრის „მაკროსამყაროს“ გულისხმობს.


შესაბამნისად ტერმინი — „იბერიულ-კავკასიური ენები“, როგორც რეალური „მიკროწრე“ თავისთავში არ გამორიცხავს ჰიპოთეზური ენების „მაკროსამყაროს“ არსებობას. ამრიგად აღნიშნული ტერმინი უფრო გამოსადეგია ყველა არსებული ტერმინისაგან განსხვავებით.



იბერიულ-კავკასიურ ენათა დაჯგუფება |


იბერიულ-კავკასიური ენებს მ. ქურდიანი ყოფს სამ[2] (არნოლდ ჩიქობავას მიხედვით დაყოფილია იყო ოთხ: ქართველურ, აფხაზურ-ადიღურ, ნახურ და დაღესტნურ[5][6]) ენობრივ ჯგუფად და მრავალრიცხოვან ქვე-ჯგუფებად. ეს ენებია:


1. ქართველური ენები (ბასკურ-ქართველური ენები[2])

  • ქართული (დამწერლობიანი V საუკუნიდან; გურული დიალექტები (ზემო გურული დ.ქვემო გურული დ.) • ინგილოური დიალექტები (ზემო ინგილოური დ.ქვემო ინგილოური დ.) • იმერული დიალექტები (ზემო იმერული დ.ქვემო იმერული დ.) • ფერეიდნული დიალექტები • რაჭული დიალექტები (ზემო რაჭული დ.მთარაჭული დ.ქვემო რაჭული დ.) • აჭარული დ.გუდამაყრული დ. თიანური დ.თუშური დ.იმერხეული დ.კახური დ.ლეჩხუმური დ.ლივანური დ.მაჭახლური დ.მესხური დ.მთიულური დ.მოხევური დ.ტაოური დ.ფშავური დ.ქართლური დ.ხევსურული დ.ჯავახური დ.)


  • სვანური (დამწერლობიანი; ზემოსვანური დიალექტები [ბალსზემოური დ.ბალსქვემოური დ.] • ქვემოსვანური დიალექტები [ლენტეხური დ.ლაშხური დ.ჩოლურული დ.])

  • ზანური ენები


  • ლაზური (დამწერლობიანი; ათინურ-ართაშნული დ.ვიწურ-არქაბული დ.ხოფურ-ჩხალური დ.)


  • მეგრული (დამწერლობიანი; ზუგდიდურ-სამურზაყნოული დ.მარტვილურ-სენაკური დ.)


2. აფხაზურ-ადიღური ენები
2.1. აფხაზურ-აბაზური ენები

  • აფხაზური (დამწერლობიანი; აბჟუური დ.ბზიფური დ.)


  • აბაზური (დამწერლობიანი; აშხარული დ.ტაპანთური დ.)


2.2. ჩერქეზული ენები

  • ადიღეური (დამწერლობიანი; აბაძეხური დ.ბჟედუღური დ.თემირგოული დ.შაფსუღური დ.ჭემგუური დ.)


  • ყაბარდოული (დამწერლობიანი; ბესლანური დ.დიდყაბარდოული დ.მოზდოკური დ.)


2.3. უბიხური (მკვდარი, უდამწერლობო)


3. ნახურ-დაღესტნური ენები
3.1. ნახური ენები (აჴიური დ., ბარის დ., ინგუშური დ., ქისტური დ., შაროული დ., ჭებერლოური დ.)


  • ბაცბური (უდამწერლობო)

  • ვაინახური ენები


  • ჩეჩნური (დამწერლობიანი)


  • ინგუშური (დამწერლობიანი)


3.2. დაღესტნური ენები
3.2.1. ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ენები


  • ხუნძური (დამწერლობიანი)

  • ანდიური ენები


  • ანდიური (დამწერლობიანი 2018 წლიდან)


  • ბოთლიხური (3.000)


  • ღოდობერიული (2.500)


  • კარატაული (5.000)


  • ახვახური (5.000)


  • ბაგვალალური (4.000)


  • ტინდიური (5.000)


  • ჭამალალური (4.000)

  • დიდოურ-ჰინუხური ენები

  • დიდოური (ქიდიროულ-ასახური დ.საგადიური დ.ჰინუხური დ.)


  • ხვარშიული (ხვარშიული დ.ინხოყვარული დ.)


  • ბეჟიტური (ბეჟიტურ-ჰუნზიბური) (ბეჟიტური დ. [ტლადალური კ.ხაშარხოტული კ.ბეჟტური კ.] ჰუნზიბური დ. [ღარბუთლურ-ნაჰადური თ.ჰუნზიბური თ.])


3.2.2. ლაკურ-დარგუული ენები

  • ლაკური (ვიცხიური კ.ღუმუხური კ.ვიხლიური კ. და სხვ.)


  • დარგუული (ჰურახული დ.ახუშური დ.წუდახარული)


3.2.3. ლეზგიური ენები

  • ხინალუღური (1.000)


  • არჩიბული (1.000)


  • თაბასარანული (54.574)


  • აღულური (8.782)


  • რუთულური (11.933)


  • წახური (10.719)


  • ბუდუხური (1.000)


  • უდიური (4.000)


  • ლეზგიური (304.087)


  • კრიწული (6.000)


  • ალბანური ენა (მკვდარი, დამწერლობიანი V-VII საუკუნეებში)





ლიტერატურა |


  • Коряков Ю.Б. Атлас кавказских языков. Москва, 2006


რესურსები ინტერნეტში |


  • TITUS-ის ენათა რუკა

  • აშშ-ის ცსბ-ს ეთნოლინგვისტური რუკა

  • მეთიუ დრაერის ლინგვისტური რუკა

  • წითელი წიგნის რუსეთის იმპერიის ხალხთა კავკასიის განყოფილება


  • იბერიულ-კავკასიური კავშირები ტიპოლოგიურ პერსპექტივაში — ბასკთა, ქართველთა და სხვა ერგატიულ ენათა ღრმა ლინგვისტური ანალიზი.

  • ა. ჩიქობავს ლინგვისტიკის ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

  • კავკასიურ ენათა ატლასი (იური კორიაკოვის მიერ)


სქოლიო |




  1. არნ. ჩიქობავა, „ენათმეცნიერების შესავალი“, თბ., 2008 წ.

  2. 2.02.12.2მ. ქურდიანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“, თსუ, 2007


  3. B. Geiger, T. Halasi - Kun, A. Kuipers, K. Menges, „Peoples and Languages of the Caucasus“ 1959


  4. Jos. Karst, „Grundzüge der vergleichenden Grammatik des Ibero-Kaukasischen“, Lpz, 1934


  5. არნ. ჩიქობავა, „ენათმეცნიერების შესავალი“, თბ., 2008 წ.


  6. არნ. ჩიქობავა, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი“, თბ., 1979, გვ. 7








(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იბერიულ-კავკასიური_ენები&oldid=3700391“-დან













სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.068","walltime":"0.185","ppvisitednodes":"value":254,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":632,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":204,"limit":2097152,"expansiondepth":"value":7,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":2595,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 125.015 1 თარგი:სქოლიო","100.00% 125.015 1 -total"," 2.50% 3.131 1 თარგი:Main_other"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.003","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":551693,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1330","timestamp":"20190905110946","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d8u10d1u10d4u10e0u10d8u10e3u10da-u10d9u10d0u10d5u10d9u10d0u10e1u10d8u10e3u10e0u10d8 u10d4u10dcu10d4u10d1u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q169921","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q169921","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-12-04T18:25:51Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/4/4c/Caucasus_Ethnic_Groups_2010.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":130,"wgHostname":"mw1256"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單