Skip to main content

ლადო გუდიაშვილი სექციების სია ბიოგრაფია | ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიულადო გუდიაშვილილადო გუდიაშვილის ცხოვრება, შემოქმედება, საგამოფენო დარბაზიგუდიაშვილი არაბულის გალერეაში, თბილისილადო გუდიაშვილის ცხოვრება, შემოქმედება, გალერეარ

ალექსანდრე შარვაშიძეალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანიბენო გორდეზიანიდავით კაკაბაძედიმიტრი შევარდნაძეელენე ახვლედიანიემა ლალაევა-ედიბერიძევალერიან სიდამონ-ერისთავიზიგმუნტ ვალიშევსკიილია ზდანევიჩიირაკლი გამრეკელიირინა შტენბერგიკირილ ზდანევიჩიკლარა კვესილადო გუდიაშვილიმიხეილ გოცირიძემიხეილ ჭიაურელიპეტრე ოცხელიქეთევან მაღალაშვილი


სსრკ-ის სახალხო მხატვრებიქართველი მხატვრებითბილისის საპატიო მოქალაქეები (1979)დაბადებული 30 მარტიდაბადებული 1896გარდაცვლილი 19 ივლისიგარდაცვლილი 1980მთაწმინდის პანთეონში დაკრძალულები


30 მარტი1896თბილისი19 ივლისი1980მე-20 საუკუნისქართველი1950სსრკ-ის სახალხო მხატვარი1970ე. თაყაიშვილისთბილისის სამხატვრო აკადემიაში1957“ცისფერყანწელებსსიმბოლიზმისამედეო მოდილიანისნატალია გონჩაროვასმიხაილ ლარიონოვსნიკო ფიროსმანაშვილისთბილისიგრიგოლ რობაქიძეკონსტანტინე გამსახურდიაალეგორიებსქაშვეთის ეკლესიის










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ლადო გუდიაშვილი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






Disambig-dark.svg

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუდიაშვილი.



















ლადო გუდიაშვილი

Lado Gudiashvili 01.jpg
სრული სახელი
ვლადიმერ დავითის ძე გუდიაშვილი
დაიბადა
30 მარტი, 1896
დაბადების ადგილი
თბილისი
გარდაიცვალა
19 ივლისი, 1980
გარდაცვალების ადგილი
იქვე
ეროვნება
ქართველი
სფერო
მხატვრობა
ჯილდოები
საქართველოს სახალხო მხატვარი (1950)
საიტი
http://www.art.edu.ge

ვლადიმერ (ლადო) დავითის ძე გუდიაშვილი (დ. 30 მარტი, [ძვ. სტ. 18 მარტი], 1896, თბილისი — გ. 19 ივლისი, 1980, იქვე) — მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1950), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1966), სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1970), პროფესორი.




სექციების სია





  • 1 ბიოგრაფია


  • 2 ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი


  • 3 ლიტერატურა


  • 4 რესურსები ინტერნეტში




ბიოგრაფია |


დაიბადა თბილისში 1896 წლის 30 მარტს რკინიგზის მუშის ოჯახში. სწავლობდა თბილისში, კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში (1910–1914). 1914 წელს ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" დაიბეჭდა მისი პირველი ნახატები. 1916 წელს სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება; 1917 წელს მონაწილეობდა ე. თაყაიშვილის მიერ მოწყობილ სამხრეთ საქართველოს ექსპედიციაში - გაეცნო ქართულ ძეგლებს, იღებდა ფრესკების პირებს. 1919 წელს მონაწილეობდა რესტორან "ქიმერიონის" მოხატვაში (თბილისი), ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაში (70-ზე მეტი ნამუშევარი); 1919–1926 წლებში პარიზში მეცადინეობდა რონსონის ე. წ. "თავისუფალ აკადემიაში". მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, ბელგიაში, ამერიკაში და სხვა. 1922 და 1925 წელს პერსონალური გამოფენები გამართა პარიზში. პრესა ფართოდ აშუქებდა მის შემოქმედებას. 1925 წელს პარიზში გამოვიდა წიგნი გუდიაშვილის შესახებ, მისი ნამუშევრები შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა, მადრიდის მუზეუმმა "პრადომ".


1926–1932 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში გუდიაშვილი ასწავლიდა მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას, აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი (წიგნების გაფორმება, ილუსტრაციები), თეატრისა და კინოს მხატვარი, მონუმენტალისტი. 1957 წელს თბილისში გაიმართა მისი ნაწარმოებების დიდი რეტროსპექტული გამოფენა, რომელსაც განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად (შემდეგ გამოფენა გადაიტანეს მოსკოვში). გუდიაშვილი ეკუთვნის ქართველ მხატვართა იმ თაობას, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ხელოვნებაში ეროვნული ფორმის ძიება. გუდიაშვილისთვის მიუღებელი იყო აბსტრაქციონიზმის სხვადასხვა სახეები, კუბიზმი, მაგრამ მას იმთავითვე ჰქონდა მიდრეკილება დეკორაციულობისა და მახვილი ექსპრესიულობისადმი, რაშიაც იგი ეროვნულ თავისებურებათა გამოვლინებას ხედავდა. დიდი გავლენა მოახდინა მასზე ძველმა ქართულმა კედლის მხატვრობამ და მინიატურამ. შემოქმედების პირველ წლებში გუდიაშვილის თემატიკა მოიცავდა, ერთი მხრით, ძველი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს (შესაძლებელია, ამ მხრივ მნიშვნელობა ჰქონდა გუდიაშვილის შეხვედრას ნ. ფიროსმანაშვილთან), მეორე მხრით საქართველოს წარსულის მიერ შთაგონებილ ლეგენდებსა და სიუჟეტებს ("კინტოების ქეიფი ქალთან", 1919; "მოქეიფენი ეტლში", "თევზი ცოცხალი", "სადღეგრძელო გარიჟრაჟზე", სამივე 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ნადირობა", 1920, მხატვრის სახელოსნო; "იდილია", 1920, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი; "ქალი კლდეებში", 1923, მხატვრის სახელოსნო; "ირმის ტბის პირას", 1923 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი და სხვა). თბილისური ბოჰემისადმი მიძღვნილ საუკეთესო სურათებში მხატვარი ღრმა დრამატულ გამომსახველებას აღწევს. პარიზში ყოფნის დროს ჩაეყარა საფუძველი მორალური და სოციალური თემებისადმი მიძღვნი სატირული ხასიათის ნახატების ციკლსაც.


საქართველოში დაბრუნების შემდეგ გუდიაშვილის თემატიკა ფართოვდება. მის შემოქმედებაში აისახა ქართველი ხალხის წარსული ("ლეგენდა თბილისის დაარსებაზე", 1946, თბილისის მასწავლებლის სახლი; "ყეენობა თბილისში", 1937, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "საკადრისი პასუხი", 1945, მხატვრის სახელოსნო და სხვა).


გარკვეული პერიოდი გუდიაშვილი ეკუთვნოდა ქართველ პოეტთა ჯგუფს “ცისფერყანწელებს” (1914–1918), რომელთა მიზანი ქართული ეროვნული ხასიათის ევროპული და კერძოდ ფრანგული სიმბოლიზმის შემოქმედებით სტრუქტურასთან ორგანული შერწყმა იყო. პარიზში ის განთქმული ”ლა რუშის” მწერალთა კოლონიის ხშირი სტუმარი იყო. აქ ის ხვდება ზულოაგას, ამედეო მოდილიანის, ნატალია გონჩაროვას და მიხაილ ლარიონოვს. გუდიაშვილის ამ დროინდელ ნამუშევრებს ნიკო ფიროსმანაშვილის დიდი გავლენა ეტყობა.


მომხიბვლელი ქართული ადათ-წესებით აღსავსე მხატვრის ადრეულ ნამუშევრებში დრამატული გროტესკი შერწყმულია პოეტური მისტერიის შარმთან (“თევზი ცოცხალი” 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). კავკასიურ და სპარსულ ტრადიციებთან სიახლოვე უფრო აშკარა ხდება მხატვრის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1926). გუდიაშვილის ფერები უფრო თბილი ხდება, ხოლო მსოფლიოს, როგორც თეატრის, აღქმა კი უფრო ძლიერი (გუდიაშვილის ნამუშევართა დიდი ნაწილი ოპერისა და ბალეტის კოსტიუმირებულ პერსონაჟებს ასახავს). მის თანამემამულეთა მსგავსად (გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია), გუდიაშვილი ხშირად იყენებს მითოლოგიურ ალეგორიებს (“სერაფიტას გასეირნება” 1940), რომლის ცენტრშიც გრაციოზულად მომხიბლავი ქალბატონი წარმოდგენილია როგორც იდუმალი “დედამიწის ქალღმერთი”.


გუდიაშვილი ასევე ცნობილია, როგორც მონუმენტალისტი. 1946 წელს მან ქაშვეთის ეკლესიის (თბილისი) კედლები მოხატა, რისთვისაც ის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიდან, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა, დაითხოვეს.


გუდიაშვილი ასევე მუშაობდა, როგორც წიგნების ილუსტრატორი, კინოსა და თეატრის დეკორატორი. გარდაიცვალა 1980 წლის 20 ივლისს, თბილისში.



ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი |


ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი დაარსდა 2011 წლის მაისში, საქართველოში, ქ. თბილისში, ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე. ის გახდა ერთ-ერთი გამორჩეული საგამოფენო სივრცე, სადაც ფართო აუდიტორიას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ლადო გუდიაშვილის შემოქმედებასა და ცხოვრებას. საგამოფენო დარბაზში პერიოდულად იცვლება მხატვრის ექსპოზიცია და დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს გუდიაშვილის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებს.


ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში სხვადასხვა საგამოფენო სივრცეა, რაც ვიზიტორს შესაძლებლობას აძლევს დაათვალიეროს გუდიაშვილის მუდმივმოქმედ გამოფენებთან ერთად, თანამედროვე მხატვრების გამოფენები, გაეცნოს სხვადასხვა პროგრამას და ღონისძიებას.



ლიტერატურა |


  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 51

  • Ладо Гудиашвили. Книга воспоминаний. Статьи. Из переписки. Современники о художнике. М., 1987

  • Ладо Гудиашвили (альбом). Л., 1983


რესურსები ინტერნეტში |


  • ლადო გუდიაშვილი

  • ლადო გუდიაშვილის ცხოვრება, შემოქმედება, საგამოფენო დარბაზი

  • გუდიაშვილი არაბულის გალერეაში, თბილისი

  • ლადო გუდიაშვილის ცხოვრება, შემოქმედება, გალერეა


(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლადო_გუდიაშვილი&oldid=3685774“-დან













სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.372","walltime":"0.482","ppvisitednodes":"value":5261,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":31187,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":10458,"limit":2097152,"expansiondepth":"value":33,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":0,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 418.850 1 -total"," 88.29% 369.814 1 თარგი:ინფოდაფა_მხატვარი"," 86.89% 363.920 1 თარგი:ინფოდაფა"," 34.46% 144.333 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 34.16% 143.078 1 თარგი:Wikidata/p18"," 22.52% 94.333 4 თარგი:Wikidata"," 22.01% 92.169 1 თარგი:გამოსახულების_ფორმატირება"," 20.32% 85.095 1 თარგი:Str_right"," 19.54% 81.834 1 თარგი:Str_sub_long"," 10.22% 42.812 1 თარგი:ქართული_მოდერნიზმი"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.067","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":1478965,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1262","timestamp":"20190923084804","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10dau10d0u10d3u10dd u10d2u10e3u10d3u10d8u10d0u10e8u10d5u10d8u10dau10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D_%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q1694168","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q1694168","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-12-08T01:14:42Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/7/70/Lado_Gudiashvili_01.jpg","headline":"u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10d8 u10e4u10d4u10e0u10dbu10ecu10d4u10e0u10d8."(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":126,"wgHostname":"mw1247"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單