Skip to main content

გორის მუნიციპალიტეტი სექციების სია გეოგრაფიული მდებარეობა | ადგილობრივი თვითმმართველობა | მოსახლეობა | ბუნება | ეკონომიკა | კულტურა | დაძმობილებული ქალაქები და მუნიციპალიტეტები | ღირსშესანიშნაობანი | გალერეა | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ41°58′00″ ჩ. გ. 44°06′00″ ა. გ. / 41.966694° ჩ. გ. 44.100000° ა. გ. / 41.966694; 44.100000გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი თვითმმართველი ერთეულების ჩამოყალიბებაEthnic composition of Georgia 2014საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — გორის მუნიციპალიტეტიადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; მუხლი 151. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრებიGeorgia divisionრრ

გორის მუნიციპალიტეტისაქართველოს მუნიციპალიტეტები


საქართველოშიშიდა ქართლის მხარეში200615 დეკემბრიდანგორიმტკვარილიახვიტანათეძამიგორიჯვარი1917ტფილისის გუბერნიისგორის მაზრაშიცხინვალის რაიონიგორიკასპისქარელისბორჯომისაწალკისტირიფონჰესიევროპის ავტომაგისტრალი E60ატენის სიონის ტაძარიუფლისციხე










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები"u003Eu003Cimg alt="Khevi, Georgia — View of Gergeti Trinity Church.jpg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/100px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg" decoding="async" width="100" height="57" data-file-width="900" data-file-height="510" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები"u003Eეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლებისu003C/au003E კონკურსი დაიწყო! ჩაერთეთ და მოიგეთ პრიზები!u003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




გორის მუნიციპალიტეტი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search
































გორის მუნიციპალიტეტი


SK-Gori-ka.svg






დროშა

გერბი

Flag of Gori Municipality.svg

Gori COA.svg

ქვეყანა
საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი
შიდა ქართლის მხარეშიდა ქართლის მხარე
ადმ. ცენტრი
გორი
კოორდინატები
41°58′00″ ჩ. გ. 44°06′00″ ა. გ. / 41.966694° ჩ. გ. 44.100000° ა. გ. / 41.966694; 44.100000
საკრებულოს
თავმჯდომარე

დავით რაზმაძე
ფართობი
2,320 კმ²
ცენტრის სიმაღლე
588 მეტრი
მოსახლეობა
Decrease2.svg 77 549 (2014) კაცი
სიმჭიდროვე
33,33 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა

ქართველები 96,9 %
ოსები 1,5 %
სომხები 0,6 %
აზერბაიჯანელები 0,6 %
რუსები 0,2 %[1]
სასაათო სარტყელი
UTC+04:00
სატელეფონო კოდი
(+995) 370
საფოსტო ინდექსი
1400–1499
ოფიციალური საიტი
https://www.gori.gov.ge/

გორის მუნიციპალიტეტი ვიკისაწყობში

გორის მუნიციპალიტეტი, ოფიციალურად სსიპ „გორის მუნიციპალიტეტი“[2] (ს/ნ. 218086087) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტი 2006 წლის 15 დეკემბრიდან. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. გორი.


გორის თვითმმართველი ერთეული აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. შიდა ქართლის ყველაზე დიდ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომლის ფართობიც 2327 კმ²-ია, რეგიონის ტერიტორიის 53 % უკავია. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ლიახვი, ტანა, თეძამი. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია გორიჯვარი და ბოშური.


რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. 1991-2006 წლებში მას ჰქონდა მიერთებული ყოფილი ცხინვალის რაიონი[3].2006 წლიდან ძველ საზღვრებში ეწოდა გორის მუნიციპალიტეტი. 2014-17 წლებში მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი იყო ქალაქი გორი.[4]




სექციების სია





  • 1 გეოგრაფიული მდებარეობა


  • 2 ადგილობრივი თვითმმართველობა


  • 3 მოსახლეობა

    • 3.1 აღწერის მონაცემები



  • 4 ბუნება

    • 4.1 რელიეფი


    • 4.2 ჰავა


    • 4.3 შიგა წყლები


    • 4.4 ნიადაგები


    • 4.5 მცენარეული საფარი


    • 4.6 ცხოველთა სამყარო


    • 4.7 ძირითადი ლანდშაფტები



  • 5 ეკონომიკა


  • 6 კულტურა


  • 7 დაძმობილებული ქალაქები და მუნიციპალიტეტები


  • 8 ღირსშესანიშნაობანი


  • 9 გალერეა


  • 10 ლიტერატურა


  • 11 რესურსები ინტერნეტში


  • 12 სქოლიო




გეოგრაფიული მდებარეობა |


გორის მუნიციპალიტეტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. გორის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორია (ცხინვალის რეგიონი), აღმოსავლეთით — კასპის, დასავლეთით — ქარელის, სამხრეთით კი ბორჯომისა და წალკის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. მუნიციპალიტეტში შედის 1 საქალაქო (გორი), 22 სასოფლო თემი (ატენი, ახალუბანი, ბერბუკი, ბოშური, დიცი, ვარიანი, ზეღდულეთი, კარალეთი, მერეთი, მეჯვრისხევი, მღებრიანი, ნიქოზი, საყავრე, სკრა, ტინისხიდი, ტირძნისი, ტყვიავი, ქვახვრელი, შავშვები, შინდისი, ძევერა, ხიდისთავი) და 143 სოფელი.



ადგილობრივი თვითმმართველობა |


გორის მუნიციპალიტეტში 23 ტერიტორიული ერთეულია, ესენია:


  1. ქალაქი გორის ადმინისტრაციული ერთეულები: დევნილთა ჩასახლება, ვერხვების დასახლება, კვერნაქის დასახლება, კომბინატის დასახლების 1-ლი უბანი, კომბინატის დასახლების მე-2 უბანი, სადგური-ელექტროფიკაციის დასახლება, ცენტრალური დასახლების მე-2 უბანი, წმინდაწყლის (ვოლოგდის) მე-2 უბანი, წმინდაწყლის 1-ლი უბანი, ჭალა-წყაროსუბნის დასახლება, ცენტრალური დასახლების 1-ლი უბანი;

  2. ადმინისტრაციული ერთეული ბერბუკი — ბერბუკი, თორტიზა, რეხა, სვენეთი, ხელთუბანი;

  3. ადმინისტრაციული ერთეული კარალეთი — დიდი გარეჯვარი, კარალეთი, პატარა გარეჯვარი, სათბურის დასახლება;

  4. ადმინისტრაციული ერთეული შავშვები — ნადარბაზევი, ნაწრეტი, ქვემო შავშვები, შავშვები, წითელუბანი, ხურვალეთი;

  5. ადმინისტრაციული ერთეული მეჯვრისხევი — ზერტი, კვარხეთი, მეჯვრისხევი, ფაბრიკის დასახლება;

  6. ადმინისტრაციული ერთეული მერეთი — გუგუტიაანთ კარი, ზარდიაანთ კარი, კარბი, კოშკა, მერეთი, ქერე;

  7. ადმინისტრაციული ერთეული სკრა — ახალხიზა, დიდი გორიჯვარი, კოშკები, პატარა გორიჯვარი, რიეთი, სკრა;

  8. ადმინისტრაციული ერთეული ტირძნისი — ბროწლეთი, ერგნეთი, თერგვისი, მეღვრეკისი, ტირძნისი;

  9. ადმინისტრაციული ერთეული დიცი — არბო, დიცი, ქორდი;

  10. ადმინისტრაციული ერთეული ტინისხიდი — თედოწმინდა, ორთაშენი, ტინისხიდი;

  11. ადმინისტრაციული ერთეული ვარიანი — არაშენდა, ახალდაბა, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი;

  12. ადმინისტრაციული ერთეული ქვახვრელი — ველები, უფლისციხე, ქვახვრელი;

  13. ადმინისტრაციული ერთეული შინდისი — ფხვენისი, ქვემო ხვითი, ყელქცეული, შინდისი;

  14. ადმინისტრაციული ერთეული ძევერა — სათემო, ქიწნისი, შერთული, ძევერა;

  15. ადმინისტრაციული ერთეული ზეღდულეთი — ახალშენი, ბერშუეთი, ზემო სობისი, ზეღდულეთი, კირბალი, ქვემო ახალ, ქვემო სობისი;

  16. ადმინისტრაციული ერთეული ახალუბანი — აძვი, ახალუბანი, ახრისი, მუმლაანთ კარი, ქვემო არცევი, ქვეში, ციცაგიაანთკარი, ჯარიაშენი;

  17. ადმინისტრაციული ერთეული ატენი — ატენი, ბნავისი, ზემო ქსოვრისი, იკვნევი, ოლოზი, ღვარები, წედისი, ხანდისი;

  18. ადმინისტრაციული ერთეული ნიქოზი — ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ნიქოზი;

  19. ადმინისტრაციული ერთეული მღებრიანი — ბორცვანა, დიდი წერეთი, დიდი ჭვარები, მღებრიანი, ოქიანი, პატარა წერეთი, პატარა ჭვარები, პიტნარა, სახორცე, ტამი, ჭანჭახა;

  20. ადმინისტრაციული ერთეული ბოშური — ბიისი, ბობნევი, გაგლოაანთუბანი, ზემო ბოშური, თხინალა, იფნარა, ლევიტანა, ორმოცი, ტუსრევი, ქვემო ბოშური, ყველაანთ უბანი;

  21. ადმინისტრაციული ერთეული საყავრე — გულხანდისი, დიდთავი, ზემო ახალ, ლული, ნადარბაზი, საყავრე, ფელი, ფიცესი, წითელი წყარო;

  22. ადმინისტრაციული ერთეული ტყვიავი — მარანა, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი;

  23. ადმინისტრაციული ერთეული ხიდისთავი — ხიდისთავი.


მოსახლეობა |



აღწერის მონაცემები |


















წლები[5]1989 წ. აღწ.1991'2002 წ. აღწ.2014 წ. აღწ.2016'2017'2018'
მოსახლეობა
Increase2.svg 149,759

Increase2.svg 151,4

Decrease2.svg 135,456

Decrease2.svg 125,692

Decrease2.svg 124,7

Decrease2.svg 123,8

Decrease2.svg 123,3


ბუნება |



რელიეფი |


გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ჩრდილოეთი ნაწილი (გორის ვაკე და შუა მტკვრის ხეობის ძირი) აგებულია მეოთხეული კონგლომერატებით, კენჭნარით, ქვიშნარითა და თიხნარით, სამხრეთის ნაწილი — თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი კალთა — უმთავრესად პალეოგენური ქვიშაქვებით, კონგლომერატებით, მერგელებით, თიხებით, კირქვებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით და ცარცული ასაკის ნალექებით: კირქვებით, მერგელებით, თიხებით, ავგიტიანი პორფირიტებით და მათი ტუფებით, ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით და სხვ. კვერნაქის ქედი, აგრეთვე თრიალეთის ქედის მთისწინეთის ნაწილი აგებულია ნეოგენური თიხებით, ქვიშაქვებით, იშვიათად კირქვებითა და მერგელებით. მუნიციპალიტეტში გამოიყოფა ოთხი მთავარი მორფოლოგიური ერთეული: 1. გორის ვაკე, რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაახლ. 39,7 % უჭირავს. მისი საშუალო სიმაღლეა 745 მ, დახრილია სამხრით და სამხრეთ-აღმოსავლეთით. მიკრორელიეფის მთავარი ელემენტებია ეროზიული ხეობები და მეოთხეული ტერასები, რომლებიც განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული მდ. ლიახვის გასწვრივ; 2. შუა მტკვრის ხეობა, რომლის ძირზე გაშლილია ვრცელი ტერასული ვაკეები. აქ აკუმულაციურ ფორმებთან ერთად გვხვდება რელიეფის დენუდაციური და მეწყრული ფორმები; 3. კვერნაქის ქედი. იგი ვაკის ზედაპირიდან 100-120 მ-ზეა, ხოლო მტკვრის ხეობის ძირიდან თითქმის 170-200 მ-მდე მაღლდება, უმაღლესი წერტილის აბსოლუტური სიმაღლე 879 მ აღწევს; 4. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი კალთა ჩრდილოეთისაკენ და ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიმართული შტოქედებითა და მათ შორის ღრმად ჩაჭრილი ეროზიული (ნაწილობრივ ტექტონიკური) ხეობებით. შტოქედები ზოგან მტკვრის ნაპირს ებჯინება და ციცაბოდ ეშვება ხეობაში. თრიალეთის ჩრდ. კალთისათვის ნიშანდობლივია საფეხურებად განლაგებული ძველი მოსწორებული ზედაპირები.



ჰავა |


გორის ვაკეზე და შუა მტკვრის ხეობაში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, ცხელი ზაფხულით და ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში, მთისწინეთსა და დაბალმთიან ზონაში ჰავა ზომიერად ნოტიოა ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით, ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში, საშუალმთიან ზონაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, ცივი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით, ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში. თრიალეთის ქედის თხემურ ზონაში ჰავა ზომიერად ნოტიოა ცივი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით, ნალექების მინიმუმით ზამთარში. ვაკე ნაწილში საშუალო წლიური ტემპერატურა 10-10,9 °C, მთიან ზონაში 7,7 °C ფარგლებში მერყეობს. იანვრის საშუალო ტემპერატურა ვაკეზე — 1,2 -1,7 °C, ხოლო მთიან ზონაში — 3,2 °C-მდე ეცემა, უფრო დაბალი ტემპერატურაა საშუალო და მაღალმთიან ზონაში. ვაკეზე აგვისტოს საშუალო ტემპემპერატურაა 22,5 °C, დაბალმთიან ზონაში 18,6 °C. ვაკეზე აბსოლუტური მაქსიმუმი 38-40 °C აღწევს, მთიან ზონაში 36 °C. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა — 31 °C-მდეა, ვაკეზე ნალექები 585 მმ წელიწადში, დაბალმთიან ზონაში — 608 მმ. შედარებით მეტი ნალექი მოდის საშუალო და მაღალმთიან ზონაში. ნალექების მინიმუმი მოდის აგვისტოში (გორი 34 მმ), მაქსიმუმი — მაისში (სოფ. ორმოცი 84 მმ). გორის მუნიციპალიტეტში მთელი წლის განმავლობაში ქრის დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები, ჭარბობს დასავლეთის ქარი. მთიან სამხრეთ ნაწილში იცის მთა-ხეობათა ქარები.



შიგა წყლები |


მუნიციპალიტეტის ტერიტორიას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ კვეთს მდინარე მტკვარი, რომელსაც აქ ერთვის მდინარე ლიახეი (მარცხ.) და ტანა (მარჯვ.). სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია: პატარა ლიახვი, მეჯუდა (ლიახვის მარცხენა შენაკადები) და თეძამი (მტკვრის მარჯვენა შენაკადი). ლიახვსა და მისი სისტემის მდინარეებს სათავე კავკასიონის სამხრეთ კალთაზე აქვთ, ხოლო ტანასა და თეძამს — თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მუნიციპალიტეტის მდინარეები საზრდოობენ წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით, ლიახვი საზრდოობს აგრეთვე მყინვარული წყლით. მდინარეების წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარში. გორის მუნიციპალიტეტის მდინარეები გამოყენებულია სარწვავად და ენერგეტიკის მიზნით. გაყვანილია სარწვავი სისტემები: ტირიფონის. დოეს-გრაკალის, სკრა-ქარელის, სალთვისისა და სხვა არხები. ტირიფონის სარწყავ არხზე აგებულია ტირიფონჰესი.



ნიადაგები |


ვაკეზე გავრცელებულია ალუვიური (ძველი ალუვიური), მდელოს კარბონატული და ალუვიური ყავისფერი კარბონატული, ნიადაგები. თრიალეთის ქედის კალთაზე (ქვემოთ), მთისწინეთში და კვერნაქის ქედზე ტყის ყავისფერი ნიადაგებია. საშუალმთიან ზონაში განვითარებულია მცირე და საშუალო სისქის ტყის ყომრალი და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგები. ტყის ზონის ზემოთ მთის მდელოს კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგებია. აქა-იქ (კეერნაქზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე) გვხვდება სხეადასხვა ტიპის მცირე სისქის სუსტად განვითარებული ნიადაგები, რომლებიც ზოგან ძლიერადაა ჩამორეცხილი. ალუვიური ნიადაგები, ასევვ ტყის ყავისფერი ნიადაგები მაღალნაყოფიერია და გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის (ბაღები, ვენახები, მარცვლეული კულტურები, ბოსტნეული).



მცენარეული საფარი |


გორის მუნიციპალიტეტის მცენარეულობა მრავალფეროვანია. ვაკეზე ძირითადად კულტურული მცენარეულობაა, მაგრამ შერჩენილია ბუნებრივი მცენარეულობაც. მდინარეთა გასწერივ გვხვდება ჭალის ტყეები. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მცენარეულობის სიმაღლებრივი ზონალურობაა: მთისწინეთსა და კალთების ქვემო ნაწილში განვითარებულია მუხნარ-ჯაგრცხილნარი და ჯაგეკლიანები, უფრო ზემოთ — მუხნარ-რცხილნარი, რომელსაც ტყის ზოლის ზემო ნაწილში წიფლნარი ცვლის. არის წიწვიანებიც (ფიჭვნარი, ნაძვნარ-სოჭნარი). თრიალეთის ქედის თხემურ ნაწილში სუბალპური მდელოებია. მთისწინეთში, კვერნაქის ქედზე და ვაკეზე ფართოდაა გაერცელებული ჯაგეკლიანი მუხქნარი და ველის ბალახმცენარეულობა.



ცხოველთა სამყარო |


გორის მუნიციპალიტეტში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება გარეული ღორი, შველი, ირემი, კვერნა, მაჩვი, დედოფალა, მგელი, ტურა, მელა, მურა დათვი, ტყის კატა, ფოცხვერი, ფართოდ არიან გავრცელებული ციყვი, თაგვისებრი მღრღნელები, კურდღელი, ზღარბი, თხუნელა და სხვა; ფრინველებიდან აღსანიშნავია როჭო, გნოლი, კაკაბი, მიმინო, ქორი, შევარდენი, სვავი, ყორანი, ბეღურა, მწვერჩიტა და სხვა; ქვეწარმავლებიდან — კუ, ნაირგვარი ხვლიკები და გველები; ამფიბიებიდან — ბაყაყი, გომბეშო, ვასაკა, ტრიტონი, თევზებიდან — ციმორი, მურწა, წვერა, ხრამული, ტობი და სხვა.



ძირითადი ლანდშაფტები |


გორის მუნიციპალიტეტში განვითარებულია ოთხი სახის ლანდშაფტი: 1. ზომიერად მშრალი ჰავის სუბტროპიკული ვაკეების ჯაგეკლიანი სტეპი ალუვიურ და მდელოს ყავისფერ ნიადაგებზე, 2. ზომიერად მშრალი ჰავიანი ბორცვიან-სერებიანი მთისწინეთის ბუჩქოვან-სტეპიანი და მეჩხერტყიანი ლანდშაფტი ტყის ყავისფერ ნიადაგებზე, 3. ზომიერ ნოტიო ჰაერანი შერეულფოთლოვანი და წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყის ლანდშაფტი ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე, 4. ბუჩქოვან-მდელოიანი სუბალპები.



ეკონომიკა |


მუნიციპალიტეტში რამდენიმე სამრეწველო დაწესებულება ფუნქციონირებდა: ღვინის ქარხანა, ადგილობრივი მრეწველობის კომბინატი, ყველ-კარაქის ქარხანა და სხვა. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მეხილეობა, მებოსტნეობა-მებაღჩეობა, მოჰყავთ ასევე მარცვლეული კულტურები და ყურძენი. რაიონის ტერიტორიაზე გადის ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალი, ევროპის ავტომაგისტრალი E60 და სხვა საავტომობილო გზები.



კულტურა |


რაიონში 101 სახელმწიფო და 5 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 4 საშუალო პროფესიული და 3 უმაღლესი სასწავლებელი (ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 85 ბიბლიოთეკა, 5 თეატრი და 6 მუზეუმი.



დაძმობილებული ქალაქები და მუნიციპალიტეტები |



  • პოლონეთის დროშა ბიალისტოკი, პოლონეთი


  • ლიტვის დროშა ტრაკაი, ლიტვა


  • უკრაინის დროშა პავლოგრადი, უკრაინა


  • პოლონეთის დროშა კარტუზის მუნიციპალიტეტი, პოლონეთი


  • ლატვიის დროშა სალაცგრივა, ლატვია


  • უკრაინის დროშა მელიტოპოლი, უკრაინა


  • ისრაელის დროშა ლოდი, ისრაელი


  • ლატვიის დროშა პრეიკულეს მუნიციპალიტეტი, ლატვია


  • პოლონეთის დროშა გოლდაპის მუნიციპალიტეტი, პოლონეთი


  • პოლონეთის დროშა პიშის მუნიციაპალიტეტი, პოლონეთი


  • პოლონეთის დროშა ოლეცკოს მუნიციპალიტეტი, პოლონეთი


  • პოლონეთის დროშა გრიფინოს მუნიციპალიტეტი, პოლონეთი


  • პოლონეთის დროშა ელკის მუნიციპალიტეტი, პოლონეთი


  • პოლონეთის დროშა ოჟიშის მუნიციპალიტეტი, პოლონეთი


  • პოლონეთის დროშა რაჩიეჰოვიცას მუნიციპალიტეტი, პოლონეთი


ღირსშესანიშნაობანი |


მუნიციპალიტეტში ისტორიისა და კულტურის მრავალი ძეგლია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ატენის სიონის ტაძარი (VII ს.) და კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი უფლისციხე.



გალერეა |



ლიტერატურა |



  • ვ. კაკაბაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 227-228, თბ., 1978 წელი.

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 30, თბ., 1990 წელი.


რესურსები ინტერნეტში |


  • გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი თვითმმართველი ერთეულების ჩამოყალიბება


სქოლიო |




  1. Ethnic composition of Georgia 2014


  2. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — გორის მუნიციპალიტეტი


  3. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ


  4. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; მუხლი 151. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები


  5. Georgia division




(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გორის_მუნიციპალიტეტი&oldid=3697332“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.680","walltime":"0.892","ppvisitednodes":"value":9755,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":218557,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":146461,"limit":2097152,"expansiondepth":"value":33,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":2,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":5573,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 662.094 1 -total"," 73.10% 483.976 1 თარგი:ინფოდაფა_ადმინისტრაციული_ერთეული"," 68.79% 455.470 1 თარგი:ინფოდაფა"," 26.54% 175.720 35 თარგი:Wikidata"," 20.01% 132.452 167 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 13.42% 88.823 1 თარგი:Wikidata/p18"," 12.44% 82.342 1 თარგი:გამოსახულების_ფორმატირება"," 11.09% 73.424 1 თარგი:Str_right"," 10.37% 68.684 1 თარგი:Str_sub_long"," 9.85% 65.218 2 თარგი:ნავდაფა"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.117","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":2772333,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1272","timestamp":"20190704193422","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d2u10ddu10e0u10d8u10e1 u10dbu10e3u10dcu10d8u10eau10d8u10deu10d0u10dau10d8u10e2u10d4u10e2u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q1417170","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q1417170","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-03-24T05:57:37Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/f/f9/SK-Gori-ka.svg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":1080,"wgHostname":"mw1272"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單