Skip to main content

ვალიკო ჩუბინიძე ბიოგრაფია ლიტერატურა რესურსები ინტერნეტში ქართველები უცხოეთში

1 მაისი1891ქვაციხე22 აგვისტო1988ლევილიქართველი1924 წლის აჯანყებისმარქსისტულჭიათურისპარიზშიაკაკი ჩხენკელთანნოე ჟორდანიასსაქართველოს დამოუკიდებლობისლევილის






მთავარი მენიუს გახსნა



ვიკიპედია












ვალიკო ჩუბინიძე











function mfTempOpenSection(id)var block=document.getElementById("mf-section-"+id);block.className+=" open-block";block.previousSibling.className+=" open-block";






Disambig-dark.svg

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩუბინიძე (მრავალმნიშვნელოვანი).

ვალიკო ჩუბინიძე (დ. 1 მაისი, 1891, ქვაციხე — გ. 22 აგვისტო, 1988, ლევილი) — ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, 1924 წლის აჯანყების მონაწილე, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წევრი.




















ვალიკო ჩუბინიძე
დაბ. თარიღი
1 მაისი, 1891
დაბ. ადგილი
ქვაციხე, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი
22 აგვისტო, 1988
გარდ. ადგილი
ლევილი, საფრანგეთი
ეროვნება
ქართველი
პარტია
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები
სოციალ-დემოკრატია
მამა
ილარიონ ჩუბინიძე
შვილები
3



ბიოგრაფია



დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. ყრმობის წლები შავი ქვის მაღაროებში გაუტარებია. აქვე ეზიარა მარქსისტულ იდეებს. 1900–1905 წლები მისი რევოლუციური ნათლობის წლებია. 1911 წელს აირჩიეს სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის ჭიათურის კომიტეტის წევრად. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჯარში გაიწვიეს, იბრძოდა გერმანიისა და თურქეთის ფრონტებზე. 1917 წლის ბოლოს, ნიკოლოზ მეორის გადადგომისა და ფრონტის მოშლის შემდეგ, ჩავიდა თბილისში და ახლად შექმნილი სახალხო გვარდის წევრი გახდა. მონაწილეობდა გვარდიის ყველა ოპერაციაში, მათ შორის - არსენალის აღებაში.


საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ვალიკო ჩუბინიძე ემიგრაციაში არ წასულა, სამშობლოში დარჩა. განაახლა მუშაობა ჭიათურის მაღაროებში და არალეგალურად განაგრძო ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. ჭიათურელმა ამბოხებულებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, თითქმის უსისხლოდ აიღეს ჭიათურა და მისი ახლომახლო სოფლები. თუმცა გამარჯვებას მხოლოდ 24 საათი ზეიმობდნენ. აჯანყების დამარცხების შემდეგ ვალიკო ჩუბინიძე თბილისში ჩამოვიდა. აქაც არალეგალურად ცხოვრობდა, მაგრამ მიაგნეს და დაიჭირეს. პატიმრობაში დიდხანს არ ყოფილა, გაქცევა მოახერხა და თურქეთის გზით ემიგრაციაში წავიდა.


ვალიკო ჩუბინიძეს საქართველოში დარჩა ოჯახი. მან 1920 წლის იანვარში დაიწერა ჯვარი თამარ დავითის ასულ გოცაძეზე. სამი შვილი ჰყავდათ — თინა, პეტრე და დარეჯანი. ვალიკოს ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მისი ცოლ–შვილი მუდმივ რეპრესიებს განიცდიდა. ყმაწვილებმა მუდმივ დევნას ვერ გაუძლეს, პეტრე ბავშვობაშივე გარდაცვლილა, თინაც ახალგაზრდა დაიღუპა. მეუღლე, თამარ გოცაძე ორჯერ გადაასახლეს, 1937 და 1951 წლებში. გადასახლებიდან დაბრუნებული მამისეულ კერას დაუბრუნდა და 90 წელს გადაცილებული გარდაიცვალა 1991 წლის ზაფხულში.


1926 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. მუშაობდა აკაკი ჩხენკელთან. 1933 წლიდან, მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა საქართველოს ემიგრანტი მთავრობის ლეგალიზაცია გააუქმა, ეწეოდა საცალო ვაჭრობას. გამოსცა ნოე ჟორდანიას ემიგრაციაში დაწერილი ნაშრომები 1956 წელს, ამავე დროს ნივთიერ დახმარებას უწევდა მას. მისი წერილები ხშირად იბეჭდებოდა საზღვარგარეთის ქართულ პრესაში. პარიზში ორ ტომას გამოსცა „მოგონებანი“ (1938, 1953), რომელიც პირველწყაროს წარმოადგენს 1918–1921 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის და 1924 წლის აჯანყების ისტორიისთვის. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.





ლიტერატურა




  • შარაძე გურამ, „უცხოეთის ცის ქვეშ“ ტ. 3. გვ. 186-194, თბ., 1993

  • წერეთელი გიორგი. ვალიკო ჩუბინიძის მოგონებების გამო // თავისუფლების ტრიბუნა, N 5 — პარიზი, 1974.

  • „ქართველები უცხოეთში“, წ.1, გვ. 201.— თბილისი, 2012




რესურსები ინტერნეტში



  • ქართველები უცხოეთში


(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვალიკო_ჩუბინიძე&oldid=3621702“-დან







ვიკიპედია


შინაარსი წარმოდგენილია CC BY-SA 3.0 პირობებით (თუ სხვა არ არის მითითებული).








(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.108","walltime":"0.121","ppvisitednodes":"value":3698,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":10373,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":3355,"limit":2097152,"expansiondepth":"value":9,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":0,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 100.625 1 -total"," 92.05% 92.630 1 თარგი:ინფოდაფა_პოლიტიკოსი"," 86.28% 86.819 1 თარგი:ინფოდაფა"," 22.57% 22.706 165 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 7.80% 7.851 1 თარგი:მმ*"],"cachereport":"origin":"mw1333","timestamp":"20190423021713","ttl":2592000,"transientcontent":false););(window.NORLQ=window.NORLQ||[]).push(function()var ns,i,p,img;ns=document.getElementsByTagName('noscript');for(i=0;i-1)img=document.createElement('img');img.setAttribute('src',p.getAttribute('data-src'));img.setAttribute('width',p.getAttribute('data-width'));img.setAttribute('height',p.getAttribute('data-height'));img.setAttribute('alt',p.getAttribute('data-alt'));p.parentNode.replaceChild(img,p);});(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":124,"wgHostname":"mw1248"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

In Tikz, how to set a node's label alignment to the left?Rotate a node but not its content: the case of the ellipse decorationHow to define the default vertical distance between nodes?Numerical conditional within tikz keys?TikZ/ERD: node (=Entity) label on the insideLine up nested tikz enviroments or how to get rid of themVertically align a tikzpicture and forestDrawing tikz line in the margin for multiple pagesLongtable, contained tikz, padding, custom columns, and an alignment issueTikZ: define arrow starting position based on style and format node labelAlign node name in Tikz