ვალიკო ჩუბინიძე ბიოგრაფია

წერეთელი გიორგითავისუფლების ტრიბუნაქართველები უცხოეთში





//
if(window.top.location != window.self.location) window.top.location = window.self.location;
//


The National Library of Georgia
მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 







 შესვლა



ქართველები უცხოეთში


დასაწყისი 




ძიება




პიროვნების სახელი:


უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


• ბიოგრაფიის შემოთავაზება






ჩასწორება

ვალიკო ჩუბინიძე


ვალიკო ჩუბინიძე









დაბადების თარიღი:1 მაისი, 1891
გარდაცვ. თარიღი:22 აგვისტო, 1988  (97 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია



1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების აქტიური მონაწილე ვალიკო ილარიონის ძე ჩუბინიძე დაიბადა 1891 წლის 1 მაისს, სოფელ ქვაციხეში, ქ. ჭიათურის მახლობლად, ღარიბი გლეხის ოჯახში. ყრმობის წლები შავი ქვის მაღაროებში გაუტარებია. აქვე ეზიარა მარქსისტულ იდეებს. 1900–1905 წლები მისი რევოლუციური ნათლობის წლებია. 1911 წელს აირჩიეს სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის ჭიათურის კომიტეტის წევრად. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჯარში გაიწვიეს, იბრძოდა გერმანიისა და თურქეთის ფრონტებზე. 1917 წლის ბოლოს, ნიკოლოზ მეორის გადადგომისა და ფრონტის მოშლის შემდეგ,  ჩამოდის თბილისში და ახლად შექმნილი სახალხო გვარდის წევრი ხდება. მონაწილეობდა გვარდიის ყველა ოპერაციაში, მათ შორის - არსენალის აღებაში.


საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ვალიკო ჩუბინიძე ემიგრაციაში არ წასულა, სამშობლოში დარჩა. განაახლა მუშაობა ჭიათურის მაღაროებში და არალეგალურად განაგრძო ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. ჭიათურელმა ამბოხებულებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, თითქმის უსისხლოდ აიღეს ჭიათურა და მისი ახლომახლო სოფლები. თუმცა გამარჯვებას მხოლოდ 24 საათი ზეიმობდნენ. აჯანყების დამარცხების შემდეგ ვალიკო ჩუბინიძე თბილისში ჩამოვიდა. აქაც არალეგალურად ცხოვრობდა, მაგრამ მიაგნეს და დაიჭირეს. პატიმრობაში დიდხანს არ ყოფილა, გაქცევა მოახერხა და თურქეთის გზით     ემიგრაციაში წავიდა.


1926 წლიდან ვალიკო ჩუბინიძე პარიზშია. 1933 წლამდე მუშაობდა აკაკი ჩხენკელთან საქართველოს საელჩოში, რომელსაც იმ დროს ჯერ კიდევ სცნობდა საფრანგეთის ხელისუფლება. საქართველოს საელჩოს გაუქმების შემდეგ, 1933 წლიდან, სანამ 90 წელი არ შეუსრულდა, პარიზში საცალო ვაჭრობას ეწეოდა. ამასთან არც აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისათვის გაუნებებია თავი: ორი ათეული წლის განმავლობაში იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის პარიზის ორგანიზაციის თავმჯდომარე და სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს წევრი, ხოლო პავლე სარჯველაძის გარდაცვალების შემდეგ მისი თავმჯდომარე.


ვალიკო ჩუბინიძე ერთგულად ედგა მხარში სოციალ–დემოკრატთა ლიდერს ნოე ჟორდანიას, ეხმარებოდა მატერიალურადაც, საკუთარი სახსრებით გამოსცა მისი ემიგრაციაში დაწერილი ახალი ნაშრომები (პარიზი, 1956). თავად მისი  წერილებიც ხშირად იბეჭდებოდა საზღვარგარეთულ ქართულ პრესაში. ცალკეა აღსანიშნავი ორ ტომად გამოცემული მისი „მოგონებანი“ (პარიზი, 1938, 1953 წწ.), რომელიც ერთ-ერთ აუცილებელ პირველწყაროს წარმოადგენს როგორც რევოლუციური მოძრაობის, ისე საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდისა (1918 – 1921 წწ.) და, განსაკუთრებით, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილი 1924 წლის აგვისტოს ამბოხების ისტორიისათვის.


ვალიკო ჩუბინიძეს საქართველოში დარჩა ოჯახი. მას 1820 წლის იანვარში დაუწერია ჯვარი თამარ დავითის ასულ გოცაძეზე. სამი შვილი ჰყავდათ – თინა, პეტრე და დარეჯანი. ვალიკოს ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მისი ცოლ–შვილი მუდმივ რეპრესიებს განიცდიდა. ყმაწვილებმა მუდმივ დევნას ვერ გაუძლეს, პეტრე ბავშვობაშივე გარდაცვლილა, თინაც ახალგაზრდა დაიღუპა. მეუღლე, თამარ გოცაძე ორჯერ გადაასახლეს, 1937 და 1951 წლებში. გადასახლებიდან დაბრუნებული მამისეულ კერას დაუბრუნდა და  90 წელს გადაცილებული გარდაიცვალა 1991 წლის ზაფხულში.


ვალიკო ჩუბინიძე მეორედ არ დაოჯახებულა. თითქმის ას წელს მიტანებული გარდაიცვალა 1988 წლის 22 აგვისტოს, საფრანგეთში. დაკრძალულია ლევილის ქართულ საძმო სასაფლაოზე. სიცოცხლეში ცოლ–შვილის ნახვა აღარ ეღირსა. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოახერხეს დარეჯანმა და მისმა ქალიშვილმა უცნობი მამისა და ბაბუის საფლავის მონახულება, ქართული მიწა მოაყარეს და პანაშვიდიც გადაუხადეს პარიზის წმ. ნინოს ქართულ ეკლესიაში. 


წყარო: 


1. შარაძე გურამ. უცხოეთის ცის ქვეშ. ტ. 3. – თბ., 1993. – გვ. 186-194.


2. წერეთელი გიორგი. ვალიკო ჩუბინიძის მოგონებების გამო  // თავისუფლების ტრიბუნა. - პარიზი, 1974. – N 5


ქართველები უცხოეთში : .1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუმუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ. 201. 







გააზიარე:

 








_uacct = "UA-3029479-1";urchinTracker();

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

In Tikz, how to set a node's label alignment to the left?Rotate a node but not its content: the case of the ellipse decorationHow to define the default vertical distance between nodes?Numerical conditional within tikz keys?TikZ/ERD: node (=Entity) label on the insideLine up nested tikz enviroments or how to get rid of themVertically align a tikzpicture and forestDrawing tikz line in the margin for multiple pagesLongtable, contained tikz, padding, custom columns, and an alignment issueTikZ: define arrow starting position based on style and format node labelAlign node name in Tikz