Skip to main content

ერისთავი ლიტერატურა | სანავიგაციო მენიუ

წოდებებითანამდებობები ძველ საქართველოში


„ერი“ჯარისქართლის სამეფოშილეონტი მროველისფარნავაზმაეგრისისარაგვიდანბურდუჯიდანფარავნისათასისთავებისპასპეტისპასალარიპიტიახშსჯუანშერი"მატიანე ქართლისაჲ"ვახუშტი ბატონიშვილიმოხელებიზანტიის523ერისმთავარი888ბაგრატიონთამეფე-კურაპალატიერისთავთერისთავიმაგისტროსილიპარიტ I ბაღვაშიბაღვაშებიკლდეკარის ერისთავებიდავით აღმაშენებელმაგიორგისკონსტანტინელეონიივანეს მარუშისძებაგრატ IV-ისორბელთა აჯანყებისგიორგი II-მსურამელთა საგვარეულოსXV საუკუნემდე964ციხისთავებიმოურავებიაბულეთისძეებივეზირითამარისგურიის სამთავროშიდროშა










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ერისთავი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






Disambig-dark.svg

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).

ერისთავი (ძველი ქართული „ერი“ — ხალხი, ჯარი და „თავი“ — უფროსი, გამგებელი) — სახელმწიფო ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთულის გამგებელი ძველ საქართველოში. ერისთავობა გვაროვნული წყობილების წიაღში შექმნილი ინსტიტუტი ჩანს. თავდაპირველად "ერისთავი" ჯარის უფროსს, სარდალს აღნიშნავდა. კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმოქმნის შემდეგ, როდესაც ერთმანეთს შეერწყა სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლება, ერისთავები ქართლის სამეფოში სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულების გამგებლები გახდნენ. ლეონტი მროველის ცნობით, ქართლის მეფემ ფარნავაზმა (ძვ. წ. III ს.) განაწესა 7 ერისთავი და 1 სპასპეტი:მარგჳს ანუ არგვეთის ერისთავი განაგებდა ტერიტორიას ლიხის მთიდან ეგრისის საზღვრამდე; 2. კახეთისა - კახეთსა და კუხეთს (მდ. არაგვიდან ჰერეთამდე); 3. ხუნანისა - გარდაბანს (მდ. ბურდუჯიდან თბილისამდე); 4. სამშვილდისა - ტაშირსა და აშოცს; 5. წუნდისა - ჯავახეთს, კოლასა და არტაანს (ფარავნის ტბიდან მტკვრის თავამდე); 6. ოძრახისა - სამცხესა და აჭარას (ტასისკარიდან არსიანის მთამდე, ნოსტის თავიდან ზღვამდე); 7. კლარჯეთისა - არსიანის მთიდან ზღვამდე. შიდა ქართლს განაგებდა სპასპეტი (ქართლის ერისთავი), რომელიც ამავე დროს აღნიშნული 7 ერისთავის უფროსიც იყო. ერისთავებს ექვემდებარებოდნენ სპასალარები, ხოლო სპასალარებს - ათასისთავები. ამრიგად, ლეონტი მროველის წარმოდგენით, ქართლის სამეფოს გამგებლობა სამხედრო იერარქიას ემყარებოდა: სპასპეტი - ერისთავი - სპასალარი - ათასისთავი. ერისთავებთან აიგივებენ პიტიახშს, ზოგიერთი მკვლევარი კი პიტიახშს აიგივებს ლეონტი მროველთან მოხსენიებულ სპასპეტთან (შიდა ქართლის ერისთავთან). დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო სისტემაში ერისთავობის ინსტიტუტი, როგორც ჩანს, დამკვიდრდა X საუკუნიდან აღმოსავლეთ საქართველოს ანალოგიით. ამ დროიდან ვხვდებით აფხაზთს მეფის მოხელე-ერისთავებს, მის მიერ აღმოსავლეთ საქართველოში დაქვემდებარებულ სხვადასხვა კუთხის გამგებლებად. წყაროები X საუკუნეზე ადრეც იხსენიებენ ლიხთ-იმერეთში ერისთავებს: ლეონტი მროველი - ეგრისის ერისთავს , ხოლო ჯუანშერი, "მატიანე ქართლისაჲ" და ვახუშტი ბატონიშვილი - აფხაზთა ერისთავებს. წყაროების ეს ცნობები არ უნდა იყოს ზუსტი: როგორც ჩანს, მათ ხელოვნურად გადააქვთ ლიხთ-იმერეთში აღმოსავლურ-ქართული ინსტიტუტი და პირობითად უწოდებენ ერისთავს ეგრისის, ხოლო შემდეგ აფხაზთა გამგებლებს.




ქართლის ერისმთავრის - სტეფანოზ პირველის მიერ მოჭრილი ვერცხლის მონეტა ქართული წარწერით და ჯვრის გამოსახულებით. მე-7 საუკუნე


თავდაპირველად ერისთავი ქართლის მეფის მოხელე იყო. თანდათანობით ერისთავებმა ეს მოხელეობა სამემკვიდრეოდ გაიხადეს, რაშიც მათ ხელი შეუწყო უცხო ძალამ. ლეონტი მროველისა და ჯუანშერის ცნობით, ეს მოხდა VI საუკუნეში, როდესაც ერისთავებმა მიიღეს მკვიდრობის სიგელები სპარსთა და ბერძენთა (ბიზანტიის) მეფეებისაგან.


ქართლში მეფობის გაუქმების (523) შემდეგ, VI საუკუნის II ნახევრიდან IX საუკუნის დასაწყისამდე, ქართლის სახელმწიფოს გამგებლად გვევლინება ქართლის ერისთავი, ანუ ერისმთავარი - მეთაური ახალი აღმოსავლურ-ქართული ფეოდალური სახელმწიფოსი.


IX-X საუკუნეებში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში არსებობდა ქართული სახელმწიფო „იბერთა საკურაპალატო“ (888-იდან — „ქართველთა სამეფო“), რომელსაც სათავეში ედგა კურაპალატი-მეფე. აქ ერისთავობას და ერისთავერისთავობას მემკვიდრეობით იღებდნენ ამ სახელმწიფოს გამგებელი დინასტიის — ბაგრატიონთა სახლის წევრები. საკურაპალატოს პოლიტიკური იერარქია ასეთი იყო: ქართველთა მეფე-კურაპალატი, ერისთავთერისთავი, მაგისტროსი, ერისთავი.


IX საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში, თრიალეთში, წარმოიქმნა კლდეკარის საფეოდალო, რომლის დამფუძნებული იყო არგვეთის დიდი ფეოდალი ლიპარიტ I ბაღვაში. X საუკუნის 80-იანი წლებიდან ბაღვაშები ერისთავებად იწოდებოდნენ, ხოლო XI საუკუნეში - ერისთავთერისთავებად. კლდეკარის ერისთავები იბრძოდნენ მეფის ცენტრალისტური ხელისუფლების წინააღმდეგ და დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფოდნენ. დავით აღმაშენებელმა ჩამოართვა ბაღვაშებს თრიალეთი და სამეფო დომენად აქცია.


X საუკუნეში ქართლის ერისთავებად იწოდებიან აფხაზთა მეფის მოხელე-გამგებლები შიდა ქართლში. მათი რეზიდენციაა უფლისციხე. ქართლის ერისთავებად აფხაზთა მეფე ნიშნავს ჯერ ადგილობრობრივი დიდი ფეოდალის სახლის ტბელების წარმომადგენელს, ხოლო შემდეგ (როდესაც ტბელები გაძლიერდნენ და მოისურვეს ქართლის განცალკევება) - უფლისწულებს (X საუკუნეში ქართლის ერისთავებად იყვნენ აფხაზთა მეფის გიორგის ძენი: ჯერ კონსტანტინე, ხოლო შემდეგ - ლეონი). X საუკუნის 70-იან წლებში აფხაზთა მეფის ერისთავებად ქართლში ჩანს დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი ივანეს მარუშისძე. XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის დროს ქართლის ერისთავი არის ივანე აბაზისძე (აბაზისძეთა გვარი ტბელების განშტოება იყო). აბასძეთა დახლი დაუპირისპირდა ბაგრატ IV-ს და ამ ბრძოლაში დაკარგა ქართლის ერისთავობა. XII საუკუნეში ქართლის ერისთავობა მიიღეს ორბელებმა, ხოლო, ორბელთა აჯანყების შემდეგ (1177) გიორგი II-მ ქართლის ერისთავობა გადასცა სურამელთა საგვარეულოს, რომელიც ამ ხელის მფლობელად ჩანს XIV საუკუნის დასაწყისამდე. ქართლის ერისთავის სახელო წყაროებში ჩანს XV საუკუნემდე.


X საუკუნის II ნახევარში აფხაზთა მეფეს ერისთავი ჰყავდა არა მარტო შიდა ქართლში, არამედ - ჯავახეთშიც: კუმურდოს 964 წარწერაში იხსენიება აფხაზთა მეფის ლეონის ერისთავი ზვიადი (როგორც ჩანს, მარუშიან II მარუშისძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი).


XI-XV საუკუნეებში (გაერთიანებულია საქართველოს სამეფოს არსებობის ხანაში) ერისთავები საქართველოს მეფის მოხელეები იყვნენ: განაგებდნენ სახელმწიფო-ადმინისტრაციულ ერთეულებს. საქართველოს სამეფოს მიწები დაყოფილი იყო სამ ნაწილად: სახელმწიფო, სასეფო საფეოდალო (საერო ფეოდალების და საეკლესიო-სამონასტრო). სახელმწიფო მიწებს განაგებდნენ ერისთავები, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული ხესიფლები (საერისთავოზე უფრო მცირე ადმინისტრაციული ერთეულების - ხევების გამგებლები) და ციხისთავები; სასეფო მიწეფს (სამეფო დომენს) განაგებდნენ მოურავები და მგეები. ყოფილი ქართველთა სამეფოს ტერიტორიაც (სამხრეთ-დასავლეთი საქართველო) ამ პერიოდში სამად გაიყო: ნაწილი დარჩა სამეფო დომენად, ნაწილი სამამულედ გადაეცა ფეოდალებს, ხოლო ნაწილზე შეიქმნა ახალი საერისთავოები. XI საუკუნეში წყაროების მიხედვით აქ ჩანან შაცშეთის, არტანუჯის, ყველის, თუხარისა და კალმახის ერისთავები. საქართველოს ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის შემდეგ დიდმა ერისთავებმა, რომლებიც აქამდე ფაქტობრივად დამოუკიდებელი გამგებლები იყვნენ, მოისურვეს ძველი პრივილეგიების შენარჩუნება და გააჩაღეს ბრძოლა მეფის ცენტრალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა დავით აღმაშანებლის დროს მეფის სასარგებლოდ წარიმართა. დავითმა ძლიერ შეასუსტა ერისთავობის ისტიტუტი, დაამარცხა და გაანადგურა დიდი ერისთავები (ბაღვაშები, აბულეთისძეები...), შექმნა ცენტრალური საუწყებო გამგებლობის სისტემა, რომელსაც სათავეში ჩაუყენა მეფის თანაშემწე - ვეზირი. ამიერიდან საქართველოს ფეოდალურ მონარქიაში ადგილობრივი გამგებლობის სისტემას დაუპირისპირდა ცენტრალური საუწყებო გამგებლობა, საერისთავოებს - სავეზირო-საუხეუცესოები.


დავით აღმაშენებლის შემდეგ ერისთავების როლი კვლავ გაიზარდა, მაგრამ პარალელურად ვითარდებოდა ცენტრალური გამგებლობის საუწყებო სისტემაც. ამიტომ გრძელდებოდა ბრძოლა მმართველობის ამ ორ სისტემას შორის. თამარის მეფობის ხანაში, XII საუკუნის 80-იან წლებში, საქართველოში ყოფილან შემდეგი ერისთავები: სვანთა, რაჭის, ოდიშის, ქართლის, კახეთის, ჰერეთის, სამცხის (ეს უკანასკნელი სპასალარად იწოდებოდა). აქ დიდ ერისთავებს ერისთავთერისთავის ტიტულიც ჰქონდათ. ერისთავთერისთავთა რიცხვი გაიზარდა XIII-XV საუკუნეებში.


ერისთავობის სისტემამ არსებობა ძირითადად XV საუკუნეში დაასრულა. ამ პერიოდიდან სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში ერისთავები გადაიქცნენ მთავრებად (ოდიშის, სვანთა, აფხაზეთის, სამცხის) ან თავადებად, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - თავადებად ან მეფის მოურავებად (კახეთში). ზოგ ფეოდალს ისევე ჰქონდა ერისთავის წოდება, რომელიც უკვე გვარად იყო გადაქცეული (ქსნის, არაგვის ერისთავები), მაგრამ ფაქტობრივად ისინი თავადები იყვნენ და არა ერისთავები.


საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის ხანაში (XV-XVIII სს.) ზოგიერთმა მთავარმა თავის სამთავროში შექმნა ახალი საერისთავოები, რომელთა ერისთავები იყვნენ მოხელე-გამგებლები (მაგ., გურიის სამთავროში). ერისთავი სათავეში ედგა საერისთავოს პოლიტიკურ ორგანიზაციას. ის იყო, ერთი მხრით, საერისთავოს გამგებელი მოხელე, ხოლო მეორე მხრით, მემამულე-ფეოდალი. გარდა საგანმგელო სახელმწიფო ტერიტორიისა და საერისთავოსი, მას ჰქონდა თავისი საფეოდალოც. ერისთავი სათავეში ედგა საერისთავო ქვეყნის ფეოდალურ იერარქიას, ის იყო პატრონი-სიუზერენი, რომელსაც ექვემდებარებოდნენ ყმა-ვასალი აზნაურები, ერისთავი იყო უმაღლესი სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფალი საერისთავოში, საერისთავო ჯარის სარდალი. მას ჰქონდა სასამართლო ხელისუფლება, კრებდა სახელმწიფო გამოსაღებებს და საერისთავო გადასახადს („ხარკი საერისთავოჲ“ ან „საერისთავოჲ გამოვალი192). მისი მოხელეები განაგებდნენ საერისთავო ქვეყნის სხვადასხვა მხარეებს, მას ჰქონდა საკუთარი კარი, ხელისუფლების ინსიგნიები (დროშა, ბეჭედი, საყურე, განსაკუთრებული სამოსელი). ისევე, როგორც ყველა დიდ ფეოდალს, ერისთავებსაც ჰქონდა საგვარეულო მონასტერი და თავისი ციხე-დარბაზი.


ერისთავად საგანგებო ცერემონიალით აკურთხებდნენ ხოლმე. ჩვენამდე მოღწეულია ერისთავების კურთხევის წესი (XIII საუკუნისა).



ლიტერატურა |



  • შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 192, თბ., 1979 წელი.


  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ. 1928.


(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ერისთავი&oldid=3624575“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.028","walltime":"0.043","ppvisitednodes":"value":90,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":2059,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":512,"limit":2097152,"expansiondepth":"value":5,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":0,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 13.278 1 -total"," 75.02% 9.961 1 თარგი:ქსე"," 25.16% 3.341 1 თარგი:Comment"," 23.84% 3.165 1 თარგი:მრავალმნიშვნელოვნება*"],"cachereport":"origin":"mw1267","timestamp":"20190429082231","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d4u10e0u10d8u10e1u10d7u10d0u10d5u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q1210828","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q1210828","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2007-05-21T20:36:41Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/a/ac/Stephanoz_I_of_Georgia_6th_century.jpg"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":138,"wgHostname":"mw1322"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單