Skip to main content

ილია ჭავჭავაძე სექციების სია წინაპრები ბიოგრაფია მემკვიდრეობა ლიტერატურა რესურსები ინტერნეტში სქოლიო სანავიგაციო მენიუსტატიის გამართვაშიილია ჭავჭავაძეგენეალოგიური ხეილია ჭავჭავაძე"ილია ჭავჭავაძე" (ილია ჭავჭავაძე)ილია ჭავჭავაძის შემოქმედება Allgeo.org-ზეილია ჭავჭავაძის ცხოვრება, შემოქმედებაИ. Г. Чавчавадзе, АРМЯНСКИЕ УЧЕНЫЕ И ВОПИЮЩИЕ КАМНИ, пер. с грузинского Н. И. Алексеева-Месхиева, Тифлис, 1902BnF authoritiesწმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)რ

დაბადებული 8 ნოემბერიდაბადებული 1837გარდაცვლილი 12 სექტემბერიგარდაცვლილი 1907ქართველი მწერლებიქართველი პოეტებიქართველი პუბლიცისტებიქართველი პოლიტიკოსებიმოკლული ქართველი პოლიტიკოსებიქართველი საზოგადო მოღვაწეებიქართველი წმინდანებიმთაწმინდის პანთეონში დაკრძალულებიყვარლის მუნიციპალიტეტში დაბადებულებიჭავჭავაძეები


8 ნოემბერი1837ყვარელი12 სექტემბერი1907წიწამურიქართველიქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისჭავჭავაძეებისსოლომონ IIიმერეთის სამეფოპლატონ იოსელიანისერეკლე IIგიორგი XIIლეკებთანგრიგოლ ჭავჭავაძისმაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ1848იანვრისთვისგრიგოლ ჭავჭავაძეს1851185210 დეკემბერსთბილისში18531857პეტერბურგში1859ზაფხულშისაქართველოშიშემოდგომამდეკოხტა აფხაზისაგიმნაზიაშინიკო ნიკოლაძისანიკო ნიკოლაძისპეტერბურგისპეტერბურგისქართველიკოხტა აფხაზიევროპის1860გაზაფხულზეიტალიისპეტერბურგისქართველიქართველისაქართველოშირუსეთში18571861საქართველოსრუსიბელინსკისგერცენისდობროლიუბოვისჩერნიშევსკის18591872XIXაჩრდილი (პოემა)18591860„კაკო ყაჩაღი“1860პროტესტიშილერისჰაინესრიუკერტისბაირონისსკოტისშენიესპუშკინისალერმონტოვის18571858„ნანა“18591860„ელეგია“186018611860„გლახის ნაამბობი“18591861მანიფესტის18611863„მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის1861რუსეთიდანსაქართველოში„თერგდალეულების“ქართველი18631863ოლღა გურამიშვილზე18641868—187318651871187218711872187118721871—18721873187518811879—1885„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“18851877„ივერია“ი. მაჩაბელთანშექსპირის„მეფე ლირი“18781882—1883„განდეგილი“18831887„ოთარაანთ ქვრივი“1870—1890„ვეფხისტყაოსანი“»1887188918991886ცარიზმის1938საქართველოში1888პოეტიბელეტრისტიდრამატურგიმთარგმნელირეალიზმისდიაპაზონისსაქართველოსსაქართველოსპროგრამად19051917კონსტანტინე (კოტე) აფხაზი1906საქართველოსსაგურამოსკენწიწამურთანმეორე მსოფლიო ომისაკაკი წერეთელმავაჟა-ფშაველათბილისშისაზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ილია ჭავჭავაძე




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






Disambig-dark.svg

ეს სტატია პიროვნებას ეხება. ილია ჭავჭავაძის მწვერვალის შესახებ იხილეთ ილია ჭავჭავაძის მწვერვალი.























ილია ჭავჭავაძე

Ilia Tchavtchavadze.jpg
დაბ. თარიღი
27 ოქტომბერი (8 ნოემბერი) 1837
დაბ. ადგილი
ყვარელი[1]
გარდ. თარიღი
30 აგვისტო (12 სექტემბერი) 1907 (69 წლის)
გარდ. ადგილი
წიწამური
დასაფლავებულია
მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა
პოლიტიკოსი, პოეტი, გამომცემელი, ფილოსოფოსი, მწერალი, ისტორიკოსი და ჟურნალისტი
ენა
რუსული ენა და ქართული ენა[2]
ეროვნება
ქართველი
მოქალაქეობა
რუსეთის იმპერია
Magnum opus
კაცია-ადამიანი?! და განდეგილი
ხელმოწერა
Signature of Ilia Chavchavadze.svg
Commons-logo.svgილია ჭავჭავაძე ვიკისაწყობში

ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური) — ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი[3].




სექციების სია





  • 1 წინაპრები


  • 2 ბიოგრაფია

    • 2.1 განათლება

      • 2.1.1 თბილისი 1848-1856 წლები


      • 2.1.2 პეტერბურგის უნივერსიტეტი 1857-1861 წლები



    • 2.2 შემოქმედება

      • 2.2.1 სამშობლოში მოღვაწეობა


      • 2.2.2 „ივერია“


      • 2.2.3 ეროვნული მოძრაობა



    • 2.3 მკვლელობა



  • 3 მემკვიდრეობა

    • 3.1 ბიბლიოგრაფია


    • 3.2 მნიშვნელოვანი პოემები


    • 3.3 მოთხრობები


    • 3.4 მნიშვნელოვანი ლექსები



  • 4 ლიტერატურა


  • 5 რესურსები ინტერნეტში


  • 6 სქოლიო




წინაპრები


ილია ჭავჭავაძე ჭავჭავაძეების ყვარლის შტოს მიეკუთვნებოდა. ჩვენთვის ცნობილი მისი უძველესი წინაპარია როშნია ჭავჭავაძე (იხსენიება 1470 წ.). მისი გენეალოგიური ხაზი ასე გამოიყურება: როშნია — გიორგი (იხსენიება 1517-29 წწ) — გარსევანი (იხსენიება 1540-84 წწ) —იასონი (იხსენიება 1590 წ.) — მამუკა (იხსენიება 1639-55 წწ) — ფარემუზი (იხსენიება 1642-82 წწ.) — ბესპაზი (იხსენიება 1755-77 წწ.) — პაატა (1771-1825 წწ.) — გრიგოლი (1811-1852 წწ.) — ილია.[4]


ილია ჭავჭავაძის პაპა პაატა ბესპაზის ძე ჭავჭავაძე აქტიურად მონაწილეობდა ბრძოლაში, რომელშიც სოლომონ II-მ დაიბრუნა იმერეთის სამეფო ტახტი. პლატონ იოსელიანის ცნობით პაატას სოლომონისთვის დახმარება ერეკლე II-მ დაავალა. გიორგი XII-მ პაატა ჭავჭავაძეს უბოძა ბახტრიონიდან გავაზამდე გაღმამხარის ხუთასის თავობა. XIX საუკუნის 20-იან წლებში პაატა ჭავჭავაძე დაიღუპა ლეკებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობით. პაატას ცოლად ჰყავდა მარიამ (პელაგია) მელქისედეკის ასული ანდრონიკაშვილი (1771-1830), რომელთანაც შეეძინა შვილები: მაკრინე (1792-1872), მიხეილი, სვიმონი (1802-27), ალექსანდრე (1808-38), გრიგოლი (1811-52), გარსევანი (1816-47), იოსები (1818-28)



ბიოგრაფია


დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ, მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.



განათლება



თბილისი 1848-1856 წლები




ილია გიმნაზიაში, 1848 წ.


1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა — „მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრავმას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.



პეტერბურგის უნივერსიტეტი 1857-1861 წლები


1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი). 1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა. ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის, კოხტა აფხაზისა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის ყველას მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.


კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:


უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ....... ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზე, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზე. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.


ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: „მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა...“


ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.


ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის - „თერგდალეულთა“ ტრადიციები.


1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით.


სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, ისე მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუს და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.



შემოქმედება






ილია 1860 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში


1859-1872 წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი, მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი, მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: აჩრდილი (პოემა) (პირველი რედაქცია, 1859), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე წუხილის ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენითაა განმსჭვალული; ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით შთაგონებული დრამატული პოემა „ქართლის დედა“. „სცენა მომავალ ცხოვრებიდან“ (პირველი რედაქცია, 1860); პოემა „კაკო ყაჩაღი“ — „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ (1860) — მძაფრი პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ; ამავე პერიოდს განეკუთვნება როგორც ჭავჭავაძის პოეტური თარგმანები ( შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, შენიეს, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებისა) და სატრფიალო ლირიკის უდიდესი ნაწილი, ასევე პროგრესული სოციალურ და ეროვნულ იდეალებითა და მხატვრული სიახლეებით აღბეჭდილი საყოველთაოდ ცნობილი ლექსები „ხმა სამარიდან“ (1857), „გუთნის-დედა“, „ქართვლის დედა“, „ჩემი თარიაღალი“ (სამივე 1858), „ნანა“ (1859), „ქართველ სტუდენტების სიმღერა“, „მუშა“, „იანიჩარი“ (სამივე 1860); პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშები — „ელეგია“ (1859), „მესმის, მესმის“ (1860), „გაზაფხული“ („ტყემ მოისხა ფოთოლი“…, 1861); „პოეტი“ (1860), რომელშიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ჭავჭავაძის შეხედულება პოეტის საზოგადოებრივი მისიის შესახებ.




ილია ჭავჭავაძე


ამავე ხანებში იქმნება ჭავჭავაძის მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში: ბატონყმური ინსტიტუტის მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ (I—IV თავები, 1859) და ესკიზები მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“, სადაც მებატონეთა გადაგვარებული და სასიკვდილოდ განწირული კლასის უაზრო და უშინაარსო, მცონარული ყოფის მაღალმხატვრული სატირული ასახვა საერთოდ ადამიანის, მისი ზნეობის, მისი ცხოვრების აზრის ზოგადკაცობრიულ პრობლემებზე დაგვაფიქრებს. ჭავჭავაძის პირველმა ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილმა «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა» („ცისკარი“, 1861) ახალი თაობის ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. მასში, ისევე როგორც წერილებში „პასუხი“ (1861) და „საქართველოს მოამბეზედ“ (1863), ნათლად არის ჩამოყალიბებული რეალისტური მწერლობისა და სალიტერატურო კრიტიკის ძირითადი პრინციპები, ხელოვნებისა და ლიტერატურის არსისა და საზოგადოებრივი დანიშნულების, ობიექტური სინამდვილისადმი მხატვრული ლიტერატურის მიმართების მატერიალისტური გაგება, დასაბუთებული სალიტერატურო ენის განმარტივების, საერთო-სახ. ენასთან მისი დაახლოების აუცილებლობა. „ორიოდე სიტყვა“… იქცა „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის საწყისად.



სამშობლოში მოღვაწეობა


ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. ამ ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.




ილიასა და აკაკის ძეგლი 1-ლ გიმნაზიასთან, თბილისი.


1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, მიუხედავად უმძიმესი საცენზურო პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.


1863 წელს ილია დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე.


1864 „ნივთიერი საღსარის მოსაპოვებლად“ მუშაობა დაიწყო ჯერ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868—1873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865), გადაამუშავა „ქართვლის დედა“ (1871) და აჩრდილი (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“ (1871—1872).


1873-იდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებსაც ბოლო წლებში რამდენადმე ჩამოცილებული იყო. 1875 აირჩიეს თავმჯდომარედ სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში. 1881-იდან ჭავჭავაძე იყო მისივე ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879—1885 — „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე, 1885-იდან სიცოცხლის დასასრულამდე საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე და სხვ.



„ივერია“


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ივერია (გაზეთი).



ილიას დაარსებული "ივერია"


1877 წელს მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა — „ივერია“, რომელიც სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. 1873 ჭავჭავაძემ ი. მაჩაბელთან ერთად თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“; 1878 დაამთავრა ისტორიული პოემა „დიმიტრი თავდადებული“, რომელიც სამშობლოსათვის თავგანწირვის პატრიოტული იდეის გაცხოველებას ემსახურებოდა; 1882—1883 შექმნა ღრმა ფილოსოფიური შინაარსის პოემა „განდეგილი“, რომელშიც სულისა და ხორცის, ცხოვრების მიღება-არმიღების მარადიული პრობლემაა დასმული და რომლის მხატვრული ლოგიკით დაგმობილია ქვეყნისაგან, ცხოვრებისაგან განდგომა; ადამიანის დანიშნულებად და მოვალეობად დასახულია ამა სოფლისათვის ზრუნვა. ქართველი ერის აღორძინების იმედითაა განმსჭვალული ლექსი „ბაზალეთის ტბა“ (1883). 1887 ჭავჭავაძემ შექმნა რეფორმის შემდეგდროინდელი ქართული სინამდვილის ამსახველი თხზულება „ოთარაანთ ქვრივი“, რომელშიც ქართველი დედის შთამბეჭდავი სახე საერთოდ ქართველი ხალხის სულიერი ძლიერების, მისი შეუპოვრობისა და ქედუხრელობის სიმბოლოდ აღიქმება.


1870—1890-იან წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი ინტელექტით, ენციკლოპედიური ცოდნით, ფაქტებისა და მოვლენების განსჯისა და განზოგადების იშვიათი უნარით აღბეჭდილი მრავალი ნაშრომი და წერილი ლიტერატურათმცოდნეობის («აკაკი წერეთელი და „ვეფხისტყაოსანი“», 1887 და სხვ.), საქართველოს ისტორიის („აი, ისტორია“, 1889; „ქვათა ღაღადი“, 1899 და სხვ.); ეკონომიკის („კერძო და სათემო მიწათმფლობელობა“, „ხიზნების საქმე“, ორივე 1886 და სხვ.), სახალხო მეურნეობის (მევენახეობისა და მეღვინეობის, სოფლის მეურნეობის ძვირფასი კულტურების, მელიორაციის, მესაქონლეობის, მრეწველობის და სხვ.), საბანკო საქმისა და ფინანსების საკითხებზე; წერილები უცხოეთზე — ევროპისა და აღმოსავლეთის პოლიტიკაზე და სხვ.




ილია ჭავჭავაძე თბილისში.


ილია ჭავჭავაძემ თავის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაუთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რამაც ფუძემდებლური როლი შეასრულა ქართული პედაგოგიურ მეცნიერებისა და ქართული სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ჭავჭავაძე მკაცრად აკრიტიკებდა ცარიზმის საგანმანათლებლო პოლიტიკას. იგი, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ეროვნების ბურჯის- ქართული ენის — დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების, სახალხო სკოლების ქსლის ზრდის მოთხოვნებს, რაც პროგრესულ-დემოკრატიული პედაგოგიური მოსაზრებით იყო ნაკარნახევი. დღესაც აქტუალურია ჭავჭავაძის იდეები აღზრდისა და განათლების ორგანული კავშირის, გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური, შრომითი და ფიზიკური აღზრდის შესახებ. იგი განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა მასწავლებლის პიროვნებას და მის პირად მაგალითს. დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა ჭავჭავაძის შეხედულებას ოჯახში აღზრდის შესახებ: „…გაზრდა შვილისა ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა ყველაფერი ამას უნდა შევწიროთ, ამას უნდა შევალიოთ…“ („პედაგოგიური თხზულებანი“, თბილისი, 1938, გვ. 353). ფასდაუდებელია ჭავჭავაძის მოღვაწეობა საქართველოში პროფესიული და უმაღლესი განათლების ორგანიზაციისა და ქალთა უმაღლესი განათლების განხორციელების საქმეში. იგი ზრუნვასა და შემწეობას არ აკლებდა უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს. სახალხო განათლებისა და პედაგოგიურ საკითხებზე მრავალი ნაშრომი დაგვიტოვა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფუნდამენტურ ნაშრომს: „პედაგოგიკის საფუძვლები“ (1888).


ილია ჭავჭავაძე იყო არა მარტო მხატვრული სიტყვის დიდოსტატი-პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, მთარგმნელი; არა მარტო სალიტერატურო ენის რეფორმატორი და კანონმდებელი, ქართული კრიტიკული რეალიზმის, რეალისტური კრიტიკისა და მებრძოლი პუბლიცისტიკის ფუძემდებელი, არამედ ასევე — დიდი მასშტაბისა და ფართო დიაპაზონის მკვლევარი, რომლის ინტერესები მეცნიერების არაერთ დარგს მოიცავდა; მისი პრაქტიკული მოღვაწეობა კი საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან უბანს სწვდებოდა და მათ წარმატებებში განსაზღვრულ როლს ასრულებდა.



ეროვნული მოძრაობა




ილია ჭავჭავაძის სახლი ანდრიას ქუჩაზე, თბილისი.


მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ჭავჭავაძე დიადი მიზნის განხორციელებას — ქართველი ხალხის გაერთიანებას, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა. ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. უწინარეს ყოვლისა, ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე.


მოწინავე ეროვნულმა იდეებმა, ერის გადარჩენის გზების ძიებამ ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა შემოქმედებაში შეიძინა მწყობრი და თანამიმდევრული კონცეფციის სახე, რომელიც მთელი ერის ქმედებისა და ბრძოლის ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა და რომლის საბოლოო მიზანს ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და სოციალურად თანასწორი საზოგადოების აშენება წარმოადგენდა. ჭავჭავაძე მეწინავე იყო მათ შორის, ვინც ქართულ სინამდვილეში ასეთი საზოგადოების აშენებისა და მშობელი ქვეყნის ბედნიერი მომავლის რწმენა დანერგა.


1905 წელს ილიამ შეადგინა პროგრამა, რომლის საფუძველზე 1917 წელს დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ამ ორგანიზაციის დაფუძნების სულისჩამდგმელი იყო ილია ჭავჭავაძის დისშვილი, იმხანად ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის მარშალი, გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი.


1906 წელს სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩეულმა ილია ჭავჭავაძემ განაცხადა: „სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები“.



მკვლელობა




ილია ჭავჭავაძის სიკვდილის გამომწვევი ნასროლი ტყვიის ტრაექტორია




ილიას დაკრძალვა თბილისში, 1907.


1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ გადაწყვიტა საქართველოს დაბრუნებულიყო. ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.


ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.


ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: „ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია“. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“ 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.



მემკვიდრეობა


ილიამ სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნისა და მხატვრის ნამოღვაწარის, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.


დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.




ილია ჭავჭავაძის საფლავი მთაწმინდის პანთეონში



ბიბლიოგრაფია



მნიშვნელოვანი პოემები



  • აჩრდილი (26 იანვარი, 1859 წ. პეტერბურგი.)


  • რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ (11 დეკემბერი, 1860 წ. პეტერბურგი.)


  • ქართვლის დედა (14 ივლისი, 1860 წ. პავლოვსკი.)


  • მეფე დიმიტრი თავდადებული (1878 წ.)


  • განდეგილი (6 თებერვალი, 1883 წ.)


მოთხრობები



  • გლახის ნაამბობი (1859 წ. პეტერბურგი)


  • კაცია-ადამიანი?! (1858 – 1863 წ.)


  • მგზავრის წერილები (1861 წ.)


  • სარჩობელაზედ (1879 წ.)


  • ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი (1880 წ.)


  • ოთარაანთ ქვრივი (1887 წ.)


  • ამბავად გაგონილნი (1887 წ.)


მნიშვნელოვანი ლექსები


  • პასუხის პასუხი

  • მესმის, მესმის სანატრელი

  • ალაზანს

  • სანთელი

  • ქართვლის დედას

  • ბაზალეთის ტბა

  • პოეტი

  • გაზაფხული

  • ნანა

  • გუთნისდედა

  • ბედნიერი ერი

  • ჩემო კალამო

  • ლოცვა


ლიტერატურა



  • გიორგი აბაშიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ. 11, გვ. 378-379, თბ., 1987


  • ინგოროყვა, პავლე: ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი : ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი - თბილისი : მერანი, 1983


  • აბაშიძე, გიორგი: ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება და ღვაწლი) - თბილისი, 2005


  • ჯავახიშვილი ნ. „ილია ჭავჭავაძის საგვარეულოს ისტორიიდან“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N1 გვ. 13-21 — თბილისი, 2017 ISSN1512-3154


რესურსები ინტერნეტში



Wikiquote-logo-ka.png

ვიკიციტატაში? არის გვერდი თემაზე:
ილია ჭავჭავაძე




Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ილია ჭავჭავაძე




  • ილია ჭავჭავაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი


  • როდოვიდში? არის გენეალოგიური ხე თემაზე: ილია ჭავჭავაძე

  • "ილია ჭავჭავაძე" (ილია ჭავჭავაძე)

  • ილია ჭავჭავაძის შემოქმედება Allgeo.org-ზე

  • ილია ჭავჭავაძის ცხოვრება, შემოქმედება

  • И. Г. Чавчавадзе, АРМЯНСКИЕ УЧЕНЫЕ И ВОПИЮЩИЕ КАМНИ, пер. с грузинского Н. И. Алексеева-Месхиева, Тифлис, 1902


სქოლიო




  1. Чавчавадзе Илья Григорьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
    <a href="https://wikidata.org/wiki/Track:Q17378135"></a><a href="https://wikidata.org/wiki/Track:Q649"></a><a href="https://wikidata.org/wiki/Track:Q5061737"></a>



  2. BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
    <a href="https://wikidata.org/wiki/Track:Q54837"></a><a href="https://wikidata.org/wiki/Track:Q19938912"></a>



  3. წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)


  4. ი. ჩიქოვანი, „თავადი ჭავჭავაძეები“ — თბილისი, 2002 წ.









(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ილია_ჭავჭავაძე&oldid=3683346“-დან













სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"1.172","walltime":"1.963","ppvisitednodes":"value":5226,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":77838,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":30026,"limit":2097152,"expansiondepth":"value":13,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":8,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":8875,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":8,"limit":400,"timingprofile":["100.00% 1704.419 1 -total"," 89.76% 1529.828 1 თარგი:ინფოდაფა_მწერალი"," 89.42% 1524.026 1 თარგი:ინფოდაფა"," 73.14% 1246.625 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 47.86% 815.679 1 თარგი:Wikidata/p19"," 13.46% 229.482 16 თარგი:Wikidata"," 9.20% 156.844 1 თარგი:Wikidata/p18"," 4.20% 71.573 1 თარგი:ქართველთა_შორის_წერა-კითხვის_გამავრცელებელი_საზოგადოების_თავმჯდომარეები"," 2.12% 36.090 1 თარგი:სქოლიო"," 2.10% 35.761 2 თარგი:PAGENAMEBASE"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.627","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":8407921,"limit":52428800,"limitreport-logs":"Custom label provided for Q83552nv: «А. М. Прохоров»: have «I. O. Fa» matchnGot title of Q649 from label: «Москва»n","cachereport":"origin":"mw1244","timestamp":"20190923064322","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d8u10dau10d8u10d0 u10edu10d0u10d5u10edu10d0u10d5u10d0u10ebu10d4","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%95%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q333411","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q333411","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-06-28T21:04:31Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/e/e0/Ilia_Tchavtchavadze.jpg","headline":"u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10d8 u10deu10ddu10d4u10e2u10d8 u10d3u10d0 u10e1u10d0u10d6u10ddu10d2u10d0u10d3u10dd u10dbu10ddu10e6u10d5u10d0u10ecu10d4"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":102,"wgHostname":"mw1328"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單