მედიაცია - კონფლიქტების (მათ შორის რელიგიურის) მოგვარება მოლაპარაკების გზითახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამამე-10-ე საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსიწმიდა სინოდის სხდომის ოქმი

ფოტო გალერეავიდეო გალერეაinfo@patriarch.ge







Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia


  • ქართული

  • Русский

  • English
Search the site







Tbilisi,Geogrian directory and business map.



  • 1

  • 2

  • 3

  • 4

  • 5


  • მედიაცია - კონფლიქტების (მათ შორის რელიგიურის) მოგვარება მოლაპარაკების გზით




    მედიაცია - კონფლიქტების (მათ შორის რელიგიურის) მოგვარება მოლაპარაკების გზით


    2015 წლის 3 ნოემბრიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდიამ, “მედიაცია - კონფლიქტების (მათ შორის რელიგიურის) მოგვარება მოლაპარაკების გზით” პროგრამის ფარგლებში ახალი სალექციო კურსი დაიწყო.





  • ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა




    ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა


    2015 წლის 5 ნოემბრიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდიის, "ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამის" ახალი სალექციო კურსი დაიწყო.





  • მე-10-ე საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”




    მე-10-ე საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”


    2015 წელს ფესტივალს იუბილე აქვს. მას 10 წელი შეუსრულდა.





  • 2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები




    2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები


    2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები.





  • 2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსი




    2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსი


    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი აცხადებს სამეცნიერო გრანტების კონკურსს









Donations




აირჩიეთ თანხა...
5$
10$
20$
50$
100$
სხვა ოდენობა..



Transfer supported methods













სიახლეები



Holy Synode

წმიდა სინოდის სხდომის ოქმი


15/10/2013




საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი წმიდა სინოდის სხდომის ოქმს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


როგორც ცნობილია, 2013 წლის 11 ოქტომბერს შედგა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია
II.


სხდომაზე მოხდა ეპარქიების რეორგანიზაცია, კერძოდ გაიყო ოთხი ეპარქია; ამასთან,
საეპისკოპოსო კანდიდატებად გამორჩეულ იქნა შვიდი სასულიერო პირი:


არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე)


არქიმანდრიტი დიმიტრი (კაპანაძე)


იღუმენი დამიანე (ხუფენია)


იღუმენი გიორგი (ჯანდელიანი)


იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი)


მღვდელ-მონაზონი იოანე
(შომახია)


მღვდელ-მონაზონი გრიგოლი
(კაცია)


სამი მღვდელმთავარი გახდა ტიტულარული (შევნიშნავთ,
რომ ისინი არ გასულან პენსიაზე, ორი მათგანი, - მეუფე თადეოზი და მეუფე დავითი
(ტიკარიძე) ეპარქიის გარეშე განაგრძობენ მოღვაწეობას, მეუფე ვახტანგი (ახვლედიანი)
შვედეთის სამრევლოზე იზრუნებს).


I საქართველოს ეკლესიის ეპარქიების რეორგანიზაცია;


დაადგინეს:


ა) მცხეთა-თბილისის ეპარქიას გამოეყოს გარდაბნის რაიონი და შეიქმნას მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია;


ბ) მანგლისისა და წალკის ეპარქიის ნაცვლად შეიქმნას ორი ეპარქია:


1. მანგლისისა და თეთრიწყაროს;


2. აგარაკ-წალკის;


გ) ურბნისისა და რუისის ეპარქიის ნაცვლად ჩამოყალიბდეს:


1. რუისისა და ურბნისის ეპარქია;


2. სურამისა და ხაშურის ეპარქია;


დ) სამთავისისა და გორის ეპარქია ჩამოყალიბდეს:


1. გორისა და ატენის და


2. სამთავისისა და კასპის ეპარქიად.


ე) რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნას:


1. რუსთავის ეპარქია


2. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია;


II წმიდა სინოდმა მოისმინა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტ თადეოზის (იორამიშვილი)
თხოვნა ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ და დაადგინა:


მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი თადეოზი
(იორამაშვილი) გათავისუფლდეს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მმართველობიდან, დაინიშნოს საქართველოს საპატრიარქოს ლიტურგიკული კომისიის წევრად, განესაზღვროს სტატუსი – ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს მარაბდელი მიტროპოლიტი.


III წმ. სინოდმა მოისმინა მარგვეთისა და ზესტაფონის მიტროპოლიტ ვახტანგის
(ახვლედიანი) თხოვნა ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ და დაადგინა:


მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ვახტანგი
(ახვლედიანი) გათავისუფლედეს მარგვეთისა და ზესტაფონის ეპარქიის მმართველობიდან, დაევალოს შვედეთში ქართული სამრევლოების ჩამოყალიბება და მათზე მზრუნველობა, განესაზღვროს სტატუსი – ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს ცურტაველი მიტროპოლიტი.


IV წმ. სინოდმა იმსჯელა მთავარეპისკოპოსი დავითის
(ტიკარაძე) საკითხის შესახებ და დაადგინა:


დაინიშნოს იგი საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის კომისიის წევრად, განესაზღვროს სტატუსი – ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს ადიშელი მთავარეპისკოპოსი;


V წმ. სინოდმა განიხილა სამღვდელმთავრო კანდიდატების საკითხი და დაადგინა:


ა) არქიმანდრიტი მიქაელი
(გაბრიჭიძე) გამორჩეულ იქნას თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსად.


ბ) არქიმანდრიტი დიმიტრი
(კაპანაძე) გამორჩეულ იქნას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსად;


გ) იღუმენი დამიანე
(ხუფენია) გამორჩეულ იქნას სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსად;


დ) იღუმენი გიორგი
(ჯანდელიანი) გამორჩეულ იქნას მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსად;


ე) იღუმენი სვიმონი
(ცაკაშვილი) გამორჩეულ იქნას სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსად;


ვ) მღვდელ-მონოზონი იოანე (შომახია)
გამორჩეულ იქნას აგარაკ- წალკის ეპარქიის ეპისკოპოსად;


ზ) მღვდელ-მონოზონი გრიგოლი (კაცია)
გამორჩეულ იქნას მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქიის ეპისკოპოსად.


VI წმ. სინოდმა იმსჯელა დეკანოზ იაკობ აბაშიძის ქმედებების შესახებ და დაადგინა:


მოციქულთა კრების XXVI; ტრულის კრების
V და VI; ნეო-კესარიის კრების I; წმ.
ბასილი დიდის
XXXII კანონების საფუძველზე დეკანოზ იაკობ აბაშიძეს აეკრძალოს მღვდელმსახურება და სინანულისთვის გაიგზავნოს ღირსი ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტერში.


VII წმ. სინოდმა განიხილა საქართველოს ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა.


დაადგინა:


საქართველო ვერსადროს შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ამ საკითხს ძალზე მტკივნეულად განიცდის ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ეკლესია. უნდა შეწყდეს ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლება და ყველაფერი გაკეთდეს, რათა დაიწყოს რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელების და დევნილთა დაბრუნების პროცესი.


VIII წმ. სინოდმა იმსჯელა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებზე:


აღინიშნა, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა,
საქართველოს ეკლესიასა და აფხაზეთის ეპარქიას შორის კავშირი არ გაწყვეტილა. აფხაზეთის მკვიდრი მართლმადიდებლები ჩამოდიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და ღებულობენ სულიერ საზრდოს.
საქართველოს ეკლესიის სამღვდელოებაც, მიუხედავად სირთულეებისა, აფხაზეთში პერიოდულად ასრულებს მსახურებას.


საწუხაროდ, მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია,
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების უნებართვო შესვლისა და მათ მიერ ორი ახალი ტაძრის საძირკველის კურთხევის შესახებ
(ტყვარჩელსა და სოხუმთან განთავსებულ სამხედრო ბაზებში),
რაც საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა.


როგორც ცნობილია, აფხაზეთში ტაძრის მშენებლობის კურთხევას გასცემს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მხოლოდ მისი კურთხევით შეუძლია სხვა ეკლესიის სასულიერო პირს რაიმე საეკლესიო ქმედების განხორციელება. ამდენად,
ზემოთ თქმული არის საეკლესიო სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფა.


მივმართავთ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს, უზრუნველყონ კონტროლი, რათა არ მოხდეს მათი ეკლესიის სამღვდელოების აფხაზეთის ეპარქიაში შემოსვლა და მღვდელმოქმედების შესრულება საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევის გარეშე.


IX წმ. სინოდმა იმსჯელა ბოლო დროს საქართველოში რელიგიური დაპირისპირების შექმნის მცდელობაზე:


აღინიშნა, რომ, სამწუხაროდ,
უკვე არაერთხელ ქონდა ადგილი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის სიტუაციის დაძაბვის მცდელობას, რაც ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა და მიზნად ისახავს ორი ტრადიციული რელიგიის და მათი წარმომადგენლების დაპირისპირებას. 


წმიდა სინოდმა დაადგინა:


ეთხოვოს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიონ განვითარებული მოვლენები,
და მიიღონ სათანადო ზომები სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად. აღნიშნული პროცესები პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული და ეს აღარ უნდა გაგრძელდეს.


ხოლო ჩვენს მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას კი ეთხოვოს,
არ აყვნენ პროვოკაციებს, რათა უნებურად ბოროტმზრახველთა მიზნების განხორციელებას არ შეუწყონ ხელი.


11.10.2013








სხვა სიახლეები



  • 08/08/2019


    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს შეხვდა






  • 06/08/2019


    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (04.08.2019)






  • 29/07/2019


    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (28.07.2019)






  • 23/07/2019


    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი დედოფალ ელისაბედ II-ის მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო






  • 22/07/2019


    სრულიად საქართველოს-კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (21.07.2019)






  • 22/07/2019


    59-ე საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში






  • 10/07/2019


    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (07.07.2019)























photo alt text



photo alt text







ვიდეო გალერეა


  • Page 1

  • Page 2

  • Page 3

  • Page 4

  • Previous




























  • Next








მთავარი გვერდი



PSP



მთავარი გვერდი



Orthodoxy.ge



















აუდიო


This text will be replaced


jwplayer('mediaspace').setup(
'skin': "http://www.longtailvideo.com/files/skins/modieus/5/modieus.zip",
'flashplayer': '/video/player.swf',
'file': '/temp/Patriarch.mp3',
'controlbar': 'bottom',
'width': '287',
'height': '24'
);



















Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單