Skip to main content

ტოკიო სექციების სია სახელის ეტიმოლოგია | ადმინისტრაციული სტატუსი | ისტორია | გეოგრაფია და კლიმატი | ადმინისტრაციული დაყოფა | ეკონომიკა | კულტურა | არქიტექტურა | ლიტერატურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ35°41′00″ ჩ. გ. 139°46′00″ ა. გ. / 35.68333° ჩ. გ. 139.76667° ა. გ. / 35.68333; 139.76667metro.tokyo.jphttp://www.metro.tokyo.jp/tosei/governor/governor/kishakaiken/2016/08/02.html25 самых экономически мощных городов в мире - Работа и экономика - Атлантический городаორიგინალიდანp360A digest of international law as embodied in diplomatic discussions, treaties and other international agreements (John Bassett Moore, ed.), Vol. 5, p. 759"明治東京異聞~トウケイかトウキョウか~東京の読み方" Tokyo Metropolitan Archives (2004)Tokyo-Yokohama earthquake of 1923Despite Major Earthquake Zero Tokyo Buildings Collapsed Thanks to Stringent Building CodesJapan earthquake disrupts Tokyo, leaves capital only lightly damagedTokyo Radiation Levels- Metropolis MagazineTokyo radiation levels – daily updates – AprilPopulation of Tokyo, JapanUpdated world map of the Köppen-Geiger climate classificationTokyo observes latest ever 1st snowfallორიგინალიდან気象庁 / 平年値(年・月ごとの値)Закон Японии от 26 апреля 1956 года о благоустройстве столичного регионаГорода-локомотивыp1-3რრრრ

აზიის დედაქალაქებიზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქებიიაპონიის პრეფექტურებიტოკიომსოფლიოს უდიდესი ქალაქები


იაპონ.იაპონიისმსოფლიოსმოსახლეობისთევზჭერაზამთარშიზაფხულშიზაფხულსაშემოდგომაზეჰონსიუსკანტოსწყნარი ოკეანისიაპონიაშიმუზეუმებისთეატრებისგლობალურ ქალაქთალონდონისნიუ-იორკისაპარიზისმოსახლეობამსოფლიოში1868აზიისმეიძის ეპოქაშიიაპონიისპრეფექტურაა18891943შინჯუკუშიქვის ხანაშიისტორიაშიXII საუკუნეშიედო ტარო სიგენადმა1457ოტა დოკანმა1590ტოკუგავა იეიასუკიოტოXVIII საუკუნისათვის1615ტოიოტომის დინასტია1868შოგუნთა დინასტიის18691872187719231 სექტემბერსმიწისძვრამეორე მსოფლიო ომის19458 მარტსXX საუკუნისეკონომიკა1966მსოფლიოში1964მსოფლიო199520 მარტსკილომეტრი1897189819181922ჰონსიუზეკანტოსწყნარი ოკეანისოგასავარას კუნძულებიიზუს კუნძულებიმიწისძვრა1703178218121855192320111923კილომეტრშიტემპერატურაზამთარითოვლიმოსახლეობისზაფხულიგაზაფხულიმაისშიაგვისტოიანვარიტაიფუნი20071943პრეფექტურაშინჯუკუში20051 ოქტომბრისმოსახლეობაიაპონიისავტომობილებისთვითმფრინავებისამეტალურგიატურიზმის2006იაპონელიიაპონურ იენასიაპონიისრკინიგზამეტროპოლიტენიავტომობილების1995მოსახლეობაიაპონიისურბანიზაციისსოფლის მეურნეობათევზჭერამეორე მსოფლიო ომისმსოფლიოში2005მსოფლიოში195619941995სოფლის მეურნეობის1965კვიპაროზისაკედრის19901950199519941990ოტაშიშინაგავაშიმეგუროსაიტაბაშში1980მინატომშიბუიამმსოფლიოსლონდონისნიუ-იორკისაპარიზის2005მშპ2008იაპონიაშიმეორე მსოფლიო ომისმსოფლიოშიXIX საუკუნისXX საუკუნის1964XX საუკუნისXX საუკუნეშიმეორე მსოფლიო ომისტოკიოს ტელეანძა










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები"u003Eu003Cimg alt="Khevi, Georgia — View of Gergeti Trinity Church.jpg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/100px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg" decoding="async" width="100" height="57" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/150px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/200px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg 2x" data-file-width="900" data-file-height="510" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები"u003Eეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლებისu003C/au003E კონკურსი დაიწყო! ჩაერთეთ და მოიგეთ პრიზები!u003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ტოკიო




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






























პრეფექტურა

ტოკიო
東京

Tokyo Montage 2015.jpg






დროშა

გერბი

Flag of Tokyo Prefecture.svg

PrefSymbol-Tokyo.png

ქვეყანა
იაპონიის დროშა იაპონია
რეგიონი
კანტოკანტო
კუნძული
ჰონსიუ
შიდა დაყოფა
ადაჩი, არაკავა, ბუნკიო, ჩიოდა, ჩუო, ედოგავა, იტაბაში, კაცუშიკა, კიტა (ტოკიო), კოტო, მეგურო, მინატო, ნაკანო, ნერიმა, ოტა, სეტაგაია, შიბუია, შინაგავა, შინჯუკუ, სუგინამი, ტოშიმა, ტაიტო და სუმიდა
კოორდინატები
35°41′00″ ჩ. გ. 139°46′00″ ა. გ. / 35.68333° ჩ. გ. 139.76667° ა. გ. / 35.68333; 139.76667
მმართველი
იურიკო კოიკე[1]
დაარსდა
1603
ფართობი
2,187.08 კმ²
ცენტრის სიმაღლე
40 მ
მოსახლეობა
12,790,000 კაცი (2007)
სიმჭიდროვე
6,000 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი
UTC+09:00 და Japan Standard Time
საფოსტო ინდექსი
JP-13
ოფიციალური საიტი
metro.tokyo.jp




ტოკიო — იაპონია
ტოკიო



ტოკიო ვიკისაწყობში

ტოკიო (იაპონ. 東京) — იაპონიის 47 პრეფექტურიდან ერთ-ერთია და მოიცავს მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს, რომელსაც ადრე ქალაქ ტოკიოს უწოდებდნენ, და რომელიც ასევე დიდი ტოკიოს აგლომერაციის შუაგულს წარმოადგენს. იგი წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკურ ცენტრს[2], მიუხედავად იმისა, რომ ტოკიო ქალაქი არაა, მას იაპონიის დედაქალაქად თვლიან და ის წარმოადგენს ამ ქვეყნის მთავრობისა და იმპერატორის სამყოფელს. ტოკიოში დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის 10%, ცხოვრობს. იგი დასახლებული იყო უხსოვარი დროიდან. თავდაპირველად სოფელი ედო, არსებობდა საუკუნეების განმავლობაში. უძველესი დროიდანვე იყო განვითარებული თევზჭერა.
ქალაქი აგებულია დაბალ, ალუვიურ ვაკეზე. კლიმატი ზომიერია ზამთარში, ხოლო ზაფხულში ცხელი და ტენიანი. ადრეულ ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წვიამიანი სეზონი.


ტოკიო მდებარეობს კუნძულ ჰონსიუს კანტოს რეგიონში. ცენტრის კოორდინატებია 35°41'N, 139°46'E (35.68333, 139.7667), თუმცა მისი საზღვრები ვრცელდება წყნარი ოკეანის ახლომდებარე კუნძულებზე, რომელთაგან ზოგიერთი ძირითადი მიწიდან 1000 კმ-ითაა დაშორებული. ფართობი შეადგენს 2,187.08 კმ²-ს.


ტოკიო წარმოადგენს პოლიტიკურ, სამეწარმეო, საფინანსო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და პოპ-კულტურის ცენტრს, იაპონიაში კორპორაციათა შტაბ-ბინების, ფინანსური ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, კოლეჯების, მუზეუმების, თეატრების, სავაჭრო და გასართობი დაწესებულებების ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა. ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და სხვა ბიზნეს სათავო ოფისები წარმოდგენილია ტოკიოს ცენტრალურ ნაწილში.


ტოკიოს ზოგადად მსოფლიოს ოთხ ყველაზე გავლენიან "გლობალურ ქალაქთა"(ლონდონის, ნიუ-იორკისა და პარიზის გვერდით) შორის მოიხსენიებენ.
ქალაქის მმართველობას ახორციელებს პრეფექტურული კრება, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა 4 წლის ვადით. კრებას მეთაურობს მოსახლეობის მიერ არჩეული გუბერნატორი (მერი). არჩევითი ორგანოს უფლებამოსილება ფორმალურად საკმაოდ ფართოა, ფაქტობრივად კი მის საქმიანობას კონტროლს უწევს ცენტრალური ხელისუფლება. ტოკიოს რაიონებში არის არჩევითი რაიონული კრებები.
ქალაქის ერთ-ერთი დასაფასებელი თვისება ისაა, რომ მოსახლეობა სრულიად თავისუფალია და პატივს სცემს ნებისმიერი ერის, სარწმუნოების, ორიენტაციის წარმომადგენელს.
თავად ქალაქის თინეიჯერებში კი გავრცელებულია ჰარაჯუკუ, რომელიც სწორედ აქ ჩაისახა და შემდგომ მთელს მსოფლიოში გავრცელდა.




სექციების სია





  • 1 სახელის ეტიმოლოგია


  • 2 ადმინისტრაციული სტატუსი


  • 3 ისტორია


  • 4 გეოგრაფია და კლიმატი

    • 4.1 კლიმატი



  • 5 ადმინისტრაციული დაყოფა

    • 5.1 ტოკიოს 23 სპეციალური რაიონი



  • 6 ეკონომიკა

    • 6.1 პირველადი სექტორი


    • 6.2 მეორეული სექტორი


    • 6.3 მესამეული სექტორი



  • 7 კულტურა


  • 8 არქიტექტურა


  • 9 ლიტერატურა


  • 10 სქოლიო




სახელის ეტიმოლოგია |


ტოკიო თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც ედო, რომელიც ნიშნავს „ესტუარს“.[3] შემდგომში მისი სახელი შეცვალა ახლანდელმა სახელმა ტოკიომ, როდესაც ის გახდა იმპერიის დედაქალაქი 1868 წელს.[4] ტოკიოს შეესაბამება აზიის ტრადიციები[3]. მეიძის ეპოქაში ქალაქს ეწოდა „Tōkei“ ალტერნატიული გამოთქმა იმავე ჩინურ სიმბოლოებს წარმოადგენს „Tokyo“. ზოგიერთ ინგლისურ დოკუმენტში კი „Tokei“.[5] თუმცა, რამდენადაც ცნობილია, ეს გამოთქმა არ შეესაბამება რეალობას[6].



ადმინისტრაციული სტატუსი |


ოფიციალურად ტოკიო არ არის ქალაქი, ის იაპონიის ერთ-ერთი პრეფექტურაა. მთლიანად შედგება 62 ადმინისტრაციული ერთეულისაგან: ქალაქები, დასახლებები და სოფლები. სულ შედგება 23 სპეციალური რაიონისაგან, რომელიც 1889 წლიდან 1943 წლამდე შეადგენდა ტოკიოს ადმინისტრაციულ ერთეულს. დღეისათვის, უკვე ყველა სპეციალური რაიონი გათანაბრებულია ქალაქთან და ყველას ჰყავს საკუთარი მერი და საქალაქო საბჭო.


დედაქალაქის მმართველობას სათავეში უდგას არჩეული გუბერნატორი. მმართველობის შტაბი მდებარეობს შინჯუკუში, რომელიც წარმოადგენს ოლქის მუნიციპალურ ცენტრს.
ასევე, ტოკიოში იმყოფება მთავრობა და მდებარეობს იმპერატორის სასახლე — იაპონიის იმპერატორების მთავარი რეზიდენცია.



ისტორია |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ტოკიოს ისტორია.

ტოკიოს რაიონი დასახლებული იყო ჯერ კიდევ ქვის ხანაში, მაგრამ აქტიური როლი ისტორიაში ითამაშა მოგვიანებით. XII საუკუნეში ადგილობრივმა მეომარმა ედო ტარო სიგენადმა დააარსა ფორტი. 1457 წელს, ოტა დოკანმა, კანტოს მმართველმა, ააშენა ციხესიმაგრე ედო. 1590 წელს, ამ ციხესიმაგრის მმართველი გახდა ტოკუგავა იეიასუ, სიოგუნატის დინასტიის დამაარსებელი. ამრიგად, ედო გახდა შოგუნთა დინასტიის დედაქალაქი, ხოლო იმპერიის დედაქალაქად რჩებოდა კიოტო. იეიასუმ დააარსა მრავალწლიანი მმართველობის ინსტიტუტი.
ქალაქი სწრაფად იზრდებოდა და XVIII საუკუნისათვის ის გახდა მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქი. 1615 წელს, იეიასუს არმიამ გაანადგურა თავისი მოწინააღმდეგეები — ტოიოტომის დინასტია, და ამით მოიპოვა აბსოლუტური მმართველობა მთელი 250 წელიწადის განმავლობაში. 1868 წელს, მეიძის რესტავრაციის დროს, მოხდა შოგუნთა დინასტიის დამხობა, და იმპერიის მმართველობის აღდგენა. 1869 წელს, იმპერატორმა მუცუჰიტომ დედაქალაქი გადაიტანა ედოში და დაარქვა ტოკიო, და ამან წარმოქმნა დებატები იმის შესახებ, დარჩებოდა თუ არა კიოტო იმპერიის დედაქალაქად. XIX საუკუნის მეორე ნახევარში სწრაფად დაიწყო განვითარება მრეწველობამ და გემთმშენებლობამ. 1872 წელს, აშენდა სარკინიგზო ხაზი ტოკიო-იოკოგამა. 1877 წელს, კი კობე-ოსაკა-ტოკიო. 1923 წლის 1 სექტემბერს კანტოში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა (რიხტერის შკალით 8-9 მაგნიტუდა), რომლის შედეგად დაინგრა და დაიწვა ქალაქის ნახევარზე მეტი. დაიღუპა 140 000 ადამიანი[7]. ქალაქმა დაიწყო ნელ-ნელა აღდგენა.


ქალაქი სერიოზულად დაზარალდა მეორე მსოფლიო ომის დროს. 1945 წლის 8 მარტს, საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა 80 000 ადამიანი. დაიწვა მრავალი ხის შენობა, მათ შორის იმპერატორის ძველი სასახლეც. ომის შემდგომ ტოკიო ოკუპირებულ იქნა, კორეის ომის დროს ტოკიოში განლაგებული იყო რამდენიმე ამერიკული ბაზა.


XX საუკუნის შუალედში ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად განვითარდა, რაც ცნობილი იყო „ეკონომიკური სასწაულის“ სახელწოდებით. 1966 წელს, ტოკიო მსოფლიოში თავისი ეკონომიკის სწრაფი განვითარების მხრივ მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო. ტოკიომ 1964 წლის საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებზე დაამტკიცა, რომ ომის დროინდელი ტრავმები უკვე მოშუშებული ჰქონდა. მან მსოფლიო არენაზე თავი გამოიჩინა.


70-იან წლებში ქალაქს მოაწვა სოფლიდან ჩამოსული მუშახელის ტალღა, რამაც გამოიწვია ქალაქის შემდგომი განვითარება. 80-იანი წლების ბოლოს ის უკვე გახდა დინამიკურად განვითარებული ქალაქი დედამიწაზე.


1995 წლის 20 მარტს, ტოკიოს მეტროში მოხდა გაზის აფეთქება ზარინის (ქიმიური იარაღი) გამოყენებით. ტერაქტი თავის თავზე აიღო რელიგიურმა სექტამ აუმ სინრიკიომ. ტერაქტის შედეგად დაზარალდა 5 000 ადამიანზე მეტი, მათგან 11 დაიღუპა.


სეისმურად აქტიურმა ზონამ, გამოიწვია დისკუსია იმის შესახებ, რომ იაპონიის დედაქალაქი გადაეტანათ სხვა ქალაქში. სულ დასახელებული იყო 3 კანდიდატი ქალაქი: ნასუ (300 კილომეტრი ჩრდილოეთით), ხიგასინო (ცენტრალური იაპონია); და ახალი ქალაქი მიეს პროვინციაში, ნაგოიას შორიახლოს (450 კილომეტრი ტოკიოს დასავლეთით). თუმცა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ეს დისკუსია დახურულიყო.


ამ დროისათვის ტოკიო აგრძელებს განვითარებას. თანდათანობით ხორციელდება პროექტები ხელოვნური კუნძულების შესაქმნელად. ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია ოდაიბა, რომელიც წარმოადგენს მთავარ სავაჭრო და გასართობ ცენტრს.


1897-1898 წლებში ტოკიოში აღმოცენდა პირველი პროფკავშირები. 1918 წელს მიმდინარეობდა „ბრინჯის აჯანყებები“. XX საუკუნის დასაწყისში ტოკიოში და იაპონიის სხვა ქალაქებში შეიქმნა კომუნისტური წრეები და ჯგუფები, რომელთა ბაზაზე 1922 წელს შეიქმნა იაპონიის კომუნისტური პარტია.


2011 წელს კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთით მომხდარი მიწისძვრა, საკმაოდ იგრძნობოდა დედაქალაქშიც. იყო ცუნამიც[8]. სტიქიის დროს მნიშვნელოვნად იქნა შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.[9] ბირთვული კრიზისი ფუკუშიმაზე გამოწვეული იყო ცუნამის შედეგად.[10][11]
ტოკიო მნიშვნელოვან ზიანს იღებდა XX საუკუნის სტიქიების შედეგადაც.



გეოგრაფია და კლიმატი |


ტოკიო მდებარეობს კუნძულ ჰონსიუზე, კანტოს რეგიონში. ცენტრის კოორდინატებია 35°41'N, 139°46'E (35.68333, 139.7667), თუმცა მისი საზღვრები ვრცელდება წყნარი ოკეანის ახლომდებარე კუნძულებზე, რომელთაგან ზოგიერთი ძირითადი მიწიდან 1000 კმ-ითაა დაშორებული. ფართობი შეადგენს 2,187.08 კმ²-ს.
ტოკიოს მთავარი ნაწილი მდებარეობს ტოკიოს ყურეში. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 40 მეტრი.[12] ჩიბის პრეფექტურა ესაზღვრება აღმოსავლეთიდან, იამანასის პრეფექტურა დასავლეთიდან, კანაგავის პრეფექტურა სამხრეთიდან, საიტამის პრეფექტურა ჩრდილოეთიდან. ტოკიოს სამხრეთით, მდებარეობს კუნძულთა ორი ჯგუფი : ოგასავარას კუნძულები და იზუს კუნძულები, რომლებიც მდებარეობენ ტოკიოდან 1 000 კილომეტრში (620 მილი). სწორედ ამ კუნძულებსა და მაღალმთიანი რეგიონების დასავლეთით, ტოკიოს საერთო მოსახლეობის სიმჭიდროვემ წარმოადგინა რეალური მაჩვენებელი. მისი ადმინისტრაციული სტრუქტურა დანარჩენი პრეფექტურების ადმინისტრაციული სტრუქტურის მსგავსია.
ტოკიოში მოხდა რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა: 1703, 1782, 1812, 1855, 1923 და 2011 წლებში. 1923 წლის კანტოს დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად (რიხტერის შკალით 8,3 მაგნიტუდა) დაიღუპა 140 000 ადამიანი.
ტოკიოს კუნძულებიდან ერთ-ერთი მდებარეობს ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან 1,850 კილომეტრში.



კლიმატი |


ტოკიოს ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია.[13] განსხვავდება ხმელთაშუაზღვიური კლიმატისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირი ტემპერატურა და ერთნაირი განედური განფენილობა აქვს. ზამთარი მშრალია, რის შედეგადაც არ იცის წვიმები. ხოლო დანარჩენ დროს ნოტიო სეზონი გრძელდება. სულ ტოკიოში, ყოველწლიურად მოდის 1537 მმ წელიწადში. თოვლი მოდის თითქმის ყოველ წელს.[14]მოსახლეობის ნაწილი დაზარალებულია კლიმატის მიერ გამოწვეული პრობლემებისაგან. ზაფხული ტოკიოში იცის ცხელი. გაზაფხული დგება მაისში. ყველაზე თბილი თვეა აგვისტო ( 27.5 °C), ხოლო ყველაზე ცივი იანვარი ( 6.0 °C).


ტოკიოში ხშირად იცის ტაიფუნი. ზოგჯერ იგი დიდ ზარალს აყენებს ქალაქს. ბოლო ტაიფუნი დაფიქსირდა 2007 წელს (ტაიფუნი „ფიტო“ ). ტოკიო, ისევე როგორც იაპონიის სხვა პრეფექტურები, განიცდის ერთთვიან სეზონურ შუალედს. ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირებულ იქნა −9.2 °C. ხოლო ყველაზე მაღალი 39.5 °C.


























































































































წლიური ამინდი — ტოკიო
თვე
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
საშუალო მაღალი °F
49
51
56
66
73
78
85
87
80
71
61
53
საშუალო დღიური °F












საშუალო დაბალი °F
34
35
40
49
57
66
71
73
67
58
47
38
ნალექი დუიმი
2.1
2.2
4.6
4.9
5.4
6.6
6
6.6
8.3
7.8
3.6
2
საშუალო მაღალი °C
9.6
10.4
13.6
19.0
22.9
25.5
29.2
30.8
26.9
21.5
16.3
11.9
საშუალო დღიური °C












საშუალო დაბალი °C
0.9
1.7
4.4
9.4
14.0
18.8
21.8
23.0
19.7
14.2
8.3
3.5
ნალექი მმ
52.3
56.1
117.5
124.5
137.8
167.7
153.5
168.2
209.9
197.8
92.5
51.0

წყარო: იაპონიის მეტეორლოგიური სააგენტო Japan Meteorological Agency [15] June 24, 2013


ადმინისტრაციული დაყოფა |




დასავლეთი ტოკიო





ტოკიოს სპეციალური რაიონები


ტოკიოში შედის 23 სპეციალური რაიონი, რომლებიც 1943 წლამდე შედიოდა ტოკიოს შემადგენლობაში, მაგრამ მათ ახლა ჰყავთ ცალკეული თვითმმართველობა. პრეფექტურა შედგება 26 ქალაქის, 1 რეგიონისა და 4 რაიონისაგან. ტოკიოს ხელმძღვანელობს მთავრობა, რომლის სათავეშია მოსახლეობის მიერ არჩეული გუბერნატორი. მთავრობის შტაბი მდებარეობს შინჯუკუში. ის აკონტროლებს მთელ ტოკიოს, მათ შორის ტბებს, მდინარეებს, ეროვნულ პარკებს, ჯებირებს, ფერმებსა და დისტანციურ კუნძულებს.



ტოკიოს 23 სპეციალური რაიონი |


თითოეულ რაიონს — დამოუკიდებელ მუნიციპალიტეტს, ჰყავს საკუთარი მთავრობა. მათი სტატუსი გაიგივებულია ქალაქის სტატუსთან. განსხვავდებიან იმით, რომ ზოგიერთი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფუნქციებს ასრულებს ტოკიოს მთავრობა. 2005 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, ამ რაიონების საერთო მოსახლეობა 8 457 000 კაცს შეადგენდა, სიმჭიდროვე — 13 603 კაცი/კმ².





  • ადაჩი

  • არაკავა

  • ბუნკიო

  • იტაბაში

  • კაცუშიკა

  • კიტა

  • კოტო

  • მინატო

  • მეგურო

  • ნაკანო

  • ნერიმა

  • ოტა


  • შიბუია

  • შინაგავა

  • შინჯუკუ

  • სუგინამი

  • სუმიდა

  • სეტაგაია

  • ტაიტო

  • ჩიოდა

  • ტოშიმა

  • ჩუო

  • ედოგავა


ეკონომიკა |


ტოკიოში კონცენტრირებულია უდიდესი საფინანსო-სამრეწველო მონოპოლიური ჯგუფებისა და ცალკეული კერძო მონოპოლიების, სახელმწიფო და ნახევრად სახელმწიფო მონოპოლიური ორგანიზაციების, ქვეყნის მთავარი ბანკების, უცხოეთის მონოპოლიების წარმომადგენლობათა საქმიანობა.
ტოკიო (დედაქალაქის პრეფექტურა) ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული რაიონია. აქ თავმოყრილია იაპონიის მანქანათმშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი. მანქანათმშენებლობა და ლითონდამუშავება სპეციალიზებულია უმთავრესად რთული და ზუსტი მანქანების, ხელსაწყოების, ელექტროტექნიკური და ელექტრონური მოწყობილებებისა და აპარატურის, ოპტიკურ-მექანიკური ნაკეთობების, ავტომობილების, თვითმფრინავებისა და გემების წარმოებაზე. განვითარებულია მეტალურგია.
მრავალფეროვანია კვების მრეწველობა, რომელიც უმთავრესად შეტანილ ნედლეულს ამუშავებს. განვითარებულია მსუბუქი მრეწველობის დარგები (საფეიქრო, სამკერვალო, კერამიკული, ავეჯის, საიუველირო ნაკეთობების, სუვენირებისა და სხვ. წარმოება).


ტოკიო დიდი სავაჭრო გამანაწილებელი ცენტრია, აქ არის სასაქონლო და საფონდო ბირჟები, 3 ათასზე მეტი სხვადასხვა სავაჭრო ფირმის წარმომადგენლობა. ეროვნული სავაჭრო კომპანიები, მაღაზიები და სხვა. ტოკიო ტურიზმის დიდი ცენტრია. 2006 წელს ქალაქს ესტუმრა 4 800 000 უცხოელი და 420 000 000 იაპონელი ტურისტი. ამ ვიზიტების საერთო ეკონომიკურმა ღირებულებამ 9,4 ტრილიონ იაპონურ იენას შეადგინა.
ტოკიო ქვეყნის უდიდესი სატრანსპორტო ცენტრია. საერთაშორისო მნიშვნელობის საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის კვანძი. საზღვაო ნავსადგური. იგი ჩქაროსნული ავტო და სარკინიგზო მაგისტრალებით უკავშირდება იაპონიის ბევრ ქალაქს. არის საერთაშორისო აეროპორტები ჰანედა და ნარიტა. გაყვანია წრიული რკინიგზა და მეტროპოლიტენი. ტოკიო განიცდის მწვავე სატრანსპორტო კრიზისს, რაც გამოწვეულია არა მარტო ავტომობილების დიდი რაოდენობით, არამედ ქალაქის განაშენიანების დიდი სიმჭიდროვით.


1995 წლის მონაცემებით, ტოკიოს შრომისუნარიანი მოსახლეობა 6,3 მილიონზე მეტ ადამაინს შეადგენს. ამ მაჩვენებლით, ტოკიო უსწრებს იაპონიის სხვა პრეფექტურებს.
0,5 %-ს შრომისუნარიანი ადამიანებისა დასაქმებულია ეკონომიკის პირველად სექტორში; 25,7 % — მეორე სექტორში; ხოლო 72,1 % — მესამე სექტორში.[16] სწრაფი ურბანიზაციის გამო, ეკონომიკის პირველადი სექტორი, რომელსაც წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და თევზჭერა, მკაცრად დააზარალა ტოკიო. ამ სექტორის განვითარების დონეზე, დედაქალაქი ინარჩუნებს ბოლო ადგილს ქვეყანაში.


ეკონომიკის მეორე დარგში, რომელსაც წარმოადგენს მრეწველობა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დედაქალაქს წამყვანი ადგილი ეკავა მსოფლიოში. მაგრამ 2005 წლის მონაცემებით, ტოკიომ მსოფლიოში მერვე ადგილი შეინარჩუნა მრეწველობის განვითარების მხრივ. სამრეწველო საქმიანობის შესუსტების მთავარი მიზეზი იყო, 1956 წელს მიღებული „დედაქალაქის გაუმჯობესების კანონი“.[17] ამ კანონის მიხედვით, ახალ მცენარეთა მოშენება აკრძალული იყო.


ყველაზე განვითარებულია ეკონომიკის მესამეული სექტორი. 1994 წლის ტოკიოს შემოსავლების 1/3 აღრიცხული იყო ამ სექტორში.[16] იაპონური კომპანიების დაახლოებით 90 %-ს, ტოკიოს საფონდო ბირჟაზე აქვთ კაპიტალის ოფისები.



პირველადი სექტორი |


ტოკიო არის ყველაზე დაბალ ადგილზე იაპონიის სხვა პრეფექტურებთან შედარებით, ეკონომიკის პირველად სექტორში მომუშავე მუშახელის მიხედვით. სადაც 0,5 % მუშახელია დასაქმებული. 1995 წელს, დედაქალაში იყო 10 367 ოჯახი, რომელსაც დამუშავებული ჰქონდა 8.408 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა.[16]
სულ ტოკიოს პროფესიული ფერმერები შეადგენდნენ 13,9 %-ს, ხოლო შემდგომ დანარჩენი 16,1% ჩაერთო სოფლის მეურნეობის საქმიანობაში.


სასოფლო სამეურნეო მიწის დაახლოებით ნახევარი დაუმუშავებელია. სოფლის მეურნეობის პროდუქტების უმეტესობა, გაიზარდა ოკუმას მთიანეთსა და კუნძულებზე.
მეაბრეშუმეობისა და მეცხოველეობის როლი დედაქალაქში მცირეა. 1965 წლიდან მკვეთრად შემცირდა წარმოება. ხორცისა და კვერცხის ადგილობრივი წარმოება არ აღემატება 2 %-ს, ხოლო რძის 4 %-ს. სატყეო მეურნეობა განვითარებულია მთიანეთში. ჭარბობს კვიპაროზისა და კედრის ხეები. თუმცა, სატყეო რესურს არ მოიხმარენ მხოლოდ ხის დასამუშავებლად, არამედ გამოიყენება რეკრეაციული ბაღების მოსაშენებლად. ამდენად, ტოკიოს დანარჩენ 47 პრეფექტურასთან შედარებით, მეათე ადგილი უკავია სატყეო რესურსით, ხოლო მერქნის მოპოვების მხრივ 42-ე ადგილი. როგორც 1990 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იყო ტყის ნაწილის 7,9% . ხოლო დანარჩენი ეკავა სხვადასხვა პირებსა და ორგანიზაციებს.



მეორეული სექტორი |


1950 წელს, ტოკიო იყო ამ სექტორში პირველ ადგილზე ქვეყანაში, ხოლო 1995 წელს გადაინაცვლა მე-4 ადგილზე. ამ შემცირების ძირითადი მიზეზი იყო მსხვილი სამრეწველო საწარმოების გადატანა დედაქალაქს გარეთ. მიუხედავად ამისა, ტოკიო მაინც ლიდერი რჩება სამრეწველო საწარმოების რაოდენობის მხრივ ქვეყანაში. 1994 წელს, დედაქალაქში იყო 35 512 კომპანია, სადაც დასაქმებულ იქნა 667 000 ადამიანი. დიდი სამრეწველო ქარხნები განლაგებული იყო ძირითადად დედაქალაქის გარეთ, კავასაკისა და იოკოჰამას სანაპირო ზოლს შორის. 1990 წელს, საერთო იაპონიის წარმოება შეადგენდა 19 ტრილიონ იენს. მხოლოდ ტოკიოზე მოდიოდა 6-7%. მაგრამ, საერთო ინდუსტრიის წილი ტოკიოში, აღრიცხული იყო 23,1%. მექანიკური ინდუსტრიის მთავარი ფილიალი არის ტოკიოში. მასში წამყვანი ადგილი უჭირავს ელექტრო და მაღალი ტექნოლოგიების მოწყობილობებს — საათები, კამერები, ოპტიკური ლინზები და სხვა. სწორედ ეს პროდუქცია იღებს 1/4 შიდა ბაზარზე. მეორე ყველაზე ადგილი შიდა ბაზარზე უჭირავს მანქანებსა და მოწყობილობებს. ეს ორი პრუდუქცია განლაგებულია ოტაში, შინაგავაში, მეგუროსა და იტაბაშში. სასაქონლო კომპანიების წილი, მეტალურგიული, ქიმიური, ნავთობისა და ნახშირის მრეწველობის საწარმოო წილი ტოკიოში დაახლოებით 10 %-ს შეადგენს. მეორეხარისხოვანი სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს მსუბუქ მრეწველობას. მისი განვითარება ხელს უწყობს ტოკიოს. ყველაზე მაღალი მოგება საგამომცემლო ინდუსტრიაში უჭირავს ბეჭდვით პროდუქციას. 1980 წელს, მინატომ და შიბუიამ მიიღო ბიზნეს მოდის სპეციალური განვითარება.



მესამეული სექტორი |


ტოკიოს ზოგადად მსოფლიოს ოთხ ყველაზე გავლენიან "გლობალურ ქალაქთა" (ლონდონის, ნიუ-იორკისა და პარიზის გვერდით) შორის მოიხსენიებენ. ასევე ტოკიო ყველაზე ეკონომიკურად განვითარებული აგლომერაციაა მსოფლიოში. ტოკიოს საქალაქო ზონაში, 2005 წელს მშპ-მ შეადგინა 1,191 ტრილიონს, რითაც წარმოადგინა პირველი ადგილი მსოფლიოს აგლომერაციებს შორის. 2008 წელს, 1,497 ტრილიონმა.[18]


ტოკიოში არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფინანსო ცენტრი და მთავარი შტაბი ზოგიერთი უდიდესი გლობალური საინვესტიციო და სადაზღვევო კომპანიების ბანკები, იგი ემსახურება როგორც სატრანსპორტო კვანძის, ისე საგამომცემლო და სამაუწყებლო ინდუსტრიას იაპონიაში. ეკონომიკის სწრაფი ტემპით ზრდის დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრი მსხვილი კომპანიის შტაბი არ გადასულა დედაქალაქში, ისე როგორც ოსაკა (ისტორიული დედაქალაქი).
ტოკიოს საფონდო ბირჟა წარმოადგენს იაპონიის უმსხვილეს საფონდო ბირჟას, ხოლო მეორეს მსოფლიოში.



კულტურა |


ქალაქში ცოტაა გამწვანებული ტერიტორია. განაშენიანებულია ქვის, აგურის, რკინა-ბეტონის ნაგებობებით. ხის მსუბუქი შენობებით. ქალაქის ისტორიული ცენტრია ნიჰონბასის რაიონი, სადაც მდებარეობს პარკით გარშემორტყმული იმპერატორის სასახლე. XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში შენობები ძირითადად ეკლექტიკურია. 1910-იანი წლებიდან ჩნდება ადგილობრივი ხუროთმოძღვრული ტრადიციების თანამედროვე არქიტექტურული ხასიათით გადამუშავების პირველი ნიმუშები. 1964 წლის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ჩატარდა ტოკიოს რეკონსტრუქციის I ეტაპი. 1960-70-იან წლებში მიმდინარეობდა მაღლივი მშენებლობა და მიწისქვეშა სამუშაოები, სწრაფად განვითარდა ქალაქის რამდენიმე ცენტრი. მაგრამ, მიუხედავად ჩატარებული სამუშაოებისა, ქალაქი კვლავ ქაოსურადაა განაშენიანებული. XX საუკუნის ნაგებობებიდან აღსანიშნავია მეტროპოლიტენ ფესტივალ ჰოლი უენოს პარკში.



არქიტექტურა |


ტოკიოს არქიტექტურა მის ისტორიაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. XX საუკუნეში ორჯერ მოხდა ქალაქის ნაწილის ნანგრევებად ქცევა: 1. კანტოს დიდი მიწისძვრის დროს; 2. მეორე მსოფლიო ომის დროს, ტოკიოს დაბომბვისას.[19] მიუხედავად ამისა, ქალაქის არქიტექტურაში ძირითადად შეინიშნება თანამედროვე ელემენტები, ვიდრე ძველი.[19] მისი არქიტექტურის მახასიათებლები ძალიან ჰგავს მსოფლიოს ცნობილ თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს, მაგალითად ტოკიოს ტელეანძა და სხვა. ქალაქში უამრავი დასასვენებელი პარკია. პრეფუქტურაში კი 4 ეროვნული პარკი მდებარეობს.




იმპერატორის სასახლე ტოკიოში



ლიტერატურა |



  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 10, თბ., 1986 წელი.


სქოლიო |




  1. http://www.metro.tokyo.jp/tosei/governor/governor/kishakaiken/2016/08/02.html



  2. 25 самых экономически мощных городов в мире - Работа и экономика - Атлантический города. // theatlanticcities.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-11-19. წაკითხვის თარიღი: 2012-11-17.

  3. 3.03.1Room, Adrian. Placenames of the World. McFarland & Company (1996), p360. ISBN 0-7864-1814-1.


  4. US Department of State. (1906). A digest of international law as embodied in diplomatic discussions, treaties and other international agreements (John Bassett Moore, ed.), Vol. 5, p. 759; excerpt, "The Mikado, on assuming the exercise of power at Yedo, changed the name of the city to Tokio".


  5. Fiévé, Nicolas and Paul Waley (2003). Japanese Capitals in Historical Perspective: Place, Power and Memory in Kyoto, Edo and Tokyo, გვ. 253. 


  6. "明治東京異聞~トウケイかトウキョウか~東京の読み方" Tokyo Metropolitan Archives (2004). Retrieved on September 13, 2008. (იაპონური)


  7. Tokyo-Yokohama earthquake of 1923


  8. Despite Major Earthquake Zero Tokyo Buildings Collapsed Thanks to Stringent Building Codes. წაკითხვის თარიღი: 11 October 2011.


  9. Williams, Carol J.. “Japan earthquake disrupts Tokyo, leaves capital only lightly damaged“, http://www.latimes.com/, March 11, 2011. წაკითხვის თარიღი: 11 October 2011. 


  10. Tokyo Radiation Levels- Metropolis Magazine. წაკითხვის თარიღი: 25 April 2012.


  11. Tokyo radiation levels – daily updates – April. წაკითხვის თარიღი: 11 October 2011.


  12. Population of Tokyo, Japan. mongabay. წაკითხვის თარიღი: February 10, 2012.


  13. Peel, M. C., Finlayson, B. L., and McMahon, T. A.: Updated world map of the Köppen-Geiger climate classification, Hydrol. Earth Syst. Sci., 11, 1633-1644, 2007.


  14. “Tokyo observes latest ever 1st snowfall“, March 16, 2005. წაკითხვის თარიღი: 2008-10-18. დაარქივებულია ორიგინალიდან - March 19, 2007. 



  15. 気象庁 / 平年値(年・月ごとの値). წაკითხვის თარიღი: June 24, 2013.


  16. 16.016.116.2Экономика Токио // Энциклопедия Ниппоника: в 26 тт. 2-е издание. — Токио: Сёгакукан, 1994—1997.


  17. Закон Японии от 26 апреля 1956 года о благоустройстве столичного региона


  18. Города-локомотивы

  19. 19.019.1Hidenobu Jinnai. Tokyo: A Spatial Anthropology. University of California
    Press (1995), p1-3. ISBN 0-520-07135-2.





(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტოკიო&oldid=3655754“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"1.420","walltime":"1.994","ppvisitednodes":"value":23577,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":411704,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":199274,"limit":2097152,"expansiondepth":"value":35,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":8,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":13179,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 1629.583 1 -total"," 62.23% 1014.029 1 თარგი:ინფოდაფა_დასახლება"," 60.80% 990.759 1 თარგი:ინფოდაფა"," 34.58% 563.520 34 თარგი:Wikidata"," 20.74% 337.916 168 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 19.48% 317.521 4 თარგი:ნავდაფა"," 16.11% 262.565 2 თარგი:ნავიგაცია_სვეტებით"," 12.29% 200.355 1 თარგი:ზაფხულის_ოლიმპიური_თამაშების_მასპინძელი_ქალაქები"," 11.52% 187.740 29 თარგი:Flagicon"," 11.26% 183.445 4 თარგი:Str_right"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.346","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":7517423,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1322","timestamp":"20190627065826","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e2u10ddu10d9u10d8u10dd","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9D","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q1490","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q1490","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-01-31T17:44:28Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/b/bf/Tokyo_Montage_2015.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":281,"wgHostname":"mw1241"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單