Skip to main content

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი სექციების სია ისტორია | ბუნება | მოსახლეობა | ადგილობრივი თვითმმართველობა | ეკონომიკა | კულტურა | ღირსშესანიშნაობები | გალერეა | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუwww.ninotsminda.geმოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014Ethnic composition of Georgia 2014ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტინინოწმინდის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი, გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფირრ

საქართველოს მუნიციპალიტეტებინინოწმინდის მუნიციპალიტეტი


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი დროშანინოწმინდის მუნიციპალიტეტი გერბინინოწმინდასამცხე-ჯავახეთის მხარეDecrease2.svg2014 წელისომხებიქართველებირუსებიwww.ninotsminda.geნინოწმინდის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.სამხრეთ საქართველოშისამცხე-ჯავახეთის მხარისნინოწმინდა1917ტფილისის გუბერნიისახალქალაქის მაზრაში191719301930ახალქალაქის მაზრას193319912006საქართველოშიჯავახეთისახალქალაქის პლატოსხანჩალის ტბისზღვის დონიდანფარავნისგოდორებისაქართველოთურქეთისნიალისყურის ქედსსომხეთსსამსრისაჯავახეთის ქედებისწალკის მუნიციპალიტეტისაგანსამსრის ქედითახალქალაქის მუნიციპალიტეტსჯავახეთის ქედისდმანისის მუნიციპალიტეტსაღბაბათრიალეთის ქედისამსრის ქედიფარავანიფარავანიმადათაფახანჩალის ტბასაღამოს ტბაბუღდაშენის ტბაკალმახიქაშაპიხრამულიფრიტაკობრიმტკვრის წვერაჭინჭარიპიტნაგვირილაჟოლოასკილიკრაზანამელამგელიკურდღელიზღარბიმაჩვითრითინაწავიტურათაგვიზაზუნათხუნელავირთხანუტრიასკუნსიპემზისადილიფივულკანური წიდისგორელოვკაკირქვისბაზალტისპერლიტისთიხისმინერალური წყლებიდილიფიქალაქისოფელისოფლის მეურნეობაჰამეცხოველეობამეკარტოფილეობამეფუტკრეობარძისყველისკალმახიბაზალტისწუნდასახალი მარაბდაახალქალაქისბაქო–ყარსისახალციხეშიწალკაშიერევანშისაქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს11ვაჰან ტერიანისგანძანშივიქტორ ჰოვსეფიანისეშტიაშიდუხობორთაგორელოვკაშინინოწმინდაშიმართლმადიდებლურისომხურიფოკაშიგანძანშისათხეშიროდიონოვკაშიდიდ გონდურშითორიასასაღამოშიყაურმაშისათხესათორიასასფარაშიფარავნისეშტიასთანფარავანისაღამოს ტბასთანგანძანში










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search
















ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
SJ-Ninotsminda-ka.svg

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი დროშანინოწმინდის მუნიციპალიტეტი გერბი


ადმინისტრაციული ცენტრი

ნინოწმინდა


რეგიონი

სამცხე-ჯავახეთის მხარე


სიმჭიდროვე

18,1 კაცი/კმ²


ფართობი

1354 კმ2


მოსახლეობის რაოდენობა

Decrease2.svg 24 491[1] კაცი (2014 წელი)


ეროვნება

სომხები 95,0 %
ქართველები 4,2 %
რუსები 0,8 %[2]


ოფიციალური საიტი

www.ninotsminda.ge



ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.





  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 26 ივლისი 2016.


  2. Ethnic composition of Georgia 2014



ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ნინოწმინდა.




სექციების სია





  • 1 ისტორია


  • 2 ბუნება

    • 2.1 ჰავა


    • 2.2 შიდა წყლები


    • 2.3 ფლორა და ფაუნა


    • 2.4 წიაღისეული



  • 3 მოსახლეობა

    • 3.1 აღწერის მონაცემები



  • 4 ადგილობრივი თვითმმართველობა


  • 5 ეკონომიკა

    • 5.1 სოფლის მეურნეობა


    • 5.2 მრეწველობა


    • 5.3 ტრანსპორტი



  • 6 კულტურა


  • 7 ღირსშესანიშნაობები


  • 8 გალერეა


  • 9 რესურსები ინტერნეტში


  • 10 სქოლიო




ისტორია |


მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში შედიოდა, 1917-1930 წლებში — ახალქალაქის მაზრაში, 1930 წლიდან გამოეყო ახალქალაქის მაზრას „გორელოეს რაიონის“ სახელწოდებით. 1933 წლიდან ეწოდა „ბოგდანოვკის რაიონი“. 1991 წლიდან „ნინოწმინდის რაიონია“, ხოლო 2006 წლიდან — „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი“.



ბუნება |


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფართობი 1353,9 კმ²-ს შეადგენს. იგი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე, ახალქალაქის პლატოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1950-2200 მ სიმაღლეზე. მისი უდაბლესი წერტილია 1800 მ (ფარავნის ტბა), უმაღლესი — 3189 მ (მთა გოდორები).


მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის, ხოლო სამხრეთი საზღვარი ნიალისყურის ქედს მიჰყვება, რომელიც სომხეთს ესაზღვრება. ჩრდილოეთით სამსრისა და ჯავახეთის ქედების შემაერთებელი სერით წალკის მუნიციპალიტეტისაგან არის გამოყოფილი, დასავლეთით სამსრის ქედით ახალქალაქის მუნიციპალიტეტს, ხოლო აღმოსავლეთით კი ჯავახეთის ქედის თხემით - დმანისის მუნიციპალიტეტს ემიჯნება.


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 3 მთის მასივისგან შედგება (აღბაბა, თრიალეთის ქედი და სამსრის ქედი). რელიეფი ნამარხი ვულკანებით და სიმაღლეებით ხასიათდება. მუნიციპალიტეტი 7-8 ბალიან სეისმურ ზონაში მდებარეობს.[1]


ნინოწმინდის რაიონის ვაკე ნაწილის თიხნარებზე და ბაზალტების გამოფიტვის პროდუქტებზე, მთის შავმიწები და გამოტუტული შავმიწები ჭარბობს. მაღლობებისა და ქედების ქვედა კალთებზე შავმიწისებრი და მთის მდელოს ნიადაგებია გაბატონებული. შუა და ზედა კალთებზე კი კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგებია გავრცელებული. დაჭაობებული ტაფობების ძირზე ხშირია ნესტიან-მდელოს და ჭაობის ნიადაგები.



ჰავა |


ჰიპსომეტრიული განვითარების მნიშვნელოვანი დიაპაზონის გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ზეგნის სხვადასხვაგვარი კონტინენტური ჰავაა. ზამთარი ცივი, მცირეთოვლიანია, ზაფხული — გრილი. იანვრის საშუალო ტემპერატურა მინუს 10,6 °C, აგვისტოს პლიუს 13,1 °C (ზამთარში ტემპერატურა მინუს 38 °C აღწევს). ნალექები 733 მმ-ია წელიწადში, მაქსიმალური ივნისში — 116 მმ, მინიმალური დეკემბერში - 30 მმ. თოვლის საბურველის ხანგრძლივობაა 100 დღე. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2479 სთ. აღწევს.



შიდა წყლები |


მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ფარავანი მცირე შენაკადებითურთ. მუნიციპალიტეტი ცნობილია ტბათა სიმრავლით: ფარავანი, მადათაფა, ხანჩალის ტბა, საღამოს ტბა, ბუღდაშენის ტბა და სხვა. ნინოწმინდაში ბევრია მიწისქვეშა წყლები, რაც ჯავახეთისთვის დამახასიათებელია. მუნიციპალიტეტი დანაწევრებულია პატარა მდინარეებითა და წყაროებით. ტბებსა და მდინარეებში ბევრი და მრავალი სახეობის თევზია (კალმახი, ქაშაპი, ხრამული, ფრიტა, კობრი, მტკვრის წვერა და სხვა).



ფლორა და ფაუნა |


ნინოწმინდის რაიონის ფლორა შედგება ძირითადად ალპური ზონის მახასიათებლებით. უმეტესი ნაწილი უტყეოა, დაფარულია მთის და მდელო-ველის მცენარეულობით. ტბების ირგვლივ დაჭაობებულ ტაფობებში გავრცელებულია წყლისა და ჭაობის მცენარეულობა. 2200 მეტრზე მაღლა იწყება სუბალპური და ალპური მდელოები. ნინოწმინდაში გავრცელებულია სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეები: ჭინჭარი, პიტნა, გვირილა, ჟოლო, ასკილი და კრაზანა.


ნინოწმინდის რაიონში ბინადრობენ მთიანი ზონისთვის დამახასიათებელი ცხოველები და მღრღნელები: მელა, მგელი, კურდღელი, ზღარბი, მაჩვი, თრითინა, წავი, ტურა, თაგვი, ზაზუნა, თხუნელა, ვირთხა, ნუტრია და სკუნსი. იმის გამო, რომ ჯავახეთის ზეგანი მდიდარია ტბებით, წყალმცურავი ფრინველების სამყარო მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ 200-მდე სახეობის ფრინველი იყრის თავს, მათ შორის მიგრანტები, ზაფხულის ბინადრები, ბუდის მკეთებელი, აგრეთვე წყლის ფრინველები.



წიაღისეული |


მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის პემზისა (დილიფი), ვულკანური წიდის (გორელოვკა), კირქვის, ბაზალტის, პერლიტის, თიხის საბადოები, მოდის მინერალური წყლები (დილიფი).



მოსახლეობა |


მოსახლეობის რიცხოვნობა — 24 491 კაცი; სიმჭიდროვე — 18,1 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 32 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 31 სოფელი.



აღწერის მონაცემები |










აღწერის წელიმოსახლეობა
198938 935
200232 561 Decrease2.svg
201424 491 Decrease2.svg


ადგილობრივი თვითმმართველობა |





ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დროშა


ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო. საკრებულოში არის შემდეგი კომისიები: სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია, საფინანსო – საბიუჯეტო კომისია, სივრცითი – ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია, სოციალურ საკითხთა კომისია.


მმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია:


  • 1 ქალაქი — ნინოწმინდა

  • 7 თემი — განძანი, დიდი გონდური, გორელოვკა, დიდი ხანჩალი, ეშტია, სათხე, ტამბოვკა, ფოკა.

  • 1 სოფელი — ჯიგრაშენი.


ეკონომიკა |



სოფლის მეურნეობა |




სასოფლო-სამეურნეო ბაზარი ქალაქ ნინოწმინდაში


წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 117 000 ჰა, 24 000 ჰა - სახნავ-სათესია, 7000 ჰა - სათიბი და 96 000 ჰა - საძოვარი. სოფლის მეურნეობაში წამყვანია მეცხოველეობა, მარცვლეულის მოყვანა და მეკარტოფილეობა. გავრცელებულია საგაზაფხულო თავთავიანი და საკვები კულტურები: ქერი, საშემოდგომო ხორბალი, კარტოფილი და ბოსტნეული. განვითარებულია მეფუტკრეობა, მუნიციპალიტეტში 3000-ზე მეტი სკაა.


მეცხოველეობაში გავრცელებული საქმიანობაა რძისა და ყველის წარმოებაა. მოქმედებს 30-მდე რძის გადამამუშავებელი საწარმო და ყველის ქარხანაა, ასევე ორი ხორცკომბინატი. ასევე მისდევენ თევზის (კალმახი) ხელოვნურ მოშენებას.



მრეწველობა |


მრეწველობა სუსტადაა განვითარებული. მოქმედებს ბაზალტის ქვის გადამამუშავებელი და მსუბუქი კედლების ბეტონის ბლოკის საამქროები. ნინოწმინდის ელექტროენერგიით მომარაგება წუნდას ელექტროგადამცემი ხაზებით ხორციელდება, რომელთა სიმძლავრე 35 კილოვატს შეადგენს.



ტრანსპორტი |


მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ახალი მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომავალში გაივლის ბაქო–ყარსის რკინიგზის ხაზი. ნინოწმინდიდან რეგულარული საავტომობილო მიმოსვლაა ახალციხეში, წალკაში და ერევანში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს11.



კულტურა |


მუნიციპალიტეტში 38 საჯარო სკოლაა, მათგან 31 სომხურია, 4 ქართული და 3 რუსული. სკოლებში 4447 მოსწავლე სწავლობს და 935 მასწავლებელი ასწავლის. მოქმედებს 15 ბიბლიოთეკა, 3 თეატრი, მათ შორის ნინოწმინდის სახალხო თეატრი და 4 მუზეუმი: ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი სოფელ განძანში, ვიქტორ ჰოვსეფიანის სახლ-მუზეუმი ეშტიაში, დუხობორთა ეთნოგრაფიული მუზეუმი გორელოვკაში და საბრძოლო დიდების მუზეუმი ნინოწმინდაში. მუნიციპალიტეტში მოქმედებს ნინოწმინდის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლი.


მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ივლისის მესამე კვირას აღინიშნება სასულიერო დღესასწაული "ვარდავარი". "ვარდავარი" სიხარულის, გართობის, სიყვარულის და მოსავლის სიუხვის სიმბოლოა. გასათხოვარი გოგოები "ვარდავარს" უკავშირებენ თავიანთი ბედნიერების პოვნას. ისინი შვიდი წყაროდან იღებენ წყალს და ახალგაზრდა ბიჭებს სთავაზობენ.



ღირსშესანიშნაობები |


მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის როგორც მართლმადიდებლური, ასევე სომხური ეკლესიები ფოკაში, განძანში, სათხეში, როდიონოვკაში, დიდ გონდურში, თორიასა და საღამოში.


საერო ხასიათის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია XII საუკუნის ხიდი სოფელ ყაურმაში, სათხესა და თორიას ციკლოპური ციხეები, "ქოროღლის" ციხის ნანგრევები ასფარაში.



გალერეა |



რესურსები ინტერნეტში |



  • ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი“ ვიკისაწყობში.

  • ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი


სქოლიო |




  1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი, გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი




(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნინოწმინდის_მუნიციპალიტეტი&oldid=3650467“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.304","walltime":"0.376","ppvisitednodes":"value":2806,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":76467,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":32683,"limit":2097152,"expansiondepth":"value":14,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":2,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":7737,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 243.538 1 -total"," 45.10% 109.844 1 თარგი:ინფოდაფა_საქართველოს_მუნიციპალიტეტი"," 42.58% 103.701 1 თარგი:ინფოდაფა/*"," 38.53% 93.842 2 თარგი:ნავდაფა"," 33.28% 81.059 1 თარგი:სამცხე-ჯავახეთი"," 31.15% 75.862 1 თარგი:ნავიგაცია_სვეტებით"," 17.04% 41.494 1 თარგი:სქოლიო"," 13.20% 32.152 1 თარგი:ნინოწმინდის_მუნიციპალიტეტი"," 8.02% 19.526 3 თარგი:ფერი"," 4.93% 12.001 2 თარგი:Tnavbar"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.003","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":596878,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1238","timestamp":"20190526172420","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10dcu10d8u10dcu10ddu10ecu10dbu10d8u10dcu10d3u10d8u10e1 u10dbu10e3u10dcu10d8u10eau10d8u10deu10d0u10dau10d8u10e2u10d4u10e2u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q1025123","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q1025123","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-04-06T06:18:04Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/3/31/SJ-Ninotsminda-ka.svg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":147,"wgHostname":"mw1273"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單