Skip to main content

შარლ III ლოთარინგიელი სექციების სია ბიოგრაფია | შვილები | ბიბლიოგრაფია | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიუშარლ III დიდი (1543-1608)

დაბადებული 1543დაბადებული 18 თებერვალიგარდაცვლილი 1608გარდაცვლილი 14 მაისიXVI საუკუნის ევროპის მონარქებილოთარინგიის ჰერცოგები


ფრ18 თებერვალი1543ნანსი14 მაისი1608ნანსილოთარინგიისჰერცოგი1545საფრანგეთისკლაუდია ვალუალოთარინგია154318 თებერვალსლოთარინგიისჰერცოგფრანსუა IIდანიისანორვეგიისქრისტინა დანიელისაღვთო რომის იმპერატორკარლ Vსაფრანგეთის მეფეანრი II1552ლოთარინგიისმეცილოთარინგიისნანსიკარლ V1559საფრანგეთისკლაუდია ვალუაანრი IIეკატერინე მედიჩისფრანსუა IIკლაუდიასთანკლაუდიასესპანეთის მეფეფილიპე IIელიზაბეტა ვალუაშოტლანდიისასაფრანგეთის დედოფალიმარია სტიუარტი1559ნოემბერშიფრანსუა IIშარლ IX ვალუა1562ლოთარინგიასაფრანგეთის სამეფოსასაღვთო რომის იმპერიასგერმანელიჰუგენოტებიესპანელკათოლიკეებსფრანშ-კონტედან1575კლაუდია1576საფრანგეთის მეფეანრი IIIლუიზა დე ლორენ-ვედემონი1580ნანსში1584ალანსონის ჰერცოგიფრანსუა ვალუაანრი IIIსალის კანონისნავარისმარგარიტა ვალუასანრი III ბურბონიელიზაბეტასესპანეთის მეფეფილიპე IIკლაუდიასნავარის მეფეგიზის ჰერცოგმაანრი III1589ანრი IIIნავარის მეფეანრი დე ბურბონსაესპანეთის მეფეფილიპე IIეკიულოთარინგიისეკონომიკისაკულტურისანრი IVფილიპემსაფრანგეთის რელიგირმა ომებმა1572კერმონ-ენ-არგონი160814 მაისს1559კლაუდია ვალუა










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




შარლ III ლოთარინგიელი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search
























შარლ III

Charles III de Lorraine

Charles III, Duke of Lorraine, by studio of François Clouet.jpg


ლოთარინგიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი:
1545
მმართ. დასასრული:
14 მაისი 1608
წინამორბედი:
ფრანსუა I ლოთარინგიელი
მემკვიდრე:
ანრი II ლოთარინგიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი:
18 თებერვალი 1543
გარდ. თარიღი:
14 მაისი 1608 (65 წლის)
მეუღლე:
კლაუდია ვალუა
შვილები:
ანრი II ლოთარინგიელი
კრისტინა ლოთარინგიელი
შარლ ლოთარინგიელი
ანტუანეტ ლოთარინგიელი
ანა
ფრანსუა II ლოთარინგიელი
კატრინ ლოთარინგიელი
ელიზაბეთ ლოთარინგიელი
კლაუდია
დინასტია:
ლორენი
მამა:
ფრანსუა I ლოთარინგიელი
დედა:
კრისტინა დანიელი

შარლ III ლოთარინგიელი ვიკისაწყობში

შარლ III ლოთარინგიელი (ფრ. Charles III de Lorraine; დ. 18 თებერვალი, 1543 , ნანსი — გ. 14 მაისი, 1608, ნანსი) — ლოთარინგიის ჰერცოგი 1545 წლიდან გარდაცვალებამდე. ცოლად ჰყავდა საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუა. მისი მმართველობის პერიოდში ლოთარინგია განვითარდა კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით.




სექციების სია





  • 1 ბიოგრაფია


  • 2 შვილები


  • 3 ბიბლიოგრაფია


  • 4 რესურსები ინტერნეტში




ბიოგრაფია |


შარლი დაიბადა 1543 წლის 18 თებერვალს, ლოთარინგიის ჰერცოგ ფრანსუა II-ის ოჯახში. შარლის დედა იყო დანიისა და ნორვეგიის პრინცესა - ქრისტინა დანიელი. ჯერ კიდევ მაშინ როცა, შარლი სულ რაღაც ორი წლის იყო, ფრანსუა გარდაიცვალა. იმის გათვალისწინებით რომ იგი ოჯახში ერთად ერთი ვაჟი იყო (მას ჰყავდა ორი უმცროსი და), ორი წლის შარლი ლოთარინგიის ჰერცოგი გახდა. მისი მცირეწლოვანებიდან გამომდინარე, რეგენტი დედამისი ხდება, რომელიც თავისი ძმის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული.


შარლის დედა იყო საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის დიშვილი, რომლის მოსისხლე მტერი იყო საფრანგეთის მეფე ანრი II. ანრიმ ისარგებლა ლოთარინგიის დასუსტებით და 1552 წელს დიდი ლაშქრით შეიჭრა. ამავე წელს მან დაიპყრო ლოთარინგიის სამი საეპისკოპო, რომელთაგან ერთი იყო მეცი - ლოთარინგიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. აქედან მოყოლებული ლოთარინგიის დედაქალქად ნანსი ცხადდება და იქ გადადის სამეფო ოჯახი და რეზიდენცია. ამ დროისათვის შარლი მხოლოდ ცხრა წლის იყო, ფრანგები კი მისი ტახტიდან ჩამოგდებისათვის იბრძოდნენ, თუმცა კარლ V-ის ჯარები დროულად გამოჩნდა და მას ტახტი შეუნარჩუნეს.





კლაუდია ვალუა, შარლ III-ის მეუღლე


1559 წელს თავისი პოზიციების განსამტკიცებლად ცოლად მოიყვანა 11 წლის საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუა, აწ გარდაცვლილი ანრი II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ეკატერინე მედიჩის შუათანა ქალიშვილი, საფრანგეთის მეფე ფრანსუა II-ის უმცროსი და. კლაუდიასთან ქორწინება ლოთარინგიისათვის საფრანგეთთან მშვიდობის გარანტია იყო. თუმცა ფრანგებმა მათთვის ჩვეულ ვერაგობას მიმართეს და ქორწინების შემდეგ შარლსა და კლაუდიას პარიზის დატოვების უფლება არ მისცეს. მათ საფრანგეთში თითქმის მთელი წელი გაატარეს. იქ შარლმა გაიცნო ესპანეთის მეფე ფილიპე II და დედოფალი ელიზაბეტა ვალუა, რომლებიც შარლს ქვისლად და ცოლისდად ერგებოდნენ. მას ასევე რძლად ერგებოდა შოტლანდიისა და საფრანგეთის დედოფალი მარია სტიუარტი. ამას გარდა იგი ამ ქორწინებით დაუნათესავდა სამეფო ოჯახის სხვა გავლენიან წევრებსაც. 1559 წლის ნოემბერში შარლმა ოფიციალურად თქვა უარი საფრანგეთის ტახტზე შეძენილ უფლებებზე და აღიარა საფრანგეთის მეფის უზენაესობა, მხოლოდ ამის შემდგომ დართეს ნება მას და კლაუდიას, რომ ლოთარინგიაში დაბრუნებულიყვნენ. ამავე წლის დეკემბერში მეფე ფრანსუა II გარდაიცვალა და ტახტზე ადის შარლის კიდევ ერთი ცოლისძმა - შარლ IX ვალუა. 1562 წელს შარლმა საფრანგეთს ფინანსური დახმარება სთხოვა რაზეც ფრანგები ნაწილობრივ დათანხმდნენ.


როგორც ვიცით, ლოთარინგია საფრანგეთის სამეფოსა და საღვთო რომის იმპერიას შორის მდებარე პატარა საჰერცოგო იყო, ამიტომაც მას აუცილებლად სჭირდებოდა ნეიტალური და თბილი ურთირთობა ამ ორივე სახელმწიფოსან. შარლმა განაგრძო მისი წინაპრების პოლიტიკა და ცდილობდა მაქსიმალურად ნეიტრალური ყოფილიყო ორივე ქვეყანასთან ურთიერთობაში. მან გაატარა გერმანელი ჰუგენოტები რომლებიც საფრანგეთიდან გერმანიაში მიდიოდნენ, აგრეთვე გზა გაუხსნა ესპანელ კათოლიკეებს რომლებიც ფრანშ-კონტედან საფრანგეთში გადადიოდნენ. ამით მან საღვთო რომის იმპერატორსაც ასიამოვნა და საფრანგეთის მეფესაც გაუწია სამსახური.


1575 წელს მშობიარობისას 28 წლის კლაუდია გარდაიცვალა. შარლი ამის შემდგომ აღარ დაქორწინებულა, ვინაიდან მას ძალიან უყვარდა კლაუდია და არ სურდა მისი სხვა ქალით ჩანაცვლება, მითუმეტეს რომ რამდენიმე ვაჟი ჰყავდა და მემკვიდრეობის პრობლემა არ იქნებოდა. 1576 წელს საფრანგეთის მეფე ანრი III-მ (რომელიც ასევე კლაუდიას ძმა იყო) ცოლად მოიყვანა ლუიზა დე ლორენ-ვედემონი, რომელიც შარლის ბიძაშვილი იყო. ეს ყოველივე შარლმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ფრანკო-ლოთარინგიული ალიანსი კვლავ განაახლა.




შარლ III-ის სამეფო მონოგრამა


1580 წელს ქალაქ ნანსში დაესწრო საერთაშორისო სახალხო კრებას. 1584 წელს გარდაიცვალა ალანსონის ჰერცოგი, ფრანსუა ვალუა, რომელიც ანრი III-ის ძმა და მისი მემკვიდრე იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ანრის შვილი არ უჩნდებოდა სალის კანონის თანახმად ტახტის პირველ მემკვიდრედ ცხადდებოდა ანრის უმცროსი, ცოცხალი დის, ნავარის დედოფალ მარგარიტა ვალუას მეუღლე ანრი III ბურბონი, შემდგომი მემკვიდრე იყო უფროსი გარდაცვლილი დის ელიზაბეტას მეუღლე, ესპანეთის მეფე ფილიპე II, ხოლო ტახტის მესამე მემკვიდრედ შარლი დასახელდა როგორც კლაუდიას მეუღლე. ტახტის მემკვიდრე ნავარის მეფე გახდა, თუმცა გიზის ჰერცოგმა ანრი III-ზე ზემოქმედებით ნავარელს ტახტზე უფლებები ჩამოერთვა.


1589 წელს საფრანგეთის მეფე ანრი III გარდაიცვალა. ტახტისათვის ბრძოლა ატყდა ნავარის მეფე ანრი დე ბურბონსა და ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს შორის. შარლს არ ჰქონდა იმის შესაბამისი ძალა რომ ასეთ მდიდარ და ძლიერ მონარქებს მორეოდა, ამიტომაც თავიდანვე ნეიტრალური მდგომარეობა შეინარჩუნა. მას ორივე მეფემ 2 700 000 ოქროს ეკიუ გადაუხადა, რათა ტახტზე უარი ეთქვა. მან მშვენივრად იცოდა, რომ ტახტზე ვერ ავიდოდა, ამიტომაც ფული აიღო და ეს თანხა ლოთარინგიის ეკონომიკისა და კულტურის აღორძინებას მოახმარა, ცხადია იზრუნა სამხედროთა უკეთ შეიარაღებაზეც. ხუთწლიანი ბრძოლის შემდეგ ტახტი ანრი IV-მ მიიღო, ხოლო ფილიპემ აღიარა მისი უფლებები საფრანგეთის ტახტზე. თავად შარლი კათოლიკე იყო, ამიტომაც მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც ღრმად მორწმუნე ფილიპთან, ისე ახლად მოქცეულ ანრისთან.


საფრანგეთის რელიგირმა ომებმა საკმაოდ კარგად იმოქმედა ლოთარინგიაზე. ფრანგებს ახლა უკვე აღარ ეცალათ ლოთარინგიისათვის, რამაც მის მოსახლეობას ცოტა ხნით ამოსუნთქვის საშუალება მისცა. შარლის ინიციატივით 1572 წელს ნანსში გაიხსნა პირველი ლოთარინგიული უნივერსიტეტი. ასევე მისი ხელშეწყობით აშენდა და განახლდა მრავალი ციხესიმაგრე, ეკლესია, გზები, სარწყავი არხები, ხიდები და კანალიზაციის სისტემა. შარლი ხალხში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. მან დააარსა ქალაქი კერმონ-ენ-არგონი. ამას გარდა აღორძინდა მხატვრობა და ხელოვნების სხვა უამრავი დარგი.


შარლ III გარდაიცვალა 1608 წლის 14 მაისს, ლოთარინგიის საჰერცოგოს დედაქალაქ ნანსში. მის დაკრძალვას დაესწრნენ საფრანგეთის მეფე და საღვთო რომის იმპერატორი.



შვილები |




შარლ III თავის მეუღლე, კლაუდია ვალუასთან ერთად


1559 წელს შარლმა ცოლად შეირთო საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუა რომელთანაც 9 შვილი შეეძინა:



  1. ანრი II ლოთარინგიელი (1563-1624), ლოთარინგიის ჰერცოგი


  2. კრისტინა ლოთარინგიელი (1565-1637), ტოსკანის დიდი ჰერცოგინია


  3. შარლ ლოთარინგიელი (1567-1607), მეცის, სტრასბურგის და ლოთარინგიის კარდინალი


  4. ანტუანეტ ლოთარინგიელი (1568-1610), იულრიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგინია

  5. ანა ლოთარინგიელი (1569-1576), ლოთარინგიის პრინცესა


  6. ფრანსუა II ლოთარინგიელი (1572-1632), ლოთარინგიის ჰერცოგი და ვუდემონტის გრაფი


  7. კატრინ ლოთარინგიელი (1573-1648), რემინემონტის ჰერცოგინია


  8. ელიზაბეთ ლოთარინგიელი (1574-1635), ბავარიის ჰერცოგინია

  9. კლაუდია (1575) დაბადებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა


ბიბლიოგრაფია |


  • Philippe Martin (sous la dir.), La pompe funèbre de Charles III, Éditions Serpenoise, Metz, 2008 - (ფრანგულიდან)


  • შარლ III დიდი (1543-1608) (D’après la monographie imprimée « Récits lorrains. Histoire des ducs de Lorraine et de Bar » d’Ernest Mourin, Publication 1895 - (ფრანგულიდან)


რესურსები ინტერნეტში |



  • ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შარლ III ლოთარინგიელი“ ვიკისაწყობში.

  • http://viaf.org/viaf/59905716/

  • https://www.idref.fr/090224833

  • http://id.loc.gov/authorities/names/nr98005969.html

  • http://www.worldcat.org/identities/lccn-nr98-005969/

  • http://arts-graphiques.louvre.fr/resultats/oeuvres


(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შარლ_III_ლოთარინგიელი&oldid=3610091“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.220","walltime":"0.311","ppvisitednodes":"value":4657,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":23750,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":9605,"limit":2097152,"expansiondepth":"value":11,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":0,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 260.477 1 -total"," 98.38% 256.247 1 თარგი:ინფოდაფა_მმართველი"," 92.94% 242.081 1 თარგი:ინფოდაფა"," 50.47% 131.464 2 თარგი:Wikidata"," 13.63% 35.501 174 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 4.57% 11.916 1 თარგი:PAGENAMEBASE"," 2.87% 7.468 1 თარგი:Str_find"," 1.51% 3.942 1 თარგი:Commonscat-inline"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.050","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":1249026,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1324","timestamp":"20190615095714","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e8u10d0u10e0u10da III u10dau10ddu10d7u10d0u10e0u10d8u10dcu10d2u10d8u10d4u10dau10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A_III_%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q505040","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q505040","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2017-10-20T20:36:46Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/a/a7/Charles_III%2C_Duke_of_Lorraine%2C_by_studio_of_Fran%C3%A7ois_Clouet.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":113,"wgHostname":"mw1327"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單